ევროპა-ბეთის კეპის თემა დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა სამწუხაროდ აქამდე არც კომპანიის მხრიდან ყოფილა რაიმე სახის რეაგირება და არც მოთამაშეების მხრიდან აქტიური მოქმედება. დაახლოებით ორი კვირის წინ ებ-ს მივწერეთ მეილი, რომელშიც ვითხოვდით, რომ შეგვხვედროდნენ და გველაპარაკა ამ საკითხზე, თუმცა სამწუხაროდ არავინ გამოგვხმაურებია და გადავწყვიტეთ აქ გაგვეხსნა თემა
მოთამაშეთა უმეტესობა ალბათ ვერც ხვდება რა სხვაობას გვაძლევს 9 ლარიანი კეპი. ამის გამოსარკვევად ჩავატარეთ პატარა გამოკვლევა. ვინმეს შეიძლება ეს ყველაფერი რთულად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენთვის მარტივი ოპერაციაა, ოქროებო.
სანამ გამოთვლაზე გადავალთ, გადავხედოთ ევროპაბეთის და სხვა რუმების პირობებს
ეს არის პოკეროფფიდან აღებული ფაილი, სადაც ჩამოწერილია წამყვანი რუმების ლიმიტი/მოთამაშეთა რაოდენობა/რეიკი/კეპი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს კი გახლავთ შესაბამისი რიცხვები ევროპა-ბეთზე:
ლიმიტი - ნლ4+
მოთამაშეთა რაოდენობა - 2+
რეიკი - 6%
კეპი - 9
ჰოლდემ მენეჯერიდან ამოვიღე ნლ50-ზე ნათამაშები 25000 ხელი. არც ერთ მათგანში კეპს არ უმოქმედია (ყველგან წაიღო 6% რეიქი). შემდეგ გავფილტრე ის ხელები, რომლებშიც მოვიგე/წავაგე 50ბბ-ზე მეტი ანუ საბოლოო პოტი იყო 50 ლარზე მეტი. ასეთი ხელების რაოდენობამ შეადგინა 163, საერთო ბეთების რაოდენობამ - 7109 ლარი, რეიკმა კი 435 ლარი. თუ დავუშვებთ, რომ ამ ხელებში იმოქმედებდა იგივე კეპი, რაც მოქმედებს ნორმალურ რუმებში (3 ლარი), საერთო რეიქი იქნებოდა 163*1.5=245 ანუ არსებული კეპის პირობებში ჩვენგან წაიღო 190 ლარით (380ბბ) მეტი რეიკი 25000 ხელში. მარტივი გამოთვლებით ვნახავთ, რომ სხვაობა არის 1,5ბბ/100.
გასათვალისწინებელია ის, რომ არ გამიფილტრავს მოთამაშეების რაოდენობა. თუ მხედველობაში მივიღებთ კეპს მოთამაშეთა რაოდენობის მიხედვით (2 მოთამაშე - 1 ლარი, 3-4 - 2ლ, 5-6 - 3ლ) და ამავდროულად დავუშვებთ, რომ მხოლოდ 5-6 მაქსებს არ ვთამაშობთ სხვაობა აუცილებლად იქნება 2ბბ/100+
100 000 ხელში სხვაობა გამოდის 1000 ლარი, საიდანაც 35% რეიქბექის და 8% ჯეოპოკერის გათვალისწინებით გვიბრუნდება 358 ლარი. საბოლოოდ, ნლ50-ის რეგი, რომელიც თამაშობს 100 000 ხელს თვეში, ასეთ პირობებში იგებს დაახლოებით 650 ლარით ნაკლებს.
რა თქმა უნდა სხვაობა იქნება ლიმიტების და მოთამაშის ტიპის მიხედვით, თუმცა 10 ბაი ინი 100 000 ხელში იქნება ის რიცხვი, რომლის გარშემოც იტრიალებს რეგულარის დაკარგული ფული არსებულ პირობებში.
რაც ყველაზე უარესია, ამის გამო ფული არ ჩერდება რუმში, ფიში მალე ისოლდება და გვიწევს რეგულარებთან თამაში, რაც თავის მხრივ საგრძნობლად აგდებს ვინ რეითს.
ვფიქრობთ, რომ პირობების ადეკვატურთან მიახლოება გრძელვადიან პერიოდში უკეთესი იქნება როგორც რეგულარებისთვის, ასევე რუმისთვისაც, რადგან ეს გამოიწვევს თამაშის გამოცოცხლებას, ახალი მოთამაშეების მოზიდვას და საბოლოოდ, შემოსავლის ზრდას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, უპრიანი იქნება თუ კეპის სტრუქტურა მიიღებს ასეთ სახეს
დაფიქსირდით და თქვით რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე
This post has been edited by rozoma on 11 Nov 2015, 18:47