forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (31) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კანე კორსო, III ნაწილი
sali-salo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 751
წევრი No.: 133588
რეგისტრ.: 10-July 11

  გამოგზავნილია: 5 Dec 2014, 17:50  #43069721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
I ნაწილი Cane Corso II ნაწილი კანე კორსო
* * *
"ბასკერვილების ძაღლი"ასე უწოდეს იტალიური ჯიშის ძაღლს კანე კორსოს , რომლის ერთი ღრენისაგან საფრანგეთში ფრიად ცნობილ მძარცველს , დანაშაულის ადგილზე გული გაუსკდა.სპეციალისტების აზრით კანე კორსო მსოფლიოში ყველაზე საიმედო მცველი ძაღლია.თვით ჯიშის სახელწოდებაში განსაზღვრულია მისი სახელი:მეპატრონის, ოჯახის და ქონების დაცვა .კანე კორსო ითარგმენა როგორც კარის მოდარაჯე ძაღლი". არცუ დიდი ხნის წინ გადაშენების ზღვარზე მყოფი კანე კორსო დღესდღეისობით მსოფლიოში ყველაზე ელიტარული და ძვირადღირებული ჯიშების სათავეში დგას. ეს განაპირობა მისმა საუკეთესო სამუშაო თვისებებმა, მაღალმა ინტელექტმა,კეთილშობილებამ,საიმედოობამ და სტაბილურობამ.კანე კორსო მეპატრონის ოჯახის მიმართ ფანატიკურად ერთგულია.უკან არასოდეს იხევს საფრთხის წინაშე, მომენტალურად აფასებს სიტუაციას, თითქმის უსიტყვოდ ესმის მეპატრონის,აუცილებლობის შემთხვევაში თვითნებურ გადაწყვეტილებებსაც ღებულობს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით კანე კორსო მომენტალურად განასხვავებს მეგობარს მტრისგან.კრიტიკულ სიტუაციაში კანე კორსო თანდაყოლილი დამცავი რეფლექსით , როგორც ამბობენ , ნამდვილი "ფარ-ხმალია" მთელი ოჯახისთვის.
* * *
user posted image
* * *
კანე კორსოს რეიტინგი ძალიან მაღალია ,მას გამოიყენებენ: ბანკების, ოფისების,მოდური ბუტიკების,საუველირო სალონების,ელიტალური ბარ-რესტორნების, ვილების,კოტეჯების,ბინების (წინა საუკუნეებში- სასახლეების,ეკლესია-მონასტრების) დასაცავად.ასევე უსაფრთხოების სამსახურში ,პირადი მცველის ფუნქციით. კანე კორსო გამოირჩევა სილამაზით , ელეგანტურობით,განსაცვიფრებელი დინამიკურობით და პლასტიკით, ავაზისებური მოძრაობით. თავშეკვებული, გაწონასწორებული და მდგრადი ფსიქიკის კანე კორსო სტუმრების მიმართ კეთილგანწყობილი და მშვიდობისმოყვარეა,არ საჭიროებს დაბმას. საკმაოდ ჭკვიანი და დამჯერია.შესანიშნავად ექვემდებარება წვრთვნას. ალერსიანი და ნაზია შინაურებთან ურთიერთობაში, არასოდეს ავლენს აგრესიას.განსაკუთრებით უყვარს ბავშვები,პატიობს მათ ნებისმიერ ონავრობას და საქციელს , საუკეთესო ძიძა და კომპანიონია თამაშში. ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლები კანე კორსოს უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებენ .სიტყვა" კორსო" ლიტერატურაში პირველად XVI ს-ში (თეოფილო ფოლენგოს ნაწარმოებებში) გაჩნდა და დაკავშირებული იყო ძლიერ მამაც ძაღლთან,რომელიც გამოიყენებოდა მცველად და ნადირობისათვის .სხვადასხვა წყაროები მოიხსენიებენ მას როგორც ტახთან,დათვთან და მგელთან მებრძოლ ძაღლს. ისტორიული დოკუმენტები მეტყველებენ აღმოსავლეთიდნ დასავლეთით ძაღლის ხანგრძლივ მიგრაციაზე რომელიც დასრულდა მისი საბოლოო გარდაქმნით რომაულ მოდარაჯე ძაღლად. კანე კორსოს შემდგომი ჩამოყალიბება და დახვეწა შუა საუკუნეებს უკავშირდება . ამ ჯიშმა განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა სამხრეთ იტალიაში.საუკეთესო მხედველობისა და ორიენტაციის უნარით დაჯილდოებულ კანე კორსოს გამოიყენებდნენ ღამ-ღამობით(ლამპრის გარეშე)ენოტზე სანადიროთ .ისტორიულად კანე კორსო მეცვარე ძაღლის ფუნქციითაც აღინიშნებოდა .მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ,მკვეთრათ შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში,კანე კორსო იშვიათ ჯიშად იქცა. ამ ჯიში აღორძინებისათვის დიდი წვლილი გაიღო პროფ. ჯოვან ბონატიმ. 1996 წლის 12 ნოემბერს კანე კორსო საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული."
* * *
user posted image user posted image

