მოგესალმებით ყველას.
არ მახსოვს რამდენ ხანს ვფიქრობდი მსგავსი რამის გაკეთებას მაგრამ ბოლოსდაბოლოს გავაკეთე, 4 თვიანი ტესტირების და შრომის შედეგად (არ მინდოდა მოუმზადებლად წარმედგინა, უპს საიტი გავაკეთე და ვსოთქო, მინდოდა ყოფილიყო გამოსადეგი და საჭირო ნამუშევარი, ჯერ კიდევ კრედიტო გეს კარგი გამოცდილება მქონდა საწინდრად, რომ უნდა იყო მზად და მიაღწევ წარმატებას და უნდა იცოდე რას აკეთებ!) დავასრულე
Bitmarket.geთავისი ბლოგით და თავისი ინტერნეტ მაღაზიით რომელიც მომავლის პერსპექტივაა და დროებით დემო ვერსიასავით იქნება, რადგან არ მაქვს საკმარისი ფინანსები
ჯერ ვისაუბრებ ბითმარკეტზე
ძრავი კოდეკანიონზეა ნაყიდი და ვერ ვიხსენებ რა ქვია
(ბოდიშით)
ჰოსტინგი საკმაოდ სანდო და კარგად მომუშავე fastcloud.ge
ლოგო დომენი მინდოდა რაიმე კარგად დასამახსოვრებელი ამიტომ შევჩერდი ბითმარკეტზე (ბითქოინ მარკეტ - ბიტკოინ მარკეტ, რადგან ლიდერი ბიტკოინია ბაზარზე)
საიტს აქვს 2 დიზაინი ბნელი და ნათელი (მე ბნელს ვიყენებ)
აქვს ყველა ვალუტა მათ შორის ლარიც და კურსის მიხედვით აკონვერტირებს კრიპტოვლაუტის ფასს
საიტი ასევე არის ორ ენოვანი ქართული და ინგლისური (ოკუპანტების ენა არ დავამატე)
აქვს ფავორიტი ქოინების დამატების ფუნქცია რომელსაც შეგიძლია ცალკე ადევნო თვალი ლაივ რეჟიმში
ბირჟა live რეჟიმში, სად რა ფასად ყიდულობენ ან ყიდიან
ქოინების კურსი არის კარგ თანხვედრაში სხვა მსგავს საიტებთან მაგ: coinmarketcap -ზე ბიტკოინი ღირს 6.432 $ . ჩემთან კი 6.457 $ (ამ დროისათვის)
24 საათში ერთელ ხდება განახლება კრიპტოვალუტის სრული, ხოლო ფასების განახლება ხდება წამიერად
პ.ს ნელნელა ქოინების აღწერასაც ვთარგმნი (მზადების პროცესშია)
Blog.BitMarket.ge ბლოგზე დაიდება სიახლეები, ინსტრუქციები, სასარგებლო ბმულები და ყველაფერი რაც მსგავსი საიტისთვის უნდა იყოს. ძრავი wordpress
Shop.BitMarket.geმაქვს იმედი რომ ოდესმე ვინმე ჩადებს ინვესტიციას ან მე მექნება საშუალება და იარსებებს საქართველოში პირველი ინტერნეტ მაღაზია სადაც მოხდება კრიპტოვალუტით ყიდვა/გაყიდვა
და პ.ს მიზანი ამ ყველაფრის არის ის რომ მე მჯერა მომავლის, მჯერა იმის რომ ბიტკოინი იქნება ეს თუ ფორუმქოინი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ერთ დროს პლასტიკურმა ბარათებმა ამოგვიღო ჯიბიდან ქაღალდის კუპიურები. მინდა ვიყო პირველი რომელიც დიდი მონდომებით და ინტერესით იქნება და დარჩება ამ სფეროში. მინდოდა ყოფილიყო ყველაფრის ქართული ალტერნატივა რაც ინტერენტში არსებობს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ეს ყოფილიყო ნორმალური გამართული და ლოკალური, რომელიც იმუშავებდა ერთ კონკრეტულ სფეროზე
კრიპტოვალუტაზებევრი რამე მაქვს სასწავლი და დასახვეწი, მცირე ნაბიჯებით მივდივარ წინ და დაიმახსოვრეთ კრიპტოვალუტა არ მომკვდარა არც მოკვდება და ჩვენი ფინანსური მომავალი სწორედ მაგაშია
წარმატებები თქვენ
This post has been edited by tamashi on 17 Sep 2018, 13:28
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!