dato_datoრაც ეს დამემართა მის მერე მაქსიმალრუად ვსწავლობ რო იტყვიან ამ პრობლემას, რა არის რატომ არის და ასე შემდეგ.
როგორც არ უნდა მივუდგეთ ძირითადში მაინც არასწორი ცხოვრების წესია ამის გამომწვევი მიზეზი.
1. უმოძრაო ცხოვრების წესი, ოფისში თუ ისე სადმე როდესაც სულ ზის ადამიანი გაუტოკებლად მთელი დღე. თან თუ კი ეს ცუდ სკამზე ხდება კიდევ დამატებითი ფაქტორი რომ გამოიწვიოს, არა და დღეს საქართველოს ოფისების 90% ცუდ სკამებზე ზიან, ძირითადში უმფროსობის მოჟმოტვის გამო.
ამ დროს ხერხემლის გარშემო არსებული კუნთები დუნდებიან, საკვებით აღარ მარაგდებიან შედეგად იწვევენ მალთაშორისების დეგრადაციასაც, რის გამოც მერე მალთაშორისები იწყებენ დაშლას. დანარჩენს კიდევ გრავიტაცია აკეთებს, სხეულის დაწოლა ისედაც ძლიერია მალთაშორისზე იმის გამო რომ კუნთები მოდუნებულია, ამ დროს კიდე დეგრადირებული ფიბროზაც გაქვს, შედეგად პულპოზა გამოდის გარეთ.
2. ტრამვები ავარიების, ჩამოვარდნის ან ცუდად დაცემის ან რა ვიცი კიდე უამრავი რამის გამო
3. ზედმეტი სიმძIმეების თრევის გამო, თანაც მოუთელავ კუნთებზე.
ნებისმიერ შემთხვევაში გარდა ავარიებისა ან ძალადობრივად მიღეული ტრამვებისა, ამ პრობლემის გამომწვევი მაინც არასწორი კვებაცაა. ჩვენი სხეულისთვის ყველაზე საჭირო ნივთიერება არის ცილა, რომელიც მხოლოდ ხორცეულსა და რძის პროდუქტებშია შედარებით უხვად, დანარჩენი მცენარეული იშვიათი თუა რომელიც ცილებს საკმაო ოდენობით მოიცავს.
თუ გადახედავ ჩვენს ტრადიციულ (რასაც უკვე ქვია ტრადიციული) სუფრას ნახავ რომ ძირითადში ნახშირწყლებით ვიკვებებით, ხორცი თუ გვაქვს ისიც ნახშირწყლებით გაჯერებული კერძის ნაწილია ხოლმე რის გამოც მისი ცილოვანი ღირებულება საკმაოდ ვარდება, თანაც ყველა შემჯდრები ვართ შაქარზე. ამის გამო სხეული მუდმივად განიცდის ცილოვან შიმშილს. თვით მოძრავი ადამიანებიც კი როდესაც ეწყებათ მალთაშორისების დეგრადაცია, ძირითადი გამომწვევი მიზეზი დატვირთვების შესაბამისი საკვების არარსებობაა ხოლმე. ამ დროს წარმოიდგინე ოფისში მომუშავე ხალხი. სულ უმოძრაოდ მჯდომები, რომლებიც ე.წ. პალუჩკაზე სადმე სუფრაზე სკდებიან ალკოჰოლით პლიუს ცხიმიანი საკვებით. ტორტებით და რამე. თან ამავ დროს აქა იქა მაინც უწევთ სიმძიმეების აწევა.
ამის განკურნება თუ უნდა ადამიანს, უნდა იცხოვროს წესივრად რამდენადაც შესაძლებელია მისთვის. ეს კიდე ნიშნავს დაბალანსებულ კვებას და სწორად მოძრაობებს.
ერთად ერთი ვარიანტი ამის გამოჯანსაღების მე პირადად ვარჯიშები მგონია, რომელსაც დაეატება დამატებითი ფიზიოთერაპიებიც.
ვარჯიშების დროს, როცას წორად და თანაბრად იტვირთება ხერხემლის გარშემო კუნთები, საკვები ნივთიერებებიმიეწოდება ძვლებსაც და მალთაშორისებსაც.
