#51833450 · 14 Dec 2017, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ფორუმელებო, დედებო და მამებო...
მაინტერესებს თქვენი გამოცდილება ბავშვებთან გარდატეხის ასაკში...
ჩემი შვილი 11 წლისაა და ადრეულად მომწიფდა (ციკლი). ახლა არის 1,50 მ და ნერვიულობს, არ გავიზრდებიო. სიმართლე გითხრათ, მეც არ გავიზარდე ციკლის დაწყების შემდეგ (12 წლის ვიყავი), მაგრამ მე 1,68 მ ვარ სიმაღლეში.
ხასიათიც შეეცვალა ამ ბოლო ხანს, სწავლისადმი ინტერესი მოუდუნდა... ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა აქვს ოდნავ გაზრდილი და იოდბალანსს ვასმევ ენდოკრინოლოგის დანიშნულებით. ვიტამინებიც ჰქონდა დანიშნული, მაგრამ მარტო მადა მოუმატა და წონა. ამაზე დარდობს ცალკე...
მოკლედ, თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა, გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება, პმ-ით მაინც.
მადლობა
--------------------
What we do in life echoes in eternity.
|