Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ალკოჰოლური სასმელების მიქსები


Posted by: Breaky 12 Dec 2006, 09:45
MAI TAI
ჩამსხვრეული ყინული.
© pudelblack

4cl rum
2cl ciracao orange
4 cl ფორთოხლის წვენი (თუ ახალი დაპრესილი მით უკეთEსი)
2cl ანანასის წვენი
2cl ლიმონის წვენი
1 ნაჭერი ლიმონი
პიტნის ფოთოლი.
ჩატეხილი ყინული გრძEლ ჭიქაში მოვათAვსოთ,დავასხატ რომი,ლიქიორი,წვენები და ოდნავ შაქარი (ანუ 1 ჩ.კ).
კარგად ავურიოთ.ლიმონის ნაჭერი წამოვაცვათ ჭიქას და პიტნის ფოთოლი ლიმონს გავუყაროთ.ჩავდოთ ტრუბოჩკა და ვიგემოთ

* * *
meerjungfrau.
© pudelblack


2cl >Gin
2cl>Vermount bianco
2cl> blue curacao

გინდათ ესე და გინდა ორმაგი დოზით დალიეტ .
უბრალოდ 3 ნაჯერი ყინული და ეს სასმელები ერთანეთში აურიე.

* * *
პორტვეინი
© Jgenti`

ცივი შავი ჩაი ჩაასხით ცხელ ღვინოში 50-50 ზე ლიმონის წვენი ჩააწურეთ და შედგით მაცივარში 10 წუთი

* * *
© NIXON
შერიდანი შეზავებული ვაშლის მარინირებული ძმრით და დაფქვილი არაბიკა ყავის გრანულებით

* * *
კვერცხის ლიქიორი
© DODI

Для приготовления напитка Вам потребуются:- яйцо (желток) - 8-10 шт.- сахар - 200-300г- коньяк - 2 стакана- ваниль - по вкусу- миндальные орехи - 1 ч. л.
8-10 яичных желтков от самых свежих яиц помещают в посуду со сферическим дном, добавляют 200-300 г сахарного песку, тщательно растирают желтки с сахаром до получения однородной массы. Если желательно получить ликер с привкусом ванили или миндаля, перед растиранием к желткам и сахару добавляют или щепотку ванилина или чайную ложку измельченных миндальных орехов. Полученную массу сливают в бутыль и заливают ее 0,5 л коньяка. Смесь хорошо взболтать, бутыль закупорить и выдержать ее в прохладном месте 2-3 месяца. После этого ликер процеживают и разливают в бутылки.

2.Для приготовления напитка Вам потребуются:- яйцо (желток) - 5-6 шт.- сахар - 200г- ванилин - 1 щепотку- сгущенное молоко - 1 банка- спирт 95% -1 стакан
Берут 5-6 яичных желтков, добавляют 200 г сахарного песка (а лучше сахарной пудры), желтки растирают с сахаром. Добавляют щепотку ванилина и банку сгущенного (сладкого) молока, все хорошо размешивают и заливают 200-300 г 95%-ного спирта. Все опять хорошо перемешивают и вливают в бутылку, которую закупоривают и выдерживают не менее 2-3 месяцев.

* * *
ლიმონის ლიქიორი
© auau
ერთ მოზრდილ ლიმონს თხლად ააცალეთ კანი, დააქუცმაცეთ,მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი, რომ დაინამოს, ზეთი გაუშვას. 2დღე იყოს ასე. მერე ჩაუშვით 1/2 ლ არაყში და ბნელ ადგილას გააჩერეთ 1კვირა მაინც. შემდეგ გაწურეთ და მიირთვით!

Posted by: bucho 24 Dec 2006, 14:23
სისხლიანი მერის დამზადების ხერხს ხო ვერ მასწავლიდით?smile.gif

Posted by: Kissie 25 Dec 2006, 12:58
ვითხოვ პუნშIს შეპირებულ რეცეპტს biggrin.gif

pudelblack მოი აქ, ჟენშინა

Posted by: pudelblack 26 Dec 2006, 00:25
Kissie
QUOTE
pudelblack მოი აქ, ჟენშინა

ესეიგი ჩეიწერე biggrin.gif

მასალა:
1 ცალი ფორთოხალი
ერთი ლიტრა წითელი ღვინო
3 ჭიქა შავი ჩაი .(უშაქროდ მხოლოდ დაყენებული ჩაი.)
1ლიტრა წყალი.
500 გარმი შაქარი
2 ცალი ლიმონი.
1/4ლიტრი რომი (Rum)

დამზადება:
ჩაის ფერს დავაყენებთ.ავიღებთ ქვაბს და ნელ ცეცხლზე დადებ .ჩაასხამ ღვინოს ,გაწურულ ლიმნის წვენს შაქარს ,ფორთოხლის გაწურულ წვენს,წყალს და შევათბობთ.დავამატებთ ცაის და რუმს .აგრეთვე თ გინდა რომ შუშხუნა იყვეს და რუმ არ გაქვს ხელს შეგიძლია უბრალოდ შამპანიური უქნა smile.gif

Posted by: Kissie 26 Dec 2006, 00:52
pudelblack

აუუ პუდელ არასდროს მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ? smile.gif))
2kiss.gif

ახლა ვიფიქრე და, საახალწლო ფართიზე ხომ არ გამეკეთებინა? smile.gif
უჰ მაგარია

Posted by: Breaky 26 Dec 2006, 19:12
pudelblack
ეს პუნში უნდა წამოვადუღო? და თუ კი, დიდხანს უნდა ვადუღო?
ძაან მაგარი ჩანს!!!!!

Posted by: pudelblack 26 Dec 2006, 22:38
Breaky
ერთი წამოდუღება უნდა .დიდხანს დუღილი რომს აორთქლებს და გემო ფუჩჭდება smile.gif

Posted by: nanka_iuristka 29 Dec 2006, 11:24
"სისხლიანი მერი"

ინგრედიენტები:

ყინული
ტაბასკოს სოუსი
ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი
60 მლ არაყი
პომიდვრის წვენი
ნიახურის ღერო

მომზადება:
ყინული ჩადე ჭიქაში, დაამატე ტაბასკო, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიე. დაამატე არაყი, პომიდვრის წვენი, კარგად აურიე და მიიტანე ნიაურის ღეროთი.

სისხლიანი მერი საერთოდ მიდის მაღალი ჭიქით. არაყი შეგიძლია შეცვალო ჯინით, ტონიკით ან ტეკილათი...

ნებისმიერი კოქტეილის რეცეპტი, რაც არ უნდა დაგჭრიდეთ, აქ ვარ wink.gif

Posted by: ShadowCat 29 Dec 2006, 22:55
nanka_iuristka
ოჰო, ეს უკვე კარგია...
ტაკ დერჟატ! smile.gif

პ.ს. ოღონდ, ტაბასკო რა არის? biggrin.gif

Posted by: nanka_iuristka 30 Dec 2006, 00:15
shadowcat

ტაბასკო მექსიკური სოუსია... ძაან პიკანტურია.... საქართველოში სუპერმარკეტებში თუ იყიდი.... პატარა ბოთლშია ძაან მაგრამ დაახლოებით 6 დოლარი ღირს უცხოეთში ეგ ერთი ბოთლი, საქართველოში როგორ არის არ ვიცი...

ტაბასკოს შეცვლა დარწმუნებული ვარ რაიმე სფაისი პიკანტური სოუსით შეიძლება რომელიც უფრო იშოვება, მაგრამ სიანტერესოა კონკრეტულად რომელით შიეძლება.... გავსინჯავ რაც პიკანტური სოუსები იყიდება და გეტყვით რომელი გავს ტაბასკოს wink.gif

საკუთარი კოქტეილების რეცეპტებიც მაქვს, მარა ცნობილი კოქტეილებიდან მინიმუმ 80 მახსოვს, დაანრჩენსაც გავიხსენებ თუ თქვენ დაგჭირდებათ wink.gif

Posted by: ShadowCat 30 Dec 2006, 13:06
nanka_iuristka
შენა და.. მე მიყვარს კენკროვანები ძალიან - მალინის ფანი ვარ, მარწყვისაც yes.gif
მაგათი ინგრედიენტობით რამე შემოგვთავაზე smile.gif

Posted by: nanka_iuristka 30 Dec 2006, 13:23
shadowcat

კენკრები უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ ვიდრე ბანანი.აი აარჩიე რომელიც გინდა და გასწავლი:

"მარწყვის დაისი"
"შავი ტყე" ( ჟოლოთი)
"მარწყვის მარგარიტა"
"მარწყვიანი სომბრერო"
"ენჯელი" (ეს ჩემი ფავორიტია wink.gif )

კიდევ ბევრი ვიცი მაგრამ ჯერ აქედან აარჩიეთ wink.gif ცნობისათვის ზეოდ ცამოთვლილი ყველა ალკოჰოლურია wink.gif უალკოჰოლოებიც ბევრ ვიცი მაგრამ იმდენია აქ რომ სიის ჩამოწერა დავიწყო, ძაან დიდი გამოვა და ვორნი არ აცდება smile.gif ვხუმრობ wink.gif

Posted by: ShadowCat 30 Dec 2006, 13:39
nanka_iuristka
რავა ყველაფერი სულ მარწყვიანია... tongue.gif
მოდი, "შავი ტყე" დამიწერე smile.gif
და ეგ შენი "ენჯელიც" მიუწერე ქვემოთ biggrin.gif

Posted by: nanka_iuristka 30 Dec 2006, 13:41
აბა რომელი კენკრით გინდა და იმას გასწავლი თუ მარწყვი არ მოგწონს wink.gif
* * *
ულკოჰოლო და უმარწყვო შემიძლია გასწავლო

"ზაფხულის ფანტაზია"( მაყვლით, ჟოლოთი და მოცხარით)
"კენკრის კრემი" (ბევრ კენკრის სახეობას მოიცავს)

Posted by: ShadowCat 30 Dec 2006, 13:45
nanka_iuristka
არა, ჟოლო მაწყობს biggrin.gif
(მაიცა კაცო, "მალინა" ჟოლო არაა ქართულად? spy.gif)
აი, ეგ ტყე და ანგელოზი დამიწერე პლიზ! რაცხა ფრიად დავინტერესდი biggrin.gif

Posted by: nanka_iuristka 30 Dec 2006, 13:53
დავწერე და არ გამოიგზავნა... ნეტა რატომ wink.gif
* * *
კიდევ ვცდი....

"შავი ტყე"

ინგრედიენტები:

1. დამტვრეული ყინული
2. 30 მილიგრამი არაყი
3. 30 მილიგრამი კონტრო
4. 15 მილიგრამი მაყვლის ლიქიორი
5. 4-5 ცალი ჟოლო
6. 90 მილიგრამი ვაშლის წვენი

მომზადება:
ბლენდერში თავი მოუყარეთ ყინულს, არაყს, კონტროს, მაყვლის ლიქიორს, ჟოლოს და ვალშლის წვენს. კარგად აურიეთ და ჩაასხით მაღალ ჭიქაში:

რჩევა:
თუ გინდათ რომ ლამაზად მიიტანოთ სუფრაზე(ჩემი ტრიუკია) და თუ დამათებით ჟოლო არ გაქვთ, აუცილებელი არაა, მაგრამ თუ გაქვთ, 4-5 ცალ ჟოლოს გადაავლეთ წყალი, ამოავლეთ შაქარში და დააყარეთ ზემოდან ჭიქას, გაფორმებისთვის.. უალამზესია და ეშხს აძლევს კოქტეილს...

wink.gif მარა ეს ჩემი დეკორაციის მეთოდია და თუ გენბავთ ნუ გამოიყენებთ wink.gif

გემრიელად მიირთვით

* * *
"ენჯელი"

ინგრედიენტები:

1. ყინული
2. 30 მილიგრამი ბელისი
3. 15 მილიგრამი კონტრო
4. 15 მილიგრამი მარწყვის ლიქიორი
5. 30 მილიგრამი ანანასის წვენი
6. 30 მილიგრამი კრემი
7. 4 ცალი მარწყვი

მომზადება:
თავი მოუყარეთ ბელისს, კონტროს, ყინულს, მარწყვის ლიქიორს, ანანასის წვენს, კრემს და მარწყვებს, ბლენდერში, კარგად აურიეთ და ჩაასხით მაღალ ფეხზე მდგომ მოცულობიან ჭიქაში ( ბოკალისებურში)

დეკორაცია:
რომ ჩაასხავთ ჭიქაში, აიღეთ ერთი გრძელი წვრილი ჩხირი, იმდსიგრძე რომ ბოკალზე ხიდივით დავდოთ, ზედ წამოაწვით მარწყვისს ნაჭერი, მერე ერთი ჟოლო, კიდევ ერთი მარწყვის ნაჭერი და ერთი პატარა ჟოლო ( შაშლიკს რომ დავამსგავსოთ wink.gif ) და ხიდივით დავადოთ ბოკალს... ულამაზესია...

Posted by: Financist 30 Dec 2006, 22:36
QUOTE
ჩვენი ფავორიტი სასმელების რეცეპტები



სწრაფი ადვილი გემრიელიbiggrin.gif
ანუ
რედბულს+მედოFFი შეფარდება 1/3...

ჩემი ფავორიტია იმიტომ რომ მის მომზადებაზე თითქმის არავითარი დრო არ იხარჯებაbiggrin.gif


ხო ისე კი კოქტეილები მიყვარს ძააააან
და ნებისმიერს ვსინჯავ და ვსვავ დიდი სიამოვნებით..
თუ რათქმაუნდა ძალიან არ აქვს ალკოჰოლის გემო დაკარგული
ანუ მინ 9% მაინც უნდა შენარჩუნდეს...

Posted by: bucho 1 Jan 2007, 15:05
nanka_iuristka
მადლობა ინფოსთვისsmile.gif

კიდევ ბევრი კითხვა მაქვს,შეიძლება ხოლმე შეგაწუხოsmile.gif

ჯინ-ტონიკს როგორ აკეთებენ? სახლში მაქვს გორდონის ჯინი და ტონიკი ლიმნით და სოდით.მირჩიე როგორ გავაკეთო და რა დოზით.წინასწარ მადლობაsmile.gif

Posted by: nanka_iuristka 5 Jan 2007, 09:24
bucho

კი ბატონო, რაც დაგჭირდეს აქ ვარ wink.gif ხო ისე არსად წამოგცდეს ტონიკი სოდით და ლიმნითო - უბრალოდ "ტონიკი ლიმნით" იმიტომ რომ ტონიკი პრინციპში სოდაა რა wink.gif

ჯინით და ტონიკით სასმელებს რაც შეეხება, ჯინით ძალიან ბევრი სასმელი კეთდება მაგრამ ნუ ყველა ტონიკს არ მოიცავს. მაგრამ ვეცდები შეგირჩიო მოხლოდ ისინი რომელიც ჯინთან ერთად ტონიკს მოიცავს.

1. ნეგრონი (საკმაოდ კარგია მაგრამ კამპარის შეიცავს და თუ ჩემსავით არ გევასება კამპარი, დიდ მუღამს ვერ დაუჭერ)

2. ტომ ქოლინზი ( ანუ რობერტ დე ნიროს ყველაზე საყვარელი კოქტეილი) (ჩემიც wink.gif )

3. ჯიმლეტი

კიდევ ვიცი, მაგრამ ესენი ყველაზე კარგი, ასე ვთქათ ტოპ სამეულია, ისე ტონიკის გარეშეც მაგარ კოქტეილებს ვამზადებ ჯინით wink.gif ამ სამიდან რომლესაც გინდა გასწავლი...

Posted by: bucho 5 Jan 2007, 13:18
nanka_iuristka
QUOTE
ხო ისე არსად წამოგცდეს ტონიკი სოდით და ლიმნითო - უბრალოდ "ტონიკი ლიმნით"

პოინიატნო chest.gif

smile.gif

რომელიც შენთვის მისაღებია ის კოქტეილი მასწავლე,ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობაwink.gif

Posted by: nanka_iuristka 5 Jan 2007, 17:53
bucho

აი სამივეს გასწავლი და რა ვიცი, რომელიც გაგისწორდება ის გააკეთე:

"ტომ ქოლინზი"
ინგრედიენტები:

1. ყინული
2. 60 მლ ჯინი
3. 60 მლ ლიმონის წვენი
4. 15 მილიგრამი შაქრის სიროფი
5. ტონიკი

მომზადება:

გააერთიანე ყინული, ჯინი, ლიმნის წვენი და შაქრის სეროფი ერთ მაღალ ჭიქაში და კარგად აურიე. 2 წუთის შემდეგ მოასხი ტონიკი.

"ნეგრონი"

ინგრედიენტები:
1. 30მლ ჯინი
2. 30მლ ტკბილი ვერმუთი
3. 30მლ კამპარი
4. ტონიკი

მომზადება:
შეიკერში მოათავსე ყინული, ჯინი, ვერმუთი და კამპარი, კარგად აურიე და ჩაამატე ტონიკი ბოლოს. მიტანა რეკომენდირებულია მაღალ ჭიქაში...

"ჯიმლეტი"

ინგრედიენტები:
1. ყინული
2. 45მლ ჯინი
3. მწვანე ლიმონის ქერქი
4. ტონიკი

მომზადება:
ყველაფერი ერთად შეკერში და ჰერი ჰერი wink.gif

გემრიელად მიირთვი სამივე... მოგვიანებით მომიყევი როგორი გამოგივიდა wink.gif

Posted by: Castro-Urdiales 13 Jan 2007, 04:28
ამარეტო
ყინული
ფორთოხლის წვენი

კარგათ ანჯღრიეთ biggrin.gif

ისიამოვნეთ

Posted by: bucho 14 Jan 2007, 21:33
nanka_iuristka
QUOTE
გემრიელად მიირთვი სამივე... მოგვიანებით მომიყევი როგორი გამოგივიდა

მადლობა გავაკეთე და მგონი ცუდად არ გამომივიდაsmile.gif


ვერმუთი არ მქონდა და სე გავაკეთე ნეგრონი,ცუდი გამოვიდოა არა?smile.gifდა კიდევ რა მაინტერესებს ტონიკი რამდენი ხნის შემდეგ და რამდენი მოვასხა,და ტრუბკაცაა საჭირო?


უკაცრავად ამდენი კითხვისთვის და კიდევ მასწავლე თავის ინსტრუქციით რამე რაsmile.gif.ხო და გილოცავ ძველით ახალ წელსsmile.gif

Posted by: nanka_iuristka 14 Jan 2007, 21:56
bucho

მეც გილოცავ smile.gif

შეწუხებას რაც შეეხება არ მაწუხებ smile.gif

ვერმუთის გარეშე ნეგრონი? smile.gif ნუ ტრაგედია არ იქნებოდა მარა გემო მაინც ის არ ექნებოდა რაც ნეგრონის უნდა ქონდეს smile.gif

ტონიკი რამდენი უნდა მოასხა ნეგრონის?

მაგის ოდენობა მაინც და მაინც დაკონკრეტებული არაა. როგორც გესიამოვნება... დეკორაციას რაც შეეხება, კი, "ტრუბკით" სვავენ საერთოდ... მე ვრთავ ხოლმე მწვანე ლინით და მწვანე ვაშლის ნაჭრებით... ანუ რომ ჩაასხავ მისატანად ჭიქაში ნეგრონის, ჩადე ტრუბკა, და ზემოდან ერთი ჩხირი აიღე, ზედ ააგე ერთი ნაჭერი მწვანე ლიმონი ( ლაიმი ქვია) და ორი ნაჭერი (თხელი ნაჭრები) მწვანე ვაშლი და ბოლოში ისევ წამოაცვი ლიმნის ერთი პატარა ნაჭერი და დადე წიქაზე.... ულამაზესი იქნება smile.gif

თუ რაიმე, არ მოგერიდოს...

კიდევ მასწავლეო. რა გაინტერესებს? smile.gif

Posted by: bucho 15 Jan 2007, 00:06
nanka_iuristka
კარგია თუ არ გაწუხებsmile.gifშენი რჩევები მიღებულია.

ჰავანა კლუბით ან სტროჰ 80-ით რისი მომზადება შეიძლება?

Posted by: aureliano 15 Jan 2007, 02:31
ლონგ აილენდი გლიჯავს და ძაან მაგარს აკეთებენ "ქალაქურში" ვისაც კოქტეილიტ თრობა უყვარს მგონი საუკეთესოა პირადად ჩემთვის ეგრეა ...ქალაქურის მარგარიტაც ასწორებს alk.gif

Posted by: sharlot 15 Jan 2007, 11:46
გლინტვეინი ზუსტად როგორ კეთდება იცის ვინმემ?

კი გავაკეთეთ და კი გემრიელი იყო, მაგრმა ზუსტი რეცეპტიც კარგი იქნებოდა.

Posted by: Breaky 15 Jan 2007, 12:29
sharlot
QUOTE
გლინტვეინი ზუსტად როგორ კეთდება იცის ვინმემ?

რატომ არ დამირეკე იმ საღამოს? smile.gif

მე ასეთი რეცეპტი მიწერია:
1ლ შავ ან წითელ ღვინოში ჩაყრი 1კგ შაქარს და წამოადუღებ. ადუღებ ცოტა შესქელებამდე და მერე დაამატებ სპირტს ან არაყს(სპირტი უკეთესია) იმდენს, რა სიძლიერისაც გინდა რომ გლინტვეინი იყოს (გასინჯავ რა). გააჩერებ ცეცხლზე 2 წუთი და გადმოდგავ.

მე სხვა რეცეპტებიც წამიკითხია, ფორთოხლის და სხვადასხვა ცედრები და არომატები რომ უნდა, მარა არ ვიცი კონკრეტული რეცეპტი. თუ ისევ შემხვდა სადმე, დავწერ იმასაც.

Posted by: sharlot 15 Jan 2007, 15:09
Breaky
იმიტომ რომ იმ საღამოს 2-ზ ემივედი და უკვე გაკეთEბული დამახვედრეს biggrin.gif

უბრალდო წამოადუღეს შაქარი დაამატეს და მერე ვანილი და დარიჩინი.


ვგიჟდები დარიჩინზე.

10X ისე, ალბათ სპირტის დამატებას ისევ ძველი რეცეპტი მიჯობს

Posted by: nanka_iuristka 15 Jan 2007, 19:03
QUOTE (aureliano @ 15 Jan 2007, 02:31 )
ვისაც კოქტეილიტ თრობა უყვარს alk.gif

რას არ გაიგებს კაცი smile.gif

ისე ეტიკეტი კოქტეილს გამოთრობის საშუალებად ნამდვილად არ ასახელებს wink.gif გამოთრობა უფრო სხვა რამეებით wink.gif მე გეუბნები წესი როგორცაა.....

თუმცა დრეს ვისაც როგორ უნდა და რასაც უნდა იმას ერეკება....

bucho

ჰავანა კლუბი რამდენ წლიანი გაქვს გააჩნია. ხო ისე რომით რაც მზადდება ნებისმეირ სასმელში შეგიძლია გამოიყენო. ოღონდ ცოტა სპეციფიურია და დავასებაზეა რა.

თუ 3 წლიანია შენი ჰავაკა ქლაბი ან 7 წლიანი, შეგიძლია სხვადასხვა ტიპის "დაიკერი" გააკეთო ასევე "სამეფო დაიკერი", ეს ჩემი ფავორიტია wink.gif მაგ სასმელებში რომის მაგივრად შეგიძლია ბეზ პრობლემ ჩაანაცვლო... ჩაანაცვლო რა, იგივე რომია რა...

სტროჰ 80-ს რაც შეეხება
მე მაგისგან ვაკეთებ ხოლმე "მაი ტაის" და "პინია კოლადასაც" თუმცა საერთოდ ეგ მსუბუქი რომით კეთდება smile.gif რავი მე მისწორდება ამ პონტში და ვისაც დაულევია ჩემი გაკეთებულები იმათაც და რა ვიცი, შენც სცადე wink.gif

ხო ისე ჰავანა კლაბით კიდე ვაკეთებ "თმაგაბუებულ იხვს" (ინგლისური კოქტეილია მასეთი. მე არ დამირქმევია wink.gif

საკაიფო სასმელია... ამოარჩიე და რომელსაც გინდა გასწავლი

Posted by: aureliano 15 Jan 2007, 20:18
nanka_iuristka
QUOTE

რას არ გაიგებს კაცი 

ისე ეტიკეტი კოქტეილს გამოთრობის საშუალებად ნამდვილად არ ასახელებს  გამოთრობა უფრო სხვა რამეებით  მე გეუბნები წესი როგორცაა.....

შენ არ იდარდო გააჩნია ვინ რა მუGამს უჭერს რას და სად wink.gif ასე რომ bez granic liberte toujus lol.gif biggrin.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: F_R_E_Y_A 21 Jan 2007, 13:59
ყველაზე ადვილი კოქტეილია
შავი რუსული კოქტეილი ქვია
ბოკალში ჩავყრით ყინულს და ლიქიორს და არაყს დავუმატებთ, ამ ყველაფერს დავასხამთ კოკა-კოლას და მოვრთავთ ალუბლით, სულ ესააsmile.gif
p.s. არაყი ცოტათი მეტი უნდა იყოს ვიდრე ლიქიორი

Posted by: yeah it 22 Jan 2007, 22:08
rolleyes.gif და შტორხის გაკეთება არავინ იცით alk.gif

Posted by: bucho 23 Jan 2007, 20:46
nanka_iuristka
რაღაც არ გამომდის კოქტეილების მომზადებაsmile.gif

QUOTE
"მაი ტაის"

ეს მასწავლე და მარტინის როგორ აკეთებენ ეგეც მითხარი რაsmile.gif

Posted by: ShadowCat 23 Jan 2007, 20:55
bucho
თუ კარგი მარტინი გაქვს, გაურიე კარგი (!!!) არაყი - 50/50-ზე ყველაზე ნაღდია +ყინული და მისი ჯანი! up.gif

ოღონდ დიშოვკა მარტინიდან და დიშოვკა არყიდან სასმელიც დიშოვკა იქნება, იცოდე tongue.gif

Posted by: bucho 23 Jan 2007, 22:51
ShadowCat
ოკ გასაგებია,რა თქმა უნდა არანაირი დიშოვკა,აბა რაღა აზრი აქვს მეტსsmile.gif

ეს ყველაფერი შეიკერში ყინულიანად თუ ჭიქაში პირდაპირ ავურიო? user.gif

Posted by: nanka_iuristka 24 Jan 2007, 18:17
bucho

მოვედი. ბოდიში რომ უფრო ადრე ვერ გიპასუხე, გამოცდა მქონდა დრეს უმნიშვნელოვანესი...
ესეიგი "მაი ტაი" გაინტერესებს და მარტინით დამზადებული ნაპიტკები ხო?

"მაი ტაი"

ინგრედიენტები:

1. დაფშხვნილი ყინული
2. 60 მლ მსუბუქი რომი
3. 30 მლ მუქი რომი
4. 15 მლ "კონტრო"
5. 15 მლ ამარეტო
6. 15მლ ლიმნის წვენი
7. 90 მლ ანანასის წვენი
8. 90 მლ ფორთოხლის წვენი
9. 15 მლ შაქრის წვენი

ბოკალში(სასურველია ქონდეს ღრმა ჩასასხმელი) ვყრით ყინულს და ვასხამთ ამ ინგრედიენტებს ერთმანეთის მიყოლებით. ბოლოს ო მოვურევთ. მე ვაფორმებ ხოლმე ლიმონის ნაჭერით, რომელსაც ჩამოაცვამ ბოკალს... ზოგი ტკბილი ალუბლითაც აფორმებს... ჩემთვის ლიმონი უფრო მისარებია, თვით სასმელი ფორთოხლისფერია და იქ ალუბალს რა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს... tongue.gif

მე პირადად მარტინის მხოლოდ ერთი წესით ვამზადებ, პრინციპში როგორც ამზადებს ყველა ბარმენი. ალბათ იმიტომ რომ პირადად არ მისწორდება მარტინის სხვა სასმელებთან შერევა.... არც შენ გირჩევ... ამ ბოლო დროს მიტაცებს შამპანიურისგან კოქტეილების დამზადება smile.gif

Posted by: Breaky 24 Jan 2007, 18:24
nanka_iuristka
QUOTE
ამ ბოლო დროს მიტაცებს შამპანიურისგან კოქტეილების დამზადება smile.gif

დაწერე რა smile.gif

Posted by: nanka_iuristka 24 Jan 2007, 18:54
Breaky

რომელი გესიამოვნება ჩემო კარგო?

"რიც ფიზი", "შავი ბარხატი" "ფრანგული კოცნა" თუ "შამპუნი"?

კიდევ ბევრი ვიცი პროსტო ესენი ცემი ფავორიტებია...

საკუთარი რეცეპტებიც მაქვს wink.gif

Posted by: Breaky 24 Jan 2007, 19:00
nanka_iuristka
QUOTE
"რიც ფიზი", "შავი ბარხატი" "ფრანგული კოცნა" თუ "შამპუნი"?

რახან ეგენი შენი ფავორიტებია, თუ არ დაგეზარება, დაწერე ნელ-ნელა სუყველა smile.gif

Posted by: ShadowCat 24 Jan 2007, 19:01
bucho
QUOTE
ეს ყველაფერი შეიკერში ყინულიანად თუ ჭიქაში პირდაპირ ავურიო?

პირდაპირ ჭიქაში - ჯერ ყინული, მერე არაყი, მერე მარტინი - არევაც არ უნდა - თავისით აირევა smile.gif

ეჰჰ, კაი ხანია, მე თვითონ არ დამილევია rolleyes.gif

nanka_iuristka
QUOTE
საკუთარი რეცეპტებიც მაქვს

ვაბშეტა, საკუთარი რეცეპტების შემოთავაზება უკეთესია, მე თუ მკითხავ - ასე უფრო ორიგინალურია yes.gif

Posted by: bucho 29 Jan 2007, 12:04
nanka_iuristka
არაფრის როგორ გეკადრებაsmile.gifგილოცავ გამოცდის ამბავსsmile.gif

QUOTE
"მაი ტაი"


chest.gif მიღებულია და ვნახავ თუ როგორ გამოგივაsmile.gif

QUOTE
იქ ალუბალს რა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს...

მე ხომ საერთოდ იმიტომ რომ ეს სასმელი არასოდეს არც დამილევია და არც მინახიაbiggrin.gif


QUOTE
შამპანიურისგან კოქტეილების დამზადება 

ეს ძალიან საინტერესოა,შამპანური მაგრა მიყვარს,ნუ მისგან დამზადებული ოქტეილი ჯერ ჯერობით არ გამისინჯავს user.gif


ShadowCat
QUOTE
პირდაპირ ჭიქაში - ჯერ ყინული, მერე არაყი, მერე მარტინი - არევაც არ უნდა - თავისით აირევა

მადლობა,მასეც გავაკეთებsmile.gifმეც გუშინ დავლიე კარგა ხნის დაულეველი მქონდა,არა და მაგრა მევასება ეგ ნაპიტოკიsmile.gif

Posted by: ShadowCat 29 Jan 2007, 12:16
bucho
ნუ, მე არ მითქვამს, რომ 1 ნაჭერი ლიმონი უნდა ჩააგდო პახოდუ და 2 ცალი ზეთის ხილი wink.gif
პროსტა იმიტომ, რომ ეს გემოვნების ამბავია - მე მწვანე ზეთისხილი არ მიყვარს, ლიმონი - იცოცხლე! bis.gif

Posted by: bucho 29 Jan 2007, 12:47
ShadowCat
QUOTE
ნუ, მე არ მითქვამს, რომ 1 ნაჭერი ლიმონი უნდა ჩააგდო პახოდუ და 2 ცალი ზეთის ხილი


გასაგებია მაგასაც ჩავაგდებbiggrin.gif

ხო რა თქმა უნდა გემოვნებაზეა დამოკიდებულიsmile.gif


Posted by: tat 21 Mar 2007, 11:25
უმშრალესი( ვერ დავლიეთ) წითელი ღვინო მომიტანეს.რამე Hაზრიანი კოქტეილი მასწავლეთ რა! პლ!

Posted by: Dr_Zuzumbo 21 Mar 2007, 11:56
QUOTE (ShadowCat @ 24 Jan 2007, 17:01 )
bucho
QUOTE
ეს ყველაფერი შეიკერში ყინულიანად თუ ჭიქაში პირდაპირ ავურიო?

პირდაპირ ჭიქაში - ჯერ ყინული, მერე არაყი, მერე მარტინი - არევაც არ უნდა - თავისით აირევა smile.gif

ეჰჰ, კაი ხანია, მე თვითონ არ დამილევია rolleyes.gif

nanka_iuristka
QUOTE
საკუთარი რეცეპტებიც მაქვს

ვაბშეტა, საკუთარი რეცეპტების შემოთავაზება უკეთესია, მე თუ მკითხავ - ასე უფრო ორიგინალურია yes.gif

ტააკს:

ახლა ჩემ, ფირმენნი, კოქტეილის რეცეპტს გაგიზიარებთ, ოღონდ არ დაგავიწყდეთ რომ ჩემი ფირმენნია და Dr_Zuzumbo ჰქვია. ყველგან ასე მოიხსენიეთ და მეც გამიხსენეთ, როცა დალევთ wink.gif

კოქტეილის ჭიქაში ჩაყარეთ რამოდენიმე ნაჭერი ყინული, ჩაასხით 50 გრამი ლურჯი სმირნოვის არაყი(50 ვოლტიანი როა, ისა). დაასხით 100 გრამი თეთრი, ტკბილი მარტინი და ჭიქა შეავსეთ ახლად დაწურული გრეიფურტით.

