Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სმარტფონები და კომუნიკატორები > ჩვენი ქვეგანყოფილება


Posted by: Bluetooth_a 16 Sep 2006, 13:51
user.gif
სალამი მეგობრებო.არც თუ ისე დიდი ხანია განყოფილება გვაქვს.თემებიც იხსნება და ა.შ. მარა საჭირო დონეზე ვერ ავედით მაინც.თემების უმეტესობა არის დახმარების თხოვნა,მაგრამ დახმარების თხოვნა რა თქმა უნდა ცუდს არ ნიშნავს.უბრალოდ,მეტი განხილვა და ცოტა უფრო კვალიფიციური საუბრები გვჭირდება ყველას რომ,გავიზარდოთ ამ სფეროში.

ძალიან მინდა და ასეც იქნება რომ,ეს განყოფილება დალაგდეს,მოწესრიგდეს და თავისი ნამდვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგეს.ცუდია ისიც რო ძალიან ცოტა,თითებზე ჩამოსათვლელი რეზიდენტი გვყავს.
მაქვს იდეები ამ განყოფილების განსავითარებლად,რასაც აუცელბლად გაგანდობთ,მაგრამ მანამდე მაინტერესებს:
1.რატომ შემოდიხართ აქ?
2.რას გინდათ მიიღოთ განყოფილებიდან და რას ვერ იღებთ?ანდა საერთოდ რას იღებთ?
3.რა ტიპის თემები და დისკუსიები იქნება თქვენთვის საინტერესო?
4.საერთოდ შენი აზრით რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს სფერო?

+ამას ალბათ უცხოურ ფორუმებს შეავლებდით თვალს.აუცილებლად შეამჩნევდით ინფორმაციის ორგანიზებას,თავმოყრას,საკითხობრივ დაყოფას და იმას რომ ყველაფერია გაკეთებული როგორც დამწყებისთვის ასე პროფესიონალისთვის.

Posted by: Toto-T 16 Sep 2006, 14:38
1. შემოვდივარ რადგან Nokia 3650 რაც გამოვიდა იმის მერე სიმპბიანის ფანი და ამჟამად სიმბიანის დამწყები პროგრამისტი ვარ, და პროსტა მაინტერესებს სიმბიანზე ყველაფერი, კონკრეტულად კი S60-ებზე რადგან სხვა UI -ძალიან არაპერსპექტიულად მიმაჩნია...

2,3. ცოტახანია რაც აქ ვარ ამიტომ ჯერ ისეთი არაფერი მიმიღია, მინდა ვხედავდე კარგ თემებს და იმენა დისკუსიებს აპარატებზე და სოფტზე და კიდევ მაგრა გამიკვირდა რო აღმოვაჩინე რო პირველი რევიუ აპარატისა ამ აექციაში მე გავაკეთე :S შესაბამისად რევიუები აპარატებისა და სოფტის მაგრა გამახარებდა...

4. რომელი სგერო? ეს ქვე ფორუმი? თუ კი მაშინ რავი აი რამოდენიმე იდეა: გაიხსნა რამოდენიმე "ოფიციალური" ტოპიკი, ერთში იქნება მარტო რევიუები, მეორეში მარტო სოფტი, მესამეში მარტო სოფტი ძველი გამოცემის სიმბიანებზე, მესამეში თამაშები და ა.შ. ოფტოპიკერი კი მაგრა დაისაჯოს... ანუ თემა რო ისეთი იყოს რო ყოველი ახალ პოსტს თავისი ლინკი მოყვებოდეს პროგრამაზე/თამაშზე...

კაჟიტსა ვსო... smile.gif

Posted by: Warn 16 Sep 2006, 21:21
[quote]ცუდია ისიც რო ძალიან ცოტა,თითებზე ჩამოსათვლელი რეზიდენტი გვყავს.[/quote]
http://forum.ge/?showtopic=33673549&hl=
ეს ადამიანი საქართველოშიც ყიდის ამ სოფტპროდუქტებს როგორც ჩანს, ვინც ეგ აპარატები შეიძინა მინდა რომ ისინი პოსტავდნენ ფორუმზე.
[quote].რას გინდათ მიიღოთ განყოფილებიდან და რას ვერ იღებთ?ანდა საერთოდ რას იღებთ?[/quote]
მინდა მივიღო კაი დიდი ახსნაგანმარტება იმ პრობლემებზე რომლებიც უშუალოდ მობილურებთან მუშაობის დროს მხვდება ყოველდღიურად....ვღებულობ ცოტაოდენ ინფორმაციიას ტექნოლოგიის გაგების თეორიულ დონეზე..

[quote]რა ტიპის თემები და დისკუსიები იქნება თქვენთვის საინტერესო?
"ნოკია ვს მოტოროლა? მობილური წრიპინებს კომპთან.. სმს ვერ ვაგზავნი.." cry.gif

[quote].საერთოდ შენი აზრით რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს სფერო?[/quote]
მდაა, პროფესიონალური ფორუმი მინდა იყოს საქართველოში მობილურებზე, თუ გაიხსნა ქვეგანყოფილება მაინც, თემატურად განლაგებული, მაგარი იქნება..
თუ ვინმეს გაუჩნდება ფასიანი ფორუმის თუ განყოფილების შექმნა , ერთი ხმა ჩემგან..

უფს,ამდენი "მინდა " "მინდა" ...


Posted by: Flasher 16 Sep 2006, 21:30
Bluetooth_a
ე.ი. რევოლუციის მოწყობა გინდა და მოდერის პოსტის დაკავება? biggrin.gif ვინ გაფინანსებს? სოროსი? tongue.gif ისე სააკაშვილმაც მასე დაიწყო wink.gif

Posted by: Warn 16 Sep 2006, 21:32
Flasher
biggrin.gif აგერ თითო-ოროლა მასონებიც იპოვა მომხრედ..

Posted by: Flasher 16 Sep 2006, 21:39
Warn
QUOTE
აგერ თითო-ოროლა მასონებიც იპოვა მომხრედ..

მალე ოპოზიციაც თქვენს გვერდით იქნება biggrin.gif

Posted by: trance_man 16 Sep 2006, 21:44
xooo e.i me newbie var symbian samyaroshi
tavs miveci ufleba da aq shemovedi radganac ukve smarti maqvs da mainteresebs ra shesadzleblobebi aqvs chems mobils
xo da mtavari inetshi yofnisas da vabshe appliactionis dainstalebisas rogr unda davicva tavi virusebisgan ro mobile ar gaitrupos

da kidev vtqvat mobiles virus sheeyara ( mqonda erti magaliti rom virusis mere mobile tavisit reloads aketebda da mere vabshe agar chairto )
rogr gamovascoro eg porblema

Posted by: GSM brother 20 Sep 2006, 17:06
Bluetooth_a
smile.gif გილოცავ მოდეობას ,მაგრად გამიხარდა... იმედია ამ ბოღმიან განყოფილებას პოზიტიურს და განვითარებადს გახდი...

ოკ...

