Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > RAID სისტემა


Posted by: wholets 4 Nov 2019, 15:30
მოკლედ ესეთი სიტუაციაა,

ჩემმა ახლობელმა მთხოვა ოფისში მოდი და ერთერთ კომპიუტერს უშველეო, ჭედავსო.
მივედი ადგილზე და ადგილზე დამხვდა ჩვეულებრივი მაზერბორდი რომელზეც იყო დამონტაჟებული რეიდ სისტემა, ვინდოუსი იყო ზედ აწეული.

რეიდ სისტემა შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან:
4 ცალი SAS 300GB დისკი
2 ცალი HDD 500GB დისკი

მე გადავწყვიტე (არვიცი რატო ალბათ უცოდნირობის გამო) რომ HDD-ები ასრულებდნენ C-ს და D-ს როლს და SAS-ები იყო ბექაფისთვის. ამიტომ ამოვაერთე HDD-ები სისტემიდან, რეიდის PCI-იც ამოვაგდე და გავუშვი პირდაპირ 2 HDD-ი დაერთებული პირდაპირ მაზერზე. აღმოჩნდა რომ ეს ორი HDD-ი ერთმანეთის კლონი ყოფილა. ორივე იყო C-დისკი იდენტური ფაილებით.

საქმე იმაშია რომ ამ კომპიუტერზე იყო C და D დისკი. D-დისკზე ინახებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელსაც ვერსად ვერ ვპოულობ. დავაერთე ეს რეიდი თავიდან ყველაფერი გავუშვი მაგრამ მაინც არ გამოდის არაფერი... არ ჩანს D - დისკზე ინფორმაცია.

იქნებ დამეხმაროთ ან ვინმე სპეციალისტი მირჩიოთ ვისთანაც მივიტან ამ 4 ცალ SAS-ს დისკს სისტემასთან ერთად და ინფორმაციის აღდგენაში დამეხმარება.


პ.ს ალბათ იკითხავთ რას ერჩოდი რატო დაუშალე რეიდ სერვერიო. იდეაში იმიტო დავშალე რომ ეს კომპიუტერი არის გრაფიკული დიზაინერის და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროგრამაში. და იმის გამო რომ თავის დროზე არასწორად იყიდა რეიდ სერვერიანი კომპიუტერი ნელა მუშოაბდა სხვადასხვა პროგრამები.

Posted by: URAN238 4 Nov 2019, 15:54
QUOTE
4 ცალი SAS 300GB დისკი
2 ცალი HDD 500GB დისკი

ჯერ გასარკვევია რა ტიპის რეიდები იყო აწეული. ამას ბიოსში ნახავ.
რომელ რეიდზე იყო D დისკი განთავსებული?
SAS რეიდ კონტროლერი ინტეგრირებულია? ცალკე პლატა თუ არის შეამოწმე კარგად თუ ზის სლოტში.
ყველა ვინჩესტერი არის წესრიგში? სავარაუდოდ იმ 4 SAS ვინჩესტერიდან რეიდ 5 იყო აწეული და 2 ვინჩესტერიც რომც დაზიანდეს ინფორმაციას არაფერი უნდა მოსვლოდა.

QUOTE
ერთერთ კომპიუტერს უშველეო, ჭედავსო.

რეიდ სისტემაში რამე ხარვეზი როცა არის, მაგალითად დენი თუ გაითიშა და UPS არ გიყენია ან დაჯდა, ან რომელიმე ვინჩესტერი თუ გამოვიდა მწყობრიდან, ამ დროს სისტემა იწყებს რეიდის რებილდს და ამის გამო კომპიუტერი იქნება შენელებული.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)