გაჭიმვების შესრულების დროს, პულპოზა შედის თავის ადგილზე. თვით ბუბნოვსკიში ვარჯიშის დროსაც კი, როდსაც გამჭიმავ ვარჯიშებს აკეტებ, მანდაც შედის უკან პულპოზა, იმიტომ რომ ეგ არის ჟელესებრი ნივთიერება, რომლის 80% წყალია. უბრალოდ საქმე იმაშია რომ ის ფიბროზა დარღვეულია და როგორც კი ფეხზე დგები უკანვე გამოდის. ხშირივ არჯIშების დროსკიდევ როდესაც საკვებით კარგად მოამარაგებ ამ მალთაშორისს, ეგ ფიბროზა იწყებს აღდგენას, ყველანაირ ორგანოს აქვს რეგენერაციის უნარი, მათ შორის ფიბროზასაც, უბრალოდ განსხვავებით გაჭრილი თითისა, ამ ფიბროზას დიდი ხანი უნდა. შესაძლოა წლებიც კი დაიჭირვოს, მაგრამ მაინც აღდგენადია. მთელი ფილოსოფია კიდე განვმეორდები და მის გამოკვებაშია, თუ გამოკვებავ წესივრად. ის დაიწყებს რეგენერაციას.
მასაჟებს რაც შეეხება, უბრალო მასაჟით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. მაგრამ სპეციფიკური მასაჟებიც არის რომლის მეშვეობითაც ადგილ წანაცვლებული მალების უკან დაბრუნებაა შესაძლებელი. ზოგიერთ შემთხვევას უბრალო გაჭიმვებიც შველის, აქ ადრე მეირამის ხისბალიშზე იყო საუბრები, ზოგს მოეწონა ზოგს არა, იმიტომრომ ერტიდა იგივე ზომის ბალიშაზე გვაქვს საუბარი. ამ დროს კიდე საჭიროა ინდივიდუალურად ადამიანისთვის შეირჩეს ლარდოზის რადიუსი. პლიუს ამას საჭიროა არა მარტო ერთი კონკრეტულირ ადიუსის შერჩევა, ჩემიაზრით საჭიროა მთელი თერაპიის შექმნა ამ მიმართულებით, ანუ ცვლადი რადიუსის ბალიშა უნდა გაკეთდეს და ორთოპედი უნდა უნიშნავდეს პაციენტს რა დროს რა რადიუსზე დადოს წელი. ეგეთი ბალიშას გაკეთება პრობლემა არაა. მთავარი თავად პროცედურის ჩამოყალიბებაა.
ერთი რადიუსის დროს ზოგს დიდი წელი რომ აქვს და ზოგს პატარა არ შველით. ან არც ისე კარგ ეფექტს იძლევა. ამიტომაც ხალხს იმედი გაუცუდდა მაგ განხრით.
დღეს მედიცინის აკადემიური მიმდინარეობა ჩაციკლულია ყასბობაზე. გაჭერი გაკერე. მეტი არ იციან, პლიუს ძვირად ღირებულია, ალტერნატიული მეთოდები არ მიიღება.
არა და ფაქტია არ შველის, უამრავი ადამიანი გავიცანი რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, მე ერთიც ვერ ვნახე რომ ამ ოპერაციით კმაყოფილი იყოს, ან დროებით გაუქრათ ტკივილები და მერე ორმაგად ან სამმაგად შემოუბრუნდათ, ან არც არაფერი გაქრობიათ, რაც ოპერაციამდე ჭირდათ იგივე ჭირთ ახლაც. მაგალIთად ჩემი დეიდაშვილი, რომელსაც ყველაფერთან ერთად მენინგიტიც დამართეს ოპერაციის დროს და კინაღამ მოკვდა. თან ჩუტკერასთან!!!
ასე რომ, ჩემი რჩევაა ყველასთვის. ან პრევენციებისმ იზნით ივარჯიშეთ სწორად და ნუ მიიყვანთ საქმეს აქამდე, ან თუ უკვე გჭირთ შეეცადეთ ვარჯიშებით იმკურნალოთ, დამიჯერეთ შველის. გინდაც ის დილა საღამოს ვარჯიშიც რომაკეთოთ რასაც ბუბნოვსკიში ავალებენ ხალხს ან გინდაც ინტერნეტშირაც ოხრად დევს, ეგეც კი საკმარისია რომ გაუსაძლის ტკივილამდე არ მიგივიდეთ საქმე.
დავით მე მარტო შენკ ია რ დაგიწერე ეს ლექცია
შენიცი ესენი, ყველასთვის დავწერე..
ისე რამხელა გამოვიდა ტო