Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სტაფილოკოკი


Posted by: Digital Bitch 20 Dec 2004, 17:12
ოქროსფერი სტაფილოკოკი საშიშია თუ არა? spy.gif

Posted by: Archer 20 Dec 2004, 18:31
Digital Bitch
საერთოდ ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში, პირობით პათოგენური მიკრობებს ეკუთვნის ანუ დაავადებებს მხოლოდ არახელსაყრელ პირობებში იწვევს, როგორიცაა გაცივება. სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში შესაძლოა ავადმყოფობის გენერალიზაცია: სეფსისი ან მენინგიტი, ან კიდევ რამე.

Posted by: vladmatrix 20 Dec 2004, 20:52
საშიში არ არის მაგრამ - პრობლემაა მაგის მკურნალობა.

Posted by: Digital Bitch 24 Dec 2004, 16:09
Archer
vladmatrix

მადლობა....გავეცანი ამომწურავ ინფოს..



Posted by: POISON 24 Dec 2004, 16:41
მე 3 დღის წინ ვუყურე გადაცემას მოსკოვის 1ზე:ЛИТАРГИЧЕСКИЙ СОН
და ამის გამომწვევ მიზეზად ხშირ შემთხვევაში ასახელებენ სტაფილოკოკს, დეგრადირებული ბაქტერია ანადგურებს ნერვულ დაბოლოებებს და იწყება......

Posted by: elizaveta 25 Dec 2004, 16:57
Digital Bitch
QUOTE
გავეცანი ამომწურავ ინფოს..

იქნებ დაგვაკვალიანო? პლიიიზ

Posted by: Digital Bitch 27 Dec 2004, 13:46
elizaveta

ინტერნეტში ვნახე საიტები..ახლა ზუსტად ვერ დაგიწერ მისამართებს: იქნებ მოგვიანებით..ისე, საშიში არაა თუ არ გართულდა...ნებისმიერ ჩირქგროვაში არსებობს სტაფილოკოკის ბაქტერია....ახლა ისეთი მალამოებია გამოსული, მაგ: ადვანტანი, ცელესტოდერმი გარამიცინთან ერთად და ა.შ. რომ პრობლემა არაა გარეგანი მკურნალობა...მთავსრია, სისხლში არ აღმოჩნდეს და გადავიდეს ეს ოხერი....

Posted by: GIO - GIO 5 Dec 2006, 14:31
როგორც ვიცი ბაქტერიაა და ანთებით პროცესებს იწვევს!
უფრო ვრცლად თუ იცით ვინმემ მაინტერესებს!
რა გართულებებს იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა?

Posted by: BisPolaris 5 Dec 2006, 14:58
27 სახეობაა თუ არ ვცდები სტაფილოკოკის და 27ვე მურტალი როჟები არიან.

Posted by: GIO - GIO 5 Dec 2006, 16:30
და რა უნდათ მერე ჩვენგან რას გვერჩიან? biggrin.gif

Posted by: mediziner 5 Dec 2006, 18:29
ბაქტერიული დაავადებაა. რითაც ბევრი ამ სახეობის ბაქტერია გამოირჩევა არის, რომ ანტიბიოტიკებს აუვნებლებენ და წამალი არ მოქმედებს, ამიტომ რამდენიმე ანტიბიოტიკს ერთად უნიშნავენ ასეთ შემთხვევებში. ისე კონკრეტულად რატომ იკითხე?

Posted by: GIO - GIO 6 Dec 2006, 12:23
ჩემ ახლობელს უთხრეს სტაფილოკოკი გაქო და ნერვიულობდა! მეც დამაინტერესა რა არი და როგორ!

Posted by: ტანკე 6 Dec 2006, 15:36
თეთრი სტაფილოკოკი არც ისე საშიშია,უფრთხილდით აურეუსს,ოქროსფერ სტაფილოკოკს biggrin.gif

Posted by: mediziner 6 Dec 2006, 18:20
GIO - GIO
ჯანმრთელი ადამიანისთვის არაა საშიში. გადადების არ უნდა გეშინოდეს. მაგრამ თუ იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს ადამიანს და სტაფილოს ბაქტერიები ჭრილობაში მოხვდა, მაშინ შეიძლება საშიში იყოს.

Posted by: giorgichuma 31 Oct 2007, 00:35
მე მაქვს სტაფილოკოკი და მაგრად მეშინია sad.gif ყელის სიმშრალე და ხანდახან ჰაერის უკმარისობა მაქვს ხოლმე, რიტი ვუშველო თავს?

Posted by: mtvareuli 31 Oct 2007, 01:04
giorgichuma
QUOTE
მაქვს სტაფილოკოკი

QUOTE
რიტი ვუშველო თავს?

როგორც უკვე დაწერეს,
QUOTE
ანტიბიოტიკებს აუვნებლებენ და წამალი არ მოქმედებს, ამიტომ რამდენიმე ანტიბიოტიკს ერთად უნიშნავენ ასეთ შემთხვევებში

აუვნებლებენ არა, მაგრამ თუ არასწორად ან არასრულად ჩატარდა ანტიბიოტიკოთერაპია, რეზისტენტობას იძენენ ადვილად, ანუ ამ ანტიბიოტიკით მერე ვეღარ "მოერევი", ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის შესარჩევად, რასაც მხოლოდ ექიმთან მისვლით თუ უშველი... smile.gif აქ ვერავინ დაგეხმარება, შეიძლება უბრალოდ ინფორმაციები მოგაწოდონ

ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ეს ნახე --> http://www.textbookofbacteriology.net/staph.html თუ რათქმაუნდა, ინგლისურად კიტხვა არ გეზარება smile.gif

Posted by: lexomd 1 Nov 2007, 01:21
QUOTE
უფრთხილდით აურეუსს,ოქროსფერ სტაფილოკოკს

ჰო, ქუჩაში თუ დაინახავთ, მეორე მხარეზე გადადით biggrin.gif

Posted by: donvaso 1 Nov 2007, 09:34
იმკურნალეთ ბაქტერიოფაგებით, მგონი ყველაზე უვნებელი და არც თუ ცუდი შედეგების მქონეა....... biggrin.gif

Posted by: maiko 22 Nov 2007, 23:36
ჯერ პირველ რიგში როდესაც წერთ სტაფილოკოკზე საშიშია თუ არა, უნდა დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ. თუ მხოლოდ კანზე მობინადრე სტაფილოკოზე ან თუნდაც სტრეპტოკოზე საუბრობთ ეს არანაირად არ არის საშიში. სტაფილოკოკი ზალიან ბევრს აქვს სახეზე მაგრამ იმისთვის რომ დაავადება გამოიწვიოს ხელსაყრელი გარემო უნდა შეექმნას თუნდაც რასაც აქამდე წერდნენ იმუნიტეტის დაქვეითება და კიდევ მრავალი სხვა. გოგონებში ხშირად დაკავშირებულია ასევე საკვერცხეების პოლიკისტოზთან ( ანუ უნდა მივიდეს გინეკოლოგთან, პირველ რიგში გამოკველევებიდან საჭიროა ექოსკოპია).
რაც შეეხება მკურნალობას, საჭიროა როგორც დასალევი წამლები ასევე წასასმელი საშუალებები. არ წაისვათ სახეზე არც ადვანტანი და არც ცელესტოდერმი (ჰორმონალური მალამოებია და არ შეიძლება). შორიდან შემიზლია გირჩიოთ მხოლოდ რამოდენიმე მალამო: კურიოზინის გელი, უნივერტანის მალამო (ახალი შემოტანილია საქართველოში), დალაცინი, სკინორენი.

Posted by: ტანკე 23 Nov 2007, 23:17
mtvareuli
ასეთ შემთხვევაში ვორნი არ შველის,რადგანაც იგივე ქმედებებს განაგრძობს.ამიტომ აწი ბანი მიეცი ხოლმე ასეთ დარღვევაზე, არაფერი დაშავდება biggrin.gif yes.gif
ახლა მე მივეცი 3 დღიანი ბანი, დასაწყისისთვის საკმარისია
* * *
და რადგანაც მისი ნიკიც რეკლამაა როგორც ასეთი(თან ჩვენი კონკურენტი),ამიტომ მისი ყველა პოსტი იშლება ჩემს მიერ ამ განყოფილებაში

Posted by: Led_Zeppelin 21 Dec 2007, 19:27
სტაფილოკოკი თუ გინდა არ დაგემართოს სატაფილოს უნდა ერიდო................................................................................................ჭარხალი......................Oკ,

Posted by: Solveig 22 Dec 2007, 14:52
QUOTE (lexomd @ 1 Nov 2007, 00:21 )
QUOTE
უფრთხილდით აურეუსს,ოქროსფერ სტაფილოკოკს

ჰო, ქუჩაში თუ დაინახავთ, მეორე მხარეზე გადადით biggrin.gif

აუუუუუუუუუუუ biggrin.gif

სტივენ ლიკოკი ვის გაქვთ წაკითხული? biggrin.gif

ბაცილა თუ სახლში შემოგიფრინდათ, დასცხეთ ქუდი ან პირსახოცი, ეცადეთ, ძირს ჩამოაგდოთ და ამით უფრო მალე დაიმორჩილებთო biggrin.gif ერთი ძმაკაცი ბაცილა რომ ჰყავდა, სახელად ფიდო biggrin.gif biggrin.gif



QUOTE
სტაფილოკოკი თუ გინდა არ დაგემართოს სატაფილოს უნდა ერიდო................................................................................................ჭარხალი......................Oკ,


ცუდად ვარ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE

სკინორენი.

სხვათა შორის, ცუდი არაა, აზელაინის მჟავას შეიცავს და უექიმოდაც შეიძლება მიღება, მაგრამ არა მგონია, დალაცინზეც იგივე ითქმოდეს, რადგან ანტიბიოტიკია.

Posted by: Obscured 26 Dec 2007, 17:31
Led_Zeppelin
QUOTE
სტაფილოკოკი თუ გინდა არ დაგემართოს სატაფილოს უნდა ერიდო................................................................................................ჭარხალი......................Oკ,

თქვენ კი ხუმრობთ მაგრამ ზუსტად ეგ მითხრა ერთმა ჩემმა პაციენტმა , ქუთაისში- ექიმმა უთხრა სტაფილოს არ გაეკაროო. wink.gif

Posted by: ATENA PALAD 26 Dec 2007, 17:32
Obscured
QUOTE
ქუთაისში- ექიმმა უთხრა სტაფილოს არ გაეკაროო.

ალბათ კაიფობდა ის ექიმი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Obscured 26 Dec 2007, 17:35
ექიმი ხუმრობდა თუ არა ,ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ავადმყოფს ნაღდად არ ქონდა სახუმაროდ საქმე.

Posted by: Led_Zeppelin 28 Dec 2007, 22:18
.......სტაფილოკოკური სეფსისები . განსაკუთრებით (stafilokokus aureus)-ით გამოწვეული.
აკადემიკოსმა ვ.გ. ბოჭორიშვილმა--როდესაც მის მეუღლეს დაემართა სეფსისი და იღუპებოდა . იძულებული იყო
დამჯდარიყო სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში გადმოიღო სეფსისზე დაწერილი დისრტაციები.დაამუშავა,
განაზოგადა და შეიმუშავა მკურნალობის ტაქტიკა და გადაარჩინა თავისი მეუღლე.
მან ნახა რომ სეფსისი წარმოადგენს დიდ პრობლემას, არა მარტო თერაპიაში , არამედ გინეკოლოგიაში ქირურგიაში,
პედიატრიაში. და დააარსა სეფსისის საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი,,,,,,,,,,,,,,,,,,,რიმელსაც მისი სიკვდილის შემდეგ, მისივე სახელი დაერქვა.

Posted by: n_inucaaa 28 Dec 2007, 22:54
QUOTE (mtvareuli @ 31 Oct 2007, 01:04 )
ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ეს ნახე --> http://www.textbookofbacteriology.net/staph.html თუ რათქმაუნდა, ინგლისურად კიტხვა არ გეზარება smile.gif

ვაიმეე კურსელი ეძებდა მსგავს სტატიას ! მადლოობთ საყვარელოოო ! ძალიან გაუხარდება!

კიდე ხომ არ გაქვს რამე?

Posted by: mtvareuli 28 Dec 2007, 23:02
n_inucaaa
QUOTE
კიდე ხომ არ გაქვს რამე?

რამე რას ქვია? ონლაინ ტექსტბუკია ეგ მიკრობიოლოგიის და თუ მაგ სფეროდან აინტერესებს რამე, შეუძლია ნახოს http://www.textbookofbacteriology.net/

თუ უფრო მეტი რამე, მაშინ ამ თემას გადახედოს --> http://forum.ge/?f=43&showtopic=33620804 ბევრი საინტერესო საიტის მისამართი წერია

Posted by: n_inucaaa 29 Dec 2007, 00:50
thnx sweet friend ! by the way how old ar u?

Posted by: Qilila 29 Dec 2007, 21:28
ოქროსფერი სტაფილოკოკი ანუ S. aureus სტატისტიკურად ინფექციური დაავადებების ყველაზე ხშირი მიზეზია. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ანტიბიოტიკების უკონტროლო გამოყენების (ექიმის დანიშნულების გარეშე ანუ თვითმკურნალობის) გამო პოლი-ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიების სამეულში შედის.

აქვე: პოლი-ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ნიშნავს ანტიბაქტერიული წამლების უმრავლესობის მიმართ გამძლესა და შესაბამისად ძალიან საშიშ პათოგენს. განსაკუთრებით საგანგაშოა უკანასკნელ წლებში გავრცელებული მეტიცილინ-რეზისტენტული და ვანკომიცინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები.

ამიტომ, ბაქტერიოლოგიურ ანალიზში ოქროსფერი სტაფილოკოკის სიუხვე საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას. რადგან მხოლოდ ექიმი მიხვდება თქვენი სტაფილოკოკი რამდენად გამძლეა წამლებისადმი და რომელი წამალი იქნება ეფექტური.

ბაქტერიოლოგიურ ანალიზში იწერება მხოლოდ ის ბაქტერიები, რომლებიც დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს. ხოლო ის ბაქტერიები, თუნდაც სტაფილოკოკები, რომლებიც ნორმის ფარგლებშია, ბაქტერიულ ანალიზში არ იწერება.

Posted by: teonala 7 Jan 2008, 01:16
და ზურგზე და დუნდულებზე გამონაყარიც სტაფილოკოკია მგონი არა?
და ფერისმჭამელები რომ გაღიზიანებულია და გამონაყარს ემსგავსება ეგ რისი ბრალია?

Posted by: teonala 13 Jan 2008, 02:04
ახლა რღაც სულელური შეკითხვა უნდა დავსვა და არ დამცინოთ, სტაფილოკოკი სიმსუქნესაც იწვევს?

როგორ გამოიყურება ეს გამონაყარი? ფოტოს დადება შეიძლება? (გავაწყალე გული ამ ფოტოები თ ღა smile.gif )

Posted by: Led_Zeppelin 23 Jun 2008, 20:05
QUOTE
ახლა რღაც სულელური შეკითხვა უნდა დავსვა და არ დამცინოთ, სტაფილოკოკი სიმსუქნესაც იწვევს?

როგორ გამოიყურება ეს გამონაყარი? ფოტოს დადება შეიძლება? (გავაწყალე გული ამ ფოტოები თ ღა



თუ ბევრ სტაფილოს შეჭამ სიმსუქნესაც იწვევს და კიდო ყურები ეზრდებათ ხოლმე ზოგიერთებს.................U.პ

Posted by: vano_t 25 Jun 2008, 06:43
კიდევ კარგად ხედავენ და სათაველეები არ ჭირდებათ.

Posted by: Solveig 25 Jun 2008, 23:46
QUOTE (teonala @ 7 Jan 2008, 00:16 )
და ზურგზე  და დუნდულებზე გამონაყარიც სტაფილოკოკია მგონი არა?
და ფერისმჭამელები რომ გაღიზიანებულია და გამონაყარს ემსგავსება ეგ რისი ბრალია?

ეს ემსგავსება რაღაა biggrin.gif კი არ ემსგავსება, გამონაყარია.

სტაფილოკოკია თუ არა, ამის დადგენა მხოლოდ გამონაყარიდან მასალის აღებით და დათესვით შეიძლება. ოღონდ, თუ ადამიანი ანტიბაქტერიულ პრეპარატს იღებს, ანალიზის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეწყვიტოს, საერთოდ, არანაირი ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღება არაა მიზანშეწონილი (ზოგჯერ თვითნებურად რომ სვამენ ხოლმე. ან ექიმი არ აკეთებინებს ნაცხს, ისე ნიშნავს წამალს) ,სანამ არ დადგინდება, რა სახის ბაქტერიაა და რის მიმართაა მგრძნობიარე. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტური იქნება...

Posted by: Led_Zeppelin 4 Jul 2008, 21:04
QUOTE
თუ ბევრ სტაფილოს შეჭამ სიმსუქნესაც იწვევს და კიდო ყურები ეზრდებათ ხოლმე ზოგიერთებს..

