#56998753 · 17 Oct 2020, 18:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
POKERISBLUFF
QUOTE | P.s გემბლერებს უფრო დიდი შანსი აქვთ გამოსწორების ვიდრე ეგოისტებს რომლებიც დახმარების მაგივრად გარბიან და ტოვებენ ადამიანს ვისაც დახმარება სჭირდება მერე კი აპრავებენ თავიანთ ეგოისტობას იმითი რომ, რთულიაო
|
იცი რაარის? დაეხმარო მარტივი ნათქვამია, მაგრამ სანამ დაეხმარები მინიმუმ ის უნდა აღიაროს რო დახმარება სჭირდება. მე ჩემი ელემენტარული ცოდნით ვცდილობდი დახმარებას მაგრამ დრო გადის და ვხედავ რო ვერც იმას ვეხმარები და მეთვითონ უარეს და უარეს ჭაობში მივდივარ უამრავი ვალით და ცხოვრების მუღამ დაკარგული. გემბლერებს კიდე, მითუმეტეს საქართველოში ძალიან დაბალი შანსი აქვთ გამოსწორების, არც ცნობიერება არ არსებობს შესაბამისი და არც უბრალოდ ოჯახის წევრების ძალისხმევაა საკმარისი. მინიმუმ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო. დაქალი მყავს ორი ბავშვით და ეს მისი ქმარი წლებია თამაშობს, ამ გოგომაც რა ქნას, ხან ვალებს იღებს, ხან რაღაცეებზე უთანხმება რო მაგალითად მოდი მე სიგარეტს არ მოვწევ და შენ არ ითამაშო და ა.შ. ეს ტიპი ცოტა ხანს ჩერდება, მერე წავა სადმე დალევს, გაგიჟდება და შეიძლება ორი თვის ხელფასი წააგოს. ჩემი დაქალის ძმამ საერთოდ სახლი წააგო და ქუჩაში დატოვა მისი ინვალიდი ძმა, დედა და და. ასევე ჩემი ნაცნობი რომელსაც დედამისი საზღვარგარეთიდან ფულს უგზავნიდა რემონტისთვის, 7000 ევროზე მეტი რულეტკაზე წააგო და ახლა აქეთ ეს ზის უკარფანჯრო სახლში და იქედან დედამისი იპუტავს თმებს ეს რა გამიკეთაო. ბევრ გემბლერთან არ მაქვს შეხება მაგრამ ვისთანაც მაქვს და მქონია საკმარისია იმისთვის რო ვიცოდე, ეგეთი ცხოვრება არ მინდა.
--------------------
Remember, remember the fifth of November...
|