Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ხ ა ჭ ა პ უ რ ი


Posted by: masai11 4 Oct 2019, 10:28
ვაგრძლებთ თემების გახსნას 3ხ-ს სერიიდან (ხხხ - ხაში, ხაჭაპური, ....)

რამეთუ ერთი შეხედვით ამ, ძალიან ჩვეულულებრივმა და ტრივილაურმა, გემრიელმა და საყვარელმა, მშობლურმა და ეროვნულმა ხაჭაპურმა,ამ ბოლო დროს მისთვის არაბუნებრივი განზომილებები (გენდერული და პოლიტიკური) შეიძინა, შევეცადოთ წესრიგის აღგდენას და ხაჭაპურისთვის მისი ბუნებრივი ადილის დაბრუინებას smile.gif

აბა ვთქვათ სად ცხვება ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს თბილისში, საქართველოში.
(მაი ცქიტიშვილის კუხნის გარდა smile.gif )

სახაჭაპურე №1 - ის ხაჭაპურები მოგწონთ?
მე არც ისე.

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 10:29
ზესტაფონში ცხვება კაი ხაჭაპურები .

Posted by: BeerLover 4 Oct 2019, 10:38
კახელებში




ოცდააააააააააააათი

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 10:43
BeerLover
დედოფალი დარეჯანი ? biggrin.gif

Posted by: masai11 4 Oct 2019, 11:02
QUOTE (მამაო ენუქი @ 4 Oct 2019, 10:29 )
ზესტაფონში ცხვება კაი ხაჭაპურები .

სადა, კონკრეტნად.

ალიბაბას ხაშის მიდამომებში?

Posted by: iosebovich 4 Oct 2019, 11:02
კახელები და ხაჭაპური ? ჯერ ჩამოვყლიბდეთ. აჭარულ ხაჭაპურზე არის თემა. შესაბამისად აქ განვიხილოთ იმერული, მეგრული, ლაზური , გურული და ფენოვანი. ფენოვანი კახელებში 3.80 ღირს და მართლა ძალიან კარგია. მარა ისე აპატარავებენ რა დარჩება მე არ ვიცი ბოლოში. მეგრულს ბევრგან კარგს აკეთEბენ რესტორნებში. ჭაშნაგირს ჰქონდა ძალიან კარგი ეხლა არ ვიცი. იმერული ონიაშვილზე და კერიასაც არაუშავდა. ყველა 10 ლარს გადაცდა უკვე და 15 ლარს უახლოვდება ყველგან 6 ნაჭრიანი მეგრულიც და იმერულიც.

Posted by: masai11 4 Oct 2019, 11:07
QUOTE (BeerLover @ 4 Oct 2019, 10:38 )
კახელებში




ოცდააააააააააააათი

დადიანში რომ მეგრული ხაჭაპურია, მაგას ჯობია?

კხელებეში ხაჭაპურის შეკვეთა არ მომსვლია აზრად. ჯერ. smile.gif

* * *
iosebovich

მოდი ყველაფერი გავიხილოთ რასაც ხაჭაპური ქვია.

მე პირადად კარგ ხაჭშაპურს ვეძახი ხაჭაპურს, რომელიც ცხლად ხომ კარგია და რომ გაცივდება მაშინაც რბილი ცომი აქვს.
ონიაშვილის ხაჭაპური რომ გაცივედბა მერე .... ნწ.
ასვევ კარეას ხაჭაპურიც.

Posted by: BeerLover 4 Oct 2019, 11:23
მამაო ენუქი

კი ეგ, ძაან მაგარია biggrin.gif

masai11

ჯობია

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 11:28
masai11
ესე კონკრეტულად არ ვიცი, ყავების ქუჩა რომაა მანდ ვიზუალურად ვცნობ, ფენოვანები აქვთ ძალიან გემრიელი.

ისე თბილისში ბევრგან იჭმევა კაი ხაჭაპური რესტორნებში.

Posted by: Trump 4 Oct 2019, 11:41
პური გულიანში ვჭამე კარგი აჭარული ხაჭაპური.
მთავარი მაინც თონე მგონია დანარჩნი ტექნიკის ამბავია

Posted by: <<Innamorata>> 4 Oct 2019, 16:06
მამაო ენუქი
მართლა რა გემრიელი ხაჭაპური აქვთ მანდ.. წელს გავსინჯე.




Posted by: nutria-113 4 Oct 2019, 17:56
QUOTE
კახელებში

QUOTE
დედოფალი დარეჯანი

მართლა სერიოზული რამეა......

ვარაზშიც კაი მეგრული ჰქონდათ, მაგრამ კარგა ხანია არ ვყოფილვარ

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 18:00
nutria-113
ანანურში ნავაროჩენი რესტორანი რომაა კაი ხედით, მანდ მოგვიტანეს პირველი ხაჭაპური, აი ძალიან გემრიელი იყო, ზემოდან სულგუნებით და ყველით გატენილი, ჰოდა ვიფიქრეთ აქ მაგარი სუფრა გაიშლებათქო, თან პერო არაყი მქონდა წაღებული ნეფტი, ვობშემ დანარჩენი რაც მოვიდა გადასაყრელი იყო ყველაფერი მწვანილიანად biggrin.gif

Posted by: nutria-113 4 Oct 2019, 18:10
მამაო ენუქი
QUOTE
ვობშემ დანარჩენი რაც მოვიდა გადასაყრელი იყო ყველაფერი მწვანილიანად

ხაჭაპური რეკლამა ყოფილა ზნაჩით biggrin.gif

QUOTE
თან პერო არაყი მქონდა წაღებული ნეფტი,

აუ მაგის გასინჯვის მუღამი მქონდა სულ, კაი ტიპია თუ ეგეც რეკლამაა? biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 18:13
nutria-113
სპირტი თითქმის არ იგრძნობა ისეთი რბილი დასალევია, და ლაიმის თუ რაღაც მაგდაგვარის პრივკუსით იყო.
თეთრი სხვას ვაჩუქე. არ გამისინჯავს, თუ პირიქით თეთრი დავლიე და შავი ვაჩუქე აღარ მახსოვს biggrin.gif

Posted by: nutria-113 4 Oct 2019, 18:40

OFFTOPIC:
მამაო ენუქი
მშვენიერი. ანუ ვიჩალიჩებ, სასაჩუქრედაც მაგარი ტიპია gigi.gif


Posted by: მამაო ენუქი 4 Oct 2019, 19:32
nutria-113
QUOTE
შვენიერი. ანუ ვიჩალიჩებ, სასაჩუქრედაც მაგარი ტიპია

მაგ ფასად ნორმალურ კონიაკს ან ვისკს დაითრევ რაის არაყი biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 4 Oct 2019, 22:32
მრავალჟამიერში აქვთ, როგორც წესი, კარგი სამეფო ხაჭაპური, ბევრი ყველით და კარგი სულგუნით, დაუნანებლად

Posted by: iosebovich 5 Oct 2019, 21:32
მამაო ენუქი
კაი ფასიც აქვს მაგ არაყს. 0.7-იანი 150 ლარამდეა. როგორც ჩანს ფულიან სასტავში გიქეიფიათ smile.gif ხაჭაპური რთული თემაა და კიდევ ეგეთი ნოყიერი და კარგი ხაჭაპურის მერე სხვა საჭმელი ძნელი აღსაქმელია smile.gif

Posted by: horsecash 6 Oct 2019, 00:04
აჭარული და აჩმა - პურიგულიანი. ბევრ ყველიანი დიდი ხაჭაპური : კახელები დ, დარეჯანი. იმერული ხაჭაპური თხელ თხელი : ქეთო და კოტე

Posted by: Unconditional 6 Oct 2019, 06:21
ყველაზე მაგარ ხაჭაპურს დედაჩემი აცხობს, ოღონდ მართლა smile.gif)))

იმერულს love.gif

Posted by: masai11 6 Oct 2019, 08:03
მშსდმ,

გვაქვს პირველადი სია :

1. კახლების დ. დარეჯანი
2. პური გულიანი
3. ლავაცების გამზირი ზესტაფონში
4. ვარაზი
5. ჭაშნაგირი
6. ქეთო და კოტე

ზემოთ ჩამოთვლითაგან ყველა უნდა დავაინსპექტირო და შეძლებისდაგვარად დავასურათო


ახლა კიდე ორის საკითხი,

1. კრიტერიუმები.
რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს კარგია თუ ისერაა ხაჭაპური (ცუდი ხაჭაპური არ უნდა არსებიბდეს)?
ყველი რომ ბევრია ქვს, მარტო ეგ არ გამოგება ჩემი აზრით კრიტერიუმად, ან სუალც არ უნდა იყოს კრიტერიუმი.


2. "რა ხილია" ხაჭაპური?
ალბათ თქვენც გსმენიათ რომ ძველად, ტრადიციული ქართული სუფრა იყოფოთა 3 ნაწილად/ეტპად
I. პ უ რ ო ბ ა - ამ დროს სუფრაზო მოჰქონდათ ძირითადი კერძები
II. ღ ვ ი ნ ო ბ ა - პურობის მერე, კარგად დანაყრებულები შეუდგებოდნენ ღვინის სმას და სადღეგრძელოებს
III. ხ ი ლ ო ბ ა - ღვინის სმას მორჩებოდნენ (ანუ გალეშვამდე და წაქცევამდე არ სავამდნენ) სუფრაზე შემოჰქონდათ ის რასაც ძველი ქართველები ხილს ეძახდნენ და ეს არ იყო მარტო მსხალი და ვაშლი. მაგალითად ხინკალი, ასევე ხილის კატეგორიაში იყო. როგორც ჩანს მსუბუქი და იოლად მისართმევი კერძები ითვლებოდა ხილად.

ჰო და, ამ ყველაფრის გათალისწინებით, რა უჯდა იყოს ხაჭაპური, ხილი თუ ძირითადი კერძი?
თუ სულაც "აპეტაიზერია"?

Posted by: horsecash 6 Oct 2019, 11:37
ჩემი აზრით ხაჭაპურის 4 ნაირი ვერსიაა მხოლოდ მისაღები, იმერული ხაჭაპური, გურული ხაჭაპური, აჩმა, აჭარული ხაჭაპური დანარჩენი უკვე ფანტაზია და მარჯვე ხელების შედეგია სხვა ხაჭაპურის სახეობები.

Posted by: nutria-113 6 Oct 2019, 17:30
მამაო ენუქი
QUOTE
მაგ ფასად ნორმალურ კონიაკს ან ვისკს დაითრევ რაის არაყი

არა კაცო, არაყში ფულს რა გადამახდევინებს, თან 100+ biggrin.gif
სხვა რამე ვიგულისხმე biggrin.gif

QUOTE
3. ლავაცების გამზირი ზესტაფონში

ღადაობთ? biggrin.gif თუ რომელიმე ერთ კონკრეტულ ადგილს გულისხმობთ?
QUOTE
აჭარული და აჩმა - პურიგულიანი.

ჰოო? ვნახავ აბა როგორი აჭარული აქვთ..

Posted by: Keti-Ket 6 Oct 2019, 22:16
ყველი უნდა იწელებოდეს და არა დაუმდნარ ნაფშვენებად იყოს მარილის მასა მოთავსებული ცომში. მაგალითად ისე, როგორც დღეს რესტორან ალანში ჰქონდათ.

Posted by: თორნიკეე 6 Oct 2019, 22:32
მინდააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

cry.gif

Posted by: iosebovich 7 Oct 2019, 13:59
ცომიც უმნიშვნელოვანესია და ყველიც და ბალანსი. ცომი ფაფუკი უნდა იყოს სწორად დაიწერა აქ და ყველი არც მარილიანი არც სულმთლად უმარილო და უნდა ჩანდეს , იგრძნობოდეს რო კარგი ყველია ჩადებული. დალშე არც ცომი უნდა იყოს ანუ გამოუმცხვარი და არც გადახრუკულ გამომშრალი. მოკლედ დიდი ამბავია და ვინც კარგად აკეთებს უნდა ვიცოდეთ ნამდვილად.

Posted by: დოჩანა 11 Oct 2019, 22:16
ონიაშვილის ფენოვანი მომწონს მე პირადად.

Posted by: DORO 12 Oct 2019, 19:29
გუდაურის სმარტის გურული არის ყველაზე მაგარი გურული რაც გამისინჯავს

Posted by: masai11 14 Oct 2019, 21:31
მოკლედ smile.gif

სერიოზულად ვემზადები სახაჭაპურო "მერაპრიაწიებისთვის" yes.gif

ჰო და, განსახილველად გამომაქვს ხაჭაპურის შეფასების სტანდარტული ფორმა-ფურცელი biggrin.gif

user posted image

Posted by: masai11 17 Oct 2019, 00:35
ხალხოოო bis.gif

როგორც იქნა, აღსრუდა, მოვესწარი, მოიფიქრეს yes.gif

სქართველოში პირველად იმართება ხაჭაპურის ფესტივალი - 19 ოქტომბერს, სამეგრელოში, რუხის სავაჭრო ცენტრში.

http://studinfo.edu.aris.ge/2019/10/14/saqartveloshi-pirvelad-gaimarteba-xachapuris-festivali-daswreba-tavisufalia/

მართალია მე ვერ დავესწრები, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ძალია მიხარია, რომ იდეას სადღაც, ვიღაცის მიერ მაინც შეესახა ხორცი smile.gif წარმატებები, ეს ერთი და სხვა მრავალი.

https://forum.ge/?showtopic=34961460&view=findpost&p=50934113

Posted by: Bryan 17 Oct 2019, 01:12
ბებიაჩემი, ოზურგეთის სოფელ გურიანთაში biggrin.gif

ოღონდ მართლა lol.gif

Posted by: masai11 17 Oct 2019, 09:58
QUOTE
ბებიაჩემი, ოზურგეთის სოფელ გურიანთაში

Bryan

მე პირადა დაგიჯერებ ბატონო, მაგრამ დანარჩენ ხალხს რა ვუყოთ? smile.gif

როცა ვინმე ამბობს, რომ აი ვთქვათ კახელებში ან დადიანში არის კარგი ხაჭაპურიო, ყველას შეგვიძლია მივიდეთ გავსინჯოთ, გადავამოწმოთ, დავრწმუნდეთ ამ შეფასებაში. ან პირიქით.
ჰო და, აი ბებიაჩემი და მამიდაჩემი და კიდე ვინმე სხვა ოჯახის წევრი აცხობს კაი ხაჭაპურს - მაინც სუბიექტურობის ჩიხში რჩება. ვინ გავვასიჯებს? რაფერ დავრწმუნდეთ? smile.gif

სურათი მაინც დადე, თუ რამე smile.gif


Posted by: Bryan 17 Oct 2019, 10:08
masai11
არა მგონია შობამდე მოგვარდეს ეგ ამბავი lol.gif

Posted by: masai11 20 Oct 2019, 22:25
ფოტორეპორტაჟი ხაჭაპურის ფესტივალიდან smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image user posted image

user posted image

user posted image

user posted image


* * *
ზოგიერთი მართლაც ორიგინალური ვიზუალით გამოირჩევა smile.gif

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image



user posted image

Posted by: SkitterZ 20 Oct 2019, 22:40
masai11
სული თუ ჩამომყვებოდა ბოლო ფოტომდე არ მეგონა cry.gif


სამოთხე ასე გამოიყურება ჩემთვის



როდის მოხდა ეს? თბილისში?


არც გამიგია ხაჭაპურის ფესტივალი

Posted by: masai11 20 Oct 2019, 22:44
ქათმიანი ხაჭაპური აქამდე ნამდვილად არ მენახა

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
* * *
QUOTE (SkitterZ @ 20 Oct 2019, 22:40 )
masai11
სული თუ ჩამომყვებოდა ბოლო ფოტომდე არ მეგონა cry.gif


სამოთხე ასე გამოიყურება ჩემთვის



როდის მოხდა ეს? თბილისში?


არც გამიგია ხაჭაპურის ფესტივალი

http://studinfo.edu.aris.ge/2019/10/14/saqartveloshi-pirvelad-gaimarteba-xachapuris-festivali-daswreba-tavisufalia/

19 ოქტომბერს იყო რუხში.
საქართველოში პირველად.
იმედია კალაძე თბილისშიც იზამს იგივეს smile.gif

Posted by: Master_Nick 20 Oct 2019, 23:29
masai11
აი მესმის ფესტივალი up.gif გამარჯვებული რომელია?

Posted by: masai11 20 Oct 2019, 23:38
QUOTE (Master_Nick @ 20 Oct 2019, 23:29 )
masai11
აი მესმის ფესტივალი up.gif გამარჯვებული რომელია?

https://forum.ge/?showtopic=35121628&view=findpost&p=55386688

Posted by: Master_Nick 20 Oct 2019, 23:45
masai11
პირველ ფოტოზე ზემოდან ქვევით, მესამე რა საინტერესო კომბინაციაა, გავსინჯავდი ამ შუაღამეს wink.gif
ფოტოზე მენძელის ხაჭაპური რომელია ხომ არ იცი ?

Posted by: მამაო ენუქი 20 Oct 2019, 23:47
Master_Nick
QUOTE
გავსინჯავდი ამ შუაღამეს

ყველას გავსინჯავდი biggrin.gif

Posted by: masai11 21 Oct 2019, 00:06
QUOTE
ფოტოზე მენძელის ხაჭაპური რომელია ხომ არ იცი ?

არ ვიცი

Posted by: Bryan 21 Oct 2019, 00:34
მანდ უმეტესობა პიცა ან ღვეზელი უფროა, ვიდრე ხაჭაპური yes.gif


ხაჭაპურია - პური, ყველი, კვერცხი მაქსიმუმ yes.gif


უნდა დაწესდეს სტანდარტი, მასეც არ შეიძლება smile.gif

Posted by: Keti-Ket 21 Oct 2019, 16:13
ისე ეს ღია ხაჭაპურის იდეა მომწონს. ანუ უფრო დიდია შანსი რომ ბევრი ყველითა და ნაკლები ცომით იქნება.

Posted by: max-14 22 Oct 2019, 18:35
QUOTE
ფოტორეპორტაჟი ხაჭაპურის ფესტივალიდან

საინტერესო ხაჭაპურებია ,გასინჯავდა კაცი...

Posted by: Frankens†ein 22 Oct 2019, 20:25
QUOTE
 ხ ა ჭ ა პ უ რ ი, სად და ვინ აცხობს საუკეთესო ხაჭაპურს

სახლებში აცხობენ.
ჩემთვის ხაჭაპური არის ტაფაზე შემწვარი, თხელი, თითქმის უმარილო ყველით.
მასეთი ხაჭაპური და ლიმონიანი ჩაი ❤️

აჭარული ხაჭაპურიც უგემრიელესია, მეგრულიც, გურულიც, მაგრამ ხაჭაპურთან, ზემოთ რაც დავწერე, მასეთი იმერული ხაჭაპური ასოცირდება ჩემთვის.

იმერული ხაჭაპური, რომელიც ყველაზე გემრიელი გურიაში მაქვს ნაჭამი biggrin.gif

გურიაში სხვანაირი ხაჭაპური ცხვება ❤️

Posted by: LeoMiller 22 Oct 2019, 23:24
ალბათ ყველაზე კარგ ხაჭაპურს მაინც სოფლებში აცხობენ. არ ვიცი, მე მაინც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება...

Posted by: fermina 22 Oct 2019, 23:48
Frankens†ein
QUOTE
გურიაში სხვანაირი ხაჭაპური ცხვება ❤️


აქ დაგეთანხმები. გურული ყველია ძალიან გემრიელი. შეიძლება არ იწელებოდეს სულგუნივით, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული გემო აქვს. ცომი შეიძლება არც ისე თხელი იყოს, ძირითადად საფუარიანი ცომით აკეთებენ და არა მაწვნიანით, მაგრამ უგერიელესია. თან "ფეჩში" ან ბუხარში კეცზე თუ გამოაცხვეს, მთლად გადასარევი love.gif გურულ საშობაო ღვეზელზე რომ არაფერი ვთქვათ, სოფლის კვერცხით....ყოველ დილით ცხელ-ცხელს გვახვედრებდნენ ბებიები <3

Posted by: Trump 23 Oct 2019, 09:53
ამ ბოლო წლებში დროს ხაჭაპურზე უკეთესი აღმოვაჩინე

ოჯახებში ქადიანებსაც ეძახიან

ეს არის კარაქის შიგთავსი ხაჭაპურის ცომში ( არანაირი ყველი)

ნუ რავიცი საუკეთესოა.

Posted by: 200000 23 Oct 2019, 11:22
fermina
ხაჭაპურში ყველი არ უნდა იწლებოდეს, უნდა გადმოდიოდეს რაღაცნაირად. ბიცოლაჩემები ეგეთებს აცხობენ (იმერეთში) და ეგ მიყვარს მე givi.gif

Posted by: fermina 23 Oct 2019, 11:27
200000
QUOTE
fermina
ხაჭაპურში ყველი არ უნდა იწლებოდეს, უნდა გადმოდიოდეს რაღაცნაირად. ბიცოლაჩემები ეგეთებს აცხობენ (იმერეთში) და ეგ მიყვარს მე


ხო ეგ გადმოსვლა ვიგულისხმე smile.gif და კი, მაგ მხრივ იმერული მართლა მაგარია, მაგრამ გურულიც არ ჩამოუვარდება.

ეს ყველაფერი თეორიულად, მაგრამ ისე ვაღიარებ, რომ საერთოდ დიდად არ მიყვარს ხაჭაპური rolleyes.gif კარგი ლობიანი მირჩევნია.

პ.ს. ჩემით გავალ smile.gif

Posted by: masai11 23 Oct 2019, 13:23
და რომელიმე თქვენგან საკუთარი ხელით გამოუცხვია ხაჭაპური?




Posted by: 200000 23 Oct 2019, 17:51
fermina
QUOTE

პ.ს. ჩემით გავალ

თუ საქმე ბიცოლაჩემების დამცხვარ ხაჭაპურს არ ეხება, მეც ლობიანი მირჩევნია :დ
ასე რომ მეც წამოვალ biggrin.gif

Posted by: °•2020•° 23 Oct 2019, 17:56
ხაჭაპურში ჩაწოლილი ქათამი, მინიმუმ საშინელებაა...

ახლა შევჭამდი მეორე დღის ხაჭაპურს, იმერულს, თხელცომიანს, ტაფაზე დაბრაწულს ან ტოსტერში გახუხულს, ჩაის თანხლებით...ლობიანიც შეიძლება, პრინციპში...











Posted by: sophka 23 Oct 2019, 21:43
masai11
მე ვაცხობ biggrin.gif
ყველანაირს და ყველაფერს biggrin.gif

user posted image
ტაფაზე გამომცხვარია ერთი ეგ დაეწუნება :დ

* * *
°•2020•°
უნდა გამოაცხო, შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, გამოგივა ზუსტად ვიცი <3

Posted by: masai11 23 Oct 2019, 22:10
sophka
ქალბატონო მაია, თქვენ ბრძანდებით? smile.gif
ძალი გამიხარდა რომ ამ თემაში გამოგვეხმაურეთ. მას შემდეგ რაც ბატონმა მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში და საქვეყნოდ აქო თქვენი ხაჭაპურები, ოცნებად გადამექცა თქვენი ნახელოავის გასინჯვა yes.gif


Posted by: sophka 23 Oct 2019, 22:35
masai11

მეკაიფებით? : )

user posted image

ესეც ჩემია, ფოტოც და ხაჭაპურიც.

Posted by: °•2020•° 23 Oct 2019, 22:57
sophka
პირველიც, მაგრამ ეს მეორე რა გიჟობაა, პორტირება მაინც შეიძლებოდეს smile.gif)
ზუსტად ჩემი გემოვნების ხაჭაპურია.

სოფო 2kiss.gif

ამ ეტაპზე არ გამომდის ცომთან ურთიერთობა, რაც ვცადე...მერე მომავალი გვიჩვენებს smile.gif) :*

პ.ს. ძაან მშია და ძაან ცუდად ვარ user.gif
მაგრამ ისეთი შედეგი მაქვს, ღირს smile.gif)

Posted by: <<Innamorata>> 24 Oct 2019, 01:20
მიირთვით : )))
user posted image

Posted by: masai11 24 Oct 2019, 10:00
sophka
QUOTE
მეკაიფებით?

ვხალისობთ გოგო smile.gif

ქალბატონო მაია, ღრმაყვლოვანი ხაჭაპური სახელწოდებით ანაკლია, თქვენი საფირმო ხაჭაპურიაო ამბობენ smile.gif
მართალია? smile.gif

Posted by: sophka 24 Oct 2019, 21:36
masai11

იხალისე,
ჩემი საფირმო ჩემი ხელებია
და არა- სხვისი wink.gif


* * *
°•2020•°
:* გამოვა, როცა განწყობა იქნება.

არ იშიმშილო ოღონდ :*ერთი ჩით დეი არ გაწყენდა

Posted by: °•2020•° 24 Oct 2019, 23:39
sophka

დავამთავრე დღეს ეს მონოდიეტა :*
დღესაც რომ გაგრძელებულიყო, რეანიმაციაში ვიქნებოდი smile.gif))

-5 კგ.

შაბათს ქართულ რესტორანში მივდივართ, მაგრამ ხაჭაპურს მაინც არ შევჭამ //
ჩემთვის, ყველაზე კალორიული ქართული საჭმელია...იმედია, შევძლებ თავის შეკავებას
user.gif

Posted by: masai11 25 Oct 2019, 08:02
ჭეშმარიტი ხაჭაპური უნდა გამოცხვეს ღუმელში, ან კეცზე.
ტაფაზე შეიძლება გამოაცხო ბლინი, შეწვა კარტოფილი, კუპატი, კატლეტი.

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური იგივეა რაც ტაფაზე შემწვარი მწვადი.

მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ტაფაზე "გამომცხვარი" ხაჭაპური არაკანონიკურია და ამდენად ვერ იქნება "კუჭის ცხოენაბა" .
ვოტ smile.gif

Posted by: Bryan 26 Oct 2019, 10:29
masai11
იფ რაც მე ზესტაფონში ტაფაზე შემწვარი ხაჭაპურები მაქვს ნაჭამი, რომელი ღუმელის დაუდგება?
ერთადერთი ბებიაჩემის გურული ღვეზელები...