This post has been edited by sali-salo on 5 Dec 2014, 18:46
sali-salo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 751
წევრი No.: 133588
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 5 Dec 2014, 19:03  #43070415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კანე კორსოს სასურველი სიმაღლე ძუ ძაღლისთვის 60-64 სანტიმეტრია, ხოლო ხვადისთვის – 64-68. დასაშვებია პლუს-მინუს 2 სანტიმეტრი. რაც შეეხება წონას. ხვადებში 45-50კგ, ძუებში 40-45 კგ.
* * *
user posted image
* * *
დეტალური ჯიშის სტანდარტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკებზე. ინგლისურად http://kennel.ge/index.php?option=com_cont...id=11&Itemid=17 და ასევე რუსულ ენაზე http://canecorso.ru/standard/ . თუ გსურთ ლეკვის ჩამოყვანა ან უბრალოდ სურვილი გაგიჩნდებათ სხვადასხვა საშენების ძაღლები ნახოთ, მსოფლიოს წამყვანი ძაღლსაშენებია : http://canecorso.ru/en/ ; http://www.ofbajer.com; http://www.portadipinta.it ; http://www.corso-italiano.com ; http://www.valledeilord.it/default_ing.asp ; http://www.tanzarella.it და ა.შ ასევე ჩვენი მსოფლიო დონეზე წარმატებული და ცნობილი ძაღლსაშენია http://kennel.ge. ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ აღნიშნულ ჯიშზე, ქვემოთ დადებულ ვიდეოში.
* * *
.........
* * *

* * *
.........

This post has been edited by sali-salo on 5 Dec 2014, 20:51
PuTKiiI
RUGBY <3


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18107
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10

გამოგზავნილია: 5 Dec 2014, 20:33  #43071329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კარგია რომ მოხვედი... გეძებდი უკვე...smile.gif) წარმატებები ყველას
datkamaqacaria
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 156265
რეგისტრ.: 20-November 12

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 01:40  #43075035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები აქ მომავალი კორსოს პატრონი biggrin.gif და წინა თემაში ვიკითხე კუდის მოჭრაზე და ცოტა კი მეცოდება მარა რა ვქნა ბევრად მომწონს კუდ მოჭრილი biggrin.gif biggrin.gif
GML69
GIMALU


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 132176
რეგისტრ.: 6-June 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 14:03  #43077542      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეეეეეეეეეე, იმედია მეც მალე მეყოლება კორსო smile.gif
sali-salo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 751
წევრი No.: 133588
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 15:57  #43078523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (datkamaqacaria @ 6 Dec 2014, 01:40 )
დავფიქსირდები აქ მომავალი კორსოს პატრონი biggrin.gif და წინა თემაში ვიკითხე კუდის მოჭრაზე და ცოტა კი მეცოდება მარა რა ვქნა ბევრად მომწონს კუდ მოჭრილი biggrin.gif biggrin.gif

კუდს რამდენიმე დღის ასაკში აჭრიან როგორც წესი, დაახლოებით 4-5 დღის ასაკში. ამ დროს შედარებით მარტივია ლეკვისთვის ეს პროცესი . ვიზუალურად მეც კუპირებული მომწონს თუმცა ზოგს პატრყუნა ყურებიც და გრძელი კუდიც უხდება ძაან.
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15524
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 16:01  #43078562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
sali-salo
პარტყუნა ყურების მოხდენაში გეთანხმები, მაგრამ მე ჯერ კუდიანი კორსო არ მინახავს რომელიც მომწონებია.
ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, საშინლად არ მომწონს კუდიანი კორსო.


--------------------
♥♥ LFC - YNWA ♥♥

Money can buy us hapiness!

იმ ქვეყნის დედა #####ან გიგა ნასარიძეს ღირსების ორდენი რომ ექნება აღებული.
sali-salo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 751
წევრი No.: 133588
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 16:02  #43078570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
* * *
QUOTE (Wisemаn* @ 6 Dec 2014, 16:01 )
sali-salo
პარტყუნა ყურების მოხდენაში გეთანხმები, მაგრამ მე ჯერ კუდიანი კორსო არ მინახავს რომელიც მომწონებია.
ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, საშინლად არ მომწონს კუდიანი კორსო.

