forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გთხოვთ არ გამიტაროთ ეს პოსტი, მალთაშუა დისკის თიაქარი
marimarikuna
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 253732
რეგისტრ.: 16-November 19

გამოგზავნილია: 16 Nov 2019, 12:19  #55486994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წელიწად ნახევარი მტკიოდა ფეხი ყრუ ტკივილებით. ბოლო 3 თვე ძალიან გამძაფრდა ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება.
ყრუ ტკივილი ტერფამდე ჩადიოდა
გუშინ გადავიღე წელის მალების ტომოგრაფია
მეოთხე მალაზე აღმომაჩნდა თიაქარი... წელის ოსტეოხონდროზი ...და სქოლიოზი
დღითი დღე უფრო და ურო მმტკივა
ექიმმა დამინიშნა ქამარი ფიქსატორი
რამოდენიმე თავი წამალი და სპინალური დეკომპრესია რომელიც ღირს 75 ლარი 1 პროცედურა .ჯამში მჭირდება 10
ეხლა მაინტერესებს არის თუ არა შედეგიანი ეგ პროცედურა და ტყუილად ხომ არ გადავყრი ფულს წყალში
rock in rose
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12165
წევრი No.: 71219
რეგისტრ.: 17-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2019, 12:51  #55487061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
marimarikuna

რამდენი მილიმეტრი გითხრეს თიაქარი?
და ნევრალური არხების კომპრესიას თუ იწვევს?

დედაჩემსაც აღმოაჩნდა, 2 თვის წინ გადაიღო MRI.
წელის მე-5 მალაზე აქვს 5მმ-იანი და არ იწვევს ნევრალური არხების კომპრესიას დასკვნაში უწერია.
ორ სხვადასხვა ექიმთან ვიყავით, ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან. ორივემ ერთი და იგივე გვითხრა, რომ ოპერაციას არ საჭიროებს.
ქამრის ტარება მხოლოდ გამწვავებისას ურჩიეს, ისე მუდმივად არა, რადგან წელის კუნთებს მოგიდუნებსო, პირიქით ვარჯიშები უნდა აკეთო, რომ მაგ მიდამოს კუნთები გამაგრდეს და საყრდენი შეუმნასო.
სპეც. ვარჯიშებიც დაუნიშნეს სახლის პირობებში გასაკეთებლად.
მედიკამენტები მარტო მწვავე პროცესის ჩასაცხრობად გამოუწერეს, ახლა გაუარა და აღარაფერს აღარ სვამს.
სიმძიმეების აწევის აკრძალვაზე აქვს მკაცრი რეკომენდაცია. 2-3 კილო მაქსიმუმო.
ფიზიოთერაპიაც ურჩიეს, მაგრამ არ გაიკეთა.

მაგ დეკომპრესიაზე სამწუხაროდ არ ვიცი არაფერი.

This post has been edited by rock in rose on 16 Nov 2019, 12:52
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0204 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]