Posted by: masai11 26 Oct 2019, 11:46
QUOTE (Bryan @ 26 Oct 2019, 10:29 )
masai11
იფ რაც მე ზესტაფონში ტაფაზე შემწვარი ხაჭაპურები მაქვს ნაჭამი, რომელი ღუმელის დაუდგება?
ერთადერთი ბებიაჩემის გურული ღვეზელები...

ტაფაზე "შემწვარი" ხაჭაპური ცრუ მოძღვრებაა და ერესი.
ტაფის ხაჭაპურის მოყვარულები კი ხაჭაპურიზმის იეღოველები ხართ yes.gif
ჩვენ, ჭეშმარიტი ხაჭაპურისთვის თავდადებული და წამებული ხალხი, არ დავუშებთ ტაფის ხაჭაპურის გავრცელებას წილხვედრ ქვეყანაში yes.gif


პ.ს. ისე ტაფაზე რომ აცხობთ ხაჭაპურს, ტაფას სახურვა აფარებთ? თუ ღია ტაფაზე უნდა გამოცხვეს?


gigi.gif

Posted by: Bryan 26 Oct 2019, 13:05
masai11
QUOTE
ისე ტაფაზე რომ აცხობთ ხაჭაპურს, ტაფას სახურვა აფარებთ? თუ ღია ტაფაზე უნდა გამოცხვეს?

არ დავკვირვებივარ lol.gif

Posted by: Bess. 30 Oct 2019, 00:36
ტაფის ხაჭაპურიც შეიძლება უგემრიელესი გამოვიდეს...თუმცა ღუმელის ბევრად მადის ამღძვრელად გამოიყურება...
ცომს რაც შეეხება- აქ დაიწერა და ვეთანხმები: რომ გაცივდება- პურად არ უნდა იქცეს...
ყველი სულ მცირედ მარილიანი, არა მარცვლოვანი, და არც ლორწოსავით უნდა გადმოდიოდეს... yawn.gif

Posted by: la reine 30 Oct 2019, 16:13
ჩემი ხაჭაპურიც დაგიმშვენებთ თემასboli.gif

user posted image

user posted image

....

Posted by: masai11 31 Oct 2019, 11:51
la reine
რა ყველია გამოყენებული?
რაღაც "ნენატურალნი" ვიდზეა smile.gif


Bess.
ტაფაზე და უგერიელესი?
ძნელად დასაჯერებელია smile.gif

ხო, ისე და სხვათაშორის -
ხაჭოს შიგთავსით თუ გაგისინჯავთ ხაჭაპური და როგორ შეაფასებთ?

Posted by: la reine 31 Oct 2019, 12:18
masai11

მეგრული, უმარილო ჭყინტი ყველიsmile.gif

ნენატურალნი ვიდს რაც შეეხება, უბრალოდ გულიანად გავიცინებ, თქვენის ნებართვითbiggrin.gif

Posted by: Master_Nick 31 Oct 2019, 21:47
la reine
ეხლა ცხელ ჩაის გეახლები და ამ ხაჭაპურის ნახვაზე რამსები ამერია lol.gif

Posted by: Bess. 1 Nov 2019, 16:04
QUOTE (masai11 @ 31 Oct 2019, 11:51 )
ტაფაზე და უგერიელესი?
ძნელად დასაჯერებელია

popcorn.gif კი...კი...გაჭირვებაში ტაფაც ასწორებს ხანდახან...

დღეს რაღაც შუადღეს სამზარეულოს ვუყურებდი და ხაჭაპურზე აუგი მოვისმინე...ერთი კი წამომიარა ცუდმა აზრებმა, მეთქი თავზე დამამხობინა ახლა ეგ თქვენი ტაფაზე შემწვარი მწვანე ლობიო მეთქი..მერე ავიყვანე თავი ხელში... gigi.gif

Posted by: masai11 7 Nov 2019, 21:21
შემდეგი საკითხი - უნდა ჩაითვალოს თუ არა ე.წ. ფენივანი ხაჭაპური ხაჭაპურად?
ჩემი აზფრით არანაირად no.gif
ცომის ფენოვანი სტრუქტურა, აბსოლიტურ წინააღმდეგობაშია ჭეშმარიტი ხაჭაპურის სუბსტანციურ სისაფუძვლესთან.
ვოტ.

ძირს ფენოვანი ხაჭაპური!
ძირს ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური!

Posted by: თორნიკეე 8 Nov 2019, 15:57
ეხლა ისეთი გემრიელი "ჟარუნის" ხაჭაპური ვჭამე რომ არც კი ვიცი როგორ აღვწერო... givi.gif

პროსტა კოკაკოლას ჩააყოლებდა კაცი და არარი... user.gif

Posted by: kactus 13 Nov 2019, 18:34
la reine
QUOTE
ჩემი ხაჭაპურიც დაგიმშვენებთ თემას

შენი ხაჭაპურის ცომის რეცეპტი გამიზიარე,რა,ფლიიიზ! up.gif

Posted by: gray*wolf 15 Nov 2019, 11:02
ვაჟაზე დელისთან ან სამედიცინოსთან ან ვაჟას მეტროსთან სად აკეთებენ კარგ და გემრიელ ფენოვან ხაჭაპურს და ლობიანს ?
ახალი ბინა ვიყიდე ვაჟაზე და კვირას სტუმრები მყავს დაპატიჟებული და არ მინდა შევრცხვე givi.gif

Posted by: Bess. 19 Nov 2019, 13:32
QUOTE (masai11 @ 7 Nov 2019, 21:21 )
შემდეგი საკითხი - უნდა ჩაითვალოს თუ არა ე.წ. ფენივანი ხაჭაპური ხაჭაპურად?

აუ კარგი ფენოვანი ხაჭაპური, მთელ ჟარუნაზე..დასაჭრელი როა... (კონვერტებივით რომ იყიდება- ეგ არ მაინტერესებს) -ნამდვილად ხაჭაპურია..რას ერჩით... yes.gif

Posted by: Arustamyan 16 Dec 2019, 18:26
დილიჟანში ერთი მაგარი კაFეშკა შესასვლელშივე მანდა ვჭამე ლიჩნად მე ყველაზე მაგარი ჩვენებური ხაჭაპური

Posted by: elchi 18 Dec 2019, 13:20
Arustamyan

ნუ პროვოცირებ.
შენს პირველ სიგნაჩას წაიკითხავენ და კაი ხოშიანს გაგინებენ, მერე არ დაიწყო წიკვინი.

წერე ნორმალურად, სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევ.

Posted by: GEORGEXIII 18 Dec 2019, 14:33
მადას ხაჭაპურს არაფერი სჯობს იმენა ერთ ნაჭერს გადაიტარებ თემაში ხარ.

Posted by: Keti-Ket 18 Dec 2019, 17:26
GEORGEXIII
ზედმეტად სქელი ცომი აქვს. ისე ძალიან კარგია, განსაკუთრებით ლისტის და როცა ჯერ კიდევ ცხელია.

Posted by: GEORGEXIII 19 Dec 2019, 09:49
Keti-Ket
ყველი მომწონს მაგათი ძალიან.

Posted by: vaho 19 Dec 2019, 12:49
ხაჭაპური კაია საჭმელად...

ისე რა აზრი აქვს...

Posted by: masai11 2 Feb 2020, 22:36
QUOTE
მადას ხაჭაპურს არაფერი სჯობს

არავითარ შემთხევაში! ფენოვანი ხაჭაპურის არის ჭეშმარიტი ხაჭაპური პროვოკაცია, პროფანაცია და კიდევ სხვა, ის ერთი პრო.... yes.gif

smile.gif

პური გულიანის მენიუდან - "4 ყველის ხაჭაპური".

user posted image

დავტესტე ცხელიც, ნელთბილიც და ცივიც.

სერიოზული განაცხადია ხაჭაპურების სამყაროში yes.gif up.gif

Posted by: Keti-Ket 2 Feb 2020, 22:57
masai11
QUOTE
დავტესტე ცხელიც, ნელთბილიც და ცივიც.

და აშკარად ცხელი, ახალმოტანილია საუკეთესო ზემოჩამოთვლილთაგან

Posted by: masai11 2 Feb 2020, 23:57
ცხელ და ახლადმოტანილ მდგომარეობაში, ცუდი ხაჭაპურიც გემრიელი შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.
ამიტომ, ობიექტური შეფასებისათვის, ხაჭაპური უნდა გასინჯო მისი არსებობოს ყველა ფაზაში smile.gif
აი ცივი ხაჭაპურიც თუ ცომ-რბილი და ყველ-გემრიელია ე.ი. ის ოსტატის ნახელავია.

Posted by: ninicool 3 Feb 2020, 01:04
masai11
QUOTE
პური გულიანის მენიუდან - "4 ყველის ხაჭაპური".

ეგ ხაჭაპური კი არა, ღაჟაბური ყოფილა ))))

მე გამოვაცხვე ამას წინათ. ფენოვანი ცომი მქონდა ნაყიდი. სხვათაშორის, ფრიად ნორმალური იყო.

კარგი ყველი ჩავდე და შეიჭამა, რა.

user posted image

user posted image

Posted by: masai11 3 Feb 2020, 12:05
ninicool
ძალიან დამაინტრიგებელია.
მაგრამ, გაჭრილ ან მოკბეჩილ მდგომარეობაში რომ გადავუღოთ ამ ხაჭაპურებს სურათი გეთაყვა - შიგთავსი და ყველეულობა რა მდგომარეობაშია თვალი უნდა შევავლოთ smile.gif

Posted by: levani169 3 Feb 2020, 12:45
masai11
QUOTE
გაჭრილ ან მოკბეჩილ მდგომარეობაში რომ გადავუღოთ ამ ხაჭაპურებს სურათი გეთაყვა - შიგთავსი და ყველეულობა რა მდგომარეობაშია თვალი უნდა შევავლოთ

ვეღარ გადაუღებს ......... მორჩა ხაჭაპური,შეჭამა ქმარმა! biggrin.gif

Posted by: ninicool 3 Feb 2020, 13:03
masai11
QUOTE
მაგრამ, გაჭრილ ან მოკბეჩილ მდგომარეობაში რომ გადავუღოთ ამ ხაჭაპურებს სურათი გეთაყვა - შიგთავსი და ყველეულობა რა მდგომარეობაშია თვალი უნდა შევავლოთ

სხვა დროს გავითვალისწინებ ))))

levani169
QUOTE
ვეღარ გადაუღებს ......... მორჩა ხაჭაპური,შეჭამა ქმარმა!

სხვა დროს რომ მოკბეჩ, წაგართმევ ხელებიდან და გადავუღებ )))))

Posted by: diliskaptenachunchxa 3 Feb 2020, 16:27
QUOTE (GEORGEXIII @ 18 Dec 2019, 14:33 )
მადას ხაჭაპურს არაფერი სჯობს იმენა ერთ ნაჭერს გადაიტარებ თემაში ხარ.

მადას ხაჭაპურს რამდენჯერაც ვჭამე ყოველთვის რაღაც გემო დაკრავს ზედმეტი. კვერცხის თუ ცხიმის თუ სხვა რაღაცის ვერ გავარკვიე...

Posted by: Master_Nick 4 Feb 2020, 00:42
QUOTE (masai11 @ 2 Feb 2020, 22:36 )


პური გულიანის მენიუდან - "4 ყველის ხაჭაპური".

user posted image

დავტესტე ცხელიც, ნელთბილიც და ცივიც.

სერიოზული განაცხადია ხაჭაპურების სამყაროში  yes.gif  up.gif

რომელი 4 ყველია გამოყენებული საინტერესოა. ერთმანეთშია ეს 4 ყველი გადარეული თუ როგორ არის?.

Posted by: BeerLover 4 Feb 2020, 00:47
საცხობების მასშტაბებით თუ ლაპარაკობთ, მადას ხაჭაპური ნორმალურია, თუმცა კარაქს აღარ ხმარობენ და ტეხავს

ისე თბილისში რაც გამისინჯავს, კახელებში არის დედოფალი დარეჯანი საუკეთესო

Posted by: diliskaptenachunchxa 4 Feb 2020, 11:56
QUOTE (BeerLover @ 4 Feb 2020, 00:47 )
საცხობების მასშტაბებით თუ ლაპარაკობთ, მადას ხაჭაპური ნორმალურია, თუმცა კარაქს აღარ ხმარობენ


ხოდა რა ცხიმსაც იყენებენ მაგის გემო იგრძნობა და ცუდია

Posted by: anamaria77 8 Feb 2020, 21:55
ძალიან მომეწონა ტიფანის -მეგრული ხაჭაპური

Posted by: masai11 21 Feb 2020, 12:44
ყველიერი ახლოვება smile.gif
დაფასდება ცოტა ხნით ჩვენი ხაჭაპური.
ღირს გავლა-გამოვლა და ახალი "ზაევძენიების|" დატესტვა ხაჭაპურვარგისიანობაზე.
მაგრამ, ისეთი რამეები იწერება ამ ირანულ კვეთზე და მის საშუალებით დამზადებულ ყველეულზე, რომ ცოტა არ იყოს ენთუზიაზმი გამინავლდა, ღის კი საერთოდ ხაჭაპურის ჭამა?

Posted by: Why_Not 23 Feb 2020, 20:13
რატომღაც 90-იანებში რომ ვაგზალზე ფენოვანი ხაჭაპურები იყიდებოდა, მარგარინიანი ცომით დამზადებული და რაღაცნაირი მომჟავო "ყველით" შიგნით, ის მომენატრა biggrin.gif
ახლანდელი ფენოვანები რაცხა ძაან დახვეწილები და ფაფუკებია.

Posted by: elchi 23 Feb 2020, 20:24
ხაჭაპურის რეცეპტს დავწერ მათთვის ვინც უცხოეთში ცხოვრობს.
ევროპის ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი ჩვენებური ყველი, ასევე შტატებშიც, მაგრამ დიდ ქალაქებში.

აქ სადაც ვცხოვრობ, არ არის საშუალება ჩვენებური ყველი ვიპოვნო სადმე.
ასეთი რამე გავაკეთე.
ვიღებ MOZZARELLA-ს, ასევე ბერძნულ თხის ყველს, სახელად FETA, 3x1-ზე ვურევ ერთმანეთში, ვზილავ მაღალ ცხიმიან რძეში და ვამატებ არაჟანსაც.
იყიდება გაყინული ცომებიც და ასევე ახალი მოზელილი, რათქმაუნდა საფუარით გაკეთებული.
ხინკალს და კუბდარს "ვხატავ", ისეთები გამომყავს, ხაჭაპურზე რაღა უნდა გამიჭირდეს?

ღუმელში ვაცხობ, თან გამდნარ კარაქს ვუსმევ ზემოდან.

სასწაული გამოდის.

Posted by: masai11 9 Apr 2020, 17:24
ტაფის ხაჭაპური არის მსოფლიო გასტრონომიული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

ასეთი საშინელება ჩვენს შვილებს არ უნდა დავუტოვოთ მემკვიდრეობად. ისინი უკეთესს იმსახურებენ.

ხაჭაპური მხოლოდ ღუმლეში ან კეცზე. მისდღემჩი!

პ.ს. ხაჭაპური შამფურზე და თონეში მატრაკვეცობაა, რომელიც შეიძლება აიტანი. 1-2-ჯერ.

Posted by: fermina 9 Apr 2020, 23:18
https://www.facebook.com/cafebakerline/

დღეს გავსინჯე ამ საცხობის იმერული, შეკვეთის მერე გიცხობენ შენ თვალწინ ან დარეკავ წინასწარ, ანუ ახალი და ცხელი მოგაქვს.

იყო ძალიან ძალიან გემრიელი. უთხელესი ცომით და ფანტასტიური ყველით. მე ხაჭაპურზე დიდად არ ვგიჟდები და უფრო დამეჯერება, თუ იდეალური არ არის, საერთოდ არც ვეტანები დიდად. ეს 4 ნაჭერი შემომეჭამა biggrin.gif

ჩემი აზრით, კერიას ხაჭაპურს ჯობს.

ამ დღეებში მაგათ ლობიანს დავტესტავ.

Posted by: masai11 12 Apr 2020, 17:32
ბეიკერლაინი

ბევრი ვერაფერი no.gif
შეიძლება საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდული რესურსები ბრალია და სხვა დრსოს უკეთესი იყოს.
ლობიანი საერთოდ უნიჭობაა! yes.gif

Posted by: fermina 16 Apr 2020, 18:00
ბეიკერლაინის ვაჟას ფილიალის იმერული დღესაც გავსინჯე და არის იდეალური. ონიაშვილის საზიზღრობას, იჟოგას რომ გაძლევს ეგრევე და ვიცი არაფრად ვარგა, ასი თავით სჯობს.

დიღომში არ ვიცი, არ გამისინჯავს.

Posted by: masai11 24 Apr 2020, 10:29
ხალხებო, თუ ვინმეს გაგისინჯავთ "ბარბარესთან" • Barbarestan გამომცხვარი ლაზური ხაჭაპური?
user posted image

ვიდზე არაუშავს, ფასი 20 ლარიო და ....
მ?

https://www.facebook.com/barbarestan/photos/a.1057174704314051/3201194883245345/?type=3&theater

Posted by: diliskaptenachunchxa 24 Apr 2020, 16:08
QUOTE (masai11 @ 24 Apr 2020, 10:29 )
ხალხებო, თუ ვინმეს გაგისინჯავთ "ბარბარესთან" • Barbarestan გამომცხვარი ლაზური ხაჭაპური?
user posted image

ვიდზე არაუშავს, ფასი 20 ლარიო და ....
მ?

https://www.facebook.com/barbarestan/photos/a.1057174704314051/3201194883245345/?type=3&theater

ძვირია. მაღალ ფასნამატზე მუშაობენ....

Posted by: Blackmatter 19 May 2020, 22:14
QUOTE (<<Innamorata>> @ 24 Oct 2019, 01:20 )
მიირთვით : )))
user posted image

აი, ესაა საუკეთესო.


yes.gif

Posted by: Malena_ 21 May 2020, 20:10
QUOTE (masai11 @ 2 Feb 2020, 22:36 )
QUOTE
მადას ხაჭაპურს არაფერი სჯობს

არავითარ შემთხევაში! ფენოვანი ხაჭაპურის არის ჭეშმარიტი ხაჭაპური პროვოკაცია, პროფანაცია და კიდევ სხვა, ის ერთი პრო.... yes.gif

smile.gif

პური გულიანის მენიუდან - "4 ყველის ხაჭაპური".

user posted image

დავტესტე ცხელიც, ნელთბილიც და ცივიც.

სერიოზული განაცხადია ხაჭაპურების სამყაროში yes.gif up.gif

ეს სად არის ტერიტორიულად?

...............................

Posted by: max-14 21 May 2020, 20:22
კარგი ხაჭაპური იშვიათია თბილისის საცხობებში.....

Posted by: Edity 8 Jun 2020, 10:13
რესტორან ჭაშნაგირში ვჭამე ერთხელ სამეფო ხაჭაპური ასე ერქვა მგონი, ზემოდან ყველით, სასწაული იყო <3 სხვაგან ასე გამორჩეულად არ მახსენდება რატომღაც.

max-14
QUOTE
კარგი ხაჭაპური იშვიათია თბილისის საცხობებში.....

გეთანხმებით

Posted by: Keti-Ket 8 Jun 2020, 15:59
Edity
QUOTE
სამეფო ხაჭაპური ასე ერქვა მგონი, ზემოდან ყველით

სამეფო მრავალჟამიერსაც კარგი აქვს. დაუნანებლად დამატებული სულგუნით ზემოდან

Posted by: ElChico 15 Jun 2020, 01:11


Sorry, Tkven unda daagrovot 100 postingi da iyot forumze 7 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi

Posted by: elchi 15 Jun 2020, 03:08
ElChico

თუ ასე გააგრძელებთ ამ განყოფილებაში "მოღვაწეობას", ახლავე იცოდეთ, "მოურჩენელ" ბანს მოგცემთ.

აქ პოსტებს ვერ მომიგროვებთ და მოახერხეთ რამე ჭკვიანური დაწეროთ.

ორ თემაში უკვე წაგიშალეთ პოსტები, ნუ გამხდით იძულებულს "მთლიანად" მოგაშოროთ ამ განყოფილებას.

საკმარისზე მეტი მოგივიდათ, მოთმინება ვიცი, მაგრამ დანარჩენ ფორუმელებს თქვენი ასეთი საქციელი არ მოეწონებათ და მერე უნდა ამიფეთქდეს PM.

არ მინდა ასე მოგექცეთ.
დაიცავით ჩვენი ფორუმის წესები.

Posted by: Uzumaki 16 Jun 2020, 18:32
ფენოვანი ხაჭაპური არის ჩემი ფავორიტი, არ გამიწყრეთ.

დიღომში არის საცხობი “ნილე” და ძალიან მიყვარს მათი გამომცხვარი ფენოვანი ხაჭაპური (თემას არ ეხება, მაგრამ ლობიანიც ძალიან კარგი აქვთ). თუ ვინმე დაინტერესდა, დიღმის “გლდანის შაურმის” ფილიალთან მდებარეობს ეს საცხობი. ბონ აპეტიტ.

Posted by: Keti-Ket 16 Jun 2020, 22:53
QUOTE
საცხობი “ნილე”

და კართოფილთან ნარევიც ძალიან გემრიელი აქვთ.

მიკვირს, რატომ არ ხსნიან დამატებით ფილიალებს.

Posted by: Uzumaki 16 Jun 2020, 23:48
Keti-Ket
სავარაუდოდ ხარისხის შესანარჩუნებლად და ამას ძალიან ვაფასებ, რადგან გაივსო ქალაქი ოდესღაც გემრიელი და მერე გაფუჭებული პროდუქტით. sad.gif

Posted by: deep purple_in rock 21 Jun 2020, 15:06
რესპუბლიკაში კარგია ლაზური ხაჭაპური ? თბილისში საუკეთესო ხაჭაპური სადაა ? მზად ვარ გადავიხადო თანხა

Posted by: masai11 21 Jun 2020, 17:49
deep purple_in rock

გადაიკითხე წინა პოსტები.

ზოგი კახელების დარეჯანს აქებს, ზოგი პური გულიანს, ზოგიც სხვას.
ჩემი რეკომენდი დადიანების მეგრული ხაჭაპურია.

* * *
Malena_
QUOTE

ეს სად არის ტერიტორიულად?

ვარანცოვზეა, გახსნილი იქნება უკვე.

Posted by: MariamPat 25 Jun 2020, 18:04
QUOTE (masai11 @ 4 Oct 2019, 10:28 )
ვაგრძლებთ თემების გახსნას 3ხ-ს სერიიდან (ხხხ - ხაში, ხაჭაპური, ....)

რამეთუ ერთი შეხედვით ამ, ძალიან ჩვეულულებრივმა და ტრივილაურმა, გემრიელმა და საყვარელმა, მშობლურმა და ეროვნულმა ხაჭაპურმა,ამ ბოლო დროს მისთვის არაბუნებრივი განზომილებები (გენდერული და პოლიტიკური) შეიძინა, შევეცადოთ წესრიგის აღგდენას და ხაჭაპურისთვის მისი ბუნებრივი ადილის დაბრუინებას smile.gif

აბა ვთქვათ სად ცხვება ყველაზე გემრიელ ხაჭაპურს თბილისში, საქართველოში.
(მაი ცქიტიშვილის კუხნის გარდა smile.gif )

სახაჭაპურე №1 - ის ხაჭაპურები მოგწონთ?
მე არც ისე.

რესტორან შარბათში აცხობენ უგემრიელეს ხაჭაპურს ^_^ alk.gif

Posted by: anamaria77 28 Jun 2020, 15:30

* * *
QUOTE (la reine @ 30 Oct 2019, 16:13 )
ჩემი ხაჭაპურიც  დაგიმშვენებთ თემასboli.gif

user posted image

user posted image

....

აი ეს არის ხაჭაპური yes.gif

Posted by: masai11 29 Jun 2020, 09:52
QUOTE (anamaria77 @ 28 Jun 2020, 15:30 )
* * *
QUOTE (la reine @ 30 Oct 2019, 16:13 )
ჩემი ხაჭაპურიც  დაგიმშვენებთ თემასboli.gif

user posted image

user posted image

....

აი ეს არის ხაჭაპური yes.gif

დაფინანსებული პოსტია!
ჰა, რამდენი გადაიხადე la reine ?

gigi.gif

Posted by: Ch1nCho 1 Jul 2020, 15:17
აბა კარგი ხაჭაპურის ცომის რეცეპტი მინდა საფუარით, ოღონდ ზუსტი დოზები, ხომ არ მოგეპოვებათ?

Posted by: sweetAppletree 1 Jul 2020, 15:40
კარგი ვიცი, ზუსტი არა

______

Posted by: deep purple_in rock 1 Jul 2020, 20:07
გულიანში გავსინჯე. ძაან კარგი იყო. თბილისში ეგრე არ მომწონებია ხაჭაპური

Posted by: Special_1 15 Jul 2020, 12:41
აჭარულ ხაჭაპურს სასწაულად აკეთებენ ბათუმში ლევილში. და იმ დღეს უშგულში, კაფე კოშკში ვიყავი და ისეთი გემრიელი ხაჭაპური მომიტანეს, ყველი არ ეტეოდა, სულგუნით იყო გაკეთებული. უუუუგემრიელესი იყო. თბილისში ხაჭაპურს სახლში ვჭამ

Posted by: masai11 15 Jul 2020, 20:29
QUOTE (Special_1 @ 15 Jul 2020, 12:41 )
აჭარულ ხაჭაპურს სასწაულად აკეთებენ ბათუმში ლევილში. და იმ დღეს უშგულში, კაფე კოშკში ვიყავი და ისეთი გემრიელი ხაჭაპური მომიტანეს, ყველი არ ეტეოდა, სულგუნით იყო გაკეთებული. უუუუგემრიელესი იყო. თბილისში ხაჭაპურს სახლში ვჭამ

სურათი არ გადაუღე? smile.gif
და სახლში ნაყიდი ხაჭაპური აგაგქვს და იმას ჭამ თუ თავად აცხობ? ტაფაზე?
ტაფის ხაჭა;ური "მწვალებლობაა" smile.gif

Posted by: masai11 19 Jul 2020, 22:11
აი ეს სახაჭაპურე №1 -ის ხაჭაპური ნამდვილად არ არის №1 !
ხაჭაპურსი კეთებაში ჰა და ჰა სამოსნები არიან.
ლობიანი კტასტროფა! საშემოდგომო.