Posted by: Bluetooth_a 20 Sep 2006, 17:08
მადლობთ
მე მხოლოდ Symbian FAQ-ში ვმოდერობbiggrin.gif
ისე შენ მთლად ახალი იუზერი არ უნდა იყოrolleyes.gif

Posted by: David 20 Sep 2006, 21:00
Warn
QUOTE
მდაა, პროფესიონალური ფორუმი მინდა იყოს საქართველოში მობილურებზე

mobiluri.net - იყო ადრე და მალე თავიდან იქნება... smile.gif

Posted by: Warn 20 Sep 2006, 21:12
David
CDMA
ბიჭებო თქვენი გადაყენება მოდერობის თანამდებობიდან არ შეიძლება?
რავი ხალხს კი ავაგროვებ, ბევრი უკმაყოფილოა თქვენით...

უბრალოდ წესები მაინტერესბ, თუ შეიძლება მოეწყოს არჩევნები კომუნიკაციის განყოფილებაში ხელახლა...
QUOTE
სანამ იქნება ენთუზიასტური ონანიზმი, საქმეს არაფერი არ ეშველება

კაი რა აბა ის ჯობს შენაირი გულჩახვეული მოდერი...(ცდმა)
კაი ბიჭი ჩანს ახალი კომოდერი აშკარად..

Posted by: David 20 Sep 2006, 21:23
Warn
QUOTE
ბიჭებო თქვენი გადაყენება მოდერობის თანამდებობიდან არ შეიძლება?

შენ ჯერ ერთი თვე შეასრულე მაინც ამ ნიკით და მერე წყვიტე ვის გადააყენებ და რას იზამ... და პირადი 40%-ის პრობლემა თუ გალაპარაკებს, ჯერ წესები გადაიკითხე - საკმაოდ თვალსაჩინო ადგილას დევს...

Posted by: CDMA 20 Sep 2006, 21:38
Warn

თქვენი პრობლემა იმაშია, რომ ფორუმელების 99% საკუთარ თავში ქრონიკული ეჭვი გაქვთ, და ათასგვარი "სერიოზული" "მოქმედებებით" ცდილობთ საკუთარ თავს დაუმტკიცოთ რაღაცა, მაგალითად ერ:ექციები პოლიტიკის განყოფილებაში, აგერ ბაბუინ კლუბი კომუნიკაციებში და მრავალი სხვა. თან საკუთარ თავში დარწმუნება არანაირად არ გამოგდით, რადგანაც თქვენივე ვირტუალურ "გამონაბოლქვში" (განავალი უნდა დამეწერა, მარა გადავიფიქრე) იძირებით. ჰოდა არ დადგა დრო გაიზარდოთ, ცოტა გააზრებულად შეხედოთ ამ ცხოვრებას?

Posted by: Warn 20 Sep 2006, 22:06
David
QUOTE
პირადი 40%-ის პრობლემა თუ გალაპარაკებს

არა კაცო..რაის ვორნი, ეგ დამავიწყდა უკვე
პრობლემა სხვა რამეა არც შენ არც ცდმას არ გაგაჩნიათ მოდერისთვის საჭირო მორალური დაუწერელი წესები..CDMA
QUOTE
რადგანაც თქვენივე ვირტუალურ "გამონაბოლქვში" (განავალი უნდა დამეწერა, მარა გადავიფიქრე) იძირებით

საქმეც მაგაშია ცდმა, შენ ხარ განსხვავებული ინდივიდი, ფორუმი კი მთლიანი მასაა ჭრელაჭრულა ხალხით. მასას სჭირდება დიპლომატი ადამიანი სამართავად, რომელსაც უყვარს თვითონ ეს საზოგადოება, შენ რა სიამოვნებას განიჭებს ეგ მოდერობა მართლა საინტერესოა..
როცა ფორუმელის სურათის დანახვაზე ამბობ რომ პლასტიკური ოპერაცია აქვს გასაკეთებელი,არც შეურაცხმყოფელ სიტყვებს ერიდები, "დეცკი სადები" ყოფილან, ნიჭი არ გაქვს ფორუმელებთან ურთიერთობაში შეხვიდე...ანუ რა პონტში ხარ მოდერი? ან ვინც შენ აგირჩია მართლა ღირსია განავლის ჭამის..
თორე როგორც ჩვეულებრივი მემბერი იცოცხლე ..მაგარი კომერციული ალღო გაქვს გეტყობა და შესაბამისი ცოდნაც და წარმატებები შენს ამბებში, მარა შენნაირ მოდერს რო ცალყბად უღიმიან და პირსუკან ცდმა ბოღმიანი ადამიანიაო ამბობენ იმ ხალხის ხო საერთოდ არ მესმის... რატო ითმენენ...

Posted by: CDMA 20 Sep 2006, 22:15
Warn

სიამოვნებას არანაირს არ მანიჭებს - სრულიად პრაქტიკული პლიუსები აქვს.
რაც შეეხება ჩემს მოდერობას. ვარ მოდერი აქ, და არა სიტყვაზე სპორტში, იმიტო, რო ამ სფეროში გამაჩნია გამოცდილება და ცოდნა. თან სამწუხაროდ, რაც მე ვიცი ვთქვათ სიმბიანში, მთელმა თქვენმა კლუბმა არ იცის ერთად აღებულმა. ეს მართლაც სამწუხაროა, იმიტომ რომ რაიმე რომ დამჭირდეს, უცხოურ ფორუმებზე მიწევს კითხვის დასმა. თქვენ კიდევ, იმის მაგივრად რო რამე ისწავლოთ, და გვერდში ამომიდგეთ, მწოველიზმით ხართ დაკავებული, რაღაცას გადმოაკოპირებთ და იმხელაზე გაბერავთ ხოლმე. თან ცუდი ისაა, რო ვინც არ ერკვევა, იმათ აბოლებთ. ჰოდა სანამ მე ვარ, არ გექნებათ მაგისი საშუალება, მოდერი ვიქნები თუ არა smile.gif

რაც შეეხება "დაუწერელ მორალურ კანონებს", ყველამ საკუთარს მიხედოს. არ მოგწონთ რამე? - ინტერნეტი დიდია, წაბრძანდით, გაიკეთეთ ურთიერთმლოკველური საიტი და იყავით იქ (მაგალითად www.boke.ge), რატო ცდილობთ სხვის მონასტერში საკუთარი (და ჩემი პირადი აზრით, მაგარი გოიმური) აზროვნების გამეფებას?

Posted by: GSM brother 20 Sep 2006, 22:34
CDMA
QUOTE
რაც მე ვიცი ვთქვათ სიმბიანში, მთელმა თქვენმა კლუბმა არ იცის ერთად აღებულმა.

კარგად დაფიქრდი, თავად თუ აძლევ შანსს კომუნიკაციის განყოფილების მომხმარებელს სწავლის? სულ გესლით სავსე პასუხები იცი ხოლმე ადამიანს დაუკარგავ შეკითხვის დასმის სურვილს ხან..
QUOTE
უცხოურ ფორუმებზე მიწევს კითხვის დასმა

საინტერესოა... უცხოურ ფორუმებს უნდა ვუმადლოდე ყოველდღიურ საარსებო წყაროსაც..აქ ყველაფერი განვითარების პროცეშია და გასაკვირი არ არი უცოდინარობა.
QUOTE
რატო ცდილობთ სხვის მონასტერში საკუთარი (და ჩემი პირადი აზრით, მაგარი გოიმური) აზროვნების გამეფებას?

