RedSpecial_პნევმატური იარაღი - იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს შეკუმშული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დაზიანებისათვის;
ამონარიდი კანომდებლობიდან იარაღის შესახებ:
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
მუხლი 19. იარაღის შეძენა.............
ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.
ესეც ნახე:
http://saagento.security.gov.ge/index.php?...=137&Itemid=161პნევმატური იარაღის ტარებას კანონი კრძალავს?
პნევმატური იარაღის ტარებას კანონი კრძალავს?პ.ს. ნეტში მოძიებული მონაცემებია, ნახე თუ გამოგადგება. არ ვარ კომპეტენტური ამ ამბავში, მეც მაინტერესებს ისე