forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (74) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფულის შოვნა, YouTube-ს საშუალებით, XLVIV
GooDxGaMeR
ცუგ მა დიქ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8207
წევრი No.: 116439
რეგისტრ.: 31-May 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:12  #49992574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მოგესალმებით თემაში, სადაც თავს მოიყრის ის ხალხი ვინც Youtube-ს საშუალებით შოულობს ფულს.

მაშ ასე: ამ საქმით დაინტერესებულ ახალბედებს ვეტყოდი, რომ პირველ რიგში რაც მათ უნდა იცოდნენ, არის ის რომ უამრავი შრომის გაწევა მოუწევთ კარგი შედეგის მისაღებად. ეს არ არის ადვილი საქმე და არც ისეთი საქმეა რომელსაც სხვა გააკეთებს თქვენ მაგივრად. ამიტომ თუკი მზად ხართ ამ ყველაფრისთვის მაშინ დავიწყოთ!

პირველ რიგში სასურველია გადაიკითხოთ ამ ფორუმშივე მდებარე ადსენსის თემა: Google AdSense ნაწილი XVI

გახდით იუთუბის პარტნიორი:

თუკი თქვენი არხი დგას კარგ პოზიციაზე, არ აქვს მძიმე დარღვევები სხვადასხვა მიზეზის გამო, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ იუთუბის პარტნიორი, ჩაურთოთ თქვენს ვიდეოებს მონეტიზაცია და გამოიმუშავოთ ფული.
ყურადღება! თუკი თქვენ ჩანელზე ნახეთ მსგავსი მესიჯი: is not eligible for monetization. მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ არხის მონეტიზაციას.

იუთუბი იხდის ფულს ძირითადად სამ რამეში:
1. ეს არის რეკლამების ჩვენება
2. ფასიანი გამომწერები
3. მერჩენდაიზინგი

ყურადღება: ვიდეოს ნახვებში იუთუბი არ იხდის, საჭიროა ვიდეოს მაყურებელმა დააჭიროს გამოვარდნილ რეკლამას და გადავიდეს საიტზე ან უყუროს სპეციალურ სარეკლამო რამდენიმე წამიან ვიდეორგოლს, თუკი გამოაგდებს მოცემული ვიდეოს დაწყებამდე.

ამ საუბარი გვექნება ყველაზე გავრცელებულ მეთოდზე - რეკლამების ჩვენება ჩვენ არხზე. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ სისტემა მუშაობს ასე: გუგლის PPC (pay per click) საიტის Google Adwords - ის მეშვეობით დამკეთი უკვეთავს რეკლამას, ადგენს მის ბიუჯეტს და იუთუბი გიხდით გარკვეულ პროცენტს რეკლამებზე გადასვლებისგან მიღებული გასამრჯელოდან. გასამრჯელო რეკლამაზე გადასვლისგან დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად : რეკლამის დამკვეთის დაკვეთაზე, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა გადასვლა, ვიდეოს კატეგორიაზე და სხვა...

მოგეხსენებათ საქართველოს Youtube არ აძლევს საშუალებას პარტნიორი გახდეს, მაგრამ არსებობს სხვა ხერხი რითაც გავხდებით პარტნიორები. არხის პარამეტრებში უნდა დავაყენოთ ისეთი ქვეყნის სახელი როგორიცაა მაგალითად UK (ანუ ბრიტანეთი) ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავხდეთ Youtube-ს პარტნიორი.

შემდეგ საჭიროა გვქონდეს Google adsense, რომელიც მიებმევა Youtube-ს Channel-ს. ვისაც არ გაქვთ Google adsense დარეგისტრირდით ამ ლინკით


Google adsense - ზე თქვენ ხედავთ თქვენი არხის შემოსავლის დეტალურ სტატისტიკას. აქვე ირჩევთ გადახდის მეთოდს: ჩეკით, ელექტრონული გადარიცხვით (EFT) ან Western Union -ის მეშვეობით. გირჩევთ აირჩიოთ Western Union. 10 ევრომდე თანხის დაანგარიშების შემდეგ, რამდენიმე დღეში გეგზავნებათ პინ კოდი რომელიც მოვა დაახლოებით 2-4 კვირის ვადაში. თუმცა არის შემთხვევები როდესაც იგვიანებს (გააჩნია თქვენ ადგილმდებარეობას).
[ყურადღება: გუგლი ამ თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე გამომუშავებულ თანხას ანგაროშობს შემდეგი თვის 11-12 რიცხვებში. შესაბამისად, თქვენ ამ თვეში უნდა მოასწროთ 10 ევროზე ასვლა, რომ შემდეგ თვეში დაანგარიშებისას გამოგეგზავნოთ პინკოდი.. თუკი თქვენ 10 ევრო შეგისრულდათ შემდეგი თვის დასაწყისში (ან უბრალოდ შემდეგი თვის ბოლო რიცხვამდე), ამ შემთხვევაში პინკოდის გამოგზავნა გადაიწევს კიდევ ერთი თვით...]