სხვისი და ჩემი მონასტერი არ არსებობს ნეთში, მითუმეტეს ფორუმებზე, აზრის გამოთქმის გამეფებას ვინ ამბობს, საპირისპირო აზრის გამოთქმას ვერ იტან..

QUOTE
თან ცუდი ისაა, რო ვინც არ ერკვევა, იმათ აბოლებთ. ჰოდა სანამ მე ვარ, არ გექნებათ მაგისი საშუალება, მოდერი ვიქნები თუ არა

ოკ ვთქვათ და ეგრეა , თუ არ გაიბერა მასალა და კოპიები არ გაკეთდა თავისით არ ჩაფრინდება თავში ცოდნა..
რაც შეეხება შენი ცოდნის გაზიარებას შეგიძლია ეგ ყველაფერი ვინმეს შეურაცყოფის გარეშე გააკეთო
პ.ს ვარნი ფლუდკონტროლის აფექტშია და მანამ მე შემოვალ დისკუსიაში.

Posted by: CDMA 20 Sep 2006, 23:03
ისე ზოგადად, აგერ ვხედავ ორ დარღვევას:

2.1.3 ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნიკის რეგისტრაცია ეკრძალება. ადმინისტრატორს შეუძლია გააუქმოს ასეთი ნიკი.

2.3.8 აკრძალულია ფორუმის ადმინისტრაციის ქმედების განხილვა ფორუმში, რომელიც დაკავშირებულია ფორუმის ადმინისტრირებასთან. თუკი თქვენ თვლით, რომ მოგექცნენ არასამართლიანად, გაარკვიეთ ეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ორივე ნიკი დავბლოკო?

Posted by: Warn 20 Sep 2006, 23:12
CDMA
spy.gif მე დამბლოკე, მაინც 80% ვორნი მაქვს..

Posted by: GSM brother 20 Sep 2006, 23:18
წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
4 წევრი: GSM brother, Prankster, dave.m, CDMA
ერთ სერვერზე ვართ მარა ეგ იმას არ ნიშნავს ერთი და იგივე პიროვნებაა..

Posted by: Bluetooth_a 21 Sep 2006, 12:18
vox popul



lol.gif

Posted by: David 21 Sep 2006, 12:34
Bluetooth_a
QUOTE
vox popul

პოპული ქართულად კი არაა ბიჯო მარტო - ლათინურადაც populi არი ეგ სიტყვა... biggrin.gif
* * *
Warn
QUOTE
პრობლემა სხვა რამეა არც შენ არც ცდმას არ გაგაჩნიათ მოდერისთვის საჭირო მორალური დაუწერელი წესები

და შენ ვინ მყევხარ ერთი რო მოდერისთვის საჭირო ან საერთოდ რაიმე წესებზე მელაპარაკები?! ისე, ინფორმაციისთვის: გააჩნიათ არა წესები, არამედ თვისებები... biggrin.gif

მე მოდერატორი ვარ 2003 წლიდან. ვყოფილვარ დანიშნულიც, არჩეულიც, გადაყენებულიც და გადამდგარიც. ბევრი მომიძებნე ამ ფორუმზე ასეთი... როცა ვიღაცა ჩემთან მოვა და მიწყებს ლაპარაკს თუ როგორი უნდა იყოს მოდერატორი, მე უნდა ვიცნობდე იმ ადამიანის წარსულ გამოცდილებას, რომ მისგან კრიტიკა მოვისმინო. ხოლო როცა მე ვიღაც იუზერი მემალება ნიკების ქვეშ და ისე მწერს, ამას მე ვეძახი მახათოლოგიას და ბოლისტიკას - და ასეთ დროს ჩემი მოდერაციის ავკარგიანობაზე დისკუსიას ვკლავ. ჯერჯერობით აქაც ეს შემთხვევაა...

ასევე, თუ ვინმეს უნდა ნახოს ვინ როგორ აირჩიეს, შეუძლია არჩევნების ტოპიკებს გადახედოს. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ჩემთვის არჩევნები იყო უბრალოდ სპორტი და არაფერი მეტი - მანამდე დანიშნული ვიყავი და თემოს მიმართ პირადი პატივისცემა არანაკლებ მაკეთებინებდა აქ საქმეს, ვიდრე ერთ ღამეში მიღებული 12 თუ 14 ხმა... ისევე როგორც რაჯის არაფერში არ ზღუდავს ის რომ დანიშნულია - საქმის გაკეთებისას ვინც მას ამას წამოაძახებს, ნათლად გამოჩნდება ვინცაა და რაცაა...

დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თამაშს ამ განყოფილებაში!

Posted by: Bluetooth_a 27 Oct 2006, 12:35
20 სექტემბრის შემდეგ კარგა ხანი გავიდა

აბა რა ხდება?
რა მოგწონთ?რა დავამატოთ?რა გამოვაკლოთ?რა შევზღუდოთ?რა ვქნათ სიტუაციის გასაუმჯობესებლად?
აგერ ბატონო თქვენი აზრების ადგილი ამ განყოფილებაზე

P/S:მე კი ვიცი რაც უნდა იყოს,მაგრამ თქვენი მაინტერესებს გასათვალისწინებლად

Posted by: bazuka 27 Oct 2006, 13:25
პლატფორმები გამოვყოთ smile.gif

Posted by: bui89 28 Oct 2006, 21:37
ვა რა კაი თემაა გახსენი bluetootha .
ე.ი წესით ეს განყოფილება ერთ ერთი ძლიერი უნდა იყოს აქ ვინაიდან ქართველებს გვიყვარს მობილები, მერე სმართფონებიც და ყველაზე გავრცელებული რათქმაუნდა.
ე.ი. მე მინდა რომ აქ იყოს ტოპიკი დამწყებთათვის, სადაც ახალბედები მიიღებენ ჩვენგან პასუხებს, მერე ჰელპ ტიპის პოსტებისთვის ერთი ტოპიკი; მერე კაია გაკეთდეს ცალკე ტოპიკი ახალ ტელებზე, და სოფტზე, სადაც დაიდება ლინკები და მერე წავა მსჯელობა. და რა თქმა უნდა მოვისმინო რაიმე საინტერესო აზრები ტვიტ ოსების შესახებ. რამე როგორ უფრო მეტი გამოვტყუოთ სისტემას მეტი ოპერატივკა ან რამე ეგეთი...
Bluetooth a lam.gif corp შენს გვერდითაა. chest.gif

Posted by: GBrider 28 Oct 2006, 21:43
ნუ იასნა ცალკე განყოფილება უნდა დაემატოს, NOKIA ზე ნძრევ3l33ი საკვირველი



