#53641360 · 22 Oct 2018, 22:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ვინც გარკვეული ხართ იქნებ დამეხმაროთ:
მშენებარეში მაინტერესებს ბინის ყიდვა. არის 2 ბლოკი, ა ბლოკი არის დასრულებული, ჩაბარებულია და განშლაც გაკეთებული, ბინებიც გაყიდული. დროულად ჩაბარდა, დარღვევის გარეშე. ბ ბლოკის კარკასი მიყვანილია ბოლომდე, მიმდინარეობს მოჭიმული იატაკის მოწყობა და მოპირკეთებითი სამუშაოები, ბარდრება დეკემბერში და რისკი იმისა, რომ არ დასრულდება, ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან შიდა ტიხრებიც კი ამოყვანილია. თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ბ ბლოკის განშლა გაკეთებული (3 კვირაში გაკეთდებაო ასე მითხრეს კომპანიაში). მიწა არის კომპანიის საკუთრებაში, თუმცა ეს კომპანია ფინანსდება საქართველოს ბანკისგან და აქვს კრედიტი, უზრუნველყოფაში ჩადებულია თვითონ მიწა და შენობა-ნაგებობები.
პირველ რიგში, მაინტერესებს რატომ შეიძლება აქამდე არ გაეკეთებინა განშლა დეველოპერს? ანუ, ამით თავს იზღვევენ რომ განშლის წინასწარ რეგისტრაციას და ჩაბარებას შორის სხვაობა არ იყოს და ურჩევნიათ რომ უკვე დასრულებულზე გააკეთონ განშლა? მიზეზი თუ იცით იქნებ დამეხმაროთ. რაც შეეხება რისკს, ვიცი რისკები და სანამ განშლა არ გაკეთდება შეძენის საკითხს არც განვიხილავ.
მეორე, მანტერესებს იპოთეკით როცა არის მთლიანი მიწის ნაკვეთი დატვირთული, როგორ იმოქმედებს ეს ჩემს ბინაზე? ანუ, ავტომატურად გავრცელდება იპოთეკა ჩემს ბინაზეც? რა უნდა გავითვალისწინო ამ დროს და რა უნდა მოვითხოვო რომ გაწერონ ხელშეკრულებაში და გააკეთონ?
სხვა დამატებითი რჩევებიც თუ გექნებათ, ძალიან დამეხმარებით.
პ.ს. ვინც ძალიან კეთლია და გადამოწმებაშიც დამეხმარება, ეს არის საკადასტრო კოდი: 01.11.12.018.021
წინასწარ მადლბა დახმარებისთვის
|