forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> როაკუტანი (იზოტრეტინოინი), აკნეს მკურნალობის დღიური
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 12:00  #37225707      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
დახურვაში არაა საქმე, მით უმეტეს, რომ მკურნალობა არ დაგიმთავრებია. უბრალოდ, ვიფიქრე, შემეერთებინა, რადგან ფაქტიურად ერთი და იგივე თემებია. გარდა ამისა, მკითხველებისათვის უფრო ინფორმატიული იქნება, თუკი ერთად გაეცნობოდნენ სხვადასხვა იუზერების გამოცდილებას. აკნე ბევრს აწუხებს და ფორუმზე რამდენიმე თემაშია საუბარი მის შესახებ და სულ მინდა, რაღაცნაირად, თავი მოეყაროს ყველაფერს...

როგორც ჩათვლი საჭიროდ
QUOTE
მაგ წამლის შესახებ 2-3 წლის წინ გავიგე მეც. ოღონდ არა საქართველოში და მიკვირს, ჩვენში რატომ ჩამორჩნენ ასე ძალიან და არც შემოაქვთ და არც მართვის წესებს იცნობენ... მართალია, ახალი წამალია და უცხოეთშიც ფრთხილად ნიშნავენ (მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა ექიმთან საუბრის დროს), მაგრამ მაინც წარმოუდგენელია, თუ მართლა არავინ ინტერესდება ჩვენში მაგით....