შარბათივით ისმება, მარა ფრთხილად იყავით, მაცდურია- "ს კაპიტ ვალიტ" gigi.gif

Posted by: aureliano 22 Mar 2007, 21:18
LONG ISLAND---kvantro,jini,bifiteri,olmega,squeeze da kola

Posted by: ShadowCat 22 Mar 2007, 23:24
tat
რევიცი.. შენს ადგილზე რაიმე კარგ ხორციან კერძში გამოვიყენებდი biggrin.gif

Posted by: PsycheDroid 2 Apr 2007, 20:49
ბეილისის ტიპის სასმელის რეცეპტი არ იცით? user.gif

* * *
არავინ არაფერი იცით? sad.gif გთხოვთ რა, ძალიან მიყვარს ეს სასმელი... smile.gif

Posted by: papashage 3 Apr 2007, 15:21
ბეილისი არ ვიცი მარა ვხვდები ...სგუშონკა ცოტა არაყი ცოტა კონიაკი ცოტა წყალი დავაბლენდეროთ ჩამოვახათ და მივირთვათ smile.gif)) მარტივი იქნება

Posted by: PsycheDroid 3 Apr 2007, 17:56
papashage
QUOTE
სგუშონკა ცოტა არაყი ცოტა კონიაკი ცოტა წყალი დავაბლენდეროთ ჩამოვახათ და მივირთვათ )) მარტივი იქნება

არის ამაში სიმართლის მარცვალი ხომ იცი შენ.. ვცადო აბა..

Posted by: Rivium 4 Apr 2007, 22:35
ხალხო რამე კარგი და ადვილი კოკტეილის გაკეთება მასწავლეთ რა მაგრათ მინდა გავაკეთო.

ხოდა ეხლა ისეთი რეცეპტები არ დაწეროთ რო უნდოდეს ანანასი,მანგო და ეგეთი ძვირიანი რაღაცეები

აბა თქვენ იცით

Posted by: ShadowCat 4 Apr 2007, 22:42
Rivium
წინა გვერდები გადაათვალიერე. ბლომადაა კოქტეილის რეცეპტები yes.gif

Posted by: Rivium 4 Apr 2007, 22:55
ShadowCat

ცოტა არ იყოს და მეზარება sad.gif რა ვქნა არ მიყვარს ძველი თემების კითხვა sad.gif ხოდა ერთი-ორი ვნახე გავაკეთებ

კიდე მაინტერესებს რარაცა,ტელევიზორში აჩვენეს კაროჩე რაღაც კოკტეილი გააკეთეს და ტაფაზე შეწვეს ბანანი და მერე ლიქიორი დაასხეს და ცეცხლი მოეკიდ და არ იცი მაგ რეცეფტის ზუსტი ასლი? biggrin.gif

Posted by: ShadowCat 4 Apr 2007, 23:11
Rivium
QUOTE
ცოტა არ იყოს და მეზარება

აბა, შენ რომ გეზარება, მასე სადაა - იგივე რეცეპტები 2-ჯერ და 3-ჯერ ხომ არ უნდა დაიპოსტოს smile.gif
QUOTE
არ იცი მაგ რეცეფტის ზუსტი ასლი?

სორი, წარმოდგენა არა მაქვს sad.gif

Posted by: August 5 Apr 2007, 19:47
თუმცა მე კარგი ლიქიორი ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ როცა "წერას ვყავარ ატანილი" ვერ ვისვენებ და რაღაცეებს ვთხზავ, ან უბრალოდ ცნობილი რეცეპტურის ტესტირებას ვახდენ. აბა, უშველებელი წიგნი რომ ვიყიდე, "კოქტეილები", ხომ უნდა ავითვისო?! gigi.gif (თუ რაიმე კონკრეტული რეცეპტი დაგაინტერესებთ დიდი სიამოვნებით გადმოვთარგმნი და დავპოსტავ).

ჩემ ქმარს კოქტეილები არ უყვარს. სასმელი სუფთა უნდა იყოსო, მაგრამ მე მაინც "ვაპარებ" ხომლმე რაღაც- რაღაცეებს "გასინჯე ერთი თუ ვარგა" -ს პრეტექსტით.

აბა, თქვენც wink.gif გასინჯეთ:

კანგური ( Kangaroo) RKD
კანგური მარტინისააგან იმით განსხვავდება, რომ მასში. ჯინის ნაცვლად არაყია გამოყენებული. კანგურს ზოგჯერ ვოდკატინსაც ეძახიან.მარტინის მსგავსად კანგურიც ინგრედიენტების ბარმენის ჭიქაში მხოლოდ და მხოლოდ შერევით მზადდება. არასოდეს შეიკერში!

ბარმენის ჭიქაში (დიდი ზომის შუშის ჭიქა) პროპორციით 2:1 შეურიეთ Nemiroff-ი ხორბლის, თაფლიანი, ოქროსფერი არაყი + კარგი ვერმუთი extra dry . ეს მიქსი დაასხით კარგად გაცივებულ სპეციალურ კოქტეილის ჭიქაში ჩაგდებულ თითო ნატეხ ყინულს. დეკორაციისათვის ჭიქას ჩამოაცვით ერთი ნაჭერი ლიმონი და ჩააგდეთ თითო ნუშით ფარშირებული მწვანე ზეთისხილი.
სულ ბოლოს ჩააწვეთეთ ლიმნის ზეთი (ლიმონის ქერქს ჭიქის თავზე მოუჭირეთ ხელი).

მეც მომწონს და ჩემს სტუმრებსაც, რადგან ლიმნის არომატიცა აქვს და ნუშის "სიმწარეც".

თუ ვერმუთის ნაცვლად ლიმნის წვენს გამოვიყენებთ ეს უკვე კლასიკური "კამიკაძე" იქნება. იგი დეკორირებას არ მოითხოვს. ისხმება 200მლ. უფეხო, სქელძირიან ჭიქაში და მას ზალპით სვამენ!

Posted by: chanichano 7 Apr 2007, 23:35
გაუმაჯოს, აქ არის
http://ka.wikibooks.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ქართულად.

Posted by: Regedit32 14 Apr 2007, 17:34
ისტორია - სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.
პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი".

ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:

1) Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთაგანმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.

2) შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.

3) ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.

4) 1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.

5) უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.

კოქტეილის ძირითადი ტიპები:
1) ხანგრძლივი (ლონგ დრინქ) და მოკლე
ე.წ. ხანგრძლივი სასმელები დიდი დოზით მზადდება და ბევრ ყინულს შეიცავს. მაგალითად, ასეთია დაიკირი, ჯოგერი, ჯულეპი, კობლერი, კოლადა, კოლინზი, კრიუშონი, კულერი, რიკკი, სლინგი, ფიზი, ფიქსი, ხაიბოლი და სხვა.
მოკლე სასმელები უფრო ძლიერია და მცირე დოზით მზადდება. ასეთია დიგი, კრუსტა, სმეში, ფლიპი, ფრაპე, შუტერი, ეგ-ნოგი და სხვები.
2) ცივი და ცხელი
ცივი სასმელები დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავს. ცხელი სასმელი, მაგალითად გლინტვეინის ტიპის, ადუღებული ღვინის ან მასალაში ცხელი წყლის დამატებით იქმნება. ზოგიერთ კოქტეილს ოთახის ტემპერატურით მიირთმევენ.

3) შერეული და ფენოვანი

ე.წ. ფენოვანი კოქტეილი სხვადასხვა პროდუქტისგან მზადდება. მის მოსამზადებლად სხვადასხვა სასმელს მაღალ ჭიქაში ასხამენ და ჩასხმის დროს ყველაზე პირველი უფრო მძიმე მასაა. ჩასხმის შედეგად სხვადასხვა ფერის მქონე ფენები იქმნება. მაგალითად, ასეთი სასმელია შუტერი.


გთავაზობთ საუკეთესო კოქტეილების რეცეპტებს:
------------------------------------------------------------
კოქტეილი ვისკით-კარდინალი

45 გ ვისკი ბურბონი

3-5 წვეთი ალუბლის წვენი

1 სუფრის კოვზი შტოშის წვენი

1 სუფრის კოვზი ბროწეულის წვენი

2 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი

1 სუფრის კოვზი შაქრის სიროფი

2 ცალი ალუბალი

--------------------------------------------------------------
კოქტეილი კონიაკით-"თაფლობის წელი"

½ ჭიქა ყინულის ნატეხები

2 სუფრის კოვზი თაფლი

20 გრამი კონიაკი

4 სუფრის კოვზი ნაღები

უმჯობესია, თუ დასახელებულ ინგრედიენტებს მიქსერით ათქვეფთ

--------------------------------------------------------------------------------------
კოქტეილი ლუდით-SKIP AND GO NAKED

ლუდი

ლიმნის წვენი

ჯინი

ცოტა ბროწეულის წვენი შეფერილობისათვის

-----------------------------------------------------------
კოქტეილი ღვინით-Sangria

ყინულის ნატეხები

2 ბოთლი წითელი ესპანური ღვინო

125 მლ კონიაკი (აუცილებელი არ არის)

450 მლ სოდიანი წყალი

ხილის ნაჭრები, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, ატამი.

----------------------------------------------------------------------------------------------------
კოქტეილი ჯინით -ტომ კოლინზი

40 მლ ჯინი

20 მლ ლიმნის წვენი

10 მლ შაქრის სიროფი

ნახევარი ლიმონი

1 ალუბალი

----------------------------------------------
კოქტეილი რომით

20 მლ მუქი რომი

20 მლ ანანასის წვენი

10 მლ ფორთოხლის წვენი

10 მლ ლიმნის წვენი

-------------------------------------------------
კოქტეილი ტეკილათი

50 მლ ტეკილა

30 მლ ლიმნის წვენი

20 მლ შაქრის სიროფი

1 ალუბალი

Posted by: ლილიანი 28 Apr 2007, 20:59
ისა რავიცი ვიპოვე აბსენტის რეცეპტი ჰომდა თუ ვინმე დაინტერესდებით აგერააა smile.gif (ნუ რუსულად მარა მაინც )

Существует множество способов, самые популярные:
Классический (французский способ). Ледяная вода наливается в абсент через вилку с лежащим на ней кубиком сахара до того момента, пока напиток не помутнеет, далее до любимой вами степени крепости (начальная - от 70%).
Такой же, что и первый, но без ритуалов с сахаром, а в качестве long drink с апельсиновым или ананасовым соком или тоником, лимонадом и льдом.
Похож на первый, но сахар предварительно смачивается в абсенте и поджигается. После того, как в стакан упадет необходимое число капель расплавленного сахара, заливается ледяная вода. Этот способ позволяет еще сильнее смягчить вкус напитка, но опасен тем, что абсент в стакане может легко загореться, поэтому применяйте его осторожно.
В чистом, сильно охлажденном виде. На любителя или скорее "профессионала".
Как приготовить абсент?


Абсент #1
1 пинта (бутылка) водки
2 чайных ложки сухой измельчённой полыни
2 чайных ложки семян аниса
1/2 чайной ложки семян фенхеля
4 стручка кардамона
1 чайная ложка майорана
1/2 чайной ложки молотого кориандра
2 чайных ложки крошеного корня дягиля
2/3 чашки сахарного сиропа
Налейте водку в большой сосуд с плотно подогнанной крышкой. Добавьте полыни и хорошенько потрясите. Настаивайте 48 часов и затем процедите. Измельчите в ступке семена и стручки. Добавьте их и все необходимые специи в водку и настаивайте в тёплом месте одну неделю. Профильтруйте и подсластите. Указанный выше сахарный сироп - простой стандартный сироп.


Абсент #2
1 чайная ложка измельчённой полыни
1 чашка водки
2 столовых ложки измельчённых листьев мяты
1 кусок кожуры лимона
1/3-1/2 чашки сахарного сиропа
Настаивайте полынь на водке 48 часов. Процедите и добавьте листья мяты и кожуру лимона. Настаивайте 8 дней, процедите и подсластите. Приятный аромат, но более горький, чем в первом рецепте.


Абсентное Вино
Все травы сухие.
2 чайных ложки мяты
2 чайных ложки сухой полыни
2 чайных ложки чабреца
2 чайных ложки лаванды
2 чайных ложки сахарного сиропа
2 чайных ложки майорана
2 чайных ложки шалфея
2 пинты (бутылка) портвейна
Настаивайте травы одну неделю, профильтруйте и разлейте по бутылкам.


Голубая лагуна
Изобретение великого художника Поля Гогена. После того, как врачи запретили ему пить абсент и посоветовали поехать на Таити подлечиться, он смешал в шейкере со льдом данные ингредиенты:
2,5 части водки Smirnoff
1 часть ликера Blu Curacao
1 часть персикового ликера
4 части ананасового сока
4 части апельсинового сока
Правда, уже после трех "лагун" на Таити можно и не ехать.


Posted by: chanichano 30 Apr 2007, 14:38
ლილიანი
გაუმაჯოს, იცი თუ არა , რომ აბსინტი მომწავლავია და ეხლა ისევ(აკრძალური იყო ერთი პერიოდი) აკრძალონ.

Posted by: ლილიანი 30 Apr 2007, 21:13
chanichano
QUOTE
გაუმაჯოს, იცი თუ არა , რომ აბსინტი მომწავლავია და ეხლა ისევ(აკრძალური იყო ერთი პერიოდი) აკრძალონ.


დიდი საქმე ბევრი სხვა რამეც არანაკლებ მომწამლავი და მომაკვდინებელია მაგრამ გვიყვარს , გვისწორდება და ვაკეთებთ!!

ასე რომ თუ მოგეწონე შაირგე თU არადა გადადი სალათებში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Gerard 30 Apr 2007, 23:47
მაინტერესებს ვინმემ თუ იცის ისეთი კოქტეილი ძალიან ძალიან გრადუსა რომ იყოს და თან რაც შეიძლება ,,პრიატნი,, დასალევი იყოს. იქნებ ვინმემ იცოდეთ? მაინტერესებს wink.gif

Posted by: chanichano 1 May 2007, 23:30
Gerard

Grand Passion
50 მლ ჯინი
30 მლ მარაჯუიას ნექტარი
6-7 წვეთი ანგოსტურა
ყინული

მომზადება
ჩაასხი შეიკერში ყველაფერი და კარგად შენაჯღრიე. 100მლ (წინასწარ გააცივე, მაგალითად ან საყინულეში შედე ცოტა ხნით, ან ყინულით გაავსე და დელოდე) ჩაასხი და მიირთვი smile.gif

Posted by: Gerard 3 May 2007, 19:07
chanichano
სპასიბა მაგრამ ამ სასმელების სახელები 1 რომ გავიგე რა ვქნა ჰაა? wink.gif

Posted by: chanichano 3 May 2007, 19:23
Gerard
მარაკუიას (maracuja)დაწერა მინდოდა smile.gif
მეორე კი angostura, ქართულად არ ვიცი

მერე დაგიწერ რამოდენიმე რეცეპტს.
* * *

მოხიტო

მწვანე ლიმონი(ლიმეტე limette) ( http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%B0%D0%B9%D0%BC )
1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი (მე პირადად თაფლით მევასება, ნახევარი შაქარი და ნახევარი თაფლი)
6-7 პიტნის ფოთოლი
60 მლ რუმი (გამჭირვალე)
დამტვრეული ყინული
და ცოტაოდენი გაზიანი წყალი.

ნახევარი ლიმონი ჭიქაში ჩააწურე, შაქარი (ან თაფლი) დააყარე და კარგად მოურიე. მეორე ნახევარი დაჭერი და პიტნასთან ერთად დაამატე და ცოტა მოსრისე. ჩაყარე დამტვრეული ყინული, დაასხი რუმი და ფრთხილად მოურია. ცოტაოდენი გაზიანი წყალი დაასხი.

ძალიან მაგარია smile.gif




Posted by: Gerard 3 May 2007, 19:57
არაყით რომ კეთდეოდეს ისეთი რა.......ისე სპასიბა ჯიგარი ხარ რომ გამოეხმაურე ჩემ განცხადებას

Posted by: chanichano 3 May 2007, 20:03
რუმის მაგივრად არაყი შეგიძლია რომ გამოიყენო, რუმი ჯობია მაგრამ ...

Posted by: Gerard 3 May 2007, 20:04
ეგ ვიფიქრე მეცsmile.gif მადლობა, რომ დავლევ გამახსენდებიsmile.gif

Posted by: chanichano 3 May 2007, 20:13
არაფრის
არაყს ფორთოხლის წვენი უხება
(screwdriver) , წესით 1:2 ან 1:3 აზავებენ, შენ თუ გინდა 1:1 დალიე
* * *
ან კიდევ
wodka martini puristic (ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი smile.gif )
60 მლ არაყი
1 მწვანე ზეითუნის ხილი
ლიმნის კანი

ცივ ჭიქაში ჩაასხი ცივი არაყი, ჩააწურე ლიმნის კანი, ისე რომ ეთერზეთი ჩაეწვეთოს ჩააგდე ზეითუნის ხილი და მიირთვი

Posted by: nanka_iuristka 12 May 2007, 21:57
მოკლედ მე წავედი და ეს თემაც გადავარდა უკანა გვერდზე...

აბა ვის რა კოქტეილი აინტერესებს? smile.gif

Posted by: PsycheDroid 14 May 2007, 18:49
nanka_iuristka
ბეილისთან რომ მოდიოდეს თანხვედრაში, მასეთი სტილის კოქტეილი მასწავლე რა..

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 18:58
PsycheDroid

ბეილისიდან შემიძლია გასწავლო ცნობილი კოქტეილები:

"ენჯელი"(ბელისი,კონტრო,მარწყვის ლიქიორი,მარწყვი,კრემი), "ორგაზმი"(ბელისი,კონტრო) "მატერგორნი"(ბელისი,კალუა,ბანანის კრემი)

აარჩიე თუ რომელი ინგრედიენტები გაქვს..... ისე ენჯელი ყველაზე გმერიელია wink.gif

და ასევე მაქვს საკუთარი რეცეპტები smile.gif

რომელსაც გინდა გასწავლი smile.gif

Posted by: PsycheDroid 14 May 2007, 19:05
nanka_iuristka
საინტერესო რეცეპტებია..
კონტრო რა არის? და ჩამოთვლილი რეცეპტებიდან რომელია ყველაზე მაგარი? (ანუ ყველაზე მეტი ალკოჰოლის შემცველი)...

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 19:31
PsycheDroid


ოოო კონტრო მაგრი რამეა.... ეგ ნებსიმიერ ადამიანს უნდა ედოს სახლში, ძალიან ბევრ სასმელს ჭირდება და ძალიან პატარა ოდენობით.....

ფრანგული საჭმელებიც კონტრო მოსხმული ყველაზე გემრიელია...


კონტრო


არის ძალიან მშრალი ლიქიორი. იგი არის უფერული და ფორთოხლის არომატი დაკრავს. გამოიყენება უამრავ კოქტეილში.


ალკოჰოლიანობა ყველგან თანაბარია smile.gif მაგ კოქტეილებში...

Posted by: PsycheDroid 14 May 2007, 19:34
nanka_iuristka
ძაააალიან დიდი მადლობა....!!
ბარემ ესეც მასწავლე სად იშოვება კონტრო...

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 19:36
PsycheDroid


კონტრო თბილიში სად იშოვება არ ვიცი....

მე პარიზიდან ვაკვეთინებ დედას....

სუპერმაეკეტებშI ალბათ იქნება....

საკმაოდ ძვირი ღირს მაგრა ერთი ბოთლი კარგა ხანს გეყოფა smile.gif ძალიან ძალიან ცოტა უნდა კოქტეილებს smile.gif

მე 2 წელი მეყო ბოლო ბოთლი smile.gif

Posted by: PsycheDroid 14 May 2007, 19:38
nanka_iuristka
გაიხარე.. ძალიან დიდი მადლობა...!!
იმედია გუდვილში ვიშოვი კონტროს.. და მერე ჩავუჯდები კოქტეილების მზადებას სერიოზულად.. smile.gif

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 19:45
PsycheDroid

კაის იზამ smile.gif

ისე ბევრი კოქტიელია კონტროს გარეშეც რომ კეთდება smile.gif ამდენად ისე არ აღიქვა რომ კონტროა ყველაფრის მამა smile.gif

თუმცა კოქტეილების 70% ყმაგისოდ კოქტეილი არაა smile.gif

Posted by: chanichano 14 May 2007, 19:46
nanka_iuristka

PsycheDroid
კონტრო არის curacao Tripel sec ერთერთი (ყველაზე ცნობილი) მარკა.

ასე რომ შეიძლება თბილიში მეორე უფრო ადვილად იპოვო

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 19:53
QUOTE (chanichano @ 14 May 2007, 19:46 )
nanka_iuristka

PsycheDroid
კონტრო არის curacao Tripel sec ერთერთი (ყველაზე ცნობილი) მარკა.

ასე რომ შეიძლება თბილიში მეორე უფრო ადვილად იპოვო

მე ეგ კაი ხანია ვიცი smile.gif

არა მგონი რთული იყოს მისი პოვნა....

ვერ დავიჯერებ რომ კონტრო თბილისში დეფიციტს წარმოადგენდეს.....

Posted by: chanichano 14 May 2007, 20:25
nanka_iuristka
კოქტეილეის ჭიქების ქართული სახელები ხო არ იცი?

Posted by: nanka_iuristka 14 May 2007, 20:26
chanichano

არა მაგდენი ქართული ნამდვილად არ ვიცი....

ბოდიში.....

Posted by: Gregory 7 Jun 2007, 15:10
ჩაკიდული:

2/3 Stella Artois ლუდი ან რამე სხვა დიდი მნიშვნელობა არ აქ, 1/3 არაყი Absolute ყველაზე მაგრა მიდის. ვაფარებთ ხელსახოცს, ვხაზავთ 2 რგოლს მაგიდაზე და ვარტყავთ 2 ჯერ მაგიდას და შეუსვენებლად ვსვამთ givi.gif 4 - 5-ის შმედეგ კარგად იგრძნობთ თავს...

Posted by: XAO 7 Jun 2007, 15:26
აფსენტი რა ღირს ხომ არ იცით?
____________________________

Posted by: ShadowCat 8 Jun 2007, 12:15
XAO
აბსენტის ხარისხს გააჩნია. საშუალო ხარისხის (როგორც ვიცი) 50 ლარი უნდა ღირდეს (დაახლოებით)/

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 Jun 2007, 13:46
Gregory
მაგარი კოქტეილია რუსები ეძახიან "ШПОК"-ს აუცილებლად გასინჯეთ, მე პირადად ვისკის ჭიქაში ვაკეთებ 50გრამი არაყი დანარჩენი ლუდი, ყველაზე ადვილი გასაკეთებელია, ლუდის კათხის დასადგამს თუ დააფარებ ჭიქას smile.gif

არაყი(ვისკი)+ რედბული.100 გრამი არაყი(ვისკი) დანარჩენი რედბული გემოს იხედვით

ვისკი და ვაშლის წვენი 50 ან 100 გრამი ვაშლის წვენი გემოვნებით

არაყი+ვაშლის მირინდა, მაგარი ძალიან

შვეპსი 1/3 არაყი 1/3 ალუბლის წვენი 1/3

მარტინი+არაყი+ფორთოხლის წვენი 70 გრამი არაყი 100 გრამი მარტინი 150-200 გრამი ფორთოხლის წვენი

PsycheDroid
ყველგან იყიდება თითქმის

Posted by: Gregory 8 Jun 2007, 16:14
ცადეთ ჯინჯერის ( ქართულად არ ივცი როგორაა) ლუდი და არაყი კიდე biggrin.gif

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 8 Jun 2007, 18:10
Gregory
თბილისში იყიდება ჯინჯერის ლუდი???????? თუ კი სად?

Posted by: Gregory 8 Jun 2007, 18:12
Yoshimitsu Fukazawa
არვიცი მე თბილისში არ ვარ smile.gif სადმე სუპერმარკეტში იქნება ალბათ...

Posted by: Lieder_Tim 20 Jun 2007, 22:29
აუ, ვინმემ პუნშის გაკეთება არ იცით? რეცეპტი დაწერეთ და სცადეთ გაკეთება, მაგარია ძალიან

Posted by: ShadowCat 21 Jun 2007, 13:00
Lieder_Tim
ერთხელ ჩემმა კულინარმა ახლობელმა ჩააწერინა ნაით ოფისის პოვარს პუნშის რეცეპტი (ვესტელის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო და მაგისთვის).
სამწუხაროდ, როცა მივედი, წვეთი აღარ იყო დარჩენილი biggrin.gif
და უფრო სამწუხაროდ - რეცეპტი არც ჩამიწერია და აღარც მახსოვს.
მახსოვს, რომ იყო სხვადასხვა წვენი (ვაშლი, ფორთოხალი, ანანასი), იყო არაყი (spy.gif) და გამაგრილებელი სასმელი (თუ არ ვცდები, სპრაიტი spy.gif)\
ასევე თეთრი ღვინოც yes.gif და ხილი - მარწყვი რომ ქონდა, ეგ დანამდვილებით მახსოვს და სხვა არ მახსოვს user.gif

ეს რეცეპტი ნეტში ვიპოვე, ყველაზე "ახლოა" იმასთან, რაც მე გამიგია:

"Party Punch"
(10 კაცზე)
300 მლ თბილი წყალი
165 გრ შაქრის ფხვნილი
1-1/4 მწიფე, დაჭრილი ბანანი
0.4 ლ ანანასის წვენი
150 მლ ფორთოხლის წვენი
25 მლ ლიმონის წვენი
1 ლ გაგრილებული გაზიანი სასმელი

(აქ წერია "ginger ale", თვითონ "ginger" კოჭას ნიშნავს, "ale" კი ლუდს. მაგრამ "ginger ale" არის გაზიანი/შუშხუნა უალკოჰოლო სასმელი, როგორს იგივე სპრაიტი. თუმცა, მახსოვს, ამერიკაში 7UP-ს იყენებენ yes.gif)

ბლენდერში ათქვიფეთ წყალი, შაქარი და ბანანი, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ჩაასხით ფართო ჭურჭელში; დაამატეთ ანანასის, ფორთოხლის და ლიმონის წვენი.
კარგად აურიეთ/მოურიეთ (ნუ, როგორც არის biggrin.gif).
კარგად გააცივეთ (თან დროგამოშვებით მოურიეთ ხოლმე), სანამ არ მიიღებთ სქელ მასას.
მირთმევის წინ დაუმატეთ გაზიანი სასმელი.

ვოტ. ასე წერია აქანე biggrin.gif

Posted by: Lieder_Tim 25 Jun 2007, 00:36
ShadowCat
QUOTE
(აქ წერია "ginger ale", თვითონ "ginger" კოჭას ნიშნავს, "ale" კი ლუდს. მაგრამ "ginger ale" არის გაზიანი/შუშხუნა უალკოჰოლო სასმელი, როგორს იგივე სპრაიტი. თუმცა, მახსოვს, ამერიკაში 7UP-ს იყენებენ )

ტონიკი უნდა რა, Shweppes-იც წავა მანდ wink.gif

Posted by: ShadowCat 25 Jun 2007, 11:28
Lieder_Tim
ჰო yes.gif
მარა ძალიან კარგად მახსოვს, რომ შტატებში 7UP-ს იყენებდნენ smile.gif
მამენტ, მეც მაგას ან დაჟე სპრაიტს უფრო გამოვიყენებდი, ვიდრე Shweppes-ს - არ მომეწონა დიდად rolleyes.gif

Posted by: Johnnie Walker 25 Jul 2007, 00:06
კოქტეილი Bloody Mary smile.gif

მაღალ ფუჟერში ვასხამთ თითქმის ნახევრამდე (ან 1/3) მარილიან ტომატის წვენს, შემდეგ უმატებთ ამდენსავე ხარისხიან არაყს (დანის პირზე დაქცევით, ნაზად, რომ არაყი თავზე მოექცეს წვენს). ზემოდან ვახლით 1 კვერცხის გულს (უცილოდ!) და ვაყრით შავ პილპილს, გემოზე smile.gif

კოქტეილს ვსვამთ ბოლომდე, ისე, რომ ბოლოში მოექცეს კვერცხის გული, რომელსაც ენით ვჭყლეტთ და ფაქტიურად, ვატანთ სასმელს biggrin.gif

ხო, შეგიძლიათ მსხვილი კრევეტკით წაუზაკუკოთ და იმ კრევეტკითვე მორთოთ, აი ასე biggrin.gif:

user posted image

Posted by: peperone 1 Aug 2007, 14:32
პუნში
გუშინ გავაკეთეთ: 1 საზამთრო, 1 შამპანური, 4 ცალი დიდი ატამი. ხილი წვრილად დავჭერით, დავასხით შამპანური, შევდგით მაცივარში 1 საათით.
ხალხო, იცით რა მაგარი იყოოო?
გამიგია, ორი დღე კეთდებაო და სხვადასხვა ვარიანტები არსებობსო.
ვინ რა იცით?

Posted by: gabarzgaleba 1 Aug 2007, 21:29
peperone
QUOTE
პუნში
გუშინ გავაკეთეთ: 1 საზამთრო, 1 შამპანური, 4 ცალი დიდი ატამი. ხილი წვრილად დავჭერით, დავასხით შამპანური, შევდგით მაცივარში 1 საათით.
ხალხო, იცით რა მაგარი იყოოო?
გამიგია, ორი დღე კეთდებაო და სხვადასხვა ვარიანტები არსებობსო.
ვინ რა იცით?


მაგას კონიაკი უხდება, ან ბრენდი და მსუბუქი თეთრი ღვინო

Posted by: giorgipro 8 Aug 2007, 00:31
მე პირადად ესე ვამზადებ ვყიდულობ მარტინს. ჭიქაში ვასხამ, გვერდებზე (კრუგზე) ლიმონს ჩავაცურავ და შემდეგ ლიმონის ტხელ ფენას და ზეთის ხილს ავაგებ პატარა ჩხირზე.

Posted by: Keso 8 Aug 2007, 00:57
giorgipro

ჩემი ყველაზე საყვარელი სასმელია

Shake it not stare (ნუ აქცენტით, ვინც იცის მიხვდება smile.gif )

სხვა რაიმე ხერხი არსებობს მისი მომზადების და ან დალევის?

Posted by: ShadowCat 8 Aug 2007, 11:33
Keso
QUOTE
სხვა რაიმე ხერხი არსებობს მისი მომზადების და ან დალევის?

კი yes.gif
მარტინი შეგიძლია "გააზავო" არყით - 50/50-ზე.
ისეთი ტკბილი აღარაა და მე ასე უფრო მომოწონს yes.gif
და კიდევ - ყინულის 1-2 კუბიკი - აუცილებლად! chups.gif

Posted by: Keso 8 Aug 2007, 16:02
ShadowCat

QUOTE
Keso

QUOTE
სხვა რაიმე ხერხი არსებობს მისი მომზადების და ან დალევის?


კი
მარტინი შეგიძლია "გააზავო" არყით - 50/50-ზე.
ისეთი ტკბილი აღარაა და მე ასე უფრო მომოწონს
და კიდევ - ყინულის 1-2 კუბიკი - აუცილებლად!


ეგ თავისთავად იგულისხმება.
ჯეიმს ბონდი ეტყობა არ გაქვს ნანახი (ინგლისურად) და იმიტომაც ვერ მივხდი ჩემს ნათქვამს smile.gif

არაყ გარეული, ლიმნიანი და ყინულიანი მარტინის წრუპვას არაფერი ჯობია smile.gif


Posted by: Sharky 8 Aug 2007, 16:12
Keso
QUOTE
Shake it not stare

no.gif ეგრე არაა.
shaken, not stirred - ასე ამბობდა ჯეიმზი biggrin.gif biggrin.gif

ისე, მე ვოდკა-მარტინი მიყვარს, 1 პორცია ორაყი და 2 პორცია მარტინი, ლიმონითა და მწვანე ზეთისხილით......

Posted by: HoNeY 15 Aug 2007, 23:27
ხომ ვერ მასწავლით რასთან ერთად იხსენება მარტინი როსო?

* * *
ხომ ვერ მეტყიტ როგორ მზადება მარტინი როსო? ანუ თვით მარტინი როსო მაჩუქეს და რაგაცას უსევენ და ეგრე ისმებაო და რას ურევენ და რა დოზებით ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: gabarzgaleba 16 Aug 2007, 00:11
HoNeY
QUOTE
ხომ ვერ მასწავლით რასთან ერთად იხსენება მარტინი როსო?


მშრალი შამპანური (ე.წ. ბრუტი), რაიმე კენკრის წვენი, ფორთოხლის წვენიც მოსულა, ძაან ოსტრი ხალხს გრეიპფრუტიც შეუძლიათ გასინჯონ, ოღონდ მაგ შემთხვევაში მუქი რომი მოუხდება. ძალიან რბილი არაყი (გოლდენ სტალიჩნაია, შავეტიკეტიანი და ბევრი სხვა).

Posted by: Johnnie Walker 16 Aug 2007, 11:38
HoNeY
QUOTE
როგორ მზადება მარტინი როსო?

მარტინი როსოს მომზადება არ უნდა, ისედაც ისმევა.მაგრამ, მაგისგან მზადდება სამი ზღაპარი კოქტეილი:
1. მ.რ.+ყინული+ვაშლის წვენი
2. მ.რ.+ყინული+ფორთოხლის წვენი
3. მ.რ.+ყინული+redcurrants (ქართულად არ ვიცი, რუსულაც მგონი ბრუსნიკა? მოკლედ, მორსს რისგანაც აკეთებენ smile.gif
პროპორციები ზომაზე.

user posted image

Sharky
QUOTE
ისე, მე ვოდკა-მარტინი მიყვარს, 1 პორცია ორაყი და 2 პორცია მარტინი, ლიმონითა და მწვანე ზეთისხილით......

ჩვენ ბოდიში, ტოროს დუმპ, რასაც ჰქვია.................................... biggrin.gif

ზეთისხილიც, არა? lol.gif

საუფროსო გემოვნება გქონია smile.gif

Posted by: HoNeY 16 Aug 2007, 12:03
Johnnie Walker

მადლობა ...არა პირდაპირ რაგაც ნე ტო გემო აწვს და მაგიტომ ვიკითხე, ეხლა ეგრე ვაშლის ჭვენით ვცდი wink.gif და მ.რ+ყინული+არაყი არაა? biggrin.gif

Posted by: ShadowCat 16 Aug 2007, 12:18
ჩესნად რომ ვთქვა.. როსოს ყოველთვის მერჩივნა ბლანკო yes.gif

Posted by: HoNeY 16 Aug 2007, 12:32
მე სხვატაშორის wink.gif მაგრამ რა ვკნა როსო მაჩუქეს და ხომ არ გადავაგდებ არა wink.gif

Posted by: Johnnie Walker 16 Aug 2007, 13:10
HoNeY
QUOTE
მ.რ+ყინული+არაყი არაა? 

