მეც დავწერ ჩემ გამოცდილებას
გლანდების ოპერაცია გავიკეთე მაისში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში ზაზა ხუციშვილთან. ასაკი 30 წელი. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდგომ ტკივილები მქონდა მაგრამ 1 ნიმესილი მიყუჩებდა ისეთი აუტანელი არ იყო. მე-8 მე-9 დღეს უფრო მეტად ამტკივდა, ყურებზეც გადავიდა და ამ ორ დღეს 2-2 ნიმესილი დავლიე, მე-9 დღეს საღამოს დამეწყო სისხლდენა და წავედი საავადმყოფოში, მომიწვეს, იმ დღეს დამტოვეს და დილით გამომიშვეს. ამ დღის შემდეგ აღარ დამილევია ტკივილგამაყუჩებელი და ჩვეულებრივად მიდიოდა მოშუშების პროცესი.
საერთო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვარ ექიმით, ამ თვეში ძგიდის და ნიჟარების ოპერაციასაც მასთან ვგეგმავ.
სისხლდენა ბევრ რამეს შეიძლება გამოეწვია, ასაკი, ჭარბი გამაყუჩებელი, მეექვსე დღეს თავი დავიბანე (რაც არ შეიძლება), მერვე დღეს გასული ვიყავი მაღაზიშიც ფეხით შორ მანძილზე, მე-9 დღესაც ბევრს ვმოძრაობდი, ამიტომ ცუდად გაკეთებულ ოპერაციას ვერ დავაბრალებ სისხლდენას
არც ისე სასიამოვნოა რეაბილიტაციის პროცესი მაგრამ ისეთი საშინელებაც არაა როგორც წარმომედგინა.