forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი წიგნები, გავიგოთ პირველებმა ახალი გამოცემების შესახებ
gochj
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 201597
რეგისტრ.: 27-April 15

გამოგზავნილია: 8 Aug 2015, 23:10  #45370066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თბილისში ჩამოაღწია კრებულმა: Georgians in the Holy Land. The Rediscovery of a Long-Lost Christian Legacy. Ed. Tamila Mgaloblishvili. London, 2014. კრებულში შესულია 1995 წლიდან მოყოლებული წმინდა მიწაზე ქართველ მკვლევართა თითქმის ყოველწლიური ექსპედიციის მასალები. 14 ნაშრომის ავტორებია: დავით ხოშტარია და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი; თამილა მგალობლიშვილი; მარიამ დიდებულიძე და მზია ჯანჯალია; გიორგი გაგოშიძე; თინა ცერაძე და დავით ცხადაძე; იულონ გაგოშიძე; ჯონ ზელიგმანი; სერგეი ფრანცუზოვი; ცისანა აბულაძე. კრებულს ერთვის იერუსალიმის და წმინდა მიწის რუკები და სია წმინდა მიწაზე ქართველთა ეკლესია-მონასტრებისა. განსაკუთრებით საყურადღებოა მგალობლიშვილის, გიორგი გაგოშიძისა და ზელიგმანის სამი სტატია, რომლებშიც განხილულია იერუსალიმის მახლობლად უმმ ლეიზუნში მდებარე ქართული მონასტრის წარწერა იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა. გაგოშიძის თანახმად, ის თარიღდება მე-5 ს-ის მიწურულით, ანდა უფრო მე-6 ს-ის პირველი ნახევრით. ესაა პირველი ხსენება ეთნომიმ „ქართველისა". იმედია, წიგნი მალე შევა პარლამენტის ბიბლიოთეკაში, სადაც ყველას შეეძლება მისი ნახვა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) « პირველი ... 12 13 [14]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0206 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]