მინიმალური გამოსატანი თანხა არის 70 ევრო.

ჩამოსულ პინკოდს თუ 21 რიცხვის მერე შეიყვანთ,თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი მომდევნო თვის ბოლომდე.
როგორც კი პინს შეიყვანთ,მეორე დღეს თანხა დაირიცხება.

საგადასახადო ინფორმაციაში თქვენი მისამართი შეიყვანეთ ქართველი ფოსტალიონისთვის გასაგებ ენაზე ინგლისური შრიფტით (yazbegis gamziri nomeri 24, 2 sadarbazo, bina # 15 an dolidzis qucha # 77 და ა.შ). ასევე უნდა მიუთითო თქვენი საფოსტო კოდი. თუ არ იცით, მაშინ დარეკეთ საინფორმაციო ცენტრში 118-08 და გეტყვიან. საიტზე პინ კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ უკვე მზად ხართ აიღოთ შემოსავალი. შემოსავლის დაანგარიშება ხდება 15 რიცხვამდე, ხოლო თანხის ჩარიცხვა მომდევნო რამოდენიმე დღის მანძილზე. ვესტერნზე გადმორიცხვის შემთხვევაში თანხის აღება ჯობია რიკო კრედიტის მეშვეობით.

კარგი შედეგის მისაღებად საჭიროა გვქონდეს უნიკალური კონტენტი, ვიდეო უნდა იყოს ან ჩვენი გაკეთებული ან ჩვენი გადაღებული.

საჭირო წესები:
1. რაც მთავარია ვიდეო არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. (თუ გადაწყვეტთ ვიდეო გაკვეთილის გადაღებას სასურველია მიუთითოთ თქვენი ჩანელის ლინკი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია არ მოგცეთ მონეტიზაცია)
2. არ შეიძლება ისეთი სიმღერის. მუსიკის გამოყენება რომელიც არ შეესაბამება იუთუბის წესებს. (Youtube-ს აქვს თავის სიმღერები, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ ამოარჩიოთ რომელიმე და დაადოთ თქვენს ვიდეოს, სხვა შემთხვევაში არ მოგცემთ მონეტიზაციას)
3. არ აიძულოთ ხალხი რომ ვიდეოზე გამოჩენილ რეკლამას დააწკაპოს თანხის მომატების მიზნით, რადგან არაა გამორიცხული რომ Google Adsense-მა ამისთვის დაგბლოკოთ.
4. ასევე არ გაავრცელოთ სპამები!
5.არანაირი 18+ კონტენტი!
6. თეგების ველში მიუთითეთ ვიდეოს თემატიკასთან მაქსიმალურად რელევანტური (შესაბამისი) თეგები.

როგორ უნდა მოვიქცეთ ჩანელის დახურვის დროს:

თუკი ჩანელი დაგიხურეს სპამის გავრცელებისთვის ან საავტორო უფლებების დარღვევისთვის, შეგიძლიათ გააპროტესტოთ და გაუგზავნოთ იუთუბს შემდეგი ტექსტები:
1. (საავტორო უფლებების დარღვევისას, სტრაიკის მოსვლის შემთხვევაში)

Hello I ask you to consider the complaint on my channel (ჩანელის სახელი), I do not have violated your copyright, video containing only the desired information in the description, please restore the channel I will correct their mistakes I swear. I swear, under penalty of perjury, that I have a good faith belief that the material was removed or disabled as a result of a mistake or misidentification of the material to be removed or disabled. My channel is closed for only one comunity guidlines strike. chek it pleaze and help me. Please restore my channel i will correct my mistakes.
I confirm I have world wide commercial distribution rights for my video, which was made by myself using material under Creative Commons (CC BY) License from YouTube's own Creative Commons library...Please restore my suspended channel. with respect (სახელი, გვარი)


2. (სპამის გავრცელებისათვის, მოსული სტრაიკისთვის)

Hello My Youtube Channel ( ჩენელის ლინკი ) Has Recently Been Suspended '' Due to multiple or severe violations of youtube's policy against spam , gaming , misleading content , or other terms of service violations '' i believe i have not violated these policies . i've never used spam or tags in my description , irrelevant tags or titles , or any other methods in attempt to cheat the system , mislead or offend my viewers . i believe the flagging of my videos was not legitimate , it was most likely meant to cause problems for me and my channel . I work hard to produce content daily and i love what I do , just as i care about my audience . I'd like to ask you to review my videos once more and reinstate my channel if the flags against them appear to be false .