ჩემი აზრით აქ რამდენიმე ფაქტორია თუ რატომ არ ნიშნავენ ჩვენთან.
ჯერ ერთი რომ ამ პრეპარატზე დიდ ინფორმაციას არ ფლობენ ჩვენი დერმატოლოგები, არადა თანამედროვე დერმატოლოგია იზოტრეტინოინის გარეშე წარმოუდგენელიც არის დასავლეთის ქვეყნებში, ეს არის პრეპარატი როცა აკნეს მართვის გაიდლაინში შესული არცერთი საშუალება არ არის ეფექტური და ყველანაირი მკურნალობის მეთოდის მიმართ არის შუუპოვარი დაავადება.
გამოკვლევები ადასტურებს რომ უმეტეს შემთხვევაში რემისია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება (საუბარია 7-8 წელი) ხშირად კი სამუდამოდ, დაახლოებით პაციენტთა 30%-ს მეორე კურსიც დასჭირვებიათ.
მოკლედ ჩვენი დერმატოლოგები ვალდებულნიც არიან რომ საგულდაგულოდ შეისწავლონ ამ პრეპარატის მოქმედება. ანუ გამოჯანმრთელების შანსი უნდა მიეცეს ქართველ პაციენტსაც.
რომ ხედავენ აკნეთი დაავალდებული პაციენტი ხშირხშირად ბრუნდება შენთან და ყოველ მოსვლაზე ანტიბიოტიკებით ჭყიპავ, და რაღაც ყოვლად უსარგებლო გარეგანი საშუალებებით ათხიპნინებ სახეს. ნუ რა არის ეს?! არადა ანთების ჩაცხრობა ანტიბიოტიკის გარეშე შეუძლებელია და ეს საცოდავი პაციენტები პერიოდულად ამ ანტიბიოტიკებით იმუნურ სისტემასაც ინადგურებენ და კუჭნაწლავის ფლორასაც არანაკლები დაღი აჩნდება. სკანდინავიის ქვეყნებში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს ანტიბიოტიკოთერაპია აკნეს დროს. წარმოიდგინე რამე სხვა სერიოზული ინფექცია რომ დაგემართოს ცხოვრებაში, სადაც ანტიბიოტიკების გამოყენება აუცილებელია და უცბად გამოჩნდება რომ მათ მიმართ ორგანიზმს რეზისტენტობა აქვს ჩამოყალიბებული.
თან რეალურად ანტიბიოტიკი აკნეს დროს მხოლოდ დროებით ეფექტს გვაძლევს (მაქსიმუმ 1-2 თვე) და გვიღირს კი ამ მცირე პერიოდისთვის ასეთი რისკების ტვირთვა?
ან დალოცვილო, ხედავ რომ ადამიანს აქვს აკნე, ვსიო დიაგნოზი დასმულია ეს არის "აკნე" ხოდა შენ ამ დროს რაღაც სიაფანდ ჯიჯის ტრიადებში და ვითომ ცხიმის შემამცირებელ გელებში თუ საშუელებებში ფულებს აყრევინებ პაციენტებს, რომელიც 20%-თაც ვერ უმსუბუქებს ყოფას. ან როგორ უნდა შეუმსუბუქოს, როცა გარეგანი სათხიპნავი ანდროგენებზე იმოქმედებს თუ ცხიმოვან ჯირკვლებს დააპატარავებს. ხომ სისულელეა ეს ყველაფერი.
ხოდა აგერ არსებობს პრეპარატი, რომელიც მართალია ძალიან ბევრ გვერდითა ეფექტებს მოითვლის და ღვიძლისთვის არცთუისე სახარბიელოა მაგრამ ადამიანს რეალურად ეხმარება პრობლემის მოგვარებაში. თან ეს ანტიბიოტიკისგან განსხვავებით იმუნურ სისტემას აბსოლიტურად არ ეხება. და საერთოდაც რეალური ისტორიების წაკითხვის შემდეგ, უმეტესობა პაციენტებში საერთოდაც არ გამოვლენილა ის გვერდითა ეფექტები, ნუ რამდენიმე უცილობელს თუ არ ჩავთვლით, ესენია: ტუჩების დახეთქვა, ძილიანობა, ფიზიკური დატვირთვების დროს სახსრების სუსტი ტკივილი. აი ესენია რასაც თითქმის ყველა ადასტურებს.
ხოდა ღვიძლი თუ მწყობრში არ გაქვს ამ პრეპარატს ისედაც არ გამოგიწერენ.
ძალიან ბევრ საიტზე, ძალიან ბევრი ადამიანი იმასაც წერს უკვე თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ შიშები ამ პრეპარატის მიმართ სრულიად გადამეტებულია.
უცხოეთში უკვე თითქმის ყოველ მეორე-მესამე ადამიანს როაკუტანს უნიშნავენ, მაგრამ ძალიან ფრთხილად ნიშნავენ ამაშიც გეთანხმები, და რა ხდება, ნუ პირველ რიგში ღვიძლის ფუნქციებს შეამოწმებინებენ და თუ მწყობრშია ყველაფერი, მერე უკვე მოდის მთავარი "Опасение" როგორც იცი ამერიკაში სექსი ისეთივე "უნარჩვევაა" biggrin.gif როგორც ჩვენ რომ უბნის მაღაზიაში პურის საყიდლად ჩავირბენთ თითქმის ყოველდღე. ხოდა, რაშიც აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოს ექიმი ის არის რომ მისი პაციენტი ამ თერაპიის დროს არ დაფეხძიმდება და თერაპიის დამთევრებიდან 3 თვეც არ შეიძლება. მოკლედ ხელშეკრულებასავით იდება პაციენტსა და ექიმს შორის სადაც 80% ფეხძიმობის საკითხებს აქვს დათმობილი, 10% დეპრესიის გამოვლინების პრობლემებს და დარჩენილი 10% სხვა დანარჩენ უკუჩვენებებს.
ახლა დეპრესიაც განვილიხოთ, გავრცელებული აზრით (და არაკვლევებით დადასტურებული) ამერიკაში იყო შემთხვევები როცა პაციენტები თვითმკვლელობით ასრულებდნენ სიცოცხლეს ამ თერაპიის მიმდინარეობის დროს. (ეს ფაქტია)
ჩემს შემთხვევაში როგორ იყო smile.gif კაციტაძე მეც მიცნობდა წლების განმავლობაში, პერიოდულად მიხდებოდა მასთან ვიზიტები, ხოდა სულ ეკითხბოდა ჩემს პირად ექიმს, ქეთი ბერიანიძეს, ცოტა ემოციური ტიპიაო, ანუ ჩემს ემოციურობაზე მაინც კითხვის ნიშნები ჰქონდათ smile.gif არადა გურული ვარ და ემოციური ვიქნები, მეტი ჩემი ემოციურობა და ფსიქოსურათის სიმძიმე არანაირ ჩარჩოებს არ სცდება smile.gif ნუ ამ სიფრთხილეზე მე გასაცხარებელი არაფერი არ მაქვს, პირიქით მინდობდნენ biggrin.gif
ხოდა ჩემი აზრით, რა ხდება და რა შეიძლება უფრო მოხშირებული სუიციდის მიზეზი ამერიკაში.
1. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა გოგო ან ბიჭი რომელიც თავისი შრომით გამოიმუშავებს სარჩო-საბადებელს. მუშაობს სადმე მაკდონალდსში ან თუნდაც ბენზოგასამართ სადგურზე სწრაფი კვების ობიექტში. და იტანჯება სერიოზული აკნეთი, სახეზე დაყრილი აქვს, კომპლექსები ახრჩობს, მერე დერმატოლოგი უნიშნავს როაკუტანის თერაპიას, იწყებს მკურნალობას და სახე პირველ პერიოდში სულ უფეთქდება, არადა სამსახურში უნდა იაროს, მაგრამ როგორია კვების ობიექტში მომხმარებელს ემსახურებოდე ასეთი სახით, აქ გულქვა შეფიც შენიშვნებს აძლევს, რა ჯანდაბა გჭირს ქეროლაინ, რატომ ნორმალურ ექიმთან არ მიხვალ? ეს გოგო მოდის სახლში დაგრუზული და არც ოჯახის წევრი ჰყავს ახლოს, ხშირ შემთხვევაში უმეგობრო ტიპია, ვერავის ვერ უშლის გულს, არავისგან არ ესმის გამხნევების სიტყვები, ფსიქოლოგთან ვიზიტიც ძალიან ძვირი ღირს. მას სჭირდება სამსახური რათა ელემენტარულად თერაპიის ტანხები დაფაროს მაგრამ ასეთი სახით რა ძნელია სამსახურში სიარულიც კი. არადა შეიძლება 2-3 თვე სახეზე გაუმჯობესება არ შეეტყოს. თითქოს გამოსავალი არსაიდან ჩანს, აგერ წინა დღეს ერთ შესანიშნავ ფილმს უყურა, მისთვის ზნეობრივი გმირი თავს იკლავს. ეს ფილმია მაგრამ მასაც აქვს შანსი ფილმის დარი ისტორიის შექმნის, ეს ხომ თავის ისტორია იქნება.