და ამას ემსგავსებიან
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=56&i=kurdrelibx6.jpg

Posted by: vano_t 6 Jul 2008, 00:36
QUOTE (Led_Zeppelin @ 4 Jul 2008, 21:04 )
QUOTE
თუ ბევრ სტაფილოს შეჭამ სიმსუქნესაც იწვევს და კიდო ყურები ეზრდებათ ხოლმე ზოგიერთებს..

და ამას ემსგავსებიან
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=56&i=kurdrelibx6.jpg

რა არი ეგა კაცო? კურღელია თუ გრძელყურა ბულდოგი?

Posted by: mtvareuli 6 Jul 2008, 13:17
რა სტაFილოები და კურდღლები, რა დღეში ხართ biggrin.gif

Posted by: Led_Zeppelin 7 Jul 2008, 12:37
ერთხელ ვახტანგ ბოჭორიშვილს ერთმა ექიმმა ყთხრა, რამ სტრეპტოკოკულ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში,
ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთო სტრეპტომიცინითო , ამაზე ბატონი ვახტანგი განრისხდა ---და უპასუხა თქვენი ლ0ოგიკით სტაფილოკოკის შემთხვევაში სტაფილოთიო????????
მშვენიერი კურდღელია რა არ მ0ოგეწონათ........................ wink.gif

Posted by: fiamifero 30 Jan 2009, 03:02
რივანოლის ხსნარის საფენები მავნებელი ხომ არ იქნება ნეტავ??
სახეზე მაქვს მეც და ექიმმა კი დამინიშნა ანტიბიოტიკებით მკურნალობა და ვსვამ, მაგრამ ამ ხსნარზე წავიკითხე კოკების და ანთებითი პროცესების სამკურნალოაო და დავხამდი. რამეს ხომ არ მავნებს სახე რომ გავიწმინდო ხოლმე???

Posted by: Led_Zeppelin 31 Jan 2009, 15:16
რივანოლი,, საკმაოდ ალერგიულია ამიტომ საXეზე ნუწაისვამ . ჯერ ხელზე ცადე-- პატარა მონაკვეთზე.................... wink.gif

Posted by: Solveig 31 Jan 2009, 17:15
QUOTE
ერთხელ ვახტანგ ბოჭორიშვილს ერთმა ექიმმა ყთხრა, რამ სტრეპტოკოკულ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში,
ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთო სტრეპტომიცინითო , ამაზე ბატონი ვახტანგი განრისხდა ---და უპასუხა თქვენი ლ0ოგიკით სტაფილოკოკის შემთხვევაში სტაფილოთიო????????

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე biggrin.gif biggrin.gif

მაგარი კურდღელია smile.gif

ამას რომ ვწერდი, ძირს გადავიხედე და ორი ისეთი ლამაზი კურდღელი გამოცუხცუხდა ბუჩქებიდან.. smile.gif)

ახლა წარმოვიდგინე, ჩემს თანამშრომელს რომ დაანახა მაგ კურდღლის სურათი, იტყოდა-ნეტავ რა გემო ექნებაო biggrin.gif

ვიმედოვნებ, მომიტევებთ ლირიკულ გადახვევას smile.gif

Posted by: minerva 31 Jan 2009, 17:28
სტაფილოკოკის სხვადასხვა სახეობები არსებობს, აურეუსს აქვს საკმაოდ აგრესიული შტამებიც..
ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინფექციურში 29 წლის გოგონა დაიღუპა სტაფილოკოკური ინფექციით(ტოქსიკური
შოკის სინდრომი). გაკვეთისას დადგინდა ინფექციის წყარო, დიგიტალური ტამპონი. მოყვანამდე ორი-სამი დღე ოჯახის ექმითან მკურნალობდა სიცხით და გამონაყარით+ ჰიპოტონია....


Led_Zeppelin
QUOTE
აკადემიკოსმა ვ.გ. ბოჭორიშვილმა--როდესაც მის მეუღლეს დაემართა სეფსისი და იღუპებოდა . იძულებული იყო
დამჯდარიყო სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში გადმოიღო სეფსისზე დაწერილი დისრტაციები.დაამუშავა,
განაზოგადა და შეიმუშავა მკურნალობის ტაქტიკა და გადაარჩინა თავისი მეუღლე.

რამდენ ხანში დაამუშავა და რამდენ ხანში შეიმუშავა ნეტავ? დამაინტერესაsmile.gif

Posted by: Led_Zeppelin 2 Feb 2009, 20:27
QUOTE
რამდენ ხანში შეიმუშავა ნეტავ? დამაინტერესაsmile.gif

ზუსტად იმდენი დასჭირდა რომ თავისი ცოლი გადაერჩინა და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი ჩამოყალიბებინა.
სადაც გააერთიანა თერაპიული სეფსისი ,ქირურგიული. გინეკოლოგიური და პედიატრიული სიკვდიალონაობა დაყვანილი იყო სეფსისების დროს 3%ცენტამდე. და ყველა ის ავდმყოფი ნაოპერაციები თუ ნამშობიარები როლებსაც ეწყებოდათ
მაღალი ტემპერათურა და მათი დანახვა აღარ უნდოდათ მის ექიმებს ყველა ხვდებოდა სეფსისის ცენტრში და იქ გადიოდნენ კვალიფიციური მკურნალიობის კურსს................................................................................და უმეტესობა რჩებოდა.

Posted by: jashusha 4 Aug 2009, 16:31
ხალხო, იქნებ ვინმემ გამარკვიოს რა ხდება. ექიმებო, მიპასუხეთ. ბაქტერიოფაგში ამოითესა ყელში სტაფილოკოკები, და სამკურნალო გაქო, დავლიე ანტიბიოტიკები, ამ დროს ყელ-ყურმა მითხრა, არ გჭირდება ეგ ყველა ადამიანს აქვსო. ამ ანტიბიოტიკებმა არ მიშველა, ისევ იგივე პასუხი დამიწერეს, რამაც ცოტა დამაეჭვა. გამარკვიეთ შეიძლება მაგ ბაქტერიამ გამოიწვიოს ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყელში? თუ ცდებიან ლარინგოლოგები და ბაქტერიოფაგის თანამშრომლები არიან მართლები?

Posted by: EgemoN 25 Oct 2009, 20:15
დამიდგინეს Staphylococcus epidermidis_ი. ვინმეს შეუძლია მითხრას საერთოდ რა არის და ვისთან მირჩევთ მისვლას? smile.gif მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: alikiti 26 Oct 2009, 01:20
EgemoN
გამარჯობა,დაავადება,თუ სწორი დიაგნოზია დასმული არის ეპიდერმალური სტაფილოკოკი და არის ნაკლებად პათოგენური.
ვარ დერმატოლოგი,პროფესორი,სტაფილოკოკებზე მაქვს დისერტაცია დაცული,დახმარება შემიძლია.

Posted by: lgogokhia 26 Oct 2009, 11:29
jashusha
QUOTE
ბაქტერიოფაგში

პირველ რიგში არ დაუჯერო და მეორე გააჩნია რომელი სტაფილოკოკი და გაქვს თუ არა ჩივილი?

EgemoN
არავისთან არ მიხვიდეთ... ჯერ ერთი ეპიდერმული სტაფილოკოკი კანის ნორმალური ბაქტერიაა და ნორმალური იმუნური სტატუსის ადამიანებში ინფექციებს არ იწვევს. ეპიდერმული სტაფილოკოკი ძირითადად პლასტიკული იმპლანტირებული მოწყობილობებთან (მაგ. გულის ხელოვნური სარქველი, ვენაში ჩადგმული კათეტერები და ა.შ.) დაკავშირებულ ინფექციების, ასევე ენდოკარდიტის, ანუ გულის "კუნთის შიდა შრის ანთების" გამომწვევია.

alikiti თქვენ დერმატოლოგი, ეპიდერმულ სტაფილოკოკს მკურნალობთ? მითხარით მართლა და გულწრფელად გეუბნებით გაგამდიდრებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და 100%იანი გარანტიით.. თქვენი დისერტაცია რას შეეხება? ანუ სტაფილოკოკების რა ასპექტს?

Posted by: alikiti 26 Oct 2009, 13:33
lgogokhia
დისერტაცია-სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების მკურნალობა სტაგილოკოკური ბაქტერიოფაგით,იმუნიტეტის ზოგიერთი რეაქციების ასპექტში.
აკნეს დროს,ძირითადად არის ეპიდერმალური სტაფილოკოკი,ხოლო იშვიათად-ოქროსფერი.
როგორც დერმატოლოგი-ეპიდერმალურ სტაფილოკოკს ვკურნავ 100% გარანტიით.

Posted by: EgemoN 26 Oct 2009, 21:29
lgogokhia
QUOTE
არავისთან არ მიხვიდეთ... ჯერ ერთი ეპიდერმული სტაფილოკოკი კანის ნორმალური ბაქტერიაა და ნორმალური იმუნური სტატუსის ადამიანებში ინფექციებს არ იწვევს.

აშკარად სამკურნალოა, სერიოზული აკნეა უკვე..

alikiti
QUOTE
გამარჯობა,დაავადება,თუ სწორი დიაგნოზია დასმული არის ეპიდერმალური სტაფილოკოკი და არის ნაკლებად პათოგენური. ვარ დერმატოლოგი,პროფესორი,სტაფილოკოკებზე მაქვს დისერტაცია დაცული,დახმარება შემიძლია.

გმადლობთ, იქნებ თქვენი კოორდინატები მომწეროთ PM_ში

Posted by: lgogokhia 27 Oct 2009, 00:43
EgemoN
მიდით დერმატოლოგთან რომელიც უმკურნალებს აკნეს და არა ეპიდერმალურ საფილოკოკს.. ამ სახეობის სტაფილოკოკი არ იწვევს აკნეს, არამედ ანაერობული Proprionbacterium acnes, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებადი შედარებით ძნელადაა. აბსოლუტურად დიდი აბსურდი და ტყუილია ბაქტერიოფაგებით აკნეს მკურნალობა, ჯერ ერთი იმიტომ რომ პიოფაგის (რომელსაც ალბათ თქვენ იყენებთ alikiti ) მგრძნობელობა ეპიდერმული სტაფილოკოკის მიმართ არის საკმაოდ დაბალი, და მეორე მაღალიც რომ იყოს არანაირი როლი ამ ბაქტერიას აკნეს პათოგენეზში არ აქვს.


alikiti

QUOTE
სტაფილოდერმიის
ეს რა ნოზოლოგიაა? მიღებული სამედიცინო ნომენკლატურით ასეთი დაავადება ნაკლებადაა ცნობილი და მაინტერესებს რაზეა ლაპარაკი.

QUOTE
იმუნიტეტის ზოგიერთი რეაქციების ასპექტში
ეს ცოტა ვერ გავიგე? იმუნიტეტის რა რეაქციებზეა ლაპარაკი?

QUOTE
აკნეს დროს,ძირითადად არის ეპიდერმალური სტაფილოკოკი,ხოლო იშვიათად-ოქროსფერი.

QUOTE
როგორც დერმატოლოგი-ეპიდერმალურ სტაფილოკოკს ვკურნავ 100% გარანტიით.


ალბათ ხუმრობთ, ხომ? smile.gif დერმატოლოგები შედარებით კონსერვატული და სერიოზული ხალხია და მეც ეგრე ვიცნობ ყველას, მაგრამ თქვენ კარგი იუმორის გრძნობა გქონიათ.. სად მუშაობთ?

Posted by: alikiti 27 Oct 2009, 22:52
რეკლამის მიზნით ამიკრძალეს ყველაფერი,თუ დერმატოლოგიაში ვერ ერკვევი,ეს შენი პრობლემაა.ჩემი დისერტაციის ახსნა არ შეიძლება და არც მაქვს სურვილი,აქ ლექციების ჩატარება არ შეიძლება თურმე.დღეიდან დაგელაპარაკებით,როგორც კეღძო პირი,რომ იცოდე არ ვხუმრობ,თუ იუმორის გრძნობა მაქვს იცინე რამდებნიც გინდა.მთავარი მაინც შედეგია.თუ ვინმე არსებობს საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში,ყველა მიცნობს.თითონ რას წარმოადგენ?
დღეიდან ვმოქმედებ,როგორც კერძო პირი.
თუ შეგიძლია დამისახელო შენი ნაცნობი დერმატოლოგები,რომლებსაც სერიოზულად თვლი,რომლებმაც ალბათ ჩემი დისერტაცია შენთან ერთად იუმორით მიიღეს და მათი დაცული დისერტაციებიც გავარჩიოთ,არ გაინტერესებს?
იმათმა ჩემი დისერტაცია ვერ გაიგეს,ძალიან ცუდი,მოდი ჩვენ გავიგოთ მათი დისერტაციები,პირადად გაგიშიფრავ ყველას.
მეტი არგუმენტი რა მოგიყვანო.

Posted by: lgogokhia 27 Oct 2009, 23:49
alikiti
მე შეურაცხოფა არ მომიყენებია შენთვის, პირიქით სულ ვცდილობ რომ შესაბამისად მოგმართო, მაგრამ გაცხარების მიზეზს ვერ ვხვდები აშკარად. დერმატოლოგიაში ნამდვილად ვერ ვერკვევი, მაგრამ მიკრობიოლოგიაში და ინფექციურ დაავადებებში ასე თუ ისე ვდილობ რაღაცის გარკვევას. სამწუხაროა, რომ შენს დისერტაციას ვერ ახსნი მაგრამ არ მიკვირს, პირველი არ ხარ smile.gif
QUOTE
დღეიდან დაგელაპარაკებით,როგორც კეღძო პირი
სხვანაირად როგორ მელაპარაკებოდი ადრე?
QUOTE
თუ ვინმე არსებობს საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში,ყველა მიცნობს.
გააჩნია როგორ გიცნობს მთელი საქართველო ან ყოფილი საბჭოთა კავშირი..
QUOTE
თუ შეგიძლია დამისახელო შენი ნაცნობი დერმატოლოგები,რომლებსაც სერიოზულად თვლი,რომლებმაც ალბათ ჩემი დისერტაცია შენთან ერთად იუმორით მიიღეს და მათი დაცული დისერტაციებიც გავარჩიოთ,არ გაინტერესებს?
სხვა უფრო სერიოზული საკითხებით ვარ დაინტერესებული ვიდრე თქვენი ან სხვა მსგავსი დისერტაციების გარჩევა. ნაცნობი დერმატოლოგები მყავს რამდენიმე, თუმცა დიდი ხანია უმეტესობა არ მინახავს. ძალიან სუსტი არგუმენტები მოგყავთ, მე კი არა, დარწმუნებული ვარ არც თქვენ ჩაგიხედიათ დისერტაციაში, ასე რომ ნამდვილად არ მქონია გარჩევა ვინმესთან დისერტაციებზე.. ქართული დისერტაციები ისეთი მტკივნეული თემაა, რომ საერთოდ თავს ვარიდებ ამ თემაზე ლაპარაკს.

რაც შეეხება დერმატოლოგიას: თქვენი ცნობისათვის ეპიდერმული სტაფილოკოკი არცერთი გაგებით არ არის აკნეს გამომწვევი, ოქროსფერი კი შესაძლებელია მხოლოდ გენერალიზირებული აკნეს დროს მეორადი კონტამინაციის შედეგად გამოჩნდეს. კანზე ისედაც არის და ამის თავის არიდება უბრალოდ შეუძლებელია. დიდი ხანი არ არის, მაგრამ საკმარისი, რომ ნებისმიერი დერმატოლოგისთვის აქსიომაა ის რომ აკნეს გამომწვევი არის Proprionbacterium acnes, ანაერობი რომელიც ძალიან ნელა იზრდება შესაბამის ლაბორატორიულ პირობებში და არც არის მისი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საჭიროება. ანტიბიოტიკოთერაპია მაკროლიდებით და ტეტრაციკლინებით აკნეს დროს მიმართულია ამ მიკრობის და არა სტაფილოკოკის საწინააღმდეგოდ და უფრო მეტიც ეს ანტიბიოტიკები სტაფილოკოკზე საერთოდ არ მოქმედებს, და მითუმეტეს ეპიდერმულზე.. რაც შეეხება აღნიშულ ბაქტერიოფაგს - პიოფაგის მგრძნობელობა როგორც ავღნიშნე არის საკმაოდ დაბალი ეპიდერმულის მიმართ თუმდაც იყოს ეგ აკნეს გამომწვევი, და P. acnes ბაქტერიოფაგი კი არ შედის პიოფაგში (კითხეთ ფაგების გამომშვებებს ბაქტერიოფაგში და გეტყვიან). ისედაც ფაგებით აკნეს მკურნალობა მარაზმია, მაგრამ მაინც.. აკნეს მკურნალობა მიმართულია ჰორმონული ცვლილებების დიაგნოსტიკა და და სპეციალისტი მიერ მკურნალობაში, რადგან გენერალიზებული აკნეს პირველადი მიზეზი ძირითადად ჰორმონალური დისბალანსია და არა ინფექცია, ადგილობრივი ბაქტერიციდებით, ანტიბიოტიკებით, რეტინოიდებით (უკუჩვენებების გათვალისწინებით). ასევე ფოტო და ლაზეროთერაპიას საკმაოდ ხშირად მიმართავენ. რაც შეეხება ეპიდერმულს, კანის ნორმალური ფლორის წარმომადგენელია, საკმაოდ რეზისტენტული ბაქტერიაა, რომელიც ძირითადად იმპლანტირებულ მოწყობილობების ინფექციებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ეს ბაქტერია ცნობილია განსაკუთრებულად რეზისტენტული ბიოფილმების წარმოშობით. ვიმეორებ, რომ ეპიდერმულ სტაფილოკოკს აკნეს და სხვა კანის პათოლოგიაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გარდა ღრმა იმუნოდეფიციტების შემთხვევაში რომლის დროსაც ნებუსმიერი პათოგენი შეიძლება ინფექციის მიზეზი გახდეს. თუ გინდა გამოგიგზავნი უამრავ სტატიას და ნაშრომებს რომელიც აღწერს ეპიდერმული სტაფილოკოკის ნამდვილ პრობლემებს.. და კიდევ ერთხელ გიმეორებთ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით, ეპიდერმული სტაფილოკოკის მკურნალობის რაიმე საიდუმლო თუ გაქვთ, არა აკნეს, არამედ ამ ბაქტერიის ბიოფილმების საწინააღმდეგო, რომელიც როგორც ამბობთ 100%-ით მკურნალობთ, მილიონებს გაშოვნინებთ მე პირადად.. კიდევ ვიმეორებ აბსოლუტური პასუხისმგებლობით გიცხადებთ.