რაა და მარტინის, ყინულის და რუსული არყის გარდა, კიდე უნდა დაუმატო კახური ჭაჭა, სამნახადი gigi.gif

Posted by: ShadowCat 16 Aug 2007, 14:26
Johnnie Walker
QUOTE
რუსული არყის გარდა

რომელი რუსული არაყი? gigi.gif
ნემიროF ფორ ევა! givi.gif

Posted by: gabarzgaleba 16 Aug 2007, 14:59
ShadowCat
QUOTE
ნემიროF ფორ ევა! 


არ ვარგა ეგ არაყიიიი

Posted by: ShadowCat 16 Aug 2007, 15:42
gabarzgaleba
QUOTE
არ ვარგა ეგ არაყიიიი

3 წელია არ დამილევია მგონი...
აღარ ვარგა? user.gif

Posted by: DreAmeRshalva 17 Aug 2007, 18:38
ვინმემ ისეთი კოქტეილი მასწავლეთ, რომ მაგარი დავთვრე და პატრული რო დამიჭერს არ გამიწითლოს biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 24 Aug 2007, 13:58
მოჰიტოს რეცეპტს ხომ ვერ დამიწერთ?
წინა გვერდების გადათვალიერება მეზარება და ეგებ დამეხმაროთ. smile.gif
user posted image

Posted by: gabarzgaleba 24 Aug 2007, 14:18
აი, ესეც მოხიტო

პირველ რიგში უნდა აიღო თეთრი რომი, რომელსაც ეტიკეტზე ან white აწერია, ან light ან silver, blanca, blanc.... 50 გრ. ასხამ, 2 კოვზი შაქარი, სასურველია შავი შაქარი იყოს, ერთი ლაიმი (ჯანაბას, შეიძლება ლიმონიც), პიტნის ფოთლები, ყინური (სასურველია ბლენდერში მიაჩეჩქვო ერთი-ორი დატრიალება). ჯერ პიტნას ჭეჭყამ შაქართან ერთად, მერე ლაიმს ჩაჭყლიტავ, ნარჩენსაც შეგიძლია ჭიქაში გადაუძახო, ჩააყრი მიჩეჩქვილ ყინულს, ჩაასხამ რომს (ჰავანა კლუბი და ბაკარდიც მოსულა, მარა რამე უფრო ეკზოტიკური კუბური რომი სჯობს, ასევე მოსულა ანტილის კუნძულების რომი, ჰაიტისა და იამაიკის) და ცოტა სოდას უზამს (მაგალიტად შვეპსს). ზოგიერთი სპეცი ერთ წვეთ რაღაც ბალზამსაც უშვება, ტრინიდადულს, რომელსაც მცენარეებისგან ამზადებენ.

Posted by: DOLPHIN 24 Aug 2007, 14:49
gabarzgaleba
დიდი მადლობა, ახლა კაკ რაზ უნდა დამეპოსტა, მოჰიტოს რეცეპრი ვიპოვე და კაიპიროსკასი მინდა-თქო. wink.gif
user posted image

Posted by: Dr_Zuzumbo 24 Aug 2007, 18:47
DreAmeRshalva,
QUOTE
ვინმემ ისეთი კოქტეილი მასწავლეთ, რომ მაგარი დავთვრე და პატრული რო დამიჭერს არ გამიწითლოს



"ჟგუტი" გაიჭირე მაჯაზე და ვენაში შეუშვი- გარანტიას გაძლევ, რომ არ გამოჩნდება ალკომეტრში gigi.gif

თურმე, ამ წესით "აკონვეირებდენ" დასავლეთში ჩაჭრილ დიპლომატიური კორპუსის, "ტოესწ" სუკის აგენტებს სამშობლოსაკენ, რომ თავშესაფარი არ მოეთხოვათ იქვე.

ყველაზე პოპულარული სითხე სუკის "დასატრანსპორტირებელ" კლიენტებისათვის "გორდონ" ჯინი იყო.

Posted by: DOLPHIN 27 Aug 2007, 15:55
კაიპიროსკას რეცეპტზე ვერავინ დამეხმარებით? baby.gif

Posted by: 2PAC 3 Sep 2007, 19:12
Redemption Song

ვიღებთ ლიმონს ვთლით სასურველია ერთ სქელ ზოლად, შემდეგ ამ ნათალსაც ვჭრით შუაზე, ვუშვებთ ბოთლში, ვასხამთ ორაყს, ვუმატებთ შაქარს 1/4 შაქარი უნდა იყოს. და ვაძველებთ biggrin.gif

ცოტა მეთოდი მაქვს დასახვეწი, მე მაცივარში ჩავდგი და არამგონია ეგ კარგი ყოფილიყოს. ყოველშემთხვევაში ერთი თვის შემდეგ რომ გავინჯე ძალიან სასიამოვნო დასალევი იყოს.
გისურვებთ სასიამოვნო საღამოების გატარებას ამ საწრუპავთან ერთად

Posted by: ShadowCat 3 Sep 2007, 20:35
2PAC
უი, ეგ მე გაკეთებული მაქვს დიიიიიიიდი ხნის წინ chups.gif

Posted by: BEKO 4 Sep 2007, 22:48
ხომ არ შეგიძლიათ მასწავლოთ, სახლის პირობებში, როგორ შეიძლება გაფილტრო არაყი?

მაქვს მსხლის არაყი, რომელისაც უსაიმოვნო გემო დაჰკრავს.

Posted by: gabarzgaleba 5 Sep 2007, 00:13
BEKO
QUOTE
ხომ არ შეგიძლიათ მასწავლოთ, სახლის პირობებში, როგორ შეიძლება გაფილტრო არაყი?

მაქვს მსხლის არაყი, რომელისაც უსაიმოვნო გემო დაჰკრავს.


ე.ი. დააკლეს გამოხდა და რახის მინარევები ბლომად გადმოყვა, ანუ სიდამპლის კვალი. ან დაეწვათ. ისე, მინიმუმ 2-3 კვირა უნდა გაფილტვრას, ზოგჯერ თვენახევა (ნახშირით, რძით, კვერცხით, სხვა მრვალი ძალიან საინტერესო საშუალებაც არსებობს), მარა არამგონია რაცხა 1 ლიტრის გულობიზა ამდენი ხანი ყურებჩამოყრილი ჯდომა ღირდეს. მაგას სჯობს თუთის ნათალი ჩაყარე, ან უღლები, ცოტა ასუნთქე არაყი და კარგა გაციებული დალიე რო არ იგრძნო ხრაკის საზიზღარი გემო biggrin.gif

თუმცა ერთი გამოსავალიც არსებობს, ჩაასხი რკინის ჭურჭელში და ძალიან ცივ საყინულეში გაყინე, ისე, რო არყის ნაწილი გაიყინოს, აის გაყინული ნაწილი წაიყოლებს რახის მინარევებს.

Posted by: BEKO 5 Sep 2007, 01:06
gabarzgaleba
QUOTE
რაცხა 1 ლიტრის გულობიზა

მთელი 10 ლიტრია sad.gif
აი, ეგ გაყინვა უნდა ვცადო.
ჭაჭასაც შველის?


Posted by: gabarzgaleba 5 Sep 2007, 01:16
QUOTE
მთელი 10 ლიტრია 
აი, ეგ გაყინვა უნდა ვცადო.
ჭაჭასაც შველის?


ეგ სცადო სჯობს, ჯერ პატარა ქვაბში ჩაასხი ნახევარი ლიტრი და თავმოხდილი დადგი საყინულეში, ძაან სიცივეში. თუ გინდა ლიმნის ნაჭრებიც ჩაყარე, დახვრიტე ჩანგლით. მაგაში ხო წყალია ბევრი და შეიწოვს ხრაკებსა და რახებს. სხვა ვარიანტებს ძალიან დიდი დრო უნდა.
ხომართლა, გაყინულზე ფრთხილად გადმოასხამ გაუყინავ სითხეს. ამოიღებ ნაჭრებსაც. შეგიძლია დაფნის ფოთოლიც უქნა.

Posted by: აღასპერი 5 Sep 2007, 05:53
ეგ ყველაფერი მართლა სერიოზულად დაწერე?biggrin.gif

მე ნანახი მაქვს არყის გამოხდა და ის სულ სხვანაირი იყო... spy.gif gigi.gif

რაღაც დანადგარ - მოწყობილობით ხდებოდა ჭაჭის ადუღება / გახურება, ორთქლზე გამოყვანა, რომელიც შემდეგ, მილებშივე ცივდებოდა, რომელიც წყალში იყო მოთავსებული და ბოლოს წვეთ - წვეთად ჩამოდიოდა არაყი, უნდა დაგესხა ჭურჭელში და შეგეხედა... რაც მეტი ჯაჭვის რგოლი ჰქონდა, მით უკეთესი იყო...


პ.ს. უიი user.gif

მე რატომღაც არყის გამოხდად აღვიქვი გაფილტვრა და დიდი პოსტი მივიძღვენი user.gif

ახლა ჩავასწორე და ნიკებიც ამოვშალე user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 5 Sep 2007, 10:07
QUOTE (BEKO @ 4 Sep 2007, 20:48 )
ხომ არ შეგიძლიათ მასწავლოთ, სახლის პირობებში, როგორ შეიძლება გაფილტრო არაყი?

მაქვს მსხლის არაყი, რომელისაც უსაიმოვნო გემო დაჰკრავს.

არაყის უსიამოვნო გემოს და ნაბახუსევზე თავის ტკივილს იწვევს ე.წ. "сивушные масла", რომელიც ხდის პროცესში ერევა არაყს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახდელი მასალა გაეკვეულ ტემბერატურას აჭარბებს და უარეს შემთხვევაში დუღილს იწყებს.
ამიტომ: გამოსახდელი აპარატურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი უნდა იყოს თერმოსტატი. თერმოსტატმა უნდა არეგულიროს გამოსახდელი მასალის ტემპერატურა, 87 გრადუსზე მეტი არ შეიძლება(ზუსტად არ მახსოვს ეს ციფრი). ამ ტემპერატურაზე იხდება სუფთა არაყი. უფრო მაღალ ტემბერატურაზე სხვა ნაგავიც ორთქლდება და რეზულტატში თავის ტკივილსა და ბუასილს იღებთ biggrin.gif

Posted by: chanichano 5 Sep 2007, 17:53
DOLPHIN
მოხიტოს წესით (2 კოვზი)შაქრის პუდრით კეთდება, ისე კი ყველაფერს - 1კოვზი თაფლი და 1 კოვზი შაქარი სჯობია wink.gif

და კაპირინია კი ყავისფერი(მე მგონი არარაფინილებული ქვია ქართულად) შაქრით კეთდება.

აქ შეგიძლია რომ შემოიხედო
http://ka.wikibooks.org/wiki/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
(მართალია დამუშავების პროცესშია, მაგრამ ... არიც ცოტა რამ)


BEKO

მე როგორც მახსოვს მაგისთვის არსებობს სპეციალური ნახშირი, რაც ეთერზეთებს "იწოვს".

gabarzgaleba

ჭაჭის გაყინვა?? მასეთი მაცივარს სპეციალურ ლაბორატორიში თუ იპოვი smile.gif

ცნობისათვის, ჭაჭა არაყი ანუ ვოდკა არა, არამედ ბრენდი.

* * *
gabarzgaleba
ბაკარდი და ჰავანა კლუბი ორივე სამარკო რუმებია,ე.ი. მოხიტოსთვის ერთერთი საუკეთესო

Posted by: gabarzgaleba 5 Sep 2007, 18:06
chanichano
QUOTE
ცნობისათვის, ჭაჭა არაყი ანუ ვოდკა არა, არამედ ბრენდი.


კაი ერთი biggrin.gif მაშ გრაპას რატო არ ეძახიან ბრენდის ან მარკს ან ესპანურ ორუხოს? (სნაჩალა პადუმაი პატომ გავარი)

Posted by: DOLPHIN 5 Sep 2007, 18:16
chanichano
მადლობა. smile.gif ახლა დიდ დროს ანდომებს მაგ საიტის გახსნას და მოგიანებით ვნახავ...

Posted by: chanichano 5 Sep 2007, 18:40
gabarzgaleba
აბა რა რა არის გრაპა?


ასევე "სნაჩალა ხარაშო პრაჩიტაი, პატომ ..." wink.gif

Posted by: gabarzgaleba 5 Sep 2007, 19:04
chanichano

ბრენდი სხვა რამეა, ეგაა გამოხდილი ღვინო (ხილის ნახადსაც ეძახიან, ზოგჯერ ლიქიორსაც... სხვათა შორის, შაქრის ლერწმისგან გამოხდილი ბრენდიც არსებობს, რომელსაც რომი კი არ აწერია, არამედ ბრენდი.). გრაპა, ჭაჭა და ა.შ. ყურძნის ნარჩენის ნახადია. სპეციალურ ლიტერატურაში კარგადაა გამიჯნული ეგენი და ნუ აბნევ აქ ხალხს, ჭაჭა ბრენდი არაა. ბრენდის აწერია ბრენდი, გრაპას კი გრაპა და ა.შ. შენ თუ მოინდომე და ბრენდიში ყოვლისმომცველი მნიშვნელობა ჩადე, მაშინ აუარება სასმელი მოგექცევა ბრენდის ცნებაში და ღმერთმა ხელი მოგიმართოს მაგ ქაოსში გასარკვევად. gigi.gif

Posted by: chanichano 5 Sep 2007, 19:16
gabarzgaleba
მე დავწერე რომ: ჭაჭა ვოდკა არა მეთქი,არამედ ბრენდია, კერძოდ კი ჭაჭის(ყურძნის ნარჩენების), გრაპპა და ჭაჭა პრინციპში ერთიდა იგივე, უბრალოდ იტალიაში გრაპპასეძახიან და ჩვენთან ჭაჭას.
ღვინის ბრენდი ღვინს ბრენდია, ხილის ბრენდი ხილის ბრენდია, ხოლო ორივენი - ბრენდებია smile.gif.





Posted by: gabarzgaleba 5 Sep 2007, 19:19
chanichano

კაი, მოვრჩეთ, უბრალოდ ცნებებში და კატეგორიზებაში ვერ ვთანხმდებით მემგონი biggrin.gif

Posted by: chanichano 5 Sep 2007, 19:31
DOLPHIN
აი ჩემი უსაყვარლესი კოქტეილის რეცეპტი:


მარწყვის დაიკირი:
ამის უამრავი ვერსიები არსებობ,მაგრამ მე ეს მომწონს

20 მლ cointreau ( იგივე Triple Sec Curaçaos)
20 მლ ლიმნის წვენი(ახალ დაწურული)
20 ტეკილა ან რუმი
40 მლ მარწყვის სიროფი

6-7 მარწყვი

მომზადება:
ზველაფერი (3-5)ყინულთან ერთად ჩაყარე მიქსერში, ასე 20-30 წამის განმავლობაში დაჩეჩქვე smile.gif

აი ასე გამოიყურება smile.gif

Posted by: ShadowCat 6 Sep 2007, 11:35
chanichano
"ვოდკაში" იმედია "არაყს" გულისხმობ, ჰო? rolleyes.gif

შენთან და gabarzgaleba-სთან ერთი კითხვა მაქვს და აბა ამიხსენით:
რა არის "კონიაკი"? smile.gif
აი, განსაკუთრებით "ქართული კონიაკები" რომაა (სარაჯიშვილი, მაგალითად) biggrin.gif

ან "შამპანური" რა არის? ქართული წარმოების შამპანურიც კი არსებობს!
"ბაგრატიონი" გამიგია, "სამეფო".... lol.gif

აბა, გისმენთ chups.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Sep 2007, 14:47
ShadowCat

სმაილიკებიდან გამომგინარე ძაან კარგად უნდა იცოდე რაც არის ქართული კონიაკი და შამპანური. biggrin.gif

Posted by: ShadowCat 6 Sep 2007, 14:50
gabarzgaleba
sad.gif
უხხხ! :საკუთართავზენერვებისმოშლისსმაილი:

მაინც თქვი რა! იმიტომ, რომ აშკარად ჩემზე მეტად კომპეტენტური ხარ და "ზოგზოგიერთს" (vik.gif) რომ შევეკამათები ამაზე, თავდაჯერებულება მომემატება biggrin.gif
პლიიიიზ! biggrin.gif

(ისა, ქართული კონიაკი კი არა, სწორედ კონიაკი მაინტერესებს რა არის სინამდვილეში chups.gif 2kiss.gif)

Posted by: gabarzgaleba 6 Sep 2007, 15:56
ShadowCat

ელემენტარნო. კონიაკი იგივე ბრენდია, ანუ ღვინის სპირტი, რომელსაც კონკრეტული ადგილის გამო ქვია ასე, როგორც არმანიაკს, კალვადოსს (ვაშლის ღვინის სპირტია) და ა.შ. მაგას კიდე აპელასიონს უწოდებენ, ანუ "წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელება". იგივეა შამპანურზეც. ანუ, კონიაკი აუცილებლად უნდა იყოს შარანტის დეპარტამენტში, კონიაკის კომუნაში მოწეული იუნი ბლანისგან, კოლომბარისგან და ფოლ ბლანშისგან დაწურული ღვინიდან გამოდილი სპირტი, შესაბამისად დავარგებულ-დაძველებული და ა.შ. ყველაზე ცნობილი კონიაკებია, კამიუ, კურვუაზიე, ოტარი, რემი მარტინი, ჰენესი და ა.შ.

Posted by: ShadowCat 6 Sep 2007, 16:34
gabarzgaleba
QUOTE
კონიაკი იგივე ბრენდია

QUOTE
რომელსაც კონკრეტული ადგილის გამო ქვია ასე

აი! მაგის გაგება მინდოდა biggrin.gif

ჰოდა, ეხლა გეკითხები:
ჩვენი ძვირფასი თანამემამულენი რომ უშვებენ "ქართულ კონიაკს", ხომ არიან, კაკ მინიმუმ დაცინვის და კაკ მაქსიმუ იმის ღირსი, რომ უჩივლო? vik.gif mo.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Sep 2007, 16:53
ShadowCat
QUOTE
ჩვენი ძვირფასი თანამემამულენი რომ უშვებენ "ქართულ კონიაკს", ხომ არ ირიან, კაკ მინიმუმ დაცინვის და კაკ მაქსიმუ იმის ღირსი, რომ უჩივლო?


ევროკავშირში თუ მიგვიღეს, მაგასაც მოევლება. სამაგიეროდ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვენს ბულგარელ, ებრაელ და რუს ფალსიფიკატორებთან ბრძოლაში.

Posted by: ShadowCat 6 Sep 2007, 17:03
gabarzgaleba
QUOTE
სამაგიეროდ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვენს ბულგარელ, ებრაელ და რუს ფალსიფიკატორებთან ბრძოლაში.

ჰმ... ვითომ ვინმე რამეს აკეთებს და ქართულობას "ტენის"(gigi.gif)? spy.gif

Posted by: gabarzgaleba 6 Sep 2007, 17:10
ShadowCat
ძალიან ბევრ ფალსიფიცირებულ მუკუზანს, საფერავს და რქაწითელს ასხამენ, რა თქმა უნდა ძირითადად ესენგავნიატა სასტავისთვის biggrin.gif

Posted by: დათიკო 7 Sep 2007, 00:34
ჩემი პირველი თემაა (პოსტია) ამ განყოფილებაში smile.gif

ხოდა რა ხდება...

ამას წინათ აღმოვაჩინე პაპაჩემის ნაქონი პატარა 2 ლიტრიანი მუხის კასრი.
ხოდა გადავწყვიტე დავაყენო კონიაკი.
რადგანაც ძლიერ მიყვარს ეს სასმელი და თანაც კასრიც გაიჩითა, გადავწყვიტე ხელიდან არ გავუშვა ეს შანსი.
თავდაპირველად კასრს გასდიოდა, მაგრამ წყალში ჩავდე და შეიკრა.
ახლა აღარ გასდის და სანამ შიგნით რამეს ჩავასხამდე, მინდა რჩევები დავეკითხო გამოცდილ ხალხს.
აბა, რას მირჩევთ ხალხნო?
საერთდ ვინემ თუ იცის როგორ კეთდება კონიაკი?


ვინც კაი რჩევას მომცემს კონიაკზე დავპატიჟებ
(ლეტ ჩერეზ 20 biggrin.gif )

Posted by: gabarzgaleba 7 Sep 2007, 06:08
დათიკო

ჯერ ეგ გვითხარ ოქრო კაცო, სახდელი აპარატი თუ გააქ? დანარჩენს მერე გიპასუხებ... biggrin.gif

Posted by: დათიკო 7 Sep 2007, 09:19
gabarzgaleba
QUOTE
ჯერ ეგ გვითხარ ოქრო კაცო, სახდელი აპარატი თუ გააქ? დანარჩენს მერე გიპასუხებ... 

euf
რაის სახლდელი აპარატი? biggrin.gif
არაფერი ეგეთი არ მაქვს.
ვიყიდი მზა პროდუქციას და შემდეგ ჩავასხამ კასრში. რაღაც კონიაკის მასალაა საჭირო? თუ რა არის? არაფერი არ ვიცი baby.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Sep 2007, 13:36
დათიკო

იტოგში მაგას უნდა ახალგაზრდა "კანიაჩნი სპირტი", მუხასთან რო არ ჰქონია შეხება ეგეთი (არ ჯობდა დი-ში რო იყავი, იქიდან ჩამოგეტანა კაი კონიაკი? wink.gif biggrin.gif)

Posted by: დათიკო 7 Sep 2007, 18:31
gabarzgaleba
QUOTE
არ ჯობდა დი-ში რო იყავი

ვახ, რომელი ხარ? biggrin.gif

QUOTE
იტოგში მაგას უნდა ახალგაზრდა "კანიაჩნი სპირტი"

იყიდება სადმე?


და კიდევ ერთი კითხვა: ჭაჭა რომ ჩავასხა? spy.gif


Posted by: gabarzgaleba 8 Sep 2007, 02:25
დათიკო
QUOTE
ვახ, რომელი ხარ?


მ.ხ. ძმა ვარ თქვენი ბუჯო...biggrin.gif

QUOTE
იყიდება სადმე?


იშოვება...

QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა: ჭაჭა რომ ჩავასხა?


მოსულა, მარა, ახალგაზრდა კანიაჩნი სპირტი სჯობს...

Posted by: დათიკო 8 Sep 2007, 13:59
gabarzgaleba
QUOTE
მ.ხ. ძმა ვარ თქვენი ბუჯო...

ვახ შენ გენაცვალე ჯიგარში 2kiss.gif
QUOTE
იშოვება...

QUOTE
მოსულა, მარა, ახალგაზრდა კანიაჩნი სპირტი სჯობს...

მაყიდიე რა შენ გახარებას.
2 ლიტრა ეტევა სულ ჩემს პატარა კასრუკაში smile.gif

Posted by: gabarzgaleba 8 Sep 2007, 14:02
დათიკო

გავიკითხავ ოქრო ადამიანო, საუკეთესო უნდა ვიშოვოთ, წინაპრების მუხაში საშუალო დონის სპირტს ხო არ ჩავასხამთ.

Posted by: დათიკო 8 Sep 2007, 15:17
gabarzgaleba
QUOTE
გავიკითხავ ოქრო ადამიანო, საუკეთესო უნდა ვიშოვოთ, წინაპრების მუხაში საშუალო დონის სპირტს ხო არ ჩავასხამთ.

2kiss.gif

Posted by: chanichano 11 Sep 2007, 02:24
ShadowCat

მაგ პრობლემა წესით ევროკავშირამდე უნდა მოგვარდეს,მაგრამ მე მგონი რომ საექსტორტო "ქარტულ კონიაკებს" ბრენდები,კერზოთ ღვინის ბრენდები უნდა ეწეროს.

gabarzgaleba
რავი აბა ევროკავშირმა არა მგონია დიდად შეიწუხოს ქარტული ღვინის გამო თავი, გერმანიასი რუსულ მაღაზიებში ეხლაც თავისუფლად იყიდება "ქართული ღვინოები", და ყველა სახეობა ერთ ქარხანაშია "დამყადებული".

Posted by: gabarzgaleba 11 Sep 2007, 02:30
chanichano
QUOTE
რავი აბა ევროკავშირმა არა მგონია დიდად შეიწუხოს ქარტული ღვინის გამო თავი, გერმანიასი რუსულ მაღაზიებში ეხლაც თავისუფლად იყიდება "ქართული ღვინოები", და ყველა სახეობა ერთ ქარხანაშია "დამყადებული".


შეიწუხებს, ჯერ ვენახებს გაგვაჩეხინებენ, მერე ნორმებიც უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება, აპელასიონების სისტემაც დაიხვეწება, კონიაკის, პორტვეინის, შამპანური და ბვრი სხვა რამის მიტყეპებასაც აგვიკრძალავენ და ა.შ. რამდენიმე თვის წინ ტოკაის საქმე მოიგეს უნგრელებმა, ანუ ყველას, ელზასელებსაც და სხვებსაც, აეკრძალად ამ სახელის გამოყენება. ჩვენ არაფერი გვაქვს ეგეთი სახელოვანი, მაგრამ მაინც გამოგვადგება ევროკავშირის ამბავი. თუმცა ღმერთმა უწყის როდის მიგვიღებენ.

Posted by: humanoidi 12 Sep 2007, 02:21
ვახ, მე კი ვიცოდი, რომ ნაღდი კონიაკი ღვინისგან მზადდებოდა.
ადრე ერთი გადაცემა ვნახე ტვ-ში.
ღვინო თუ დიდი ხანია მუხის კასრში, კონიაკად გარდაიქმნება. smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 12 Sep 2007, 12:08
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რამდნადაც გავიგე, ეგ კასრი ადრე უკვე ყოფილა გამოყენებაში და კარგი არაფერი გამოვა მაგ საქმიდან. კონიაკის დასაყენებლად კი მხოლოდ ახალ კასრს იყენებენ- ერთხელ.
ასევეა მაგ. ვისკის(ბურბონის) დაყენებისასაც. ეს ინფო მეუღლისაგან ვიცი, ბრაუნ ფორმანში მუშაობს, ჯეკ დანიელსს რომ აყენებენ, იქა. ჰოდა, თავიანთი საკასრე ცეხი აქვთ და ერთხელ გამოყენებულ კასრებს მეორედ აღარ იყენებენ.

Posted by: Avid 12 Sep 2007, 12:13
დათიკო
მაგარი კონიაკი დადგება, მეც მაქვს მასეთი კასრიsmile.gif უბრალოდ სანამ სპირტს ჩაასხავ მანამდე წყალში ჩააგდე რომ გაიჟღინთოს, თორემ გამომშრალი იქნება.
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რამდნადაც გავიგე, ეგ კასრი ადრე უკვე ყოფილა გამოყენებაში და კარგი არაფერი გამოვა მაგ საქმიდან. კონიაკის დასაყენებლად კი მხოლოდ ახალ კასრს იყენებენ- ერთხელ.
ასევეა მაგ. ვისკის(ბურბონის) დაყენებისასაც. ეს ინფო მეუღლისაგან ვიცი, ბრაუნ ფორმანში მუშაობს, ჯეკ დანიელსს რომ აყენებენ, იქა. ჰოდა, თავიანთი საკასრე ცეხი აქვთ და ერთხელ გამოყენებულ კასრებს მეორედ აღარ იყენებენ.

ეგრე ძმაო კახეთში რომ ჩაიყვანო ფრანგები და ესპანელები და ანახო ყურძენს როგორ ვწურავთ და საერთოდ როგორ ვინახავთ, პირს არ დააკარებენ, და არც შენ დააკარებდი პირსbiggrin.gif

Posted by: Phantom 12 Sep 2007, 12:40
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რამდნადაც გავიგე, ეგ კასრი ადრე უკვე ყოფილა გამოყენებაში და კარგი არაფერი გამოვა მაგ საქმიდან. კონიაკის დასაყენებლად კი მხოლოდ ახალ კასრს იყენებენ- ერთხელ.
ასევეა მაგ. ვისკის(ბურბონის) დაყენებისასაც. ეს ინფო მეუღლისაგან ვიცი, ბრაუნ ფორმანში მუშაობს, ჯეკ დანიელსს რომ აყენებენ, იქა. ჰოდა, თავიანთი საკასრე ცეხი აქვთ და ერთხელ გამოყენებულ კასრებს მეორედ აღარ იყენებენ.

კი წესით ეგრეა იმიტომ რომ კონიაკი ფერს და არომატს იღებს მუხის კასრისაგან და ამიტომაა აუცილებელი რომ იყოს ახალი.

Posted by: psyxo 12 Sep 2007, 12:55
დათიკო
QUOTE
ვინც კაი რჩევას მომცემს კონიაკზე დავპატიჟებ
(ლეტ ჩერეზ 20  )

20 წლის შემდეგ wink.gif შენ კარგად იყავი და ჩემი სულის შესანდობარი თქვი biggrin.gif
უნდა აიღო თეთრი (რქაწითელი, პინოც წავა)ყურძნის ბოლომდე დაუდუღებელი ღვინო(სუმთლა მაჭარი არა), გამოხადო არაყი(სპირტი) თავნახადი 70 % და ჩაასხი მაგ კასრში. დანარჩენი "ლეტ ჩერეზ" 20.
რაც დარჩება, ისაც გამოსადეგია. დაასხი შაქრის სეროფი და აადუღე. მშვენიერი უალკოჰოლო სუფრის (სამკურნალო ანტიოქსიდანტური) სასმელია!

Posted by: gabarzgaleba 12 Sep 2007, 15:17
დათიკო

არ დაუჯერო ზოგზოგიერთებს, აქ რო ამბობენ მაინცდამაინც ახალი კასრიო. თითქმის ყველა საუკეთესო, ელიტურ ვისკებს, ანუ სინგლ მოლტებს მხოლოდ ნახმარ კასრებში ასხამენ, სადაც ადრე ბურბონი (ამერიკული ვისკი) ან შერი ესხა. ამით სასმელი განსაკუთრებულ სასიამოვნო სურნელს იძენს. ბრენდისაც არ სჭირდება ახალი კასრი, იგი პირიქით, ძალიან მძაფრ ხის ტონებს ანიჭებს და მოუქნელს ხდის სასმელს. მასე ზოგიერთ საერთოდაც ჩიფსებს იყეებს, ანუ მუხის ნათალს, მარა გვინდა ეხა ჩვენ 5 წლის დასაძველები რამდენიმე თვეში რო "დავარგდება" და გაიჟღინთება რაღაც უცნაური უხეში გემოთი?

Posted by: დათიკო 12 Sep 2007, 15:56
Avid
QUOTE
მაგარი კონიაკი დადგება, მეც მაქვს მასეთი კასრი უბრალოდ სანამ სპირტს ჩაასხავ მანამდე წყალში ჩააგდე რომ გაიჟღინთოს, თორემ გამომშრალი იქნება.

მასე მაქვს ზუსტად smile.gif
ეხლაც წყალი მისხია.
გამომშრალი იყო და გასდიოდა კიდეც. მერე წყალში ჩავდე და შეიკრა.

დიდი მადლობა რჩევებისთვის ყველას.

მე მაინც კონიაკის მასალას დაველოდები. აი, "კანიაჩნი სპირტს რომ ეძახიან", მხგონი ეგ არის.

Posted by: bucho 13 Sep 2007, 03:11
ლონგ აილენდი როგორ შევქმნა,დამეხმარეთ პლზsmile.gif

Posted by: ShadowCat 13 Sep 2007, 11:03
bucho
QUOTE
ლონგ აილენდი

ვსმისლე ცივი ჩაი? spy.gif

biggrin.gif

ნეტში არაა რეცეპტები? tongue.gif

აბა ეს სინჯე:

Long Island Iced Tea

მასალა 6 პორციაზე:
55 გ შაქრის ფხვნილი (ტოისტ, "პუდრა"-ს ეძახიან მგონი, ძალიან ძალიან კარგად დაფქული შაქარი რომაა)
60 მლ წყალი
3 ჭიქა ყინული
80 მლ ჩაციებული (givi.gif) არაყი
80 მლ ტეკილა
80 მლ თეთრი რომი
80 მლ ჯინი
60 მლ ლიქიორი "cointreau" (როგორც ვიცი, ესაა ფორთოხლის ლიქიორი)
60 მლ ახალი ლიმნის წვენი
250 მლ ჩაციებული კოლა (ანუ კოკა-კოლა tongue.gif)

მოკლედ,
შაქარს და წყალს მოათავსებ პატარა ქვაბში, დადგავ დაბალ ცეცხლზე;
გააჩერებ 2 წუთის განმავლობაში (ან მანამ, სანამ შაქარი არ დადნება), თან მუდმივად უნდა ურიო.
შაქარი რომ გადნება, ცეცხლს აუწევ, რომ ადუღდეს.
ადუღებ 3 წუთის განმავლობაში (მორევის გარეშე) ან მანამ, სანამ სიროფი არ შესქელდება.
ამის მერე გადმოდგავ და გააგრილებ 15 წუთის განმავლობაში.
ყინული გაანაწილე ჭიქებში,
ერთმანეთში აურიე არაყი, ტეკილა, რომი, ჯინი, ეს ჩვენი ფორთოხლის ლიქიორი, შაქრის სიროფი, ლიმნის წვენი და კოლა..
და დააპირქვავე (ანუ ჩამოასხი) ყინულიან ჭიქებში. bis.gif

ბონ აპეტი! chups.gif

Posted by: Phantom 13 Sep 2007, 11:29
gabarzgaleba
QUOTE
არ დაუჯერო ზოგზოგიერთებს, აქ რო ამბობენ მაინცდამაინც ახალი კასრიო. თითქმის ყველა საუკეთესო, ელიტურ ვისკებს, ანუ სინგლ მოლტებს მხოლოდ ნახმარ კასრებში ასხამენ, სადაც ადრე ბურბონი (ამერიკული ვისკი) ან შერი ესხა.