* * *
Kedy
QUOTE
თვითონ ბერიანიძეს ან კაციტაძეს არ შეუძლია როგორც ექიმს რომ გამოიწეროს ან ეგენი ხო დადიან საზღვარგარეთ და რომ ჩამოიტანონ არ აქვთ უფლება?

არ ვიცი, ასე რომ ყოფილიყო, მეც ხომ მეტყოდნენ. მე ჩემით ვიჩალიჩე.
QUOTE
აზერბაიჯანში რომ წავიდეს ადამიანი და ჩამოიტანოს შეიძლება ხო?

აზერებაიჯანში კი , უპრობლემოდ იყიდი smile.gif

This post has been edited by beqaG on 13 Jul 2013, 12:09
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 12:28  #37225995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaG
QUOTE
რომ ხედავენ აკნეთი დაავალდებული პაციენტი ხშირხშირად ბრუნდება შენთან და ყოველ მოსვლაზე ანტიბიოტიკებით ჭყიპავ, და რაღაც ყოვლად უსარგებლო გარეგანი საშუალებებით ათხიპნინებ სახეს. ნუ რა არის ეს?! არადა ანთების ჩაცხრობა ანტიბიოტიკის გარეშე შეუძლებელია და ეს საცოდავი პაციენტები პერიოდულად ამ ანტიბიოტიკებით იმუნურ სისტემასაც ინადგურებენ და კუჭნაწლავის ფლორასაც არანაკლები დაღი აჩნდება. სკანდინავიის ქვეყნებში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს ანტიბიოტიკოთერაპია აკნეს დროს. წარმოიდგინე რამე სხვა სერიოზული ინფექცია რომ დაგემართოს ცხოვრებაში, სადაც ანტიბიოტიკების გამოყენება აუცილებელია და უცბად გამოჩნდება რომ მათ მიმართ ორგანიზმს რეზისტენტობა აქვს ჩამოყალიბებული.
თან რეალურად ანტიბიოტიკი აკნეს დროს მხოლოდ დროებით ეფექტს გვაძლევს (მაქსიმუმ 1-2 თვე) და გვიღირს კი ამ მცირე პერიოდისთვის ასეთი რისკების ტვირთვა?
ან დალოცვილო, ხედავ რომ ადამიანს აქვს აკნე, ვსიო დიაგნოზი დასმულია ეს არის "აკნე" ხოდა შენ ამ დროს რაღაც სიაფანდ ჯიჯის ტრიადებში და ვითომ ცხიმის შემამცირებელ გელებში თუ საშუელებებში ფულებს აყრევინებ პაციენტებს, რომელიც 20%-თაც ვერ უმსუბუქებს ყოფას. ან როგორ უნდა შეუმსუბუქოს, როცა გარეგანი სათხიპნავი ანდროგენებზე იმოქმედებს თუ ცხიმოვან ჯირკვლებს დააპატარავებს. ხომ სისულელეა ეს ყველაფერი.