და ვიმედოვნებ ეს
QUOTE
სტაფილოკოკს ვკურნავ 100% გარანტიით.
არის ყველაზე დიდი ტყუილი რაც თქვენი პაციენტებისთვის გითქვამთ.

Posted by: angela 28 Oct 2009, 01:48
........... ვკვდებიიიიიი...................

Posted by: alikiti 28 Oct 2009, 20:02
lgogokhia
ეგ ამხელა სტატიით ტყუილა შეგიწუხებია თავი,შეგიძლია გადააგდო.
თუ მართლა ხარ დაინტერესებული აკნეთი წაიკითხე-''საქართველოს სამედიცინო ჯურნალი'' 2007წ. მე-2 ნომერი,გვ-138. ან ''Новости дерматологии и венерологии южного кавказа'' 2007წ.მე-2 ნომერი,გვ 36.
ამეების წერას მოდი და ვიშოვოთ ფული,მილიონები და გაგიყობ.

Posted by: niniaa 29 Oct 2009, 18:49
alikiti
აკნეს დემოდეკოზთანაც აკავშირებენ ,ხომ?

Posted by: lgogokhia 29 Oct 2009, 21:54
QUOTE
საქართველოს სამედიცინო ჯურნალი

QUOTE
Новости дерматологии и венерологии южного кавказа

biggrin.gif biggrin.gif არა არ ვარ დაინტერესებული აკნეთი..

მაგრამ ეგ სტატიები მართლა მაინტერესებს, თუ გაქვს ელექტრონული ვერსია ჩემს იმეილს PM-ში მოგწერ და გამომიგზავნე, plz!!

Posted by: Mikimiki 29 Oct 2009, 22:01
angela
QUOTE
........... ვკვდებიიიიიი...................


როგორ ? რატომ ? რითი?



და თუ ასეა....

ჩვენ ყველა ვკვდებით, მხოლოდ შენ არა ...

არ იდარდო ბევრი!!!

Posted by: alikiti 29 Oct 2009, 22:02
niniaa
კავშირს რას ეძახი,აკნეს დროს შეიძლება იყოს დემოდეკოზიც.
* * *
lgogokhia
ელ.ვერსია არ მაქვს.ეს განკუთვნილია ექიმებისთვის,იშოვე წაიკითხე და საკამათოც შემცირდება მაინც.

Posted by: morbenalistrikoni 30 Oct 2009, 19:12
როგორც ვატყობ აქ ცოტა ადამიანი თუ შემოდის ვინემს დასახმარებლად!!!

მთავარია თავი წარმოაჩინოთ....

1-2 სიტყვას იტყვიან და.... იმისთვისაც მადლობა უნდა უთხრა.. და თუ არადა ცხარე დებატები აქვს გამართული რაღაც გაუკვეველი ტერმინებით!

странно!!!

Posted by: Solveig 30 Oct 2009, 22:56
lgogokhia

QUOTE
აკნეს მკურნალობა მიმართულია ჰორმონული ცვლილებების დიაგნოსტიკა და და სპეციალისტი მიერ მკურნალობაში, რადგან გენერალიზებული აკნეს პირველადი მიზეზი ძირითადად ჰორმონალური დისბალანსია და არა ინფექცია, ადგილობრივი ბაქტერიციდებით, ანტიბიოტიკებით, რეტინოიდებით (უკუჩვენებების გათვალისწინებით).


ჰორმონულ ცვლილებებზე გეთანხმები.. მაგრამ მაგალითად, მე შემეშინდა ჰორმონების დალევის, გარკვეულ მიზეზთა გამო.

პირადად ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ არანაირმა ადგილობრივმა საშუალებამ (Nadixa და რეტინოიდის კრემები, ქლორამფენიკოლიანი კანის გასაწმენდი) არანაირი შედეგი არ გამოიღო...რეტინოიდი+ბენზილპეროქსიდის კომბინაციამ კი საშინელ დღეში ჩამაგდო...sad.gif
ახლა ვსვამ მინოციკლინს ძალიან დაბალი დოზებით და უკეთესობაა...


QUOTE
რეტინოიდებით

რეტინოიდებთან სიფრთხილეა საჭირო, ჩ.მ.ა...იმიტომ, რომ რეგულატორული T უჯრედების განვითარებას უწყობს ხელს.


morbenalistrikoni
QUOTE
როგორც ვატყობ აქ ცოტა ადამიანი თუ შემოდის ვინემს დასახმარებლად!!!

მთავარია თავი წარმოაჩინოთ....

1-2 სიტყვას იტყვიან და.... იმისთვისაც მადლობა უნდა უთხრა.. და თუ არადა ცხარე დებატები აქვს გამართული რაღაც გაუკვეველი ტერმინებით!

странно!!!

ძნელი გასაგები არაა smile.gif

ადამიანმა თქვა, რომ აკნე არის მეორეული მოვლენა და ამიტომ საჭიროა, პირველ რიგში უმკურნალო პირველად მიზეზს (ჰორმონულ დისბალანსს)...ანუ აქცენტი სწორედ მასზე უნდა გაკეთდესო.

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 01:06
alikiti
QUOTE
საკამათოც შემცირდება მაინც.

არა, რაც არ უნდა იყოს საკამათო მაინც არ შემცირდება, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ საერთოდ გავჩუმდები მაგის წაკითხვის შემდეგ smile.gif)

Solveig
QUOTE
ჰორმონულ ცვლილებებზე გეთანხმები.. მაგრამ მაგალითად, მე შემეშინდა ჰორმონების დალევის, გარკვეულ მიზეზთა გამო.

არა თუ რაიმე დისბალანსი აღმოჩნდა, მაშინ რატო შეგეშინდა ჰორმონის? თუმცა მაინც იმდენად მარგინალურია მაგ დროს ჰორმონული დისბალანსი, ექიმმა კარგად უნდა გადაწყვიტოს დანიშნოს რამე მაგის მსგავსი თუ არა..
QUOTE
ახლა ვსვამ მინოციკლინს ძალიან დაბალი დოზებით და უკეთესობაა

მინოციკლინი ნაწიბურების პიგმენტაციას აძლიერებს, ამიტომ "კარგი" დერმატოლოგები უკვე აღარ ნიშნავენ (ასე მითხრეს givi.gif ). დოქსიც გაგიკეთებს რასაც მინოციკლინი..
QUOTE
რეტინოიდებთან
კი მაგრამ მაინც შეუცვლელია რეტონიოდები ამ დროს smile.gif .. ალტერნატივა ან უკეთესი სამწუხაროდ არ არის, რაც არის არის.. smile.gif

Posted by: ziriro 31 Oct 2009, 01:46
alikiti
აკნე იკურნება?
-----------------------------

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 01:49
ziriro
ბოშყო თუ კი არ გითხრას და ოფისის ნომერი არ მოგცეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Solveig 31 Oct 2009, 01:50
lgogokhia
QUOTE
კი მაგრამ მაინც შეუცვლელია რეტონიოდები ამ დროს  .. ალტერნატივა ან უკეთესი სამწუხაროდ არ არის, რაც არის არის..

ჩემს სემთხვევაში საერთოდ არ იმოქმედა.

და ჩემს დაწერილზე რა აზრის ხარ? T reg-ს ვგულისხმობ. არ მგონია, უგულვებელყოფა ღირდეს.

QUOTE
არა თუ რაიმე დისბალანსი აღმოჩნდა, მაშინ რატო შეგეშინდა ჰორმონის?

მე შემეშინდა იმ მხრივ, რომ ვენების პრობლემა მაქვს, საკმაოდ სერიოზულად უკვე,...

და ექიმმა (ენდოკრინოლოგმა) კი მითხრა, ისეთი მდგომარეობა არ გაქვს,.რომ მხოლოდ გამონაყარის გამო დავნიშნო ჰორომონებიო. კანის ექიმთან მიდიო.

Posted by: ziriro 31 Oct 2009, 01:51
lgogokhia
ანუ, არ იკურნება საერთოდ? თუ ინდივიდუალურია დ,ა ან მორჩები და ან არა?

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 02:12
Solveig

QUOTE
მე შემეშინდა იმ მხრივ, რომ ვენების პრობლემა მაქვს, საკმაოდ სერიოზულად უკვე,.
შენ და შენმა ექიმმა ალბათ უკეთესად ხედავთ ერთსაც და მეორესაც, ამიტომ არ შეგედავები..

QUOTE
და ჩემს დაწერილზე რა აზრის ხარ? T reg-ს ვგულისხმობ. არ მგონია, უგულვებელყოფა ღირდეს.

არა უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს, რეტინოიდებს საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება შენ რასაც ამბობ, საქმე იმაშია, რომ როგორც ვკითხულობ "In vitro, Retinoic Acid significantly promotes Treg cell conversion, but in vivo during the development of experimental autoimmune encephalomyelitis it does not increase the frequency of Treg cells in the face of an ongoing inflammation. However, RA suppresses the disease very efficiently by inhibiting proinflammatory T cell responses, especially pathogenic Th17 responses." თუ გინდა ამ სტატიას გამოგიგზავნი, მე ამ საკითხებში არ ვერკვევი, უბრალოდ რომ აღნიშნე ვნახე პაბმედ-ში და ეს გამომიტანა..

P.S. ეს სტატია ქართული მეცნიერების მოამბე-ში არ მიიღეს დასაბეჭდად და ბოლოს ავტორებმა ჯანდაბას ჩვენი თავიო და "Journal of Immunology"-ში გამოაქვეყნეს.. wink.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif

P.P.S. გვაპატიოს იმ ფორუმელებმა ვისთვისაც ცოტა გაუგებარია რაც დავწერე smile.gif its just a doctor thing wink.gif


* * *
ziriro
არა გეთაყვა, ინკურნება მაგრამ შესაბამისად კვალიფიციური მოსაზრების და სპეციალისტის და პრეპარატების პირობებში.. თუმცა რო გითხრა რომ კოლხური მალამოს რეკლამასავით კანი გექნება, ვერ მოგატყუებ მაგას.. smile.gif

Posted by: Solveig 31 Oct 2009, 02:32
lgogokhia
QUOTE
ეს სტატია ქართული მეცნიერების მოამბე-ში არ მიიღეს დასაბეჭდად და ბოლოს ავტორებმა ჯანდაბას ჩვენი თავიო და "Journal of Immunology"-ში გამოაქვეყნეს..   

რაიოოოო?

ვინაა ავტორი?

რაც შეეხება ინ ვივოს და ინ ვიტროს...ეგ უკვე ინ ვივოც ნანახია, კერძოდ, ნაწლავში...დენდრიტული უჯრედები გამოიმუშავებენ რეტინოის მჟავას და ორალური ტოლერანტობა მაგაზეა დაფუძნებული მნიშვნელოვანწილად smile.gif

საფიქრალია, რომ ღვიძლშიც იგივე იყოს...რადგან ღვიძლში არის ვიტამინი ა-ს (რომელიც, მოგეხსენება, რეტინოის მჟავას ახლო ნათესავია biggrin.gif) დეპოები..და ეს მნიშვნელოვნად უწყობდეს ხელს ღვიძლის ტოლერანტობას...

ხო, Journal of Immunology-ს რაც შეეხება smile.gif მაგ საკითხზე სტატიები ბევრად "მაღლა" ქვეყნდება უკვე, Immunity, Journal of Clinical investigation, Journal of Experimental Medicine, Nature medicine/Immunology....

Posted by: ziriro 31 Oct 2009, 02:43
alikiti
lgogokhia
მაინტერესებს თქვენი აზრი
კეფაზე. პერიოდულად გამომდის დიდი ზომის რაღაც,მტკივნეული.
3-ჯერ გავიკეთე ოპერაცია სეფსისის ცენტრში, მაგრამ ისევ და ისევ გამომდის ხან იგივე ადგილას, ხან გვერდძზე.
კაციტაძემ დამისვა დიაგნოზი -აკნე. იმიტომ, რომ ზურგზე მაქვს ძლიერი გამონაყარი. დამინიშნა წამლები და მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ოპერაციებს აღარ ვიკეთებ, ხან ვიშნევსკით და ხან შინაური მალამოებით ვიწყნარებ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ გამომდის.
ეჭვი მეპარებე, რომ ეს აკნეა, ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ, რა პროფილის ექიმს უნდა მივმართო?
ონკოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, ქირურგთან, დერმატოლოგთან , ყველასთან ვიყავი.

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 03:10
Solveig
ვიხუმრე მოამბეზე და ვერ მიხვდი.. never mind.. რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ ყველა სახის ჟურნალებში ქვეყნდება ეგ რისერჩი biggrin.gif უბრალოდ პაბმედმა ეგ მომცა პირველად.. შენ რატომღაც "Journal of Immunology" აგდებულად მოიხსენიე, რატომ არ ვიცი.. მაგას არ გაპატიებენ biggrin.gif

QUOTE
ვინაა ავტორი?

Retinoic Acid Increases Foxp3+ Regulatory T Cells and Inhibits Development of Th17 Cells by Enhancing TGF-β-Driven Smad3 Signaling and Inhibiting IL-6 and IL-23 Receptor Expression
Sheng Xiao2,*, Hulin Jin2,*, Thomas Korn2,3,*, Sue M. Liu2,*, Mohamed Oukka*, Bing Lim2,4, and Vijay K. Kuchroo2,4,*
* Center for Neurologic Diseases, Brigham and Women’s Hospital and Harvard Medical School, Boston, MA 02115; and Division of Hematology/Oncology, Beth Israel Deaconess Medical Center and Harvard Medical School, Boston, MA 02115
The Journal of Immunology, 2008, 181, 2277 -2284

რათქმაუნდა შენ რასაც ამბობ მის შესაძლებლობას ვეთანხმები, უბრალოდ ვერ გავიგე შენ იმის თქმა გინდა რომ Treg უჯრედების აქტივაციით შესაძლოა რამე იმუნოდეფიციტური სიტუაცია შეიქმნას? რეტინოიდებმა რომ გარკვეული გენების აფ-რეგულაცია რომ გამოიწვიოს ეს სხვა თემაა, უბრალოდ რას გულისხმობ შენს Treg უჯრედებზე ცოტა ვერ მივხვდი გვერდითი მოვლენის პონტში.. სორი, თუ ჩაინიკური შეკითხვაა, მაგრამ იმუნოლოგიის ფურცლები ამოხეული იყო biggrin.gif biggrin.gif

* * *
ziriro
კიო ტელეპათიურად სვამს დიაგნოზს და კიდევ რაღაც თავისი მიქსი აქვს ლევომიცეტინის და ქაფურის სპირტით, რომელიც რათქმაუნდა არაფერს შველის, გარდა იმისა რომ ყარხარ სასტიკად ქაფურით და ვერავინ მოგეკარება. მე დერმატოლოგი არ ვარ და ძალიან მინდა რომ ვიღაცა გირჩიო sad.gif ეგ ორივე შესაძლოა სხვადასხვა დაავადება იყოს, ანუ აკნე და რაღაცა, რადგან ძალიან მეეჭვება რომ აკნემ თავზე დიდი ზომის ჩირქგროვა გამოიწვიოს.. თუმცა მაგასაც არ გამოვრიცხავ, გააჩნია სად არის ეს ჩირქგროვა და როგორ გამოიყურება, მოკლედ უნდა ნახოს კვალიფიციურმა დერმატოლოგმა.. ალიკიტი-ც დაამატებს რამეს მაგრამ ნამდვილად დერმატოლოგთან უნდა წახვიდე..