ხო მაგრამ სად ნახავ აქ ეგეთ კასრებს სადრაფში ნეტა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 13 Sep 2007, 14:38
Phantom
QUOTE
ხო მაგრამ სად ნახავ აქ ეგეთ კასრებს სადრაფში ნეტა


მაგაზე არაა, უბრალოდ ნახმარი კასრი (ნუ ეხა ძღ...ი არ უნდა ყოფილიყო შიგნით ჩასხმულიbiggrin.gif) ძალიან კარგია რამეა, მტავარია დიდი რაოდენობით არასასურველი ბაქტერია და სხვა მავნე რაღაცეები არ ჰქონდეს. ტან მე ეგ კასრები ვისკისთვის ვიგულისხმე, ვიღაც რო ამბობდა რო ვისკისთვის აუცილებლად ახალს იყენებენო.

Posted by: Dr_Zuzumbo 14 Sep 2007, 17:14
QUOTE (gabarzgaleba @ 13 Sep 2007, 12:38 )
Phantom
QUOTE
ხო მაგრამ სად ნახავ აქ ეგეთ კასრებს სადრაფში ნეტა


მაგაზე არაა, უბრალოდ ნახმარი კასრი (ნუ ეხა ძღ...ი არ უნდა ყოფილიყო შიგნით ჩასხმულიbiggrin.gif) ძალიან კარგია რამეა, მტავარია დიდი რაოდენობით არასასურველი ბაქტერია და სხვა მავნე რაღაცეები არ ჰქონდეს. ტან მე ეგ კასრები ვისკისთვის ვიგულისხმე, ვიღაც რო ამბობდა რო ვისკისთვის აუცილებლად ახალს იყენებენო.

კეი ერთი,
საცოდავი ბრაუნ ფორმანი, რატომ არ იცის, რომ ნახმარი კასრები ჯობია. ხომ დაზოგავდა ფულსაც და ბუნებასაც, ჰა? biggrin.gif keh.gif

კიდევ ერთხელ: ჩემი "რადნოი" მეუღლე მუშაობს ბრაუნ ფორმანში და "ჯაკ დანიელსი" მათი ფლაგმანური პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ ახალ კასრებში აყენებენ. სულ ახლახანს გახლდათ ჩემი მეუღლე ბრაუნ ფორმანის სათაო ოფისში, კენტაკის შტატში, ქალაქ ლუივილში და ექსკურსიაზე კასრების "ცეხიც მოინახულა, სადაც გამართული ინგლისურით აუხსნეს, რომ ჯაკ დანიელსის ყოველი ულუფა მხოლოდ ახალ კასრებში ყენდება, ნახმარ კასრებს კი ყიდიან- იმ ვისკის მწარმოებლებს, რომლებიც ნახმარ კასრებშიც აყენებენ ვისკისო!!!

ამ ერთი კვირის წინ "ჯაკ დანიელსს" შეუსრულდა 157 წელი და საიუბილეო ბურბონიც მივიღეთ საჩუქრათ პირდაპირ სათავო კონტორიდან biggrin.gif

ბრაუნ ფორმანის მთავარი სათი http://www.brown-forman.com/

Posted by: Gerard 14 Sep 2007, 18:19
Dr_Zuzumbo
ამ კაცს დაუჯერეთ!! smile.gif ჭკვიანი კაცი ჩანს! როგორც ამბობს ესეიგი ეგრეა!!!

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2007, 04:08
Dr_Zuzumbo

QUOTE
კონიაკის დასაყენებლად კი მხოლოდ ახალ კასრს იყენებენ- ერთხელ.


რამდენსაც გინდა, იმდენს ჩამოგითვლი კონიაკებს, რომელსაც ძველ კასრებში ინახავენ, ახლები ძალიან ექსტრაქტულს ხდის კონიაკს (ბრენდის) და ცარიელ მუხის გემოს ამარა ტოვებს, დროთა განმავლობაში კიდე აშავებს სასმელს.

QUOTE
კიდევ ერთხელ: ჩემი "რადნოი" მეუღლე მუშაობს ბრაუნ ფორმანში და "ჯაკ დანიელსი" მათი ფლაგმანური პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ ახალ კასრებში აყენებენ. სულ ახლახანს გახლდათ ჩემი მეუღლე ბრაუნ ფორმანის სათაო ოფისში, კენტაკის შტატში, ქალაქ ლუივილში და ექსკურსიაზე კასრების "ცეხიც მოინახულა, სადაც გამართული ინგლისურით აუხსნეს, რომ ჯაკ დანიელსის ყოველი ულუფა მხოლოდ ახალ კასრებში ყენდება,


1. პირველად მესმის კაცი ცოლს იმოწმებდეს ვისკიზე კამათისას. biggrin.gif აი მესმის "ატმაზკა"
2. ჯეკ დენიელსი ვისკი არაა, ეგაა ბურბონი, ანუ ე.წ. ტენესი ვისკი. მასსა და ვისკის შორის უზარმაზარი სხვაობაა. ეგ ისეთივე "ვისკია", როგორც იაპონური და კანადური ვისკი. ბურბონში (წაიკითხე ჯეკ დენიელსში) 50 %-ზე მეტი სიმინდის სპირტია, ნამდვილი ვისკი კი... (რა თქმა უნდა, შოტლანდიურს და ირლანდიურს ვგულისხმობ), აბა მიხვდით ბატონო ჭკუისკოლოფო, რისგან მზადდება? (თუ ვერ მიხვდებით, შეგიძლიათ ცნობები მოიძიოთ).

QUOTE
ნახმარ კასრებს კი ყიდიან- იმ ვისკის მწარმოებლებს, რომლებიც ნახმარ კასრებშიც აყენებენ ვისკისო!!!


3. სწორედ იმ ნახმარ კასრებში აძველებენ მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვისკებს, ჯეკ დენიელსი შირპოტრებია, თანაც ვისკი არაა. აი ძველ კასრებში დავარგებულ ნამდვილი ვისკი-შედევრები კი (მაკალანი, საუკეთესო გლენფიდიშები, გლენფარკლასი, ბოუმორი, ირლანდიური მიდლტონი), ნამდვილად არ ნატრობენ თქვენნაირ "გემოვნებიან" დამლევს.

4. keh.gif არ გინდა ეგეთი სმაილიკები, რეალში ეგრე ადვილად მაინც ვერ გადამისვამდით თავზე ხელს მისტერ მიუნჰაუზენ.
* * *
QUOTE
ამ ერთი კვირის წინ "ჯაკ დანიელსს" შეუსრულდა 157 წელი და საიუბილეო ბურბონიც მივიღეთ საჩუქრათ პირდაპირ სათავო კონტორიდან


როდის მერე გახდა 157 წელი საიუბილეოbiggrin.gif biggrin.gif ისე, როგორი გემო ჰქონდა ცხვირდაპირ "სათაო კანტორის" ბურბონს? თუ ახალი მუხის თაროზე შემოდეთ დასაძველებლად?

Posted by: Johnnie Walker 15 Sep 2007, 04:32
Dr_Zuzumbo
QUOTE
"ჯაკ დანიელსი"

ჯექ დენიელსი ბანძზე უბანძესი ვისკია საერთოდ, ვისკი არც არის, ეგ არის bourbon. მართალია დაბარძღალება.
საერთოდ, სად გაგონილა ამერიკული ვისკი?
ეგ იგივეა, რაც "რუსული საცივი", ან "ჩქმერული წიწილა ჩინურად" biggrin.gif
(ჩემს ავატარს დახედე, ვისკი აი ესაა.... Black Label smile.gif).
ახლა რომ ვწერ, თან მაგარ რამეს ვწრუპავ: Glenfiddich Special Reserve Scotch და ისეთი კაია, ავატარი ხომ არ შევიცვალო-თქო, იმას ვფიქრობ biggrin.gif
gabarzgaleba
QUOTE
შოტლანდიურს და ირლანდიურს ვგულისხმობ

ისე, ირლანდიურიც მაგარი კაკაშკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ვისკია biggrin.gif

QUOTE
ნახმარი კასრები ჯობია

ნახმარი, ძველი კასრები ნამდვილად სჯობია.
საერთოდ, ალკოჰოლი ძალიან კონსერვატიული პროდუქტია: ყველაფერი რაც ძველია, უხდება: ძველი კასრი, ძველი სარდაფი, ძველი დამზადების წესი, ძველი ბოთლი, ძველი შიგთავსი, ძველ ბინაში ჩამოსხმული, ძველი ბინების ინტერიერი, სადაც მიირთმევ, ძველი ფოტოგრაფიები (წინაპრების), ძველი სამკაული, ძველი ქალაქის პანორამა, რომელსაც შეხედავ, სასმელს რომ დასცლი....

ყველაფერი ძველი, ქალების და ცხენების გარდა! biggrin.gif
ყველაფერი ძველი... მაგრამ ქალები და ცხენები უყვარს ქორფა biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2007, 04:39
Johnnie Walker
QUOTE
ახლა რომ ვწერ, თან მაგარ რამეს ვწრუპავ: Glenfiddich Special Reserve Scotch და ისეთი კაია, ავატარი ხომ არ შევიცვალო-თქო, იმას ვფიქრობ


ეჰ, მე კიდე კახურ პინოს ვწრუპავ ამის დედავატირე.biggrin.gif

QUOTE
საერთოდ, ალკოჰოლი ძალიან კონსერვატიული პროდუქტია: ყველაფერი რაც ძველია, უხდება: ძველი კასრი, ძველი სარდაფი, ძველი დამზადების წესი, ძველი ბოთლი, ძველი შიგთავსი, ძველ ბინაში ჩამოსხმული, ძველი ბინების ინტერიერი, სადაც მიირთმევ, ძველი ფოტოგრაფიები (წინაპრების), ძველი სამკაული, ძველი ქალაქის პანორამა, რომელსაც შეხედავ, სასმელს რომ დასცლი....


ძველი მეგობრები...

Posted by: Johnnie Walker 15 Sep 2007, 04:46
gabarzgaleba
QUOTE
ძველი მეგობრები...

აუჰ, ეგ მთავარი დამვიწყებია: ძველი მეგობრები, რა თქმა უნდა..... smile.gif

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2007, 05:07
Gerard
QUOTE
Dr_Zuzumbo
ამ კაცს დაუჯერეთ!!  ჭკვიანი კაცი ჩანს! როგორც ამბობს ესეიგი ეგრეა!!!


არადა "რავარი" დასაჯერებელია biggrin.gif

Posted by: Gerard 15 Sep 2007, 10:55
Johnnie Walker
gabarzgaleba
თქვენც კარგი ,,გაქექილები,, ჩანხართ ალკოჰოლის ამბავში biggrin.gif ხოდა რა მაინტერესებს ვისკს არ ვყიდულობ არც ვიცი ფირმები,..ფასები...და 20 ლარის ფარგლებში რას მირჩევდით რომ ვიყიდო? თუ მომივა საერთოდ 20 ლარად? მეტის გადამხდელი არ ვარ!!!
QUOTE
არადა "რავარი" დასაჯერებელია

მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე Dr_Zuzumbo პოსტებს!! სხვისი არ ვიცი.

Posted by: Solveig 15 Sep 2007, 11:10
humanoidi
QUOTE
ღვინო თუ დიდი ხანია მუხის კასრში, კონიაკად გარდაიქმნება

არა, არ დაიჯერო smile.gif ღვინის სპირტიანობა იმდენი ვერ იქნება, რომ კონიაკად გადაიქცეს.

QUOTE
მასე ზოგიერთ საერთოდაც ჩიფსებს იყეებს, ანუ მუხის ნათალს,

მამაჩემმა დააძველა ეგრე..საკონიაკე სპირტი იშოვა ძალიან დიდი ხნის წინ (ჩემს დაბადებამდე) და მუხის ტკეჩები ჩაატანა. სადღაც 20 წელი აძველებდა. მე რა მეკონიაკე ვარ, მაგრამ, ძალიან არომატული კონიაკი იყო..

Posted by: Johnnie Walker 15 Sep 2007, 14:16
კონიაკის დისტილირება ღვინის სპეციალური ჯიშებიდან ხდება, ტრადიციულ შატოებში ხშირად სპეცილაურად იყენებენ ძველ, მამაპაპურ მეთოდებს (აქაც ალკოჰოლის კონსერვატიული ხასიათი და სიძველისაკენ მიდრეკილება biggrin.gif).

ბოლოს, ღვთაებრივი სითხე, დასაძველებლად, მუხის კასრში მიედინება:

user posted image

Posted by: gabarzgaleba 15 Sep 2007, 15:34
Gerard
QUOTE
თქვენც კარგი ,,გაქექილები,, ჩანხართ ალკოჰოლის ამბავში  ხოდა რა მაინტერესებს ვისკს არ ვყიდულობ არც ვიცი ფირმები,..ფასები...და 20 ლარის ფარგლებში რას მირჩევდით რომ ვიყიდო? თუ მომივა საერთოდ 20 ლარად? მეტის გადამხდელი არ ვარ!!!


სამწუხაროდ მაგ ფასში ვერაფერს იყიდი ღირებულს. ძალიან მცირე მოცულობის ბოთლი შეიძლება მოგივიდეს.

Posted by: Johnnie Walker 16 Sep 2007, 01:55
Gerard
აბსოლუტურად მართალია gabarzgaleba, მაგ ფასში ვერაფრს ვერ იყიდი.

მაგრამ რჩევა: მოდი, ნურც იყიდი! ყველაფერი თბილისის სუპერმარკეტებში რაც იყიდება არის ფირმა დეიდა მარო, შპს "დიდუბე, მეტროსთან" biggrin.gif

ეგ სუუუულ ფალსიფიკაციაა, იდეალურ ვარიანტში ოქროსუბანში არა, მაგრამ სადმე პლოვდივ-პლევენ-სტარა-ზაგორაში ჩამოსხმული, ბულგარეთში smile.gif

თუ ვინმე ჩამოგიტანს მხოლოდ საჩუქრად, საზღვარგარეთიდან, ეგაა ნაღდი. იმას ქართული აქციზი არ უკეთია smile.gif

მაგ ფასად კიდევ იყიდე ხოშიანი ქართული კონიაკი "გრემი" (2 ლარის დამატება მოგიწევს), რომელიც ის გრემი არ არის, მე რომ გრემი მახსოვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარად გამოასწორეს და კონიაკად თუ არა, სასიამოვნო სპირტიან სასმელად სავსებით დასალევია.

Posted by: bucho 16 Sep 2007, 12:02
ShadowCat
QUOTE
ვსმისლე ცივი ჩაი?

კი yes.gif

QUOTE
ნეტში არაა რეცეპტები?

ქართულად უფრო გასაგებია და თან ვინც იცის მას ვეკითხებიsmile.gif


დიდი მადლობა,რაღაც მოვაკვარახჭინე,მგონი ხალხი არ დავხოცეbiggrin.gif


მომავალშიც რამეს გკითხავbiggrin.gif

Posted by: Gerard 16 Sep 2007, 13:06
gabarzgaleba
Johnnie Walker
მადლობთ პასუხისთვის! უბრალოდ მაინტერესებდა 20 ლარს გავიმეტებდი მეტს ვერა smile.gif დაილოცოს ,,კრიშკიანი,, გომი 2 იანი ნატახტარი და ვიჩინა!!! givi.gif არც გინდა 20 დაჯე

Posted by: ShadowCat 16 Sep 2007, 14:34
bucho
QUOTE
ქართულად უფრო გასაგებია და თან ვინც იცის მას ვეკითხები

ვობშეტა.. ნი ტო ჩტო ვიცი.. ნეტში ვნახე biggrin.gif
მომავალშიც მკითხე, პოჟალუსტა smile.gif
თუ რამით შემიძლია დახმარება - დიდი სიამოვნებით yes.gif

QUOTE
მგონი ხალხი არ დავხოცე

ჯერ არ ხარ დარწმუნებული? givi.gif

Posted by: bucho 16 Sep 2007, 15:35
ShadowCat
QUOTE
ჯერ არ ხარ დარწმუნებული?

გავარკვიე,ცოცხლები არიანbiggrin.gif


პირველად რომ აკეთებ გეშინია,რაიმე პაბოჩნიე ეფექტი არ გამოიწვიოსbiggrin.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 17 Sep 2007, 10:43
ჩემ უკიდეგანო არქივიდან: ბრაუნ ფორმანის კასრების ცეხი, კასრის კეთების პროცესი.

Posted by: echoes 22 Sep 2007, 01:46
აუ ვინმეს კოქტეილი "ტანტალეხო" თუ გაუგონია ამბობენ მაგარია და თან მაგარი გრადუსიც აქვსო

Posted by: chanichano 2 Oct 2007, 01:11
QUOTE (ShadowCat @ 13 Sep 2007, 11:03 )
მოკლედ,
შაქარს და წყალს მოათავსებ პატარა ქვაბში, დადგავ დაბალ ცეცხლზე;
გააჩერებ 2 წუთის განმავლობაში (ან მანამ, სანამ შაქარი არ დადნება), თან მუდმივად უნდა ურიო.
შაქარი რომ გადნება, ცეცხლს აუწევ, რომ ადუღდეს.
ადუღებ 3 წუთის განმავლობაში (მორევის გარეშე) ან მანამ, სანამ სიროფი არ შესქელდება.
ამის მერე გადმოდგავ და გააგრილებ 15 წუთის განმავლობაში.

ამას შემოკლებით შაქრის სიროფი ქვია smile.gif

Posted by: ShadowCat 2 Oct 2007, 23:11
chanichano
QUOTE
ამას შემოკლებით შაქრის სიროფი ქვია

ეგ იმას მოკითხე, ვინც ასე დაწერა ეს რეცეპტი.
მე სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნე, copyright-ული უფლებები რომ არ დამერღვია :-))

Posted by: 2PAC 3 Oct 2007, 14:13
bucho
QUOTE
სისხლიანი მერის დამზადების ხერხს ხო ვერ მასწავლიდით?

http://forum.ge/?showtopic=33766441&view=findpost&p=6789529

Posted by: nikaa 9 Oct 2007, 21:48
კოსმოპოლიტენის გაკეთება მინდა და ინგრედიენტები ვერ გავიგე ხომ ვერ გამიმარტავთ?
countreall( ან triple sec)

cranberry juice

Posted by: ShadowCat 9 Oct 2007, 22:35
nikaa
QUOTE
countreall( ან triple sec)

ამას ვერ მივხვდი spy.gif
კონტექსტში თუ დაწერ ეგებ რაიმეს მოვაბათ თავი :-)))
QUOTE
cranberry

ქართულად "შტოში" ქვია;
რუსულად - клюква
ინგლისური განმარტება: a small sour red berry that grows on a small bush and is used in cooking. e.g. cranberry sauce

აი, ასეთი რამაა:
user posted image

ამ პოსტებს მოგვიანებით ამ თემაში გადავიტან: http://forum.ge/?f=82&showtopic=33696268
შენც გაითვალისწინე სამომავლოდ yes.gif
და კიდევ - შეიძლება ესენი გამოგადგეს:
www.translate.ge
http://babelfish.altavista.com/tr
wink.gif


Posted by: nikaa 9 Oct 2007, 23:05
ShadowCat
QUOTE
countreall( ან triple sec)

რავიცი მარტო ეს ეწერაერთ ვარიანტში countreall
მეორეში triple sec
მადლობ დახმარებისთვის 2kiss.gif

Posted by: ShadowCat 9 Oct 2007, 23:34
nikaa
ვწერე ვწერე და.. ტყუილად ვწერე biggrin.gif
"triple sec" (თურმე!) არის სასმელის დასახელება. :-)))

triple sec :
1. უფერო (ან თითქმის უფერო) ლიქიორი ფორთოხლის არომატით, რომელიც გამოიყენება მრავალ შერეულ სასმელსა და რეცეპტში, როგორც დამატკბობელი და მაარომატიზირებელი (spy.gif ანუ, არომატის მიმცემი) საშუალება.
(იხ. ვიკიპედია: http://en.wikipedia.org/wiki/Triple_Sec )
2. (მნიშვნელობა - "სამმაგად დისტილირებული") ძლიერი, ტკბილი და უფერო ლიქიორი ფორთოხლის არომატით. მას აკეთებენ კარიბის კუნძულ კურაკაოზე მოყვანილი ფორთოხლის გამომშრალი ქერქისგან.
(იხ. http://www.drinksmixer.com/desc81.html )

აი, "countreall" კი ნამდვილად არ ვიცი და ვერც ვერსად მოვძებნე rolleyes.gif
უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეგ სიტყვა არსებობს biggrin.gif google-მაც კი ვერ მონახა :-))) უპსსს... ვერც yahoo-მ მონახა.. უეჭველი რაღაც ნიტოა spy.gif
აბა სპელინგი გადაამოწმე, სწორად გიწერია?

პ.ს. ესეც შენი კოსმოპოლიტანი ვიკიზე: http://en.wikipedia.org/wiki/Cosmopolitan_%28cocktail%29
(რომ იცოდე, ი-ნეტი ძალიან საინტერესო რამაა biggrin.gif )

Posted by: nikaa 9 Oct 2007, 23:45
ShadowCat
გაიხარე 2kiss.gif გადამეხადის

Posted by: ShadowCat 9 Oct 2007, 23:48
nikaa
კაცო.. (თუ, ქალო! spy.gif)
გადაგეხადოს კი არა, რო დამაინტრიგე აქ და დამტოვე მასე..
შეამოწმეთქო, ეს countreall სწორად დაწერე თუ არა..
დადე სრული რეცეპტი, სადაც ეგ სიტყვა წერია! yes.gif biggrin.gif

Posted by: nikaa 9 Oct 2007, 23:56
ააააააააააააა მაპატიე.აი ეს ინგრედიენტი სწორად წერია http://en.wikipedia.org/wiki/Cosmopolitan_%28cocktail%29 მე მქონდა შეცდომით და მე მაპატიე

Posted by: ShadowCat 9 Oct 2007, 23:57
nikaa
აააააააა! ნუ ვსიო.. პანიატნო :-)))

გაპატიე biggrin.gif

Posted by: jorjieli 11 Oct 2007, 22:31
ShadowCat
ეს არის ალბათ: Cointreau - [kwan'-tro]
http://en.wikipedia.org/wiki/Cointreau


Posted by: ShadowCat 11 Oct 2007, 23:12
jorjieli
გავარკვიეთ უკვე მე და nikaa-მ smile.gif

Posted by: jorjieli 12 Oct 2007, 00:14
ShadowCat
ჰო, ბოლომდე არ წავიკითხე, მარგარიტას ვეძებდი და შენი პოსტები მომხვდა თვალში : )

Posted by: karlsoni 29 Oct 2007, 14:10
დათიკო
QUOTE
ჩემი პირველი თემაა (პოსტია) ამ განყოფილებაში smile.gif
ხოდა რა ხდება...
ამას წინათ აღმოვაჩინე პაპაჩემის ნაქონი პატარა 2 ლიტრიანი მუხის კასრი. ხოდა გადავწყვიტე დავაყენო კონიაკი. რადგანაც ძლიერ მიყვარს ეს სასმელი და თანაც კასრიც გაიჩითა, გადავწყვიტე ხელიდან არ გავუშვა ეს შანსი. თავდაპირველად კასრს გასდიოდა, მაგრამ წყალში ჩავდე და შეიკრა. ახლა აღარ გასდის და სანამ შიგნით რამეს ჩავასხამდე, მინდა რჩევები დავეკითხო გამოცდილ ხალხს. აბა, რას მირჩევთ ხალხნო? საერთდ ვინემ თუ იცის როგორ კეთდება კონიაკი?
ვინც კაი რჩევას მომცემს კონიაკზე დავპატიჟებ (ლეტ ჩერეზ 20 biggrin.gif )

ჯერ ჩაასხი მაგ კასრში წყალი და გააჩერე 1-2 კვირა, რომ კარგად "გაიფსნას", შემდეგ იყიდე კონიაკის მასალა და ჩაასხი.
კონიაკის მასალა უნდა იყიდო გაცილებით ბევრი, რადგან სპირტი მაინც იკარგება და ყოველწლიურად უნდა ჩაამატო.
Dr_Zuzumbo
QUOTE
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რამდნადაც გავიგე, ეგ კასრი ადრე უკვე ყოფილა გამოყენებაში და კარგი არაფერი გამოვა მაგ საქმიდან. კონიაკის დასაყენებლად კი მხოლოდ ახალ კასრს იყენებენ- ერთხელ. ასევეა მაგ. ვისკის(ბურბონის) დაყენებისასაც. ეს ინფო მეუღლისაგან ვიცი, ბრაუნ ფორმანში მუშაობს, ჯეკ დანიელსს რომ აყენებენ, იქა. ჰოდა, თავიანთი საკასრე ცეხი აქვთ და ერთხელ გამოყენებულ კასრებს მეორედ აღარ იყენებენ.

არ არის ეგრე.
კასრის გამოყენება მრავალჯერ შეიძლება, ფერსაც აძლევს და არომატსაც.

Posted by: დათიკო 29 Oct 2007, 21:46
karlsoni
QUOTE
ჯერ ჩაასხი მაგ კასრში წყალი და გააჩერე 1-2 კვირა, რომ კარგად "გაიფსნას", შემდეგ იყიდე კონიაკის მასალა და ჩაასხი.
კონიაკის მასალა უნდა იყიდო გაცილებით ბევრი, რადგან სპირტი მაინც იკარგება და ყოველწლიურად უნდა ჩაამატო.

კონიაკის მასალას ვეძებ უკვე smile.gif

Posted by: Hermess007 30 Oct 2007, 14:58
gabarzgaleba
QUOTE
საუკეთესო უნდა ვიშოვოთ, წინაპრების მუხაში საშუალო დონის სპირტს ხო არ ჩავასხამთ.

უკაცრავად შემოგეჭერით, მაგრამ მეც მაქვს ცარიელი მუხის ბოჩკა ასე 5 ლიტრი ეტევა და იქნებ მეც მაშოვნინეთ კონიაკის სპირტი, რათა ჩავასხა ამ ბოჩკაში...

Posted by: amadeus 30 Oct 2007, 14:59
ამ გახსენებაზე ბიჭებო ხომ არავინ იცით კარგი კასრების ოსტატი ?

დავიტანჯე მაგათი ძებნით არადა თურმე ადრე ძაან ბერნი ყოფილან sad.gif

Posted by: chanichano 11 Dec 2007, 02:47
აი კიდევ ერთი ჩემი საყვარელი კოქტეილი:

წითელი მთვარე

ინგრედიენტები

* 40 მლ ბროწეულის სიროპი
* 20 მლ ბრენდი
* 10 მლ ლიმნის წვენი
* 20 მლ Cream of Coconut
* გაზიანი (მინერალური)წყალი

მომზადება

წყლის გარდა,ყინულთან ერთად ჩავასხათ შეიკერში და ძლიერად შევანჯღროთ.ჩავასხათ ჭიქებში(200ml) და წყლით შევავსოთ.

user posted image

Posted by: chanichano 12 Dec 2007, 21:16
Cosmopolitan

20 მლ არაყი
10 მლ კონტრო (Cointreau )
10 ლიმნის წვენი
20 შტოში წვენი (Cranberry) ან Брусника წვენით შეგიძლიათ შეცვალოთ.

დაჩეჩქვილ ყინულებთან ერთად ჩაასხი ყველაფერი ჭიქაში, მოურიე და ცივ მარტინის ჭიქაში გადაასხი.

user posted image


Posted by: BigCrow 13 Dec 2007, 16:19
კაი თემაა, რას ერჩი...

chanichano
QUOTE
20 შტოში წვენი (Cranberry) ან Брусника წვენით შეგიძლიათ შეცვალოთ.

გრენადინი არ წავა? spy.gif chups.gif

-------------------
meditation
QUOTE
"კვანტრო"-ს ფოტოები ან ლინკი მინდა და გთხოვთ, დამეხმაროთ!

აგე...
Cointreau - ასე იწერება smile.gif

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/c/ce/Liqueur_cointreau.jpg <--- სურათი... დიდი ზეწარია და დააჭირე პროსტა სანახავად...

nanka_iuristka
QUOTE
არაყი შეგიძლია შეცვალო ჯინით, ტონიკით ან ტეკილათი...

givi.gif ხო, ტონიკით შეცვლილი ორაყი მაგარი იქნება lol.gif

Posted by: chanichano 13 Dec 2007, 16:33
QUOTE
გრენადინი არ წავა? spy.gif chups.gif

რავი შეგიძლია რომ სინჯო, იქნებ მოგწონოს. ფერი კი კარგი ექნება smile.gif
ისე კი შტოშის წვენს(უფრო სწორედ ნაყენს) ბევრად უფრო მომჟავო გემო აქვს ვიდრე ბროწეულის (გრენედინე) წვენი, ამიტო შეგიძლია ცოტა მეტო ლიმნის წვენი ჩაამატო,მე მგონი თავდაპირველ ვარიანტის მაინც ვერ აჯობებს,მაგრამ გემოვნების საქმეა smile.gif

Posted by: BigCrow 13 Dec 2007, 16:42
chanichano
ჰო, პროსტა გრენადინი უფრო პაპსაა smile.gif
ყველგან ყრია ეგა smile.gif


-----------
ერთ იმას დავწერ, მტერი თუ გყავთ ან სიდედრი, რომელიც არ გიყვართ, იმას უნდა დაალევინოთ smile.gif

ბევრი არაფერია, 50 გრამი შტრო, 50-100 ბეილიზი.
მარტინის ჭიქაში ასხამ შტროს, უკიდებ ცეცხლს, მსხვერპლს აძლევ ორ საწრუპს და იწყებს სმას... სანამ მსხვერპლი სვამს, შენ ამატებ ჭიქაში ბეილიზს, ბოლოსკენ მეორე მარტინის ჭიქაში აგროვებ ორთქლს და რომ მორჩება სმას (თუ გავიდა ბოლოში ვაბშე) მერე ასუნთქებ ამ ორთქლს, საწრუპითვე.

წინასწარ თუ არ გვაქვს დარეკილი, რაც შეიძლება მალე ვრეკავთ 033-ში და ვითესებით, სანამ ვინმემ 022-ში დარეკვა მოასწრო givi.gif


Posted by: chanichano 13 Dec 2007, 16:59
QUOTE
ჰო, პროსტა გრენადინი უფრო პაპსაა smile.gif ყველგან ყრია ეგა smile.gif

რავი აბა ,ეგ ძალიან აუცილებელი რამ არის smile.gif

ვინმემ დაწერეთ თუ რა ინგრედიენტები მოიპოვება საქართველოში, და მე(ან ვინმე სხვაც) იმისდა მიხედვით შემოგთავაზებთ რეცეპტებს.

ღვინო რომ არის საქართველოში ეგ ფაქტია,ასევე
არაყი,სხვადასავა მარკები
ლუდი, ფორთოხლის წვენი

Posted by: BigCrow 13 Dec 2007, 17:06
chanichano
ბარებში ყველაფერია smile.gif
დაყარე რეცეპტები მიდი smile.gif

Posted by: gabarzgaleba 13 Dec 2007, 17:14
chanichano
QUOTE
ვინმემ დაწერეთ თუ რა ინგრედიენტები მოიპოვება საქართველოში, და მე(ან ვინმე სხვაც) იმისდა მიხედვით შემოგთავაზებთ რეცეპტებს.


მიუხედავად იმისა, რო დედაარღნიანი ქვეყანაა, სამიქსე სასმელს საქართველოში მაინც იშოვი. რომები უფრო მეტად კუბურები იშოვება, მარა იამაიკურსა და მარტინიკულსაც გადავყრივარ, იშოვება ვერმუტებიც, კარგი არყებიც, წვენები ყველანაირი, გრეიპფრუტით დაწყებული, მოცვისა და სხვა კენკრეულის წვენით დამთავრებული, ლიქიორები, პიტნაც იშოვება biggrin.gif ლაიმი ცოტა ნაკლებად.

Posted by: chanichano 13 Dec 2007, 18:20
BigCrow
gabarzgaleba
იხილეთ ჩემიhttp://forum.ge/?f=82&showtopic=33795585&st=45
მალე ისევ განვაახლებ მაგ პროექტზე მუშაობა. მანამდე კი შეგიძლია იქ იხილოთ საინტერესო იფოები და ლინკები.

Posted by: gabarzgaleba 13 Dec 2007, 18:26
chanichano
QUOTE
იხილეთ ჩემიწინა პოსტი #5268615
მალე ისევ განვაახლებ მაგ პროექტზე მუშაობა. მანამდე კი შეგიძლია იქ იხილოთ საინტერესო იფოები და ლინკები.


კარგია, up.gif თანაც ყოველ დღე თუ განაახლებ, საერთოდაც, მნახველი არ მოაკლდება. ჩემს ბლოგზეც დაგირასკრუტკებ თუ გინდა.

Posted by: chanichano 13 Dec 2007, 18:55
gabarzgaleba
QUOTE
კარგია, up.gif თანაც ყოველ დღე თუ განაახლებ, საერთოდაც, მნახველი არ მოაკლდება. ჩემს ბლოგზეც დაგირასკრუტკებ თუ გინდა.


მადლობა
მარტო მუშაობა ძალიან რთულია, მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო yes.gif , არადა ეგ ერთადერთი ქართულ ენოვანი პროექტია სადაც სერიოზულად მინდა ბარმენობის საქმეს მივხედო.

რეცეპტების შეტანაც უადვილესია.
როცე მეცლება ხოლმე დავამატებ, მე ცოტა ქართული ტერმინოლოგია მიჭირს და გაინგლისურებაც(თუ გადმოინგლისურება) არ მინდა .

Posted by: BigCrow 14 Dec 2007, 18:01
chanichano
გადასარევია ძალიან...
რაც შემიძლია, დაგეხმარები...

Posted by: otucho 14 Dec 2007, 18:04
ბაკარდი და ბლუ კურასაო (ლიმნით) აი ძალიან მაგრად მიდის ცხელ ჩაიზე...

Posted by: BigCrow 14 Dec 2007, 18:14
otucho
ცხელ ჩაიზე? spy.gif

Posted by: miau 15 Dec 2007, 15:14
მაგარ მიქსს გასწავლით.
აიღეთ ბადაგი და გააზავეთ ცოტა სპირტით ან არყით. ისეთი დასალევია - გლეჯვა smile.gif თან ზალიან სასარგებლოცაა smile.gif
QUOTE
ტაბასკო მექსიკური სოუსია... ძაან პიკანტურია.... საქართველოში სუპერმარკეტებში თუ იყიდი.... პატარა ბოთლშია ძაან მაგრამ დაახლოებით 6 დოლარი ღირს უცხოეთში ეგ ერთი ბოთლი, საქართველოში როგორ არის არ ვიცი...