მართალი ხარ. როცა აკნე აქვს ადამიანს, ზღაპარია გელებით, სანჯღრებით და რაღაც ასეთი სისულელეებით მკურნალობა. აბსოლუტურად არაფრის მომცემი არაა, ფულის ყრა არის უბრალოდ. სხვა თუ არაფერი, ძალიან მოუხერხებელია თხიპნი-თხუპნი, როცა ადამიანი სწავლობს, მუშაობს და დაკავებულია...

ქალებში კიდევ შეიძლება ანტიანდროგენულმა თერაპიამ გაამართლოს, თუ შედარებით მსუბუქი შემთხვევაა (და ყველა ანტიანდროგენულ პრეპარატს უწერია ეგ, სხვათა შორის-მსუბუქი აკნეს დროსო), მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი ანტიანდროგენს ხომ ვერ დალევს. ანტიბიოტიკებზე რაც თქვი, მაგაშიც 100% გეთანხმები.

QUOTE
თან ეს ანტიბიოტიკისგან განსხვავებით იმუნურ სისტემას აბსოლიტურად არ ეხება.


ეგ არ დაიჯერო smile.gif რეტინოის მჟავა და მისი წარმოებულები ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის რეგულაციაში smile.gif მართალია, ძირითადად ტრანსიზომერებია გამოკვლეული, მაგრამ გამორიცხული მგონია, ცის-იზომერები არაფერს აკეთებდნენ smile.gif



This post has been edited by Solveig on 13 Jul 2013, 12:36


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 17:30  #37229140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
ქალებში კიდევ შეიძლება ანტიანდროგენულმა თერაპიამ გაამართლოს, თუ შედარებით მსუბუქი შემთხვევაა (და ყველა ანტიანდროგენულ პრეპარატს უწერია ეგ, სხვათა შორის-მსუბუქი აკნეს დროსო)

კი მართალია, ძალიან ბევრ ისტორიას ვკითხულობ ქალების მონათხრობს, და ჩასახვის საწინააღმდეგიო ანტიანდროგენული საშუალებები მხოლოდ ლაით აკნეს დროს მუშაობს რა, ისიც ყველა შემთხვევაში არა. ასეც რომ იყოს, სულ ხომ ამაზე ვერ იქნება დამოკიდებული ადამიანი. ჩვენმა გაუთხოვარმა (არასექსუალურად მცხოვრებმა smile.gif ) გოგონებმა რა პონტში უნდა მიიღონ პერმანენტულად ეს საშუალებები... რბილად რომ ვთქვათ, არ არის მიზანშეწონილი.

Solveig
QUOTE
ეგ არ დაიჯერო  რეტინოის მჟავა და მისი წარმოებულები ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის რეგულაციაში  მართალია, ძირითადად ტრანსიზომერებია გამოკვლეული, მაგრამ გამორიცხული მგონია, ცის-იზომერები არაფერს აკეთებდნენ

ხო შეიძლება, უბრალოდ მე რაც კი რამ წამიკითხავს, იმუნურ სისტემაზე აბსოლიტურად არსად არ არის საუბარი,

აი ეს პროფესორიც რას ამბობს იმუნურ სისტემაზე



This post has been edited by beqaG on 13 Jul 2013, 17:34
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 18:01  #37229424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
beqaG
QUOTE
ჩვენმა გაუთხოვარმა (არასექსუალურად მცხოვრებმა  ) გოგონებმა რა პონტში უნდა მიიღონ პერმანენტულად ეს საშუალებები... რბილად რომ ვთქვათ, არ არის მიზანშეწონილი.

დიდხანს მიღება სექსის მქონე ქალებისათვისაც არ არის მიზანშეწონილი.
თუმცა როცა ქალს ჰიპერანდროგენია აქვს, იმას აკნეს გარდა სხვა პრობლემებიც აწუხებს და ამიტომ ურჩევენ ანტიანდროგენების მიღებას..თორემ, თმიანობას და კანის გადაჭარბებულ ცხიმიანობას მხოლოდ რეტინოიდები ვერაფერს უზამს.

beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 13 Jul 2013, 19:43  #37230315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
xo egrea! yes.gif
Nini_Ninia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 280
წევრი No.: 124264
რეგისტრ.: 29-November 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2013, 11:05  #37236073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
საინტერესო თემაა, პირველივე სურათებიდან ჩანს რომ ძალიან კარგი შედეგი გაქვს, წარმატებას გისურვებ.