ასევე, ტოტურიალი სიმბიანზე ანუ FAQ რა, ცალკე შიდა თემებად გაიყოს V1, V2 და V3... S ები 60, 90 ჯერჯერობით მგონი....
მერე ... ახლა არაფერი მაფიქრდება მერე დავწერ ლეტ ჩერეზ 5

Posted by: bui89 28 Oct 2006, 22:46
ინტრიგა გვაკლია ინტრიგა. Iნტრიგა დამანახეთ ინტრიგა user.gif და არა *****ინტელეკტუალური თემა(pranskteras თქმის არ იყოს ) givi.gif lol.gif gigi.gif biggrin.gif

Posted by: მგელი ტოტია 2 Nov 2006, 23:57
Bluetooth_a
QUOTE
P/S:მე კი ვიცი რაც უნდა იყოს,მაგრამ თქვენი მაინტერესებს გასათვალისწინებლად

ჩემი აზრით , კაი იქნება თუ ქვეგანყოფილებას სახელი შეეცვლება ,მარტო "სიმბიანის" ქვეგანყოფილება არ არი საკმარისი, ამ განყოფილებაში რომ მობილურის ოპერაციული სისტემები გაერთიანდეს, უფრო მრავალფეროვანი იქნება,სიმბიანის ვერსიებად დაყოფას, რომელი მსნ მიდის თუ თამაშები, სჯობს symbian os თან ერთად განვიხილოთ windos mobile, linux os, palm os
და სხვა ოპერაციული სისტემები რომლებიც მობილურში გამოიყენება.
ასევე კაი იქნება მობილურის განვითარების ისტორიასაც თუ განვიხილავთ ანუ ზოგადი ტიპის შემეცნებითი თემები.

Posted by: David 3 Nov 2006, 00:05
მგელი ტოტია
QUOTE
ჩემი აზრით , კაი იქნება თუ ქვეგანყოფილებას სახელი შეეცვლება ,მარტო "სიმბიანის" ქვეგანყოფილება არ არი საკმარისი, ამ განყოფილებაში რომ მობილურის ოპერაციული სისტემები გაერთიანდეს, უფრო მრავალფეროვანი იქნება,სიმბიანის ვერსიებად დაყოფას, რომელი მსნ მიდის თუ თამაშები, სჯობს symbian os თან ერთად განვიხილოთ windos mobile, linux os, palm os
და სხვა ოპერაციული სისტემები რომლებიც მობილურში გამოიყენება.

და ახლა ვინ აგიკრძალათ ამ თემების განხილვა კომუნიკაციების ძირითად განყოფილებაში? ხეს ტუალეტი რო არ დააწერონ, ისე არ მოგიფსიათ ზედ ხალხო? biggrin.gif

Posted by: მგელი ტოტია 3 Nov 2006, 00:12
David
QUOTE
ხეს ტუალეტი რო არ დააწერონ, ისე არ მოგიფსიათ ზედ ხალხო?

lol.gif lol.gif ეგ კაი გაჭივრების დროს, მარა საზოგადოების თავშეყრის ადგილას აუცილებელია ქალის და მამაკაცის ტუალეტი განცალკავებული იყოს და წარწერებითაც რათქმაუნდა.
ძირითად კომუნიკაციების განყოფილებას არაფერი დააკლდება თუ ერთი ქვეგანყოფილება იარსებებს მთელი ოპერაციული სისტემებისთვის, მარტო სიმბიან ოს ქვეგანყოფილება რა პონტშია, ეგ არ მესმის.
იმიტომ რომ ნამეტარი გაბნეულია თემები იქეთ-აქეთ.

Posted by: Bluetooth_a 3 Nov 2006, 00:14
David
ხეზე ჯერ არ მიგვიფსია,ვეფარებით ხოლმეbiggrin.gif

მგელი ტოტია
შენ თუ არ იცი რა პონტშია სიმბიანი ქვეგანყოფილება,მაშინ აქ რაღა გინდა?

Posted by: მგელი ტოტია 3 Nov 2006, 00:29
Bluetooth_a
QUOTE
შენ თუ არ იცი რა პონტშია სიმბიანი ქვეგანყოფილება,მაშინ აქ რაღა გინდა?

ეგ თავისთავად გასაგებია, მარა ვინდოუს მობილზე პროგრამას , სიმბიანის განყოფილებაში ვერ მოვითხოვ, შესაბამისად კაი იქნებოდა თუ ამ განყოფილებაში ავტვირთავდით აპლიკაციონებს სხვა ოპერაციული სისტემების მობილურებისთვის, თუმცა ეგ აზრი არ ნიშნავს იმას რომ მართალი ვარ, შეიძლება მცდარი მოსაზრება იყოს.

Posted by: Bluetooth_a 14 Oct 2007, 09:21
მგელი ტოტია
QUOTE
ეგ თავისთავად გასაგებია, მარა ვინდოუს მობილზე პროგრამას , სიმბიანის განყოფილებაში ვერ მოვითხოვ, შესაბამისად კაი იქნებოდა თუ ამ განყოფილებაში ავტვირთავდით აპლიკაციონებს სხვა ოპერაციული სისტემების მობილურებისთვის, თუმცა ეგ აზრი არ ნიშნავს იმას რომ მართალი ვარ, შეიძლება მცდარი მოსაზრება იყოს.

აგიხდა ოცნება gigi.gif

tan.gif

Posted by: Bluetooth_a 23 Dec 2007, 00:15
ეს არის თემა თქვენი შენიშვნებისა და კონსტრუქციული წინადადებებისათვის

Posted by: Bluetooth_a 17 Jan 2008, 20:38
აბა,არავის არაფერი არ გინდათ?
givi.gif

Posted by: Bluetooth_a 27 Jan 2008, 00:04
TAZ
Flasher
datiko


შემიფასეთ განყოფილება მოდერული თვალით
jump.gif

Posted by: TAZ 27 Jan 2008, 11:59
Bluetooth_a
სორრი, გუშინ 22222 პოსტი მქონდა და არ ვწერდი biggrin.gif

მოკლედ, რამოდენიმე დღეა აქეთ შემოვედი და სასიამოვნოა, რომ ამ განყოფილებას ჰყავს თავისი ხალხი.
ეგ არის ყოველთვის შედარებით პატარა განყოფილების პრობლემა.

რაც შეეხება რჩევებს, კარგი იქნება, სარჩევივით თემას თუ გააკეთებ და მიპინავ.
მანდ იქნება გაერთიანებული თემები firmware-ის განახლებაზე, ხელმოწერების გაკეთებაზე, საიტები, საიდანაც ვქაჩავთ თემებს, პროგრამებს, სურათებს, თამაშებს ...
მოკლედ მიხვდები.
თორემ ამდენი მნიშვნელოვანი თემა რომ აიპინოს, აღარ გამოჩნდება არაფერი smile.gif

Posted by: karlo-fan 27 Jan 2008, 12:42
Bluetooth_a
ძალიან სასარგებლო და საინტერესო განყოფილებაა, პირადად მე ბევრი რამე გავიგე აქ და ვისწავლე და + მაგას მაგარი ხალხი შემოდის ხშირად.
QUOTE
რაც შეეხება რჩევებს, კარგი იქნება, სარჩევივით თემას თუ გააკეთებ და მიპინავ. მანდ იქნება გაერთიანებული თემები firmware-ის განახლებაზე, ხელმოწერების გაკეთებაზე, საიტები, საიდანაც ვქაჩავთ თემებს, პროგრამებს, სურათებს, თამაშებს ...

