ესეიგი რა ხდება. მაგასთან სახლში ვიყავი და ისე უბრალოდ თავის გარდერობს მათვალიერებინებდა. ვერთობოდით და რაღაც აი გასული საუკუნის ვეშები გადმოალაგა რა, დარწმუნებული ვიყავი თვითონ არ ჩაიცმევდა. ხო და რო ვკითხე რათ გინდა მეთქი, რა ვიცი გადაყრა დამენანა და ვიფიქრე ვინმეს ვაჩუქებდიო და ტიპს ერთი კარადა ქონდა სავსე ეგეთი რაღაცებით. მეორე მხრიდან რო შეხედო, სხვისი კარადა ედგა სახლში.
ხო და რაღაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა რო მეძველმანეა რა, აი კაჭკაჭი რო ბუდეში რაღაცებს აგროვებს.
აი ეგ რაში შემიშლის ხელს, არც არაფერში ერთის მხრივ, მაგრამ მეორის მხრივ, თვითონ ეგ რაღაც ჩვევა დავარქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი. კაროჩე მინდა რო ის კარადა დაცალოს და მაგ "მეძველმანის" პროფესიას შეეშვას რა... ხო და ჩექმები გამოვართვი, დეიდა მყავს ხაშურში მეთქი მოვატყუე და ნელნელა კი დავიწყე კარადის დაცლა მარა ხზ აი პროსტა ძალიან გამაღიზიანა მაგ ყველაფერმა.
ხო და ჯერ ერთი თქვენ მოგეწონებოდათ თუ არა ეგეთი რამე რო აღმოაჩინოთ და თუ არ მოგეწონებოდათ როგორ მოიქცეოდით?