Posted by: Solveig 31 Oct 2009, 03:24
lgogokhia
QUOTE
Vijay K. Kuchroo2

ჰეჰ...ეგ Th17 მეტრია...

აი, Treg-ებს თავსიი მეტრები ჰყავთ...von Boehmer, Rudensky, Sakaguchi (მაგან აღმოაჩინა), Shevach, Lafaille...ამ უკანასკნელთან ერთი ქარტველი ქალი მუშაობს თურმე, კუჭუხიძე...ყოველ შემთხვევაში, სტატიებშია...არ ვიცი, ვინაა და მაინტერესებს.

QUOTE
ვიხუმრე მოამბეზე და ვერ მიხვდი..

ხო, იუმორში ვერ ვქაჩავ smile.gif

QUOTE
შენ რატომღაც "Journal of Immunology" აგდებულად მოიხსენიე, რატომ არ ვიცი.. მაგას არ გაპატიებენ

არა, აგდებულად სულაც არ მომიხსენიებია...უბრალოდ, მაგაზე გაცილებით მაღალი დონის ჟურნალებიც არსებობს, რომლებიც სწორებას იმუნოლოგიაზე აკეთებენ smile.gif ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჟურნალებს გაცილებით მაღალი იმპაქტ-ფაქტორი აქვთ.


QUOTE
უბრალოდ ვერ გავიგე შენ იმის თქმა გინდა რომ Treg უჯრედების აქტივაციით შესაძლოა რამე იმუნოდეფიციტური სიტუაცია შეიქმნას? რეტინოიდებმა რომ გარკვეული გენების აფ-რეგულაცია რომ გამოიწვიოს ეს სხვა თემაა, უბრალოდ რას გულისხმობ შენს Treg უჯრედებზე ცოტა ვერ მივხვდი გვერდითი მოვლენის პონტში..

რას ვგულისხმობ და აი, ამას: როცა გაქვს ბაქტერიული ინფექცია, გესაჭიროება იმუნური პასუხი..მაგალითად, B უჯრედული, მაგრამ ამ უკანასკნელებს არ შეუძლიათ მოქმედება CD4+T უჯრედების დახმარების გარეშე.

თუ გაქვს რეტინოის მჟავა, (ანუ, მალამოს კანზე რომ დაიტან, შეიწოვება და გადავა სისხლში ადგილობრივად) მოხდება naive ანუ გამოიცდელი CD4+T უჯრედების დიფერენცირება Treg-ებად, რომლებიც მოახდენენ CD4+T უჯრედების სუპრესიას და შესაბამისად, იმუნური პასუხი აღარ განვითარდება....

***************+++

ალიკიტი კაციტაძე ხომ არაა საერთოდაც.

გავს რაცხა.

ალ(ექსანდრე) კ(აც)იტ(აძე)

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 03:47
Solveig
QUOTE
თუ გაქვს რეტინოის მჟავა, (ანუ, მალამოს კანზე რომ დაიტან, შეიწოვება და გადავა სისხლში ადგილობრივად) მოხდება naive ანუ გამოიცდელი CD4+T უჯრედების დიფერენცირება Treg-ებად, რომლებიც მოახდენენ CD4+T უჯრედების სუპრესიას და შესაბამისად, იმუნური პასუხი აღარ განვითარდება....

ზუსტად ეგ ვიგულისხმე მეც "იმუნოდეფიციტში".. თუმცა რამდენად სწორი ტერმინია არ ვიცი givi.gif რათქმაუნდა შესაძლებელია ეს ყველაფერი და იქნებ მაგიტომაც ნიშნავენ ანტიბიოტიკთან ერთად.. რიავიი აბა..

QUOTE
ალიკიტი კაციტაძე ხომ არაა საერთოდაც. გავს რაცხა. ალ(ექსანდრე) კ(აც)იტ(აძე)

ჰმმ.. მართალია ხომ იცი შენ.. ბატონო კაციტაძე თუ ხართ ნამდვლად, მაინც გამზრელის პონტში თქვენ მოგიწევთ თავის მოკვლა.. biggrin.gif რამდენად გამზარდეთ ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ლამაზი თვალების გამო რო დამიწერეთ 5 მახსოვს და არ დაგიკარგავთ biggrin.gif

Solveig
საქართველოში თუ ხარ მიხედე ინსომნიას biggrin.gif თუ არადა სად ხარ? ადრეც გნახულობდი სხვადასხვა პოსტებზე, მაგრამ მე ხშირად არ ვსტუმრობ აქაურობას.. ჯინსების თაობამ შემაწუხა ამ ბოლო დროს და გული გადავუშალე ფორუმს.. რასაც ეს თემაც შეეწირა მე მგონი.. biggrin.gif

Posted by: Solveig 31 Oct 2009, 03:53
lgogokhia
QUOTE
ზუსტად ეგ ვიგულისხმე მეც "იმუნოდეფიციტში".. თუმცა რამდენად სწორი ტერმინია არ ვიცი 

მაგ მნიშვნელობით არსად შემხვედრია "იმუნოდეფიციტი"...ალბათ უფრო ადგილობრივი იმუნოოსუპრესია შეეფერება მაგას.

QUOTE
საქართველოში თუ ხარ მიხედე ინსომნიას 

არ ვარ საქართველოში, ლემენცებთან ვარ, მაგრამ მართალი ხარ აშკარად...არადა, ხვალ სამუშაო დღე მელის biggrin.gif წავედი მართლა, თორემ ჯერ თემა ავურიე და მერე კიდევ, ლამის სკამიდან გადმოვვარდე, თავბრუ მეხვევა.

აბა ჰე smile.gif

Posted by: lgogokhia 31 Oct 2009, 13:08
Solveig
QUOTE
იმუნოოსუპრესია

yes.gif yes.gif ნამდვილად..

P.S.
QUOTE
არადა, ხვალ სამუშაო დღე მელის
რას ლაპარაკობ, ჰელოუინი და რამე არა? smile.gif

Posted by: alikiti 31 Oct 2009, 13:35
ziriro
აკნე იკურნება და კანი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაგ დროს ოპერაცია.
წამლები,რომლებსაც ღებულობარა ეფექტურია.
უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
საერთოდ კეფაზე აკნე არ არის.
* * *
Solveig
ნამდვილად არ ვარ,თუ იცნობ შეგიძლია შეეკითხო,კარგად მიცნობს.

Posted by: killer 10 Nov 2009, 11:33
alikiti
Solveig
lgogokhia

რას ნიშნავს ოქროსფერი სტაფილოკოკი? საშიშია თუ არა? იკურნება თუ არა?
როგორ უბრალოდაც გეკითხებით ისეთივე უბრალო პასუხი მინდა და არა სამედიცინო ტერმინოლოგია და ერთმანეთის ქილიკი (სოლვეიგს არ ეხება).

Posted by: alikiti 10 Nov 2009, 12:51
killer

ეს არის ყველაზე ძლიერი ჩირქმბადი მიკრობი,იწვევს სხვადასხვა დაავადებებს,ედება მთელ ტანს,იწვევს სისხლის მოწამვლას.

Posted by: killer 10 Nov 2009, 18:11
alikiti
მადლობა. აქვს თუ არა აზრი მკურნალობას?

Posted by: alikiti 10 Nov 2009, 19:12
killer
ორივე ერთად იმკურნალე,ორივე იკურნება.

Posted by: ninoma 11 Nov 2009, 01:28
სტაფილოკოკის მომატება იწვევს თუ არა წითელ ქარს? სამედიცინო ენაზე როგორ არის წითელი ქარი?

Posted by: Solveig 11 Nov 2009, 03:14
ninoma
QUOTE
სამედიცინო ენაზე როგორ არის წითელი ქარი?

ერიზიპელასი-Erysipelas.

მაგრამ სტაფილო კი არა, სტრეპტოკოკი იწვეგვს.

Posted by: Led_Zeppelin 7 Dec 2009, 18:06
სტაფილოკოკმაც შეიძლება გამოიწვიოს.........................................U.პ

Posted by: coliani 5 Jan 2010, 22:31
http://www.centreforfreshbreath.com.au/What%20is%20CloSYS.html

Posted by: მარიხუანა 5 Jan 2010, 22:47
რა ნიშნები აქვს სტაფილოკოკს თავზე თმის ცვენის გარდა?

Posted by: utilizatori 6 Jan 2010, 02:16
მარიხუანა

ყველაზე ხშირი სიმპტომი კანზე გამონაყარია
სხვა სიმპტომებზე გააჩნია დაავადების სიღრმეს და სიმძიმეს

თმის ცვენა არ გამიგია სტაფილოკოკს ახასიათებდეს

Posted by: patara_pepela 19 Jun 2010, 19:32
იციტ რა მაინტერესებს შეიძლება სტაფილოკოკმა ორსულობისას პრობლემები გამოიწვიოს?? ორსულობა შემიწყდა და ერთერთმა კოსმეტოლოგმა მითხრა რომ ამის მიზეზი შეიძლება სტაფილოკოკი იყოსო. დიდიხანია სტაფილოკოკი მაქვს და ვერ ვიმკურნალე.

Posted by: Thandrus 20 Jun 2010, 05:22
patara_pepela

QUOTE
იციტ რა მაინტერესებს შეიძლება სტაფილოკოკმა ორსულობისას პრობლემები გამოიწვიოს?? ორსულობა შემიწყდა და ერთერთმა კოსმეტოლოგმა მითხრა რომ ამის მიზეზი შეიძლება სტაფილოკოკი იყოსო. დიდიხანია სტაფილოკოკი მაქვს და ვერ ვიმკურნალე.


არსად წამიკითხავს, რომ სტაფილოკოკური ინფექცია ორსულობისას ჩანასახისთვის რაიმე პრობლემას იწვევდეს. ორსულობის შეწყვეტის მილიონი სხვა მიზეზი არსებობს.

"სტაფილოკოკი მაქვს"-იც არაა ზუსტი ფრაზა. Staphylococcus aureus-ი (ოქროსფერი სტაფილოკოკი) ადამიანების დაახლოებით მეხუთედში კანის ნორმალური ფლორის წევრია; Staphylococcus epidermidis-ი კი კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქვს კანზე.

ჰოდა, თუ სტაფილოკოკი კანზე ბევრად მომატებული რაოდენობით არ არის, ან კლინკურად ნათელ დაავადებას არ იწვევს, საშიში არაფერია.


Posted by: freeandhappy 20 Jun 2010, 10:49
xaxaze piris grushi stapilokoki sashishia?

Posted by: patara_pepela 20 Jun 2010, 12:43
Thandrus

მადლობთ გამოხმაურებისთვის.
ეჭვი მაქვს რომ საქართველოში კოსმეტოლოგებს არაფერი არ უნდა დაუჯერო. ნამდვილი ალქიმიკოსები არიან

Posted by: bubu1234 20 Jun 2010, 13:01
Thandrus
ახლობლის ბავშვს 1წლის არის და გამოსდის ხან ყბის ქვეშ ხან თავზე ძალიან დიდი ჩირქინი რაღაცეები,გაუკეთეს ანალიზი და დაუდგინეს სტაფილოკოკი არ ვიცი რომმელი და ორგანიზმის სოკოო.გადამდებია?ბავშვს რომ ქონდა მაგ პერიოდსი სანამ გავიგებდი ახლო კონტაქტში ვიყავი და მხარზე გამომივიდა ზუსტად ისეთი ჩირქიანი.
სიბინძურემ შეიძლება გაამწვავოს სტაპილოკოკი,სულ გაბინძურებული ყავს ეს ბავშვი დედამის,და კიდე სახლში ყავთ ძაღლი.

Posted by: alikiti 20 Jun 2010, 13:54
patara_pepela

შეიძლება

freeandhappy

საშიშია,შეიძლება გავრცელდეს შინაგან ორგანოებზე.


bubu1234

ორივე გადამდებია.

Posted by: freeandhappy 20 Jun 2010, 14:00
alikiti
ra sheidzleba gamoicvios da ra drois ganmavlobashi?

Posted by: patara_pepela 20 Jun 2010, 14:31
alikiti

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას? მაქვს ვულგარული აკნე თუ რაგაც ეგეთი უკვე რამოდენიმე წელია და ვერაფრიღ ვერ ვიმკურნალე. ტავიდან ჰორმონალური დისბალანსის გამო დაიწყო მაგრამ დიდიხანია უკვე ჰორმონები ნორმაში მაქვს რა შეიძლება რომ ვუშველო?? ოსულობა 2 ჯერ შემიწყდა და ვერაფერ მიზეზსს ვერ მეუბნებიან ეკიმები

Posted by: Rain Dog 20 Jun 2010, 15:11
patara_pepela

QUOTE
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას?


სწორი გითხრა Thandrus-მა, სტაფილოკოკური ინფექცია (მიტუმეტეს კანის) ნაყოფისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

QUOTE
? მაქვს ვულგარული აკნე თუ რაგაც ეგეთი უკვე რამოდენიმე წელია და ვერაფრიღ ვერ ვიმკურნალე. ტავიდან ჰორმონალური დისბალანსის გამო დაიწყო მაგრამ დიდიხანია უკვე ჰორმონები ნორმაში მაქვს რა შეიძლება რომ ვუშველო??


აკნე ვულგარისი კი სტაფილოკოკით არ არის გამოწვეული! მისი გამომწვევია Propionibacterium acnes. ჰორმონული დისბალანსის გამო კანის ცხიმის რაოდენობა იმატებს, რაც პროპიონიბაქტერიას ეხმარება გამრავლდეს და დაავადება გამოიწვიოს.

ორსულობა თუ ჰორმონული დისბალანსის დროს შეგიწყდა, მაშინ მიზეზი სწორედ ეს დისბალანსი შეიძლება იყოს.



Posted by: rock in rose 20 Jun 2010, 16:28
ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმომაჩნდა და აკნეს გამოწვევა თუ შეუძლია? ახლა ვმკურნალობ და ტარივიდს ვსვამ

Posted by: bubu1234 20 Jun 2010, 18:35
alikiti
ერთხელ რომ გამომივიდა ე.ი გადამედო? და რატომ შეიძლება დამართოდა 1წლის ბავშვს?სიბინძურით ჩნდება მართლა?ან ძაღლისგან გადაედებოდა?

Posted by: patara_pepela 20 Jun 2010, 21:49
Rain Dog

არა ჰორმონალური დისბალანსი არ ოყო მიზეზი. დისბალანსი დაახლოებიტ 6 ცლის წინ მქონდა იმის მერე ნორმაში მაქვს ჰრომონები. მიზეზი ჯერ ვერ დავადგინე უამრავი ანალიზი გავიკეთე და დარგვევა არაფერი არ აგმომაჩნდა.

Posted by: Thandrus 20 Jun 2010, 21:55
rock in rose

QUOTE
ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმომაჩნდა და აკნეს გამოწვევა თუ შეუძლია?


როგორც ზემოთ Rain Dog-მა დაწერა, აკნეს პროპიონიბაქტერია იწვევს და არა სტაფილოკოკი. სტაფილოკოკით გამოწვეულ კანის დაავადებას იმპეტიგოს უძახიან.

bubu1234

QUOTE
ერთხელ რომ გამომივიდა ე.ი გადამედო?


როგორც ვთქვი, სტაფილოკოკი ადამიანების დიდი ნაწილის კანზეც ბინადრობს, ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ სხვისგანა გადაგდებოდა.

QUOTE
სიბინძურით ჩნდება მართლა?


"სიბინძურით არ ჩნდება", მაგრამ ერთ-ერთი ხელშემწყობი ცუდი სანიტარული პირობები რათქმაუნდა არის.

Posted by: Alpinistka123 22 Jun 2010, 08:45
alikiti

სტაფილოკოკი და აკნე მაწუხებს სერიოზულად. 5 წელია ვმკურნალობ სეფსისი ცენტრსჰი, ასევე რაგაც ფაგებიტ. ტუ ნამდვილად შეგიზლიატ განმკურნოდ სად შეიზლება ტქვენი ნახვა იქნებ პეემში დამიტოვოტ ინპორმაცია

Posted by: alikiti 25 Jun 2010, 16:58
freeandhappy
ანთებითი პროცესი სხვადასხვა ორგანოებზე.

rock in rose
შეუძლია.მარტო მაგით ვერ მორჩები.

bubu1234
შეიძლება,ძაღლისგან უფრო სოკოები.

Posted by: rock in rose 25 Jun 2010, 17:34
alikiti

QUOTE
შეუძლია.მარტო მაგით ვერ მორჩები.


ტარივიდთან ერთად ტანტუმ ვერდეს ვისხამ ყელში დღეში ორჯერ.. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია სამუდამოდ რომ მოვრჩე?

გლანდების ოპერაცია უკიდურესი ფორმაა?