ამის რეცეპტს მოგვიანებით დავდებ smile.gif ძალიან მიყვარს ტაბასკო. smile.gif

Posted by: BigCrow 15 Dec 2007, 17:03
miau
ბადაგი რა არის? user.gif

Posted by: otucho 15 Dec 2007, 17:32
BigCrow
ყურძნის წვენს ეძახიან მემგონი

Posted by: miau 15 Dec 2007, 17:49
BigCrow
otucho
QUOTE
ბადაგი რა არის?

QUOTE
ყურძნის წვენს ეძახიან მემგონი


1/3 -ზე დადუღებულ და საჩურჩხელედ მომზადებულ ყურძნის წვენს, ე.წ. ტკბილს ეძახიან კახეთში. smile.gif

Posted by: ShadowCat 15 Dec 2007, 19:30
BigCrow
QUOTE
წინასწარ თუ არ გვაქვს დარეკილი, რაც შეიძლება მალე ვრეკავთ 033-ში და ვითესებით, სანამ ვინმემ 022-ში დარეკვა მოასწრო

ეეეემმმ....

და ცოტა კონკრეტულად რომ აღწერო, შეგიძლია? givi.gif


Posted by: BigCrow 17 Dec 2007, 06:17
ShadowCat
QUOTE
და ცოტა კონკრეტულად რომ აღწერო, შეგიძლია?

ზეპირად არა... boli.gif

მობრძანდი და დაგალევინებ... yes.gif
* * *
ShadowCat
QUOTE
და ცოტა კონკრეტულად რომ აღწერო, შეგიძლია?

ზეპირად არა... boli.gif

მობრძანდი და დაგალევინებ... yes.gif

Posted by: Andro_forza juve 17 Dec 2007, 09:37
BigCrow


რაავა ხარ ე? mo.gif

Posted by: sts110 17 Dec 2007, 11:45
ყველაზე ეფექტური, იაფი, გემრიელი და მარტივი

ვოდკა ტონიკი, 100 ვოდკით ან დაჟე 150იც შეიძლება

user posted image

Posted by: BigCrow 17 Dec 2007, 17:32
sts110
QUOTE
ვოდკა ტონიკი, 100 ვოდკით ან დაჟე 150იც შეიძლება

ლოთო შენა lol.gif

Posted by: BlaBla 17 Dec 2007, 17:58
ტეკილა სანრაიზი -- კოკტეილია ტეკილათი და კიდევ რაღაც წვენებით...

ზუსტი მომზადების წესი არავინ იცის?

Posted by: BigCrow 18 Dec 2007, 05:23
BlaBla
smile.gif

ტეკილა, ყინულიან ჭიქაში 50 გრამი, ჭიქას ავსებ ბოლომდე ფორთოხლის წვენით და ზემოდან ასხამ გრენადინს (ბროწეულის სიროფი).

შეიკი არ უნდა no.gif
ეგეც შენი ტეკილა სანრაიზი smile.gif

Posted by: Johnnie Walker 18 Dec 2007, 05:31
gigi.gif აუ, აქ რეებს ყვებით...

ამას ყველაფერს კაი კახური, მუტრუკული, შინ დაწურული და ტანინიანი რქაწითელი თუ არ სჯობდეს, ზედ დატანებული ხაშლამით, მე მომკალით biggrin.gif

სასმელის შერევა საერთოდ როგორ შეიძლება? smile.gif

ეგ მხოლოდ ისე, რა, მარიაჟ-მარიაჟის ამბავში, თორემ როდესაც რასაც ჰქვია სვამ? biggrin.gif
გამორიცხულია.

ისე, ჩვენს შორის, კოქტეილებმა და შამპანიურმა მერე კოფეს სმა იცის, კოფემ - ჟურნალების თვალიერება, ხოდა ამ ყველაფერმა ბოლოს რა იცის, გეცოდინებათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif gigi.gif

Posted by: thug 18 Dec 2007, 09:00
მე მევასება Hennessy კოკა კოლით ან პეპსი... redbull და ვოდკაც ნეჩევო... და საერთოდ კიდე შეVეცი დალევას!

Posted by: Camel 18 Dec 2007, 09:44
nanka_iuristka
QUOTE
"სისხლიანი მერი"

ინგრედიენტები:

ყინული
ტაბასკოს სოუსი
ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი
60 მლ არაყი
პომიდვრის წვენი
ნიახურის ღერო

მომზადება:
ყინული ჩადე ჭიქაში, დაამატე ტაბასკო, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიე. დაამატე არაყი, პომიდვრის წვენი, კარგად აურიე და მიიტანე ნიაურის ღეროთი.


სისხლიანი მერი საერთოდ მიდის მაღალი ჭიქით. არაყი შეგიძლია შეცვალო ჯინით, ტონიკით ან ტეკილათი...

ნებისმიერი კოქტეილის რეცეპტი, რაც არ უნდა დაგჭრიდეთ, აქ ვარ 


ისა და..არაყი ტონიკით რო შევცვალო, რითი დავთვრე ნიახურის ღეროთი?


Posted by: BlaBla 18 Dec 2007, 10:01
BigCrow
QUOTE
გრენადინს (ბროწეულის სიროფი)

ეს როგორი რა არის? ბროწეულის წვენია? მაღაზიებში იყიდება?

Posted by: sts110 18 Dec 2007, 10:57
QUOTE (Camel @ 18 Dec 2007, 08:44 )
nanka_iuristka
QUOTE
"სისხლიანი მერი"

ინგრედიენტები:

ყინული
ტაბასკოს სოუსი
ლიმონის წვენი
მარილი
პილპილი
60 მლ არაყი
პომიდვრის წვენი
ნიახურის ღერო

მომზადება:
ყინული ჩადე ჭიქაში, დაამატე ტაბასკო, ლიმნის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიე. დაამატე არაყი, პომიდვრის წვენი, კარგად აურიე და მიიტანე ნიაურის ღეროთი.


სისხლიანი მერი საერთოდ მიდის მაღალი ჭიქით. არაყი შეგიძლია შეცვალო ჯინით, ტონიკით ან ტეკილათი...

ნებისმიერი კოქტეილის რეცეპტი, რაც არ უნდა დაგჭრიდეთ, აქ ვარ 


ისა და..არაყი ტონიკით რო შევცვალო, რითი დავთვრე ნიახურის ღეროთი?

ჰაჰაჰაჰ ჰო ნიახურის ღეროშია დამალული მთელი საიდუმლოებანი, ხრენი გამოგრჩა, ეგეც აუცილებელი კომპონენტია და პლიუს ვორჩესტერ სოუსიც უნდა დაემატოს, რაც შეეხება ლიმონს არ არის აუცილებელი, გემოვნების მიხედვიტ ემატება. თრობის მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევთ თუ არაყს ჩაანაცვლებთ ტონიკით, არა ვცდები ახალი ტონიკები გამოსულა ალკოჰოლის შემცველობით gigi.gif

Posted by: Camel 18 Dec 2007, 11:03
QUOTE
ჰაჰაჰაჰ ჰო ნიახურის ღეროშია დამალული მთელი საიდუმლოებანი, ხრენი გამოგრჩა, ეგეც აუცილებელი კომპონენტია და პლიუს ვორჩესტერ სოუსიც უნდა დაემატოს, რაც შეეხება ლიმონს არ არის აუცილებელი, გემოვნების მიხედვიტ ემატება. თრობის მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევთ თუ არაყს ჩაანაცვლებთ ტონიკით, არა ვცდები ახალი ტონიკები გამოსულა ალკოჰოლის შემცველობით 



ვორჩესტერ სოუზი ცეზარ სალათის სოუზია რამდენადაც მახსოვს?

რა კავშირშია ვორჩესტერი და მერი . იკითხეთ სარკის შემდეგ ნომერში.

Posted by: sts110 18 Dec 2007, 11:15
QUOTE (Camel @ 18 Dec 2007, 10:03 )
QUOTE
ჰაჰაჰაჰ ჰო ნიახურის ღეროშია დამალული მთელი საიდუმლოებანი, ხრენი გამოგრჩა, ეგეც აუცილებელი კომპონენტია და პლიუს ვორჩესტერ სოუსიც უნდა დაემატოს, რაც შეეხება ლიმონს არ არის აუცილებელი, გემოვნების მიხედვიტ ემატება. თრობის მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევთ თუ არაყს ჩაანაცვლებთ ტონიკით, არა ვცდები ახალი ტონიკები გამოსულა ალკოჰოლის შემცველობით 



ვორჩესტერ სოუზი ცეზარ სალათის სოუზია რამდენადაც მახსოვს?

რა კავშირშია ვორჩესტერი და მერი . იკითხეთ სარკის შემდეგ ნომერში.

აჰა ნახე ლინკი და დაიჯერე, მერე მესტუმრე მე და საუკეთესო ერთი ბლადი მერი ჩემზე იყოს

http://images.google.com/imgres?imgurl=http://www.stn-trade.sk/pics/upload/namiesaj_napoj/st_mary.jpg&imgrefurl=http://www.stn-trade.sk/index.php%3Fpage_id%3D340%26menu_id%3D315&h=221&w=174&sz=6&hl=en&start=4&tbnid=6a7rTFPyX08PXM:&tbnh=107&tbnw=84&prev=/images%3Fq%3Dworchester%252Bsauce%26gbv%3D2%26svnum%3D10%26hl%3Den%26sa%3DG

thug

ჰენესის გაზავება რაღაც უცნაურად ჟღერს, ისე ერთ ბარში შევესწარი ტიპმა 100 ჰენესი მოითხოვა ვაშლის წვენით და ბარმენმა ეგრევე სარაჯიშვილი დაუსხა და ჰენესად მიყიდა, გარევის შემდეგ ეკარგება ყველანაირი დადებითი თვისებები


Posted by: BigCrow 20 Dec 2007, 05:23
BlaBla
QUOTE
ეს როგორი რა არის? ბროწეულის წვენია? მაღაზიებში იყიდება?

როგორია და ასეთი...

user posted image

Marie Brizard -ის სერიიდანაა, ბევრნაირი რაღაცა აქვს მაგას და ერთ-ერთია გრენადინი.
მაღაზიაში თუ იყიდება არ ვიცი, ალბათ კი, იმიტომ რომ... იმიტომ რომ იყიდება smile.gif
სუპერმარკეტებში არამგონია ოღონდაც boli.gif

sts110
შენა... ხვალისთვის ნიახური ხომ არ გვეყიდა?
გამიგია მაგარი მოაქვსო lol.gif

Posted by: sts110 20 Dec 2007, 10:59
QUOTE (BigCrow @ 20 Dec 2007, 04:23 )
BlaBla
QUOTE
ეს როგორი რა არის? ბროწეულის წვენია? მაღაზიებში იყიდება?

როგორია და ასეთი...

user posted image

Marie Brizard -ის სერიიდანაა, ბევრნაირი რაღაცა აქვს მაგას და ერთ-ერთია გრენადინი.
მაღაზიაში თუ იყიდება არ ვიცი, ალბათ კი, იმიტომ რომ... იმიტომ რომ იყიდება smile.gif
სუპერმარკეტებში არამგონია ოღონდაც boli.gif

sts110
შენა... ხვალისთვის ნიახური ხომ არ გვეყიდა?
გამიგია მაგარი მოაქვსო lol.gif

კარგი აზრია, დავითრიოთ ხვალ ნიახური და მოვწიოთ, მერე ტომატის წვენი უნდა მიაყოლო თურმე და 4 თითზე ხსნისო ამბობენ

Posted by: auau 20 Dec 2007, 18:13
აჭარაში მასწავლეს წყავის ნაყენის მომზადება.
1კგ წყავის მარცვლებს ვათავსებთ მინის ქილაში, ვამატებთ 1კგ შაქარს და 1 ჩაის ჭიქა სპირტს. ასე დგას ზაფხულში 1-2 თვე, ოქტომბერ-ნოემბერში გადაწურეთ და თუ სიმაგრე მეტია საჭირო, დაუმატეთ სპირტი.ისეთია, ამარეტოსგან ვერ გაარჩევ.

ახლა გთავაზობთ ჩვენებურ ვარიაციებს წყავის ნაყენის ტემაზე:
აიღეთ 0.5 ლ წყავის ნაყენი, 0.5 ლ კარგი პორტვეინი, 1ჭიქა გაციებული კარკადეს ნახარში (1 ს/კოვზი 1ჭიქაზე) და მიირთვით ყინულთან ერთად smile.gif

Posted by: InfectedMono 24 Dec 2007, 12:49
გლინტვაინს ვინ როგორ აკეთებთ?
მე მაგალითად მარტო მუსკატს და დარიჩინს ვუკეთებ და წყალს არ ვურევ.

რამე კაი რეციეპტი არ გაქვთ? user.gif

Posted by: auau 24 Dec 2007, 15:50
Breaky
QUOTE
მე ასეთი რეცეპტი მიწერია:
1ლ შავ ან წითელ ღვინოში ჩაყრი 1კგ შაქარს და წამოადუღებ. ადუღებ ცოტა შესქელებამდე და მერე დაამატებ სპირტს ან არაყს(სპირტი უკეთესია) იმდენს, რა სიძლიერისაც გინდა რომ გლინტვეინი იყოს (გასინჯავ რა). გააჩერებ ცეცხლზე 2 წუთი და გადმოდგავ.

1. ამ მასალას თუ რამდენიმე წვეთ ვარდის ზეთს დაუმატებ, მიიღებ არაჩვეულებრივ ვარდის ლიქიორს
2. ნამდვილი გლინტვეინისთვის კი საჭიროა მიხაკი, დარიჩინი, ილი (კარდამონი) გემოვნებით იხარშება ღვინო და შაქართან ერთად, ვისაც ანემია ან დაბალი წნევა, ან უმადობა აქვს, სპირტის გარაშე ასმევენ პატარა ჭიქით. ბავშვებსაც ასმევენ ხოლმე.
სპირტის მაგივრად ძალიან უხდება კუბური რომი.

Posted by: sts110 24 Dec 2007, 16:07
მორიგი მიქსი სახელწოდებით ჩივავა, ძალიან სასიამოვნო და ძლიერი დასალევია, არყის ჭიქაში ვასხამთ ნახევარ ტეკილას 25გ. ვამატებთ 25გ. კვანტროს, ჩაის კოვზით ვიღებთ შაქარს, (ნეხავარ კოვზზე მეტი) ვასველებთ კვანტროთი და ვუკიდებთ ცეცხლას, ცეცხლმოკიდებულ გამდნარ შაქარს ნელნელა აწვეთებთ ჭიქაში, ბოლოს ყოფთ საწრუპს ჭიქაში ბოლომდე და ერთ ამოსუნთქვაზე სვამტ მთელ შემადგენლობას, დააყოლეთ ლიმონი

გუდ ლაქ!

Posted by: _Yo_ 24 Dec 2007, 16:34
მორიგი მიქსი სახელწოდებაა "ასორმოცდაათი".
ვიღებთ 150 გრამ არაყს, სასურველია რუსული წარმოების. ვამატებთ ნებისმიერ წვენს ძაან რომ არ დაგვჯღანოს, ვამატებთ ლიმნის ნაჭერს სილამაზისთვის და ყინულს ყინულისთვის!

გუდ ლაქ!

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 24 Dec 2007, 17:38
1/3 ტროი პირსი, 1/3 ვიგნომი ბრაზერსი, 1/3 მაიკლ მაიერი მერწმუნეთ უმაგრესი მიქსია wink.gif

Posted by: Sh0 24 Dec 2007, 17:44
წაიკითხეთ

В. Ерофеевის "Москва - Петушки"
აი მანდაა მიქსები...აი ეგაა მართლა რომ მიქსები)))

Какой компонент "Ханаанского бальзама" мы ценим превыше всего? Ну, конечно, денатурат. Но ведь денатурат, будучи только объектом вдохновения, сам этого вдохновения начисто лишен. Что же, в таком случае, мы ценим в денатурате превыше всего? Ну, конечно: голое вкусовое ощущение. А еще превыше тот миазм, который он источает. Чтобы этот миазм оттенить, нужна хоть крупица благоухания. По этой причине в денатурат вливают в пропорции 1:2:1 бархатное пиво, лучше всего останкинское или сенатор, и очищенную политуру.

Не буду вам напоминать, как очищается политура, это всякий младенец знает. Почему-то никто в России не знает отчего умер Пушкин, - а как очищается политура - это всякий знает.

Короче, записывайте рецепт "Ханаанского бальзама". Жизнь дается человеку один раз и прожить ее надо так, чтобы не ошибиться в рецептах:
Денатурат - 100 г
Бархатное пиво - 200 г
Политура очищенная - 100 г

Итак, перед вами "Ханаанский бальзам" (его в просторечьи называют "черно-буркой") - жидкость в самом деле черно-бурого цвета, с умеренной крепостью и стойким ароматом. Это уже даже не аромат, а гимн. Гимн демократической молодежи. Именно так, потому что в выпившем этот коктейль вызревают вульгарность и темные силы. Я сколько раз наблюдал!..

Даже сам рецепт "Слезы" благовонен. А от готового коктейля, от его пахучести, можно на минуту лишиться чувств и сознания. Я, например, - лишился.
Лаванда - 15 г
Вербена - 15 г
Лесная вода - 30 г
Лак для ногтей - 2 г
Зубной эликсир - 150 г
Лимонад - 150 г

Приготовляемую таким образом смесь надо двадцать минут помешивать веткой жимолости. Иные, правда, утверждают, что в случае необходимости можно жимолость заменить повиликой. Это неверно и преступно. Режьте меня вдоль и поперек - но вы меня не заставите помешивать повиликой "Слезу комсомолки", я буду помешивать ее жимолостью. Я просто разрываюсь на части от смеха, когда вижу, как при мне помешивают "Слезу" не жимолостью, а повиликой...


Posted by: sts110 24 Dec 2007, 17:55
Sh0

ქოფი ფეისთი არ მოსულა, ეგ ჩვენც ხო შეგვიძლია, შენი პრაქტიკიდან გამომდინარე რეცეპტები შემოგვთავაზე or banned!!!
smile.gif))
ერთი ჩივავა ჩემზეა რო მოხვალ!

Posted by: _Yo_ 24 Dec 2007, 19:49
მორიგი მიქსი თემიდან "ერთი კარგად ვარწყიოთ"

ვიღებთ (ბუხოიზე) 70-80 გრამ 80იან შტროს, ვამატებთ ოც ჰა-ჰა 30 გრამ კვანტროს, ვამატებთ რედბულს რო გაიტანოს, ჭიქაში ვდებთ ლამაზ პატარა ქოლგუნას და ჭიქაზევე ვარჭობთ ლამაზ ფორთოხალუკას. მივდივართ ჩვენს ახლო მეგობართან რომელიც სადაცაა ტრაკის გასაღებს დაკარგავს და ვაწვდით ლამაზ ჭიქას! და ვეუბნებით ბოლომდეო!

გუდ ლაქ!

Posted by: westsider 25 Dec 2007, 03:46
ნახევარი წილი პერცოვკა
მესამედი წილი კარგი ბრიტანული ვისკი
მეოთხედი წილი მარაკუიას ნექტარი


გამოდის არომატული პერცოვკა მეტი გრადუსით და ეგზოტიკური გემოთი ენაზე

გირჩევტ გასინჯოთ


Posted by: BigCrow 25 Dec 2007, 03:56
_Yo_
QUOTE
ვიღებთ (ბუხოიზე) 70-80 გრამ 80იან შტროს, ვამატებთ ოც ჰა-ჰა 30 გრამ კვანტროს, ვამატებთ რედბულს რო გაიტანოს, ჭიქაში ვდებთ ლამაზ პატარა ქოლგუნას და ჭიქაზევე ვარჭობთ ლამაზ ფორთოხალუკას. მივდივართ ჩვენს ახლო მეგობართან რომელიც სადაცაა ტრაკის გასაღებს დაკარგავს და ვაწვდით ლამაზ ჭიქას! და ვეუბნებით ბოლომდეო!

givi.gif
ეგ აუცილეбляд yes.gif

Posted by: westsider 25 Dec 2007, 03:59
QUOTE
ვიღებთ (ბუხოიზე) 70-80 გრამ 80იან შტროს, ვამატებთ ოც ჰა-ჰა 30 გრამ კვანტროს, ვამატებთ რედბულს რო გაიტანოს, ჭიქაში ვდებთ ლამაზ პატარა ქოლგუნას და ჭიქაზევე ვარჭობთ ლამაზ ფორთოხალუკას. მივდივართ ჩვენს ახლო მეგობართან რომელიც სადაცაა ტრაკის გასაღებს დაკარგავს და ვაწვდით ლამაზ ჭიქას! და ვეუბნებით ბოლომდეო!

ამას ჯობია პულემიოტი მისცე და ქოლგააო უთხრა

პ.ს. იმედია ზავედენიაში არ მოუნდება გაშლა

Posted by: DOLPHIN 14 Jan 2008, 11:31
გლინტვეინის (gluhende Wein) რეცეპტს ხომ ვერ დამიწერდით?

user posted image

user posted image

Posted by: sts110 14 Jan 2008, 17:27
პახმელიაზე ყველაზე მაგარი მიქსი, არაყი არყით ერთი ნაჭერი ყინული და სლაის ოფ ლემონ

Posted by: DOLPHIN 14 Jan 2008, 17:41
გლინტვეინზე არ მეხმიანებით, ხომ? rolleyes.gif
გასაგებია, რომ ნაბახუსევს იქნებით, ს ჩემ ვას ის პოზდრავლიაემ, მაგრამ მე მაინც ველი რეცეპტს. რაღაცეები ჩემითაც ვნახე, მაგრამ აპრობირებული ვარიანტი მირჩევნია თქვენგან. smile.gif

Posted by: kraljica_korta 17 Jan 2008, 17:01
ვეხმიანები გლინტვეინს smile.gifsmile.gif

გლინტვეინის ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. ეს არის კლასიკური გერმანული Gluehwein.

ქვაბში ჩაასხით 1 ბოთლი წითელი სუფრის ღვინო, დაამატეთ 1/4 ჭიქა კონიაკი, 1 ჭიქა შაქარი, 5-6 ჩხირი დარიჩინი და ნახევარი ლიმონის ცედრა.
აურიეთ ეს ყველაფერი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი გააცხელეთ.

ზოგი რეცეპტის თანახმად, შეიძლება შაქრის მაგივრად თაფლით დატკბობა.

გლინტვეინი 2
ეს უფრო საინტერესო რეცეპტია:

მასალა: 2 ბოთლი წითელი ღვინო,
75 გ დამწვარი შაქარი
1 ჩხირი დარიჩინი,
1 ჩკ მუსკატის კაკალი (გახეხილი)
1 ჭ ბრენდი ან კონიაკი
ეს ყველაფერი ქვაბში მოათავსეთ, აურიეთ და ნელ ცეცხლზე 15 წუთი გააცხელე, თან ხის კოვზით ურიეთ.
არამც და არამც არ აადუღოთ...





Posted by: gabarzgaleba 18 Jan 2008, 20:57
http://marani2.blogspot.com/2008/01/70.html

ასე ტკარცალ-ტკარცალ გვახევენ 35 000 ფუნტს biggrin.gif

Posted by: VAR 21 Jan 2008, 20:07
ამ წუთას ჩემმა ძმამ აბსენტისა და ამარულას ნაზავი დამალევინა. სუნთქვა მიჭირს. მგონი აღარ ვევასები. ჰქვია ამ ნაზავს რამე?
* * *
მესამე ჭიქის მერე გარემო იცვლება. თითქოს ნელდება, თუ მე ავჩქარდი?! rolleyes.gif ალბათ "ალისა ვ სტრანე ჩუდეს" სანამ წავიდოდა ეგ დალია

Posted by: ALEF 30 Jan 2008, 18:46
ვინმემ თუ იცით
ლიქიორი ბლანტი რომ გამოვიდეს რას ამატებენ?

არ მიყვარს ეს წყალწყალა სახლში მომზადებულები...არადა ჩემი გაკეთებულის მუღამი მაქვს... user.gif

Posted by: sts110 1 Feb 2008, 11:56
QUOTE (ALEF @ 30 Jan 2008, 17:46 )
ვინმემ თუ იცით
ლიქიორი ბლანტი რომ გამოვიდეს რას ამატებენ?

არ მიყვარს ეს წყალწყალა სახლში მომზადებულები...არადა ჩემი გაკეთებულის მუღამი მაქვს... user.gif

მურაბა ჩაამატე და გასქელდება ალბათ

Posted by: Lele 12 Feb 2008, 16:54
QUOTE (DOLPHIN @ 14 Jan 2008, 11:31 )
გლინტვეინის (gluhende Wein) რეცეპტს ხომ ვერ დამიწერდით?

user posted image

user posted image

გლინტვეინისთვის იდეალურად ითვლება მშრალი ან ნახევრად მშრალი, დაბალი სიმაგრის ღვინო. გლინტვეინის მოსამზადებლად თავდაპირველად ადუღებენ წყალს სანელებლებთან ერთად, რაც განაპირობებს სანელებლის არომატის ბოლომდე გამოვლენას. წყალი უნდა ადუღოთ 5 წთ. შემდეგ დავამატოთ ღვინო. 1 ლ. ღვინოს ჭირდება 150 მლ. წყალი: 100-150 გ. შაქარი; სხვადასხვა სანელებლები. ბოლო დროს შაქრის ნაცვლად იყენებენ თაფლს, რაც გლინტვეინის გემოს უფრო სპეციფიურს ხდის. სანელებლებიდან გამოიყენება მიხაკი, ილი, კორიანდრი, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი; პილპილის მარცვლები, მთავარი პირობაა სანელებლები არ დაფქვათ, რადგან გლინტვეინი ნალექიანი გამოვა. დანარჩენი კომპონენტები ფანტაზიის მიხედვით შეარჩიეთ მაგ. ლიმონის ცედრა, სხვადასხვა კენკრა, ხილის ნაჭრები, და თხილი.

ყველა კომპონენტის დამატების შემდეგ გლინტვეინს აცხელებენ დაბალ ტემპერატურაზე და განუწყვეტლივ ურევენ. ტემპერატურა 70 გრადუსამდე უნდა იყოს, რასაც ვარაუდით განსაზღვრავენ - ცხელი გლინტვეინის დალევა უნდა შეძლოთ. მომზადებულ გლინტვეინს გაწურავენ საწურზე, ასხამენ სქელი კერამიკის სპეციალურ ჭიქებში. ასე მიირთმევენ გლინტვეინს გერმანელები.

Posted by: ragnarosa 13 Feb 2008, 23:20
QUOTE (gabarzgaleba @ 18 Jan 2008, 20:57 )
http://marani2.blogspot.com/2008/01/70.html

ასე ტკარცალ-ტკარცალ გვახევენ 35 000 ფუნტს biggrin.gif

მარა ბრილიანტის ბეჭედიცა gigi.gif

ისე კოკლტეილი ჰაჰა 5000 ფუნტი smile.gif

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 14 Feb 2008, 02:27
QUOTE (PsycheDroid @ 2 Apr 2007, 20:49 )
ბეილისის ტიპის სასმელის რეცეპტი არ იცით? user.gif

* * *
არავინ არაფერი იცით? sad.gif გთხოვთ რა, ძალიან მიყვარს ეს სასმელი... smile.gif

აიღე რძე, ჩაასხი კონიაკი, რაც კარგი მიტ უკეთესი, და ცივი ყავის ფხვნილი ცოტა...
დაარეგულირებ სასურველ ფერსაც და ალკ.საცsmile.gif
ყინვა ცოტა და საწრუპი ღერო..

Posted by: Mali_Mali 7 Mar 2008, 21:54
ადვილად რო კეთდებოდეს ისეთები მინდა smile.gif

და კიდე ალა ფურშეტზე სამარხვო რისი გაკეთება შეიძლება? smile.gif

Posted by: gabarzgaleba 7 Mar 2008, 22:45
Mali_Mali
QUOTE
ადვილად რო კეთდებოდეს ისეთები მინდა


არაყი და გრეიპფრუტის წვენი, ან არაყი და შვეპსი, ბრენდი და მანგოს წვენი, მაგაზე მარტივი რა გინდა biggrin.gif თუ რომელიმე კარგი ლიქიორი, ხარისხიანი ცქრიალა ღვინო (დაარა დაგაზული), რომი და ვერმუტიც მოგეპოვება, მაშინ სულ სხვა ამბავია biggrin.gif

Posted by: nanana 7 Mar 2008, 22:55
ვაშლის წვენი 1/3 + მარტინი 2/3


ანანასის წვენი 1/3+ მარტინი1/3+ ორაყი1/3



Posted by: Tvalebi 7 Mar 2008, 23:24
ბაკარდი კოლა

თეთრი ბაკრდი 30გრ.
კოკაკოლა 100გრ.

ესეც კაი დასალევია

Posted by: DrDrDrmultihonoriscausa 8 Mar 2008, 00:43
აქამდე ჩამოთვლილები არის Long Drnks და არა კოქტეილები. ჯეკი კოლა, და ასე შემდეგ.. ანუ სასმელები რომლებიც სხვადასხვას შერევის შედეგია, მაგრამ არ ხდება შეიკერის გამოყენება..
თუ კოქტეილებია მაშინ ადვილი არ ვიცი რას ქვია, ადვილი იქნებოდა ისეთი რომლის შემადგენელი ნაწილები სახლში მექნებოდა..
სამარხვო კოქტეილი? smile.gif) კაი საქმეა რას ნიშნავს...ალკოჰოლის გარეშე თუ კორკოტის კოქტეილი?smile.gif)
კოქტეილი თუ გინდა უნდა გქონდეს სასმელები და შეიკერი,ყინული კუთხოვანი და დამსხვრეული, მერე უნდა ნახო ინტერნეტში რეცეპტები და დამზადების წესი, უნდა ფლობდე ცოტაოდენ ტექნიკას მაინც და მერე შეიძლება ,,მარტივის'':) გაკეთება....
ისე მარტივს ისე სასმელს დავარქმევდი...

Posted by: VARSKVLAVTBICHUNA 10 Mar 2008, 23:51
ვინმემ თუ იცით დაწერეთ რ ან ლინკი, აი კონიაკის სპირტისგან კონიაკი როგორ გამოვიდეს..... ან მტლიანი რეცეპტი....

Posted by: exit@ 11 Mar 2008, 01:28
ჩემს საიტზე კი მიდევს რეცეპტურა მაგრამ ჯერ არ მითარგმნია ქართულად და თუ რუსული იცი ნახავ ამ საიტზე www.barmeni.ru.gg

Posted by: Zmuzu 11 Mar 2008, 13:47
VARSKVLAVTBICHUNA
ღვინო რქაწითელისგან უნდა გამოხადო არაყი.მეორედ გამოხდის დროს უნდა აიღო შუაწელი 45-50 გრადუსამდე.მერე ჩაასხამ მუხის კასრში და შეინახავ.
ერთი წელი,1 ვარსკვლავია.5 წლის მერე კი სამარკო გახდება.ოღონდ ეს საკონიაკე სპირტია.ამოღების მერე უმთავრესად ვანილით აკეთილშობილებენ,დოზები არ ვიცი,თუმცა სხვა რაღაცეებსაც უკეთებენ.რუსულ საიტებზე არსებობს ტეხნოლოგიები

Posted by: Iulius 11 Mar 2008, 14:44
Zmuzu
QUOTE
VARSKVLAVTBICHUNA ღვინო რქაწითელისგან უნდა გამოხადო არაყი.მეორედ გამოხდის დროს უნდა აიღო შუაწელი 45-50 გრადუსამდე.მერე ჩაასხამ მუხის კასრში და შეინახავ. ერთი წელი,1 ვარსკვლავია.5 წლის მერე კი სამარკო გახდება.ოღონდ ეს საკონიაკე სპირტია.ამოღების მერე უმთავრესად ვანილით აკეთილშობილებენ,დოზები არ ვიცი,თუმცა სხვა რაღაცეებსაც უკეთებენ.რუსულ საიტებზე არსებობს ტეხნოლოგიები


რქაწითელი ქარხნის უნდა იყოს თუ ოჯახის?

