#46631210 · 3 Jan 2016, 09:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო - ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო. მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ! ––––––––––––––––– ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი. სჯობს აღარ გვქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი!
– სხვა საქართველო მაინც სად არი? რომელი კუთხე რომელ ქვეყნისა? ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი, ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა? ––––––––––––––––––––– საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. ––––––––––––––––––––– ღიმილის ბიჭი ვიყავი, ბეჭზედ არწივი მეხატა, ცხრამეტი წლისა შევსრულდი, ოცი არ გადამეხადა, სამშობლოს დროშა მეჭირა, მტერს ვეცემოდი მეხადა! ვისაც უნდოდა, ქართველი რომ გამხდარიყო ხიზანი, დავკარი, ვიყავ მართალი, ვით ჩემი ტყვიის მიზანი... ნუ დაიდარდებ, დედაო, მწარე სიკვდილის სევდასა. დღეო, გადიდდი, გადიდდი, შვილი ეყრება დედასა! არ დაიდარდო, დედაო, რაც მე სიკვდილით გაწყინე; მე შენი ძუძუს ნათელი საქვეყნოდ გამოვაბრწყინე. მე გაგიხუნე ლეჩაქი, მაგრამ დაგხურე შუქური, სამშობლოსათვის დავთხიე სისხლ-ცვარი სიჭაბუკური. მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი, სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი... ––––––––––––– მე, ქართველი ბუხაიძე, ბალყარეთის მთებში ვწევარ... რომ შემეძლოს საფლავიდან, ძმებო, მხრების წამოწევა, მე სიცოცხლეს ხელმეორედ შევწირავდი მშობელ მხარეს, შევწირავდი იმავ მიწას, დღეს რომ გულზე დამაყარეს. ვინც დამხედოთ, გადაეცით საქართელოს მთებს და ველებს, რომ მისი ძე, ბუხაიძე, აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს; არ ვუშვებდი დარიალთან გააფთრებულ ყვითელ გველებს... მე საფლავში არა ვწევარ, აქ დარაჯად დამაყენეს.
|