ბერიძის ინტერვიუდან:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
- გავიგეთ, რომ პრაღის “სლავიას” ჯოვინო ფლამარიონის გაყიდვასა და 400 ათას ევროზე უარი უთხარით, ხოლო უკრაინელებს რამოსში - 300 ათასზე. კლუბს შემოსავლის გაზრდა არ უნდა?
- სხვათა შორის, მარტო მათ მიმართ არ არის ინტერესი, ხოლო ბიუჯეტის შევსება ყველა კლუბის სურვილია. მაგრამ მეორე მხარეცაა - ყველა ლიდერი ასე თუ გავყიდეთ, ბათუმელ გულშემატკივარს რა პასუხს გავცემთ? ხალხი სტადიონზე სიხარულისთვის მოდის და უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოვექცეთ. ასე რომ, ლიდერების გაყიდვა განხილვას არ ექვემდებარება, სანამ ბათუმის “დინამო” საქართველოს ჩემპიონი არ გახდება და ევროპაზე არ ითამაშებს.
არც ფლამარიონს გავყიდით და არც რამოსსო.
ისეთი კარგი შანსი გაიჩითა ჩემპიონობის, რომ პრინციპში, ლოგიკურია.
ზოგადად, ქართულმა კლუბმა კარგ შეთავაზებებზე არ უნდა თქვას უარი და მიღებული თანხის დიდი ნაწილი, ისევ ტრანსფერებში დააბანდოს.
400 000კ ევროდ ფლამარიონზე უკეთეს ტიპებს გაჩითავ ბრაზილიიდან, თან მინიმუმ 2-ს
გუნდსაც გამოადგებიან და უფრო ძვირადაც გაყიდი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლიდერების სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას ვეთანხმები – წელსვე ჩემპიონობა ბევრი წლით ააჩქარებს გუნდის განვითარებას. ამიტომ, ბოლომდე უნდა იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის
This post has been edited by George:) on 13 Jun 2019, 02:38