კუდი და ყურები ეფექტურობას უკარგავს , მაგრამ თუ ძაღლი ლამაზია მთლიანობაში დიდათ გავლენას ვეღარ ახდენს. ყველაფრის მიუხედავათ მე რომ ვაკეთებდე არჩევანს ალბათ მაინც კუპირებას ავირჩევდი. რა თქმა უნდა თუ საგამოფენო შოუ კარიერის თვალსაზრისით არ შეუშლიდა ეს ძაღლს ხელს. ოღონდ ყველაფერი უნდა მოხდეს თავის განსაზღვრულ ვადებში, ერთი ლეკვისთვის თითქმის 4 თვის ასაკში მომიწია კუდის და ყურების კუპირება და საკმაოდ რთული იყო როგორც ლეკვისთვის ასევე ორმაგად რთული იყო ჩემთვის მოსასვლელად. ამიტომ თუ გადაწვიტავთ აუცილებლად ყურების კუპირებას 1.5 თვიდან 2 თვემდე გაუკეთეთ და რაც შეეხება კუდს ჯობია ეს თავიდანვე გაკეთდეს როცა ლეკვი დღეების არის და თუ არა მაშინ ყურებთან ერთად ოღონდ 3 თვის მერე უკვე ცოდოა ლეკვი.
datkamaqacaria
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 156265
რეგისტრ.: 20-November 12

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 17:09  #43079133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კუდი და ყურები ეფექტურობას უკარგავს , მაგრამ თუ ძაღლი ლამაზია მთლიანობაში დიდათ გავლენას ვეღარ ახდენს. ყველაფრის მიუხედავათ მე რომ ვაკეთებდე არჩევანს ალბათ მაინც კუპირებას ავირჩევდი. რა თქმა უნდა თუ საგამოფენო შოუ კარიერის თვალსაზრისით არ შეუშლიდა ეს ძაღლს ხელს. ოღონდ ყველაფერი უნდა მოხდეს თავის განსაზღვრულ ვადებში, ერთი ლეკვისთვის თითქმის 4 თვის ასაკში მომიწია კუდის და ყურების კუპირება და საკმაოდ რთული იყო როგორც ლეკვისთვის ასევე ორმაგად რთული იყო ჩემთვის მოსასვლელად. ამიტომ თუ გადაწვიტავთ აუცილებლად ყურების კუპირებას 1.5 თვიდან 2 თვემდე გაუკეთეთ და რაც შეეხება კუდს ჯობია ეს თავიდანვე გაკეთდეს როცა ლეკვი დღეების არის და თუ არა მაშინ ყურებთან ერთად ოღონდ 3 თვის მერე უკვე ცოდოა ლეკვი.


ხოო მეც გავიგე რო თავიდანვე უნდა გაკეთდეს ეგ უფრო მარტივიაო და ეგრეც ვიზავ სავარაუდოდ ))
sali-salo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 751
წევრი No.: 133588
რეგისტრ.: 10-July 11

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 17:36  #43079376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
* * *
user posted image
* * *
user posted image
* * *
user posted image
datkamaqacaria
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 156265
რეგისტრ.: 20-November 12

გამოგზავნილია: 6 Dec 2014, 18:38  #43079949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ ეს კრემისფერი როგორ მომეწონა შავი ცხვირით მარა ჩემი შავი იქნება. უი ისე რა მაინტერესებს ორი შავის შეჯვარების დროს შანსი 0ია ხო სხვა ფერი რო გაჩნდეს და მაინტერესებს დაახლოებით რამდენ ლეკვს აჩენს
SysOp
სამართლიანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38411
წევრი No.: 96055
რეგისტრ.: 18-July 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2014, 04:43  #43086023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
10834147_349247305245052_1770227532_n.jpg


--------------------
I am Georgian, therefore I am European © ზურაბ ჟვანია
skinfather
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 448
წევრი No.: 177879
რეგისტრ.: 9-December 13

გამოგზავნილია: 7 Dec 2014, 12:18  #43087052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმე თუ ყიდის ლეკვსს მომწეროს პმ


--------------------
Пойду посплю перед сном !!!
datkamaqacaria
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 156265
რეგისტრ.: 20-November 12

გამოგზავნილია: 7 Dec 2014, 15:09  #43088650      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
SysOp

კაი ტიპები არიან ))))
SysOp
სამართლიანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38411
წევრი No.: 96055
რეგისტრ.: 18-July 09

გამოგზავნილია: 7 Dec 2014, 15:57  #43089136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (datkamaqacaria @ 7 Dec 2014, 15:09 )
QUOTE
SysOp

კაი ტიპები არიან ))))

yes.gif

user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (31) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4595 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]