ფაროსანა ინ ექშენ:
Company Black Sea Group added 8 new photos.
დღეს, ბაკურციხე–გურჯაანის 15,5 კმ–იანი შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტიდან ტექნიკა-დანადგარების ტრანსპორტირების დაწყებამდე დაფიქსირებული იყო ტექნიკაში გამოსაზამთრებლად დაბუდებული ფაროსანები. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა-დანადგარებით დატვირთული ტრანსპორტის გაჩერება-დაყოვნება დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან, მავნებლების დაფიქსირებისთანავე „კომპანია ბლექ სი გრუპი“-ის მიერ შეჩერებული იქნა ტრანსპორტირება აღმოსვლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში მავნებლების გადმოყვანის და გავრცელების საშიშროების გამო.
„კომპანია ბლექ სი გრუპი“ დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მობილური ჯგუფის დახმარებით დამუშავებული იქნა კახეთისკენ მომავალი ტრანსპორტი და მანქანა-დანადგარები. კომპანის მადლობას უხდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მყისიერი რეაგირებისათვის და გაწეული დახმარებისათვის.