Posted by: masai11 25 Jul 2020, 12:31
user posted image

ანტრეს რამე-რუმეები დავაგემოვნე.

1. ხაჭაპური არ ვარგა, ძველი და აყროლებული ყველითაა ნაკეთები;
2. ლობინი ბევრი ვერაფერი. ზოგადა ამ თბილისში ლობიოას შეკმაზვა მგონი "ეგრეხებათ"
3. საკონდიტრო ნაწარმი კარგია, ვიზუალიც და გემოც.

Posted by: vaho 25 Jul 2020, 13:04
QUOTE
ანტრეს რამე-რუმეები


ანტრეში რუხი ბატაღია მარტო კარგი.

კარგი რა, საუკეთესო პურია თბილისში.

დანარჩენი ფასთან მიმართებაში საშუალო ან საშუალოზე დაბალია...

Posted by: masai11 28 Jul 2020, 15:33
კეცის ხაჭაპურის ნიჭერი იმიტაცია smile.gif
user posted image

მოტანიდან 2 წუთში smile.gif
user posted image


Posted by: iosebovich 28 Jul 2020, 16:32
ენდორფინის ხაჭაპური ვინმემ გასინჯეთ ვაკეში პიკსელის პირდაპირ ? დიდი არჩევანია და პარიზის ფასები. თავს იკლავენ საუკეთესოობაზე ...

Posted by: masai11 28 Jul 2020, 17:03
QUOTE (iosebovich @ 28 Jul 2020, 16:32 )
ენდორფინის ხაჭაპური ვინმემ გასინჯეთ ვაკეში პიკსელის პირდაპირ ? დიდი არჩევანია და პარიზის ფასები. თავს იკლავენ საუკეთესოობაზე ...

არა ჯერ და ვაპირებ უახლოეს მომავალში.
სიმართლე გითხხა მაგათი ფასები მეც მაკვირვებს. ალბათ მაგათი ხაჭაპური ასე ვერ გამაკვირვებს.
თუმცა ვნახოთ ....

Posted by: iosebovich 28 Jul 2020, 17:22
masai11
QUOTE
ალბათ მაგათი ხაჭაპური ასე ვერ გამაკვირვებს.

22 ლარი იმერული და დალშე სუ მაგ დიაპაზონში. ნუ რაღაც აქციებიც აქვთ. ცხელა ძალიან და ვერ გავდივარ თორე ერთი მისვლა მივალ ...

Posted by: Keti-Ket 28 Jul 2020, 22:41
iosebovich

QUOTE
ენდორფინის ხაჭაპური ვინმემ გასინჯეთ ვაკეში პიკსელის პირდაპირ ?

კი, მე გავსინჯე და თან რამდენჯერმე.

მართლა ძალიან კარგია. სიმართლე ვთქვა, სხვაგან მსგავსი არ მახსენდება. ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თხელი ცომი აქვს და ძალიან ბევრი ყველი, რომელიც ფხვიერ მასად კი არ არის, არამედ ჩამდნარი ცომში.
თუ ძალიან გამოვეკიდებით, ცოტა ცომის კონსისტენცია არ მომწონს, შეიძლება ოდნავ მეტად დაბრაწული რომ ყოფილიყო უფრო მომწონებოდა.
ძვირია, მაგრამ თუ მაგალითად იმავე რესტორნის ხაჭაპურებს შევადარებთ, რომელთაც იგივე ფასი აქვს, ენდორფინის ბევრად უკეთესია.
აქციით ხომ საერთოდ ამღთლებს თავის ფასს. მე იმერული დავაგემოვნე

და არანაკლებ კარგია ლობიანი. ლისტისაც და ჩვეულებრივი მრგვალიც. ამასაც გულსართი იმდენი აქვს, ზუსტად როგორც სურათებში აქვთ.

ჭახრაკინა და ხაბიძგინი იმდენად არ მომეწონა, რამდენადაც ხაჭაპური და ლობიანი.

Posted by: deiar123 30 Jul 2020, 22:40
ქუთაისში რომ არის სორმონი, ცალსახად საუკეთესო იმერულს აცხობენ მთელი თავისი ამბებით, არც თბილისის სორმონია ცუდი, ცუდი კიარადა ერთ ერთი ხარისხზე ორიენტირებული რესტორანია, მაგრამ იმერული მთლად ისეთი არარის როგორც ქუთაისში, კახელების დარეჯანი გადასარევი რამეა მაგრამ მარტო მაგის საჭმელად თუ მიხვალ კაცი სხვა არაფერი აღარ ჩადის ))) პური გულიანის აჭარულიც კარგია და ამ ბოლო დროს ბერნარდში ტაბიძეზე გავსინჯე ალბათ ბერნარდისგან არველოდებოდითქო თავიდან ვფიქრობდი და ასე იმიტო გამაგიჟა თქო ხოდა მეორედაც მივედი და კიდევ გავგიჟდი იმენა პელე აჭარული იყო, მერე დავინტერესდი რაშია საქმე თქო და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და თქვენთვის ალბათ უცნობ ქალს დაუწყია ერთ ცვლაში მუშაობა, პროფესიონალი არ ეთქმის მაგრამ 30 წლიანი სტაჟიაქ რესტორნებში მეხაჭაპურედ მუშაობის ხოდა მანდაც თუ მოხვდით იკითხეთ მამიდას ეძახიან მიმტანები ხოდა მამიდა თუმანდაა გაცხეთ აჭარულები )))

Posted by: iosebovich 31 Jul 2020, 09:50
deiar123
QUOTE
ქუთაისში რომ არის სორმონი, ცალსახად საუკეთესო იმერულს აცხობენ მთელი თავისი ამბებით, არც თბილისის სორმონია ცუდი, ცუდი კიარადა ერთ ერთი ხარისხზე ორიენტირებული რესტორანია, მაგრამ იმერული მთლად ისეთი არარის როგორც ქუთაისში, კახელების დარეჯანი გადასარევი რამეა მაგრამ მარტო მაგის საჭმელად თუ მიხვალ კაცი სხვა არაფერი აღარ ჩადის ))) პური გულიანის აჭარულიც კარგია და ამ ბოლო დროს ბერნარდში ტაბიძეზე გავსინჯე ალბათ ბერნარდისგან არველოდებოდითქო თავიდან ვფიქრობდი და ასე იმიტო გამაგიჟა თქო ხოდა მეორედაც მივედი და კიდევ გავგიჟდი იმენა პელე აჭარული იყო, მერე დავინტერესდი რაშია საქმე თქო და ჩემთვის ძალიან ნაცნობი და თქვენთვის ალბათ უცნობ ქალს დაუწყია ერთ ცვლაში მუშაობა, პროფესიონალი არ ეთქმის მაგრამ 30 წლიანი სტაჟიაქ რესტორნებში მეხაჭაპურედ მუშაობის ხოდა მანდაც თუ მოხვდით იკითხეთ მამიდას ეძახიან მიმტანები ხოდა მამიდა თუმანდაა გაცხეთ აჭარულები )))


ვაა ბერნარდზე საინტერესოა. იმდენად ბანძია ჩემთვის არ ველოდი მანდ თუ რამე წესიერი გაეძრობოდა. და პური გულიანის აჭარული რა ღირს და სადაა ეგ პური გულიანი ? კახელების დარეჯანი იმერული ვარიანტია თუ რომელთანაა უფრო ახლოს სტრუქტურით ?

Posted by: fermina 31 Jul 2020, 10:14
iosebovich
QUOTE
კახელების დარეჯანი იმერული ვარიანტია თუ რომელთანაა უფრო ახლოს სტრუქტურით?


აი ხაჭაპურის ტორტის წარმოდგენა თუ შეგიძლია, დაახლოებით ეგაა biggrin.gif

Posted by: vaho 31 Jul 2020, 10:43
QUOTE
არც თბილისის სორმონია ცუდი, ცუდი კიარადა ერთ ერთი ხარისხზე ორიენტირებული რესტორანია,


ეს რომელია, ვაჟას გუდვილთან რომაა?

ადრე საზიზღარი ზაბეგალოვკა იყო, თაგვები დარბოდნენ...

Posted by: iosebovich 31 Jul 2020, 11:16
vaho
ქავთარაძის და ვაჟას კუთხეშია კი. გუდვილთან. სერიოზული რესტორანია გემრიელობის კუთხით. მარა ძვირი უსაშველო. ამ ბოლო დროს ქართულ სამზარეულოზე თუ ვინმე ჩამოვიდა გადასაღებად მანდ მიდიან და მანდ მიჰყავთ . მოკლედ საკმაოდ ცნობილია.
* * *
fermina
QUOTE
აი ხაჭაპურის ტორტის წარმოდგენა თუ შეგიძლია, დაახლოებით ეგაა

biggrin.gif
კი ეღირება მინიმუმ 25 ლარი smile.gif

Posted by: fermina 31 Jul 2020, 12:21
vaho

ეგ ჩარგალი იყო smile.gif


iosebovich
QUOTE
კი ეღირება მინიმუმ 25 ლარი


სწორად გამოიცანი smile.gif

Posted by: girvan_88 31 Jul 2020, 12:57
QUOTE (vaho @ 31 Jul 2020, 10:43 )
QUOTE
არც თბილისის სორმონია ცუდი, ცუდი კიარადა ერთ ერთი ხარისხზე ორიენტირებული რესტორანია,


ეს რომელია, ვაჟას გუდვილთან რომაა?

ადრე საზიზღარი ზაბეგალოვკა იყო, თაგვები დარბოდნენ...

ყველაფერი უმაღლესი დონის აქვთ, განსაკუთებით ფასები yes.gif

Posted by: westsider 31 Jul 2020, 13:14
ნეტა იცოდეთ რა საყურებელია ეს ხაჭაპურები ემიგრანტისთვის
ცოდვას სჩადით

Posted by: deep purple_in rock 31 Jul 2020, 14:23
დარეჯანას ხაჭაპურს პური გულიანის ხაჭაპური მირჩევნია. ხაჭაპური გულიანი- ასე ქვია. იმერულის სტილშია. გირჩევთ გასინჯოთ. საოცარი რაღაცაა

Posted by: deiar123 31 Jul 2020, 14:24
კი ბერნარდი ნამდვილად ფასთან შეუსაბამო “სასაჭმელეა” მაგრამ ეს აჭარული და ალბათ იმერულიც კარგი გამოდის, ველაპარაკე და რაც მითხრა ის არის რო მართლა სუფთად მუშაობს მთელი ბერნარდის სამზარეულო პროსტა გრამაჟს სერიოზულად უკონტროლებენ. პური გულიანი საბჭოს მოედანზეა, გასტრონავტის ნამუშევარია და არამარტო აჭარული კონდიტერიაც უმაღლწს დონეზეა აჭარულის ფასის რა ვთქვა ალბათ 10-15 ლარის დიაპაზონში, სორმონში ეხლა რო ვიყავი, ავიღეთ სალათა ნიგვზით + კახური ზეთი, იმერული ხაჭაპური, ლობიო ქოთანში + ჭვიშტარი, გებჟალია, სოკოს კრემსუპი, მაგათი დამზადებული ძალინ გემრიელი პიტნის და ა.შ ლიმონათი, ერთი წყალი და 0.5 ლიტრი ჩამოსასხმელი ევროპული ხოდა 90 ლარი მოვიდა და მგონი ბერნარდში უფრო ძვირი დაჯდებოდა ეს ყველაფერი, სადაც ხარისხია მე პირადად იქ ფულს სიამოვნებით ვხარჯავ, რათქმაუნდა როცა არის საშუალება )))) ბერნარდში კიდე ღებიც რო დაკეტილიიყო მაშინ შევდგი ფეხი შემთხვევით
* * *
ხოდა კი ხაჭაპურის თემაა და მთლად გავაოფე მაგრამ ყველაზე დიდი და სასიამოვნო შთაბეჭდილება, მომსახურე პერსონალნა მოახდინა ადმინისტრატორი თუ მთავარი მენეჯერი ვინც იყო ბრავო მართლა, ბოლოს რაღაც სასწაული მცენარე მოიტანეს და ისიც გვაჩვენა, საქართველოში ეგეთი მომსახურება უიშვიათესია

Posted by: iosebovich 31 Jul 2020, 16:12
QUOTE
ყველაზე დიდი და სასიამოვნო შთაბეჭდილება, მომსახურე პერსონალნა მოახდინა ადმინისტრატორი თუ მთავარი მენეჯერი ვინც იყო ბრავო მართლა, ბოლოს რაღაც სასწაული მცენარე მოიტანეს და ისიც გვაჩვენა, საქართველოში ეგეთი მომსახურება უიშვიათესია

ეგ სად სორმონში ?

ანუ პური გულიანის ხაჭაპური ლიდერობს ეგრე გამოდის ხო ?

ეხლა ვნახე პური გულიანის ფასები. კაროჩე ვისთვისაა ეგ ყველაფერი ამის დედა ვატირე , ტურისტებისთვის? ერთადერთი აჭრული ხაღპური ღირს 12 ლარი. რაღანც პლონწკი მენიუ აქვთ და ჩქაფული 25 ლარიო biggrin.gif ოცი ლარი ღირს ერთი კილო ხბოს ხორცი და ერთ კილოს დებენ? მესმის ბიზნესია მაგრამ ესე ზე გაღორება რა პონტია. ვიღAცეები ალბათ დადიან და ჭამენ მაგ 25 ლარიან ჩაქაფულს.

არა ძმაო ეს პეროობა და ძვირია ძმაო პროდუქტი მოუღებს მაგათ ბოლოს და რამდენი ეგეთი მიხურულა. გეგონება არ იცის მომხმარებელმა რა რა ღირს. 1000%-იან მარჟაზე მუშაობენ.

ხაჭაპური გულიანიო 21 ლარიო. კერქით ერთი რაა biggrin.gif

Posted by: deiar123 31 Jul 2020, 16:15
QUOTE (iosebovich @ 31 Jul 2020, 16:12 )
QUOTE
ყველაზე დიდი და სასიამოვნო შთაბეჭდილება, მომსახურე პერსონალნა მოახდინა ადმინისტრატორი თუ მთავარი მენეჯერი ვინც იყო ბრავო მართლა, ბოლოს რაღაც სასწაული მცენარე მოიტანეს და ისიც გვაჩვენა, საქართველოში ეგეთი მომსახურება უიშვიათესია

ეგ სად სორმონში ?

ანუ პური გულიანის ხაჭაპური ლიდერობს ეგრე გამოდის ხო ?

კი სორმონზე ვთქვი, დარეჯანი მაგარი გემრიელია მარა ნაჭრის ზომა ცოტა მეზედმეტება, პური გულიანს ყველაფერი კარგი აქ რაც გავსინჯე, იმერული არ მიჭამია, მაგარ ცომს აცხობენ, არც მიკვირს სერიოზული რესტორატორების გუნდმა იმუშავა.

Posted by: masai11 31 Jul 2020, 17:33
ხალხო, ცოტა მეტი "კრიაწივნი დვიჟენიები გააკეთეთ", რამე ფოტო, ნახატი .... ასე მშრალად საუბარი რა წესია, ლიტერეტურილი კუთხე ხომ არ გვაქვს რა smile.gif

ხო, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხაჭაპურიზმის დაგმატური სწავლებებიდან.
აუ თხელი ცომი აქვს და ბევრი ყველი - ეს არ ნიშნავს რომ ხაჭაპური არის მართლა კარგი და კლЯსიკა. ნუ დილეტანტებისთვის ალბათ ხო, მაგრამ ჩვენ ასეთი რამ არ გვეკადრება, ნწ no.gif
თხელი ცომი და რაღაც ფიტნეს-ხაჭაპურები, საერთოდ პიჟონების მოგინილი "სტანდარტია".
ხაჭაპურის ცომი არც ისეთი თხელი უნდა იყოს როგორც ვთქვათ კერიას ხაჭპურს აქვს, და არც ისეთი სქელი ვთქვათ კლასიკურ კუბდარს რომ აქვს (კუბდარს სქელი ცომი უნდა ჰქონდეს).
არ ყველის სიჭარბეა მისასალმებელი. ხშირად მრაველყელიანობით ცდილობენ საკუთარი ნახელავისთვის კარგი იმიჯის შექმანს, და ეს ჟულიკობაა.
წონა-ზომა, ზომიერება და ბალანსი - ესაა საფძველი ცხოვრების, კულინარიის და მათ შორის ხაჭაპურიზმის.
ამ კრიტერუმების გათვალისწინებით, ჩემს გასინჯულებში პური გულიანის ხაჭაპურს გამოვარჩევდი.

Posted by: deep purple_in rock 31 Jul 2020, 17:43
QUOTE
ხაჭაპური გულიანიო 21 ლარიო. კერქით ერთი რაა

ღირს დამიჯერე. არ ვნანობ არცერთი წუთი რაც ეგ 21 ლარი გავისროლე

Posted by: 死海. 31 Jul 2020, 18:10
QUOTE (masai11)
არ ყველის სიჭარბეა მისასალმებელი

+1
წინა გვერდებზე იდო ფოტო ხაჭაპური ყველით, ზემოდან ყველის ნაჭრებით......

ჩემი გემოვნებით საშინელებაა.

ცომის და შიგთავსის ბალანსია საჭირო, არც მეტი, არც ნაკლები

Posted by: iosebovich 31 Jul 2020, 18:25
deep purple_in rock
QUOTE
ღირს დამიჯერე. არ ვნანობ არცერთი წუთი რაც ეგ 21 ლარი გავისროლე

დამარწმუნე. მივალ აუცილებლად ერთხელ მაინც smile.gif

Posted by: 7harvey 5 Aug 2020, 06:38
წინა გვერდის ფოტოები ვნახე ამ დილა უთენია mad.gif cry.gif user.gif

Posted by: masai11 28 Jun 2021, 20:34
QUOTE (iosebovich @ 28 Jul 2020, 16:32 )
ენდორფინის ხაჭაპური ვინმემ გასინჯეთ ვაკეში პიკსელის პირდაპირ ? დიდი არჩევანია და პარიზის ფასები. თავს იკლავენ საუკეთესოობაზე ...

ენდორფინის ხაჭაპური გავსინჯე yes.gif
ნამდვილად არის მასში რაღაც ჭეშმარიტი ხაჭაპურიზმის ანარეკლი.
კონსისტენცია, ყველი, ცხცობა - კარგია.
ეფექტურია იმ პონტში რომ ყველი აქვს უამრავი. აი იმდენი რომ ხაჭაპურს შეგიძლია კიდე ლავაში მიაყოლო smile.gif

ასეთივი აქვთ ლობიანი, კარგი ცომი და გულუხვი შიგთავსი.

მოკლედ, რამდენჯერაც ვინმე არ დავპატიჟე, ყველანი აღფრთოვანებულ-შთაბეჭდილები დარჩნენ ყვლანი.
ასე რომ ღირს.

Posted by: anamaria77 28 Jun 2021, 22:21
QUOTE (masai11 @ 28 Jun 2021, 20:34 )
[QUOTE=iosebovich,28 Jul 2020, 16:32 ] ენდორფინის ხაჭაპური ვინმემ გასინჯეთ ვაკეში პიკსელის პირდაპირ ?

მე მივირთვი ერთხელ და ძალიან მომეწონა yes.gif

პ.ს. სახლში უგემრიელესი გამომდის და ხშირი მომხმარებელი არ ვარ .

Posted by: kriketi-1985 20 Jul 2021, 22:45
სხვათა შორის ენდორფინს რას ერჩიან, არ ვიცი, თუნდაც ეგ მაგალითი კმარა მათ სასარგებლოდ, გემრიელი, ბარაქიანი ულუფები აქვთ და მისაღებ ფასებში, სხვაგან იგივე ან უფრო ძვირად ხაჭაპურში ყველს ვერ იპოვი და ლობიანში ლობიოს. შევამჩნიე, რომ ფრონცკი ხალხი ამრეზით უცქერს ენდორფინს rolleyes.gif

Posted by: masai11 21 Jul 2021, 14:10
QUOTE (kriketi-1985 @ 20 Jul 2021, 22:45 )
სხვათა შორის ენდორფინს რას ერჩიან, არ ვიცი, თუნდაც ეგ მაგალითი კმარა მათ სასარგებლოდ, გემრიელი, ბარაქიანი ულუფები აქვთ და მისაღებ ფასებში, სხვაგან იგივე ან უფრო ძვირად ხაჭაპურში ყველს ვერ იპოვი და ლობიანში ლობიოს. შევამჩნიე, რომ ფრონცკი ხალხი ამრეზით უცქერს ენდორფინს rolleyes.gif

არაფერს არ ვერჩით, პირიქით.
ვიწონებთ ყველაფერს yes.gif

გამახსენდა ახლა, თუ მშვიდობა იქნა და კოვიდშეზღუდვები არ დამასწრეს, ამ შაბათ-კვირას კახელებში "ფედოფალი დარეჯანი" უნდა გავსინჯო boli.gif

Posted by: margali21 21 Jul 2021, 15:15
QUOTE
ზესტაფონში ცხვება კაი ხაჭაპურები



+1

Posted by: masai11 1 Aug 2021, 17:31
ვქენი! გავსინჯე "დედოფალი დარეჯანი" smile.gif
აი ეს არის პატარა ანუ 4 ნაჭრიანი დარეჯანი (ასე ეძახიან თვითონ - 1 პატარა დარეჯანი ლუიზააა!)
user posted image
სულგუნი და ყველია აქვს ძალიან ბევრი, იხრჩობა ყველში ცომი. ეს ყველაფერი ძლიან ეფექტურია და გემრიელიც, მით უფრო ცხელ მდგომარეობაში.
user posted image
გაციებულზე ეს ყველაფერი "პონტები" ქრება და (თან ცოტა გამძღარიც ხარ და ლიბრი გადაცლილი გაქვს გონების თვალიდან) აცნობიერებ, რომ ხაჭაპური მაინც "ტონკი" თემაა ... მეგრელების და იმერელების თემა smile.gif

Posted by: masai11 5 Jan 2022, 21:56
user posted image
ეს ენდორფინის ხაჭაპური აღარ არის ისეთი კარგი. ვაკეში რომ არის ფილიალი იქიდან წამოვიღე.
ყველი რომ უნდა იყოს ის მასა ბლომად არის ხაჭაპურში, მაგრამ რაღც ძალიან უგემურია და მარიალიანი, არც იწელება. როგორც ჩანს ნამდვილი ყველია არაა და სოიოს "პარაშოკით" არის გაკეთებული (აი სუპერმარკეტებში იყიდება იაფად და ყველის ნაცვლად აწერია "სახაჭაპურედ").
მოკლედ, ესეც გააბანძეს რა.

და ფასი მომატებულია - 28 ₾

Posted by: GEORGEXIII 9 Jan 2022, 11:35
QUOTE
ფასი მომატებულია - 28 ₾

28 ლარი უკვე მაგარი კუშია, ტეხავს მორბენალი ყველით რომ გხვდება ხაჭაპური

Posted by: ანაბელლი 9 Jan 2022, 14:27
სახლში გამომცხვარს მაინც არაფერი ჯობია. სულ რომ ბევრი ყველი იდოს, იმისგან მაინც არ ხარ დაზღვეული, რომ დაუბანელი ხელით გამოაცხვეს.

Posted by: Keti-Ket 9 Jan 2022, 16:04
სტამბამაც გააფუჭა თავისი აჭარულები. ყველის მაგივრად, რაღაც უცნაური მასა მხვდება უკვე მეორედ.

Posted by: masai11 9 Jan 2022, 17:57
როგორც ჩანს ამ სეზონზე, ანუ ზამთარში არის ნატურალური რძის და შესაბამისად კარგი ყველის დეფიციტი, ამიტომ მცხობელები იყენებენ მცენარეული ცხიმებით და სოიოს ფხვნილით გაკეთებულ ყველისებურ მასას.
ანა-მჩ რომ გვყადა ფორუმელი, იმას ეცოდინება ეს საკითხები კარგად.

ხო რა, კარ ხაჭაპურს ვეღარ აჭმევ სტუმარს ქალაქში უკვე ისეთი "სიტვაციაა" smile.gif

Posted by: GEORGEXIII 9 Jan 2022, 20:07
ყველი კატასტროფულად გაძვირდა და მაგიტომ ხდება მასე...

ამ ბოლო დროს ლობიანზე გადავედი და უფრო ნორმალური ხარისხი უჭირავთ.

Posted by: Keti-Ket 10 Jan 2022, 00:29
QUOTE (masai11 @ 9 Jan 2022, 17:57 )
როგორც ჩანს ამ სეზონზე, ანუ ზამთარში არის ნატურალური რძის და შესაბამისად კარგი ყველის დეფიციტი, ამიტომ მცხობელები იყენებენ მცენარეული ცხიმებით და სოიოს ფხვნილით გაკეთებულ ყველისებურ მასას.
ანა-მჩ რომ გვყადა ფორუმელი, იმას ეცოდინება ეს საკითხები კარგად.

ხო რა, კარ ხაჭაპურს ვეღარ აჭმევ სტუმარს ქალაქში უკვე ისეთი "სიტვაციაა" smile.gif

აბსოლუტურად მართალია, თუმცა იმ კაფე/რესტორნებმა, რომლებმაც ფასი გაზარდეს თუ მაინც 8 ლარიან, მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ ყველისებრს იყენებენ, მაშინ 4-5 ლარით ფქვილის ფასი გაქვითეს?

მგონია, რომ ზოგი შეგნებულადაც აგდებს ხარისხს.