thank you for your time and i'm looking forward to your response
Best Regards
- სახელი,გვარი ( ჩენელის სახელი )

ამ ტექსტებს ვაგზავნით შემდეგ ლინკზე https://goo.gl/RnL9BV

ან აქ

თუ თქვენ გინდათ რომ ახალი არხი მიაბათ თქვენს არსებულ Adsenseს მიჰყევით ინსტრუქციას:

1.შედიხართ თქვენს ადსენსის ანგარიშზე.
2.ნახულობთ Settings
3.Acces and authorization
4.ჩაწერთ იმ ემაილს,რომელზეც გინდათ რომ მიებას არხი. და დააჭერთ Invite.

ახალბედების საყურადღებოდ! თვალი
გადაავლეთ წინა თემას!!! ძალიან ბევრ და ვრცელ ინფოს ნახავთ რომელიც ძალიან გამოგადგებათ. გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას!

წინა თემის ლინკი
ფულის შოვნა, YouTube-ს საშუალებით

წინა თემის ტოპ 10 მპოსტავი იუზერი

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წარმატებები!

This post has been edited by GooDxGaMeR on 22 Feb 2017, 20:14


--------------------
:user:
gon1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1863
წევრი No.: 201795
რეგისტრ.: 2-May 15

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:16  #49992601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iosebovich
მე შენ გეტყვი ეს თემა ჩემთვის და შენთვის წარმატებული იქნება biggrin.gif
მთავარია არ გავჩერდეთ


--------------------
Good Girls go to Heaven Bad girls go to Valhalla with Ragnar
Plat_7
Foxy Grandpa


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4041
წევრი No.: 117710
რეგისტრ.: 27-June 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:29  #49992705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
Turex
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1684
წევრი No.: 185660
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:34  #49992745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ






---------------------------------------
GooDxGaMeR
ცუგ მა დიქ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8207
წევრი No.: 116439
რეგისტრ.: 31-May 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:38  #49992774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ფიქსირ - წარმატებულ თემას გისურვებთ yes.gif
თალიბანი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 796
წევრი No.: 197647
რეგისტრ.: 6-February 15

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:40  #49992800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქსირ

ასჯერ მეტი გეშოვოთ მომავალი თვიდან


--------------------
მე არ ვარ ქოცი და არც ვარ ნაცი,
დედა კი #####ან ორივეს, ბრატცი

არასდროს არაფერი არ გვეშველება - https://www.youtube.com/watch?v=uvCpnw3eQOQ

we are what we repeatedly do. excellence is therefore not an act but a habit - Aristotle
K1CK3R
City Dweller ( ენით გურული )


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9354
წევრი No.: 61105
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 20:53  #49992901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
მოდი დავფიქსირდები აქაც , ახალი თემიდან მეც შემოგიერთდებით


--------------------
ხეებზე დაძვრებოდნენ, როცა ჩვენთან ვეფხისტყაოსანი იწერებოდა! ევროპაა ახლა ჩვენთვის საზომი?
ღმერთო დამიფარე მეგობრის ღალატისგან , მტერს თავადაც გავუმკლავდები
Quitting WoW is Easy, I've Done It Hundreds of Times
All Rights reserved
banana001
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 205997
რეგისტრ.: 4-August 15

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:07  #49993004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ, 2 ახალი არხი და 2 საკუთარი კონტენტი, შედეგი უნდა დაიდოს სანამ ეს თემა 100 გვერდამდე ავა biggrin.gif

წარმატებები ყველას
dato444
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 257
წევრი No.: 220067
რეგისტრ.: 18-June 16

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:26  #49993145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს მაგთიში მივედი აიის გამოსაცვლელად და ოპერატორმა ამ ბოლო დროს ამ აიპებს ძაან ბევრი ცვლისო და რატოო?
ახალი აიპით ტელეფონით რო ავტვირთო ვიდეოები ეტა კიდე დამბლოკავენ?

ყველასთვის წარმატებული ყოფილიყოს ეს თემა, და დიდი კუშები მოგეხსნად.
luckboy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1521
წევრი No.: 144252
რეგისტრ.: 12-March 12

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:35  #49993204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოიცა აიპი რატომ უნდა გამოცვალოთ. მგონი ბრაუზერების გაწმენდა არ ეყოფა? მე ორი კომპი მაქ სახლში, ერთიდან შევდიოდი 3 არხზე, მეორედან 2 არხზე. სხვადასხვებზე. კაროჩე ერთ კომპზე სამივეზე დამბლოკოეს, გავხსნი კიდევ ერთი კიდევ წამიშალეს. მეორე კომზე კიდე იმ ორს არ ეხებიან, აიპი იგივე ორივეიზე. ზნაჩით კომპიიუტერის მიხედვით წაშალეს.