+1000000000000000000000000

Posted by: Bluetooth_a 27 Jan 2008, 15:36
TAZ
QUOTE
სორრი, გუშინ 22222 პოსტი მქონდა და არ ვწერდი

გილოცავ

TAZ
karlo-fan
გათვალისწინებული იქნება სარჩევთან დაკავშირებით

Posted by: karlo-fan 8 Feb 2008, 18:22
QUOTE (Bluetooth_a @ 27 Jan 2008, 15:36 )
TAZ
QUOTE
სორრი, გუშინ 22222 პოსტი მქონდა და არ ვწერდი

გილოცავ

TAZ
karlo-fan
გათვალისწინებული იქნება სარჩევთან დაკავშირებით

Bluetooth_a
სად დაიკარგე კაცო biggrin.gif

Posted by: Beliar 4 Mar 2008, 23:48
Bluetooth_a
აქ მარტო სიმბიანებზე შეიძლება კითხვების დასმა და პროგრამების მოძიება? user.gif

Posted by: Bluetooth_a 6 Mar 2008, 13:47
karlo-fan
QUOTE
სად დაიკარგე კაცო

აქა ვარ,აქbiggrin.gif
QUOTE
გათვალისწინებული იქნება სარჩევთან დაკავშირებით

უკვე იქნა smile.gif
http://forum.ge/?f=80&showtopic=33779097
Beliar
QUOTE
აქ მარტო სიმბიანებზე შეიძლება კითხვების დასმა და პროგრამების მოძიება?

Windows Mobile ასევეwink.gif

Posted by: Beliar 6 Mar 2008, 15:06
Bluetooth_a
ჩვეულებრივი არასიმბიანი და არავინდოუს მობაილიანი ტელეფონების პატრონებმა, სად ვიკითხოთ პროგრამებზე?

Posted by: Bluetooth_a 6 Mar 2008, 17:09
Beliar
ეგეთი მოკვდავებისთვის არსებობს კომუნიკაციების რუთი
http://forum.ge/?showforum=22

tongue.gif

Posted by: karlo-fan 8 Mar 2008, 22:13
QUOTE
ეგეთი მოკვდავებისთვის

givi.gif ჩვენები რა უკვდავები არიან? biggrin.gif

Posted by: UMTS 27 Apr 2008, 13:28
QUOTE
ჩვენები რა უკვდავები არიან?

ცოცხალ მკვდრები, biggrin.gif

Posted by: lester 19 Jun 2008, 14:23
karlo-fan


კანეშნა wink.gif

Posted by: Bluetooth_a 16 Sep 2008, 23:20
მეგობრებო
რა ვუყოთ WM-ს და UIQ-ს რომლებიც თითქმის ერთ თემაში არიან?
თემებმა
http://forum.ge/?f=80&showtopic=33747430
http://forum.ge/?f=80&showtopic=33779403
უკვე მიაღწიეს 100 გვერდს


რა გსურთ,გაკეთდეს ნაწილი II თუ აქტუალურ თემებს გამოიტანთ და გახსნით ჩამოყალიბებულ,აზრობრივად გამართულ,განყოფილებისთვის შესაფერის ტოპიკებს? (ისე,როგორც უმეტეს შემთხვევაში Nokia-ზე და S60-ზეა გაკეთებული)

რა უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის?

Posted by: darkmanx89 17 Sep 2008, 00:11
Bluetooth_a
QUOTE
მეგობრებო
რა ვუყოთ WM-ს და UIQ-ს რომლებიც თითქმის ერთ თემაში არიან?
თემებმა
SE P800/P900/P910/P990/P1/M600/W950
Windows Mobile კლუბი
უკვე მიაღწიეს 100 გვერდს


რა გსურთ,გაკეთდეს ნაწილი II თუ აქტუალურ თემებს გამოიტანთ და გახსნით ჩამოყალიბებულ,აზრობრივად გამართულ,განყოფილებისთვის შესაფერის ტოპიკებს? (ისე,როგორც უმეტეს შემთხვევაში Nokia-ზე და S60-ზეა გაკეთებული)

რა უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის?

მემგონი მე II-ე ნაწილი აჯობებს თორე იმდენი უაზრო თემები იქნება ტყვილა, ვიღაცას პატარა კითხვა გაუჩნდება ეგრევე თემას გახსნის, ამიტომ ჯობია ერთ თემაში განიხილოს მგონი smile.gif

Posted by: IVA_SE 17 Sep 2008, 01:10
darkmanx89
ხო ეგრე ჯობია

Posted by: lester 17 Sep 2008, 15:19
darkmanx89

+1

Posted by: UMTS 17 Sep 2008, 21:54
და აღარ იხსნება მეორე ნაწილი? biggrin.gif

Posted by: darkmanx89 17 Sep 2008, 21:58
Bluetooth_a
გადაწყდა? smile.gif

Posted by: Bluetooth_a 17 Sep 2008, 22:04
darkmanx89
ჯერ არა

სამი დამპოსტავიდან,ერთი S60-ია,მეორე WM და მესამე UIQ biggrin.gif
მეტი უზერების აზრი მაინტერესებს,თორე ტექნიკურად ჩემთვის ორივე მარტივია

Posted by: macciavelli 18 Sep 2008, 00:06
Bluetooth_a
ცალკე თემები კაი იქნება, მილიონჯერ არ იკითხავენ ერთიდაიგივეს.
მაგალითად [UIQ] პრეფიქსით ან რამე

ისე რავახარ? smile.gif


Posted by: goodrich 18 Sep 2008, 03:03
+1 yes.gif l l ნაწილის გახსნას. sa.gif WINDOWS MOBILE-სტი sa.gif

Posted by: simpson 18 Sep 2008, 12:34
QUOTE
ცალკე თემები კაი იქნება, მილიონჯერ არ იკითხავენ ერთიდაიგივეს.