Posted by: kriketi-1985 11 Jan 2022, 16:03
სახლში იმ მხრივაა კარგი, რომ ბლომად ჩადებ, თორემ რას დებ, შენც აღარ იციbiggrin.gif

Posted by: fermina 11 Jan 2022, 18:48
GEORGEXIII
QUOTE
ამ ბოლო დროს ლობიანზე გადავედი და უფრო ნორმალური ხარისხი უჭირავთ.


თბილისში ეზოს მაღაზიაში ერთი კილო ბათუმელა ლობიო 15 ლარი ღირს biggrin.gif

ყველს 12 ლარად ყიდის სოფელში მეზობელი, სახლის, მოუხდელ კარგ ყველს.

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2022, 21:04
ენდორფინია აქ ნახსენები და კარგი ხაჭაპური აქვთ მანდაც და თბილისის არაერთ რესტორანშიც, სამეგრელოში დიარონს აღვნიშნავდი, ძაან გემრიელი ხაჭაპური აქვთ.
მაგრამ იმერეთის ან გურიის სოფელში საშუალოსტატისტიკური ბებიის ტაფაზე დაკრული ხაჭაპური ბევრად მირჩევნია ამ რესტორნების ავ თვალს რო არ ენახვება ისეთ ხაჭაპურებს..

Posted by: GEORGEXIII 11 Jan 2022, 22:21
fermina
QUOTE
ყველს 12 ლარად ყიდის სოფელში მეზობელი, სახლის, მოუხდელ კარგ ყველს.

მაიტა დამააძალე სადააა biggrin.gif

Posted by: masai11 13 Jan 2022, 16:42
QUOTE
მშსდმ,

გვაქვს პირველადი სია :

1. კახლების დ. დარეჯანი
2. პური გულიანი
3. ლავაცების გამზირი ზესტაფონში
4. ვარაზი
5. ჭაშნაგირი
6. ქეთო და კოტე

ზემოთ ჩამოთვლითაგან ყველა უნდა დავაინსპექტირო და შეძლებისდაგვარად დავასურათო


აი ასეთი გეგმა მქონდა 3 წლის წინ.
კახელების და პური გულიანის დატესტვა მოვახერხე მხოლოდ (ამ კოვიდი გამო).
ჩამორჩენა უნდა გამოვასწორო - მინიმუმ 1 ხაჭაპურ-ობიექტი 1 თვეში.
ყველიერში უნდა მოვრჩე სრულად "ინსპექტირებას".
მწვანე პასპორტი კი მაქვს და ყველი არავინ მოჭამოს მამენტ.

Posted by: belimbor 13 Jan 2022, 16:53
მოკლედ, ვმალავდი ამ თემას, რადგან ვიცი, კიდევ გააძვირებენ biggrin.gif მაგრამ არ ვარ ეგოისტი და გაგიზიარებთ მაინც. ყველაზე გემრიელი ფენოვანი ხაჭაპური აქვთ აგროჰაბში. 3.5 ლარად ეგ ხაჭაპური არის ნეტარება, საოცრება და სიფუმფულე. ბავშვობაში იყო ეგეთი კაფე ნახალოვკაში, "ლაზო", ყველგან რომ 20-50 თეთრი ღირდა ხაჭაპური, მანდ 80 თეთრი ღირდა და დღემდე მახსოვს იმისი გემო. ეგეთია აგროჰაბის ფენოვანი ზუსტად. შეიძლება, ენდორფინის ხაჭაპურივით ყველში არ ცურავდეს, მაგრამ ფენოვანში მთავარი მაინც ცომია. რა თქმა უნდა ყველიც საკმარისი აქვს და თან 3.5 ლარი ღირს(მე რომ აღმოვაჩინე, 3 ლარი ღირდა, მერე 3.2, ახლა 3.5). ეჰ, მაინც გავთქვი ეს საიდუმლო...

Posted by: fermina 13 Jan 2022, 16:54
GEORGEXIII
QUOTE
მაიტა დამააძალე სადააა


საიდუმლოა. ამდენი არ არის, რომ ყველას ეყოს, ჩემს სამეგობრო-სანათესაოს ვეღარ აუდის biggrin.gif
ზაფხულში 10 ლარი ღირს და მართლა უმაგრესი ყველია.

უბრალოდ ლობიოსთან შედარებისთვის დავწერე smile.gif 15 ლარი კილო ლობიო vis.gif

Frankens†ein
QUOTE
მაგრამ იმერეთის ან გურიის სოფელში საშუალოსტატისტიკური ბებიის ტაფაზე დაკრული ხაჭაპური ბევრად მირჩევნია ამ რესტორნების ავ თვალს რო არ ენახვება ისეთ ხაჭაპურებს..


რა თქმა უნდა, სახლში მოხვეული ხინკლის და რესტორნის გაპრიალებული ცომის არ იყოს.
ბებიაჩემიც აცხობდა ხოლმე ზამთარში შეშის ფეჩზე, ეგეთი გემო არცერთი საცხობის და რესტორნის ხაჭაპურს არ აქვს მართლა.

Posted by: masai11 13 Jan 2022, 17:04
QUOTE (belimbor @ 13 Jan 2022, 16:53 )
მოკლედ, ვმალავდი ამ თემას, რადგან ვიცი, კიდევ გააძვირებენ biggrin.gif მაგრამ არ ვარ ეგოისტი და გაგიზიარებთ მაინც. ყველაზე გემრიელი ფენოვანი ხაჭაპური აქვთ აგროჰაბში. 3.5 ლარად ეგ ხაჭაპური არის ნეტარება, საოცრება და სიფუმფულე. ბავშვობაში იყო ეგეთი კაფე ნახალოვკაში, "ლაზო", ყველგან რომ 20-50 თეთრი ღირდა ხაჭაპური, მანდ 80 თეთრი ღირდა და დღემდე მახსოვს იმისი გემო. ეგეთია აგროჰაბის ფენოვანი ზუსტად. შეიძლება, ენდორფინის ხაჭაპურივით ყველში არ ცურავდეს, მაგრამ ფენოვანში მთავარი მაინც ცომია. რა თქმა უნდა ყველიც საკმარისი აქვს და თან 3.5 ლარი ღირს(მე რომ აღმოვაჩინე, 3 ლარი ღირდა, მერე 3.2, ახლა 3.5). ეჰ, მაინც გავთქვი ეს საიდუმლო...

აგროჰაბი ხშირი სტუმარი ვიყავი მისი გახსნის დღინდა 2021 წლის სექტემბრამდე. ვერ ვიტყვი, რომ მისი ფენოვანი რამე განსაკუთრებულია და უანალოგო.
უფრო მეტიც, ცომის ხარისხით აგროჰაბის ფენოვანს ჯობია ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ერთ საცხობში გაკეთებული ხაჭაპური. "სისაურების ყავა" რომ არის, აი მის მოპირდაპირე მხარესაა ეს ზავეძენიე (ფეხზე უდნა დადგე). ფასი იგივეა - 3,5 ლარი.

ნუ თანაც, აქ "სპეციალისტები" შევთანხმდით, რომ ფენოვანი ხაჭაპური არ უნდა განვიხილოთ კლЯსიკურ ხაჭაპურებში smile.gif

Posted by: fermina 13 Jan 2022, 17:05
belimbor
QUOTE
მოკლედ, ვმალავდი ამ თემას, რადგან ვიცი, კიდევ გააძვირებენ  მაგრამ არ ვარ ეგოისტი და გაგიზიარებთ მაინც. ყველაზე გემრიელი ფენოვანი ხაჭაპური აქვთ აგროჰაბში. 3.5 ლარად ეგ ხაჭაპური არის ნეტარება, საოცრება და სიფუმფულე.


გეთანხმები, რამდენიმე დღის წინ შემომეყიდა და იგივე შთაბეჭდილება დამრჩა.

Posted by: belimbor 13 Jan 2022, 17:15
QUOTE
გეთანხმები, რამდენიმე დღის წინ შემომეყიდა და იგივე შთაბეჭდილება დამრჩა.


მეც ეგრე შემთხვევით ვიყიდე. ფენოვანი ხაჭაპური მიყვარს ძალიან და ამასაც ვსინჯავ-მეთქი. საოცრებაა უბრალოდ.

Posted by: masai11 22 Jan 2022, 14:10
ეს "ტაფაღოველები" და "ფენოვანგელისტები" ჭეშმარიტ "ხაჭმადიდებლებს" ნუ გვეკამათაბით რა. biggrin.gif
რაც არის მამა-პაპური წესი ისე უნდა მოვიქცეთ ყველა - ხაჭაპური უნდა გამვაცხოთ კლЯსიკურად, ანუ, ღუმენლში და/ან კეცზე. სხვა ყველაფერი მწვალებლობაა. ვოტ.

ხო, ახალი "ზავეძენიე" გახსნილა დიდ დიღომში, "ჰარაკი", სვანურ საცხობია https://www.facebook.com/harakifood
ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს?

Posted by: Keti-Ket 22 Jan 2022, 16:23
masai11
QUOTE
ხო, ახალი "ზავეძენიე" გახსნილა დიდ დიღომში, "ჰარაკი", სვანურ საცხობია https://www.facebook.com/harakifood
ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს?


რამდენიმე დღეა მხვდება თვალში გუშინ მისვლასაც ვაპირებდი.

თუ გასინჯავთ, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები

Posted by: Master_Nick 22 Jan 2022, 21:33
ონიაშვილის ქუჩაზე სახაჭაპურეში როგორი ხაჭაპური ცხვება? ადრე მახსოვს რიგები იყო, წინასწარ ჩაწერებით და ადგილზე რიგებით.

Posted by: masai11 22 Jan 2022, 22:48
QUOTE (Master_Nick @ 22 Jan 2022, 21:33 )
ონიაშვილის ქუჩაზე სახაჭაპურეში როგორი ხაჭაპური ცხვება? ადრე მახსოვს რიგები იყო, წინასწარ ჩაწერებით და ადგილზე რიგებით.

ხაჭაპური ისე რა, ლობიანი და ჩებურეკი უკეთესი აქვთ.

Posted by: belimbor 24 Jan 2022, 11:39
QUOTE
აგროჰაბი ხშირი სტუმარი ვიყავი მისი გახსნის დღინდა 2021 წლის სექტემბრამდე. ვერ ვიტყვი, რომ მისი ფენოვანი რამე განსაკუთრებულია და უანალოგო.
უფრო მეტიც, ცომის ხარისხით აგროჰაბის ფენოვანს ჯობია ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ერთ საცხობში გაკეთებული ხაჭაპური. "სისაურების ყავა" რომ არის, აი მის მოპირდაპირე მხარესაა ეს ზავეძენიე (ფეხზე უდნა დადგე). ფასი იგივეა - 3,5 ლარი.

ნუ თანაც, აქ "სპეციალისტები" შევთანხმდით, რომ ფენოვანი ხაჭაპური არ უნდა განვიხილოთ კლЯსიკურ ხაჭაპურებში


ვერ ვჭამ ასე საცხობების ცომეულს, მგონია, რომ ზეთს ბევრჯერ იყენებენ. რამდენჯერაც ვიყიდე, მთელი დღე გემო მრჩება მერე პირში. სისაურების მოპირდაპირე მხარეს ანუ დაბლა როგორც ვხვდები. ყვავილები რომ იყიდება, მაგას გულისხმობ საცხობის წინ. გავსინჯავ აბა.

QUOTE
ეს "ტაფაღოველები" და "ფენოვანგელისტები" ჭეშმარიტ "ხაჭმადიდებლებს" ნუ გვეკამათაბით რა.
რაც არის მამა-პაპური წესი ისე უნდა მოვიქცეთ ყველა - ხაჭაპური უნდა გამვაცხოთ კლЯსიკურად, ანუ, ღუმენლში და/ან კეცზე. სხვა ყველაფერი მწვალებლობაა. ვოტ.


ბოდიში, ახალი ვარ მეხაჭაპურეთა რიგებში. რატომ არაა ფენოვანი ჭეშმარიტი ხაჭაპური? რადგან რომელიმე კუთხეს არ მიეკუთვნება ასე პირდაპირ?

Posted by: masai11 26 Jan 2022, 18:42
user posted image

ამის გულობიზა გიჟდებოდით? biggrin.gif
(აგროჰაბისაა)
"ვოზდუხია", მე გემო ვერ ჩავატანე.


QUOTE
ისაურების მოპირდაპირე მხარეს ანუ დაბლა როგორც ვხვდები. ყვავილები რომ იყიდება, მაგას გულისხმობ საცხობის წინ. გავსინჯავ აბა.

არა, სისაურებიდან ცოტა ზემოთ, სადღაც პასაჟებთან შესასვლელის პირდაპირ. შესასვლელია ზავეძენიეში, გარეთ არ არის.

QUOTE
ბოდიში, ახალი ვარ მეხაჭაპურეთა რიგებში. რატომ არაა ფენოვანი ჭეშმარიტი ხაჭაპური? რადგან რომელიმე კუთხეს არ მიეკუთვნება ასე პირდაპირ?

ვხალისობთ კაცო, სერიოზულად კი არა. ვისაც რა გაუხარდება და ესიამოვნება ის მიირთვას, ვისი რა საქმეა.
მაგრამ ფენოვანი ხომ არ არის ტრადიციული, არც წარმომავლობა აქვს და კლესიკურ შერკინებებში ვერ გამოვა ტატამზე smile.gif

Posted by: fermina 27 Jan 2022, 00:56
სახლში გამომცხვარი ტაფის ხაჭაპური სხვათაშორის ძალიანაც გემრიელია, მთავარია კარგი ინგრედიენტები, ბევრჯერ მიჭამია ძალიან კარგი ტაფის ხაჭაპური, სოფელში აცხობდნენ ხშირად, კარგი ცომი და ყველი თუ აქვს, ღუმელში გამომცხვარს დიდად არ ჩამოუვარდება ჩემი აზრით.
* * *
belimbor
QUOTE
ვერ ვჭამ ასე საცხობების ცომეულს, მგონია, რომ ზეთს ბევრჯერ იყენებენ. რამდენჯერაც ვიყიდე, მთელი დღე გემო მრჩება მერე პირში. სისაურების მოპირდაპირე მხარეს ანუ დაბლა როგორც ვხვდები. ყვავილები რომ იყიდება, მაგას გულისხმობ საცხობის წინ. გავსინჯავ აბა.


მე ცომი მომეწონა აგროჰაბის ფენოვანის, ხრაშუნა და გემრიელია.

Posted by: masai11 2 Feb 2022, 18:27
QUOTE (masai11 @ 22 Jan 2022, 14:10 )
ეს "ტაფაღოველები" და "ფენოვანგელისტები" ჭეშმარიტ "ხაჭმადიდებლებს" ნუ გვეკამათაბით რა. biggrin.gif
რაც არის მამა-პაპური წესი ისე უნდა მოვიქცეთ ყველა - ხაჭაპური უნდა გამვაცხოთ კლЯსიკურად, ანუ, ღუმენლში და/ან კეცზე. სხვა ყველაფერი მწვალებლობაა. ვოტ.

ხო, ახალი "ზავეძენიე" გახსნილა დიდ დიღომში, "ჰარაკი", სვანურ საცხობია https://www.facebook.com/harakifood
ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს?

შევუკვეთე და მოვატანინე ჰ ა რ ა კ ი დ ა ნ კუბდარი, ფეტვარი და ყველიანი ლობიანი.

1. კუბდარი - სულ არ გავს სვანების ნახელავს. გიცრული არა აქვს, არც ძირა, არც პილპილი ეტყობოდა. ხორცი არ არის ახალი. მოკლედ 3-იანი მინუსით;

2. ფეტვარი - ჩემთვის ახალი იყო, აქამდე არ გამისინჯავს და ამ ფონზე ... ისე რა, ერთი-ორჯერ გასინჯავს კაცი. აი ისეთი გემო აქვს თითქოს ჭვიშდარია პურში ჩამცხვარი. ჩემი აზრით ცომი უფრო სქელი უნდა იყოს, ისე გემოს ვერ ჩაატანს კაცი. 3-აინი.

3. ლობიანი ყველით - თხელი ცომია, მეტი სქელი უნდა იყოს. ყველი წათხში ნამყოფია და მე რეჩამბალი. ძალიან შორს არის იმისგან რასაც სვანები აცხობენ.

იტოგში 5 ქულიან სისტემაში 3-იანი.

Posted by: anamaria77 5 Feb 2022, 21:51
სტამბაში არის ჩემთვის იდეალური აჭარული ხაჭაპური , აი ძალიან გემრიელი .
მეგრული ხაჭაპურია ,,დადიანში''- ძაან მაგარი , ტიფანის მეგრული ხაჭაპურიც ასევე ძალიან მომეწონა .
ფენოვანი ხაჭაპური უგემრიელესი აქვთ აქ - კაფე „ფუნიკულიორი .

Posted by: masai11 7 Feb 2022, 17:46
QUOTE (masai11 @ 26 Jan 2022, 18:42 )
user posted image

ამის გულობიზა გიჟდებოდით? biggrin.gif
(აგროჰაბისაა)
"ვოზდუხია", მე გემო ვერ ჩავატანე.


QUOTE
ისაურების მოპირდაპირე მხარეს ანუ დაბლა როგორც ვხვდები. ყვავილები რომ იყიდება, მაგას გულისხმობ საცხობის წინ. გავსინჯავ აბა.

არა, სისაურებიდან ცოტა ზემოთ, სადღაც პასაჟებთან შესასვლელის პირდაპირ. შესასვლელია ზავეძენიეში, გარეთ არ არის.

QUOTE
ბოდიში, ახალი ვარ მეხაჭაპურეთა რიგებში. რატომ არაა ფენოვანი ჭეშმარიტი ხაჭაპური? რადგან რომელიმე კუთხეს არ მიეკუთვნება ასე პირდაპირ?

ვხალისობთ კაცო, სერიოზულად კი არა. ვისაც რა გაუხარდება და ესიამოვნება ის მიირთვას, ვისი რა საქმეა.
მაგრამ ფენოვანი ხომ არ არის ტრადიციული, არც წარმომავლობა აქვს და კლესიკურ შერკინებებში ვერ გამოვა ტატამზე smile.gif

აი ჩემი ნაქები ფენოვანი gigi.gif
ვაგზლის საცხობიდან "არგო"
user posted image facepalm.gif
ფენოვანის ხაჭაპურობა რა ვთქვი მე


Posted by: belimbor 14 Feb 2022, 10:33
user posted image

რა ვიცი, ისევ საკაიფო იყო biggrin.gif ჩემთვის ფენოვანში მთავარია ბევრი ფუნჩხები და ცხიმი, დაბალანსებული ყველით. ეგეთია აგროჰაბის. შეიძლება, ძალიან "ლამერი" ვარ, მაგრამ ბავშვობის გემოზე ეს დგას

Posted by: Harrison Stafford 17 Feb 2022, 17:10
ამ ქალაქში ყველაფერი გაფუჭდა მოკლედ რა

ვეღარ გაიგებ რა სად იყიდო /ჭამო

ბარბარობას ენდორფინის ლობიანი და პიცა მირჩიეს და სულ თავბედი ვიწყევლე
პიცა არაფრად არ ვარგოდა "ყველს" საზიზღარი წამლის გემო "ლორს" ჩალის გემო

ნუ ლობიანი ნიჩიო მარა ეს 1 კილოს ჩატენვა ვერა რა ...

ე.ი
კარგი აჩმა მინდა
აჭარული
კუბდარი
ნორმალური ინგრედიენტებით გაკეთებული , არა უკრაინულ/ირანული შემოტანილი ნაგვით ნაჩალიჩარი
როგორც კახელებს თავიანთი ფერმა რომ აქვთ ,თითქმის ყველაფერი კარგი აქვთ, პროსტა აჭარული ბუხანკა/ბულკი პურები როა მაგაში გაკეთებული მომიტანეს biggrin.gif რაც ვერ ვიტყვი რო მომწონა
დედოფალი დარეჯანი არ მაქვს გასინჯული, ეგეც უნდა გავუშვა ვენაში ამ დღეებში
მარა აჩმა მინდა რაღაც სასწაულად მთელი პანდემიაა ,ვერსად ვიპოვე კარგი ვერც აჭარული


"მადას" ხაჭაპური მომეწონა
გუდვილის ფენოვანი ცარიელი ცომია ყველი ვაფშე არ იდო


ბარემ აქვე ვიკითხავ პეკინზე როა "საჩებურეკე N1" ეგ როგორი ზავიდენიაა?

ეს "პური გულიანი" სადაა აბაშიძეზე ??

Posted by: fermina 17 Feb 2022, 17:55
Harrison Stafford
QUOTE
მარა აჩმა მინდა რაღაც სასწაულად მთელი პანდემიაა ,ვერსად ვიპოვე კარგი ვერც აჭარული


არ ვიცი, დიდ ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ აგროჰაბში იყიდება ნახევარფაბრიკატი აჩმა, ღუმელში შეაგდებ და 20-30 წუთში მზადაა, არის ძალიან გემრიელი. სხვადასხვა ადგილას გავსინჯე და ეგ ყველაზე მეტად მომეწონა.

აჭარული რომ ბათუმში უნდა მიირთვა, გემრიელი რომ იყოს, ამის სწავლებას არ დაგიწყებ smile.gif

თბილისში აჭარულს აქებენ აქ:

სელავი
https://www.facebook.com/RestaurantCestLaVie13

პური გულიანი ექსპრესი, აბაშიძის 37

https://www.facebook.com/purigulianiexpress

Posted by: belimbor 18 Feb 2022, 10:19
QUOTE
არ ვიცი, დიდ ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ აგროჰაბში იყიდება ნახევარფაბრიკატი აჩმა, ღუმელში შეაგდებ და 20-30 წუთში მზადაა, არის ძალიან გემრიელი. სხვადასხვა ადგილას გავსინჯე და ეგ ყველაზე მეტად მომეწონა.


ვეთანხმები ამ კომენტარს. ოღონდ 40 წუთი მაინც უნდა biggrin.gif

Posted by: fermina 18 Feb 2022, 11:37
belimbor
QUOTE
ვეთანხმები ამ კომენტარს. ოღონდ 40 წუთი მაინც უნდა


კი, ასე არ დამითვლია წუთები, ღუმელს და ტემპერატურასაც გააჩნია, მიხვდება ადამიანი, როდის არის მზად smile.gif

Posted by: iosebovich 18 Feb 2022, 11:44
Harrison Stafford
QUOTE
ბარემ აქვე ვიკითხავ პეკინზე როა "საჩებურეკე N1" ეგ როგორი ზავიდენიაა?

სამრაცხვინო. არაფრად არ ვარგა ჩებურეკი რაა.

მადარტის აჩმა არ მოგეწონა? ზოგადად ხაჭაპური არ აქვთ ცუდი მაგათ , ეგაა გააძვირეს მოშნად და ნამცხვრებიც არნახულად გააძვირეს.

ფუნიკულიორის აჭარულს აქებდნენ ადრე. ეხლა არ ვიცი რა ხდება და პური გულიანისას აქებენ კი მარა მგონი 18 ლარი ღირს smile.gif

Posted by: kactus 18 Feb 2022, 12:50
QUOTE
პური გულიანისას აქებენ კი მარა მგონი 18 ლარი ღირს

კაშმარ! boli.gif
თქვე კაი ხალხო,ხაჭაპურში 18ლ როგორ უნდა მისცეთ?!
იყიდეთ კარგი ყველი და სხვა საჭირო ინგრედიენტები
და თქვენ თვითონ გამოაცხეთ!
ღმერთმა იცის რა ცხიმს უშვრებიან,ბრრრ... boli.gif

Posted by: Keti-Ket 18 Feb 2022, 15:18
QUOTE
პური გულიანისას აქებენ კი მარა მგონი 18 ლარი ღირს

სტამბასთან ერთად, მათი აჭარული მომწონდა ყველაზე მეტად და ნამდვილად 18 ლარი ღირს უკვე, მაგრამ ბოლოს ისე ცოტა ყველით მომიტანეს, გეგონებოდა ქუჩის საცხობში არის ნაყიდი.

Posted by: Harrison Stafford 18 Feb 2022, 15:21
iosebovich
კიდე კარგი არ შევედი იმ საჩებურეკეში biggrin.gif

მადარტს აჩმა თუ ქონდა არც ვიცოდი
სულ იმ 4ნაჭრიან ნახევრადფენოვანს ვყიდულობდი biggrin.gif კაკრას ახლა კადავდივარ გლდანში და გავუშვებ ვენაში smile.gif
ნუ ფასები ხო რა ვქნათ მაგის დედა ვატირე sad.gif

kactus
აი დიდ დიღომში ყველგან ვცადე ყველის ტოჩკა მეპოვნა მარა ყველგან იგივენაირ პრობლემას გადავაწყდი ან პარაშოკის იყო ან იმ რაღაც დებილური წამლის გემოიანი , ნახევარ კილოიანს რო ვიღებ ლამის ლიტი წყალი გაუვიდეს ხოლმე სახლში რო ამომაქვს
ხოდა შევეშვი რა
თან ისეთი დიდი კულინარიც ვერ ვარრ როკაი ხაჭაპური გამოვაცხო biggrin.gif ბებიები კიდე დიდი ხანია აღარ მყავს cry.gif

სოფელი არ მაქვს sad.gif და მეზობლბშიც იგივე სიტუაციაა ცუდი ჩამოაქვთ ან საერთოდ აღარ ჩამოაქვთ
იმერულზე მაქვს საუბარი

სულგუნი კი ბატონო იშოვება

Posted by: masai11 18 Feb 2022, 15:40
აჭარული ჭამეთ ლაღიძეში, რუსთაველზე. პატივია მიაგეთ ქალაქის ისტორიას smile.gif

Posted by: Keti-Ket 20 Feb 2022, 14:12
ქეთო და კოტეს ხაჭაპურ-ლობიანზე რას იტყვით?

Posted by: Fed 20 Feb 2022, 14:54
QUOTE

QUOTE
ბარემ აქვე ვიკითხავ პეკინზე როა "საჩებურეკე N1" ეგ როგორი ზავიდენიაა?

სამრაცხვინო. არაფრად არ ვარგა ჩებურეკი რაა.