Posted by: Thandrus 25 Jun 2010, 19:32
alikiti

QUOTE
შეუძლია.მარტო მაგით ვერ მორჩები.


სად სტაფილოკოკი და სად აკნე?

სტაფილოკოკს შეუძლია გამოიწვიოს კანზე ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო და სხვა ნაკლებად ხშირი ინფექციები, მაგრამ არამც და არამც აკნე.

rock in rose

QUOTE
ახლა ვმკურნალობ და ტარივიდს ვსვამ


ახლა რომ ვნახე wiki-ში, იქ წერია, რომ ოფლოქსაცინზე (ანუ "ტარივიდი", საბაზრო ენაზე) რეზისტენტური S. aureus-ის შტამები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. რეზისტენტობა თურმე თვითონ მკურნალობის პროცესშიც კი შეიძლება ჩამოყალიბდეს. თუ დადებითი შედეგი არ გაქვს, შეიძლება ამის ბრალიც იყოს.

მე როგორც ვიცოდი, კანის მეთიცილინ-სენსიტიური სტაფილოკოკური ინფექციებისთვის ყველზე ხშირად პენიცილინაზა რეზისტენტულ პენიცილინებს, ცეფალოსპორინებს, კლინდამიცინს და ფლოქსაცინებს იყენებენ. მიდი ექიმთან და უთხარი შენი პრობლემა. ალბათ ანტიბიოტიკს შეგიცვლის; გლანდების ამოჭრამ არამგონია კანის პრობლემა მოგირჩინოს.

Posted by: alikiti 26 Jun 2010, 21:12
rock in rose
ზეპირად ვერაფერს გირჩევ.საერთოდ ფოკალური ინფექცია ხელს უწყობს აკნეს განვითარებას.ამიტომ ჯერ იწყება ამ ინფექციების მოცილება და შემდეგ მკურნალობა.


Thandrus
ბევრი სტატიები მაქვს დაწერილი აკნეზე,შეგიძლია მენდო.

Posted by: Thandrus 27 Jun 2010, 03:02
alikiti

გენდობი, თუ რამდენიმე სანდო სტატიის ლინკს მაჩვენებ, სადაც წერია, რომ აკნეს სტაფილოკოკიც იწვევს.

Posted by: alikiti 30 Jun 2010, 00:35
Thandrus
საქართველოს სამედიცინო ჟურნალი,2007წ,მე-2 ნომერი,გვ.138.

Posted by: alikiti 2 Jul 2010, 01:40
Thandrus

Новости дерматологии и венерщлщгии южного кавказа. 2007წ №2, გვ.36

Posted by: lgogokhia 3 Jul 2010, 04:24
QUOTE
საქართველოს სამედიცინო ჟურნალი,2007წ,მე-2 ნომერი,გვ.138.

QUOTE
Новости дерматологии и венерщлщгии южного кавказа. 2007წ №2, გვ.36

ოხ ჩქიიიიიიიიმიი!!! მიყვარს ეს ჟურნალები ჯააან!!

Posted by: datmeni 5 Jul 2010, 19:21
მოკლედ და რაღა მოკლედ, მთელი გამოკვლევები ჩავიტარე ყელის გამო...შეგრძნება მაქვს ყელში ბურთის გაჩხერის, ყოველთვის არა,გრძელდება უკვე მე-6 თვეა, არანაირად არ მტკივა-არასდროს, მაქვს მხოლოდ არაკომფორტული შეგრძნება ყელში, ყველაფერი რაც კი ჩავიტარე - ნორმაზეა-(სისხლი,რენტგენი,ბარიუმის ხსნარი,ყელის ექიმი,ენდოკრინოლოგიური)...მიაწერეს ნერვოზს, დამინიშნეს რაღაც ნერვოზზის წამლები დავლიე მაგრამ არაფერი ...იქნებ მირჩიოს ვინმემ რამე დავიღალე ამდენი ანალიზებით და გამოკვლევებით...არავის ქონია ასეთი შემთხვევა ??? შეიძლება კავშირში იყოს სტფილოკოკთან ??? სადღაა (ვიღასათან) წავიდე შევწუხდი...

Posted by: rock in rose 5 Jul 2010, 20:52
მოკლედ ოქროსფერი სტაფილოკოკის გამო ვსვამდი ტარივიდს და ვისხურებდი ტანტუმ-ვერდეს(ეს აქ დავწერე კიდეც)


ხო და მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად ვიყავი ჩაჩავაში ნოდარ ბაკურაძესთან, დამინიშნა ბიცილინ-3ის ნემსები 10 დღეში ერთხელ ერთი ცალი და სინუპრეტის წვეთები

ხო და მითხრა პენიცილინზე სინჯი გაიკეთეო, ადრე მაქვს გაკეთებული(დაახლოებით 5 წლის წინ) ალერგიული არ ვარ და კვლავ უნდა გავიკეთო სინჯი?

Posted by: oto_terabyte 5 Jul 2010, 21:45
თქვენა და... ეს სტაფილოკოკებია? http://forum.ge/?f=43&showtopic=34135690

Posted by: irma_ima5 16 Aug 2010, 19:09
სტაფილოკოკი დანამდვილებით ვიცი რომ თავზე თმის ცვენას იწვევს.ნათლულს თავზე ალაგ ალაგ თითქოს ამოაგლიჯესო ისე სცვიოდა თმა და ბოლოს აღმოაჩნდა სტაფილოკოკი. ურთულეს ფორმებში

Posted by: Zotz 16 Oct 2010, 14:07
გამარჯობათ!

დაახლოებით 1 წლის წინ გამონაყარი მქონდა სახეზე, ბაქტერიოფაგში გავაკეთე ანალიზები და აღმომაჩნდა სტაფილოკოკი, ნუ ესე ქვია: staphylococ epidirmidis /harmolyhius) საშუალო ზრდით. მგონი დასახელება არასწორედ დავწერე, (ისეთი ნაჯღაბნია გამოკვლევის შედეგი რომ ვერ ამოვიკითხე სწორად). მერე ვიმკურნალე ერთთან, გადასხმები დამინიშნა და რაღაც წამლები. მოკლედ გამიარა და მართლაც ქონდა შედეგი. მაგრამ წელს ზღვიდან რაც ჩამოვედი, დამეწყო გამონაყარი ისევ და ამ ეტაპზე სახე საშინელ მდგომარეობაში მაქვს. ისევ მეთითონ დავიწყე გადასხმების გაკეთება და ვიტამინების დალევა. არ ვიცი რა ვქნა. და მაინტერესებს სტაფილოკოკის ეს ინფექცია საერთოდ რჩება თუ ქრონიკულში გადავიდა უკვე?!

იქნენ მირჩიოთ როგორ მოვიქცე!
წინასწარ მადლობთ!

Posted by: alikiti 18 Oct 2010, 20:06
Zotz

გადასხმები ტყუილადაა დანიშნული,არაფერს არ შველის,კომპლექსური მკურნალობა გჭირდება და აღარ გამოგივა.დროებითი არასწორი მკურნალობა ჩაგიტარებია.

Posted by: Zotz 20 Oct 2010, 16:08
alikiti

და ეხლა როგორ შეიძლება მკურნალობა?
ან ბოლომდე განკურნების რაიმე საშუალება არსებობს?

Posted by: somnambuli 11 Nov 2010, 19:15
ჩემ შვილს აღმოჩნდა სტაფილოკოკის ჩხირი ..განავალში ამოითესა.. 2 თვის არის.

რამდენად საშიშია და საერთოდ რა არის, იქნებ განმიმარტოთ

Posted by: alikiti 12 Nov 2010, 12:26
Zotz

უნდა ინახოს და იკურნება.

QUOTE
რამდენად საშიშია


საშიშია,რადგან შეიძლება სეფსისი დაემართოს,დროზე უნდა მკურნალობა.

Posted by: csfile 26 Nov 2010, 13:56
სახეზე გამომაყარა დაახლოებით 10დღეა, ჯერ ცოტა, მერე თითქმის მთელს სახეს მოედო, სხვაგან არ მაქვს გამონაყარი და არც სხვა სიმპტომები მაქვს რაც აქ წავიკითხე. გავიკეთე ანალიზი_ჩათესვა და დამიდგინეს რომ მაქვს სტაფილოკოკის ჩხირი, კოსმეტოლოგთან ვიყავი და მითხრა რომ საშიში არაფერია და რაგაც ანტიბიოტიკებზე დამიმზადებს წამლებს, ძალიან მეშინია, სახეზე არ მინდა რაიმე დამრჩეს, მაინტერესებს ვენდო კოსმეტოლოგს თუ რა გავაკეთო? მინდა სახეზე ეს გამონაყარი რაც შეიძლება მალე გაქრეს.

Posted by: alikiti 27 Nov 2010, 14:06
csfile

QUOTE
კოსმეტოლოგთან ვიყავი


სად კოსმეტოლოგი და სად სტაფილოკოკის ჩხირი.ეგ სხვადასხვა ნაირია და ყველას თავისებური მკურნალობა ჭირდება,თანაც კომპლექსური.

Posted by: mtvareuli 27 Nov 2010, 23:10
csfile
QUOTE
მაინტერესებს ვენდო კოსმეტოლოგს თუ რა გავაკეთო?

სჯობს დერმატოლოგს მიმართო

სტაფილოკოკური ინფექცია თითქოს ყველაზე ბანალური, მაგრამ საკმაოდ რთულად სამართავია და ანტიბიოტიკების ძალიან ზუსტი და დაკვირვებული შერჩევა უნდა.

Posted by: lgogokhia 4 Dec 2010, 10:40
rock in rose
QUOTE
მოკლედ ოქროსფერი სტაფილოკოკის გამო ვსვამდი ტარივიდს და ვისხურებდი ტანტუმ-ვერდეს(ეს აქ დავწერე კიდეც)

ალბათ ტონზილიტის გამო, მაგრამ ანტიბაქტერიული მკურნალობა საქართველოში სულ 3-მა ადამიანმა იცის სწორად, ამიტომ არ მიკვირს.. ეს თუ ტონზილიტზეა საუბარი. რათქმაუნდა შენს ექიმს სწორად უთქვამს და თუ წარსულში გაქვს გაკეთებული მაშინ არა უშავს..
irma_ima5
QUOTE
სტაფილოკოკი დანამდვილებით ვიცი რომ თავზე თმის ცვენას იწვევს.ნათლულს თავზე ალაგ ალაგ თითქოს ამოაგლიჯესო ისე სცვიოდა თმა და ბოლოს აღმოაჩნდა სტაფილოკოკი. ურთულეს ფორმებში

სისულელე სრული.. ანუ შენ რასაც ამბობ კი არა, რასაც ეგ ექიმი გატყუებს ვინც ეგ გითხრა..
Zotz
QUOTE
ბაქტერიოფაგში გავაკეთე ანალიზები და აღმომაჩნდა სტაფილოკოკი, ნუ ესე ქვია: staphylococ epidirmidis /harmolyhius) საშუალო ზრდით.

ეგ სტაფილოკოკი ყველას გვაქვს კანზე, შენც მეც და მიშასაც. ასე რომ მაგაზე მკურნალობა არ გჭირდება. კანზე გამონაყარის მკურნალობა კი დერმატოლოგი თუ გეგულება ვინმე მაგას ენახე, ვინც იმ დასკვნას რაც ტესტში დაგიწერეს გადაგიგდებს და ზედაც არ შეხედავს.. თუ შეხედა და თავი დააქნია ეგ ცუდია და ნიშნავს რომ მინიმუმ 20 ლარი დაკარგე კონსულტაციის..

somnambuli
QUOTE
ჩემ შვილს აღმოჩნდა სტაფილოკოკის ჩხირი ..განავალში ამოითესა.. 2 თვის არის.

ქვეყანაში სადაც განავლის მიკრობიოლოგიურ ანალიზებს აკეთებენ სპეციფიკური ჩვენების გარეშე და სტაფილოკოკებს ან ნაწლავის ჩხირებს ითვლიან, უნდა დაიბომბოს.. მთლად ცუდი განზრახვა არ ქონდათ რუსებს... შენს პრობლემას რაც შეეხება, გადააგდე ეგ ანალიზი და ყველაფერი კარგად იქნება..

csfile
QUOTE
კოსმეტოლოგთან
ექიმი არ არის და ნუ წაისვამ სახეზე.. ვიღაცის გაკეთებული რაღაც მალამოს.. ჯობია რომელიმე შედარებით ნორმალური რეპუტაციის კომპანიის კოსმეტიკა იხმარო შენით..

alikiti ჩვენ გვილაპარაკია ერთ დროს, როდესაც მეც და შენც უფრო მეტი დრო გვქონდა დისკუსიისთვის smile.gif აი ხო ხედავ, მოვედი და მოვისხი მადლი ჩემი "ბრძნული" გამონათქვამებით smile.gif როგორც მახსოვს mtvareuliც მეჩხუბა რაღაცაზე, მე მგონი.. მოკლედ გამატარეთ, მოვედი!! LOL 2kiss.gif 2kiss.gif lol.gif

Posted by: rock in rose 4 Dec 2010, 19:19
lgogokhia

QUOTE
ალბათ ტონზილიტის გამო, მაგრამ ანტიბაქტერიული მკურნალობა საქართველოში სულ 3-მა ადამიანმა იცის სწორად, ამიტომ არ მიკვირს.. ეს თუ ტონზილიტზეა საუბარი. რათქმაუნდა შენს ექიმს სწორად უთქვამს და თუ წარსულში გაქვს გაკეთებული მაშინ არა უშავს..


ჩირქის საცობები არ მაქვს ხოლმე, მარტო მტკივა ისე, რომ ნერწყვის ყლაპვაში მიშლის ხელს, უფრო სწორად მეწვის ყელი
მკურნალობის კურსი ჩავიტარე, მას მერე რამდენჯერმე ამტკივდა ყელი და თან ძლიერად, ჩირქის საცობები არც ამჟამად ყოფილა

Posted by: mtvareuli 5 Dec 2010, 00:21
lgogokhia
QUOTE
როგორც მახსოვს mtvareuliც მეჩხუბა რაღაცაზე, მე მგონი..

მე გეჩხუბე? სადროდისრატომ? biggrin.gif


Posted by: lgogokhia 5 Dec 2010, 03:48
mtvareuli
არა? კაი მაშინ smile.gif
* * *
rock in rose
დაუჯერე შენს ექიმს..

Posted by: rock in rose 5 Dec 2010, 20:50
lgogokhia


QUOTE
დაუჯერე შენს ექიმს..



მე როგორც დამჯერი პაციენტი biggrin.gif ისე მოვიქეცი როგორც მითხრა smile.gif ისე ნაცხის ანალიზი ხომ არ გამეკეთებინა ხელახლა? მკურნალობის შემდეგ თუ იქნება შედეგი რომ გამერკვია?

Posted by: lgogokhia 5 Dec 2010, 23:30
rock in rose
შედეგის შენით ვერ ხვდები?საერთოდ თუ წელიწადში 5-6ზე მეტი გამწვავების ეპიზოდი გაქვს, ჯობია უფრო რადიკალურ ზომებზე იფიქრო. მაგრამ არ უნდა გქონდეს ადექვატური მკურნალობის პირობებში..

Posted by: margusha 5 Dec 2010, 23:48
lgogokhia
QUOTE
მაგრამ ანტიბაქტერიული მკურნალობა საქართველოში სულ 3-მა ადამიანმა იცის სწორად


აბა ჩვენც გვითხარი ეგ სამი ადამიანი, რა იცი რაში დაგვჭირდესsmile.gif

Posted by: alikiti 6 Dec 2010, 12:26
lgogokhia
QUOTE
ანტიბაქტერიული მკურნალობა საქართველოში სულ 3-მა ადამიანმა იცის სწორად

რა სისულელეა!!!

Posted by: lgogokhia 6 Dec 2010, 19:15
alikiti
margusha
მიყვარხართ bis.gif მაგრამ მაინც მართალია, დამწვით კოცონზე smile.gif

Posted by: margusha 6 Dec 2010, 20:48
lgogokhia
დაწვას არავინ გიპირებს ადამიანო, მართლა მაინტერესებს, რომ დამჭირდეს აღარ ვიბოდიალო, აქ თუ არა პმ-ში მითხხარი

Posted by: rock in rose 6 Dec 2010, 21:37
lgogokhia
QUOTE
შედეგის შენით ვერ ხვდები?საერთოდ თუ წელიწადში 5-6ზე მეტი გამწვავების ეპიზოდი გაქვს, ჯობია უფრო რადიკალურ ზომებზე იფიქრო. მაგრამ არ უნდა გქონდეს ადექვატური მკურნალობის პირობებში..


ახლა რომ გითხრა ისეთ შედეგს ვგრძნობ, როგორც არასდროს მეთქი, არა ნამდვილად smile.gif მაგრამ ისე ძალიანაც აღარ მტკივა ხოლმე ყელი, ახლა უფრო მეწვის, ვიდრე მტკივა.

რადიკალურ ზომებში რა იგულისხმება, ტონზილექტომია?

