სოფოშკა
შენ როგორ ხარ? იმ დღეს ვფიქრობდი ფორუმის "მოსახლეობაზე" და ძალიან მომინდა რამდენიმე თქვენგანისთვის პატარა, სიმბოლური საჩუქარი გამომეგზავნა )))
მთავარი ამბავი ისაა, რომ ოქტომბრის ბოლოს 6 თვიანი ვიზა მეწურება და დღეში ათასჯერ ვიცვლი გადაწყვეტილებას, გავაგრძელო ტურისტული ვიზა კიდევ 6 თვით , დავარღვიო სავიზო რეჟიმი და საბუთების კეთება დავიწყო სასწრაფოდ, თუ ლეგალად დავრჩე და თბილისში დავბრუნდე.
მინუსები და პლუსები ყველა გადაწყვეტილებას აქვს.
ძაან მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ((( არ ვიცი როგორ გავძლებ 2-3 წელი ჩამოუსვლელად და მიღირს თუ არა.
სხვა ყველაფერი დეტალებია, ბევრი საინტერესო რაღაც ხდება გარშემო და საერთოდაც ცხოვრება მშვენიერია ^^
მაგრამ პირველ რიგში შენს ქვეყანაში.
აი, 18-20 წლის რომ ჩამოვსულიყავი, უეჭველი ამერიკაში დავრჩებოდი სამუდამოდ, ახლა არ ვიცი.
მინიმუმ 2-3 წელი მჭირდება საბუთებისთვის და გადავწყვიტე, თუ დავრჩები აუცილებლად უნდა ვისწავლო. პრინსტონში ხომ ვცხოვრობ და პრინსტონი კარგი იქნებოდა ))))) ( რეიტინგში ხან პირველია, ხან მეორე).
აუ, რამდენ რამეს ვნანობ. დაკარგულ დროს, უაზროდ გაფლანგულს.
აქ სულ სხვანაირად აფასებ ყველაფერს. და თუ ოდნავ მაინც პატრიოტი ხარ, უფრო გიმძაფრდება.
ყველგან საქართველოს პოპულარიზაციას ვეწევი, უძველესი ქვეყანა რომ ვართ, სულ 5 მილიონი და მაინც ვარსებობთ აქამდე.
This post has been edited by _-° on 19 Jul 2017, 23:26