+1
თორე ერთ თემაში ერთი და იგივე კითხვები ტრიალებს სხვადასხვა გვერდებზე რადგან, არავინ გადაიკითხავს 100 გვერდს რომ ერთ პატარა შეკითხვაზე პასუხი იპოვოს smile.gif ერთი და იგივე შეკითხვაზე კიდე პასუხის მილიონჯერ გაცემა, მე პირადად მაინცდამაინც არ მხიბლავს biggrin.gif

ყველაზე ნაღდი საბები იქნებოდა smile.gif
ანუ WinMo, S60 და UIQ, ხოლო ძირითადში არასმარტის მფლობელები დაპოსტავდნენ smile.gif

Posted by: darkmanx89 18 Sep 2008, 12:51
QUOTE
ყველაზე ნაღდი საბები იქნებოდა
ანუ WinMo, S60 და UIQ, ხოლო ძირითადში არასმარტის მფლობელები დაპოსტავდნენ 

ხო ეგ კაი აზრია არა Bluetooth_a? smile.gif
თორე ისე თემები რომ გაიხსნას რაღაც ძაან არეული იქნება მგონია და საბები რომ იქნება რაც გაინტერესებს იქ შეხვალ და უფრო დალაგებული იქნება smile.gif

Posted by: fe11x 18 Sep 2008, 13:28
მეორე ნაწილს ცალკე ქვეგანყოფილება ჯობია... IMHO

Posted by: simpson 18 Sep 2008, 14:15
darkmanx89
QUOTE
თორე ისე თემები რომ გაიხსნას რაღაც ძაან არეული იქნება მგონია და საბები რომ იქნება რაც გაინტერესებს იქ შეხვალ და უფრო დალაგებული იქნება smile.gif

yes.gif ნამდვილად


Posted by: Bluetooth_a 18 Sep 2008, 14:45
macciavelli
QUOTE
[UIQ] პრეფიქსით

მშვენიერი იდეააა

მაგალითად ტოპიკები სახელად:
[UIQ] ხშირად დასმული კითხვები
[S60] როგორ ავაჩქარო სმარტი
[WM]პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

ეს რაც შეეხება სოფტს
და ჰარდი დავტოვოთ ისევე როგორც ნოკიაზე მაქვს გაკეთებული
Nokia 810 Wimax Edition
ყველაფერი მის შესახებ ესე იქნება დისქრიფშენი

+ამას,ამ ყველაფრის ლინკები იქნება http://forum.ge/?f=80&showtopic=33779097 -ში
ვფიქრობ,ასე უფრო ინფორმაციულად ორგანიზებული და სასარგებლო იქნება იუზერებისათვის ჩვენი განყოფილება

ისტორიული ექსკურსი: biggrin.gif

განყოფილება გაიხსნა2006 წლის 5 ივლისს
http://forum.ge/?f=80&showtopic=33661353

ფორუმზე Symbian-ის შესახებ თემა Kakha-ს ქონდა http://forum.ge/?f=80&showtopic=33594590&st=0
,რომელიც თავიდან პროგრამების განყოფილებაში იყო,მერე ვითხოვე და გადმოიტანეს,მერე წავიდა და წავიდა...

იყო ბევრი იდეა,რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯიც ამ იდეების განსახორციელებლად,მაგრამ ბოლომდე ვერ განხორციელდა და რეალური სახე ვერ მიიღო Symbian Club Georgia-მ (SCG)
ამ კლუბის ფარგლებში გააკეთა Dface-მა geun.gdr, უნიკოდ ფონტი Symbian 8.1-მდე რომელიც მუშაობდა.გაქართულდა რამდენიმე პროგრამა და თამაში.მე ვაკეთებდი თემებს და ა.შ
პოსტავდა ძალიან კარგი და მცოდნე ხალხი

ეს ცნობები იმიტო რო,გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ gigi.gif

Posted by: darkmanx89 20 Sep 2008, 19:41
Bluetooth_a
ჰა რას ვშვებით? რაღაც გადავწყვიტოთ როდემდე უნდა იყოს ესე.

Posted by: Bluetooth_a 20 Sep 2008, 22:47
darkmanx89
wink.gif
http://forum.ge/?showtopic=33779097&view=findpost&p=10928553
macciavelli-ის იდეის საფუძველზე 2kiss.gif

Posted by: macciavelli 21 Sep 2008, 03:47
Bluetooth_a
QUOTE
macciavelli-ის იდეის საფუძველზე 2kiss.gif

chups.gif


2kiss.gif

Posted by: Nok 21 Sep 2008, 18:56
macciavelli
http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: @Caesar@ 23 Sep 2008, 18:35
ბოლო ბოლო რა გადაწყდა WM კლუბზე

Posted by: UMTS 24 Sep 2008, 13:47
რა ხდება? UIQ3 ზე თემა აღარ იხსნება?

Posted by: ikako_20 25 Sep 2008, 07:23
ვახ რა არეულობაა აქ sad.gif როდის დაბრუნდება ჩვენი საყვარელი თემა user.gif

Posted by: @Caesar@ 26 Sep 2008, 20:35
მე ვერ ვხვდები ტექნიკურ განყოფილებას კერძოდ კი მობილების სამყაროს ამდენი რიტორიკა რად უნდა ა?
მე საკმაოდ დიდი ვაპ(რეკლამის გამო არ ვწერ რომლის) ფორუმის ერთ ერთი ადმინი ვარ და უფრო მეტი ინფო და მოქმედი თემები ჩვენ გვაქვს ამ სფეროში.. და დიდი სიამოვნებით გავუზიარებთ ფორუმ.გეს ჩვენ გამოცდილებას სანამ ვებ ვერსია არ გვექნება..მარა ეგრე არაფერი გამოვა რასაც მე აქ ვკიტხულობ

Posted by: Bluetooth_a 26 Sep 2008, 21:14
@Caesar@
Welcome

გაგვიზიარე wink.gif

Posted by: @Caesar@ 26 Sep 2008, 21:48
Bluetooth_a
QUOTE
@Caesar@ Welcome

გაგვიზიარე


ნელნელა ვცდილობთ biggrin.gif აქ ერთი ჩვენი მოდერია FELLIX . . . დაუფასებელი ადამიანია გეოფორუმისთვის და ფორუმ.გე საც ადებოდა სანამ ვინდ კლუბს დახურავდნენ

მოკლედ აქ ვართ და რაც ჩვენ არ ვიცით ჩვენებმა იციან და სხვასაც ასწავლიან და ჩვენც ვისწავლით სხვებისგან

Posted by: UMTS 27 Sep 2008, 10:35
მთელი UIQ3 გადავიდა P1 ში,


biggrin.gif

Posted by: David 2 Oct 2008, 14:56
@Caesar@

სანამ ერთიანი სპეციალიზირებული საიტი არ შეიქმნება მობილების შესახებ, ფორუმები ასეთ მხოხავ მდგომარეობაში იქნება ყოველთვის. mobiluri.net მქონდა წლების წინ და ვწერდით თითქოს საკმაოდ აქტიურადაც. და რა მერე? საიტი არ გაკეთდა და მარტო ფორუმი იყო კოჭლი ვირივით...