Posted by: fracture 9 Oct 2011, 01:02
გამარჯობა, მაინტერესებს როგორ გადადის სტაფილოკოკი ?
ნერწყვით? კოცნით?, თუ მხოლოდ სისხლით?..

გოგოს აქვს.. უფრო სწორედ სახე ქონდა შეჭმული და დალაქავებული.. რომ ვკითხე რა გჭირდათქო სტაფილოკოკი მქონდა იმიტომ რომ არასტერილურად გამიკეთეს ეპილაციაო.. ანუ არ ვიცი ეს სისხლში იქნებოდა თუ ადგილობრივად.. მოკლედ სექსი მქონდა ოღონდ პრეზერვატივით და არც გამხევია პრეზერვატივი.. მაგრამ სანერწყვე გზებით გადადის ?.. რაღა დაგიმალოთ და კოცნითაც კარგად დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს..

ეს იმუნიტეტზეც ხომ არის დამოკიდებული ?..
კოცნით, ლორწოვანით გადადის ?..
მადლობა


პ.ს. რამ გამაგიჟა თავი რომ არ შევიკავე არ ვიცი.. ისე ეს ნაწიბურები და ნაიარები უკვე როგორი იყო იცით?, ანთება არ იყო.. არამედ ჩამცხრალი და გადასული.. ლაქები რომ რჩებათ ნაჩუტყვავილარივით..

Posted by: Solveig 9 Oct 2011, 01:46
fracture
QUOTE
ისე ეს ნაწიბურები და ნაიარები უკვე როგორი იყო იცით?, ანთება არ იყო.. არამედ ჩამცხრალი და გადასული.. ლაქები რომ რჩებათ ნაჩუტყვავილარივით..

კონტაქტით კი შეიძლება გადაცემა, მაგრამ თუ ღია წყლულები არ იყო, მაშინ საშიში არაფერია.

QUOTE
არასტერილურად გამიკეთეს ეპილაციაო

ღმერთ მადლობა შესწიროს, რომ მარტო ნაწიბურებით გადარჩა.
სად გაიკეთა ასეთ ადგილას vis.gif წინასწარ არ დაუმუშავეს კანი?

სტაფილოკოკები ისედავ არის კანზე, უბრალოდ, ბუნებრივი ბარიერი (კანი) და იმუნური სისტემა არ აძლევს საშუალებას, რომ ანთება გამოიწვიოს.
ეპილაციის დროს ნემსი ღრმად ჩადის კანში. ანალოგიურადაა სახის გაწმენდის დროსაც-კანის ფორებს აფართოვებენ წინასწარი პროცედურებით; ბაქტერიას ბუნებრივი ბარიერი ეხსნება, იჭრება კანში და იწვევს ინფექციას. ალბათ, მაგიტომ დაემართა მაგ გოგოსაც.



QUOTE
ეს იმუნიტეტზეც ხომ არის დამოკიდებული ?..

კი, არის დამოკიდებული. თუ ანტიბაქტერიული იმუნური პასუხი დათრგუნულია (საკვებისა და ვიტამინების ნაკლებობის, იმუნოდეფიციტების დროს), მაშინ ინფექცია უფრო იოლად იჭრება და უფრო რთულადაც მიდის.

Posted by: fracture 9 Oct 2011, 23:39
და თუ დავუშვათ შეიჭრა ინფექცია მაინც... ანუ ასევთქვათ ექსპლოატაცია როგორია ორგანიზმში ?. რჩება სისხლის დნმ-ში სამუდამოდ ?, თუ უბრალოდ ადგილობრივი ანთებაა და ჩაცხრება დროთა განმავლობაში მკურნალობის შემდეგ, (როგორც გაციება რომ გაგივლის და ვსო ეგაა და მორჩი) .

?
გადადების გზებზე მითხარით უფრო დეტალურად.. სანერწყვე გზით გადადის ? (ტუჩებში კოცნით, თუნდაც ორალური გზით)

Posted by: Solveig 10 Oct 2011, 00:08
fracture
QUOTE
ანუ ასევთქვათ ექსპლოატაცია როგორია ორგანიზმში ?

იგივე ხასიათის ჩირქოვანი წყლული გაუჩნდება იმ ადგილას, სადაც მოხდა ინფექციის შეჭრა.

QUOTE
რჩება სისხლის დნმ-ში სამუდამოდ ?, თუ უბრალოდ ადგილობრივი ანთებაა და ჩაცხრება დროთა განმავლობაში მკურნალობის შემდეგ

სისხლის დნმ არ არსებობს. არაფერი არ რჩება smile.gif თუ იმკურნალებ, გაქრება.
QUOTE
სანერწყვე გზით გადადის ?

არა, უბრალოდ, კონტაქტით. ღია წყლულში არის ანთებითი სითხე, ჩირქი (რაც დახოცილი უჯრედებია) და ბაქტერიები. თუ ბაქტერია მოხვდა მეორე ადამიანის კანზე, რომელსაც აქვს მიკროტრავმა (მაგ, პარსვის დროს უმნიშვნელოდ დაიზიანა კანი), იწყებს გამრავლებას და ვითარდება ანთება. მიმდინარეობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, რამდენად ადეკვატურად მოახერხებს იმუნური სისტემა რეაგირებას, რა დოზით შეიჭრება ბაქტერია, ხომ არ აქვს ადამიანს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა (დიაბეტი, ანემია) და ასე შემდეგ. შეიძლება, არც არაფერი მოხდეს საერთოდ.
ასევე შეიძლება მოხდეს გადადება საერთო პირსახოცითაც...

როცა გამონაყარი გავლილია და მხოლოდ ნაწიბურებია დარჩენილი კანზე, მაშინ გადადება საერთოდ აღარაა საშიში.

Posted by: fracture 10 Oct 2011, 00:31
უფ გაგახარა ღმერთმა შენ დალოცვილო ადამიანო -),

ანუ რაც არ უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში "გაციების" პონტია რა.. -)) განიკურნავ თავს და მორჩა.. გაგივა ეგ "გაცივებაც" -)..


მოკლედ ფუნდამენტალური და ფატალური არაფერი ირღვევა ორგანიზმში. -), და თან ტრანსმისირებაც წყლულის გამონადენის ჭრილობაზე მოხვედრის შემთხვევაში ხდება.. პირსახოცი რომ ახსენეთ, ალბათ იქაც ეგ მომენტია ხო ?, ანუ თუ პირსახოცზე დარჩა ანთებითი მდგომარეობის კანის გაწმენდის შემდეგ რაიმე კოკის ცოცხალი ბაქტერია (ამ კანიდან) და შემდეგ თუ სხვამ გაიმშრალა და მასაც შესაბამისად ქონდა ნაკაწრი ან რამე მსგავსი მიკროჭრილობა.. და თუ ის პირველი ადამიანის ბაქტერია, რომელიც ტილოზეა მოხვდა მეორე ადამიანის ამ მიკროჭრილობაში, ამ შემთხვევაში შესაძლოა გადადება (თუმცა შეიძლება არც გადაედოს) ჰო ?....
მემგონი ასეა ჰო ? ..




და ბოლო შეკითხვა.. თუ მოხდა გადაცემა ამ დაავადების, (ანუ მაინცდამაინც უკიდურესს ვიტYვი -))), შევეხე ჭრილობით მის ანთებით კანს) რამდენ ხანში უნდა აისახოს ახლად ინფიცირებულის კანზე ?.. შეიძლება რომ გადამედოს სტაფილოკოკი მაგრამ არ გამომაყაროს და ჩუმად იჯდეს ?.. თუ კი, მაშ როგორ უნდა მივხვდე რომ გადამედო ?.. სიმპტომი რა შეიძლება სხვა იყოს ?.. მგონი თუ გადამედება უეჭველად უნდა გამომაყაროს (თუ იმუნიტეტმა არ აჯობა და არ დაამარცხა smile.gif ).. და თუ უეჭველად უნდა გამომაყაროს გადადების შემთხვევაში, კონტაქტიდან მაქსიმუმ რამდენ ხანში უნდა გამომაყაროს მეც ?.. ყველაზე მაქსიმუმი ვადა მაინტერესებს


იმედია ყველაფერი გასაგებად დავწერე... დიდი მადლობა ))

Posted by: Solveig 10 Oct 2011, 00:43
fracture

QUOTE
ანუ თუ პირსახოცზე დარჩა ანთებითი მდგომარეობის კანის გაწმენდის შემდეგ რაიმე კოკის ცოცხალი ბაქტერია (ამ კანიდან) და შემდეგ თუ სხვამ გაიმშრალა და მასაც შესაბამისად ქონდა ნაკაწრი ან რამე მსგავსი მიკროჭრილობა.. და თუ ის პირველი ადამიანის ბაქტერია, რომელიც ტილოზეა მოხვდა მეორე ადამიანის ამ მიკროჭრილობაში, ამ შემთხვევაში შესაძლოა გადადება (თუმცა შეიძლება არც გადაედოს) ჰო ?....
მემგონი ასეა ჰო ? ..

აჰა.

QUOTE
თუ უეჭველად უნდა გამომაყაროს გადადების შემთხვევაში, კონტაქტიდან მაქსიმუმ რამდენ ხანში უნდა გამომაყაროს მეც ?..

ზუსტად დღეებს ვერ გეტყვი ახლა, მაგრამ სავარაუდოდ, მალევე.

QUOTE
უკიდურეს შემთხვევაში "გაციების" პონტია რა.. -)) განიკურნავ თავს და მორჩა

ცოტა ძნელია, გაციებას შეადარო, მაგრამ ერტი სიტყვით, მკურნალობა შველის-ანტიბიოტიკები. smile.gif


Posted by: fracture 10 Oct 2011, 09:11
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სქოტლანდიარდში გელოდები wink.gif

Posted by: Natuka NGN 10 Oct 2011, 09:55
fracture
შენი ნებართვით, თემა სუკვე არსებულს შევუერთებ. ძალიან ნერვიულობდი და ამიტომ ცალკე ვაცოცხლე. თოფრემ ამის შემდეგ, ნახე ჯერ არსებული თემები.
კეთილი სურვილებით - "სასტიკი" მოდერი biggrin.gif

Posted by: fracture 10 Oct 2011, 10:08
სასტიკო ნატუკა:

შეაერთეთ ბატონო, კი არადა ქალბატონო .. -), მსგავსი ვერსად ვერაფერი ვნახე და ისე 142324 გვერდიან თემაში კონკრეტულად ჩემი შეკითხვა სადმე თუ მეორდება ამის მოძებნას მინიმუმ 1 კვირა ხომ დაჭირდება ? -) ეს ისე.. შეიძლება არც იყოს 142324 გვერდი.. მაინც.. წჰატევერ.., შეაერთე ძვირფასო -)

Posted by: Natuka NGN 10 Oct 2011, 10:19
fracture
ამ თემაშI დასვამდი კითხავს და სოლვეინგი გიპასუხებდა biggrin.gif
ახლა, ეს თემა აპინულია კატალოგში, არ მიიშლება და მოძიებაც უკვე სხვისთვის ადვილი იქნება smile.gif ამიტომცა, პასუხის გაცემამდე იყო თემა ცალკე. ვინც გიპასუხა, იმაზე უკეთ შენს კითხვაზე ამ ფორუმზე პასუხს ვერავინ გაგცემს, დამიჯერე.
ასე რომ, დაემორჩილეთ ფორუმის წესებთ ბატონო 2kiss.gif

Posted by: fracture 10 Oct 2011, 10:28
და მე ვთქვი, რომ სხვა უკეთესად მიპასუხებდათქო ? -),
ვაი ), "კარგით" ქალბატონო.)

Posted by: DAVITI1984 1 Mar 2012, 15:07
სალამი

დამისვეს ოქროსფერი სტაფილოკოკის დიაგნოზი ცხვირის ნაცხიდან.. სად მირჩევთ მკურნალობას?

Posted by: SombreE 5 Mar 2012, 15:51
გამარჯობა ხალხო.

ოქროსფერი სტაფილოკოკი დამიდგინეს, ნაცხის ანილიზის შედეგად.

ვსვამ უნიდოქს სოლიტაბს და ეპოვიქს.

მემგონი ძალიან რთული სახით არ მაქვს.

მოკლედ მაინტერესებს ეს საკმარისია? რაღაც ისემ გონია რო არაა საკმარისი :შ
ვმკურნალობ სადღაც 1 კვირაა.
ინკურნება საერთოდ ბოლომდე? sad.gif

ვინმეს შეუძლია დამაკვალიანოს რა არის საჭირო?

Posted by: LUCKY7 5 Mar 2012, 16:54
DAVITI1984
SombreE
რა სიმტომები გაქვთ?

Posted by: SombreE 5 Mar 2012, 16:56
LUCKY7

გამონაყარი სახეზე. sad.gif

Posted by: LUCKY7 5 Mar 2012, 17:10
საოცრებააა რა მეც იგივე მითხრეს ოქროსფერი და სტრეპტოკოკი პირის ღრუში, მაგრამ გამონაყარი არ მაქვს.

Posted by: DAVITI1984 6 Mar 2012, 09:59
ქრონიკული სურდო და ცხვირიდან გამონადენი.. რედგენზე ფრონტიტი გამოჩნდა თუმცა თავის ტკივილი არ მქონია..

Posted by: SombreE 6 Mar 2012, 11:45
სიგარეტი და ყავა ხომ არ ამწვავებს დაავადებას?

Posted by: SombreE 9 Mar 2012, 14:00
QUOTE (SombreE @ 6 Mar 2012, 11:45 )
სიგარეტი და ყავა ხომ არ ამწვავებს დაავადებას?

არავინ იცით?




......................................

Posted by: goldfinch 21 Mar 2012, 18:08
Solveig
გამარჯობა.შენ დაგისვამ ამ კითხვას რა.ფეხმძიმობის მე-11 კვირაში (7 თებერვალს) გავიკეთე შარდის და სისხლის ანალიზი.შარდის ანალიზში (ცალკე ფორცელია და მგონი შარდისაა ეს ანალიზი) წერია ასე:


Tipo de muestra: Orina miccion media
muestras urogenitales
cultivo standard - Positivo
recuento de colinas - incontables ufl/ml.

microorganismo 1 : staphylococcus aureus


____________ S.aureus

Clindamanica - C _ I
Eritromicina - E _ S
Gentamicina _ S
Levofloxacina - _ S
Nitrofurantoina _ S
Oxacilina - OX _ S
Penicilina - P _ S
Tobramicina T _ S
Trimetoprim/Sul _ S



Facultativo(s) Responsable(s)

ამ ანალიზის მერე მირეკავდნენ და ვერ დამიკავშირდნენ თურმე და რადგან საკმაო დრო გავიდა უკვე განმეორებით დამავალეს ანალიზების აღება(ხვალ ვიკეთებ) კიდევ.მაგრამ როგორც ამათგან ნორმალურ ახსნას ვერ გაიგებ ანალიზის რეზულტატისას,აქ ვიკითხავ რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვარ და რას ნიშნავს ეს ანალიზი შეგიძლია მითხრა? sad.gif ჩემი მეუღლის ნიკით დავპოსტე ბარემ შემოსული იყო, დოლორესი ვარ.დიდი მადლობა წინასწარ :*

Posted by: nano_nano 17 Apr 2012, 12:33
ზურგზე გამონაყარი რამდენად სერიოზული ფორმაა სტაფილოკოკის?

Posted by: bigbadboomboom 16 May 2012, 12:26
ოქროსფერი სტაფილოკოკი თუ სპობს ნერვულ სისტემას ხოარ იცით.,,

Posted by: Janiss 5 Jun 2012, 16:23
Solveig
მარტში დაგისვი ეს კიტხვა და არ გინახავს მგონი მაშინ.ვიმკურნალე და არ გამიმახვილებია მერე ყურადღება.იქნება შემოიხედო ამ თემაში.წინაზე კი მოვიშორე მაგრამ მგონი ისევ მაქვს ეს პრობლემა.

აგერ პოსტი და ნახე. http://forum.ge/?showtopic=33694494&view=findpost&p=30322531

მადლობა წინასწარ.

Posted by: Solveig 5 Jun 2012, 18:12
Janiss
QUOTE
არ გინახავს მგონი მაშინ

არა სამწუხაროდ sad.gif ახლაღა ვნახე...

QUOTE
წინაზე კი მოვიშორე მაგრამ მგონი ისევ მაქვს ეს პრობლემა.

თუ გრძნობ, რომ ისევ ვერაა რაღაც კარგად, ისევ ხელახლა დაგჭირდება შარდის საერთო ანალიზის გაკეთება და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

მაგ ანალიზში, რისი პასუხიც დადე, ნაჩვენებია, რომ შარდში აღმოჩნდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და მერე გაკეთებულია ანტიბიოტიკოგრამა, სადაც S ნიშნავს Sensible, ანუ მგრძნობიარეს, ხოლო I- insensible, ანუ მედეგს კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ..

QUOTE
რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვარ

თუ იმკურნალებ, საშიში არაფერია. ექიმთან აუცილებლად მიდი.


