ჩემი ორი უსაყვარლესი მსახიობი, მაკა კასრაძე და ნატალია ყულოშვილი.
ორივემ ერთმანეთზე უარესად რატომ და როგორ ითამაშეს... ?
ჩხიკვიშვილის და ყულოშვილის დუეტიც მეწყინა,
ერთის მხრივ ხომ ჰქონდათ ერთწლიანი ფსიქოთერაპევტ-პაციენტის ურთიერთობა,
მეორეს მხრივ, ერთმანეთზე შეყვარებული, სურვილით და ლტოლვით მომართული ქალი და კაცი,
და მაინც ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს ჰგავდნენ შესრულების დროს.
ნაძალადევი, ყალბი, შესაბამისად უხერხული იყო.
სამაგიეროდ, კესო და ჩხიკვიშვილის დუეტი იყო გულისამაჩუყებელი მომენტებში
ქონექშენი იგრძნობოდა თამაშის დროს და უხდებოდნენ ერთმანეთს.
მაგრამ აღარ ვაგრძელებ ყურებას, არ მიყვარს სერიალები და თუ შევყევი, ინსტინქტურად ვუყურებ ხოლმე მერე უაზროდ და გამიხარდა რომ დასრულდა მინიმუმ ეს სეზონი.
Slow down a little.