Posted by: Zmuzu 12 Mar 2008, 18:57
Iulius
მთავარია სუფთა იყოს. ქარხნის გაფილტრულია და უკეთესი იქნება

Posted by: exit@ 13 Mar 2008, 20:21
ისე ყველზე მეტად მიყვარს კოქტეილების კეთება
ადვილად გასაკეთებელი მემგონი უკვე კოქტეილი აღარ არის ეგsmile.gifანუ ზოგადად კოქტეილის სიტყვა სიტყვით თარგმანი ნიშნავს მამლის კუდს,
სხვადასხვა კომპონენტის შერევის შედეგად გამოდიოდეს იდეალური გემო აი ეგ იქნება კოქტეილიsmile.gif!!!
* * *

apple jack_ OLD.F SHAKE jack daniel's-50,apple juice-50,mix-20
blue eyes_ COC.G SHAKE Gin-20,martini B-40,blue curacao-20,lemon fresh-10
manhatan_ OLD.F BILD canadian club-50,martini R-30,angostura-5
white lady_ COC.G SHAKE Gin-40,triple sec-25,mix-10
cosmopolita_n COC.G SHAKE Fin crambery-50,kvantro-30,crembery juice-40,fresh-15
side car _ OLD.F SHAKE brandy-50,triple sec-30,mix-30
rusty neli_ OLD.F SHAKE red label-50,drambui-40,fresh-10
kamikadze_ OLD.F SHAKE vodka-50,triple sec-30,mix-30
mojito_ HIGH.B Stir+shake bacardi B-60,lime 1/2,mint-15gr,sprite-100,angostura-5,brown sugar-15
caipirinha_ HIGH.B Stir+shake pitu-60,lime-1/2,brown sugar-15,sprite-100
caipiroska_ OLD.F Stir+shake vodka-60,lime-1/2,brown sugar-15
caipifruita_ HIGH.B Stir+shake apricot brandy-60,lime-1/2,brown sugar-15
caipibrandy_ OLD.F Stir+shake brandy-60,lime-1/2,brown sugar-15
june bug_ hiGH.l SHAKE malibu-25,meloun-25,banana likior-25,pinaple juice-100,mix-10
garibaldi_ HIGH.L BILD campari bitter-50,oringe juice-150
seabreeze_ HIGH.B BILD vodka-50,cranbery juice-100,grefrut juice-50
gin tonic_ HIGH.L BILD Gin-50,tonic-150
cuba libra_ HIGH.L BILD bacardi B-60,coca-cola 150
snowy sun_ HIGH.B BILD advocat-50,redbull-150
cicilian cat HIGH.L BILD Gin-50,cicilian oringe juice-150
scredraiver HIGH.L BILD vodka-50,oringe juice-150
bloody mary HIGH.B SHAKE vodka-50,tomat juice-200,fresh-10,worch-7,tobasko-3-4,solt/peper
sprite comfort HIGH.L BILD southem comfort-50,sprite-150
tekila sunrise HIGH.L BILD tekila B-50,oringe juice-150,grenadine-15
harvey wallbanger HIGH.L BILD vodka-50,galiano-30,oringe juice-150
gr.mexikam SHOT BILD tekila B-25,mint likior-25,fresh-10
redmexikan SHOT BILD tekila B-25,strawbery likior-25,fresh-10
black mexikan SHOT BILD tekila B-25,kalhua,25 kahlua=25,fresh-10
silver mexikan SHOT BILD tekila B-25,malibu-25,fresh-10
gold mexikan SHOT BILD tekila B-25,galiano-25,fresh-10
KGB SHOT BILD galiano-20,beilis-20,kalua-20
BMW SHOT BILD beilis-20,malibu-20,wiskey-20
AUDI SHOT BILD malibu-15,kvantro-15,tekila-15,sambuka-15
hi joe SHOT BILD bacardi B-25,malibu-25,tabasko-5
clouds SHOT BILD sambuka-25,malibu-25,beilis-10
medusa SHOT BILD bacardi B-20,malibu-20,triple sec-20,beilis-10
hirosima SHOT BILD sambuka-20,beilis-20,absente-20,grenadine-10
gold milk SHOT BILD sambuka-25, gold strike-25
amfetamin SHOT BILD abset-20,sambuka-15, creme de mente-15, fresh-10
gr.mankey SHOT BILD kahlua-15, galliano-15, absent-20, fresh-10
batelry nipples SHOT BILD bailes-20, couantro-20, sambuk-20, grenadine-20
basketball SNIPTER BILD brandy-30, couantro-30
gr.basketball SNIPTER BILD absent-30, countro-30
snak tears COC.G BILD tekila B-40,kahlua-25,fresh-25,tabasko-5,cinamon
banditos ------------- ----------
tekila boom OLD.F BILD tekila-50,sprite-150,grenadine-10,fresh-10
Mr.cocaine COC.G BILD bacardi B-40,milk-30,galliano-30
lamborgini COC.G BILD galliano-20,beilis-20,kahlua-20,sambbuka-20,curacao-20
tsunami OLD.F BILD tekila-50,redbull-150
kukaracha SHOT BILD tekila B-20,kahlua-20,cola-cola-20
kazantip SHOT BILD beilis-15,kahlua-15,sambuka-15,absente-15
SWITCH SHOT BILD WHISKY25,AMRETO,25,FRESH.10

NO ALCO

VIRGINE MARY HIGH.B stir-shake lime-1/2,mint-15,sprite-150,brown sugar-15,
kiwi kolada milkshake blend kiwi-1,kiwi toping-50,coconut creme-30,pinapple juice-100,pinapple 1 puzz
pinaple kolada milkshake blend pinaple-1r,coconut creme-30.pinaple juice-130,banana-1/3
strawbarykolada milkshake blend strawbery-30&banana-30toping,banana-1/3,coconut creme-30,pinaple juice-100

* * *
აარჩიე რომელიც გინდა და აკეთე და იყავი მგონი გეყოფა ეს ნუსხა და თუ არა მერე დავამატებ
* * *
ეს დიდი ასოებით რაც წერია ეს ჭურჭლის სახელებიაsmile.gif>:P

Posted by: mekvle 30 Apr 2008, 10:15
მე როგორც ვიცი, საკონიაკე სპირტი არა არაყისგან, არამედ ღვინისგან მზადდება. ღვინო მაღალმჟავიანობით უნდა გამოირჩეოდეს და დასალევად (როგორც ღვინო) დიდი ვერაფერიშვილი უნდა იყოს smile.gif ციცქაზე, ცოლიკაურზე, ჩინურზე, გორულ მწვანეზე, რქაწითელზე და მანავის მწვანეზე ენა ვის მოუბრუნდება, თქვას, უხარისხო ღვინოები მზადდებაო, მაგრამ სწორედ ამ ჯიშებიდან აკეთებენ იმ მაღალმჟავიან ღვინოს, რითაც მერე საკონიაკე სპირტი იხდება. თავის დროზე ეს საკითხები გამოწვლილვით შეისწავლა დავით სარაჯიშვილმა, რომელიც სპეციალურად ჩავიდა კონიაკის სამშობლოში და ორი წელი იქ სწავლობდა უცხო ტექნოლოგიებს. მერე ამ ამბავში ჩართო მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს ქართული ვაზის ჯიშების თვისებები და სწორედ ზემოთჩამოთვლილი ჯიშები გამოარჩიეს. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომელ მიკროზონაში უფრო კარგი ღვინომასალა შეიძლება მივიღოთ კონიაკისათვის. ასეთად საუკეთესოდ მიიჩნევა _ ყვარლის რაიონი, განსაკუთრებით კი _ ენისელი, გრემისა და შილდას მიკროზონა.

* * *
ვინმემ თუ იცით კონიაკის დაძველების აღმნიშვნელი ფრანგული კლასიფიკაცია ეტიკეტისათვის, იქნებ დაწეროთ რა... ძალიან მჭირდება. აი, XO და ა.შ. _ ახლა უკვე ქართული ბრენდებიც ასე აწერენ, ვარსკვლავების ნაცვლად...


* * *

გუგლში მხოლოდ კალვადოსის დაძველების აღმნიშვნელი კლასიფიკაცია ვიპოვე. დაახლოებით ასეთივე უნდ აიყოს კონიაკისაც, მაგრამ მე ზუსტი ინფორმაცია მჭირდება.

"ტრუა ეტუალი" (Trois Etoiles-"სამი ვარსკვლავი", საფრანგეთი), "ტროა-პომი" (Trois Pommes-"სამი ვაშლი", საფრანგეთი)-სამწლამდე დაძველება ხის კასრებში.

"ვიე" (Vieux)-"ძველი", "რეზერვი" (Reserve)-მინიმუმ სამწლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ვო" (V.O.), "ვიეი-რეზერვი" (Vieille Reserve)-მინიმუმ, 4-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ვსოპ" (V.S.O.P.)-მინიმუმ 5-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

"ექსტრა" (Extra), "ნაპოლეონი" (Napoleon), "ორდ?აჟი" (Hors d?Age), "აჟ ინკონი" (Age Inconni)-მინიმუმ, 6-წლიანი დაძველება ხის კასრებში.

* * *

ამასობაში საინტერესო ინფორმაცია ვიპოვე _ კონიაკის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ საიტზე "დავისვენოთ.ge":

წარმოების ტექნოლოგია

კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება.

კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გადარეკვა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გადარეკვა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გადარეკვა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.

მეორე გადარეკვა განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას bonne chaaffe ჰქვია. სპირტი 12 საათის განმავლობაში ნელა გადაირეკება. ისევე, როგორც პირველი დისტილაციის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ერთი "გული". სითხე, რომლის სიმაგრეც 69-დან 72 გრადუსამდე მერყეობს, შემდგომში დაძველდება.

შემდგომი ეტაპი კონიაკის დაძველებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. სასმელი 350 ლიტრიან მუხის კასრებში, 3-დან 5 წლამდე და ზემოთ, ძველდება. მასალა, რომლისგანაც კასრია დამზადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონიაკის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის შეიძლება 100 წელს აღწევდეს.

მსოფლიოში კონიაკის უმსხვილესი მწარმოებლები არიან: "ჰენნესი" (Henessy), "მარტელი" (Martell), "რემი მარტენი" (Remy Martin) და "კურვუაზიე" (Courvoisier), რომლებიც კონიაკის წარმოების 70%-ს იკავებენ.

Posted by: tos-ka 30 Apr 2008, 10:57
გაბარძგალება და ბატონი ჯონი ამ თემაში, სასწრაფოდ! yes.gif

Posted by: gabarzgaleba 29 May 2008, 16:40
http://vinoge.com/content/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

The Ritz Side Car
ფასი: $515

Martini on the Rock
$10,000

Dazzle
$51,200


ასევე სხვა ძვირფასი კოქტეილების მომზადების რეცეპტები.

Posted by: kukuruku 29 May 2008, 19:56
საინტერესოა, გემოც ასეთი ძვირი აქვს ამ კოქტეილებს?
ნეტავ რა შეგრძნებაა ერთი კაი ბინის ფასს ერთ ჭიკა კოქტეილში რომ გადაიხდი? biggrin.gif

Posted by: HoNeY 5 Jun 2008, 11:25
მოკლედ მაქვს 50 წლის ქართული კონიაკი "თბილისური" და მინდა გაყიდვა ...ხომ ვერ მეტყვით რა ღირს მსგავსი სასმელები და სად შეიძლება გავყიდო? ანუ ვინმე ხომ არ იცით ვინც არის კოლექციონერი მსგავსი სასმელების?

Posted by: amadeus 5 Jun 2008, 11:48
HoNeY
ბოთლში ნადგამი კონიაკი 100 წლისაც რომ იყოს მაინც არაა ასის
რადგანაც კონიაკი კასრთან უშუალო კავშირის დროს ძველდებაsmile.gif
ჯერ ნახე მისი ვარსკვლავი რამდენია და მერე გეტყვით მის წლოვანებას და ფასს smile.gif

Posted by: gabarzgaleba 5 Jun 2008, 12:32
HoNeY
QUOTE
ოკლედ მაქვს 50 წლის ქართული კონიაკი "თბილისური"


თუ თბილისი?

Posted by: HoNeY 5 Jun 2008, 14:57
gabarzgaleba
QUOTE
თუ თბილისი?

ხო "თბილისი"

amadeus
QUOTE
ჯერ ნახე მისი ვარსკვლავი რამდენია და მერე გეტყვით მის წლოვანებას და ფასს

მოკლედ არის 1958 წელს გამოშვებული, თბილისის 1500 წლისთავზე მიძღვნილიაოო, და ზედ აწერია რომ 15-20 წლის დაძველებითაოო.
5 ვარსკლავიანია....

მიახლობით მაინტეერსებს რამდენად გაიყიდება და ვის უნდ ამივმართო ... ანუ ვყიდით რა

Posted by: gabarzgaleba 5 Jun 2008, 15:07
HoNeY
QUOTE
მოკლედ არის 1958 წელს გამოშვებული, თბილისის 1500 წლისთავზე მიძღვნილიაოო, და ზედ აწერია რომ 15-20 წლის დაძველებითაოო. 5 ვარსკლავიანია....

მიახლობით მაინტეერსებს რამდენად გაიყიდება და ვის უნდ ამივმართო ... ანუ ვყიდით რა


საქართველო რო ნორმალური ბაზარი იყოს, აუქციონზეც კი გაყიდიდი საკმაოდ კაი ფასში მაგ ბოთლს, მარა სადაა აუქციონი და კაი ცხოვრება biggrin.gif სამწუხაროდ ეგეთი მუშტარიც ძაან ცოტაა საქართველოში. თუმცა მაინც "გავაბაზრებ", იქნებ ვინმე დაინტერესდეს smile.gif

Posted by: amadeus 5 Jun 2008, 15:09
HoNeY
გასაგებია და დაახლოებით რამდენი გაქვს გუნებაში რომ აიღო მაგაში?

Posted by: HoNeY 5 Jun 2008, 15:21
amadeus
მოკლედ რომ ვიცოდეთ მიახლობით რა ღირს მასგავსი რაღაცეები გეტყოდით...მოკელედ არ ვიცით...მაგიტომ ჯერ just დავწერე იქნებ ვინმემ მიახლობითი ფასი გვითხრას ან ...ვინმე ვიც არის დაინტეერსებული მსგავსი რაღაცეებით....

Posted by: amadeus 5 Jun 2008, 15:27
HoNeY
ჩემი რჩევა იქნება არ გაყიდო ფული თუ ძაან არ გჭირდება რა თქმა უნდაyes.gif
მერე აქ გვითხარი ბიჭებს მოვალთ და გავხსნით გავსინჯავთ და დიდ მადლობასაც
მოგახსენებთ biggrin.gif ასე არ ჯობია? gigi.gif

Posted by: HoNeY 5 Jun 2008, 15:46
amadeus
ჩემი არ არის თორემ აქამდე დავიმხობდი თავზე ისე რომ არც დავხედავთი რა კონიაკია gigi.gif

ჩემი ნაცნობი ქალი ყიდის მთხოვა გამაყიდინეო და ეგაა ..ძაან უჭირს ხო yes.gif

Posted by: amadeus 5 Jun 2008, 15:48
HoNeY
ოკ გავიკითხავ ფასს

Posted by: mekvle 5 Jun 2008, 19:56
QUOTE (amadeus @ 30 Oct 2007, 13:59 )
ამ გახსენებაზე ბიჭებო ხომ არავინ იცით კარგი კასრების ოსტატი ?

დავიტანჯე მაგათი ძებნით არადა თურმე ადრე ძაან ბერნი ყოფილან sad.gif

აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემაში "იდეა, ფული და ერთი შანსი" დაფინანსდა პროექტი, რომლის თანახმადაც, მაიკოპის მუხის იმპორტირებული ნედლეულით ქ. თელავში დაიწყეს მუხის კასრების დამზადება.

ერთი წლის შემდეგ უკვე აჩვენეს ამ პატარა ქარხნის წარმოების ამბავი, სადაც რამდენიმე კასრის ოსტატიც გაგვაცნეს. მათ შორის იყო ერთი 80-ს მიტანებული კაცი, რომელიც უწინ, საბჭოთა პერიოდში, მუშაობდა კასრების წარმოებაში და ახლა მის გამოცდილებას იყენებენ.

დღეის მდგომარეობა აღარ ვიცი, რა ბედი ეწია ამ კასრებს და თელაველ ოსტატებს. სიუჟეტში კი ამბობდნენ, რომ ექსპორტზე გასვლა გაგვიჭირდება და არც ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე დავმკვიდრდეთო.

Posted by: @SOPO@ 30 Sep 2008, 00:06
შერიდანის რეცეპტი მაინტერესებ, რისგან მზადდება?

Posted by: ragnarosa 30 Sep 2008, 13:01
QUOTE (gabarzgaleba @ 29 May 2008, 16:40 )
http://vinoge.com/content/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

The Ritz Side Car
ფასი: $515

Martini on the Rock
$10,000

Dazzle
$51,200


ასევე სხვა ძვირფასი კოქტეილების მომზადების რეცეპტები.

ეს კოკტეილები იმიტოა ასე ძვირი რო

ზოგში ოქროს თხელი ფენაა კიდეებზე და ბრილიანტი თვითონ კოკტეილში + ერთი ბოთლი ინგრედიენტი 10000 $ იწყება

ლუდოვიკოს ღვინო თუ რაღაცაა gigi.gif

Posted by: ტაბუ 23 Nov 2008, 23:45
გლინტვეინი
ამ ფორუმის ფარგელბში ვერსად ვერ ვიპოვნე გლინტვეინის კარგი რეცეპტი. მაშ ასე - ნამდვილი, გემრიელი გლინტვეინის გამოცდილი რეცეპტი.

დაგჭირდებათ:
წითელი ღვინო - 0.75 ლ (1 ბოთლი)
მიხაკი - 5-6 ყვავილი
დარიჩინი - 3 ნატეხი (გემოვნებით)
დაფხვნილი მუსკატის კაკალი - 1/4 კოვზი (შეგიძლიათ საერთოდ არ გაუკეთოთ)
ლიმნის ცედრა - 1 მთლიანი ლიმნიდან
შაქარი - 1/2 ჩაის ჭიქა (შეგიძლიათ უფრო დაატკბოთ, გემოვნების საკითხია)
წყალი - 1/2 ჩაის ჭიქა

აქვე, რაც შეეხება ღვინოს - დაგჭირდებათ წითელი მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინო. აუცილებელი არ არის გლინტვეინისთვის 30 წლიანი დაძველების ღვინო გააფუჭოთ. ამ მიზნით სრულიად გამოსადეგარია ე. წ. სუფრის ღვინო, მაგრამ ღვინოს არ უნდა დაჰკრავდეს მომჟავო გემო (როგორც ხშირად ქართულმა სუფრის ღვინოებმა იციან). თუ ბოთლის ღვინით გადაწყვიტეთ გაკეთება (მე ამ ვარიანტზე ვჩერდები ხოლმე), მაშინ სუპერმარკეტში ყველაზე დაბალფასიანი წითელი ღვინო შეგიძლიათ შეარჩიოთ.

მომზადება:
პირველ რიგში თურქული ყავის მადუღარაში (ან რაიმე პატარა ჭურჭელში) ჩასხით წყალი, ჩაყარეთ მიხაკი, დარიჩინი, მუსკატი და ლიმნის ცედრა და აადუღეთ. ადუღეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ამასობაში შუშის ან კერამიკის ცეცხლგამძლე ჭურჭელში (სასურველია მოერიდოთ ლითონის ქვაბს) ჩაასხით ღვინო და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. როგორც კი შეთბება, ჩაასხით მასში წინასწარ გამზადებული ნაყენი და ჩაყარეთ შაქარი. შეგიძლიათ მზადების პროცესში გასინჯოთ მიღებული ნარევი და შაქარი კიდევ დაუმატოთ გემოვნებით. გააგრძელეთ ღვინის გაცხელება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში (!) არ აადუღოთ. ისევე, როგორც ყავა, გლინტვეინიც კარგია, სანამ ადუღებულა. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩათვალეთ რომ მთელი ცდა წყალში ჩაგეყარათ. გლინტვეინი უნდა იყოს დაახლოებით 70-80 გრადუსის ტემპერატურისა. სჯობია ცეცხლიდან ცოტა ადრე გადმოდგათ (საკამრისა ცხელი), ვიდრე აგიდუღდეთ.
გახსოვდეთ უპირველესი ჭეშმარიტება: "თუკი გლინტვეინი აგიდუღდათ, გამოსწორების ერთადერთი გზაა იგი გადაასხათ საკანალიზაციო მილში" (ჩემი სიტყვები არ გეგონოთ)!

რაც შეეხება სუფრაზე მიტანას - თუ სასმელს გამზადებისთანავე არ შეექცევით, მაშინ შეგიძლიათ თერმოსში ჩაასხათ და ასე შეინახოთ, მაგრამ თუ 1 საათზე მეტხანს აპირებთ თერმოსში გაჩერებას, მაშინ ლიმნის ცედრა აუცილებლად ამოიღეთ სასმელიდან.

გლინტვეინს სვამენ შუშის სქელკედლიანი (მაღალი ტემპერატურის გამძლე) ჭიქებიდან. შეგიძლიათ გააფორმოთ დარიჩინის ჩხირებით.

Bon Apetit!

Posted by: Lilith 24 Nov 2008, 10:51
Taboo
QUOTE
გლინტვეინი

love.gif ძალიან მაგარი იყო 2kiss.gif

Posted by: ტაბუ 24 Nov 2008, 23:05
Lilith, თქვენი მორთმეული მარტინიც უგემრიელესი იყო up.gif
კიდევ გვეწვიეთ გლინტვეინზე alk.gif

Posted by: rprp 27 Dec 2008, 13:48
მაინტერესებს თუ შეიძლება სადმე თბილისში პატარა მუხის კასრუნას ყიდვა, ჰა ჰა 5 ლიტრიანიsmile.gif ( უფრო პატარაც მოსულა) 500 კილოიანს მივაგენი უკვე. ყური მქონდა მოკრული რომსაჭაშნიკოშიაო, მაგრამ საშაშნიკო სულ აღარ დამხვდაsad.gif იქნებ მიმასწავლოთ რამე, ძალიან მინდა ამ საახალწლოდsmile.gif

Posted by: mamalo 30 Dec 2008, 14:52
მგონი ასეთი თემა ჯერ არ არსებობს, ჰოდა იქნებ აქვს არსებობის უფლება (მოდერების საყურადღებოდ ვამბობ ამას).
ჩემის აზრით მეტად მნიშვნელოვანი თემაა, რამეთუ კულინარიის თავი და თავია, კარგი სასმელი მე პირადად ჭამის საღერღელს მიშლის ხოლმე.

მაშასადამე, მე გუშინ დავლიე ბაგრატიონის სამეფო, ზომიერად, რომ არ დავმთვრალიყავი ისე, ფრიად ნასიამოვნები დავრჩი.
მივაყოლე რაღაც-რაღაც სენდვიჩები და ბუტერბროდები, ნუ პრეზენტაციაზე ვიყავი და ფურშეტს გეახელით (დიდი ვერფერი ფურშეტი იყო, ასე რომ არავის დაგწყდეთ გული).

Posted by: didi bege 30 Dec 2008, 15:05
სასმელებზე დალევაზე და ჭამაზეა, ამ განყოფილებაშI თემები მეტი კი არაფერზე smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: mamalo 30 Dec 2008, 15:14
didi bege
QUOTE
სასმელებზე დალევაზე და ჭამაზეა, ამ განყოფილებაშI თემები მეტი კი არაფერზე


ეს კონკრეტულად ეხება მხოლოდ იმას თუ რა დავლიეთ, თუ არის თემა რა გავაკეთე, ამან რა დააშავა?

Posted by: miau 30 Dec 2008, 15:25
mamalo

მოდი განა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ თუ რა დავლიეთ, არამედ ზოგადად სასმელებზე, მათი მომზადების ტექნოლოგიები შესახებ, ასევე იმაზე თუ რა მოგვწონს და იშვიათად იმაზეც - გუშინ რა დავლიეთ smile.gif
გადავაკეთებ სათაურს.

"ალკოჰოლური სასმელები"
* * *
mamalo
QUOTE
თუ რა დავლიეთ, თუ არის თემა რა გავაკეთე, ამან რა დააშავა?


აქ ჩვენ კულინარიის ხელოვნებაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, გუშინ რა დავლიეთ და რა ვჭამეთ, ამაზე მხოლოდ შიგადაშიგ, მაშინ ასე მოვილაპარაკოთ, თემის "რა გავაკეთე" მსგავსად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დავლიეთ, მაგრამ რეცეპტიც მოვაყოლოთ და საკუთარი გამოცდილებაც გავუზიაროთ ერთმანეთს. wink.gif

Posted by: Johnnie Walker 30 Dec 2008, 15:28
miau
QUOTE
მოდი განა მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ თუ რა დავლიეთ, არამედ

რა დავაყოლეთ, იმაზეც biggrin.gif

Posted by: miau 30 Dec 2008, 15:29
Johnnie Walker

სერ, ცალკე არის გახსნილი თემა ღვინისა და საჭმლის შეხამების შესახებ და იმას გადავუკეთებ სათაურს და განვაზოგადებ, მშვენიერი იდეაა. smile.gif
რა ვიცი, წინააღმდეგები ხომ არ ხართ? smile.gif

Posted by: mamalo 30 Dec 2008, 15:34
miau

მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, თემა იმიტომ წამოვიწყე რომ თავისთავად საინტერესოა, ხოლო განზოგადება მხოლოდ წაადგება.

Posted by: miau 30 Dec 2008, 15:37
mamalo

ძალიან კარგი თემი ავტორი რომ თანახმაა smile.gif
ამას შემოვუერთებ ღვინის ტექნოლოგგიისა და ლუდის თემას და ამ სასმელებზე აქ ვისაუბროთ.
კიდევ ერთი შეკითხვა - ალკოჰოლური სასმელების მიქსები ალბათ აქ უნდა გაერთიანდეს, არა?

ვფიქრობ ასეთ რაღაცასაც, იქნებ კოქტეილების და მიქსების თემა ცალკე იყოს და იქ ეცეპტები ჩავწეროთ, ასევე ღვინის თემა (რომელიც საქართველოში ძალიან აქტუალურიცაა და , რომ იტყვიან, ცალკე თემაა) .
?? smile.gif

Posted by: mamalo 30 Dec 2008, 15:48
miau

აბსოლუტურად გეთანხმებით

Posted by: DonCaredo 30 Dec 2008, 21:43
გამარჯობათ. მე ლუდი მაინტერესებს, აი სახლებში ხომ წურავენ ღვინოს, და ლუდი არ შეიძლება რომ დაიწუროს?

Posted by: rockataka 3 Jan 2009, 22:15
ეს რას ფასობს საქართველოში და თუ არის კულინარებში მისი მოყვარული ვინმე?
ჩემთვის მაგალითად, ნომერ პირველია. ჩვენი ჭაჭის შემდეგ yes.gif
http://www.radikal.ru

Posted by: Johnnie Walker 3 Jan 2009, 22:19
rockataka
ძალიან სერიოზული რამეა biggrin.gif

საქართველოში ყველა ვისკი ფალსიფიცირებულია,

მაგრამ გლენფიდიკი არც ნაღდი, არც ფალსიფიცირებული არ შემხვედრია.

Posted by: Cousteau 3 Jan 2009, 22:24
user posted image

sleep.gif

love.gif

Posted by: rockataka 3 Jan 2009, 22:33
Johnnie Walker
ისრაელში 80$ დან იწყება და მიდის მაღლა ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ მე დიუთი Fრიში ვუზაკაზებ ხოლმე თუ ნაცნობი მიდის ვინმე და საკმაოდ ნაკლებ ფასად ვყიდულობ.

* * *
Cousteau
ჯინს ვერანაირად ვერ დავუმუღამე. იმენნა გემო არ მევასება sad.gif

Posted by: kanonika 4 Jan 2009, 00:04
DonCaredo
QUOTE
ლუდი არ შეიძლება რომ დაიწუროს

მგონი ლუდი უნდა მოიხარშოს

Posted by: Johnnie Walker 4 Jan 2009, 00:13
mamalo
QUOTE
კულინარიის თავი და თავია, კარგი სასმელი მე პირადად ჭამის საღერღელს მიშლის ხოლმე.

მოკლედ... ერთი რამ გამახსენდა:

მსოფლიოს მსხმელი ხალხები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: ვინც ჭამს და სასმელს აყოლებს და ვინც სვამს და საჭმელს აყოლებს biggrin.gif

ჩვენ ნაღდად იმათ ვეკუთვნით, ვინც სვამს და აყოლებს. მაგრამ მაგალითად, ფრანგები - ჭამენ და სასმელს აყოლებენ.

მაგრამ ამ ქვეყნიერების ერთი დიდი სასწაული - ფრანგული ღვინო - შარდონე, კაბერნე-სოვინიონი, შატონეფი, შაბლი, მერლო... რომელი ერთი ვთქვა? სწორედ ფრანგებმა შექმნეს biggrin.gif

უცნაურია - ალკოჰოლიან სასმელებზე თემა გახსენით, პირველი გვერდი დამთავრდა და ფრანგული ღვინო არავის არ გახსენებია...

ბარძღალ, სადა ხარ??? gigi.gif

Posted by: Cousteau 4 Jan 2009, 00:46
QUOTE (rockataka @ 3 Jan 2009, 22:33 )

Cousteau
ჯინს ვერანაირად ვერ დავუმუღამე. იმენნა გემო არ მევასება sad.gif

რასამბობ : ) მაგრად მიყვარს ეს სასმელი
თან მაგარი ქაჯივარ, ჯინს უარაფროდ ვსვავ, ეგრე უფრო მომწონs gigi.gif

ვისკი მაგრად არმიყვარს : ს, ვისკი და კონიაკი, ჰენესი X.O რაღაც ცეცხლის ფასი ღირს და მაგრად არ მომეწონა : /

Posted by: rtuli 4 Jan 2009, 00:51
Cousteau
QUOTE
რაღაც ცეცხლის ფასი ღირს და მაგრად არ მომეწონა : /

ეტყობა ცეცხლის ფასი არმოგწონს თორე,ნამდვილ კონიაკს რა ჯობია!!!

ჯინი+ტონიკი კატასტროფაა no.gif

Posted by: Cousteau 4 Jan 2009, 00:55
QUOTE (rtuli @ 4 Jan 2009, 00:51 )
Cousteau
QUOTE
რაღაც ცეცხლის ფასი ღირს და მაგრად არ მომეწონა : /

ეტყობა ცეცხლის ფასი არმოგწონს თორე,ნამდვილ კონიაკს რა ჯობია!!!

ფასი არაფერ შუაშია არ მომწონს ეგ სასმელი smile.gif კონიაკს ვერაფრით ვერ დავუმუღამე

QUOTE

ჯინი+ტონიკი კატასტროფაა no.gif

კატასტროფაა ტონიკით yes.gif
ისე ჯინი love.gif


სასმელზე, ზოგადსაგანმანათლებლო საიტი ხო არ იცით რამე?

Posted by: Johnnie Walker 4 Jan 2009, 00:58
Cousteau
QUOTE
არ მომწონს ეგ სასმელი  კონიაკს ვერაფრით ვერ დავუმუღამე

მით უარესი კონიაკისათვის wink.gif biggrin.gif

Posted by: rtuli 4 Jan 2009, 01:03

QUOTE
სასმელზე, ზოგადსაგანმანათლებლო საიტი ხო არ იცით რამე?

no.gif

Posted by: M43DL0 4 Jan 2009, 19:30
1/4 full cube ice
2 shots vodka
1 shot blue curacoa
1 shot tequila silver
l shock Red After shock
1 shot goldschlager
1 shot White sambuca
1 shot Blue tonic
1 shot After Shock (Blue)
to taste lemonade

Posted by: Unfinished_Sympathy 4 Jan 2009, 19:49
ეგ კი კარგი მარა smile.gif ბარემ როგორ კეთდება ეგეც დაწერეთ ხო? chups.gif

აი მაგალითად, მანდარინისა და ფორთოხლის ქერქს რომ არაყი დაასხა გამოვა რამე სასიამოვნოთ დასალევი სითხე? თუ მხოლოდ და მხოლოდ არაყს გავაფუჭებ?

Posted by: Annabel Lee 6 Jan 2009, 03:22
ვინმემ იცით, როგორ მზადდება პუნში?
კარგი რამეა?

Posted by: Johnnie Walker 6 Jan 2009, 10:28
Unfinished_Sympathy
QUOTE
მანდარინისა და ფორთოხლის ქერქს რომ არაყი დაასხა გამოვა რამე სასიამოვნოთ დასალევი სითხე?

არაყს არ ვიცი, არა მგონია.

მაგრამ თუ კარგ ჭაჭას დააყენებ ლიმონის ქერქზე, კარგი რამე გამოვა.

თუმცა კარგი ჭაჭა ულიმნისქერქოდაც ძალიან კარგი რამ არის.

ისინჯება ასე (თუ გაინტერესებს): უნდა ხელის გულზე დაისხა რამდენიმე წვეთი და მერე მაგრა გაუხახუნო ხელისგულები ერთმანეთს. რომ გაშრება, ხელს ღვინის კეთილშობილი სურნელი უნდა აუვიდეს smile.gif

ხოდა მაგ სურნელს ლიმნის ქერქის გემო ჩაახშობს.

Posted by: rtuli 6 Jan 2009, 11:07
Unfinished_Sympathy
QUOTE
მანდარინისა და ფორთოხლის ქერქს რომ არაყი დაასხა გამოვა რამე სასიამოვნოთ დასალევი სითხე?

ერთ თვეში იქნება ოღონდ მზად


სპირტი 90გრადუსიანი-1 ლიტრი (მე კარგი არაყი გამოვიყენე)
რძე-უმი- 1 ლიტრი
შაქარი - 1 კგ.
ფორთოხალი - 4 ცალი
ლიმონი - 1 ცალი

ფორთოხალი და ლიმონი ,თავისი ქერქიანად,წვრილად დაჭერი და 5 ლიტრიან პლასმასის ქილაში მოათავსე +სპირტი+რძე+შაქარი,მოუკარი თავი და დადგი ერთი თვის განმავლობაში,მხოლოდ მესამე დღეს კარგად მოურიე ხის კოვზით.
1 თვის მერე,მარლა გადავკეცოთ მრავალჭერ და გადავწუროთ ლიქიორი,ფორთოხალი კი კარგად დავაბლენდეროთ და გადავწუროთ.კიდე ერთხელ გავფილტროთ ეს ლიქიორი+ გადაწურული ფორთოხლის სითხე ბოთლებში და შევინახოთ.

პ.ს. მე შარშან მოვამზადე და ეხლა მომჩა 1 ლიტრი,ძალიან გემრიელია და ნამცხვრებში კარგი გამოსაყენებელიც არის!

Posted by: Unfinished_Sympathy 6 Jan 2009, 13:32
Johnnie Walker
ხო ჭაჭა ანუ, არაყი ჭაჭა ჩემთვის ერთი და იგივეა smile.gif))

QUOTE
ისინჯება ასე (თუ გაინტერესებს): უნდა ხელის გულზე დაისხა რამდენიმე წვეთი და მერე მაგრა გაუხახუნო ხელისგულები ერთმანეთს. რომ გაშრება, ხელს ღვინის კეთილშობილი სურნელი უნდა აუვიდეს

არ ვიცოდი, smile.gif აწი მეცოდინება, მაადლობა 2kiss.gif

rtuli
დიდი მადლობა, ვცდი აუცილებლად 2kiss.gif

Posted by: Regedit32 9 Jan 2009, 18:17
http://www.winemaking.ge



http://www.winemaking.ge

alk.gif

Posted by: nat_nat777 15 Jan 2009, 01:56
rtuli
QUOTE
სპირტი 90გრადუსიანი-1 ლიტრი (მე კარგი არაყი გამოვიყენე)
რძე-უმი- 1 ლიტრი
შაქარი - 1 კგ.
ფორთოხალი - 4 ცალი
ლიმონი - 1 ცალი



რძეს არაფერი არ მოსდის? შეიძლება რომ აიჭრას? chups.gif

Posted by: rtuli 15 Jan 2009, 01:58
nat_nat777
QUOTE
რძეს არაფერი არ მოსდის? შეიძლება რომ აიჭრას? 