ამიტომ, თუ რამე სერიოზული გინდათ, აქა ვართ smile.gif

Posted by: @Caesar@ 2 Oct 2008, 21:10
David
ხო ... გვინდა რომელია .....გვაქვს ვაპ საიტი რომელიც ორიენტირებულია არა მარტო გასარტობ კონტენტზე არამედ გვინდა დიდი ყურადღება დავუთმოთ სოფტს....ცალკე გვავქვს ვაპ ფორუმი რომელიც ტექნიკური ინფოთი ბევრ ვებ ფორუმს ჯობია...ცოტა ხანში საიტის ვებ ვერსიაც გვინდა გავაკეთოდ..ისე Fe11x-ს და მე გვქონდა pda.nokiage.org მარა დაიხურა ხო და ეხლა კიდე ვაპირებთ ვინდ მობილებისთვის და ზოგადად სმართებისთვის ვებ საიტის გაკეტებას დიმონვიდეოს პონტში გვინდა და რავი მცოდნე და მონდომებული ხალხი რათქმაუნდა საქმეს წაადგება.... ხანდახან რო გადავხედავ მაგრა მცხვენია ხოლმე GE ნეთის და მინდა რო რამე ნორმალური არსებობდეს(მგონი გავაოფე) biggrin.gif

Posted by: macciavelli 11 Oct 2008, 19:00
Bluetooth_a
s60? მგონი ზოგადად Symbian აჯობებს, ორივეზე მიდის და...
http://forum.ge/?f=80&showtopic=33871273


user.gif

Posted by: simpson 21 Jan 2009, 16:09
@Caesar@
რა ქენით... გააკეთეთ საიტი? თუ აქ არ გინდა დაპოსტვა დამიპიემე რა smile.gif
EDITED
lol.gif lol.gif lol.gif
ეხლა შევამჩნიე სიგნიჩერშ biggrin.gif

UMTS
QUOTE
მთელი UIQ3 გადავიდა P1 ში,

+1
მაგარი ბარდაგია biggrin.gif

Posted by: @Caesar@ 21 Jan 2009, 19:17
simpson
ხო ნახე ხო ალბათ smile.gif ნელა მივიწევთ წინ აბა ფელიქს აიფონი აქვს მე ენდრიუ და ვმ ცოტა უყურადგებოდ დაგვჩა ... სიმბიანის პატონიც გვინდა და უიქის რო ყველამ თავის კატეგორიას მიხედოს, ორი კაცი ყელაფერს ვერ იზამს ... არა და ჯერ კონკურენციის გარეშეა და ეხლაა საჭირო ფეხის მოკიდება ..

Posted by: simpson 22 Jan 2009, 12:44
@Caesar@
კი ტო კაი წამოწყებაა, მე დავაპირე რამდენჯერმე გაკეთება და დრო არ მეყო... სამწუხაროდ ეხლა დაკავებული ვარ, მარა ცოტა ხანში ვინმე თუ არ გამოჩნდა UIQ ში მე დაგეხმარებით... ფორუმი გაასწორებდა smile.gif იქნებ ერთი ნორმალური და დალაგებულო ფორუმი მაინც გვქონდე smile.gif

Posted by: @Caesar@ 22 Jan 2009, 15:52
კი იქნება ფორუმი იქნება ...რა რა და UIQ -ის ამბავში ნაგდად არავინ არ გვყავს ჯერ smile.gif .. ხო და თუ მოიცლი u wellcome

Posted by: Bluetooth_a 23 Jan 2009, 11:57
simpson
QUOTE
იქნებ ერთი ნორმალური და დალაგებულო ფორუმი მაინც გვქონდე

შენი ნებაა სადაც გინდა იქ წახვალ,მაგრამ ამ ქვეგანყოფილებასთან რა პრეტენზიები გაქვს?
რა არ მოგწონს?შეგიძლია თამამად დაწერო ფიდბექი შენც და ყველამ

ყველაფერი ისე იქნება როგორც მომხმარებლებს გაეხარდებათ wink.gif

Posted by: simpson 23 Jan 2009, 12:54
Bluetooth_a
QUOTE
შენი ნებაა სადაც გინდა იქ წახვალ,მაგრამ ამ ქვეგანყოფილებასთან რა პრეტენზიები გაქვს? რა არ მოგწონს?შეგიძლია თამამად დაწერო ფიდბექი შენც და ყველამ

ყველაფერი ისე იქნება როგორც მომხმარებლებს გაეხარდებათ wink.gif

არა ტო, მაგარი ჯიგარი ქვეგანყოფილებაა smile.gif ანუ როგორც ერთი დიდი ფორუმის - ერთი საბ_ფორუმის ერთი ქვეგანყოფილება - კარგია... უბრალოდ მიმაჩნია რომ ამ თემას რასაც სმარტების ქვეგანყოფილება იტანს, ერთი დიდი ნორმალური და დალაგებული ფორუმი სჭირდება, თავისი საბ_ფორუმებით და საბ_საბ_ფორუმებით biggrin.gif შენ არ ფიქრობ ასე? უბრალოდ არ შეიძლება ერთ ქვეგანყოფლებაში ყველაფრის პოსტვა, ძაან ირევა ერთმანეთში რა... აი მევასება ხოლმე პერსიანზე, სმარტ-სე ზე ან თუნდაც დოტსისზე და ეგეთ ფორუმებზე შესვლა, რამე მაგდაგვარი გვინდა რა yes.gif თანაც არაოფიციალური, არც სე-სი და არც გოლეთიანი. ვერ დავუმუღამე ქართველების ოფიციალურ ფორუმებს, ისეთ რაღაცას მოარტყავენ ხოლმე რო biggrin.gif

Posted by: @Caesar@ 23 Jan 2009, 22:57
simpson
QUOTE
თანაც არაოფიციალური, არც სე-სი და არც გოლეთიანი. ვერ დავუმუღამე ქართველების ოფიციალურ ფორუმებს, ისეთ რაღაცას მოარტყავენ ხოლმე რო

ხო და არც მობის კიდე პლიუს .. . . . ეს ქებაი და დიდებაი რო მიდის ხოლმე ძალიან მაღიზიანებს....
ხო და ფორუმ.გეს რაც შეეხება მეც იგივე აზრზე ვარ კაია და თან აქტიური მარა ქაოტურია ..და გარდა ამის ცოტა სივრცე აქვს ჩვენი ინტერესის სფეროს

Posted by: nikol_ozi 4 Feb 2009, 01:55
@Caesar@
QUOTE
მე საკმაოდ დიდი ვაპ(რეკლამის გამო არ ვწერ რომლის) ფორუმის ერთ ერთი ადმინი ვარ


მე კიდევ მოდერი! biggrin.gif wink.gif

Posted by: Bluetooth_a 22 Sep 2009, 09:01
ჰუმანოიდნო

შენიშვნები?წინადადებები?პრეტენზიები?



