თიაქარი ვითარდება მაშინ, როცა მფარავი კუნთის ან მემბრანის დეფექტში ხდება ქსოვილის, სტრუქტურის ან ორგანოს ნაწილის გამოსვლა(ძირითადად კანქვეშ და ძირითადად ნაწლავების, თუმცა შეიძლება იყოს შინაგანიც, მაგ. დიაფრაგმის).
თიაქარი შედგება სამი ნაწილისგან: თიაქრის კარის, თიაქრის პარკის და შიგთავსისაგან.
ლოკალიზაციის მიხედვით არჩევენ სხვადასხვა სახის თიაქარს, მაგალითად მუცლის კედლის, საზარდულის (უფრო ხშირია კაცებში), ბარძაყის (უფრო ხშირია ქალებში), ჭიპის, ნაწიბურის, დიაფრაგმის და ა.შ.
თიაქარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი თიაქარი ძირითადად ვითარდება ნელა, თუმცა შესაძლოა სწრაფად მოხდეს.
თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს მუცლის ღრუში წნევის მატება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე ტვირთის აწევასთან ან სხვა სახის ფიზიკურ დატვირთვასთან. ქალებში ერთერთი რისკ-ფაქტორია ფეხმძიმობა. რაც უფრო სუსტი აქვს ადამიანს კუნთები (განსაკუთრებით მუცლის კედლის), მით უფრო დიდი შანსია თიაქრის განვითარების.
ქალებში და კაცებში განსხვავებული სახის თიაქრის განსხვავებული სიხშირე გამოწვეულია მათი ანატომიური თავისებურებებით.
თიაქრის ძირითადი სიმპტომი არის შესაბამისი ადგილიდან ხილული გამობერილობა, რომელიც უმეტესად არის რბილი კონსისტენციის (ახალშობილებში შეიძლება იყოს მაგარი). გარდა ამისა, შესაძლოა აღინიშნებოდეს ტკივილი და დისკომფორტი, განსაკუთრებით ფიზიკურ დატვირთვაზე.
თიაქრების ადგილმდეარეობა
საზარდულის თიაქარი
ბარძაყის თიაქარი
ჭიპის თიაქარი (თანდაყოლილი)
დიაფრაგმის თიაქარი (შინაგანი, თანდაყოლილი)
ოპერაციებს რაც შეეხება, ლაპარასკოპიით ეჭვი მეპარება აკეთებდნენ, ისე ჩვეულკებრივად კი აკეთებენ, მე თვითონაც დავსწრებივარ (მართალია სისხლების მეტს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მაინც....
)
ეს ზოგადად.
უფრო დაწვრილებით იხ.
Herniainfo,
eMedicine-Hernia,
MedlinePlus-Hernia