წამალიც ექიმმა უნდ აშეარჩიოს ამოთესილი ბაქტერიის ტიპის, ანტიბიოტიკოგრამის და შენი მდგომარეობის (ორსულობის) გათვალისწინებით.


Posted by: Janiss 6 Jun 2012, 13:44
Solveig
ძალიან დიდი მადლობა.
QUOTE
შარდის საერთო ანალიზის გაკეთება და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

სასწრაფოში ვიყავი და იქ გამიკეთს სწრაფი ანალიზი და იქ მიტხრეს.ახლა ველოდები ჩემ ექიმტან ვიზიტს 11 ივნისს და მეტყვის ალბათ დაზუსტებით.წინა ანალიზის პასუხი უნდა გამაცნოს ისედაც.
მოკლედ საიდან ავიკიდებ ხოლმე როგორ მაინტერესებს,რა იწვევს ასე მალ-მალე.ზედიზეც ორიჯერ გამოვლინდა და ორივეჯერ ორსულობის პერიოდში.
დაორსულებამდე ახალი გაკეთებული მქონდა და არაფერი იყო ანალიზებში.

Posted by: m_a_r_i_a_m_i 19 Jun 2012, 20:29
გამარჯობათ,

ცოტა შორიდან დავიწყებ მოყოლას :)
შარშან ზაფხულს, ღამე გამაღვიძა ყელის შეშუპების შეგრძნებამ, ისეთი მძაფრი იყო მეგონა ვიგუდებოდი. როგორ დაველოდე დილას არ ვიცი და ჩავედი უბნის პოლიკლინიკაში ყელ-ყურის ექიმთან, ჩამხედა და შეიძლება ალერგიული ფონი იყოსო და ვფიქრობ ყელში სოკო გაქვსო (ზუსტი პასუხის გაცემა ხო ხშირ შემთხვევაში უჭირთ). დამინიშნა სუპრასტინი, (სოკოსთვის ყურადღება აღარ მიუქცევია და მეც გადამავიწყდა) ვსვი რამოდენიმე დღე, მაგრამ არანაირი შედეგი.. ისეთ რთულ ფორმებში გადამივიდა 1 კვირა დექსამეტაზონის ნემსებს ვიკეთებდი და თითქოს ოდნავ შვებას მაძლევდა. შემდეგ წავედი ალერგიის ცენტრი რომ გაიხსნა დიღომში, გავიკეთე ანალიზები, ალერგიული არ აღმოვჩნდი არაფრის მიმართ. მაგრამ მაინც ვიმკურნალე გამოწერილი წამლებით.. შემდეგ პერიოდულად ისევ მაწუხებდა ეს ყელის შეშუპების შეგრძნება, მაგრამ ისე მძაფრად აღარ და ყურადღებას აღარ ვაქცევდი.. რამოდენიმე კვირის წინ კი დამემართა საშინელი სტომატიტი. გოთუაზე გავიკეთე ხახის ნაცხის ანალიზი და ამომივიდა:
Staphylococcus aureus - უხვი ზრდით
Enterococcus spp - ზომიერი ზრდით
Candida albicans - ზომიერი ზრდით
(იმედია სწორად დავწერე)
ვიმკურნალე ნისტატინით (რაზეც 4 ჯვარი ამომივიდა) და მეტრონიდაზოლით , ასევე დავიხმარე ვიტამინი - პოლიჟენი და იმუნორიცი და საკმაოდ მალე მომინჩა სტომატიტი. ექიმმა გამაფრთხილა მკურნალობის შემდეგ ნაცხის ანალიზი გადაამოწმეო, მაგრამ ვეღარ მოვახერხე.. 1-2 დღის წინ კი ისევ დამეწყო ყელის შეშუპების შეგრძნება. გამომშრალი და "ჩახეხილივით" მაქვს და ოდნავ მეწვის. მაინტერესებს ეს სიმპტომები თუ ახასიათებს ყელის სოკოს, რამდენად გადამდებია და ხომ ვერ მირჩევდით ვინმე კარგ სპეციალისტს. თორე 1 წელია უკვე ამ შეგრძნებებმა დამტანჯა და ნერვოზი გამიჩინა :)

გმადლობ

Posted by: ravi_shen 5 Aug 2012, 03:18
საერთოდ ძალიან საინტერესო თემაა და დღესდღეობით ყოველ მეორეს ააქვს ეს დაავადება ..
ვნანობ ნამდვილად ექიმი რომ არ გამოვედი.. სასწაულად მაინტერესებს მსგავი რაღაცები


m_a_r_i_a_m_i
გამარჯობა მარიამ,
ასე სიმპტომებით თქმა ძალიან რთულია, თუმცა მე ძალიან ვამსგავსებ ყელის სოკოს ან სტაფილოკოკს..
როგორც წესი ყელის სოკოზე მკურნალობის შემდეგ ადვილად ხდება სტაფილოკოკის წარმოშობა, უფრო საშისი ზონაა..
მე ექიმი არ ვარ, უბრალოდ ბევრს ვკითხულობ მსგავს თემებზე მაინტერესებს და ძაან არ ენდო ჩემს ნათქვამს
გირჩევ ნათია სვანიძეს თოდუაში ერთად ერთი ადამიანია მთელს თბილისსში, ყელ ყურის დარგში ვისთანაც ვიყავი წლების წინ და ზუსტად მითხრა რა მჭირდა..
თუმცა ივნისსში დაწრილი პოსტია ეს და რა ვიცი აბა იმედია ცოცხალი ხარ და მკურნალობა დაასრულე givi.gif

Posted by: FsdasD 21 Sep 2012, 14:41
bigbadboomboom
QUOTE
ოქროსფერი სტაფილოკოკი თუ სპობს ნერვულ სისტემას ხოარ იცით.,,

მეც ეგ მაინტერესებს ძალიან ბევრი რამ წავიკითხე უკვე ამ ინფექციის ხელში და მგონი მოქმედებს და არც მიკვირს იმიტომ რომ ამ ბოლო წლებში რაც ეს მოურჩენელი მაწუხებს რასაც ქვია აღარ მივარგა ნერვები, ძლივს მიჭირავს.

ravi_shen
QUOTE
ყოველ მეორეს ააქვს ეს დაავადება

კი აბა.


Posted by: freeandhappy 28 Sep 2012, 15:49
streptococcus haemolyticus
ეს იწვევს თუ არა სპაზმს, ყელში?

Posted by: Led_Zeppelin 19 Apr 2013, 22:46
QUOTE
საერთოდ ძალიან საინტერესო თემაა და დღესდღეობით ყოველ მეორეს ააქვს ეს დაავადება ..
ვნანობ ნამდვილად ექიმი რომ არ გამოვედი.. სასწაულად მაინტერესებს მსგავი რაღაცები

შემოიარე ჩემთან მორიგეობაზე აზრს უცებ შეგაცვლევინებ...................... yes.gif

Posted by: Blue October 29 Apr 2013, 12:10
გამარჯობათ;
სტაფილოკოკი სისხლის ანალიზში თუ ჩანს?
2 წელია დაბალი სიცხეები მტანჯავს.
გლანდებს აბრალებდნენ, ამოვიჭერი და მაინც იგივე გრძელდება.
ყელის ნაცხის ანალიზი გავიკეთე და მანდ აგმომაჩნდა სტაფილოკოკი, მგონი ოქროსი იყო.. biggrin.gif

Posted by: Utopian 29 Apr 2013, 20:25
Blue October
QUOTE
სტაფილოკოკი სისხლის ანალიზში თუ ჩანს?

კი ჩანს
ბაქტერიოფაგში აკეთებენ ანალიზს
მოგწერ დაწვრილებით თუ გადაწყვეტ 2kiss.gif

Posted by: Blue October 30 Apr 2013, 14:56
Utopian

smile.gif
მეღსი 2kiss.gif

Posted by: GXIXT 31 May 2013, 12:24
მოკლედ შემოვიარე მთელი თბილისი, ბევრ ექიმთან ვიყავი, მაგრამ დროდადრო მაინც მაქ პრობლება

ძალიან გთხოვთ კარგი სპეციალსი მირჩიეთ რა

ისეთი რო კარგად ერკვეოდეს

Posted by: Blue October 4 Jun 2013, 18:06
საერთოდ თუა მოსპობადი ნეტა ეს სტაფილოკოკი? mad.gif

Posted by: sotero 4 Jun 2013, 18:25
Боломде ар рчеба маграм минимумамде шеидзлеба даиквано.висац аквс окросрери стафилококи да гамонакари танзе да сахезе шемизлиа екими вурчио ромелиц умкурналебс сцорад.

Posted by: Blue October 4 Jun 2013, 18:34
sotero
მე მინდა და მირჩიე რა; ან პირადში მომწერე კოორდინატები ოკ?

Posted by: tamti1 4 Jun 2013, 18:38
Blue October
ფაგებით ცადე მკურნალობა?

Posted by: Blue October 5 Jun 2013, 11:08
tamti1
ფაგებით?
რა არის ეგ?

რამოდენიმეჯერ ჩავიტარე რაღაც კურსი, ეს ანტიბიოტიკებიც ხომ საშინელი ძვირი ღირს; ახლა შევეშვი ყველაფერს mad.gif

Posted by: tamti1 5 Jun 2013, 16:40
Blue October
QUOTE
ფაგებით?რა არის ეგ?

ვირუსები,რომლებიც აზიანებენ ბაქტერიის უჯრედს შერჩევითად.
გოთუას ქუჩაზეა ინსტიტუტი და კლინიკა ბაქტერიოფაგი.იქვე აიღებ ნაცხის ანალიზს, მაგ ,,შენს'' სტაფილოკოკს და არამარტო, შეამოწმებენ ფაგომგრძნობელობაზე და მოგცემენ საჭირო ფაგის პრეპარატს. ეფექტურია. გირჩევ ცადო. ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივაა,როცა ანტიბიოტიკი უძლურია ხოლმე.

Posted by: Pleiades 24 Jun 2013, 14:43

ravi_shen

მართალია, რომ ყელის სოკოს მკურნალობისას სტაფილოკოკის მომატების საფრთხეა? sad.gif ახლა ჩემს ახლობელს აღმოუჩინეს სოკო, გამორეცხვებს უკეთებენ და მერე მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ და იქნებ მითხრა რა ინფორმაცია გაქვს ამაზე? ცოტა ვნერვიულობ. თან ამ ქართველი ექიმების ნდობა სულაც არ მაქვს. sad.gif

Posted by: ravi_shen 24 Jun 2013, 15:04
Pleiades
საერთოდ რომელიმე სოკოს მკურნალობის შემდეგ დიდი შანსია კოკებით დაავადების, სოკოს მკურანლობის დროს ´´კარგ ბაქტირიებსაც´´ კლავს ის წამლები , რომლებსაც იყენებენ.
საშიში არაფერია. სტაფილო კოკით ან რომელიმე კოკით მკვდარი მე არავინ მინახავს მით უმეტეს თუ მალევე ჩაიტარებს მკურნალობას საერთოდ არანაირი პრობლემ არაა.
ერთი ისაა, რომ კოკები მთლად ადვილად მოსაშორებელი ორგანიზმები არ არის , ხშირად ჭირდება კონტროლი და თვალყურის დევნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ smile.gif

Posted by: ტაბუ 24 Jun 2013, 16:09
Blue October
QUOTE
ვირუსები,რომლებიც აზიანებენ ბაქტერიის უჯრედს შერჩევითად.
გოთუას ქუჩაზეა ინსტიტუტი და კლინიკა ბაქტერიოფაგი.იქვე აიღებ ნაცხის ანალიზს, მაგ ,,შენს'' სტაფილოკოკს და არამარტო, შეამოწმებენ ფაგომგრძნობელობაზე და მოგცემენ საჭირო ფაგის პრეპარატს. ეფექტურია. გირჩევ ცადო
+1
აგერ, ეს სტატიაც წაიკითხე:
http://www.universumplus.ge/?p=773
და ეს თემაც ნახე:
http://forum.ge/?f=43&showtopic=34262688&st=30

Posted by: Pleiades 28 Jun 2013, 12:27
QUOTE (ravi_shen @ 24 Jun 2013, 15:04 )
Pleiades
საერთოდ რომელიმე სოკოს მკურნალობის შემდეგ დიდი შანსია კოკებით დაავადების, სოკოს მკურანლობის დროს ´´კარგ ბაქტირიებსაც´´ კლავს ის წამლები , რომლებსაც იყენებენ.
საშიში არაფერია. სტაფილო კოკით ან რომელიმე კოკით მკვდარი მე არავინ მინახავს მით უმეტეს თუ მალევე ჩაიტარებს მკურნალობას საერთოდ არანაირი პრობლემ არაა.
ერთი ისაა, რომ კოკები მთლად ადვილად მოსაშორებელი ორგანიზმები არ არის , ხშირად ჭირდება კონტროლი და თვალყურის დევნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ smile.gif

დიდი მადლობა, რომ მიპასუხე smile.gif

დაბნეული ვარ ძაან.
სტრეპტოკოკები აჩვენა ანალიზში უხვი ზრდით და ექიმმა დაუნიშნა გამორეცხვები, შემდეგ კი ნისტატინი და ერითრომიცინი.. ნისტატინი ხომ ანტიფუნგიციდური პრეპარატია, ერითრომიცინს კიდევ სხვა მოქმედება აქვს, თანაც უკუჩვენებაში უწერია, რომ იწვევს სოკოვან დაავადებებს. შესაძლებელია ასეთი რამის დანიშვნა?

Posted by: Nobel 9 Aug 2013, 16:57
რამდენიმე კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ:
1. შესაძლებელია თუ არა სტაფილოკოკის დაავადებისგან სრულად განკურნება, თუ იგი რჩება ორგანიზმში და შესაძლებელია სხვა ადამიანებიც დააინფიციროს მომავალში, სისხლის გადასხმით ან სხვა რაიმე ფორმით?
2. თუ ადამიანს რამდენიმე წლის წინ ქონდა სტაფილოკოკის დაავადება, შესაძლებელია რომ ისევ გაუმეოროს?

Posted by: kaii 1 10 Aug 2013, 01:03
Боломде ар рчеба маграм минимумамде шеидзлеба даиквано.висац аквс окросрери стафилококи да гамонакари танзе да сахезе шемизлиа екими вурчио ромелиц умкурналебс сцорад.sotero
კი ძაან მინდა მირჩიო,ძაან დამავალებთ

Posted by: ninininuca 16 Jan 2014, 19:25
ძალიან გთხოვთ ვინმემ მომწერეთ კვალიფიციური და სანდო სპეციალისტის კოორდინატები,აკნეს რომ უმკურნალოს.. დავიღალე უკვე! სავსეა მთელი თბილისი ამ "დერმატოლოგებით" რა..

Posted by: forumge88 17 Jan 2014, 23:03
სტაფილოკოკს და ეკოლს მშრალი ხველების გამოწვევა შეუძლია? ყველაფერი გამოვიკვლიე და ამ ხველებას ვერ მოვუხერხე ვერაფერი, არადა კი ამოითესა ეგენი ...

Posted by: Blue October 14 Feb 2014, 11:12
ჩაძირულია ეს თემა, მაგრამ მაინც იქნებ ვინმემ შემოიხედოს smile.gif
სტაფილოკოკი მხოლოდ კანზეა თუ სისხლშიც შეიძლება იყოს?

Posted by: ninininuca 14 Feb 2014, 13:41
Blue October
კი , სისხლშიც შეიძლება იყოს

Posted by: Blue October 14 Feb 2014, 23:11
ninininuca
რა ანალიზი უნდა ავიღო რომ გავიგო სისხლში მაქვს თუ არა ხომ არ იცი?
გლანდების ოპერაციამდე ყელიდან ამიღეს რაღაც და იქ აღმომაჩნდა, კიდევ სახეზეც მქონდა მახსოვს, ახლა სახე მშვიდ მდგომარეობაში მაქვს, მაგრამ მაინც მინდა კარგად გამოვიკვლიო და ხომ არ იცი?