დღეს გოგოები მყავდა სტუმრად ფორუმიდან და ერთიწლის მერეც უგემრიელესი სასმელია!
არაჭრილა!

Posted by: Dr_Zuzumbo 16 Jan 2009, 03:24
QUOTE (rockataka @ 3 Jan 2009, 22:33 )
Johnnie Walker
ისრაელში 80$ დან იწყება და მიდის მაღლა ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ მე დიუთი Fრიში ვუზაკაზებ ხოლმე თუ ნაცნობი მიდის ვინმე და საკმაოდ ნაკლებ ფასად ვყიდულობ.

* * *
Cousteau
ჯინს ვერანაირად ვერ დავუმუღამე. იმენნა გემო არ მევასება sad.gif

სკოჩების მამას თუ ეძებ აი, ესაა- ოღონდ ფასიც შესაბამისი აქვს user.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 16 Jan 2009, 03:26
ესეც ჯინების მამა
**********************


Posted by: karaoke 16 Jan 2009, 10:10
Dr_Zuzumbo
QUOTE
სკოჩების მამას თუ ეძებ აი, ესაა- ოღონდ ფასიც შესაბამისი აქვს

ესეიგი სკოჩების ნაბიჭვრებს ვსვამ მე ..... 15 წლიან ვისკს არ ავცილებულვარ თან ათენში მაქსიმუმ 35 ევრო მაქვს გადახდილი 0.7 იან ბოთლში.

Posted by: Dr_Zuzumbo 16 Jan 2009, 11:53
QUOTE (karaoke @ 16 Jan 2009, 10:10 )
Dr_Zuzumbo
QUOTE
სკოჩების მამას თუ ეძებ აი, ესაა- ოღონდ ფასიც შესაბამისი აქვს

ესეიგი სკოჩების ნაბიჭვრებს ვსვამ მე ..... 15 წლიან ვისკს არ ავცილებულვარ თან ათენში მაქსიმუმ 35 ევრო მაქვს გადახდილი 0.7 იან ბოთლში.

არ ვიცი შენ რასა სვამ, მაგრამ გინდა 25 წელი და გინ 100 წელი ჩააყენე- რა მნიშვნელობა აქვს, თუ ჩასაყენებელი მასალა არაა უმაღლესი დონისა? spy.gif
სურათზე 10 წლიანი მაკკალანია, მაგგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო მეტად არ აძველებენ!
სულ ახლახანს გაიყიდა ნიუ-იორკის აუქციონზე 81 წლის მაკკალანი- 54 000 ბაქსად.

მოკლედ: მაკკალანი არის საუკეთესო სკოჩი და ამას არა მე, არამედ მთელი მსოფლიოს სკოჩის გურუები ერთხმად ამბობენ.

P.S.
იგივე გურუები ბურბონების მამად აი, ამასა სთვლიან

Posted by: Regedit32 4 Feb 2009, 22:38
<<<კახური ტიპის ღვინის დამზადება>>>

კახური ტიპის ღვინის დამზადების წესის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია ყურძნის ტკბილის დადუღება დურდოსთან და კლერტთან ერთად და ღვინის შემდგომი დაყოვნება დურდოზე, რაც ღვინოს ანიჭებს ექსტრაქტულობას, ხილის სპეციფიურ არომატს, ჰარმონიულ გემოსა და მიმზიდველ ჩაისფერს.
ვრცლად იხილეთ: http://winemaking.ge/




http://www.winemaking.ge

Posted by: ჯარისკაცი 5 Feb 2009, 11:29
ალკოჰოლში გრადუსის საზომი თერმომეტრები იყიდება სადმე?????
* * *
რა იყოთ ხალხო ეს თემა არავის არ აინტერესებს???? ცალი თვალით მაინც შემოიხედოს ვინმემ?????


Posted by: Goran Bregovic 16 Feb 2009, 20:50
ჯარისკაცი

მე არ მიყიდია მაგრამ რომ მაქვს ნადვილად ვიცი, თერმომეტრის მაგვარია, აფთიაქში არ იქნება აშკარად, ისე სად უნდა იყოს? მამაჩემს ვკითხავ ეცოდინება biggrin.gif პასუხს ხვალ გეტყვი, გამძღარია ახლა biggrin.gif

Posted by: LIKA-KHATIA 17 Feb 2009, 01:12
კოქტეილების მოსამზადებლად ბლენდერი მჭირდება,
რომელს მირჩევთ?



Posted by: gabarzgaleba 18 Feb 2009, 03:29
საქართველოში ძალიან უცხო ხილია. ჩვენს რესტორნებში არსად მეგულება ხარისხიანი, ნამდვილი ჯიძაკე, არც პრემიალური საკეები, ასერომ, ჩვენ ჯერჯერობით კიდევ წინა გვაქვს საკეს გაცნობის სიამოვნება.

იმედი მაქვს ფორუმზე მოიძებნებიან ნამდვილი საკეს დამფასებლები. იქნებ ინფორმაციაც დავდოთ ხოლმე, სად იყიდება საკეები და რომელ რესტორანში აქვთ ყველაზე ხარისხიანი...

მანამდე კი შემოდით და ნახეთ, პირველად ქართულ ენაზე, ყველაფერი საკეს შესახებ:

http://vinoge.com/sake/sake-iaponelTa-saxe

ფაფიდან - ჯიძაკემდე

საკეს ტექნოლოგია

საკეს ტიპები დვრიტის მომზადების მეთოდების მიხედვით

საკეს წარმოების ძირითადი რეგიონები იაპონიაში

არაპასტერიზებული საკე

საკეს შენახვა

საკეს ახალი სახე

და მრავალი სხვა საინტერესო თემა


Posted by: nini_blini 18 Feb 2009, 04:11
ვააუ, საერთოდ ძალიან მიყვარს იაპონია, იაპონური კულტურა, იაპონური მულტიკები biggrin.gif და ყველაფერი იაპონური tongue.gif

და ყოველთვის მინდოდა საკეს გასინჯვა, ნუ არამარტო საკესი, მაგრამ რადგან საკეს თემაში ვწერ.. biggrin.gif

მეც სიამოვნებით გავიგებდი სად შეიძლება ყიდვა ან გასინჯვა tongue.gif


პ.ს. ვიკიპედიაში სულ გადაქექილი მაქვს მაგრამ ქართულადაც სიამოვნებით წავიკითხავ smile.gif არიგატოო biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 18 Feb 2009, 14:07
miau
QUOTE
ბარძგალ, იქნებ ალკოჰოლურ სასმელებში გვესაუბრა ამ თემაზე?

ისე, შენი კონსულტაცია არ გვაწყენდა - როგორ დავყოთ ალკოჰოლური სასმელები? როგორც ვატყობ, აშკარად საჭიროებს დაყოფას. ყველაფერი ერთად ძალიან სალათასავით გამოდის 


მე ვფიქრობ, რომ საკე ცალკე უნდა იყო, იმიტომ კიარა რო რამე ახირება მაქვს, უბრალოდ საკე არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არა ჰგავს და უზარმაზარი კულტურული ფონი აქვს. ანუ დაახლოებით იგივეა, ყველზე ცალკე რო არ იყოს თემა და რძის ნაწარმში რო იყოს შეკუჭული, როგორც შედოუს დროს biggrin.gif ნუ, ყველაზე მეტად ლუდთან ან ღვინოსთან ამჟღავნებს ნანთესაობას საკე, მაგრამ ესეც მინიმალურად. რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელების დაყოფას, კარგი იქნება ასე:

ღვინო

მაგარი სასმელები (სადაც გაერთიანდება არაყი, კონიაკი, ტეკილა, ჯინი, რომი, გრაპა და ა.შ.)

ცალკე აბსენტი, ასევე უზარბაზარი კულტურული ფონის გამო (ამასაც გავხსნი ცოტა ხანში)

ცალკე ლუდი

რავი სულ ესაა მემგონი, შამპანური ღვინოში შეიძლება ჩაჯდეს, პორტიც, მადერაც, ხერესიც. ლიქიორი მაგრებში.

თუ ვინმეს ცალკ-ცალკე მოუნდება ამ სასმელებზე თემების გახსნა ან ცალკე თემებში პოსტვა, ჩემს ფორუმზე ვეპატიჟები, იქ შეუძლიათ ფრთები გაშალონ biggrin.gif

http://forum.vinoge.com


Posted by: l.s.d 18 Feb 2009, 16:54
QUOTE
უბრალოდ საკე არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არა ჰგავს და უზარმაზარი კულტურული ფონი აქვს


მე პირადად მარტო მაგ ფონის გამო გეახლებით საკეს. თან სპეციალური ჭურჭლით რო მოაქვთ, თბილი საკე, იფ.



პ. ს. ჩემი ყველა პოსტი კულინარიაში ეძღვნება სტრიხნინას.

Posted by: didi bege 18 Feb 2009, 17:55
ისე კორეული სოჯუ მაქვს დალეული, ისიც ბრინჯისგან მზადდება , მოტკბო გემო აქვს და სადღაც 20-25% სპირტიანობა, საკე არ მაქვს გასინჯული და ამიტო ვერ შევადარებ , მაგრამ მაინც საკეს კორეული ვარიანტი მგონია,
თუ მერწმუნებით კორეაში მაგის მეტს არაფერს არ სვამენ

Posted by: Yoshimitsu Fukazawa 18 Feb 2009, 18:55
gabarzgaleba

ერთად ერთი სასმელია რომელზეც როგორც რუსები იტყვიან "სმაკუიუ" ოღონდ თბილზე არს კიდევ ცივი ვერსია, ჩვენში იაპონურ რესტორნებში აქვთ მარტო, ტოკიო პეროვსკაიზე და საკურა აბაშიძეზე.

Posted by: Pragmatic 18 Feb 2009, 20:47
მე დამილევია საკე იაპონიაში yes.gif
ცეკვიდან ვიყავი წასული 2 კვირით biggrin.gif

არ მომეწონა, და საერთოდ, მე ყველაფერი ქართული მიყვარს..
თითქმის ყველაფერი გასინჯული მაქვს ინტერესის გამო, მაგრამ ქართულ სუფრას არაფერი მირჩევნია..
საკე მაკე არე ვიცი მე, მაგას დაჟე ჭაჭა მირჩევნია : )


Posted by: gabarzgaleba 18 Feb 2009, 23:43
Pragmatic
QUOTE
საკე მაკე არე ვიცი მე, მაგას დაჟე ჭაჭა მირჩევნია : )


დაჟე ჭაჭა რატო? ხელწამოსაკრავია ჭაჭა? biggrin.gif ისე, არც საკეა ხელწამოსაკრავი smile.gif

Posted by: (c)TG 19 Feb 2009, 00:09
gabarzgaleba
ესეიგი მომენტალურადო და 6 წუთია ველოდები დარეგისტრირებას


უკვე 8 წუთია

ჰომ, ოფი რომ არ გამოვიდეს, საკე მომეწონა გასინჯვისთანავე. აქ სად შეიძლეა ნამდვილი საკეს დალევა - კითხვა ზოგადად

Posted by: ჯარისკაცი 26 Feb 2009, 20:10
Goran Bregovic
QUOTE
მე არ მიყიდია მაგრამ რომ მაქვს ნადვილად ვიცი, თერმომეტრის მაგვარია, აფთიაქში არ იქნება აშკარად, ისე სად უნდა იყოს? მამაჩემს ვკითხავ ეცოდინებაპასუხს ხვალ გეტყვი, გამძღარია ახლა


biggrin.gif biggrin.gif


Posted by: Regedit32 26 Feb 2009, 22:12
ჯარისკაცი
QUOTE
ალკოჰოლში გრადუსის საზომი თერმომეტრები იყიდება სადმე????? * * * რა იყოთ ხალხო ეს თემა არავის არ აინტერესებს???? ცალი თვალით მაინც შემოიხედოს ვინმემ?????

კიი იყიდება, დიოლერში წერეთლი გამოფენაზე 11 პავილიონტან არის მაგატ ოფისი, და "შვიდში"-ც ექნებათ ვაკე საბურთალოს გადასახვევთან არის პოპულის გვერდით

Posted by: ჯარისკაცი 26 Feb 2009, 23:19
Regedit32

ოკ მადლობა დიდი smile.gif

Posted by: Goran Bregovic 27 Feb 2009, 13:00
user posted image

Stroh is a strong spiced rum from Austria. It is available in four variants, Stroh 40, Stroh 54, Stroh 60 and Stroh 80. The number represents the percentage alcoholic strength by volume, in other words, 80, 108, 120 and 160 proof respectively.

The brand started in 1832 at Klagenfurt, named after the founder Sebastian Stroh. It was awarded a gold medal at the 1900 Exposition Universelle in Paris. Today Stroh is available in 30 countries. The overproof versions are seldom drunk neat, but used for the concoction of Jagertee, of punch (especially the Feuerzangenbowle variation) or a Flaming B-52 cocktail. Stroh is also an important ingredient for cakes and pastries of the Austrian cuisine.

As the state of Austria-Hungary had no access to colonies in tropical regions, rum producers originally tried to replace the sugarcane molasses aroma by a mixture of flavourants and dyes added to a diluted Etanol basis, referred to as Inländer-Rum, a substitute that over the years became a speciality. Today Austrian rum is made from sugarcane by-products according to European Community regulations, while the typical Inländer flavour is provided by traditional essences. The production is standardised by chapter B23 of the Codex Alimentarius Austriacus.

Posted by: Goran Bregovic 27 Feb 2009, 13:09
მიყვარს შტრო biggrin.gif

გუშინ კოკას გარეშე გადავკარი, დორბლები წამომივიდა, მარა კაი იყო biggrin.gif

აი ეს შემომესვა smile.gif user.gif

Posted by: ჯარისკაცი 27 Feb 2009, 19:14
Goran Bregovic

ისე რა ეღირება ეს ღვთიური სასმელი??????

აქ ხომ შესაძლებელია მაგის დათრევა????

Posted by: Goran Bregovic 28 Feb 2009, 02:13
კი რათქმაუნდა, ძვირი არ ღირს სხვათაშორის, ეს დიდი ბაჩონკა ამ სურათში რომ ხედავ როგორც მე გავიგე 60 ლარამდეა, რათქმაუნდა გარეთ, რესტორნებში და ბარებში, 7-8ჯერ მეტია wink.gif biggrin.gif
ვაპირებ შევიძინო და გავიგებ ალბათ ზუსტ ფასს smile.gif

მიყვარს ძალიან smile.gif განსაკუთრებით 80 -იანი smile.gif

50 მილიგრამი შტრო
100 მილიგრამი კოკა-კოლა
2 ლიმნის ნაჭერი და 2 ყინული ( ბევრი ყინული აბანძებს და აწყალწყალებს)
აი ეს ნორმალური დასალევია, ჩაუჯექი და წრუპე

love.gif jump.gif


სახლში რომ გექნება მთლიანი ბოთლი ეგ ასწორებს, გასკდები შენს გემოზე გაიპროჭები bis.gif bis.gif

Posted by: ჯარისკაცი 5 Mar 2009, 15:32
Goran Bregovic
QUOTE
სახლში რომ გექნება მთლიანი ბოთლი ეგ ასწორებს, გასკდები შენს გემოზე გაიპროჭები

jump.gif jump.gif

Posted by: irakot 7 Mar 2009, 13:13
კარგი ხარისხის ჯინი თბილიში სად იყიდება ხომ არ იცით?

Posted by: Roxx 7 Mar 2009, 15:58
რამე მასწავლეთ შინაურულ გარემოში მედოფით ან ნემიროფით რომ გავავეკოთ თორემ ეს რედბულ ვოდკა და ჩაკიდულები ამოვიდა რაა biggrin.gif:D

Posted by: klubnika 7 Mar 2009, 17:43
Goran Bregovic
QUOTE
გუშინ კოკას გარეშე გადავკარი,

ლიმნის დაყოლება ასწორებს..







აუ მინდაააააააააა alk.gif alk.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: abelo 7 Mar 2009, 17:50
LIKA-KHATIA
QUOTE
კოქტეილების მოსამზადებლად ბლენდერი მჭირდება,

მე მგონი შეიკერი გჭირდება. yes.gif

Posted by: LIKA-KHATIA 7 Mar 2009, 19:41
abelo
QUOTE
მე მგონი შეიკერი გჭირდება. 

ბლენდერსაც აქვს ეგეტი ოპცია,
მირჩია ხათუნამ უკვე , რაც უნდა ვიყიდო.
Goran Bregovic
QUOTE
მიყვარს შტრო

klubnika
QUOTE
ლიმნის დაყოლება ასწორებს..

და მერე ჰაუსები და ტრანსები.
მე სახლში ვერ ვსვამ , მაგას,
მაგისთვის ნაით-ოფისი ზედგამოჭრილია.


Posted by: sts110 11 Mar 2009, 22:52
QUOTE (irakot @ 7 Mar 2009, 12:13 )
კარგი ხარისხის ჯინი თბილიში სად იყიდება ხომ არ იცით?

ვისკი ჰაუსი ელბაქიძეზე ან მრგვალ ბაღთან GD ალკოს მაღაზია, ჯინის დიდი არჩევანი ისედაც არაა საქართველოში, საუკეთესო ბომბეი საფირია, ისე ოლმეკაც არ ჩამოუვარდება არაფრით, ისე PATRON არის მაგარი ტეკილა მარა საქართველოში მე არ მინახია

Posted by: Goran Bregovic 16 Mar 2009, 13:05
ძააააააააალიან კარგი არაყია love.gif yes.gif

საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ დასალევად კანფეტია gigi.gif


user posted image


ვის უყვარს და ვინ რა იცის ამ არაყზე?





user posted image

Posted by: annak 25 Mar 2009, 10:30

ლიქიორი "44"
ვიღებთ 4 ფორთოხალს (საშუალო ზომის) და ვაკეთებთ მასში 44 პატარა ნახვრეტს.
შემდეგ ამ ნახვრეტებში ვდებთ თითი მარცვალ ყავას (შესაბამისად 1 ფორთოხალში 44 ყავის მარცვალია) ფორთოხლებს ვდებთ ქილაში.
ქილას ვავსებთ განზავებული სპირტით ან არყით. ვუმატებთ 44 "კვნიტ" შაქარს ( მგარი შაქარი) და ვაჩერებთ 44 დღე.
შემდეგ სითხეს გადავიტანთ ლიქიორის სპეცილურ ჭურჭელში.

http://www.radikal.ru

Posted by: Frankеns†еin 25 Mar 2009, 10:34
QUOTE
ალკოჰოლური სასმელები

რო ჩაუჯდე და ისიამოვნო კაი გაუფილტრავ ლუდს არაფერი მირჩევნია

Posted by: annak 27 Mar 2009, 16:06
მალე მოვა ლიქიორ "საშობაოს" გაკეთების დროც

ლიქიორის კეთებას ვიწყებთ როგორც კი შემოვა მარწყვი.
ორას გრამ მარწყვს მოვაყრით ორას გრამ შაქარს და მოვათავსებთ ქილაში, შემდეგ ზემოდან დავადებთ 200გ წითელ ბალს და მოვაყრით შაქარს, იგივენაირად გავაგრძელებთ დავამატებთ ალუბალს, სმაროძინას და მალინას . ამ "ნაკრებს" დავასხავთ განზავებულ არაყს ან სპირტს. ჭურჭელი უნდა იყოს ნაკლული მაგრამ ჰერმეტულად დახურული.

http://www.radikal.ru

დავაყენებთ ასე შობის წინა დღეს გავფილტრავთ და ლიქიორს გადავიტანთ სპეციალურ ჭურჭელში.

ასეთივე წესით შეგვიძლია მოვამზადოთ ლიქიორი, თეთრი ბლის ატმის და კომშის "ნაკრებისგან"

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 16:08
QUOTE (annak @ 27 Mar 2009, 16:06 )
მალე მოვა ლიქიორ "საშობაოს" გაკეთების დროც

ლიქიორის კეთებას ვიწყებთ როგორც კი შემოვა მარწყვი.
ორას გრამ მარწყვს მოვაყრით ორას გრამ შაქარს და მოვათავსებთ ქილაში, შემდეგ ზემოდან დავადებთ 200გ წითელ ბალს და მოვაყრით შაქარს, იგივენაირად გავაგრძელებთ დავამატებთ ალუბალს, სმაროძინას და მალინას . ამ "ნაკრებს" დავასხავთ განზავებულ არაყს ან სპირტს. ჭურჭელი უნდა იყოს ნაკლული მაგრამ ჰერმეტულად დახურული.

http://www.radikal.ru

დავაყენებთ ასე შობის წინა დღეს გავფილტრავთ და ლიქიორს გადავიტანთ სპეციალურ ჭურჭელში.

ასეთივე წესით შეგვიძლია მოვამზადოთ  ლიქიორი, თეთრი ბლის ატმის და კომშის "ნაკრებისგან"

ძალიან გემრიელია და არომატული...

არაყს სპირტი ჯობია yes.gif






ისე თეთრი ხილიც (ატამი, კომში, ბანანი, ნესვი) რომ დაემატოს მარწყვს, ალუბალს და ბალს უფრო არომატული გამოვა

Posted by: Frankens†ein 27 Mar 2009, 22:05
ჩემს ბარში ამ ექსპონანტებს საპატიო ადგილი უჭირავთ smile.gif

http://www.radikal.ru http://www.radikal.ru




Posted by: anastasia55 27 Mar 2009, 22:17
ხალხო ვინც იცით კარგი კოქტეილი როგორ კეთდება დაწერეთ რაა ოღონდ სურათებიც მოაყოლეეეთ smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 29 Mar 2009, 14:59
გუშინ მამართვეს ძღვნად ბურბონების მამა. ფინეთში მხოლოდ 10 ყუთი იგზავნება თვეში(ყუთში 6 ბოთლი)
იფ,იფ,იფ- ცხონებაა love.gif

Posted by: LuciDiTy 28 Apr 2009, 11:32
ლონგ აილენდ აის თის მომზადება მასწავლეთ რა, რედ ბულით ოღონდ smile.gif ... ქართულ სინამდვილეში smile.gif იუთუბზე ვნახე, მაგრამ რაღაც სიროფი უნდაო და ეგ აქ არსად არ მინახავს...

Posted by: annak 5 May 2009, 10:13
QUOTE
ლიქიორი "44"

http://www.radikal.ru
საბოლოო ჯამში ასეთი გამოვიდა.
http://www.radikal.ru
იმდენად არომატულია, ნამცხვრებში გამოვიყენე და შთაბეჭდილებას სტოვებს თითქოს ფორთოხალია დამატებული. smile.gif

Frankens†ein
QUOTE
ჩემს ბარში ამ ექსპონანტებს საპატიო ადგილი უჭირავთ

კარგი ბარი გქონია ფრენკ, სთამბეჭდავი ექსპონატებით.
პ.ს. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, მომენატრა შენი პოსტები smile.gif smile.gif

Posted by: kiokao 6 May 2009, 23:22
მოგესალმებით!
მინდა დავაყენო კონიაკი და დავლუქო მინ.5 წლით. . მაქვს 80 გრადუსიანი არაყი და არ მინდა "ისე გავაფუჭო".
ხომ ვერ მასწავლით როგორ გავაკეთო? თუ ვინმემ რამე რეცეპტი იცით გამოუშვით. smile.gif

Posted by: Regedit32 7 May 2009, 02:43
kiokao
ნამდვილი კონიაკის გაკეტება ცოტა ძნელია. ღვინისგან გამოხადე ეგ 80 გრადუსიანი სპირტი?
მაგას აჯობებს ჩიფსები ჩაყარო 10 ლიტრში 100 გრამი და სადღაც 3 თვე გააჩერო და მერე ბექმეზი დაუმატო დაახლოვებით 18 მგ/ლ ან გემოვნებით...
მე მაგალითად სახლის პირობებში ასე გავაკეთე და ძალიან მაგარი გამოვიდა...
თუ ჩიფსები არ გაქვს მაშინ თუთის ან მუხის ტოტები ჩაყარე... და კარგ ფერს მისცემს

Posted by: rtuli 7 May 2009, 11:06
Regedit32
QUOTE
თუ ჩიფსები არ გაქვს მაშინ თუთის ან მუხის ტოტები ჩაყარე... და კარგ ფერს მისცემს

საუკეთესო ვარიანტია მუხის მინი ბოჩკა შეიძინოს და ისე დააყენოს კონიაკი,მამაჩემი მასე აყენებდა user.gif

Posted by: annak 7 May 2009, 11:53
QUOTE
თუთის ან მუხის ტოტები ჩაყარე... და კარგ ფერს მისცემს

ფერისთვის ასევე ძალიან კარგია კაკლის უღელი. yes.gif

Posted by: kiokao 7 May 2009, 22:11
არაყი სახლისაა ე.წ "ჭაჭის" თვითონ გამოვხადე. smile.gif
მუხის ტოტებს იმდენს ჩავყრი მგონი ბოჩკაზე მეტ არომატს მისცემს biggrin.gif მარა მაინტერესებს ეს ტოტები ხმელი უნდა იყოს თუ ნედლი და კიდევ, მუხის ქერქი უნდა თუ უბრალოდ მუხის ტოტიც წავა? კიდევ მითხრეს "მუსკატნი კაკალი" დაუმატე კარგ გემოს აძლევსო. alk.gif

Posted by: Regedit32 9 May 2009, 02:21
rtuli
QUOTE
საუკეთესო ვარიანტია მუხის მინი ბოჩკა შეიძინოს და ისე დააყენოს კონიაკი,მამაჩემი მასე აყენებდა user.gif

კონიაკის დაყენებას "მუხის ბოჭკის" გარდა კიდე ბევრი რამის შეძენა ჭირება სამწუხაროდ sad.gif

Posted by: catherina_10 15 May 2009, 16:26
ისე ამ ლიქიორის "საშობაოს" ზუსტი რეცეპტი რომ დადოთ უკეთესი იქნება (რამდენი ლიტრი სპირტი უნდა?)

Posted by: annak 15 May 2009, 16:49
catherina_10
QUOTE
რამდენი ლიტრი სპირტი უნდა?)

წესით რამდენი ხილიცაა, იმდენივე შაქარი და არაყი სჭირდება.
მაგრამ თუ არ გინდა "ძალიან მაგარი" იყოს მაშინ არაყი ნაკლები უქენი.
მაგ. 500 გრამ ხილზე 200 გრამი არაყი
smile.gif

Posted by: amadeus 16 May 2009, 17:25
kiokao
QUOTE
მარა მაინტერესებს ეს ტოტები ხმელი უნდა იყოს თუ ნედლი და კიდევ, მუხის ქერქი უნდა თუ უბრალოდ მუხის ტოტიც წავა?


ტოტები არა ფოთლები biggrin.gif

ყველაზე საუკეთესო ვარიანტია მუხის გული, მაგრამ იცოდე ის კონიაკი მაინც არ იქნება. ასევე შეგიძლია თუთის გულიც რომელიც ძალიან კარგ და სასიამოვნო არომატს აძლევს ასევე ფერსაც yes.gif. მე ჭაჭას კაკლის უღელზეც ვავარგებ მინიმუმ ერთი წელი ვსვამ უღელზე და შედეგიც არ აყოვნებს. ერთი რამ გაითვალისწინე აუცილებლად გამხმარი უნდა იყოს მინიმუმ ორი წელი უნდა რომ გამოშრეს მუხა და სიმწარე დაკარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ ძალიან ცუდ შედეგს რომელიც დაგიკარგავს არყის მუღამსაც და ე.წ. კონიაკისასაც. smile.gif

Posted by: Regedit32 18 May 2009, 02:20
http://winemaking.ge/archives/20
ქართული კონიაკი

Posted by: kiokao 18 May 2009, 13:18
მდააა, ზნაჩიტ მზადება 2 წლით ადრე უნდა დამეწყო!!!! smile.gif გაიხარე და მადლობა რჩევისთვის!

Posted by: <Start> 22 May 2009, 21:12
William Grant's, Finest scotch whisky

რა გაგიგიათ ამ ვისკის შესახებ.. საჩუქრად მინდა და მაინტერესებს რა ღირს

Posted by: Johnnie Walker 22 May 2009, 21:15
Start
QUOTE
რა გაგიგიათ ამ ვისკის შესახებ.. საჩუქრად მინდა და მაინტერესებს რა ღირს

იდეაში ხოშიანი ვისკია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული.

თუ თბიკლისში ხარ და თბილისში აპირებ ყიდვას, არ გირჩევ.

100%-იანი ფალსიფიკაცია იქნება.

თუ საზღვარგარეთ ყიდულობ, ნორმალური საჩუქარია ნორმალური ტიპისთვის.

თუ ვისკის მოყვარულია, მაშინ უფრო მაღალი დონის ვისკი შეურჩიე, აჯობებს.

Posted by: <Start> 22 May 2009, 21:20
Johnnie Walker
smile.gif
QUOTE
თუ თბიკლისში ხარ და თბილისში აპირებ ყიდვას, არ გირჩევ.

ხო არ ვიცი მაჩუქეს მეც თავის დროზე .. თითქოს ფალსიფიცირებულს არ გავს,, შეფუთვაზეც ეტყობა..
პასპორტი არ რამე უნდა მოყვებოდეს?
ზოგადად მაინტერეესებდა რა დონის ვისკია..ანუ ცუდ ბრენდად არ ითვლება..

QUOTE
თუ ვისკის მოყვარულია, მაშინ უფრო მაღალი დონის ვისკი შეურჩიე, აჯობებს.

ორი ადამიანი მყავს დასასაჩუქრებელი biggrin.gif ,
ერთ ერთი ვიცი რომ ვისკის მოყვარულია და იმას johnnie walker blue label-ს ვჩუქნი.. ხო არ არის ცუდი?

Posted by: Johnnie Walker 22 May 2009, 21:29
Start
QUOTE
ზოგადად მაინტერეესებდა რა დონის ვისკია..

ზოგადად -----> ორდინარული ვისკია smile.gif

როგორ აგიხსნა, აი როგორც ჩამოსასხმელი სუფრის ღვინო, ან, თუ მოსწრებიხარ - "მშობლიური N8" biggrin.gif
QUOTE
პასპორტი არ რამე უნდა მოყვებოდეს?

არაფერი არ უნდა მოყვებოდეს, უბრალოდ აქ არ იყიდო

უკეთეს შემთხვევაში ბულგარეთში იქნება ჩამოსხმული, უფრო კი შპს დიდუბე, ფირმა დეიდა მაროს პროდუქტი იქნება gigi.gif

საკუთარი გამოცდილებით გეუბნები. აქაურმა გრანტმა ერთხელ ისე მომწამლა, 1 კვირა ვიწექი რეანიმაციაში.

არც ის ჰგავდა ფალსიფიცირებულს.

Posted by: <Start> 22 May 2009, 21:34
Johnnie Walker
გასაგებია , მადლობა) ესეიგი გრანტის გაჩუქებისგან თავს შევიკავებ ..


აი შენ მოსახელე ვისკის პასპორტი (თუ რაღაც ბროშურა) მოყვება, ოღონდ რატომღაც ორ ენოვანია - ინგლისური და მგონი ჩინური..თვითონ ბოთლი სუდარაში წევს biggrin.gif ..

Posted by: Johnnie Walker 22 May 2009, 21:50
Start
QUOTE
აი შენ მოსახელე ვისკის პასპორტი (თუ რაღაც ბროშურა) მოყვება, ოღონდ რატომღაც ორ ენოვანია - ინგლისური და მგონი ჩინური..თვითონ ბოთლი სუდარაში წევს  ..

თუ Johnnie Walker Black Label, ან Blue Label-ა, სწორია, სუდარაში უნდა იწვეს biggrin.gif

ჩინურად პასპორტში რატომ უწერია, არ ვიცი. იქნებ იაპონურაქდ უწრია? biggrin.gif


Posted by: <Start> 22 May 2009, 22:04
Johnnie Walker
QUOTE
ჩინურად პასპორტში რატომ უწერია, არ ვიცი. იქნებ იაპონურაქდ უწრია?

ვერ ვარჩევ user.gif

QUOTE
Blue Label

ხო ეგ არის

მადლობთ კიდევ ერთხელ დახმარებისთვის smile.gif)

Posted by: BadbadGirl 22 May 2009, 23:28
ესეიგი აკეთებთ ასე:
ერთ პორციაზე : ნახევარი ლაიმი (თუ აქ გაქვთ ლიმონიც წავა) ჩაჭყლიტეთ ჭიქაში, დააყარეთ 2 ჩ.კ. შაქარი და კიდევ კარგად აჭყლითეთ. აიღეთ შეიკერი, ჩაასხით 100 გრ არაყი და ეს ლიმონიან შაქრიანი მასა დაამატეთ. კარგად აურიეთ.
გადმოასხით ჭიქაში და მიირთვით smile.gif თუ ეს სასმელი ცოტა მსუბუქი გინდათ ოდნავ ტონიკი ჩაამატეთ smile.gif

პ.ს. თუ შეიკერი არ გაქვთ კარგად თავდახურულ ბანკაში გააკეთეთ, ან ჭიქა თუ ვიქროპირიანია ხელის გული დაადეთ ად ისე აურიეთ smile.gif




Posted by: Lavasheli 27 May 2009, 18:47
ხომ არ იცით სად შეიძლება Heinikin lite ის ან Beck's Lite შეძენა, თბილისში,
ან ამ ფირმების დისტრიბიუტორების მისამართი?

Posted by: WALLON 7 Jun 2009, 19:42
კოქტეილები მაინცდამაიც არ მიყვარს(პახმელია იცის უბედური), მაგრამ ერთს გეახლებით, იქნებ თქვენც მოგეწონოთ smile.gif (ზუსტად რომ საპახმელიოა)

Gin fizz

50 მლ ჯინი
20 მლ შაქრის სიროფი
30 მლ ლიმონის წვენი
100 მლ გაზიანი წყალი
5 ნატეხი ყინული

1. ენერგიულად, რამოდენიმე წამის განმავლობაში აურიეთ შეიკერში: ჯინი, ლიმონის წვენი, სიროფი და ყინული
2. ჩაასხით მაღალ ჭიქაში და შეავსეთ გაზიანი წყლით, შეგიძლიათ ჩააგდოთ ერთი რგოლი ლიმონიც


smile.gif

Posted by: anastasia55 18 Jun 2009, 20:05
ალ პაჩინოს კოქტეილი როგორ მზადდება იქნებ მითხრას ვინმემ???