საზიზღრობა არ გაეკაროთ არავინ
გადავაგდე ნაგავში

ენდორფინია კიდე გაპიარებული, მსგავსი უგემური ლობიანი არასდროს გამისინჯავს


კერიას ხაჭაპური და ლობიანიც სტაბილურად ერთ გემოზეა სულ და მომწონს მიცკევიჩის ფილიალში.

რეტროშიც კარგი აჭარული იყო მაგრამ 1 წელი აღარ ვყოფილვარ არვიცი თუ გააფუჭეს.

აგროჰაბის ფენოვანი კაი ვიდზეა აქ ფოტოებში ერთი გავსინჯავ აბა

Posted by: Harrison Stafford 20 Feb 2022, 15:46
ენდორფინი მეტსაც ვიტყვი საშინელებაა
პროშუტოს პიცაში 20 ლარი მივეცი
ჩალის გემოც არ ქონდა

ხაჭაპურიც ყველის მაგივრად წყალში გაზავებული მარილი იდო


გავსინჯე მადარტის აჩმა მშვენიერი გამოდგა , აქამდე არ ვიცი რატო არ ვკითხულობდი biggrin.gif
,ალბათ იმიტომ რო შევდიოდი სულ ფენოვანზე და შოკოლადის ალუბლიან ტორტზე მქონდა თვალი და გონება დადებული biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
რეტროშიც

ხოო, ხოო აქაც მისასვლელი ვარ

კერიასაც გეთანხმებით კარგი ლორიანი ლობიანი აქვს. ხაჭაპური არ ვიცი

Posted by: kriketi-1985 21 Feb 2022, 01:11
ნ1-ის ცხვრის ჩებურეკი ძალიან მომეწონა, სხვა არ ვიცი და ენდორფინის რაც გავსინჯე ყველაფერი გემრიელი ჰქონდათ, განსაკუთრებით შებოლილი ლობიანი.

Posted by: belimbor 21 Feb 2022, 10:23
QUOTE
გავსინჯე მადარტის აჩმა მშვენიერი გამოდგა , აქამდე არ ვიცი რატო არ ვკითხულობდი
,ალბათ იმიტომ რო შევდიოდი სულ ფენოვანზე და შოკოლადის ალუბლიან ტორტზე მქონდა თვალი და გონება დადებული 


მე არ ვიცი ფენოვანს რას უწუნებთ ამ თემაში. ყველა გვერდს ვერ წავიკითხავ. ჩემთვის ისეთივე ხაჭაპურია (აჭარულის მერე ყველაზე მეტად მიყვარს), როგორც ნებისმიერი სხვა აღიარებული.

რაც შეეხება აჩმას, ფერმინამ გირჩია, აგროჰაბში იყიდება 16 ლარი ღირს ნახევარფაბრიკატი, დაითრიე, შეაგდე ღუმელში და მადარტის აჩმას დაგავიწყებს. 2 კაცს უეჭველად ჰყოფნის, 4-მაც შეიძლება გაიყოს, მჭამელის გაქანებას გააჩნია

Posted by: iosebovich 21 Feb 2022, 11:08
Harrison Stafford
QUOTE
გავსინჯე მადარტის აჩმა მშვენიერი გამოდგა , აქამდე არ ვიცი რატო არ ვკითხულობდი

ხო , რაც აქვთ კარგია კაცო. ფასები კი აწიეს მარა წესიერი ჭამო ის ჯობია ვიდრე იაფად და ნაგავი. თანაც ენდორფინი ხო რა ძვირია და მაინც არ ვარგა smile.gif
* * *
აი კახელებს კი ვლანძღავ , რესტორანზე ვამბობ , მარა ლილოს გზაზე როა ფენოვანი თუ გინდათ მაგათია ძმაო. უგემრიელესია და 4 ლარი ღირს მარა ღიირს რაა. ჩებურეკიც კარგია მარა ისე დააპატარავეს მუჭის ხელაა, ფასი ეგეც 4 ლარი და მინიმუმ 3 ცალი უნდა ჭამო რო რამე იგრძნო smile.gif

Posted by: Harrison Stafford 22 Feb 2022, 22:07
belimbor
რას ამბობ კარგი ფენოვანი მე მაგრად მევასება!!!

ბავშვობაში სადღაც 2000იანების დასაწყისში ურეკში მაქვს ნაჭამი, სამკუთხედი ძალიან გემრიელი იყო , ზევიდან კიტრი+პომიდვრის სალათი გურული თხილის სანელებლით იმენა თითები ჩავიკვნიტე
დღესაც მახსოვს ის გემო
მაგის მერე ეგეთი გემრიელი ფენოვანი არ მიჭამია

iosebovich
biggrin.gif ისე მევასა დღესაც გამოვიძახე , მარა ნამეტანია 6.3 sad.gif
კახელები ძალიან მაგრები , და ასევე ძალიან ძვირები
პირველად 3-4 წლისწინ გავსინჯე მანდ ჩებურეკი 3 ღირდა ახლა 4.6მდეა ასული + საგრძნობლად დაპატარავეული ხორცით 4მა ცალმა+ ხაჭაპურმა გამაძღო

რა ვქნათ ბლიად ასე აღარ შეიძლება !!!!!
გამოსვლით არავინ გამოდის რეალურ პრობლემებზე და იძახონ მიშა/ბიძინა

Posted by: iosebovich 23 Feb 2022, 09:52
Harrison Stafford
QUOTE
რა ვქნათ ბლიად ასე აღარ შეიძლება !!!!!
გამოსვლით არავინ გამოდის რეალურ პრობლემებზე და იძახონ მიშა/ბიძინა

შენ რა გგონია , აღარ ჭამენ და ეგაა. დადიან მაკარონით და კარტოფილით გასისინებულები, ზოგს ეგაც სანატრელი აქვთ. ახლო სამეზობლოში არავინ ვიცი ვინც ჩებურეკში 5 ლარამდე გადაიხდის რაა. რას ამბობ კაცო ევროპელს რო ესე მოექცე გადაგწვავს მთავრობიან მინისტრებიანად. ესენი რა ჯიშის არიან საიდან არიან ვერ გავიგე რაა. ეგვიპტელი მონების რაღაც არიან უეჭველი biggrin.gif

Posted by: iojik 14 Mar 2022, 03:17
ხაჭაპურის ექსპერტებო და უბრალოდ გურმანებო,ევროპაში რომელი ყველით შეიძლება ფენოვან ცომში მაქსიმალურად ქართული ხაჭაპურის გემოს მიღება?

Posted by: Keti-Ket 14 Mar 2022, 16:17
QUOTE (iojik @ 14 Mar 2022, 03:17 )
ხაჭაპურის ექსპერტებო და უბრალოდ გურმანებო,ევროპაში რომელი ყველით შეიძლება ფენოვან ცომში მაქსიმალურად ქართული ხაჭაპურის გემოს მიღება?

საუკეთესო ალტერნატივა მაინც მოცარელა ფეტას კომბინაციაა.

Posted by: masai11 18 Mar 2022, 08:25
ტაფაღოველებისთვის მაქვს ერთი "ინოვაცია".
საჯაჭაპურედ მომზდებულ ყველში, ზომიერად შეურიეთ პიტნა. განსხვავებული და საინტერესო გემო აქვს yes.gif

Posted by: ninavia 3 May 2022, 14:00
masai11 ელარჯშიც გადასარევია პიტნა...

Posted by: masai11 3 May 2022, 15:22
QUOTE (ninavia @ 3 May 2022, 14:00 )
masai11 ელარჯშიც გადასარევია პიტნა...

არ ვიცი, მაგრამ სიტყვაზე დაგიჯერებ.

და შენც ხაჭაპურს ტაფაზე აცხობ? smile.gif

Posted by: Juventino 4 May 2022, 01:01
QUOTE (kriketi-1985 @ 21 Feb 2022, 01:11 )
ნ1-ის ცხვრის ჩებურეკი ძალიან მომეწონა, სხვა არ ვიცი და ენდორფინის რაც გავსინჯე ყველაფერი გემრიელი ჰქონდათ, განსაკუთრებით შებოლილი ლობიანი.

კაი რა აქვს გემრიელი ენდორფინს?
გაბერილი ფასი სხვა არაფერი.
ვაფშე არ. არ კმაყოფილი მაგათი არაფრით

Posted by: masai11 5 May 2022, 15:15
„ხაჭაპური ჩემთვის პასუხია ყველა პრობლემაზე... როცა აპოკალიფსია, ომია, ხაჭაპური ჩემი სიმბოლოა“ - ფრედერიკ ბეგბედერი
https://info9.ge/sazogadoeba/mozaika/255155-khatcapuri-chemthvis-pasukhia-yvela-problemaze-roca-apokalifsia-omia-khatcapuri-chemi-simboloa-frederik-begbederi.html?lang=ka-GE

გაიგეთ, თურმე ხაჭაპურში რამხელა ძალაა yes.gif

Posted by: sunny-day-today 6 May 2022, 13:53
ხაჭაპურს აკას ობოლეში განსაკუთრებული როლი დატვირთვა და ადგილი აქვს

Posted by: NewBaby 6 May 2022, 18:36
masai11
QUOTE
„ხაჭაპური ჩემთვის პასუხია ყველა პრობლემაზე... როცა აპოკალიფსია, ომია, ხაჭაპური ჩემი სიმბოლოა“ - ფრედერიკ ბეგბედერი

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: WERIX 8 May 2022, 12:44
ყველაზე გემრიელი ხაჭაპური (აჭარული) და არა მარტო, მზადდება voi cuisine - ში ყაზბეგის ქუჩაზე

Posted by: elchi 9 May 2022, 07:57
აქაც დავწერ.
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ენატრებათ ხაჭაპური.

ასე გააკეთეთ:
იტალიური მოცარელა და ბერძნული ფეტა 3X1-ზე შეურიეთ ხაჭოსთან და მაღალ ცხიმიან რძეში გადაზილეთ, პიცას ცომში გამოაცხვეთ და მიიღებთ სასწაულს.

Posted by: masai11 13 May 2022, 09:55
ხაჭაპურის ცომში ზეთის შეზელვა კლЯსიკაა?
გაგიკეთებიათ ვინმეს ასე?

Posted by: overclocker. 20 May 2022, 17:11
აჭარულს გემრიელად ვჭამ მარტო ძველ ბარაქაში, ჭავჭავაძეზე როა.

Posted by: Harrison Stafford 20 May 2022, 23:53
QUOTE (overclocker. @ 20 May 2022, 17:11 )
აჭარულს გემრიელად ვჭამ მარტო ძველ ბარაქაში, ჭავჭავაძეზე როა.

ღადაოობთ ეგ კიდე არსებოობს ??
რამდენი ხანია მინდა კარგი აჭარული და კაკრას იმ დღეს ვიხსენებდით მაგ ადგილს

ჭავჭავაძეს რებილიტაციის მერე არ ვეკარები biggrin.gif და არ ვიცოდი კიდე თუ იყო



კიდე რეტრო მირჩიეს გამრეკელზე
თუ იცით კარგია?

Posted by: Keti-Ket 21 May 2022, 00:01
Harrison Stafford
QUOTE
კიდე რეტრო მირჩიეს გამრეკელზე
თუ იცით კარგია?


ვერ ვიტყვი რომ საუკეთესოა, მაგრამ სტაბილურად კარგი აქვთ

Posted by: Harrison Stafford 21 May 2022, 00:12
Keti-Ket
რომელს მირჩევთ
რო მოვინიშნო biggrin.gif

ასე დავდივარ ყველგნ ვსინჯავ

Posted by: Keti-Ket 21 May 2022, 15:25
Harrison Stafford
მე მაინც სტამბასა და პური გულიანის აჭარულები მომწონს ყველაზე მეტად, თუმცა 20 ლარი ღირს, რაც საკმაოდ ძვირია, თუმცა უმეტესად ხარისხი უჭირავთ.

თუ დააგემოვნებთ, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება. ყოველთვის მაინტერესებს სხვისი აზრი ზემოხსენებული ორის შესახებ.

Posted by: overclocker. 21 May 2022, 16:01
გუშინ ვიყავი სტამბაში აჭარულის საჭმელად.
4 ყველით გვაქო მხოლოდო, პირველად მესმის ეგეთი.
არ მომეწონა საერთოდ. ლაღიძის წყალი მშვენიერი იყო.

ბოლოს რო ვჭამე გულიანში მარილი აკლდა.

ამიტო ბარაქა მირჩევნია ყველას, ყოველთვის სტაბილურია და ეგეთი ცომით ზემოთ ხსენებული ვერცერთი ამზადებს.

Posted by: Keti-Ket 22 May 2022, 15:04
overclocker.
QUOTE
ბარაქა

ჭავჭავაძეზე მოსარდაფო ობიექტი რომ არის, მაგას გულისხმობთ?

ადგილზე დაგემოვნება შესაძლებელია თუ საცხობის ვარიანტია?

Posted by: overclocker. 22 May 2022, 21:40
Keti-Ket (28 ნომერში)

user posted image


QUOTE
ადგილზე დაგემოვნება შესაძლებელია


კი

Posted by: belimbor 23 May 2022, 11:42
QUOTE
რომელს მირჩევთ
რო მოვინიშნო


პური გულიანი, ძალიან კარგი აქვთ. გუშინ ვჭამე და ცომიც ძალიან მომეწონა. რეტროს 16 ლარად აქვს და +10% ემატება მომსახურების. ანუ 17.6 გამოდის. 20 ღირს გულიანში და არაფერი ემატება (ჩაის თუ არ დაუტოვებ თავად). შესაბამისად, ჩემთვის იგივეა დაახლოებით. გულიანის ცომი უკეთესი იყო, ყველი ნუ რეტროში სულგუნის შევჭამე და რა თქმა უნდა, ჯობდა. Cest La Vie დამრჩა ახლა და "სხვა", მერე ალბათ კომპეტენტური ვიქნები აჭარულებში biggrin.gif

Posted by: xx3xx 24 May 2022, 23:11
ძააან თესლი ლობიანის ტოჩკა ვიპოვნე წერეთელზე 2.5 ღირს უგემრიელესი ლობიანია

ამ კორპუსშია მგონი სახაჭაპურე აწერია და კიბეებზე ასასვლელია
https://www.google.com/maps/place/ნათელას+პური/@41.7297793,44.7843106,20.5z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x404472cf7110c7f1:0xce441bff0108638!2z4YOs4YOU4YOg4YOU4YOX4YOU4YOa4YOY!8m2!3d41.7270374!4d44.7878!3m4!1s0x404473cebf3f3e85:0xbb096b5e1c69a4c0!8m2!3d41.7297854!4d44.7844487

Posted by: masai11 24 May 2022, 23:33
QUOTE (xx3xx @ 24 May 2022, 23:11 )
ძააან თესლი ლობიანის ტოჩკა ვიპოვნე წერეთელზე 2.5 ღირს უგემრიელესი ლობიანია

ამ კორპუსშია მგონი სახაჭაპურე აწერია და კიბეებზე ასასვლელია
https://www.google.com/maps/place/ნათელას+პური/@41.7297793,44.7843106,20.5z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x404472cf7110c7f1:0xce441bff0108638!2z4YOs4YOU4YOg4YOU4YOX4YOU4YOa4YOY!8m2!3d41.7270374!4d44.7878!3m4!1s0x404473cebf3f3e85:0xbb096b5e1c69a4c0!8m2!3d41.7297854!4d44.7844487

კი, ნამდვილად განსაკუთრრებული ლობიანი აქვთ და თითქმის სულ რიგია.

Posted by: xx3xx 25 May 2022, 00:20
QUOTE (masai11 @ 24 May 2022, 23:33 )
QUOTE (xx3xx @ 24 May 2022, 23:11 )
ძააან თესლი ლობიანის ტოჩკა ვიპოვნე წერეთელზე 2.5 ღირს უგემრიელესი ლობიანია

ამ კორპუსშია მგონი სახაჭაპურე აწერია და კიბეებზე ასასვლელია
https://www.google.com/maps/place/ნათელას+პური/@41.7297793,44.7843106,20.5z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x404472cf7110c7f1:0xce441bff0108638!2z4YOs4YOU4YOg4YOU4YOX4YOU4YOa4YOY!8m2!3d41.7270374!4d44.7878!3m4!1s0x404473cebf3f3e85:0xbb096b5e1c69a4c0!8m2!3d41.7297854!4d44.7844487

კი, ნამდვილად განსაკუთრრებული ლობიანი აქვთ და თითქმის სულ რიგია.

ახალი გახსნილია თუ დიდიხანია უკვე?
როგორც წესი თუ ახალია როგორც ჩვევიათ მალე გააფუჭებენ lol.gif

Posted by: masai11 25 May 2022, 10:06
xx3xx
QUOTE
ახალი გახსნილია თუ დიდიხანია უკვე?
როგორც წესი თუ ახალია როგორც ჩვევიათ მალე გააფუჭებენ

დიდი ხანია რაც არსებობს. არ მგონია რომ აწი გააფუჭონ თუ მცხობლეი არ წავიდა სადმე, მაგალითად იტალიაში ვინმეს მოსავლელად smile.gif

Posted by: Trump 25 May 2022, 10:27
masai11
QUOTE
დიდი ხანია რაც არსებობს. არ მგონია რომ აწი გააფუჭონ თუ მცხობლეი არ წავიდა სადმე, მაგალითად იტალიაში ვინმეს მოსავლელად



ხო იმ ხუმრობასავაითაა
ქუთაისში რობოტი ააწყვეს და პირდაპირ ქუთაისში წავიდა მომვლელადო.

Posted by: xx3xx 25 May 2022, 11:38
QUOTE (masai11 @ 25 May 2022, 10:06 )
xx3xx
QUOTE
ახალი გახსნილია თუ დიდიხანია უკვე?
როგორც წესი თუ ახალია როგორც ჩვევიათ მალე გააფუჭებენ

დიდი ხანია რაც არსებობს. არ მგონია რომ აწი გააფუჭონ თუ მცხობლეი არ წავიდა სადმე, მაგალითად იტალიაში ვინმეს მოსავლელად smile.gif

მაშინ სანამ დროა შევესიეთ popcorn.gif
როგორც ვიცი მაგ ლობიანის NFT დაამზადეს და eek.gif ასევე ნასამ დაინტერესდა და 2025 წელს მაგ ლობიანის კოსმოსში გაშვებას აპირებენ

Posted by: masai11 29 Jun 2022, 20:41
ხაჭაპურის გაცხელების ფენომენიზე მინდა გესაუბროთ.
ასეც ხდება ხოლმე, რომ წინა დღეს ნაყიდი, გამომცხვარი თუ მოკითხული ხაჭაპური შემოგვრჩება.
მომდევნო დღეს მის "გასაცოცხლებლად" უმრავლესობა მიმართავს ხაჭაპური გაცხელების პრაქტიკას smile.gif
ჰო და, დღევანდელი ტექნიკური საშუალებების სიმრვალის გათვალისწინებით, თქვენ რას იყენებთ - ტაფას, ღუმელს, მიკროტალღურს თუ ტოსტერს smile.gif

ჩემი აზრით, გაცხელება ყველაზე მეტად ხაჭაპურს ტაფაში შვენის yes.gif

Posted by: vaho 29 Jun 2022, 21:58
QUOTE
ხაჭაპური გაცხელების პრაქტიკა


გაფიცხება ჰქვიან მაგ პროცესს.

გაფიცხებული ხაჭაპური მირჩევნია ახალგამომცხვარს...
* * *
QUOTE
ჩემი აზრით, გაცხელება ყველაზე მეტად ხაჭაპურს ტაფაში შვენის


არა. ნაკვერჩხალზე.

მწვადს რო აიღებ, შამფურებზე უნდა დააწყო ბრტყლად. მწვადისკენ აღარც გაიხედავ...

Posted by: belimbor 30 Jun 2022, 09:53
QUOTE
ტაფას, ღუმელს, მიკროტალღურს თუ ტოსტერს


მიკროტალღური უბრალოდ ათბობს. ხანდახან არბილებს, ასე რომ გაფიცხებისთვის არ გამოდგება. ტაფა და ტოსტერი ერთ ეფექტს ქმნის დაახლოებით, მაგრამ ტაფაზე დიდი ზომის ეტევა. ამიტომ მაინც ტაფა.

QUOTE
მწვადს რო აიღებ, შამფურებზე უნდა დააწყო ბრტყლად. მწვადისკენ აღარც გაიხედავ...


გაფიცხებული ხაჭაპური თუ გაპიწკინებული ხინკალი? biggrin.gif

Posted by: masai11 30 Jun 2022, 10:22
vaho
QUOTE
მწვადს რო აიღებ, შამფურებზე უნდა დააწყო ბრტყლად. მწვადისკენ აღარც გაიხედავ...

უმეი, მწვადი და ხაჭაპური ერთად ვერც გონებაში წარმოვიდგინე და ვერც სტომაქში. ძაან არაკლასიკური სინთეზია ჩემი აზრით.
მწვადის ხაზეინები, კახელები რას ამბობენ ასეთ კომბინაციაზე - მწვადი და ხაჭაპური - გასტრონომიული გათახსირებულება არ არისო?
biggrin.gif

Posted by: vaho 30 Jun 2022, 13:03
QUOTE
უმეი, მწვადი და ხაჭაპური ერთად ვერც გონებაში წარმოვიდგინე და ვერც სტომაქში


?

QUOTE
ძაან არაკლასიკური სინთეზია ჩემი აზრით.


გოეთეზე მეტი კლასიკაა


Posted by: iosebovich 30 Jun 2022, 14:15
masai11
საერთოდ ეგრე ითვლება კი, რო ყველიანი და ხორციანი ერთად არ შეიძლება. მაგრამ რავიცი. იმ დღეს ჭაშნაგირში ვიყავით ჰოდა მწვადიც კარქა გეახელით და ხაჭაპურიცა smile.gif

Posted by: masai11 30 Jun 2022, 21:49
QUOTE
გოეთეზე მეტი კლასიკაა

რამე საექსკურსიო კლასიკა ხომ არ არის ეგ?
ექსკურსიებზე ხდება ასე, წინა დღის ხაჭაპურს რომ წამნოიღებენ, გასაფიცხებელი რომ არის. წასაზაკუსკებლად რომ გაჩერდებიან და იქვე მწვადი იწვება. მერე ხაჭაპურიც გაახსენდებათ და გააფიცხებენ.

აბა მწვადის შეწვისას ხაჭაპური რა პონტში უნდა გაგახსენდეს?
შოთი და დედას პური კიდე ხო და ხაჭაპური რანაირად?

რავი, ერთი უნდა მოვსინჯო.
ხაჭაპური და შემწვარი გოჭოს ხორცი კიდე ხო, მსმენია და მინახავს. კლასიკაა.

Posted by: Besa 2 Jul 2022, 00:48
QUOTE
მწვადის ხაზეინები, კახელები რას ამბობენ ასეთ კომბინაციაზე - მწვადი და ხაჭაპური - გასტრონომიული გათახსირებულება არ არისო?


კახეთი და ხაჭაპური ?


Posted by: iosebovich 4 Jul 2022, 16:48
Besa
QUOTE
კახეთი და ხაჭაპური ?

ეხლა იასნად კახეთში რო ხარ არც ხაჭაპური უნდა მოითხოვო, არც მჭადი და არც ფხალეული. არ ექნებათ და თუ ექნებათ პირში არ ჩაიდება. ყველა კუთხეს თავის სპეციფიკა აქვს და მაგითაა მდიდარი საქართველო. ხაჭაპური და მწვადი სუფრაზე, თბილისში , იმერეთშიც smile.gif

Posted by: belimbor 5 Jul 2022, 10:45
iosebovich

ხინკალიც არაა კახური მაგრამ ყველაზე გემრიელი მაგ კუთხეში კეთდება.

Posted by: fermina 10 Jul 2022, 21:52
xx3xx
QUOTE
იმდღეს გავიჩითე დიღმის მასივში და ვხედავ ძალიან დიდი რიგია საცხობთან აი ისეთი პურის რიგები რო იყო ისეთ


საცხობი ნილე-ა მანდ ეგეთი, ბევრი ქება-დიდება გამიგია, სულ დიდი რიგებია, არადა ერთი-ორჯერ მომიწია მანდ გასინჯვა და აი საერთოდ არანაირი არაფერი არ მომეწონა.

Posted by: xx3xx 10 Jul 2022, 23:00
elchi
ვერ ვასწორებ და რავქნა sad.gif წაშალე თუგინდა bird.gif
Universe´
თავის ბუნაგში მიმათრია და შილაკი გამიკეთა, გამოვშტერდი მეთქი რაუნდააა lalala.gif
fermina
კი ეგაა, ერთხელ წერეთელზე მაგაზე დიდი რიგი ვნახე ჰოთდოგებს აკეთებდნენ დაველოდე ვიყიდე გავსინჯე და ფუ მეთქი ეს რა არის და იქვე კატას ვეუბნები ფსფსფს დავუდე ჰა ფისო ჭამე მე აღარმინდა თქო და სახეზე შემომახტა თათებით ცემა დამიწყო დამპორჭყნა და გაიქცა why.gif

Posted by: fermina 10 Jul 2022, 23:22
xx3xx
QUOTE
fermina
კი ეგაა, ერთხელ წერეთელზე მაგაზე დიდი რიგი ვნახე ჰოთდოგებს აკეთებდნენ დაველოდე ვიყიდე გავსინჯე და ფუ მეთქი ეს რა არის და იქვე კატას ვეუბნები ფსფსფს დავუდე ჰა ფისო ჭამე მე აღარმინდა თქო და სახეზე შემომახტა თათებით ცემა დამიწყო დამპორჭყნა და გაიქცა


წერეთელზე არ ვიცი და მაგ ნილე-ში ჰოთდოგიც გავსინჯე და მაგაზე კარგი კასპში კეთდება მილაძეების საცხობში, ოღონდ მართლა biggrin.gif

Posted by: SkitterZ 14 Jul 2022, 01:12
user posted image

Posted by: Besa 14 Jul 2022, 13:31
QUOTE (SkitterZ @ 14 Jul 2022, 01:12 )
user posted image

ცომის ამბებში დიდად ვერ ვერკვევი
მასწავლეთ როგორ მოვზილო ასეთი თხელი რომ გამოვიდეს

Posted by: masai11 14 Jul 2022, 13:39
QUOTE (SkitterZ @ 14 Jul 2022, 01:12 )
user posted image

ყველიანი ლობიანები გაგიგიათ და გაგისინჯავთ?
სვანეთში აკეთებენ.

