Workfordaily
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 264
წევრი No.: 243973
რეგისტრ.: 4-July 18
|
#54648415 · 12 May 2019, 23:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (თორნიკეე @ 12 May 2019, 22:36 ) | Workfordaily
QUOTE | უბრალოდ, მგონია, რომ ალბათობასთან ერთად, კიდევ არის რაღაც. |
გასაგებია... და როგორ წარმოგიდგენია ეგ რაღაც? ან იმ წამის დაჭერას რას ეძახი? feel-ით თამაში ზოგადად არასწორია დისტანციაზე, მაგრამ ხან ტიპის მოქმედებიდან გამომდინარე გამოგაქვს დასკვნა რომ ბლეფობს იმ კონკრეტულ მომენტში, სადაც 90% ეყოლება... რეალურად feel არის ინტუიცია... ინტუიცია კი არ არსებობს როგორც ასეთი... ინტუიცია ისევ ლოგიკურ ჯაჭვს ეფუძვნება ოღონდ ამ პროცესს მთლად ბოლომდე ცნობიერი ვერ აკონტროლებს... მაგ ბარში შეიძლება წინასწარ მიხვდე, ინტუიციამ გიკარნახოს რომ შენს წინ მდგომმა პიროვნებამ შეიძლება მუშტი დაარტყას მეორეს... თან ამას ისე ხვდები რომ ამას არც უყურებდი... feel გქონდა... რეალურად ეს feel არის ქვეცნობიერის ამბავი, რომელმაც იცის როგორ გამოიყურება გაბრაზებული ადამიანი და გამოაქვს ეს დასკვნა, როდესაც ბარში შენ გოგოს ეფლირტავები და საერთოდ გკიდია ის ორი ტიპი... ის რაღაც რა არის შენთვის ამიხსენი... |
სიმართლე რომ გითხრა, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმეჯერ წავიკითხე შენი პოსტი, ვერ გავიგე, რას ამბობ, გათვალისწინების იმის, რომ ცნობიერის, ქვეცნობიერის ფენომენის კარგად მომეხსენება. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ისიც ვერ გამიგია, ასე თავ გამოდებით, რატომ ხარ დარწმუნებული იმაში, რაც სრულებით შესაძლებელია, სხვაგვარად, საწინააღმდეგოდ იყოს. ნუ, ესეც, ალბათ, ადამიანის ტიპზე არის დამოკიდებული და ჩემი რჩევა იქნება, რომლის გათვალისწინების, არ გათვალისწინების საკითხი, ბუნებრივია, შენზეა, რომ ნუ გექნება პოსტულატური განწყობილება იმისდამი, რაც სრულებით შესაძლებელია, ამბივალენტურად იყოს. დღევანდელი ტექნიკური დღის წესრიგი გაცილებით ფართო მაშტაბიანია, ვიდრე ამას სვინგის და გენერატორი კონტროლი ჰქვია. არ მგონია, ამაში შემეწინააღმდეგო, მაგრამ, ამის მიუხედავად, რატომღაც, სრულებით გამორიცხავ იმას, რომ შეიძლება, ეს გამოყენებადი იქნას ვიღაც-ვიღაცების მიერ, თუნდაც ამას ერქვას Pokerstars-ის ჯგუფი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რატომ, ეს ბოლომდე ვერ გავიგე. რაიმე კუთხით, რომ იყო Pokerstars-ის შიგნით გარეული, კიდევ გასაგები იქნებოდა ამგვარი, კატეგორიული ტონი, მაგრამ ასე, როდესაც წინ, თითქმის ის გაქვს, რაც ყველა დანარჩენ მომხმარებელს... არ ვიცი, მოკლედ.
|