ზეელერის 404-ს არ თვლიან იმიტომ რომ ნახევარი ობერლიგაში აქვს გატანილი
და მანდ რატომ თვლიან ვერ გავიგე... თუ მაგას თვლიან მაშინ ჯიმი გრივზს აქვს პრემიერლიგაში(მაშინდელ პირველ დივიზიონში) 357 გოლი გატანილი
და შირერი არუნდა ეწეროს მანდ.
სხვა ლიგები სადაა??მექსიკა და კოლუმბიაა და ჰოლანდია-პორტუგალიისთვის არ მოიძებნა ადგილი???
და ზოგადად უმაღლესი ლიგის ბომბარდირობა მასე არ ითვლება და ### რეიტინგია ეგ.
თუ ტოპ 5 ჩემპიონატს ჩავთვლით რომელშიც რატომღაც ყოველთვის ითვლება საფრანგეთის ლიგა 1
არადა ისტორიულ ჭრილში
ასეთი შედეგია
ნუ თუ ვიგულისხმებთ მეხუთედ ლიგა 1-ს და არა პორტუგალიის პრიმეირა ლიგას იქნება ასე:
მესი - 438
რონალდო - 437 (440 გამოსდის სპორტინგიანად)
გრივსი - 366
მიულერი - 365
ბლუმერი - 317
დინი - 310
ონისი - 299
გორდონ ჰოჯსონი - 289
პიოლა - 274
რაც შეეხება ზოგადად ევროპის მასშტაბით ყველა ლიგაში(იგულისხმება მხოლოდ უმაღლესი დივიზიონები) ყველა დროის ბომბარდირებს ხუთეული ასეთია:
ბიკანი - 537
პუშკაში - 514
რონალდო - 440
მესი - 438
ჯიმი მაკგრორი - 408
ისე კი იმათ პერიოდში უნგრეთის და ავსტრია-ჩეხეთის ჩემპიონატები ტოპ 5-ში შედიოდა. უნგრეთის განსაკუთრებით მუდმივად 3 ადგილზე იყო.