Posted by: SkitterZ 16 Jul 2022, 00:52
Besa
არ ვიცი, დაგუგლული ფოტოა

masai11
პირველად მესმის და ვერც წარმომიდგენია რა გემო ექნება

არ მომეწონება მგონია




ისე რანაირი ხალხი ხართ პოლიტგანყელები, სასვენ ნიშნებზე არჩევთ ქოც/ნაცს და ტროლი პოსტი ვერ გაგიგირჩევიათ აგერ ყურისძირში biggrin.gif

Posted by: AnneSh 16 Jul 2022, 02:20
QUOTE (SkitterZ @ 14 Jul 2022, 01:12 )
user posted image                                                                   

love.gif love.gif
ლობიანი>ხაჭაპური

Posted by: SkitterZ 16 Jul 2022, 13:43
AnneSh
მოდით ყველამ ლობიანზე ვილაპარაკოთ ამ თემაში love.gif

ცუდი ლობიანი გიჭამიათ????


მე არა, მგონი არც არსებობს ბუნებაში

Posted by: masai11 16 Jul 2022, 17:51
ამ ლობბიანების, ფხლიანი პურების და სხვა უბადრუკობების მოტრფიალე მდაბიო-გლეხუჭებმა ცალკე თემა გახსენით თქვენი უგემოვნო ნუგბარისთვის და იქ იხორხოცეთ.
ნუ გვეტენებით რა ამ დახვეწილი გასტრონომიული გემოვნების ელიტას.
ბარემ ბადრიჯნიანი პურები გამოაცხვეთ, ტაფაზე FუF! ლობბიანი ... არა ის კიდე

khachapuri 4ever - ხაჭაპური მისდღემჩი!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: donmixo777 16 Jul 2022, 20:32
QUOTE
ხაჭაპური მისდღემჩი!

QUOTE
ხაჭაპური მისდღემჩი!



კაია ხაჭაპური მაგრამ სადააა კარგი ხაჭაპური?
აი ისეთი გამოცხობის შემდეგ 15 წუთშ რომ თავის გემოს რომ ინარჩუნებს?

მოგიტანენ
გასინჯავ
კარგია და იმ წუთას თუ არ შეჭამე, - მერე პიზდეცი ხდება baby.gif

Posted by: SkitterZ 17 Jul 2022, 13:17
masai11


ლლლლლლლობიანი

user posted image

Posted by: AnneSh 17 Jul 2022, 21:32
SkitterZ
მეც არ მიჭამია ცუდი ლობიანი :უსერ:

ჩემი დაქალის ბებიაა რაჭველი და მაგისი გაკეთებული ლობიანები მიყვარს ყველაზე მეტად <33333

Posted by: vaho 17 Jul 2022, 22:10
QUOTE
ლობიანი>ხაჭაპური


ეს იგივეა, რომ თქვა ზაპოროჟეცი ჯობია მერსედესსო.

ლობიანი შეიძლება შეჭამო ბარბარობას ერთი ნაჭერი ტრადიციის დასაცავად, დააყოლო ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ეგაა. 365 დღე თავისუფალი ხარ...

Posted by: ninicool 24 Jul 2022, 19:57
SkitterZ
QUOTE
ცუდი ლობიანი გიჭამიათ????

ლობიანებზე თქვეს, სადაც ჭიანი ლობიოა, ყველას ლობიანებში ასაღებენო და მას შემდეგ ლობიანი აღარ მიყიდია.

თემას რომ არ ავცდე, ჭახრაკინები გამოვაცხვე გუშინ
ყველანაირ ხაჭაპურს მირჩევნია.

user posted image


Posted by: Juventino 25 Jul 2022, 10:05
QUOTE
ლობიანებზე თქვეს, სადაც ჭიანი ლობიოა, ყველას ლობიანებში ასაღებენო და მას შემდეგ ლობიანი აღარ მიყიდია.

ეს მეც მსმენია სხვათაშორის მაგრამ იმედს ვიტოვებ ონიაშვილზე იგივე არ ხდება.

Posted by: GEORGEXIII 6 Aug 2022, 03:26
ევროკონდიტერის ხაჭაპური კიდევ ნიჩიო

boli.gif

Posted by: masai11 6 Aug 2022, 10:55
ბარემ მჭადზე და ამოლესილ ლობიოზც აქ ილაპარაკეთ. FუF, უგემოვნოები.
gigi.gif

Posted by: Master_Nick 6 Aug 2022, 16:54
ბოლო ბოლო თბილისში კარგ ხაჭაპური სად იყიდება?

Posted by: masai11 7 Aug 2022, 13:39
Master_Nick
QUOTE
ბოლო ბოლო თბილისში კარგ ხაჭაპური სად იყიდება?

რავა?

Posted by: vaho 7 Aug 2022, 14:35
QUOTE
თბილისში კარგ ხაჭაპური სად იყიდება?


ფაქტიურად არსად.

იმერულ ხაჭაპურს თავზე რას უსვამენ ხოლმე, მერე ლაპლაპი რომ გაუდის?

ვინ მოიფიქრა პირველად, ხელები უნდა დაამტვრიო...

Posted by: belimbor 8 Aug 2022, 10:41
QUOTE
იმერულ ხაჭაპურს თავზე რას უსვამენ ხოლმე, მერე ლაპლაპი რომ გაუდის?


რაღაც ძღინკიან სპრედს ალბათ biggrin.gif

Posted by: xx3xx 10 Aug 2022, 01:03
QUOTE (Master_Nick @ 6 Aug 2022, 16:54 )
ბოლო ბოლო თბილისში კარგ ხაჭაპური სად იყიდება?

აქ აცხობენ კაი ლობიანს მრგვალს და იმერულიც საკაიფო აქვთ

https://www.google.com/maps/place/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/@41.7297793,44.7843106,20.5z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x404472cf7110c7f1:0xce441bff0108638!2z4YOs4YOU4YOg4YOU4YOX4YOU4YOa4YOY!8m2!3d41.7270374!4d44.7878!3m4!1s0x404473cebf3f3e85:0xbb096b5e1c69a4c0!8m2!3d41.7297854!4d44.7844487

Posted by: masai11 10 Aug 2022, 18:08
ხაჭაპური "მისდღემჩი" smile.gif
user posted image


Posted by: masai11 17 Aug 2022, 13:00
user posted image

ხაჭაპური მეთქი smile.gif

Posted by: SkitterZ 17 Aug 2022, 20:19
ლობიანი

Posted by: masai11 25 Aug 2022, 12:39
კკდევ ერთი თემა ფართო დისკუსიისთვის - ჩაითვალოს თუ არა ა ჩ მ ა ხაჭაპურად?
თუ ცალკე "ფენომენად" გამოვყოთ იგი?
თბილისში კარგი აჩმა სად გაგისინჯავთ?
user posted image

Posted by: andanda 25 Aug 2022, 12:41
აჩმა ჩემი აზრით ცალკე ფენომენია ძალიან გემრიელია ნებისმიერ ხაჭაპურზე მეტადაც

Posted by: masai11 25 Aug 2022, 16:19
andanda
QUOTE
აჩმა ჩემი აზრით ცალკე ფენომენია ძალიან გემრიელია ნებისმიერ ხაჭაპურზე მეტადაც


აი ნებისმიერ ხაჭაპურზე?
დარწმუნებული ხარ? smile.gif

Posted by: GEORGEXIII 25 Aug 2022, 23:01
ძმაკაცის დედა აკეთებს იმენა წიოკ აჩმას... ამ გახსენებაზე სადმე კაი ტოჩკა თუ იცით დაუშვით.

Posted by: masai11 26 Aug 2022, 13:09
მე პირადად არ ვიცი და არც სხვებისგან გამიგია, რომ თბილისში შეიძლება სადმე კარგი აჩმა ჩაიმხო.
ასე, რომ აგერ კიდევ ერთი ნიშა ბიზნესისთვის smile.gif

ხო და, აგროჰაბში იყიდება ნახევარფაბრიკატის სახით აჩმა, ღუმელში გამოცხობაღა უნდა მხოლოდ.
მაგრამ მე არ მომეწონა, თითქოს ყველი აკლია და ძალიან ცხიმიანი ამას გარდა.

აი ფახლავაც და აჩმაც, აჭარაში რომ გამისინჯავს ეგეთი არსად მას შემდეგ. ნუ, ბევრი არსად ვყოფილავა ისედაც, სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეა.

Posted by: WP-Rex 26 Aug 2022, 14:09
აჩმას წარმოშობაზე ჩემი თეორია მაქვს.
ჩემი აზრით, აჩმას წინაპარი არის ლაზანია - კერძი, რომელიც ადრეული შუა საუკუნეებიდან, ხოლო ზოგი წყაროს მიხედვით ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკაში იყო ცნობილი.

სავარაუდოდ, ლაზანიას ხშირად ამზადებდნენ შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს,
მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ გენუელების ფაქტორიებში.

იქიდან გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაშიც, მაგრამ რადგან ხორცი შუა საუკუნეებში ღარიბი ხალხისთვის დელიკატესი იყო,
დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში მისი ყველით ჩანაცვლება მოხდა და გარკვეული სახეცვლილების შემდეგ მივიღეთ აჩმა.

Posted by: masai11 26 Aug 2022, 14:32
QUOTE (WP-Rex @ 26 Aug 2022, 14:09 )
აჩმას წარმოშობაზე ჩემი თეორია მაქვს.
ჩემი აზრით, აჩმას წინაპარი არის ლაზანია - კერძი, რომელიც ადრეული შუა საუკუნეებიდან, ხოლო ზოგი წყაროს მიხედვით ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკაში იყო ცნობილი.

სავარაუდოდ, ლაზანიას ხშირად ამზადებდნენ შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს,
მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ გენუელების ფაქტორიებში.

იქიდან გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაშიც, მაგრამ რადგან ხორცი შუა საუკუნეებში ღარიბი ხალხისთვის დელიკატესი იყო,
დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობაში მისი ყველით ჩანაცვლება მოხდა და გარკვეული სახეცვლილების შემდეგ მივიღეთ აჩმა.

და დასახელება მაშინ, ლაზანია როგორ "კონვერტირდა" აჩმაში?
არ მოგონი ლაზანია და აჩმა ღარიბების კერძი ყოფილიყო, ცომის მომზადების სპეციფიურობის გამო.
ჩემი აზრით ოსმალეთის იმპერიის მზარეულების მემკვიდრეობაა მათ შორის აჩმა ც.

Posted by: მამაო ენუქი 26 Aug 2022, 14:47
WP-Rex
მაშინ ლაზანიაც შემორჩებოდა.
აჩმა სიტყვა თურქულია, აჭარული სამზარეულოსათვისაა დამახასიათებელი მაგდენი ყველი და ცხიმი კერძებში, მე უფრო აჭარული მგონია ვიდრე აფხაზური.

Posted by: WP-Rex 26 Aug 2022, 22:23
აჩმა შეიძლება ლაზანიას პირდაპირი შთამომავალი არ არის.
შეიძლება უბრალოდ იდეაა აღებული ლაზანიიდან.
ცომის ყოველ ფენაში სოუსის/ცხიმის გადასმა და ხორცის/ყველის ფენა.
კონცეფცია საკმაოდ ჰგავს მოკლედ.

Posted by: მამაო ენუქი 26 Aug 2022, 22:27
WP-Rex
QUOTE
ცომის ყოველ ფენაში სოუსის/ცხიმის გადასმა და ხორცის/ყველის ფენა.

ფახლავაც ეგრე კეთდება სხვათაშორის.

Posted by: andanda 28 Aug 2022, 18:40
აჩმა რაც მეტად ცხიმიანია მით უფრო გემრიელია.

Posted by: masai11 2 Sep 2022, 08:48
user posted image

მადარტის ხაჭაპურებზე რას იტყვით ფენოვანგელისტებო ? smile.gif

Posted by: belimbor 2 Sep 2022, 10:31
მე აგროჰაბის აჩმა მომწონს, ჩემთვის ცხიმიანი აჩმა გემრიელია. ყველიც საკმარისი აქვს რა ვიცი.

QUOTE
მადარტის ხაჭაპურებზე რას იტყვით ფენოვანგელისტებო ?


არ გამისინჯავს, ფასი რა აქვს? აგროჰაბის 3.8-იანი ფენოვანი მიყვარს. (რა დრო იყო, 3₾-ით დაიწყეს მგონი)

Posted by: SkitterZ 2 Sep 2022, 19:59
belimbor
ლობიანზე რას იტყვით???????

Posted by: Besa 3 Sep 2022, 00:18
SkitterZ
QUOTE
ლობიანზე რას იტყვით???????


ასწორებს ლობიანი.
დღეს მოვამზადე

user posted image

Posted by: Kvirila 3 Sep 2022, 04:33
QUOTE (Besa @ 3 Sep 2022, 00:18 )
SkitterZ
QUOTE
ლობიანზე რას იტყვით???????


ასწორებს ლობიანი.
დღეს მოვამზადე

user posted image


შეგერგოს.
უწერაში იციან ლობიანი ფანტასტიკა, user.gif

Posted by: ninicool 3 Sep 2022, 10:05

ნაყიდს ისევ ჩემი მოხლაფორთებული მირჩევნია

user posted image

Posted by: GEORGEXIII 3 Sep 2022, 16:40
masai11
ისეთი არ არის რაც ადრე იყო..

თან რაღაც ძალიან ცხიმიანია ხოლმე ამ ბოლო დროს..

Posted by: vaho 3 Sep 2022, 19:24
QUOTE
მადარტი


ნამეტანი გაბანძდნენ.

ადრე კარაქს იყენებდნენ და ახლა ხაჭაპურსაც კი მარგარინის გემო აქვს რატომღაც.

თანაც მგონი ყველში ვერმიშელს ურევენ თუ რაღაცა უბედურებას.

შეიძლება სიცხის ბრალია და მეჩვენება, ამ ზაფხულმაც მოდნა ტვინი, დიდი სიამოვნებით ამოვშლიდი წელიწადის დროებიდან.

რა უბედურებაა ეს 40-გრადუსიანი სიცხეები...

Posted by: masai11 3 Sep 2022, 19:31
GEORGEXIII
vaho
გეთანხმებით, ხარისხი გააფუჭეს.
QUOTE
შეიძლება სიცხის ბრალია და მეჩვენება,

არ გეჩვენება. მართლაც მარგარინის გემო აქვს და ვიდრე ცხელია კიდე არა უშავს. რომ გაცივდება მერე ეგ "ის თამრო აღარ არის" smile.gif

Posted by: Besa 3 Sep 2022, 20:02
Kvirila

გაიხარე

Posted by: loretashiri 3 Sep 2022, 20:37
QUOTE
აჭარული სამზარეულოსათვისაა დამახასიათებელი მაგდენი ყველი და ცხიმი კერძებში


Posted by: masai11 4 Sep 2022, 00:40
არც ისე სხვათაშორის,

უკვე 2 "ზავეძენიეში" დავაფიქსირე შემდეგი - ხაჭაპურის შეგთავსისთვის გამოსაყენებელი მასა, გათხევადებულ მდგომარეობაში, პლასტმასის დიდ ჭურჭლებში აქვთ შენახული. და ეს რაღაც მასა ნამდვილად არ არის რძისგან დამზადებული ყველი. უკეთეს შემთხვევაში სოიოს ფხვნილისგან და პალმის ცხიმისგან დამზადებული ყველისებური მასაა. ასეთებს ჩვენს სუპერმაკეტებში და ბაზრებშიც შევხვდებით.
ანუ, შეკვეთას რომ მიიღებენ ეს მასა უკვე გამზადებული უდგათ ბოცებში, გადმოასხამენ, გაწურავენ და ჩადებენ ცომში.
როგორც ჩანს ეს ახალი "ტექნოლოგია" ფართოდ ვრცელდება ჩენს სახაჭაპურეებში და ნამდვილი ხაჭაპურის გემო სანატრელი გაგვიხდება.

Posted by: masai11 28 Sep 2022, 11:32
ზესრაფონში, ქუჩაში ჩამწკრივებული სახაჭაპურეები და ლავაცები რომაა, მანდ ხაჭაპურს არაუშავს.
ვიდზე ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ გემრიელი იყო.

Posted by: masai11 17 Oct 2022, 14:14
ამას წინათ ერთ-ერთ ზავეძენიაში ვიყავი, აი ოჯახური სამზაერულოები რომ ჰქვიათ და მზა კერძებს ჰყიდიან. სკოლასთან ახლოსაა და ბავშვები ყოველ დილით მოდიან, რომ თავისთვის საუზმე თუ სადილი იყიდონ.
ჰოდა , ერთხელაც ასე ვიდექით, რიგში, ერთი 10 ბავშვი იყო, ათივემ ლობიანი იყიდა და არც ერთმა ხაჭაპური.
რანაირი თოაბა მიდის კაცო რა არის, ან სკოლა ან ოჯახი რას უყურებს, შეიძლება სულ ასე გამოლობიანება ბავშვების?!

Posted by: Andro_forza_Napoli 18 Oct 2022, 19:06
QUOTE
ხ ა ჭ ა პ უ რ ი

ყველი რომ იწელება შიგნით baby.gif

Posted by: masai11 20 Oct 2022, 07:24
user posted image
ეს ამერიკელი ტურისტია, ხაჭაპურის სიყვარული სხეულზე ამოისვირინგა.
რომ შეეძლოს ალბათ შვილსაც გააჩენდა ხაჭაპურისგან yes.gif

Posted by: masai11 28 Oct 2022, 20:33
ტაფაღოველების ნახელავი - ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური smile.gif
user posted image

Posted by: masai11 9 Nov 2022, 19:57
ონიაშვილის არაფენოვანი, ე.წ. იმერული ხაჭაპურ არ ვარგა!
ფენოვანი კარგია.
ჩებურეკიც.
ლობიანი ხომ ძაან კარგია ეგ ყველამ იცის.

Posted by: მამაო ენუქი 9 Nov 2022, 20:06
სამებაში აქვთ გემრიელი ხაჭაპურები chups.gif

Posted by: chortivonaet 9 Nov 2022, 20:16
კაი გამახსენე ონიაშვილზე ჩავალ ხვალ ცოტა უხეში მომსახურებაა თორემ ისე კარგია.masai11

Posted by: masai11 9 Nov 2022, 20:20
QUOTE (chortivonaet @ 9 Nov 2022, 20:16 )
კაი გამახსენე ონიაშვილზე ჩავალ ხვალ ცოტა უხეში მომსახურებაა თორემ ისე კარგია.masai11

თუ იმ იმედით ჩადიხარ რომ დაჯდები და ისიამოვნებ ნახელავით, როგორც გასროკილი მიშა იტყოდა ნურას უკცრავად smile.gif
შიდა სივრცე გაუქმებულია, მარტო გატანებზე მუშაობენ.

ხაჭაპური არ ვარგა!

Posted by: belimbor 10 Nov 2022, 10:56
QUOTE
ხაჭაპური არ ვარგა!


ონიაშვილზე ხაჭაპურისთვის არავინ მიდის ჩემი აზრით. ლობიანი არის ტოპ, ჩებურეკი საკმაოდ კარგი.

Posted by: J4st5 10 Nov 2022, 11:36
ახალდაბაში ირება შეში ღუმელსი გამომცხვარი სასწული ხაჭაპურიც და ლობიანიც

Posted by: Trump 10 Nov 2022, 11:57
J4st5
QUOTE
ახალდაბაში ირება შეში ღუმელსი გამომცხვარი სასწული ხაჭაპურიც და ლობიანიც



წყნეთის ახალდაბასთან? რა ქვია სახელიsmile.gif

Posted by: masai11 10 Nov 2022, 13:30
J4st5
QUOTE
ახალდაბაში ირება შეში ღუმელსი გამომცხვარი სასწული ხაჭაპურიც და ლობიანიც


დაგვიდე რა კონკრეტული ლოკაცია, თავს უნდა დავესხათbelimbor
QUOTE
ონიაშვილზე ხაჭაპურისთვის არავინ მიდის ჩემი აზრით. ლობიანი არის ტოპ, ჩებურეკი საკმაოდ კარგი.

არის ხოლმ შემთხვევა, როცა ღონისძიებისთვის უკვეთავ ლობიანს და იფიქრებ რომ ბარემ ხაჭაპურსაც აქედან წავიღებ, აქეთ -იქით რომ არ ვირბინოო. ჰო და მაგ დროს გერხევა ონიაშვილის შემთხვევაში.

Posted by: vaho 10 Nov 2022, 17:53
QUOTE
წყნეთის ახალდაბასთან? რა ქვია სახელი


ბორჯომთან. ფორია ჰქვიან დაწესებულებას.

5 ლარი ღირს. ახალგამომცხვარიც მაგარია, მაგრამ მეორე დღეს თუ შეაფიცხებ, უკეთესი ხდება...

Posted by: Trump 10 Nov 2022, 18:03
vaho
QUOTE
ბორჯომთან. ფორია ჰქვიან დაწესებულებას.



ა მეთქი რამე ახალიაsmile.gif

Posted by: chortivonaet 10 Nov 2022, 18:15
მე საცხობებში აღარ ვიყიდი არაფერს
ძალიან მავნეა
კუჭს აჩანაგებს

Posted by: J4st5 10 Nov 2022, 22:19
QUOTE (masai11 @ 10 Nov 2022, 13:30 )
J4st5
QUOTE
ახალდაბაში ირება შეში ღუმელსი გამომცხვარი სასწული ხაჭაპურიც და ლობიანიც


დაგვიდე რა კონკრეტული ლოკაცია, თავს უნდა დავესხათbelimbor
QUOTE
ონიაშვილზე ხაჭაპურისთვის არავინ მიდის ჩემი აზრით. ლობიანი არის ტოპ, ჩებურეკი საკმაოდ კარგი.

არის ხოლმ შემთხვევა, როცა ღონისძიებისთვის უკვეთავ ლობიანს და იფიქრებ რომ ბარემ ხაჭაპურსაც აქედან წავიღებ, აქეთ -იქით რომ არ ვირბინოო. ჰო და მაგ დროს გერხევა ონიაშვილის შემთხვევაში.

ბორჯომამდე არ მისული ფორია ქვია კაი ხაჭაპური კაი ლობიანი მწვად არაუშავს და ყველი აქვთ პიზდეცი

Posted by: Juventino 13 Nov 2022, 22:26
კაი გემრიელი ჯიგრული აი რასაც ქვია ფენოვანი მასწავლეთ სადმე ?

Posted by: მამაო ენუქი 13 Nov 2022, 22:34
Juventino
https://www.facebook.com/LagidzeWater/photos/%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%AE/830709856974142/

Posted by: BeerLover 13 Nov 2022, 23:24
მამაო ენუქი

+1

მართლა საუკეთესოა

Posted by: IirinOK 14 Nov 2022, 01:31


ყველანაირი ხაჭაპური მიყვარს თუ კარგი გაკეთებულია

Posted by: masai11 14 Nov 2022, 11:51
Juventino
მამაო ენუქი
BeerLover
ონიშვილის ფენოვანიც არ დაიწუნება. არანაირად.

IirinOK
მიღებული ხაჭაპუისტების საიდუმლო ორდენში yes.gif
ჩვენი ორდენის კეთილშობილი მიზანია მსოფლოზე კონტროლის მოპოვება და კაცობრიობის "შესმა" ხაჭაპურზე. ხაჭაპურის კულტის დამკვიდრება მთელს პლანეტაზე.
ჩვენი დაუძინებელი მტრები არიან ლობიანისტები!

Posted by: Juventino 14 Nov 2022, 15:19
მამაო ენუქი
ოჰო გავივლი აუცილებლად

masai11
ინაშვილის ვიცი უკეთესი მინდა :დ

Posted by: masai11 17 Nov 2022, 07:48
QUOTE
ინაშვილის ვიცი უკეთესი მინდა :დ

ხაჭაპურის ცხობაც დაიწყო მაგ უბედურმა? ცომს თარხა-მოურავი უზელს ნეტა?

"ფასანაური" რომ არის რესტორან-სახინკლეების ქსელი, აი მაგის ხაჭაპური არ ვარგა არაფრად!
(ხინკალი როგორი აქვთ ხინკალ-მოყვარულებმა თქვან).

კარგი ხაჭაპური პოვნა ქალაქში არის პრიბლემა. ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ ყ ვ ე ლ ი, როგორც ძვირფასი და ამ ბოლო დროს ძალიან გაძვირებული პროდუქტია, გახდა მასობრიცი ფალსიფიკაციის და ჩანაცვლების ობიექტი. ყველაფერს კადრულობენ რომ ყველის ხარჯი შეამცირონ და იყენებენ ათს მაიმუნობას ყველის ნაცვლად.
თბილისშა და სხვა დიდ ქალაქბში, ფაქტიურად თაობა იზრდება რომელსაც ნამდვილი ყველით გაეთებული, კარგი ხაჭაპური არ უჭამია. ამიტომ გადასული არიან ლ ო ბ ი ა ნ ე ბ ი ს ყვალპვაზე. დამეთახმებით ლობიო არც იზე ძვირფასი პრიდუქტია და მისი ფალსიფიკაციი აუცილებლობა ჯერ არ უდგათ საცხობებს.

მოვითხოვ სახალხო დამცველისგან დაიცვას ჭეშმარიტი ხაჭაპურის ინტერესები და სკოლის ბუფეტებში შევიდეს და ბავშვებს უფასოდ დაურუგდეთ ცხელ-ცხელი, ნამდვილი ხაჭაპური (იმერული).

Posted by: chortivonaet 17 Nov 2022, 09:54
საცხობების ხაჭაპურები და სხვა ცომეული არ იჭმევა. კუჭს გატკენთ , მოერიდეთ.

Posted by: J4st5 17 Nov 2022, 10:36
რენეს დრავის რეკლამა შემხვდა ვიზლუალი ძან დონეა გაგისინჯავთ ვინმეს ?

