forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> RAID სისტემა, მჭირდება დახმარება
wholets
-WHOLETS-


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 240
წევრი No.: 139628
რეგისტრ.: 28-November 11

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 15:30  #55444354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim
მოკლედ ესეთი სიტუაციაა,

ჩემმა ახლობელმა მთხოვა ოფისში მოდი და ერთერთ კომპიუტერს უშველეო, ჭედავსო.
მივედი ადგილზე და ადგილზე დამხვდა ჩვეულებრივი მაზერბორდი რომელზეც იყო დამონტაჟებული რეიდ სისტემა, ვინდოუსი იყო ზედ აწეული.

რეიდ სისტემა შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან:
4 ცალი SAS 300GB დისკი
2 ცალი HDD 500GB დისკი

მე გადავწყვიტე (არვიცი რატო ალბათ უცოდნირობის გამო) რომ HDD-ები ასრულებდნენ C-ს და D-ს როლს და SAS-ები იყო ბექაფისთვის. ამიტომ ამოვაერთე HDD-ები სისტემიდან, რეიდის PCI-იც ამოვაგდე და გავუშვი პირდაპირ 2 HDD-ი დაერთებული პირდაპირ მაზერზე. აღმოჩნდა რომ ეს ორი HDD-ი ერთმანეთის კლონი ყოფილა. ორივე იყო C-დისკი იდენტური ფაილებით.

საქმე იმაშია რომ ამ კომპიუტერზე იყო C და D დისკი. D-დისკზე ინახებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელსაც ვერსად ვერ ვპოულობ. დავაერთე ეს რეიდი თავიდან ყველაფერი გავუშვი მაგრამ მაინც არ გამოდის არაფერი... არ ჩანს D - დისკზე ინფორმაცია.

იქნებ დამეხმაროთ ან ვინმე სპეციალისტი მირჩიოთ ვისთანაც მივიტან ამ 4 ცალ SAS-ს დისკს სისტემასთან ერთად და ინფორმაციის აღდგენაში დამეხმარება.


პ.ს ალბათ იკითხავთ რას ერჩოდი რატო დაუშალე რეიდ სერვერიო. იდეაში იმიტო დავშალე რომ ეს კომპიუტერი არის გრაფიკული დიზაინერის და აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროგრამაში. და იმის გამო რომ თავის დროზე არასწორად იყიდა რეიდ სერვერიანი კომპიუტერი ნელა მუშოაბდა სხვადასხვა პროგრამები.


--------------------
CPU: xXx
MB: xXx
HDD: TOSHIBA 500GB + SAMSUNG 500GB
GPU: xXx
RAM: Kingston 1x4GB 1600mhz
PSU: xXx
CASE: SST-PM01WA-W
FANS: 3x140mm + 4x120mm Corsair Blue AF
URAN238
SEXY Member :D


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5694
წევრი No.: 6943
რეგისტრ.: 21-October 04

გამოგზავნილია: 4 Nov 2019, 15:54  #55444441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
4 ცალი SAS 300GB დისკი
2 ცალი HDD 500GB დისკი

ჯერ გასარკვევია რა ტიპის რეიდები იყო აწეული. ამას ბიოსში ნახავ.
რომელ რეიდზე იყო D დისკი განთავსებული?
SAS რეიდ კონტროლერი ინტეგრირებულია? ცალკე პლატა თუ არის შეამოწმე კარგად თუ ზის სლოტში.
ყველა ვინჩესტერი არის წესრიგში? სავარაუდოდ იმ 4 SAS ვინჩესტერიდან რეიდ 5 იყო აწეული და 2 ვინჩესტერიც რომც დაზიანდეს ინფორმაციას არაფერი უნდა მოსვლოდა.

QUOTE
ერთერთ კომპიუტერს უშველეო, ჭედავსო.

რეიდ სისტემაში რამე ხარვეზი როცა არის, მაგალითად დენი თუ გაითიშა და UPS არ გიყენია ან დაჯდა, ან რომელიმე ვინჩესტერი თუ გამოვიდა მწყობრიდან, ამ დროს სისტემა იწყებს რეიდის რებილდს და ამის გამო კომპიუტერი იქნება შენელებული.


--------------------
Qualcomm® Snapdragon 821 @ 2,35 GHz
LGE LG-H870S
4Gb LPDDR4
32Gb UFS 2.0
Qualcomm® Adreno 530
IPS QuadHD+ Dolby Vision, HDR10
32bit Hi-Fi Quad Sabre ESS ES9218+
Android 8.0 + UX 6.0
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0163 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]