ამერიკის შეერთებული შტატები (The United States of America)
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA, U.S.) არის ფედერალური რესპუბლიკა რომელიც მოიცავს 50 შტატს, ფედერალურ რაიონს (District of Columbia), ხუთი მეტად თვითკონტროლირებადი რაიონს და სხვა ტერიტროიებს. ამირიკის ტერიტორია მოიცავს 9.8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ხოლო მოსახლეობა 325 მილიომზე მეტ ადამიანს შეადგენს.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წლის წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
უდიდესი ქალაქებია
1 ნიუ-იორკი / ნიუ-იორკი - 8538000
2 ლოს-ანჯელესი / კალიფორნია - 3976000
3 ჩიკაგო / ილინოისი - 2695 598
4 ჰიუსტონი / ტეხასი - 2099 451
5 ფილადელფია / პენსილვანია - 1526006
6 ფინიქსი / არიზონა - 1445 632
7 სან-ანტონიო / ტეხასი - 1327407
8 სან-დიეგო / კალიფორნია - 1 307402
9 დალასი / ტეხასი - 1197 816
10 სან-ხოსე / კალიფორნია - 945942
ეთნიკური ჯგუფები:
1. 77.1% თეთრი
2. 13.3% შავი
3. 5.6% აზიელი
4. 2.6% შერეული
5. 1.2% ინდიელები
რელიგიური ჯგუფები:
1. 73.3% ქრისტიანი
2. 18.2% არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნება
3. 2.1% ებრაელი
4. 0.8% მუსულმანი
საინტერესო ფაქტები:
1. თავისუფლების ქანდაკება ყველასთვის ასოცირდება ქალაქ ნიუ-იორკთან, მაგრამ ფიზიკურად ნიუ-ჯერსის შტატში მდებარეობს.
2. მაუნა-კეა (ინგლ. Mauna Kea; ჰავაიურად – თეთრი მთა) — ჩამქრალი ფარისებრი ვულკანი ჰავაის შტატში. სიმაღლე 4205 მ. წარმოადგენს ჰავაის შტატის უმაღლეს წერტილს.
3. ამერიკაში წელიწადში 9 მილიარდი პიცა იყიდება.
4. ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1920 წელს მოიპოვეს.
5. დათვი გრიზლი კალიფორნიის ოფიციალურ ცხოველადაა აღიარებული, მაგრამ მსგავსი ჯიშის დათვი არავის უნახავს კალიფორნიაში 1922 წლის შემდეგ.
ამერიკის პრეზიდენტი: დონალდ ჯ. ბაიდენი
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი: მაიკ პენსი
ნაციონალური ჰიმნი:
წინა თემის ლინკი
USA - NYCკეთილი იყოს ახალი თემა
This post has been edited by sაlოmეa on 11 Nov 2020, 20:14