Posted by: masai11 17 Nov 2022, 11:13
QUOTE (J4st5 @ 17 Nov 2022, 10:36 )
რენეს დრავის რეკლამა შემხვდა ვიზლუალი ძან დონეა გაგისინჯავთ ვინმეს ?

სად არის, მოგვეცი "ნაკოლი" smile.gif
დავესხები თავს smile.gif

Posted by: J4st5 17 Nov 2022, 11:17
QUOTE (masai11 @ 17 Nov 2022, 11:13 )
QUOTE (J4st5 @ 17 Nov 2022, 10:36 )
რენეს დრავის რეკლამა შემხვდა ვიზლუალი ძან დონეა გაგისინჯავთ ვინმეს ?

სად არის, მოგვეცი "ნაკოლი" smile.gif
დავესხები თავს smile.gif

ბელიაშვილის 104 არისო რეკლამაში და ისეთი ვიდი ქონდა კინამა ტელეფონი შევჭამე smile.gif)

https://ms-my.facebook.com/renesdrive/videos/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/2035592756627813/

Posted by: masai11 17 Nov 2022, 11:23
QUOTE (J4st5 @ 17 Nov 2022, 11:17 )
QUOTE (masai11 @ 17 Nov 2022, 11:13 )
QUOTE (J4st5 @ 17 Nov 2022, 10:36 )
რენეს დრავის რეკლამა შემხვდა ვიზლუალი ძან დონეა გაგისინჯავთ ვინმეს ?

სად არის, მოგვეცი "ნაკოლი" smile.gif
დავესხები თავს smile.gif

ბელიაშვილის 104 არისო რეკლამაში და ისეთი ვიდი ქონდა კინამა ტელეფონი შევჭამე smile.gif)

https://ms-my.facebook.com/renesdrive/videos/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98/2035592756627813/

ფუუუ ... ტაფაში აცხობენ facepalm.gif
გადაგვარდა ქართველი ერი, რაღა გვეშველება user.gif

gigi.gif

ვიდზე პატარა ჩანს. თანაც ყველი თლად ასეც არ უნდა იტყლარწებოდეს.
რავიცი, გზად გასავლელიში რომ ვიქნები გავსინჯავ.

Posted by: Besa 21 Nov 2022, 11:17
გორში, რესტორანი "შინ და გორი" ძალიან მომეწონა ხაჭაპური
ხაბიზგინი საერთოდ ჩეპიონი
მხლოვანებიც

Posted by: fermina 21 Nov 2022, 16:25
Besa
QUOTE
გორში, რესტორანი "შინ და გორი"


მანდ მეც ყველაფერი ძალიან მომეწონა rolleyes.gif love.gif
* * *

Posted by: Besa 23 Nov 2022, 03:40
fermina
QUOTE
მანდ მეც ყველაფერი ძალიან მომეწონა 


ყავის დასალევად შევედით და ისე მოხდა გამოვსკდით ხაჭაპურებით
სხვა არაფერი გამისინჯავს
სხვა დროს აუცილებლად

Posted by: masai11 28 Nov 2022, 21:08
დადიანის საფირმო მეგრული ხაჭაპური.
user posted image
კარგია, ნამდვილი ყველია. რომ გაცივდა მერეც არ იყო ცუდი.

Posted by: masai11 25 Dec 2022, 20:00
ეს არის ხაჭაპური "პური გულიანის" მენიუდან, გულიანი ხაჭაპური ჰქვია. ღირს 16:00 ლარი.
გემრიელია, ზომაში ნორმალური 1 კაცისთვის.
user posted image
ერთი ნაკლია აქვს - ძალიან ბევრი ყველია, ლამისაა პური მიაყოლო.

Posted by: Harrison Stafford 25 Dec 2022, 20:32
მეყველე გამექცა ევროპებში
ძროხიანად
sad.gif

კაი ხაჭაპურს ვეღარ ვაკეთებ

სადაც არ ვიყიდე კიდე ყველგან პეპსინის გემო აქვს ყველს

Posted by: vaho 25 Dec 2022, 21:59
QUOTE
ეს არის ხაჭაპური "პური გულიანის" მენიუდან, გულიანი ხაჭაპური ჰქვია.


ხაჭაპური არსებობს ორი სახით: იმერული და აჭარული.

შესაბამისი ვიზუალითა და გემოთი. დანარჩენი ვარიაციებია.

ეგ რაც მოცემულ ფოტოზეა, გახლავთ ყველის ღვეზელი, ფუნთუშა, პერაშკი და ა.შ. რაც გინდათ, დაარქვით...


Posted by: masai11 25 Dec 2022, 22:25
QUOTE (vaho @ 25 Dec 2022, 21:59 )
QUOTE
ეს არის ხაჭაპური "პური გულიანის" მენიუდან, გულიანი ხაჭაპური ჰქვია.


ხაჭაპური არსებობს ორი სახით: იმერული და აჭარული.

შესაბამისი ვიზუალითა და გემოთი. დანარჩენი ვარიაციებია.

ეგ რაც მოცემულ ფოტოზეა, გახლავთ ყველის ღვეზელი, ფუნთუშა, პერაშკი და ა.შ. რაც გინდათ, დაარქვით...

რაც უნდოდათ ის დაარქვეს სწორედაც - გულიანი ხაჭაპური.
მე ვაღიარებ ამ ნახელავს როგორც ხაჭაპურს.
ჩემგან აქვს 1 "კი" smile.gif

Posted by: sophka 25 Dec 2022, 23:33
masai11
ეგ ლაზური ხაჭაპური, მეგრული როდიდან გახდა ? biggrin.gif


Harrison Stafford

გურამ ბაღდოშვილს აქვს ჭყინტი ყველი, თავად აწარმოებს, ფერმა აქვს.
მე არ მიყიდია, მაგრამ ცუდი არ იქნება.
წერტიდან შემიკვეთავს და კარგი იყო ხოლმე.
ონლაინ, ფბ. გვერდებიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ: სოფლიდან.ჯი, საქართველოს ნობათი.



Posted by: Master_Nick 26 Dec 2022, 23:14
QUOTE (masai11 @ 28 Nov 2022, 21:08 )
დადიანის საფირმო მეგრული ხაჭაპური.
user posted image
კარგია, ნამდვილი ყველია. რომ გაცივდა მერეც არ იყო ცუდი.

ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება up.gif დაიდანზე სად არის სახაჭაპურე? თბილისში ნამდვილი ყველის ხაჭაპური არამგონია სადმე ცხვებოდეს.smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 26 Dec 2022, 23:19
Master_Nick
რესტორან დადიანს გულისხმობს.

Posted by: BeerLover 26 Dec 2022, 23:56
მამაო ენუქი

იქ ისევ ისეთი კარგია

სამების ლაღიძეში, ეგეთი გემრიელი მართლა კაი ხანი არ მიჭამია არსად

Posted by: მამაო ენუქი 27 Dec 2022, 00:00
BeerLover
მაღალი სამღვდელოება ნაკლებს არ ვიმსახურებთ pop.gif

Posted by: Keti-Ket 27 Dec 2022, 00:38
QUOTE (masai11 @ 25 Dec 2022, 20:00 )
ეს არის ხაჭაპური "პური გულიანის" მენიუდან, გულიანი ხაჭაპური ჰქვია. ღირს 16:00 ლარი.
გემრიელია, ზომაში ნორმალური 1 კაცისთვის.
user posted image
ერთი ნაკლია აქვს - ძალიან ბევრი ყველია, ლამისაა პური მიაყოლო.

სხვანაირი მახსოვს ამათი გულიანი გაჭაპური. თან ის კაი 30 ლარამდე ღირს და მე პირადად ძალიან მომწონს, თან სწორედ იმის გამო რომ მართლაც დაუნანებლად აქვს ყველი )

Posted by: anachka3 27 Dec 2022, 02:17
QUOTE (masai11 @ 9 Nov 2022, 19:57 )
ონიაშვილის არაფენოვანი, ე.წ. იმერული ხაჭაპურ არ ვარგა!
ფენოვანი კარგია.
ჩებურეკიც.
ლობიანი ხომ ძაან კარგია ეგ ყველამ იცის.

აი თუ ვინმე კითხულობს ან ხმა მიუწვდება ამ დაწესებულების ხელმძღვანელობასთან->რამდენადაც გემრიელია თქვენი ლობიანი, იმდენად უდაბლესი ხარისხის მომსახურეობა გაქვთ. 90-იანების სკოლის ბუფეტის დონეა ნაკლები თუ არა.

რაც შეეხება გემრიელ ხაჭაპურს,ძალიან დიდი ხანია არსად მომწონებია sad.gif

Posted by: Master_Nick 27 Dec 2022, 22:59
QUOTE (მამაო ენუქი @ 26 Dec 2022, 23:19 )
Master_Nick
რესტორან დადიანს გულისხმობს.

ვიცი ეგ რესტორანი, კაი ხნის წინ ვარ ნამყოფი და მეგრული კერძები მშვენიერი ჰქონდათ, კარგია ხარისხი თუ არ დააგდეს.

Posted by: Besa 28 Feb 2023, 19:11
27 თებერვალს ხაჭაპურის დღეობა ყოფილა


user posted image

Posted by: Nketia1983 11 Mar 2023, 19:12
მეხუთე სეზონს გავუწევდი რეკომენდაციას ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე საცხობ საკონდიტროს

Posted by: Master_Nick 30 May 2023, 21:24
თბილისში კარგი აჭარული ხაჭაპური სად ცხვება გეცოდინებათ და აბა გამოუშვით რეკომენდაციები.

Posted by: masai11 30 May 2023, 21:46
QUOTE (Master_Nick @ 30 May 2023, 21:24 )
თბილისში კარგი აჭარული ხაჭაპური სად ცხვება გეცოდინებათ და აბა გამოუშვით რეკომენდაციები.

პური გულიანი არის დღემდე საუკეთესო.
სხვაგან ხარისხი დავარდა.

Posted by: მაისი 30 May 2023, 22:17
ზე ვეშია ხაჭაპური.

პური გულიანი არის დღემდე საუკეთესო.

Posted by: Popper 31 May 2023, 01:46
ჩემი ხაჭაპურიც კარგი გამოვიდა, კარაქით და არაჟნით ცომში. :დ
user posted image

Posted by: masai11 31 May 2023, 12:05
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 01:46 )
ჩემი ხაჭაპურიც კარგი გამოვიდა, კარაქით და არაჟნით ცომში. :დ
user posted image

გაჭერი, ან მოკბიჩე და დაგვანახე შიგნით როგორია, ასე ზედაპირზე დაკვირვება არ კმარა მარტო yes.gif

Posted by: მაისი 31 May 2023, 15:26
აშკარად კარგი ხაჭაპური ჩანს და საინტერესოა მართლაც შიგთავსი

Posted by: Popper 31 May 2023, 16:06
QUOTE (masai11 @ 31 May 2023, 12:05 )
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 01:46 )
ჩემი ხაჭაპურიც კარგი გამოვიდა, კარაქით და არაჟნით ცომში. :დ
user posted image

გაჭერი, ან მოკბიჩე და დაგვანახე შიგნით როგორია, ასე ზედაპირზე დაკვირვება არ კმარა მარტო yes.gif

ახლა ვნახე ტელეფონში მქონია კიდევ ერთი სურათი, გაჭრილის, ოღონდ ეს ზედა არ არის, მეორეა, ცოტა ნაკლებად დაბრაწული გამომივიდა, მაგრამ შიგნით იგივე ნაირი იყო.

პირველ ხანებში ცოტა არასწორად ვაკეთებდი ცომს. ცომის საზელი არ მაქვს და ხელით რომ ვზილავდი, ეწებებოდა და ფქვილს ვამატებდი, შედეგად გამოდიოდა ცოტა მკრივი ცომი და გამოცხობისას სქელდებოდა და პურივით გამოდიოდა. მერე მივხვდი, რომ უნდა მომეზილა სველი ცომი, რომელიც ხელებს ეწებება, ოღონდ დიდი დრო უნდა ამას, 15-20 წუთი, მარა გამოდის უფრო თხელი და ნაზი ცომი, რომელიც არ იბერება ღუმელში და თხელი რჩება. ყველი უნდა იყოს ბევრი (მე სულგუნს ვხმარობ ძირითადად) და ცომი თხელი.

user posted image

Posted by: მაისი 31 May 2023, 17:30
ამ ფოტოებმა მომანდომა ხაჭაპური, წავედი ადგილობრივ საცხობში ვიყიდე, დიდი ვერაფერი შვილი იყო, მაგრამ წავიდოდა რა.
დეიდა აცხობდა კარგად , ფენოვანი ცომით. გემრიელი გამოსდიოდა.

Posted by: masai11 31 May 2023, 20:38
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 16:06 )
QUOTE (masai11 @ 31 May 2023, 12:05 )
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 01:46 )
ჩემი ხაჭაპურიც კარგი გამოვიდა, კარაქით და არაჟნით ცომში. :დ
user posted image

გაჭერი, ან მოკბიჩე და დაგვანახე შიგნით როგორია, ასე ზედაპირზე დაკვირვება არ კმარა მარტო yes.gif

ახლა ვნახე ტელეფონში მქონია კიდევ ერთი სურათი, გაჭრილის, ოღონდ ეს ზედა არ არის, მეორეა, ცოტა ნაკლებად დაბრაწული გამომივიდა, მაგრამ შიგნით იგივე ნაირი იყო.

პირველ ხანებში ცოტა არასწორად ვაკეთებდი ცომს. ცომის საზელი არ მაქვს და ხელით რომ ვზილავდი, ეწებებოდა და ფქვილს ვამატებდი, შედეგად გამოდიოდა ცოტა მკრივი ცომი და გამოცხობისას სქელდებოდა და პურივით გამოდიოდა. მერე მივხვდი, რომ უნდა მომეზილა სველი ცომი, რომელიც ხელებს ეწებება, ოღონდ დიდი დრო უნდა ამას, 15-20 წუთი, მარა გამოდის უფრო თხელი და ნაზი ცომი, რომელიც არ იბერება ღუმელში და თხელი რჩება. ყველი უნდა იყოს ბევრი (მე სულგუნს ვხმარობ ძირითადად) და ცომი თხელი.

user posted image

საქართველოში არ ხარ?
რა ყველია გამოყენებული?

Posted by: anamaria77 31 May 2023, 22:01
user posted image

ჩემი მომზადებული 4 ყველის ხაჭაპური . ასე რომ ისწავლეთ გამოცხობა biggrin.gif

Posted by: Popper 31 May 2023, 22:12
QUOTE (masai11 @ 31 May 2023, 20:38 )
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 16:06 )
QUOTE (masai11 @ 31 May 2023, 12:05 )
QUOTE (Popper @ 31 May 2023, 01:46 )
ჩემი ხაჭაპურიც კარგი გამოვიდა, კარაქით და არაჟნით ცომში. :დ
user posted image

გაჭერი, ან მოკბიჩე და დაგვანახე შიგნით როგორია, ასე ზედაპირზე დაკვირვება არ კმარა მარტო yes.gif

ახლა ვნახე ტელეფონში მქონია კიდევ ერთი სურათი, გაჭრილის, ოღონდ ეს ზედა არ არის, მეორეა, ცოტა ნაკლებად დაბრაწული გამომივიდა, მაგრამ შიგნით იგივე ნაირი იყო.

პირველ ხანებში ცოტა არასწორად ვაკეთებდი ცომს. ცომის საზელი არ მაქვს და ხელით რომ ვზილავდი, ეწებებოდა და ფქვილს ვამატებდი, შედეგად გამოდიოდა ცოტა მკრივი ცომი და გამოცხობისას სქელდებოდა და პურივით გამოდიოდა. მერე მივხვდი, რომ უნდა მომეზილა სველი ცომი, რომელიც ხელებს ეწებება, ოღონდ დიდი დრო უნდა ამას, 15-20 წუთი, მარა გამოდის უფრო თხელი და ნაზი ცომი, რომელიც არ იბერება ღუმელში და თხელი რჩება. ყველი უნდა იყოს ბევრი (მე სულგუნს ვხმარობ ძირითადად) და ცომი თხელი.

user posted image

საქართველოში არ ხარ?
რა ყველია გამოყენებული?

სულგუნი მქონდა მხოლოდ ამჯერად.
ზემოდან ისე მოცარელა და მაგარი ყველები შეიძლება

Posted by: Master_Nick 31 May 2023, 22:23
masai11
მაისი
დღეს გავსინჯეთ და მართლა მაგარია up.gif მადლობა ინფორმაციისთვის

Posted by: მამაო ენუქი 31 May 2023, 22:30
anamaria77
QUOTE
4 ყველის ხაჭაპური

ეგ პიცაა უკვე biggrin.gif

Posted by: anamaria77 31 May 2023, 22:34
QUOTE (მამაო ენუქი @ 31 May 2023, 22:30 )
anamaria77
QUOTE
4 ყველის ხაჭაპური

ეგ პიცაა უკვე biggrin.gif

ვერ დაგეთანხმებით . gigi.gif

Posted by: Master_Nick 31 May 2023, 22:51
QUOTE (მამაო ენუქი @ 31 May 2023, 22:30 )
anamaria77
QUOTE
4 ყველის ხაჭაპური

ეგ პიცაა უკვე biggrin.gif

smile.gif მეც ვერ დაგთანხმები, ხაჭაპურის განთვითარების შესაძლებლობები არის უსაზღვრო. როგორ ხარ?

Posted by: უჩინარი 28 Jun 2023, 23:02
რჩევები მომეცით რაა
https://forum.ge/?f=41&showtopic=35266497

Posted by: masai11 22 Jul 2023, 09:53
ყველას უყვარს ფენოვანი ხაჭაპური.
ლაღიძის წყალიც რომ იდგეს ახლა სადმე ჭიქით, იქნება და ისიც დაელიათ smile.gif
user posted image

Posted by: masai11 23 Jul 2023, 16:13
იმერული ხაჭაპური გრაფიტის შტაგონებაა უკვე smile.gif
user posted image

Posted by: masai11 20 Aug 2023, 13:34
ხალხებო, რომელ სასმელს ამჯობინებთ ხოლმე ხაჭაპურზე დასაყოლებლად, რომელი უფრო გეგემრიელებათ?

მე ვერ ვიტყვი, რომ ლიმონათი, თუნდაც ლაღიძის წყალუ უფრო კარგია ხაჭაპურზე, კოკა-კოლა მირჩევნია (ფანტას, სპრაიტს და კაპიპალდსაც)

Posted by: vaho 20 Aug 2023, 14:25
აჭარულ ხაჭაპურს გამოხდილი წყალი უხდება. დისტილირებული.

ოდნავ შემთბარი...

Posted by: la reine 20 Aug 2023, 15:11
masai11

ამ ბოლო დროს მეგრულ ხაჭაპურზე მაგრად მიდის ცივ- ცივი კომპოტი biggrin.gif

vaho

თან ოდნავ შემთბარი ხო? დდდ


Posted by: vasovaso92 20 Aug 2023, 16:34
QUOTE
ხალხებო, რომელ სასმელს ამჯობინებთ ხოლმე ხაჭაპურზე დასაყოლებლად, რომელი უფრო გეგემრიელებათ

ლუდი.

Posted by: lovelock 20 Aug 2023, 17:48
masai11
QUOTE
ხალხებო, რომელ სასმელს ამჯობინებთ ხოლმე ხაჭაპურზე დასაყოლებლად, რომელი უფრო გეგემრიელებათ?

ლიმონიანი ჩაი! მმმ.. აუ შევჭამდი ახლა კარგ იმერულ ხაჭაპურს!

Posted by: მამაო ენუქი 20 Aug 2023, 17:53
QUOTE
ლიმონიანი ჩაი

მეორე დღის ხაჩაპურზე საერთოდ ცხონებაა chups.gif

Posted by: ჰეისან 20 Aug 2023, 22:44
ახალგაზრდობაში მაგრად მიყვარდა ორი დღის წინანდელი იმერული ხაჭაპურის შეპიწკინება ტაფაზე, ჩაისთან ერთად... მართლა ცხონებაა biggrin.gif

Posted by: cosаnоstra 20 Aug 2023, 23:44
QUOTE (masai11 @ 20 Aug 2023, 13:34 )
ხალხებო, რომელ სასმელს ამჯობინებთ ხოლმე ხაჭაპურზე დასაყოლებლად, რომელი უფრო გეგემრიელებათ?

მე ვერ ვიტყვი, რომ ლიმონათი, თუნდაც ლაღიძის წყალუ უფრო კარგია ხაჭაპურზე, კოკა-კოლა მირჩევნია (ფანტას, სპრაიტს და კაპიპალდსაც)

ახალ გამომცხვარ ხაჭაპურზე კოკაკოლა

მეორე დილით შეპიწკინებულზე ჩაი

Posted by: vasovaso92 21 Aug 2023, 12:49
მეორე დღით ხაჭაპური ცომდება როგორ უნდა ჭამოuser posted image

Posted by: masai11 22 Aug 2023, 07:36
ხო, წინა დღის და გაფიცხებულ ხაჭაპურზე კაი ჩაი მართლა გენიალური მიგნებაა.
პირადი ექსპერიმენტებიდან კი, ამ მიმართულებით შემდეგს გამოვყოფდი - წინა დღის ხაჭაპური, თუ თხელია ძაან მაშინ 2 ნაჭერი აიღეთ და შუაში ჩაუფინეთ კიტრი smile.gif
თუ ხაჭაპური საკმაოდ სქელია, შეიძლება მისი გაჭრა და შუაში ჩალაგება.
ნუ, ახალი გემო იქნება, მოსინჯეთ.
პომიდვრით და კიტრით - მე არ მომეწონა

Posted by: donmixo777 27 Aug 2023, 21:38
QUOTE
ლიმონიანი ჩაი! მმმ.. აუ შევჭამდი ახლა კარგ იმერულ ხაჭაპურს!



ლიმნიანი ჩაი და გუშინდელი, გაფიცხებული ხაჭაპური არის რაღაც საოცრება

Posted by: lovelock 27 Aug 2023, 22:17
donmixo777

ნამდვილად !


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: vasovaso92 27 Aug 2023, 22:30
ლიმნიანი ჩაი კბილებს აცვენსო გაგებული მაქვსuser posted image

Posted by: ZebedaiA 7 Sep 2023, 16:44
ახალი ცხელი ხაჭაპური >>>> ლობიანი
ლობიანი >>>>>> ცივი ხაჭაპური ან გაცხელებული

Posted by: Ambitious_Person 7 Sep 2023, 20:57
ხაჭაპურთან კავშირშია


ხალხნო ემიგრანტს ყველის ყიდვა მინდა საქაღტველოში ისეთის რომ ერთი თვე მაინც გამიძლოს
ანუ რამდენიმე კილოს ვიყიდი და მეყოფა ერთი თვე
ხოდა როგორი ყველი უნდა ვიყიდო რომ გამიძლოს?

Posted by: ჩხრამბურთლაძე 7 Sep 2023, 21:05
QUOTE (cosаnоstra @ 20 Aug 2023, 22:44 )
QUOTE (masai11 @ 20 Aug 2023, 13:34 )
ხალხებო, რომელ სასმელს ამჯობინებთ ხოლმე ხაჭაპურზე დასაყოლებლად, რომელი უფრო გეგემრიელებათ?

მე ვერ ვიტყვი, რომ ლიმონათი, თუნდაც ლაღიძის წყალუ უფრო კარგია ხაჭაპურზე, კოკა-კოლა მირჩევნია (ფანტას, სპრაიტს და კაპიპალდსაც)

ახალ გამომცხვარ ხაჭაპურზე კოკაკოლა

მეორე დილით შეპიწკინებულზე ჩაი

კოკა-კოლა კალორიულია ხაჭაპურზე მეტი. ასე როგორ გამოგირეცხათ თავი ამ სამომხმარებლო კულტურამ, დიაბეტი თუ არ გინდა აიკიდო.
user posted image

Posted by: GEORGEXIII 8 Sep 2023, 11:33
აჭარული ხაჭაპური სად შეიძლება რომ დააგემოვნო? სახაჭაპურე N1 ნორმალური იყო და კიდევ თუა მასეთი ვარიანტი?

Posted by: masai11 8 Sep 2023, 16:22
QUOTE (GEORGEXIII @ 8 Sep 2023, 11:33 )
აჭარული ხაჭაპური სად შეიძლება რომ დააგემოვნო? სახაჭაპურე N1 ნორმალური იყო და კიდევ თუა მასეთი ვარიანტი?

საუკეთესო აჭარული დღეის მდგომარეობით არის პური გულიანში, ვორონცოვზე.

Posted by: iosebovich 8 Sep 2023, 17:36
masai11
QUOTE
საუკეთესო აჭარული დღეის მდგომარეობით არის პური გულიანში, ვორონცოვზე.

ხო სხვაგან უბრალოდ აღარ იჭმევა რაა, ფასები კატასტროფული და რავიცი ბათუმშიც ბევრგან არ ვარგა არანაირად...

Posted by: cosаnоstra 8 Sep 2023, 21:33
ჩხრამბურთლაძე
QUOTE
კოკა-კოლა კალორიულია ხაჭაპურზე მეტი. ასე როგორ გამოგირეცხათ თავი ამ სამომხმარებლო კულტურამ, დიაბეტი თუ არ გინდა აიკიდო.

გემრიელია ჯიგარ, რაის დიაბეტი
თვეში ერთხელ ვსვავ

Posted by: GEORGEXIII 10 Sep 2023, 01:49
masai11
აუცილებლად ვეწვები დასაგემოვნებლად.

jump.gif

Posted by: la reine 14 Sep 2023, 21:11
ოხრახუშიანი ხაჭაპური ყოფილა სასწაული


იმედია თემის ავტორის რისხვა არ დამატყდება


Posted by: levani169 14 Sep 2023, 21:37
Ambitious_Person
QUOTE
როგორი ყველი უნდა ვიყიდო რომ გამიძლოს?

მშრალი და ვაკუუმში შეაფუთინე.