Posted by: ninininuca 15 Feb 2014, 01:16
Blue October
ბაქტერიოფაგში მიდი და იქ აკეთებენ ყველანაირ ანალიზებს , მათ შორის სტაფილოკოკზეც.
სისხლში ძალიან იშვიათად არის ხოლმე , მაგრამ მაინც გაიკეთე

Posted by: Blue October 15 Feb 2014, 13:13
ninininuca


მადლობა. smile.gif

Posted by: MIA19 17 Aug 2014, 22:33
Solveig

გამარჯობა, ჩემს მეუღლეს გავუკეთეთ ნაცხის ბაქტერიოსკოპია (ბაქტერიოფაგში) და ამოუვიდა stafilococcus aureus ზომიერი ზრდით. თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს საშიში რამეა? ინტერნეტში ისეთები წავიკიტხე გული გამისკდა, 1 დღეი შეიძლება მოკლას ადამიანიო, და ეს იგივე მეტიცილინ რეზიზტენტული სტაფილოკოკია ყველა ვარიანტში? მაგაზე წავიკითხე განსაკუთრებით საშიშიაო. ნაცნობმა ექიმმა მითხრა საერთოდ ბაქტერიოფაგში გაკეთებულ ანალიზს ნუ ენდობიო. მეც გავიკეთე მანამდე ერთი კვირით ადრე ნაცხის ბატერიოსკოპია და მხოლოდ სოკო აღმომაჩნდა და შესაძლოა რომ ჩემი ნაცხის ბაქტერიოსკოპიაში არ გამოჩენილიყო ეგ სტაფილოკოლი? მოკლედ არ ვიცი რა ვქნა, განმეორებით ავიღოთ თუ არა ნაცხი და საერთოდ რა გავაკეთო ვერ ვხვდები, სისხლის ანალიზის ჩაბარება ხომ არ იქნება საჭიროო? დიდი მადლობა წინასწარ, ბოდიში ბევრი შეკიტხვებისთვი smile.gif
* * *
ხო ეს ნაცხის ანალიზი სასქესო ორგანოდან აიღო, სიმპტომი ისეთი არაფერი არ ქონია, ცოტა შეწითლება, რომელსაც თვითონ სოკოს აბრალებს ხოლმე, მეტი არაფერი და კიდევ მაინტერესებს, თუ შეიძლება, რომ ამ სტაფილოკოკმა წელის და საკვერცხეების ტკივილი გამოიწვიოს ქალში თუ სისულელეააა?

Posted by: Solveig 17 Aug 2014, 23:17
MIA19

არა მგონია, ასეთი პანიკა იყოს საჭირო. თუ აწუხებდა, ესე იგი, რაღაც მიზეზი იქნებოდა. ალბათ, გაუკეთებდნენ ანტიბიოტიკოგრამას. იმკურნალებს შესაბამისი ანტიბიოტიკით და მორჩა.
QUOTE
თუ შეიძლება, რომ ამ სტაფილოკოკმა წელის და საკვერცხეების ტკივილი გამოიწვიოს ქალში თუ სისულელეააა?


http://en.wikipedia.org/wiki/Salpingitis

Posted by: MIA19 17 Aug 2014, 23:40
Solveig

ძალაინ დიდი მადლობა და კიდევ ერთი შეკიტხვა, რამდენად შესაძლებელია რომ ნაცხის ბაქტერიოსკოპიაში არ გამოჩენილიყო ჩემთან ეს ოქროსფერი სტაფილოკოკი? მარტო სოკო აამოაგდო

Posted by: INA-INA 24 Sep 2014, 22:30
სეფსის ცენტრში ნამკურნალები კმაყოფილი კლიენტები ხაართ აქ?

Posted by: ლაბარნა 30 Sep 2014, 10:37
INA-INA

QUOTE
სეფსის ცენტრში ნამკურნალები კმაყოფილი კლიენტები ხაართ აქ?


კი, ნამკურნალები კი და კმაყოფილზე რა მოგახსენო! smile.gif 90-იანებში თითი გამეკაწრა ტყეში ეკლიან ხეზე (მარცხენა ხელის მეორე, ანუ სალოკი) და დამიჩირქდა სადღაც შუა ფალანგთან, ფრჩხილს კარგა ქვემოთ (ანუ პანარიციუმი არ იყო). სეფსისის ცენტრში მივედი და ეგრევე ქირურგთან გადამაგზავნეს. ჯერ ნახევარი ხორცი ამათალა ჭრილობის ირგვლივ, სტანდარტული დეზინფექტანტები წაუსვა, შემიხვია და თუ ისევ გასივდა, კიდევ მოდიო. კიდევ გასივდა. მეორედ მისვლის შემეშინდა, ნამდვილად თითს მომაჭრიან-მეთქი ამჯერად. თვითონ ვიმკურნალე ანტიბიოტიკებით, მეტაციკლინის თუ ტეტრაციკლინის ფხვნილი მოვიყარე ჭრილობაზე და უშველა.

ბოლოში სინტომიცინზე და ბრილიანტის მწვანეზე გადავედი, როცა ანთება სულ ჩაცხრა. თითქმის აღარ მაქვს კვალი.

დიდი ეჭვი მაქვს, სტაფილოკოკი იყო მიზეზი, ისედაც სუსტი იმუნიტეტი მაქვს ბავშვობიდან მაგ ბაქტერიებზე.

თემას ვუყურებ და ვინმემ ახსენა 4S ანუ SSSS სინდრომი ახალშობილებში?

ვინმემ ახსენა უკვე პრეპარატი ბაქტრობანი? საკმაოდ ეფექტურია გარეგანი მალამოს სახით...

Posted by: kiknadze<33 15 Dec 2014, 12:12
ცოტა ძველი პოსტებია, მაგრამ.. იქნებ ნახოთ ვისაც სტაფილოკოკი გქონდათ როგორ იმკურნალეთ ან მოგირჩათ თუ არა.. ძალიან ბერ ექიმთან ვიყავი და ვერაფერს მშველიან.. ნემსებიც გამიკეთეს ზურგში.. გთხოვთ მომწერეთ იმათ ვისაც 1 წლის წინ გქონდათ.. რამე თუ გეშველათ

Posted by: ashley_tko 20 Dec 2014, 21:37
QUOTE (Blue October @ 29 Apr 2013, 12:10 )
გამარჯობათ;
სტაფილოკოკი სისხლის ანალიზში თუ ჩანს?
2 წელია დაბალი სიცხეები მტანჯავს.
გლანდებს აბრალებდნენ, ამოვიჭერი და მაინც იგივე გრძელდება.
ყელის ნაცხის ანალიზი გავიკეთე და მანდ აგმომაჩნდა სტაფილოკოკი, მგონი ოქროსი იყო.. biggrin.gif

ზუსტად იგივე პრობლემა მააააქვს help.gif
ტყუილად ამოვჭერი ბავშვს გლანდები,სიცხეები აქვს 37.4 მდე 1.5 წელია.
სტაფილოკოკი ყელში ქონდა, შეიძლება ამის ბრალია ნეტა? სისხლში შეიძლებოდა გადასულიყო? შენ რა გაარკვიე??

Posted by: Blue October 22 Dec 2014, 14:15
ashley_tko
ვერაფერიც ვერ გავარკვიე smile.gif
ყელში მეც მქონდა გლანდების ამბავში.
ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია ონიაშვილზე არის კლინიკა "ტესტი"-ო, იქ მიდი, მოუყევი შენი სიმპტომები და შესაბამის ანალიზს გაგიკეთებემო, მოკლედ უიშვიატეს ვირუსებზე აკეთებენ მანდ ანალიზებსო და ვაპირებ მომავალ წელს, იქნებ დაზღვევამაც ამინაზღაუროს :|

Posted by: ashley_tko 23 Dec 2014, 23:59
Blue October
რა ანალიზები გაქვს გაკეთებული?

Posted by: HOMINEM 13 Feb 2015, 10:50
მოკლედ ვარ 9 კვირის ორსული, გამნაკეტებინეს ბაქტერიოლოგიური ანალიზი და ანალიზის პასუხში წერია : staphylococcus spp და c.pseudodiphthericum... პირველი მივხვდი რომ სტაფილოკოკია და მეორე რაგაა ეს მაინტერეებს ან თუ ექვემდებარება მკურნალობას?

Posted by: rebelrebel 15 Feb 2015, 21:34
სისხლშია ხოო სტაფილოკოკიი,თუ შეძენილიაა??/ ან გადამდებიაა??

Posted by: katoo334 27 Feb 2015, 19:08
გამარჯობათ იქნებ არის ვინმე ჩემნაირი პრობლემით და გამომეხმაუროს help.gif 2წლის წინ გავიკეთე ნარკოზი და დამეწყო საშინელი გამონაყარი მივედი დერმტოლოგთან და თურმე მჭირდა დერმატიტი,.ვიმკურნალე და მქონდა კარგი შედეგი,შემდეგ ისევ გავიკეთე ნარკოზი და ისევ დამეწყო გამონაყარი 2დღის წინ მივედი იგივე კლინიკაში გავიკეთე ყველანაირი ანალიზი+ეხოც კიsmile.gif)და დამიდგინა სტაფილოკოკი იოლ ფორმაშია საკმაოდო,ნორმალურად არ მითხრა არაფერი ცოტა დაეჭვებული ვარ. ცეფტრიაქსონის ნემსები დამინიშნა 5ცალი.არვიცი რამდენად ფექტური იქნება თუ იცით იქნებ დამეხმაროთ user.gif

Posted by: MrsT 7 May 2015, 14:14
ჩაძირულია თემა sad.gif მაინც ვიკითხავ... მაქვს სახეზე გამონაყარი ძირითადად ლოყებზე და ცხვირზე.. ჩირქიანი და იკეთებს მაგარ ძირს კანის შიგნით.. როგორც ერთმა დერმატოლოგმა მითხრა ოქროსფერეი სტაფილოკოკია.. რამდენად შესაძლებელია გამომწვევი მიზეზი გლანდები იყოს? ჩირქიანი მაქვს და ამოსაჭრელი. ვიკეთებ ოპერაციას და შესაძლოა შემდეგ გაქრეს? ბოლო ერთი წელია გამიმწვავდა sad.gif

Posted by: chan 9 May 2015, 00:38
გამარჯობათ

მინდა გავიკეთო სისხლის ანალიზი, კონკრეტულად მაინტერესებს მაქვს თუ არა სტაფილოკოკის ბაქტერია
ჰოდა რომელ კლინიკაში უნდა მივიდე ამ ანალიზისთვის?

Posted by: Solveig 9 May 2015, 01:13
chan
თემა არსებობს სტაფილოკოკზე და პირველივე გვერდზეა.

Posted by: vivald 13 Oct 2016, 04:29
ძაან ძველი თემაა მარა მეც დავწერ, რავი ეხლა დავინტერესდი ამით რა, გადავიკითხე რომ სტაფილოკოკი იწვევს ოსტეომილიტს გამონაყარს კანის დაავადებებს ქავილს და ასე შემდეგ... მოკლედ ოსტეომილიტიც დამემართა ბავშვობაში ოპერაცია გავიკეთე პახოდუ ვერ ვსუნთქავ ნორმალურად ცხვირით გამონაყარიც მაქვს ვერაფერი ვუშველე და იქნებ ვინმემ გამოცდილმა მცოდნენ დამაკვალიანოს რომელ ექიმთან მივიდე ყველაზე კარგად სად იძლევიან პასუხებს და სად მკურნალობენ, არ ვიცი დადგენილი არ მაქვს რომ სტაფილოკოკი მჭირს მაგრამ დიაგნოზები ძალიან ემთხვევა ჩემს ამბავს.

Posted by: Z-A-K 7 Jan 2018, 21:51
გამარჯობათ გილოცავთ შობა-ახალ წელს
სტაფილოკოკს ვინც მკურნალობს კარგად იცით ვინმემ?

Posted by: goshte 27 Nov 2018, 11:05
ლია გოლიაძესთან მიდი და გიმკურნალებს სტაფილოკოკზე მაგრამ ჯერ უნდა ანალიზი აიღო გოთუაზე. სისხლში სტაფილოკოკურ ანატოქსინზე. თუ ამოვიდა ესეიგი სამკურნალოა.პავლოვზეა ინფექციურში.

Posted by: kaira 18 Jan 2019, 17:17
გამარჯობათ, მეც მაწუხებს დიდი ხანია სტაფილოკოკი, პავლოვზე ინფექციურში ვიყავი პროფესორ მალვინა ჯავახაძესთან და ანტიბიოტიკებთან ერთად წელიწადში 10 ნემსი Иммуноглобулин человека антистафилококковый გამომიწერა ჯამში სამი წელი უნდა ვიკეთო. იშოვება მხოლოდ რუსეთში ისიც ახლობლები თუ გყავს და აფთიაქის მომლოდინეებში ჩაწერილი უნდა იყო.პირველ წელს გავიკეთე 2017 ში და უკეთესობაც მქონდა მაგრამ 2018 ში ვეღარ ვიშოვე რო გამეკეთებინა და ჩამივარდა. ეხლა კი ვიშოვე 2018 წლის ბოლოს მაგრამ თურქეთში ვიყავი და იქ როაკუტანით დამიწყეს მკურნალობა ასე რომ ტყუილად მომიწია 400 დოლარის გადახდა ორი წლის მარაგში. გადავიხადე ზუსტად 400 დოლარი 2 კოლოფში. თუ ვინმეს გაქვთ დანიშნული და ეძებთ რუსეთში ძებნით და ჩამოტანით კიდე მეტი დაგიჯდებათ, თუ ვინმე ჩემს თანხას უკან დამიბრუნებს შემიძლიათ დაგითმოთ
user posted image
user posted image
ვადას ხედავთ რომ 09/2020 მდეა smile.gif 20 ამპულა ანუ ორი კოლოფი. თუ უადგილო ადგილას ვპოსტავ მაპატიეთ და გთხოვთ გადამამისამართოთ ზუსტ თემაში smile.gif


Posted by: inkognito22 14 Mar 2019, 15:43
გამარჯობა!
ცხვირის ნაცხის ანალიზის შედეგად დამიდგინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი უხვი ზრდით და კოლი მცირე რაოდენობით. (ანალიზი გოთუაში გავიკეთე) ყელ-ყურ ცხვირის ექიმმა გამიშვა პარაზიტოლოგთან, დამინიშნეს მკურნალობა ანტიბიოტიკებით. რამდენიმე თვეში ისევ გავიკეთე ანალიზი სინევოში, სტაფილოკოკი ისევ მაქვს. ალბათ არ არსებობს წამალი რომელიც ცხვირზე არ დამინიშნა ექიმმა ( იმის გამო რომ დიდი რაოდენობით ქერქები მაქს) არაფერი მშველის, საერთოდ თავი დავანებე მკურნალობას.
ხომ არ ჯობია სტაფილოკოკის სამკურნალოდ ალერგოლოგთან მივიდე და ვის მირჩევთ? და საერთოდ რამდენად საშიშია ოქროსფერი სტაფილოკოკი?

Posted by: Tavtechnics 15 Sep 2019, 13:18
მეგობრებო პერიოდული ჩირქოვანი გამონაყარი დაახლოებით ერთიდაიგივე ადგილებში, სტაფილოკკოკია ?

Posted by: bustika 2 Jan 2020, 01:08
ძალიან ბევრ დაავადებას იწვევსო. მცვივა წვერი ადგილ-ადგილსახეზე. ცხვირში სულმუწუკებივით მიჩნდება. ვერსფერი ვუშველე. მგონი საშველი არარის. არადა ძალიანრთული დაავადებააა და ძალიანდიდი პრობლემები შეუძლია გამოიწვიოს დროთაგანმაულობაში. იტოგში თუ არ მოირჩინე მგონი სიბერემდე ვერ მიაღწევ

Posted by: Mariam...miller 22 Dec 2022, 16:27
QUOTE (MrsT @ 7 May 2015, 14:14 )
ჩაძირულია თემა sad.gif მაინც ვიკითხავ... მაქვს სახეზე გამონაყარი ძირითადად ლოყებზე და ცხვირზე.. ჩირქიანი და იკეთებს მაგარ ძირს კანის შიგნით.. როგორც ერთმა დერმატოლოგმა მითხრა ოქროსფერეი სტაფილოკოკია.. რამდენად შესაძლებელია გამომწვევი მიზეზი გლანდები იყოს? ჩირქიანი მაქვს და ამოსაჭრელი. ვიკეთებ ოპერაციას და შესაძლოა შემდეგ გაქრეს? ბოლო ერთი წელია გამიმწვავდა sad.gif

გლანდების ოპერაცია ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის საჭირო, რადგან მისი აღმოფხვრა მკურნალობითაც შეიძლება.

Posted by: Mariam...miller 23 Dec 2022, 20:21
QUOTE (vladmatrix @ 20 Dec 2004, 20:52 )
საშიში არ არის მაგრამ - პრობლემაა მაგის მკურნალობა.

როგორ თუ არ არის საშიში მთელ რიგ დაავადებებს იწვევს.....კანზეც კი უამრავ რამეს მაგალითად აბსცესებს, ატოპიურ დერმატიტს და ა.შ..... არა მხოლოდ ეს იგი აღწევს სისხლში და მისი მეშვეობით სხვადასხვა ორგანოში ხვდება და აინფიცირებს. იწვევს თირკმლის უკმარისობას, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ფილტვის ინფექციას რისი შედეგიც უსაშველო სპაზმური ხველაა....
* * *
QUOTE (GIO - GIO @ 5 Dec 2006, 14:31 )
როგორც ვიცი ბაქტერიაა და ანთებით პროცესებს იწვევს!
უფრო ვრცლად თუ იცით ვინმემ მაინტერესებს!
რა გართულებებს იწვევს და როგორ ხდება მკურნალობა?

2006 წელს გაქვთ დაწერილი და მე 2022 წელს გპასუხობთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)