ronald_wesleyარაა ეგრე. კი არ აულოკა, უბრალოდ ნეთანიაჰუ და ტრამპი ერთნაირად აზროვნებენ.
სანამ რამეს დაწერ რაიმე საკითხზე , ჯერ კარგად უნდა გაერკვე და გაიაზრო რასაც სწერ.
იმ ფაქტს , რომ სოროსს ებრაული ფესვები აქვს, ბევრი შეჰყავს შეცდომაში და ბევრსაც სიონიზმის ერთ-ერთი მამა ჰგონია.
სოროსი ტრადიციულად ძალიან მტრულადაა განწყობილი ისრაელის და საერთოდ სიონიზმის (როგორც თანამედროვე ნაციონალიზმის კლასიკური მაგალითის) მიმართ. სოროსი აფინანსებს ულტრა ლიბერალურ , მემარცხენე და პროპალესტინურ ორგანიზაციებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ ფართო პროპაგანდას ეწევიან. სოროსი ისრაელს აფასებს, როგორც ყველაზე დიდ დაბრკოლებას ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის დამყარების გზაზე.
ეს არაა ახალი და არ დაწყებულა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით.
მე მგონი ყველასთვის (იმათთვისც კი ვინც ვერ ერკვევა , მაგრამ ჰგონია რომ ერკვევა) ნათელი უნდა იყოს , რომ დასავლეთთან ურთიერთობაში ისრაელს ყველაზე დიდ პრობლემებს სწორედ ლიბერალები უქმნიან, მითუმეტეს, რომ ისრაელს დღეს ულტრა ნაციონალისტები მართავენ.
თუ დაკვირვებულხარ, ისრაელს ყველაზე დაძბული ურთიერთობა აქვს სწორედ იმ ქვეყნებთან, სადაც ლიბერალიზმმა ღრმა ფესვები გაიდგა. აი იმ ქვეყნებთან კი, სადაც ნაციონალისტები მართავენ (უნგრეთი მაგალითად) ისრაელი უფრო ადვილად პოულობს საერთო ენას.
ასე რომ სოროსისეული ლიბერალიზმი ისრაელისთვის არა ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს , ვიდრე იმ ყველა სხვა ქვეყნისთვის, სადაც ეროვნული ფასეულობებისა და დემოგრაფიული ბალანსის დაცვის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას.
მთელი პრობლემა იმაშია, რომ ლიბერალებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ნაციონალისტებს ძლიან უჭირთ ეთმანეთთან თანამშრომლობა, ერთიანი მოქმედება. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალიზმის ძალა და წარმატების მიზეზი სწორედ მის გლობალურ ხასიათშია.
აი ეს კი ნიუ-იორკ ტაიმსის სტატია, რომელიც არკვევს სოროსის ურთიერთობას ისრაელთან.
https://www.nytimes.com/2017/07/19/opinion/...os.html?mcubz=1 You don't fight because you think you'll win, you fight because you have to win.