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:42
QUOTE
სად და ვინ აცხობს საუკეთესო ხაჭაპურს

ოსები yes.gif

user posted image

Posted by: xx3xx 14 Oct 2023, 16:42
QUOTE (masai11 @ 8 Sep 2023, 16:22 )
QUOTE (GEORGEXIII @ 8 Sep 2023, 11:33 )
აჭარული ხაჭაპური სად შეიძლება რომ დააგემოვნო? სახაჭაპურე N1 ნორმალური იყო და კიდევ თუა მასეთი ვარიანტი?

საუკეთესო აჭარული დღეის მდგომარეობით არის პური გულიანში, ვორონცოვზე.

24 ლარი ღირს მართლა?

Posted by: masai11 14 Oct 2023, 18:45
კი, 24 ლარი ღირს
https://puriguliani.ge/?page=menu

Posted by: xx3xx 24 Oct 2023, 02:11
QUOTE (masai11 @ 14 Oct 2023, 18:45 )
კი, 24 ლარი ღირს
https://puriguliani.ge/?page=menu

რაპონტში ?

Posted by: masai11 24 Oct 2023, 02:34
QUOTE (xx3xx @ 24 Oct 2023, 02:11 )
QUOTE (masai11 @ 14 Oct 2023, 18:45 )
კი, 24 ლარი ღირს
https://puriguliani.ge/?page=menu

რაპონტში ?

რავი აბა, ალბათ რამე თავის პონტში.

Posted by: belimbor 25 Oct 2023, 11:35
QUOTE
24 ლარი ღირს მართლა?


20 ლარი ღირდა ბოლოს რომ ვჭამე biggrin.gif ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მომსახურების 10-15%-ს და დღგ-ს 18%-ს მაინც არ ამატებენ ზემოდან როგორც სხვა რესტორნები. რეტროში მაგალითად გადაიხდი 18 ლარს (ბოლოს ეგრე ღირდა), მერე დაგიმატებენ ზემოდან მომსახურების 15%-ს და 20.7 გამოდის (პური გულიანში 20 ღირდა მაშინ).

Posted by: შვიდიშვიდიშვიდი 9 Jan 2024, 00:52
ქართული სამზარეულოს ლეგენდა. იმერული ხაჭაპური.

Posted by: vaho 9 Jan 2024, 00:56
QUOTE
ქართული სამზარეულოს ლეგენდა. იმერული ხაჭაპური.


იმერული ხაჭაპური არ არსებოფს.

აცხობდენ მეგრულს, მერე კვერცხს და კარაქს გადაფხეკდენ თავზე და გამოდიოდა იმერული.

სოლომონმა ბძანა. ითვისებდა ყოლიფერს მეგრულს...

Posted by: შვიდიშვიდიშვიდი 9 Jan 2024, 07:56
QUOTE (vaho @ 9 Jan 2024, 00:56 )
QUOTE
ქართული სამზარეულოს ლეგენდა. იმერული ხაჭაპური.


იმერული ხაჭაპური არ არსებოფს.

აცხობდენ მეგრულს, მერე კვერცხს და კარაქს გადაფხეკდენ თავზე და გამოდიოდა იმერული.

სოლომონმა ბძანა. ითვისებდა ყოლიფერს მეგრულს...

ჰჰჰჰჰჰმმმმ მთავარია სომხური არ იყოს <3
* * *
QUOTE (vaho @ 9 Jan 2024, 00:56 )
QUOTE
ქართული სამზარეულოს ლეგენდა. იმერული ხაჭაპური.


იმერული ხაჭაპური არ არსებოფს.

აცხობდენ მეგრულს, მერე კვერცხს და კარაქს გადაფხეკდენ თავზე და გამოდიოდა იმერული.

სოლომონმა ბძანა. ითვისებდა ყოლიფერს მეგრულს...

სხვათაშორის მაწონი სომხების ყოფილა eek.gif არ ვიცოდი war.gif

Posted by: Barbarita0077 9 Jan 2024, 13:43
გურული ღვეზელი მირჩევნია და აჭარული იმერულსაც და მეგრულსაც

Posted by: masai11 10 Jan 2024, 00:23
QUOTE (Barbarita0077 @ 9 Jan 2024, 13:43 )
გურული ღვეზელი მირჩევნია და აჭარული იმერულსაც და მეგრულსაც

ასე ზოგს პრიანიკიც ურჩევნია ყველაფერს.
პერაშკების მოყვარულებს კიდე ცალკე შეგიძლიათ გახსნათ თემა და შეადაროთ ერთმანეთს რომელი ჯობია, კარტოფილიაინი, ბრინჯიანი, ტარხუნიანი თუ ყველ-კვერცხიანი yes.gif

Posted by: fermina 10 Jan 2024, 09:15
Barbarita0077

აბა რაა smile.gif

user posted image

ეს “ქალაქური” გაპრანჭული გურული ღვეზელია ოღინდ smile.gif გემრიელი გამომივიდა, მაგრამ ბებიაჩემის ფეჩში გამომცხვარს ვერც შეედრება smile.gif

Posted by: Trump 10 Jan 2024, 11:16
მეგრული ხაჭაპური მძიმეა

როგორც ხინკალია ქალაქური, პრიალა და დიდკუჭიანი და ბევრის ფავორიტია( ჩემიც)

ისევეა თხელცომიანი იმერული ხაჭაპური, რომლის დნმ-ში 70 % თბილისური ხრუშოვკის პლიტა და საბჭოთა თაფაა.

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 11:21
გურულ ღვეზელში სოფლის კვერცხი თუ არ არის, ისე არ იჭმევა, ვაფშე ეს ფერმის კვერცხები მაგარი საზიზღრობაა, მითუმეტეს მოხარშული, შემწვარს კიდე მიაყრი მოაყრი რაღაცეებს და შეიძლება რაღაცა გამოვიდეს.

Posted by: fermina 10 Jan 2024, 12:49
მამაო ენუქი
კი გეთანხმები, საერთოდ სხვა გემოს აძლევს. პლუს კარაქში უნდა შებრაწო უკვე მოხარშული. ზოგი ბოლავს, ვისაც საშუალება აქვს

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 13:35
1. ლაზური
2. აჭარული
3. მეგრული
4. რაჭული
4. გურული
5. იმერული

ესეა ჩემთვის :დ

იმერული ყველაზე უბრალო და ისეთია რა, არაფრისმთქმელი, ცალკე საჭმელად ვერც აღვიქვამ, რამეს უნდა მიაყოლო

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 14:23
BeerLover
ლაზურს ძაან ზედმეტი ყველი აქვს. რაჭული რაც რაჭა დაიკეტა პლეხანოვზე აღარ მიჭამია sad.gif

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 14:31
მამაო ენუქი

ხო მარა მაგიტო მიყვარს ლაზური კაკრაზ :დ ოღონდ უმარილო ყველი უნდა ქონდეს, ხარისხიანი

ქონდათ მანდ იმენა რაჭული ხაჭაპური? რაჭული ხაჭაპური კეთდება ხაჭოთი, სტანდარტული ყველი არ აქვს

ვაფშე მესხურიც კაი რამეა, ფენოვანი, ეგეც მირჩევნია იმერულს

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 14:38
BeerLover
კი ქონდათ, მარა ეგენი დაიკეტნენ პანდემიის დროს, მიწისქვეშა იყო ზავედენია და მაგიტომ, მერე თუ გაიხსნა არც ვიცი.
მესხური გიუაანს აქვს ძაან გემრიელი. ღვინოც ნორმალურია პრინციპში. შეიძლება წასვლა, 1 საათის გზაა მაქსიმუმ biggrin.gif

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 14:46
მამაო ენუქი

აუ მახსოვს ისე :დ მარა არ გამისინჯავს, არ ვიცოდი მასეთი რამეები თუ ქონდათ

ეგ გიუანიც პირველად მესმის, საითაა?

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 14:48
BeerLover
მეღვინეობაა მანავში, 8000 აქვთ მაგათი ღვინოები, ნორმალური ღვინოები აქვთ რა, ისეთი რო კაი ქართულად დაილევა, განსხვავებულებით, ვაფშე კარგი სამზარეულო აქვთ gigi.gif

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 14:48
მამაო ენუქი

მაშინ უნდა ვესტუმროთ აუცილებლად :დ

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 14:55
BeerLover
ძაან მაგარი ეზო აქვთ, ზაფხულში წავიდეთ, მამენტ ეხლაც მოჟნა ბუხარიც აქვთ gigi.gif
user posted image

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 14:55
მამაო ენუქი

ან ეხლაც და ზაფხულშიც, რა პრობლემაა :დ

Posted by: მამაო ენუქი 10 Jan 2024, 15:00
BeerLover
აგერ ხაჭაპური ტენილი ყველით gigi.gif დავჯავშნო ? spy.gif
user posted image

Posted by: BeerLover 10 Jan 2024, 15:20
მამაო ენუქი

საინტერესოა

კი შევხმიანდეთ და დავეცეთ ერთი :დ

Posted by: masai11 10 Jan 2024, 17:20
QUOTE (BeerLover @ 10 Jan 2024, 13:35 )
1. ლაზური
2. აჭარული
3. მეგრული
4. რაჭული
4. გურული
5. იმერული

ესეა ჩემთვის :დ

იმერული ყველაზე უბრალო და ისეთია რა, არაფრისმთქმელი, ცალკე საჭმელად ვერც აღვიქვამ, რამეს უნდა მიაყოლო

ხაჭაპურის კეთებაც და ჭამაც დანარჩენს სამყაროს ასწავლა იმერეთმა.
იმერული ხაჭაპურია კლასიკა და საფუძველი, დანარჩენი ხაჭაპურები კი არის იმპროვიაზიაცია თემაზე და მატრაკვეცობა.
ვოტ!

Posted by: BeerLover 19 Jan 2024, 07:36
masai11

ჯობია, უფრო გემრიელია და რაც გინდა ის ერქვას

Posted by: GEORGEXIII 19 Jan 2024, 12:17
კია კუბდარს სად შეჭამს კაცი?

boli.gif

Posted by: masai11 19 Jan 2024, 13:13
QUOTE (GEORGEXIII @ 19 Jan 2024, 12:17 )
კია კუბდარს სად შეჭამს კაცი?

boli.gif

თბილისში, ამ ეტაპზე კერიას კუბდარია ყველაზე მიახლოებული კლასიკასთან.

Posted by: მამაო ენუქი 21 Jan 2024, 17:55
QUOTE
კია კუბდარს სად შეჭამს კაცი?

მერი ბებოს კუბდარი, აღმაშენებელზე old.gif

Posted by: pibe 3 Feb 2024, 22:12
თქვენ რა გითხარით მე vik.gif

წლებია არ მიჭამია ნამდვილი ხაჭაპური. სახლში ვჯახირობ რაღაცას ხოლმე, მაგრამ არც ყველი მაქვს სათანადო და არც ცოდნა მაქვს საკმარისი, უბრალოდ ისე მენატრება, რომ თუნდაც მიახლოვებული გემო უკვე დიდი საქმეა ჩემთვის. user.gif

Posted by: xx3xx 7 Feb 2024, 01:42
QUOTE (pibe @ 3 Feb 2024, 22:12 )
თქვენ რა გითხარით მე vik.gif

წლებია არ მიჭამია ნამდვილი ხაჭაპური. სახლში ვჯახირობ რაღაცას ხოლმე, მაგრამ არც ყველი მაქვს სათანადო და არც ცოდნა მაქვს საკმარისი, უბრალოდ ისე მენატრება, რომ თუნდაც მიახლოვებული გემო უკვე დიდი საქმეა ჩემთვის. user.gif

ეგრეა ძმაო ყველა სანთლით დაეძებს ხაჭაპურს და ხინკალს sad.gif

Posted by: Frannkenstein 7 Feb 2024, 21:42
QUOTE
იმერული ყველაზე უბრალო და ისეთია რა

არადა ხშირად სიმარტივეშია გენიალურობა smile.gif

ჩაისთან იმერული ხაჭაპური, ტაფის, ლანდი რო გასდის...
კოკა-კოლასთან - აჭარული.

Posted by: WP-Rex 7 Feb 2024, 23:19
Frannkenstein
QUOTE
ჩაისთან იმერული ხაჭაპური, ტაფის, ლანდი რო გასდის...

პითაგორას თეორემა არ არის ისეთი 100% ჭეშმარიტება, როგორც ეს ფრაზა!
ოღონდ პეტერე შესწორება - ლიმნიან ჩაისთან.

Posted by: GEORGEXIII 8 Feb 2024, 11:15
QUOTE
ეგრეა ძმაო ყველა სანთლით დაეძებს ხაჭაპურს და ხინკალს

ქართული სამზარეულოო თავს ვიწონებთ და სანთლით საძებარია ნორმალური საჭმელი

user.gif

Posted by: Frаnknstein 8 Feb 2024, 18:31
QUOTE (GEORGEXIII @ 8 Feb 2024, 11:15 )
QUOTE
ეგრეა ძმაო ყველა სანთლით დაეძებს ხაჭაპურს და ხინკალს

ქართული სამზარეულოო თავს ვიწონებთ და სანთლით საძებარია ნორმალური საჭმელი

user.gif

რისი დეფიციტი გაქვს smile.gif
დავფიქრდი და ვერ გავიხსენე კერძი ქართული სამზარეულოდან, რომელიც შეიძლება მომინდეს და გემრიელი ვერსად ვერ ვჭამო...


Posted by: xx3xx 8 Feb 2024, 20:47
QUOTE (Frаnknstein @ 8 Feb 2024, 18:31 )
QUOTE (GEORGEXIII @ 8 Feb 2024, 11:15 )
QUOTE
ეგრეა ძმაო ყველა სანთლით დაეძებს ხაჭაპურს და ხინკალს

ქართული სამზარეულოო თავს ვიწონებთ და სანთლით საძებარია ნორმალური საჭმელი

user.gif

რისი დეფიციტი გაქვს smile.gif
დავფიქრდი და ვერ გავიხსენე კერძი ქართული სამზარეულოდან, რომელიც შეიძლება მომინდეს და გემრიელი ვერსად ვერ ვჭამო...

დაგარეპორტე wink.gif

Posted by: Trump 9 Feb 2024, 09:34
Frаnknstein
QUOTE
რისი დეფიციტი გაქვს
დავფიქრდი და ვერ გავიხსენე კერძი ქართული სამზარეულოდან, რომელიც შეიძლება მომინდეს და გემრიელი ვერსად ვერ ვჭამო...


ტრიპაჩობა დნმ ში გაქვს?smile.gif

შენით თუ გაიმზადებ,თორემ ქართული სარესტორნო ბიზნესი, ისეთი არასტაბილურია,დღეს სადაც საუკეთესო ხინკალს მოგიტანენ, ხვალ პირს ვერ დაადებ

Posted by: Frаnknstein 9 Feb 2024, 11:50
QUOTE (Trump @ 9 Feb 2024, 09:34 )
Frаnknstein
QUOTE
რისი დეფიციტი გაქვს
დავფიქრდი და ვერ გავიხსენე კერძი ქართული სამზარეულოდან, რომელიც შეიძლება მომინდეს და გემრიელი ვერსად ვერ ვჭამო...


ტრიპაჩობა დნმ ში გაქვს?smile.gif

შენით თუ გაიმზადებ,თორემ ქართული სარესტორნო ბიზნესი, ისეთი არასტაბილურია,დღეს სადაც საუკეთესო ხინკალს მოგიტანენ, ხვალ პირს ვერ დაადებ

ტრიპაჩობა რა შუაშია

Posted by: გოგიქურდაძე 9 Feb 2024, 13:09
https://www.facebook.com/watch/?v=910574657464108

Posted by: BeerLover 9 Feb 2024, 13:15
არადა თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა საკვების მხრივ, ნებისმიერი ტიპის, ნებისმიერი სამზარეულოს გემრიელ კერძს შეჭამ თბილისში

Posted by: Trump 12 Feb 2024, 12:25
BeerLover
QUOTE
არადა თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა საკვების მხრივ, ნებისმიერი ტიპის, ნებისმიერი სამზარეულოს გემრიელ კერძს შეჭამ თბილისში



სომხურად წავიკითხე..smile.gif

თბილისი საუკეთესოა ქართულ საჭმელებში..
ნებისმიერი ტიპის საჭმელს კი შეჭამ,მაგრამ გემოს პრობლემაა.
100 პიცერიიდან 3 იქნება ნორმალური
ბურგერებიდან ეგეც არ ვიცი..
ინდურ სამზარეულოში ვერ შეხვალ
სხვა აზიური კერძებიც ძალიან სუსტი.

Posted by: Frаnknstein 12 Feb 2024, 14:58
...................................................................

Posted by: Master_Nick 12 Feb 2024, 23:02
Trump
3 ნორმალური პიცერია რომლებია დაწერე რა.

Posted by: Trump 13 Feb 2024, 09:48
Master_Nick

ჩემთვის სტაბილურად გემრიელი პიცა არის ლოკალინიო
დანარჩენი პაჭა პუჭები ვოლტის რესტორნებშიც მოიძებნება ხოლმე, უბრალოდ არასტაბილურია

უფრო ბიირ ლოვერისთვის უნდა გეკითხა სად მიირთმევს ნებისმიერი სამზარეულოს საუკეთესო საკვებს..

Posted by: rachveli1 13 Feb 2024, 16:30
Prego - პრეგო არის საუკეთესო პიცერია

Posted by: tavadze 13 Feb 2024, 17:00
Frannkenstein
QUOTE
ჩაისთან იმერული ხაჭაპური, ტაფის, ლანდი რო გასდის...

კეცის ხაჭაპურს რას უწუნებ ვითომ? ლანდი არ გასდის და ვერც გაუვა, მაგრამ აქეთ კეცი (თუნდაც თიხის იყოს და არა - ქვის), იქით - ცეცხლი, ნაკვერჩხალი და მისი ჯანი სულ სხვა გემოს აძლევს. მე ტაფის ხაჭაპურზე უფრო მეგემრიელება. ღუმელშიც მაგარი ცხვება, ზოგან სვანურს და ზოგან თურქულ ღუმელს რომ ეძახიან.

Posted by: Frаnknstein 13 Feb 2024, 17:27
tavadze
QUOTE
კეცის ხაჭაპურს რას უწუნებ ვითომ?

არაფერს, მაგრამ კეცზე ვინღა აცხობს ხაჭაპურს.
იმერეთის ან გურიის სოფლებში ოჯახში სადაც მიჭამია სასწაული ხაჭაპურები, ტაფაზე დამცხვარი იყო ყველა.
კეცს აღარ ხმარობენ ძირითადად, ტაფა უფრო პრაქტიკულია...

ეხლა ზოგ თბილისურ რესტორანში შეიძლება აცხობდნენ კეცზე და გემრიელსაც, დაწუნებით ინტრიგანი უნდა იყო რომ დაიწუნო, მაგრამ მე ის გურული ბებოს გამომცხვარი სიფრიფანა ხაჭაპური მირჩევნია, გემოსთან ერთად სხვა სულიც რო აქვს...

სხვა კერძებისგაბ განსხვავებით, ხაჭაპურში ცხობის ტექნიკასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველს.
და რესტორანს ვერასოდეს ექნება სახლში რო თვითონ ამოყავს ბებოს, იმაზე უკეთესი ყველი, ყველაზე კარგ შემთხვევაში იგივენაირი ქონდეს...


ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო ხაჭაპური რაც მაქვს ნაჭამი, ნაჭამი მაქვს გურიაში, გომში.
ჩემი მეგობრის ბებიასთან შევიარეთ მეგობრებმა და დაგვიცხო ხაჭაპურები.
სიტუაციის დამსახურებაც იყო ალბათ, მაგრამ ჩაი და ხაჭაპური მასე გემრიელად არასოდეს მიჭამია...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახშიც იმერულ-გურული სტანდარტით ცხვებოდა ხაჭაპური, ტაფაზე და თხელი...
მე უფრო გურულს ვეძახი, იმერლებმა კომერციის სახე მისცეს, ზესტაფონის ხაჭაპური ამ ქართული #1 მშვენების სირცხვილია smile.gif

Posted by: tavadze 15 Feb 2024, 00:37
Frаnknstein
QUOTE
არაფერს, მაგრამ კეცზე ვინღა აცხობს ხაჭაპურს.
იმერეთის ან გურიის სოფლებში ოჯახში სადაც მიჭამია სასწაული ხაჭაპურები, ტაფაზე დამცხვარი იყო ყველა.
კეცს აღარ ხმარობენ ძირითადად, ტაფა უფრო პრაქტიკულია...

უფრო პრაქტიკული კია, მაგრამ ვინც ხაჭაპურის გემოს აფასებს, კეცზე აცხობს.
QUOTE
ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო ხაჭაპური რაც მაქვს ნაჭამი, ნაჭამი მაქვს გურიაში, გომში.

გომი გურიაში? სამტრედიის გომში ხომ არ გეშლება? გომისმთა კი გვაქვს ოზურგეთში, მაგრამ სოფელს არ ჰქვია გომი.

Posted by: Frаnknstein 15 Feb 2024, 02:07
QUOTE (tavadze @ 15 Feb 2024, 00:37 )

 
QUOTE
ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო ხაჭაპური რაც მაქვს ნაჭამი, ნაჭამი მაქვს გურიაში, გომში.

გომი გურიაში? სამტრედიის გომში ხომ არ გეშლება? გომისმთა კი გვაქვს ოზურგეთში, მაგრამ სოფელს არ ჰქვია გომი.

კი, გურიის გომი, გომისმთის ძირში როა, ნამყოფი ვარ გომისმთაზეც...
ეს ჩემი მეგობარი ადრე კი ამბობდა ხოლმე, შემოქმედში მაქვს სოფელიო, მაგრამ შემოქმედის თემია, სოფელს გომი ქვია...
ბჟუჟი ჩამოდის მდინარე, კაი საბანაო მდინარეა smile.gif

user posted image



ესეც წყარო smile.gif

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98_(%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98)

Posted by: pibe 15 Feb 2024, 04:19
Frаnknstein
katz ში ნამყოფი ხარ?

....
საზღვარგარეთის კონკრეტული კერძები, რომ არ ჩავთვალო.. ქართული ორი თავით მაღლა დგას.
ინდური სამზარეულო მიყვარს მაგრა, ჩვენსას წააგავს გემოებით.
..

ხმელთაშუაზGვირ სამზარეულო... რავიცი... არაა საჩემო.
დავიტანჯე ბიჭო გემო არ გამისინჯავს კაი ხანია.
რასაც თავიდანვე ვართ მიჩვეული ის გვრჩება რა.
...
ისე მეხსიერება აქვს გემოსაც.
ესპანელებს და არგენტინელებს ვასინჯებ ხოლმე ქართულ (ჩემით ნაჩალიჩარ კერძებს. ხინკალი კაი გამომდის) კერძებს, და არ ირევიან მაინც და მაინც, (არადა ძაან ვაახლოვებ გემოს). ისე როგორც მე არ ვირევი მათ კერძებზე.

Posted by: BeerLover 16 Feb 2024, 15:43
Trump

ვერ დაგეთანხმები

ნებისმიერ მიმართულებას იპოვი ძაან საკაიფოს, უბრალოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძვირია რაც მართლა კარგია

Posted by: Frаnknstein 16 Feb 2024, 16:36
pibe
QUOTE
katz ში ნამყოფი ხარ?

არა no.gif

QUOTE
საზღვარგარეთის კონკრეტული კერძები, რომ არ ჩავთვალო.. ქართული ორი თავით მაღლა დგას.

ჩვენი რეცეპტორები მაგასაა მიჩვეული და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ქართული სამზარეულოა ჩვენი.
მითუმეტეს რომ ობიექტურადაც ძალიან კარგი სამზარეულო გვაქვს...

ქართულის გარდა მექსიკური სამზარეულო მომწონს მგონი ყველაზე ძალიან - ტაკოები, ბურიტოები და კესადილიები, ენჩილადები და გუაკამოლეები...
აზიურებიც მიყვარს...





Posted by: pibe 17 Feb 2024, 22:53
Frаnknstein
QUOTE
ქართულის გარდა მექსიკური სამზარეულო მომწონს მგონი ყველაზე ძალიან - ტაკოები, ბურიტოები და კესადილიები, ენჩილადები და გუაკამოლეები...
აზიურებიც მიყვარს...

აუ, კი.
up.gif
ტაკოებში ცხარე სალსა და ნატურალური პიმიენტო! და გუაკამოლე! (ეხლა გადავიკითხე და თურმე როგორ ჟღერს ქართულად lol.gif lol.gif lol.gif )

QUOTE
ბურიტოები და კესადილიები, ენჩილადები


bis.gif bis.gif
* * *
user posted image

......................

ბოდიში მომითხოვია, ხაჭაპურის თემასთან არაფერ შუაშია.

Posted by: masai11 18 Feb 2024, 00:14
ხაჭაპურზეა თემა. სხვათაშორის.

ხაჭაპური "სამეფო"
რესტორანი "ფაეტონი"
ფასი 29,50 ₾
user posted image
გაგისინჯავთ ვინმეს?

Posted by: ჰეისან 20 Feb 2024, 01:05
30 ლარი მაგ ხაჭაპურში არის მარაზმი... ჩვეულებრივი მეგრული ხაჭაპურია, ოღონდ ზემოდან ექვსი უთხელესი ნაჭერი აგდია სულგუნის. დიდი არაფერი

Posted by: Frаnknstein 20 Feb 2024, 12:44
QUOTE (masai11 @ 18 Feb 2024, 00:14 )

ხაჭაპური "სამეფო"
რესტორანი "ფაეტონი"
ფასი 29,50 ₾

user posted image

და გუდაურის 45 ლარიან ხაჭაპურზე აღშფოთდა ერი biggrin.gif

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 21:05
100% ნატურალურ რძეზე დამზადებული ყველით სადმე აცხობენ ხაჭაპურს თბილისში? შემოწმებული რო იყოს და საბუთები რო ქონდეთ რო ნამდვილ ყველს ხმარობენ და არა რძის შემცვლელ ნაწარმს.

Posted by: GEORGEXIII 17 Mar 2024, 22:25
დღეს თბილისი მოლის ნომერ პირველ სახაჭაპურეში აჭარული გავსინჯე იმენა პიზდეცი იყო მაგაზე ცუდი არაფერი გეჭამოს.

user.gif facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)