--------------------
მიეცით ადამიანს ყველაფერი, რაც სურს, და მაშინვე იგრძნობს, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის ყველაფერი!
Facepalm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 169564
რეგისტრ.: 29-June 13

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:37  #49993214      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Fix


დავიწყე ერთ ნიშაში ვიდეოების გამოშვება.
ვიდეოს ვიღებ მე და არ ვიპარავ არავისაგან, ამიტომ მინდა რეალიზება გავუწიო პროდუქტს და რას მირჩევთ ნახვების / საბების ყიდვა კარგი აზრია?

და თუ კი ვინ ყიდით , რამდენად?
iosebovich
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5173
წევრი No.: 128990
რეგისტრ.: 20-March 11

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:52  #49993326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ახალ თემაში და წარმატება და სერიოზული შემოსავალი ყველას smile.gif თორე მე კი ვარ პროლეტარი აღარც არხები აღარც ცხენები biggrin.gif

gon1
შენ პირს შაქარი smile.gif მარა ჯერ ვერ დავიწყე ახლიდან . ვერ მოვხვდი სხვის კომპთან ....
GooDxGaMeR
ცუგ მა დიქ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8207
წევრი No.: 116439
რეგისტრ.: 31-May 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:53  #49993332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
dato444

აიპები არაფერ შუაშია - როდესაც სისტემატიურად ერთი და იმავე კომპიდან შედიხარ შავ არხზე რომელსაც დაგიბლოკავენ მიაყოლებენ იმ არხებსაც რომლებზეც ანალოგიური სიტუაცია გქონდა

აი მაგალითად მე რომ შენი კომპიდან ჩემი არხი შევამოწმო ერთხელ ამით არაფერი დაშავდება აი სისტემატიურად კიდე 50/50 ზეა შეიძლება მეც დავიბლოკო .

-
აიპი არ შეყავთ შავ სიაში , შავ სიაში ხვდება მაკ ადრესი შენი კომპიუტერის იდენტიფიკაციის საშუალება - ეს რა არის ან როგორ შეცვალოთ დაგუგლეთ - What is Mac Adress - How to Change Mac Adress

Facepalm


QUOTE
დავიწყე ერთ ნიშაში ვიდეოების გამოშვება.
ვიდეოს ვიღებ მე და არ ვიპარავ არავისაგან, ამიტომ მინდა რეალიზება გავუწიო პროდუქტს და რას მირჩევთ ნახვების / საბების ყიდვა კარგი აზრია?

და თუ კი ვინ ყიდით , რამდენად?


ყველაფერი ედვორდის რეკლამის გარდა არის ბლეფი რაც კი იყიდება არასოდეს მსგავსი სერვისი ვიდეოს დასარანკად არ გამოგადგება ( არ ვგულისხმობ პირად რესუსრებს სოციალური, თუ სხვადასხვა მედია სტრიმინგ საიტებიდან, რომლებსაც დარწმუნებული ვარ არავინ არ მოგყიდის)
luckboy
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1521
წევრი No.: 144252
რეგისტრ.: 12-March 12

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:54  #49993335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (iosebovich @ 22 Feb 2017, 21:52 )
ფიქსირ ახალ თემაში და წარმატება და სერიოზული შემოსავალი ყველას smile.gif თორე მე კი ვარ პროლეტარი აღარც არხები აღარც ცხენები biggrin.gif

gon1
შენ პირს შაქარი smile.gif მარა ჯერ ვერ დავიწყე ახლიდან . ვერ მოვხვდი სხვის კომპთან ....

სხვისი კომპი რად გინდა, გაწმინდე ბრაუზერები და გააკეთე ახალი არხი.
Milyyy
კრისტალე ლაიქე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3008
წევრი No.: 121920
რეგისტრ.: 2-October 10

გამოგზავნილია: 22 Feb 2017, 21:58  #49993383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სრული უაზრობაა ეს აიპის გამოცვლა და მაგაზე უაზრობა მაკ ადრესი

ხალხს ბლოკავს იუთუბი და უკვე არ იცის რა ქნან

და ადრე რატო არ იყო საჭირო იპის შეცვლა ? drug.gif
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
2 წევრი: ShoTk1na, CosmicCitizen
Topic Options Pages: (74) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]