თქვე კონფორმისტებო! mad.gif gigi.gif

Posted by: MEGA 23 Sep 2010, 13:21
@Caesar@
nikol_ozi
boli.gif

Posted by: ლაციო 9 Nov 2010, 01:34
რა დიპლომატებზეა ლაპარაკი მოდერ ვაფშე რამე გესმის სერიოზულად ტელეპონის პროგრამების ჰა ა ქრაც სჰემოვდივარ ქარტული შრიპტების და ტამასჰების მეტს სერიოზულს ვერაპერს ვხედავ რარიი გინახიატ ამდაგვარი უცხოური ფორუმები საერტოდ და აქ შენ დიპლომატებზე და მარტვაზე მებაზრები რაარი

Posted by: Bluetooth_a 18 Jul 2011, 15:45
მეგობრებო

როგორ ხართ?
რა ხდება?
რამე ან ვინმე გაწუხებთ?
ხო ვართ 13-ე რაიონივით? biggrin.gif

შენიშვნა,წინადადება,პრეტენზია გაქვთ ვინმეს?
სად არიან ძველები?
რომლები ხართ ახლები?

wink.gif

Posted by: xubuebi12 26 Jul 2011, 17:38
მე იმას შემოგთავაზებდით რომ დაალაგოთ ნორმალურად. მაგალითად მობილური ფირმების მიხედვით და ასე რა

Posted by: Bluetooth_a 27 Jul 2011, 00:38
xubuebi12
QUOTE
მე იმას შემოგთავაზებდით რომ დაალაგოთ ნორმალურად. მაგალითად მობილური ფირმების მიხედვით და ასე რა

http://forum.ge/?f=80&showtopic=33779097

Posted by: 088 17 Nov 2011, 16:10
Bluetooth_a

ჩემს გარდა ძალიან ბევრს სურს და იქნებ გაითვალისწინო და ანდროდის განყოფილება შექმენათ სადა დალაგებულად იქნება შესაძლებელი პროგრამების, თამაშების და სხვა საჭირო ინფორმაციის მოძიება. ეხლა არის ანდორიდის თემა სადა ფაქტიურად ვერ მოიძიებ საჭირო ინფორმაციის თუ კითხვა არ დასვი და ვინმე ღვთისნიერმა არ გაგცა პასუხი. დაახლოებით ამის მგზავსად რომ გამოვიდეს http://4pda.ru/forum/index.php?showforum=281


Posted by: Bluetooth_a 18 Nov 2011, 22:05
088

http://forum.ge/?showtopic=34323785&view=findpost&p=28372900

ჩამოვყალიბდეთ ყველანი

ბიჭებს დაუძახეთ! gigi.gif

Posted by: Kate789 18 Jul 2012, 21:49
Bluetooth_a
რა ტელეფონი გაქვს? tongue.gif

Posted by: Bluetooth_a 19 Jul 2012, 13:14
Kate789

HTC Desire HD

P.S: ხო, yes.gif ანდროიდია

P.P.S: თავად? wink.gif

Posted by: Andy Warhol 22 Jul 2012, 23:24
სადაა Galaxy S3-ის თემა ვერსად ვერ ვიპოვე
გადავიკითხო ერთი.

Posted by: Kate789 19 Oct 2012, 21:38
Bluetooth_a
მე htc კაიზერ ტილტი.
ახლა მინდა HTC One X ვიყიდო. ხოდა რას მირჩევ???
თემა ვერ ვიპოვე mo.gif

Posted by: Kate789 21 Oct 2012, 04:04
Andy Warhol
http://forum.ge/?f=103&showtopic=34386357

Posted by: Bluetooth_a 23 Oct 2012, 18:14
Kate789
QUOTE
ხოდა რას მირჩევ???

სიხარულში გაგეცვითოს! wink.gif gigi.gif

Posted by: Kate789 23 Oct 2012, 18:52
Bluetooth_a
რომელ ტელეფონს მირჩევ-მეთქი. mo.gif

Posted by: BOY-911 26 Nov 2012, 09:30
გაარჯობათ ხალხო, samsung i9003 ჩამომივიდა, ხოდა საკმაოდ ბევრი პროგრამა ეშვება თავისით, თასქ ქილერით კი ვხურავ, მაგრამ მაინც ეშვება თავისით და როგორ გამოვრთო?

Posted by: gektor21 15 Jan 2013, 14:39
ტელეფონი მირჩიეთ რა
ვაი ფაი რომ ჰქონდედეს მაგრამ სენსორზე არ მინდა ერთი ვიცი P1 იყო მაგრამ ეგ არ მევასება
ხოდა შემთხვევით გადავეყარე ნოკია X3-02ს და რამე ეგეთი ხომ არ იცით კიდე?

Posted by: FbAccs 24 Aug 2013, 20:22
გაუმარჯოს, მაქ Samsung Focus i917 და Microsoft Live Id რო გავაკეთე Country-ში მივუთითე საქართველო ეხლა მეუბნება რო მაქ Country-სთვისო არაფერი არ არი ხელმისაწვდომიო არადა ეს ექაუნთი უკვე ტელეფონში დავამატე, მერე მთლიანი ექაუნთი გავაუქმე კომპიუტერიდან მეგონა უშველიდა მაგრამ არაფერი ქნა მაინც ისე არი ლივე ექაუნთი email+account-ში(ტელეფონში) და ამის წაშლა როგორ შეიძლება? ან რა არი ამისთვის საჭირო? ან საერთოდ სერვის ცენტრი სად არი ეს ტელეფონი რო მივიტანო?



ის მაინც მითხარით ეშველება რამე? cry.gif cry.gif cry.gif


შეილება არასწორად დავპოსტე და არ დამფლუდოთ yawn.gif yawn.gif

Posted by: achiko35 3 Jan 2015, 23:18
გამარჯობათ სმარტფონის ყიდვას ვაპირებ ძირითადად რამდენიმე მოდელზე მაქვს არჩევანი გაკეთებული და რომელი უფრო მოხერხებული და უფრო კარგია ხარისხით და გამძლეობით ამ მოდელებისგან განსხვავებით, პლიუს მინუსები ამათ შორის და რომელს მირჩევდით მადლობა ყველას smile.gif


1) samsung galaxy s5 dual
2) samsung galaxy s5 - mini dual
3) sony xperia z2
4 ) Huawei Ascend Mate 7

Posted by: MILANELI 11 Jan 2015, 18:17
გამარჯობათ
მჭირდება ტელეფონი: 5დიუმიანი ფილმების საყურებლად, 2 კარტიანი, კარგი პროცესორით, არ ჭედავდეს, ნორმალურზე უკეთესი ელემენტით და შედარებით ახალი.
ვინმე ხომ არ სარგებლობთ ASUS Zenfone 5_ით? ყიდვის სურვილი მაქვს მითუმეტეს რომ ფასი საკმაოდ დაბალია რამდენად პრაქტიკულია თუ გაქვთ დაწერეთ თქვენი მოსაზრება.
მაგას და Samsung G530H Galaxy Grand Prime_ ს შორის მინდა არჩევანი გავაკეთო.

Posted by: beso1982 25 Jan 2015, 23:48
Sony Xperia Z C6602 ს აქვს თუ არა 4 G ? ვერ გავიგე ზოგ საიტზე წერია 4G აქვს ზოგზე წერია არ აქვს.აქ იშვიათად ვარ და გთხოვთ პირადში მომწერეთ.

Posted by: Qaja 14 Mar 2016, 16:04
Asus Zenfone Selfie ZD551KL ამ ტელეფონის გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს შემთხვევით ? ყიდვა მინდა მონაცემებიდან და ფასიდან გამომდინარე და იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რამდენად ხარისხიანია და მოსახმარად კომფორტული ? ერთი სიტყვით პლიუს მინუსები smile.gif მადლობა წინასწარ !

Posted by: ქართლოსი 2 Feb 2018, 21:38
ვინდოუსების თემა რომ იყო ტელეფონების სად არის??

Posted by: ქართლოსი 20 Jan 2019, 13:56
=====================================================================
=============================================================================
* * *

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)