როცა ხედავ რომ ასეთი კარგი შედეგი აქვს მკურნალობას, დეპრესიადა და სუიციდი კი არა სიხარულისგან დაფრინავ ადამიანი smile.gif
giorgi2502
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 170503
რეგისტრ.: 18-July 13

გამოგზავნილია: 26 Jul 2013, 20:19  #37398902      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
beqaG
როგორ მიდის შენი მკურნალობა?
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 26 Jul 2013, 23:52  #37401454      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi2502

პმ მომწერა-მკურნალობა წარმატებით მიდის და ყველაფერი რიგზეაო.

თავად ბანი აქვს და 10 დღეში შემოგვიერთდება.
giorgi2502
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 170503
რეგისტრ.: 18-July 13

გამოგზავნილია: 27 Jul 2013, 20:21  #37409518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავიწყე და მაინტერესებს რას შვება.
მეშვიდე დღეა და გავგიჟდი, უარესად მაქვს.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 28 Jul 2013, 03:38  #37414912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgi2502

პმ-თი შეგიძლია, უფრო დაწვრილებით გაესაუბრო.
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23796
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 1 Aug 2013, 01:15  #37464293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
trener ამ იუზერი საყურადღებოდ. თქვენ რეგოსტრაციის დროსმითითებულ მაილზემოგივიდოდათ გასააქატიურებელი ბმული, შედით მაილში და იმ ბმულით გაიაქტიურეთ ფორუმის ანგარიში. სხვაგვარად ვერ დაპოსტავთ.


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
shkolniki
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 171396
რეგისტრ.: 5-August 13

გამოგზავნილია: 5 Aug 2013, 21:23  #37518313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას.... იქნებ მეც დამეხმაროთ და მომწეროთ როაკუტანის შესახებ. ამ წამალს სვამს ჩემი ახლობელი და მაინტერესებს დეტალები....იქნებ დაწეროთ, მაგ: 65 კგ. რა დოზა უნდა მიიღოს, ან რა უნდა წაისვას ამ დროს სახეზე დამატენიანებელი.
giorgi2502
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 170503
რეგისტრ.: 18-July 13

გამოგზავნილია: 5 Aug 2013, 23:35  #37519841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვადასხვა დოზა ინიშნება, ექიმმა უნდა გითხრას, შენით ნუ დაიწყებ. შენ ალბათ 20-30მგ-ზე მეტს არ დაგინიშნავენ
beqaG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1127
წევრი No.: 27795
რეგისტრ.: 4-January 07

გამოგზავნილია: 9 Aug 2013, 15:54  #37563536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Nini_Ninia
QUOTE
როცა ხედავ რომ ასეთი კარგი შედეგი აქვს მკურნალობას

smile.gif აჰა
shkolniki
QUOTE
მაგ: 65 კგ. რა დოზა უნდა მიიღოს,

დოზირებაზე ამ პოსტში წერია ყველაფერი
როაკუტანი (იზოტრეტინოინი) (post #37211716)
QUOTE
ან რა უნდა წაისვას ამ დროს სახეზე დამატენიანებელი.

თუ ძალიან გამოშრა კანი, დამატენიანებელი შეიძლება, მაგრამ მე არ ვისვამ.
ისე ზეითუნის ზეთის წასმა შემიძლია, უწყინარია და ბუნებრივი დამატენიანებელი.
მაგრამ მე მაინც არ ვისვამ.
QUOTE
ახლობელი და მაინტერესებს დეტალები....იქნებ დაწეროთ

პირველ გვერდზე თითქმის ყველა ასპექტზეა საუბარი.
* * *
დღეს არის მკურნალობის მე-60 დღე, ანუ 2 თვე შესრულდა..
ბერიანიძემ და კაციტაძემ მნახეს დღეს და იგივე დოზა დამიტოვეს.
ძალიან კარგად მიდის პროცესი, ლამის უკვე პოსტაკნეს ლაქებიღა დამრჩა, თუ არ ჩავთვლით ზოგჯერ ცხვირის ფერდებზე მცირე გამონაყარს (ერთი-ორი) ისიც ერთი ან ორი დაბანის შემდეგ თავისითვე ქრება უკვალოდ.
რადგან ასეთი გამონაყარი ცხვირის მიდამოებში მაინც არის (თუმცა იშვიათად და ძალიან პატაებრები და სუსტები) ამიტომ დღეის მდგომარეობით სტატუსი "გამონაყარის გარეშე" კიდევ არ მაქვს.
თუმცა პროცესი მიდის ძალიან კარგად, რომ ვინატრებდი ისე კარგად. თან ჯერ მხოლოდ 2 თვეა რაც ვსვამ და წინ მინიმუმ 2 თვეა.
ახლა ვისაუბროთ ამ დროისთვის გამოვლენილ გვერდითა ეფექტებზე:

1. თვალების წვა აღარ მაქვს აბსოლიტურად, თუ მქონდა ისიც პირველ კვირას ალბათ და მალევე მომეხსნა.
2. თავის ტკივილები აბსოლიტურად არ მაქვს, თუნდაც ძალიან მსუბუქი.
3. თმები 3-4 დღე დაუბანელი რომ მქონდეს არ მიცხიმიანდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, თითქოს სიჯანსაღე აკლია. (ამის შესახებ სხვა უცხოურ ბგლოგებშიც წამიკითხავს და ყველა აღნიშნავს, რომ თერაპიის შემდეგ დაუბრუნდათ ბუნებრივი სიჯანსაღე)
4. წამლის მიღების 2-3 საათის შემდეგ ძალიან ვითენთები, ძილი მინდება და რომ დავიძინებ დიდხანს მაინც ვერ ვიძინებ.
5. ზოგადად სახსრებში იგრძნობა რაღაც, არ ვიცი ზუსტად როგორ აღვწერო ის რაღაცა. ტკივილი არ არის, არც დისკომფორტი და არც მსუბუქი დისკომფორტი. უბრალოდ მარჯვენა ხელის იდაყვს და მარჯვენა მუხლის სახსარს ვგრძნობ, მხოლოდ ვგრძნობ, მეტი არაფერი თუ რაიმე მძიმე მიჭირავს ხელში. ყველა დეტალი მინდა დავაფიქსირო და ამიტომ ვწერ ამდენს.
6. ტუჩები მისკდება ისევ და ეს ბოლომდე ასე იქნება, ბალზამი კარგად მირბილებს, რაც მთავარია ტუჩების გვერდების ჩახევა შეწყდა.

ახლა ისევ სურათები, პირველი დღიდან დაწყებული.
დღევანდელი, ანუ მე-60 დღის სურათი აკლია მხოლოდ, იმიტომ რომ ფოტოაპარატი წაღებული აქვთ და ტელეფონით არ მინდა გადაღება იმიტომ რომ არ იქნება ობიექტური სხვა სურათებთან შედარებით, 70-ე დღის სურათის გადაღების დროსაც არ მექნება აპარატი.
ასე რომ მერე ჩვეულებრივად გავაგრძელებ.

პირველ გვერდზე იყო 1,10,20,30-ე დღეების სურათები,
აქ მიმატებულია მე-40 და 50-ე დღის სურათები (აკლია მხოლოდ მე-60 დღის, ანუ დღევანდელი)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ვიპოვე ძალები და აღარ ვუყურებ შეჰრაზადს და ონურს biggrin.gif
ამის მაგივრად ავიღე საქართველოს ისტორია და დავიწყე სულ თავიდან, კოლხადან და დიაოხიდან. როგორ მშველის ფსიქოლოგიურად, ვერ აგიღწერთ.

ვინც ამ წამალს სვამთ, შეეცადეთ არ უყუროთ ფსიქოლოგიურ დრამებს, თრილერებს და საშინელებათა ფილმებს. აგრეთვე ქართულ საინფორმაციოებს, განსაკუთრებით R2-ს.

This post has been edited by beqaG on 9 Aug 2013, 17:08
giorgi2502
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 170503
რეგისტრ.: 18-July 13

გამოგზავნილია: 10 Aug 2013, 01:32  #37571085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

beqaG
აშკარად შედეგიანად მიდის შენი მკურნალობა.
მე ჯერ მე-20 დღეზე ვარ. ყველაზე მეტად კანის საშინელი აქერცვლა მაწუხებს, თორე გამონაყრის შემცირების მხრივ მეც კმაყოფილი ვარ.
დანარჩენი არც თავის ტკივილი, არც მოთენთილობა, არც თვალების წვა... ერთადერთი ტუჩები მიშრება.

* * *
beqaG
ეგ ტუჩის ბალზამები აქ იყიდე? რომელი ჯობია?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0329 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]