Posted by: rtuli 23 Jun 2009, 15:51
ალუბლის ლიქიორი

2 კილო კურკა გამოცლილი ალუბალი
1 კგ.შაქარი
500მლ. არაყი(ან სპირტი)
ვანილი,დარიჩინი,მუსკატის კაკალი ,მიხაკი გემოვნებით

დავაყაროთ ალუბალს შაქარი და დავდგათ მზეზე 8-10 დღით.მერე დავასხათ არაყი და კიდევ გავაჩეეროთ 4-5 კვირის განმავლობაში.
გადავწუროთ დაყენებული ლიქიორი და მოვათავსოთ ბოცებში.

Posted by: მაკ-კი 23 Jun 2009, 16:05
rtuli
მე ვამზადებ ყველანაირი სანელებლების გარეშე, მარტო შაქარი და არაყი. ასე მგონია ვანილი და ა.შ. გააფუჭებს.
ისე თვალის ზომით ვაკეთებ და სულ კონტროლის ქვეშ არის, შაქარი ხომ არ დავაკელი, არაყი ხომ არ უნდა. შენს დოზებს მოვსინჯავ ამჯერად smile.gif

ეს ლიქიორი ნაყინთანაც მიყვარს ძალიან.

Posted by: rtuli 23 Jun 2009, 18:04
მაკ-კი
QUOTE
სანელებლების გარეშე,

არც მე უშვრები სანელებლებს,ალუბალს ტავისი არომატი აქვს.
ეს ორიგინალი რეცეპტი ვთარგმნე და იქნებ ვინმემ ვარიაციებში მოამზადოს smile.gif

Posted by: radiohead_lover 30 Jun 2009, 23:07
ვაიმე როგორ მეზარება ხოლმე კეთება, დღეს ბეილისი გავაკეთე მალე კეთდება და biggrin.gif კაია alk.gif

Posted by: rtuli 6 Jul 2009, 00:38
სანგრია

750 მლ. კარგი მშრალი წითელი ან შავი ღვინო
750 მლ. ფორთოხლის წვენი
100 გრ. შაქარი
2-3 მსხალი
3-4 ატამი
1-2 ცალი ლიმონი
2 ცალი ვაშლი

გავფცქვნათ ხილი,დავჭრათ ოთხკუთხედებათ 2*2ზე მაგალითად.
ლიმონი ნახევარ რგოლებად.
გავხსნათ შაქარი ფორთოხლის წვენში.
ჩავყაროთ ხილი წვენში+ღვინო დავასხათ და მოვათავსოთ მაცივარში 24 საათით.
მივირთვად ხილთან ერთად.

შესაძლებელია ხილის ვარიაციები,მე ეს მომეწონა ძალიან,აქ კივიც მოუხდებოდა მაგრამ არაა სეზონი კივის.
კენკრისაც გამოვა ძალიან სასიამოვნო სანგრია.
მე და ჩემმა სტუმრებმა ძალიან ვისიამოვნეთ ამ სასმელით.

http://www.radikal.ru


Posted by: miau 6 Jul 2009, 00:44
rtuli
QUOTE
ალუბლის ლიქიორი


ძალიან გავს შვარცვალდის დასანამ სიროფს biggrin.gif

Posted by: nugzarchika 14 Jul 2009, 20:36
xoaricit vinmem molochni kokteilis egretcodebuli gliasis recepti mchirdeba dzalian da ikneb momcerot cinascar didi madloba

Posted by: rtuli 14 Jul 2009, 21:03
nugzarchika
QUOTE
gliasis recepti

მარტივია ძალიან და ფაკტიურად ურეცეპტოა,იმპროვიზირებული რაოდენობით.

დაახლოებით ასე:
1 ჩ.ჭ ცივი რძე+100გრ. ნაყინი+ცოცხალი კენკრა(ჟოლო,მარწყვი,სმაროდინა),ან სეროფი ხილის,მურაბის გემოვნებით.დააბლენდერე და ეგარის yes.gif

Posted by: Johnnie Walker 30 Jul 2009, 11:21
საზამთროს საზეიმო კრიუშონი
განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში, აგარაკზე, თუ გეწვევიან სტუმრები smile.gif

10-12 კაცზე მზადდება შემდეგნაირად:

მსხვილ საზამთროს (თვალით გათვალეთ რამდენად დიდი გჭირდებათ - ალკოჰოლური განცხრომის მსურველთა რაოდენობას გააჩნია wink.gif) ცალ მხარეს აჭრით თავს (არ გადააგდებთ), სუფრის კოვზით ან დანით მთლიანად ამოიღებთ შიგთავსს ცალკე სინზე და შეინახავთ მაცივარში. შემდეგ ცარიელ საზამთროში ყრით მსხვილ კუბიკებად დაჭრილ ატამს, ამატებთ ცოცხალ ალუბალს ან ალუბლის კომპოტს ალუბლიანად, ანანასის კუბიკებს (ან ანანასის კომპოტის წვენს კუბიკებიანად), შეგიძლიათ დაუმატოთ კივი, ოღონდ ცოტა, გემო/არომატის მისაცემად.

მერე ასხამთ შამპანიურს, კონიაკს (1 ბოთლ შამპანიურზე 200 გრ. კონიაკი), დააცლით კურკებს და უკან საზამთროში აბრუნებთ მსხვილ კუბიკებად დაჭრილ საზამთროს გულს (დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ ან გადაყაროთ biggrin.gif), ურევთ, ახურავთ ხუფს (ანუ იმ მოჭრილ თავს) და დგამთ მაცივარში 2-3 საათით (თუ მეტი ხნით, მთლად უკეთესი, მაგრამ ღამით არ დატოვოთ). მერე გამოდგით, ხუფს რომ ახსნით დაამატეთ კიდევ შამპანიური და მიირთვით დიდი, კოქტეილის ჭიქებით smile.gif

ახლა უკვე, რახან ალუბალი გადასულია, ალუბლის კომპოტი გირჩევნიათ (გერმანული, პოპულიში ყრია).

მაცივარში რომ შედგამთ, გერმეტულად დაახურეტ ხუფი! სკოჩს თუ მოუჭერთ, მთლად უკეთესი smile.gif

ყველა ინგრედიენტი გემოზე. იცოდეთ, რომ ისმევა მსუბუქად და სასიამოვნოდ, მაგრამ ათრობს მაგრად! biggrin.gif

თან გაითვალისწინეთ, რომ მთავარია პროდუქტის ხარისხი: საზამთრო უნდა იყოს ტკბილი და წვნიანი, ატამი უნდა იყოს მწიფე და სურნელოვანი, სასურველია სახეჩი, შამპანიური - კარგი, რასაც ჰქვია "პატიოსანი" ბრიუტი, კონიაკი ფრანგული, ალუბალი - შპანცკი biggrin.gif

უხარისხო პროდუქტისგან გამოგივათ ბანძობა (როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით biggrin.gif),

რომ მიირთმევთ, თუ დაგევასათ, კეთილი სიტყვით მოიგონეთ ჯონი უოკერი, რომელსაც მაგრა უყვარს ეგ კრუშონი, თუმცა იშვიათად აკეთებს ხოლმე biggrin.gif

user posted image

Posted by: August 31 Jul 2009, 17:03
Johnnie Walker
QUOTE
საზამთროს საზეიმო კრიუშონი

ძალიან პატარაა ეს თბილისი რა აი, ძალიან biggrin.gif
კრუშონი საზამთროში ძალიან მოდაში იყო ერთ დროს ... არ ვიტყვი რამდენი წლის წინათ wink.gif

საერთოდ კი იმისდა მიხედვით რამდენად ალკოჰოლური გნებავთ რომ იყოს შამპანურის წილი შეიძლება შემცირდეს არომატის მხრივ შესატყვისი ლიმონათით ...

ატმის, ალუბლის, მსხლის, ნესვის კონიაკით, შამპანურით და ლიმონათით იყო კლასიკა ნუ საზამთრო ...
ისე მეის დროც მახსოვს 5 კაპიკი ღირდა საზამთრო ვერის ბაზარში

Posted by: rockataka 13 Aug 2009, 20:36
Johnnie Walker
QUOTE
საზამთროს საზეიმო კრიუშონი

გუშინ გავაკეთეთ სასტავამა up.gif smile.gif
შიგნით ჩავყარეთ, დაჭრილი: მანგო, ბანანი, კაქტუსის ხილი, ფორთოხალი, ატამი და მთლიანი ყურძნის მარცვლები. ხო, ასევე გაყინული მალინაsmile.gif
სასმელებიდან, გამოვიყენეთ: მოლდავური შამპანიური(სახელი არ მახსოვს) და ჩვენებური კონიაკი არაგვიsmile.gif
მაცივარში ჩავაციეთ, სადღაც 4 საათით.. ძალიან ვისიამოვნეთ up.gif
p.s. ბანანი არ მოუხდა no.gif gigi.gif

Posted by: irakot 27 Aug 2009, 16:38
არავინ არ იცით სად შეილება თბილისჰი ლაიმის ყიდვა?

Posted by: auau 16 Sep 2009, 12:42
ნებისმიერი კენკრის ლიქიორი შეიძლება დავამზადოთ ისე, რომ კენკრამ თვისებები შეინარჩუნოს.
1 კგ ტკბილ კენკრას + 800გ შაქარი, ნაკლებად ტგკბილსა და მომჟაოს -1კგ შაქარი, + 1 ჩაის ჭიქა სპირტი. დავდგათ 1-2 თვე დახურული მინის ქილით. შემდეგ გადავწუროთ, განვაზაოთ გამოხდილი წყლითა და თუ საჭიროა სპირტით. არაყი გემოს უფუჭებს. შეიძლება ვიხმაროთ კუბური რომი. ქილები პლასტმასებითაა დახურული.
აჭარაში აკეტებენ წყავის ამარეტოს - 1 კგ წყავის მარცვლები, 1კგ შაქარი, 1 ჩაის ჭიქა სპირტი პლასტმასიანი სახურავით დავდოთ მზეზე 1-2 თვე. მერე გადავწუროთ. დარჩენილი მარცვლები საკვებად აღარ გამოიყენოთ!

Posted by: mzi 16 Sep 2009, 13:21
,
QUOTE
1 კგ წყავის მარცვლები
კურკებიანად?

Posted by: tos-ka 16 Sep 2009, 13:32
irakot
QUOTE
არავინ არ იცით სად შეილება თბილისჰი ლაიმის ყიდვა?


პოპულში და ჯორჯიტაში ქონდათ ნაყოფიც და გამზადებული წვენიც. გუდვილშიც უნდა იყოს

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 13:43
ჟოლოს ლიქიორი
1 კგ.ჟოლო
1ლ.სპირტი
1კგ.შაქარი
1ლ.წყალი

ჟოლო დავჭყლიტოთ და დავასხათ სპირტი.დავაყენოთ 15 დღის განმავლობაში(პერიოდულად ვანჯღრიოთ).
მოვამზადოთ სეროფი წყალი+შაქარი და დავასხათ(15 დღის შემდეგ),სეროფი 40 გრადუსის სითბოსი უნდა იყოს.
დავაყენოთ კიდევ 2 კვირის მანძილზე.
მზა ლიქიორი გადავწუროთ ბოთლებში დაშევინახოთ.

Posted by: annak 16 Sep 2009, 15:13
auau

აქაც დიდ მადლობას გიხდით ასეთი ყურადღებისთვის smile.gif 2kiss.gif 2kiss.gif


rtuli
QUOTE
მზა ლიქიორი გადავწუროთ ბოთლებში დაშევინახოთ.

მადლობა smile.gif
ჯერ მარტო რა ლამაზი ფერი ექნება.

Posted by: rtuli 16 Sep 2009, 19:45
annak
QUOTE
მადლობა
ჯერ მარტო რა ლამაზი ფერი ექნება.

არაფერს 2kiss.gif
ვიშნიოვკა მოვამზადე და ისეთი გემრიელი დადგა up.gif ,ვიფიქრე რომ არმეყოფა ვიშნიოვკის 3 ლიტრა და გადავწყვიტე ჟოლოს ლიქიორიც მოვიმარაგო user.gif

Posted by: auau 16 Sep 2009, 19:54
mzi
QUOTE
QUOTE
1 კგ წყავის მარცვლები

კურკებიანად?

კურკებიანად ყრი ქილაში და ამიტომ მერე ნაყოფები უნდა გადაყარო

Posted by: catherina_10 17 Sep 2009, 15:43
ალუბლის ფოთლებისგან და ყუნწებისგანაც კეთდება მგონი ლიქიორი და ხომ არ იცით ზუსტად როგორ უნდა?

Posted by: mzi 17 Sep 2009, 17:59
ყავის ლიქიორი როგორ გავაკეთო???? jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Camel 17 Sep 2009, 20:58
პერეგაროტკების ლიქიორის რეცეპტი დეევს?smile.gif

Posted by: rtuli 17 Sep 2009, 21:46
mzi
QUOTE
ყავის ლიქიორი როგორ გავაკეთო????

რომელი დაგიწერო:
1.მზადდება ყავით(ხსნადი),ნაღებით, სგუშონი რძით და სპირტით.
2.ნალექიანი ყავით,შაქრით,და სპირტით.

Posted by: mzi 18 Sep 2009, 11:00
გავკადნიერდებიიიიიიიიი, ორივე, ბათუმში კარგ ნაღებს ალბათ ვერ ვიყიდი, სად ვიყიდო ისიც არ ვიცი love.gif

Posted by: Jgenti` 18 Sep 2009, 17:27
ვინმემ დაწერეთ რეცეპტი gigi.gif

user posted image

Posted by: 29_tebervali 18 Sep 2009, 17:39
ადრე გავაკეთეთ და შპრიცებით შევუშვით არაყი სხვადასხვა ადგილას, ჩავაცივეთ და მერე მივირთვით.


ზოგი დაჭრილს ასხავს ზემოდან მაგრამ ეგრე საზამთრო თავის გემოსაც კარგად ჩემი აზრით.

Posted by: rtuli 18 Sep 2009, 21:25
mzi
QUOTE
ბათუმში კარგ ნაღებს ალბათ ვერ ვიყიდი, სად ვიყიდო ისიც არ ვიცი

შევარდნაძის სუპერმარკეტში იქნება .

ყავის ლიქიორი;
100 გრ. კარგი ხარისხის ყავა,ახალი დაფქვილი,მოადუღე 300-500მლ. წყალში+200გრ.შაქარი და დააყენე გასაცივებლად.
პ.ს.წყალის რაოდენობა მერყეობს იმის გამო,რა სიმაგრის გინდა გამოგივიდეს ლიქიორი.
როცა გაცივდება დაასხი 1 ლ.არაყი ან 500მლ.სპირტი+500მლ.წყალი.გაფილტრე და შეინახე.
მე მაგალითად ვანილსაც დავამატებდი.

ყავის ლიქიორი:
500მლ.არაყი
1 ქილა სგუშონი
2პაჩკა შაქრიანი ვანილი
3-4 ს.კ. ხსნადი ყავა
300მლ.ნაღები(11%)

ყველაფერი(არყის გარდა) კარგათ დააბლენდერე და ბოლოს არაყი დაამატე.ჩაასხი ლამაზ ბოთლში და შეინახე სტუმრების მოსვლამდე
smile.gif
პ.ს.ხსნადი ყავა ზოგი ძალიან მაგარია,ამიტომ 2 კოვზს როცა დაამატებ და დააბლენდერებ გემო მოუსინჯე,მერე შეგიძლია კიდე დაამატო,იცოდე არგაგიმწარდეს ყავისგან yes.gif

Posted by: rtuli 18 Sep 2009, 22:39
Jgenti`
აი ეს კრუშონი ნახე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33829493&st=405

და აი კიდე
Коктейль из арбуза с водкой
Как приготовить:

Арбуз нарезать дольками, очистить от кожуры и семян, мякоть поместить в блендер. Добавить остальные ингредиенты и как следует взбить. Разлить по охлажденным бокалам и немедленно подать.

Состав:

0,5 арбуза,

200 г очень холодной водки,

сок 1 лайма,(ლიმონის წვენიც წავა,მხოლოდ ცოტა მეტი იხმარე)

10 кубиков льда,

1 ст. л. сахара (или по вкусу).

კარგი რეცეპტი ჩანს.

Posted by: August 18 Sep 2009, 23:05
Jgenti`
მე ვუყურე აქ კულინარიულ არხზე აჩვენეს ის მეთოდი რაც ზემოთ სურათი გაქვს.
250 - 500 მლ არაყი იმის მიხედვით რამდენად "მაგარი" გინდა რომ იყვეს.
მერე საზამთროს მყარად ათავსებ ჯამში ამოჭრი ბოთლის ყელის ზომის დაახლოებით 4 სმ სიღრმის ნახვრეტს. ჩაურჭობ არყიან ბოთლს და დააცდი სანამ არაყი სულ არ ჩაიცლება. მერე თავისავე ამონაჭერს საცობილით ჩაურჭობ და შედგამ მაცივარში 1-2 სთ-ით.

კრუშონი კიდევ სულ სხვა "პესნიაა" იმას შამპანურიც უნდა, კარგი თეთრი ღვინოც, კონიაკიც, ლიმონათიც, ხილი განსკუთრებით საპობი ატამი უხდება

Posted by: anatoreli 19 Sep 2009, 05:25
მე ასე დამილევია...

შუაზე გაჭრი...გულს ამოუღებ....არაყს ჩაასხავ....ორივე ხელით აწევ და მოიყუდებ.....



დანარჩენი აღარ მახსოვს biggrin.gif

Posted by: Black-Legends 7 Oct 2009, 16:13
სალამი.....

ე.ი. მაქვს მუხის კასრი (ბოჩკა) ესხა ადრე არარატი, მაინტერესებს როგორ უნდა გავრეცხო ეს კასრი, რაღაც თავისი ტექნოლოგია აქვს გარეცხვასაც როგორც ვიცი..

იქნებ მირჩიოთ რა ჯობია შიგნით ჩავასხა ჭაჭა და კაკლის ნაჭუჭები და გულები, თუ კანიაჩნი სპირტი და მუხის ნედლი ღეროები??

ვის გაქვთ გამოცდილება, ვის გაგიკეთებიათ მაგვარი რამ?

აქ გადავიკითხე რომ წყალი უნდა ჩაასხაო და 1-2 კვირა გედგასო სულ ეგ არის? გარეცხვის ამბავში?

Posted by: Bubbly 14 Oct 2009, 12:10
მაინტერესებს თბილისში SMIRNOFF და SMIRNOFF ICE იყიდება??

Posted by: hirondelle 14 Oct 2009, 13:35
ჩემი საყვარელი კოქტეილი - კამპარი ორინჯი

ჩაასხით მაღალ ჭიქაში 150მლ კამპარი
გაავსეთ ფორთოხლის წვენით
ჩააგდეთ ორი ნატეხი ყინული
და ლიმონის ნაჭერი biggrin.gif

Posted by: Basher 16 Nov 2009, 00:42
hirondelle
მაგას თუ არ ვცდები კამპარი ჯუსი ჰქვია :დ
smile.gif))

Posted by: rockataka 26 Dec 2009, 00:11
ამასწიმად ახლობელთან ვიყავი სტუმრად და ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ smile.gif
ასე ლამაზად და გემრიელად, საყინულეში გაყინული ხილისა და პიტნის ნაჭრები.
http://www.radikal.ru

დაისხი რაიმე სასმელი, ჩააგდე ერთი ასეთი კუბიკ-რუბიკი და ისეთ არომატს აძლევს, მიმიქარავს ..... თან აციებს, როგორც ყინული...
კაროჩე, ამ დღეებში ვაპირებ სხვადასხვა ხილეულის კუბიკები გაყინვას.. ჩემის აზრით, ძალიან კომფორტულია..

აგერ მე, ვერცხლის ტეკილაში ჩავაგდე ერთი კუბიკი და ისეთი გემო მისცა!!! love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: rtuli 26 Dec 2009, 00:30
rockataka
QUOTE
მინდა თქვენც გაგიზიაროთ
ასე ლამაზად და გემრიელად, საყინულეში გაყინული ხილისა და პიტნის ნაჭრები.

აუ რა მაგარი იდეაა,ზაფხულში მისწრება იქნება up.gif

Posted by: დადა 10 Jan 2010, 08:59
რომს მივეჩვიე ძალიან ამ ბოლო დროს,
( ოჯახშიც შეამჩნიეს უკვე ცარიელი ბოთლი რომ ნახეს,
სულ რაღაც 1 კვირაში givi.gif )

სხვა და სხვანაირად ვსინჯე:

რომი და ფორთოხლის წვენი ყინულით,
არ მომეწონა.

რომი და კოკა-კოლა ყინულით - არაუშავდა,
ძალიან უბრალო იყო.

რამდენიმე დღეა უკვე გადაბმულად ვწრუპავ:

რომი, მწვანე ლიმონი დაჭრილი პატარებად,
ყინულის რამდენიმე ნატეხი და სმაროდინის სიროფი

love.gif

მაგრად გავჭედე,
ისე მომეწონა.

სუნიც კი ამდის უკვე და სამსახურში მკითხეს,
რომელ სუნამოს ხმარობო givi.gif

რომის მოყვარულებო,
მირჩიეთ რაიმე განსხვავებული boli.gif

Posted by: WALLON 10 Jan 2010, 15:38
დადა
რომის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ზამთარში რომისგან მომზადებული კარგი გროგი რულავს

Posted by: დადა 12 Jan 2010, 01:44
WALLON

ძირითადად როგორც ვიცი ნამცხვრებისთვის იყენებენ,
მე ძალიან მომეწონა.. ცარიელიც მარტო ყინულით ძალიან კარგია.

აქ ვიკითხავ ბარეღამც.. ბარებში რომ აქვთ მშრალი ყინული,
იყიდება სადმე?

როგორ გავაკეთო მე?
თუ ეგ რომ გავაკეთო მილიონერი გავხდები? givi.gif

Posted by: Mr Adam 16 Jan 2010, 12:20
QUOTE (rockataka @ 26 Dec 2009, 00:11 )
ამასწიმად ახლობელთან ვიყავი სტუმრად და ძალიან საინტერესო რამეს წავაწყდი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ smile.gif
ასე ლამაზად და გემრიელად, საყინულეში გაყინული ხილისა და პიტნის ნაჭრები.
http://www.radikal.ru

დაისხი რაიმე სასმელი, ჩააგდე ერთი ასეთი კუბიკ-რუბიკი და ისეთ არომატს აძლევს, მიმიქარავს ..... თან აციებს, როგორც ყინული...
კაროჩე, ამ დღეებში ვაპირებ სხვადასხვა ხილეულის კუბიკები გაყინვას.. ჩემის აზრით, ძალიან კომფორტულია..

აგერ მე, ვერცხლის ტეკილაში ჩავაგდე ერთი კუბიკი და ისეთი გემო მისცა!!! love.gif

http://www.radikal.ru

ესე ხილით როგორ გავყინო, ვერ მივხვდი?.. user.gif

Posted by: rockataka 16 Jan 2010, 14:17
QUOTE
ესე ხილით როგორ გავყინო, ვერ მივხვდი?..

აიღე ჩვეულებრივი ფორმა (მაგალითად კუბიკებიანი). ჩაასხი წყალი და ჩაყარე ის ხილი, რომელიც გინდა. შედგი საყინულეში და ცოტა ხანში მიიღებ გაყინულ წყალს ხილით - როგორიც სურათზეა smile.gif
მანდ ერთ კუბიკშია ჩადებული: 1 მალინა, პატარა ლიმონის ნაჭერი და 2 პიტნის ფოთოლი.

Posted by: Mr Adam 16 Jan 2010, 15:25
rockataka

საიდან გაიგე ?
აუ რა მაგარი რაღაც იქნება , ერთი სული მაქვს როდის გავაკეთებ.


Posted by: punchi 16 Jan 2010, 15:48
რამე გემრიელი კოქტეილის რეცეპტი ტამიწერეთ რა... დავიტანჯე უკვე ამ ახალ წლებზე არაყო ღვინო კონიაკი გული მერევა უკვე მაგ სასმელების სუნზე და იქნებ რამე გემრიელი ალკოჰოლური სასმელის რეცეპტი დადოთ

Posted by: miau 3 Feb 2010, 21:24
QUOTE
რამე გემრიელი კოქტეილის რეცეპტი ტამიწერეთ რა... დავიტანჯე უკვე ამ ახალ წლებზე არაყო ღვინო კონიაკი გული მერევა უკვე მაგ სასმელების სუნზე და იქნებ რამე გემრიელი ალკოჰოლური სასმელის რეცეპტი დადოთ


ეს ტემა სწორედ მაგისთვისაა და იქნებ გადაგეხედა, 29 გვერდია 2kiss.gif

Posted by: tos-ka 4 Feb 2010, 14:58
rockataka
QUOTE
აიღე ჩვეულებრივი ფორმა (მაგალითად კუბიკებიანი). ჩაასხი წყალი და ჩაყარე ის ხილი, რომელიც გინდა. შედგი საყინულეში და ცოტა ხანში მიიღებ გაყინულ წყალს ხილით - როგორიც სურათზეა
მანდ ერთ კუბიკშია ჩადებული: 1 მალინა, პატარა ლიმონის ნაჭერი და 2 პიტნის ფოთოლი.


თუ ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად რომელიმე სპირტიან სასმელში გაზავებულ ამავე ხილის და ლიმნის წვენს გამოიყენებთ, უკეთესია.

Posted by: miau 4 Feb 2010, 20:48

* * *
mzi
QUOTE
ბათუმში კარგ ნაღებს ალბათ ვერ ვიყიდი


ჯერ ერთი, სუპერმარკეტებში იშოვნი (ბარათაშვილზე პოპულშიცაა)! yes.gif
ისიც მეორე - ბათუმიოს ბაზარში ახალთახალი ნაღები იყიდება და იქ რომ ჩავდივარ, სხვას არც ვყიდულობ, არაჩვეულებრივი ხარისხისაა და თან ყველანაირი კონსერვანტის გარეშე. love.gif

Posted by: mariaa 5 Feb 2010, 18:26
rockataka
QUOTE
საყინულეში გაყინული ხილისა და პიტნის ნაჭრები

მაგარია,ექსტრა გემოსთვის..
იგივე ვარიანტი ვიცი..ყავის ყინული smile.gif

Posted by: rockataka 18 Feb 2010, 10:21
mariaa
QUOTE
იგივე ვარიანტი ვიცი..ყავის ყინული

როგორ აკეთაბ? რომელი ყავა: ნესკაFე, თუ ...
smile.gif დარწმუნებული ვარ, რომ კონიაკს მოუხდება smile.gif

პ.ს. გუშინ გავიჭაჭე gigi.gif tongue.gif

http://www.radikal.ru

Posted by: mariaa 18 Feb 2010, 18:33
rockataka
QUOTE
როგორ აკეთაბ?

პირდაპირ ცივ წყალში ვხსნი ხსნად ყავას და ვყინავ ფორმებში..
QUOTE
ნესკაFე, თუ ...

კი,ყველანაირი ხსნადი..
QUOTE
დარწმუნებული ვარ, რომ კონიაკს მოუხდება

yes.gif
უხდება თია მარიას,ბეილისს,კალჰუას,ჩვეულებრიბ ყავის ლიქიორსაც....
კიდევ Fრაპეს(ცივი ყავა)უხდება+ბეილისი


Fრაპე და ყავის ყინული smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: cheese1 7 May 2010, 14:14
ეს ლურჯი სასმელები მაფიქრიანებს ხოლმე.. biggrin.gif

user posted image

user posted image

Posted by: რატიუს 19 Jul 2010, 22:13
cheese1
QUOTE
ეს ლურჯი სასმელები მაფიქრიანებს ხოლმე

როგორ კეთდება ისიც მიგეწერა smile.gif
* * *
rockataka
QUOTE
აიღე ჩვეულებრივი ფორმა (მაგალითად კუბიკებიანი).

სად იყიდება ეგ ფორმები? ბოდიში დებილი შეკითხვისთვის მაგარი დილეტანტი ვარ sad.gif

Posted by: nanana 19 Jul 2010, 23:11
რატიუს
QUOTE
ეს ლურჯი სასმელები მაფიქრიანებს ხოლმე


როგორ კეთდება ისიც მიგეწერა 


ბომბეი საფირიანი მარგარიტაა მგონი.


Posted by: რატიუს 19 Jul 2010, 23:19
nanana
QUOTE
ბომბეი საფირიანი მარგარიტაა მგონი.

ჯასთ ყინული და ეგენი?

Posted by: nanana 19 Jul 2010, 23:54
რატიუს

ხვალ დავდებ ბომბეიან კოქტეილებს, დღეს არ მიმიწვდება ხელი

Posted by: რატიუს 20 Jul 2010, 02:30
nanana
კარგი smile.gif










...............................

Posted by: rockataka 20 Jul 2010, 09:09
რატიუს
QUOTE
სად იყიდება ეგ ფორმები?

არვიცი, არ ვარ მანდეთ (საქართველოში).

Posted by: nanana 21 Jul 2010, 14:03
რატიუს

ერთ ერთ ბომბეის კოქტეილს დაგიდებ მაგარია ძაან. გემოთიც და ვიზუალურადაც. ისე შეგიძლია ვარაზის ხევში ვისკის სახლში შეიარო და იქ მოითხოვო კოქტეილების რეცეპტების ბროშურები ( უფასოდ რასაკვირველია) და თუ მოგინდება ბარემ ინგრედიენტებიც იქვეა


Bobmay Sapphire Tarragon Bramble

45 მლ ბომბეი საფირი
20 მლ ლიმნის ახალგამოწურული წვენი
15 მლ მარწყვის სიროფი ( მარწვს + შაქარი, არ დაიბნე, თუმცა მზა სიროფებიც იყიდება biggrin.gif)
15 მლ მაყვლის ან საშობაო ლიქიორი ( გრენადინით შეგიძLია ჩაანაცვლო ან ალუბლის ლიქიორით)
6 ცალი ტარხუნის ტოტი
დაჩEჩქვილი ყუნული

შეიქერში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი.
კარგად შეანჯღრიეთ და გადაწურეთ შეიქერიდან კოტეილის ჭიქაში.
ჭიქა გაავსეთ დაჩეჩქვილი ყინულით

მოაპკურეთ მაყვლის ან საშობაო ლიქიორი.
მორთეთ ტარხუნით და ლიმნის ნაჭრით.



ბონ აპეტი

Posted by: gugberidze 25 Jul 2010, 14:06
ვინმემ შეგიძლიათ მასწავლოთ წიწაკის არყის დამზადებაა.... რა წიწაკა უნდა იყოს და რამდენ გრადუსიან არაყში უნდა ჩააგდო რო კარგი დასალევი იყოს.. მე მაგარი კონიაკის დამზადებას გასწავლით ქარხნული წესით

Posted by: rockataka 25 Jul 2010, 17:28
gugberidze
QUOTE
მე მაგარი კონიაკის დამზადებას გასწავლით ქარხნული წესით

როდის?

Posted by: ninavia 6 Aug 2010, 20:58
ხალხო! ვიშნოვკა რამდენ ხანს უნდა იყვეს მზეზე გადებული? თუ ვინმემ იცით მომწერეთ გთხოვთ!

Posted by: ninoma 6 Aug 2010, 21:38
ninavia
http://forum.ge/?f=82&showtopic=33829493&st=375
მე მგონია ეს გამოგადგებათ.
ალუბლის ლიქიორია.

Posted by: MrJohnyRock 7 Aug 2010, 00:18
საკმაოდ სასიამოვნო კოქტეილი ხშირად ვაკეთებ ხოლმე
45 გ გრეიფრუტის წვენი (Sandora ყველაზე მაგრად უხდება)
45 გ ფორთოხლის წვენი (აგრეთვე სანდორა)
50 გ არაყი (თუმცა რეცეპტში 30 წერია)
ყინული
მომზადება: შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთს ავანჯღრიოთ givi.gif
მიღებული მასა ჩავასხათ HighBall ჭიქაში და მივირთვათ

პ.შ. პირველი პოსტია ამ განყოფილებაში

Posted by: ninavia 7 Aug 2010, 22:15
ninoma - მადლობა რჩევისთვის. დამიგვიანია კიდეც, 8-10 დღე კი არა ერთი თვეა რაც მზეზე მაქვს დადებული, იმედია მაინც კარგი გამოვა ...

Posted by: GLADI 7 Aug 2010, 23:03
რამე კარგი კოქტეილი მასწავლოთ არ გინდათ ? )))

Posted by: Addict 14 Aug 2010, 14:13
QUOTE (cheese1 @ 7 May 2010, 14:14 )
ეს ლურჯი სასმელები მაფიქრიანებს ხოლმე.. biggrin.gif

user posted image

user posted image

user.gif user.gif user.gif დალეული მაქვს ლურჯი კოქტეილი და მომეწონა ძალიან.
რომელიღაცა ლურჯი კენკროვანის წვენი აძლევს მემგონი მაგ ფერს. ბლუბერი რა ქვია არ ვიცი. user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: ninoma 14 Aug 2010, 17:14
Addict
QUOTE
ბლუბერი რა ქვია არ ვიცი.

მოცვი

Posted by: MrJohnyRock 3 Mar 2011, 21:39
სიერრა-გრინგო
20 მლ ოქროს ტეკილა Sierra
10 მლ ვისკი ბურბონი Pennypacker
10 მლ ლიმნის წვენი
50 მლ მარაკუიას წვენი
მოსართავად
1 ნაჭერი ლიმონი
1 კოქტეილის ბალი
ყველა კომპონენტი ყინულის ნატეხებთან ერთად ათქვიფეთ შეიქერში და საცერის გამოყენებით ჩამოასხით ჭიქაში. კოქტეილში ჩადეთ ჩხირზე აცმული ხილი

Posted by: nanana 3 Mar 2011, 21:44
ცხელცხელი ცოდნის გაზიარება bis.gif

30 მლ Finlandia Bluberry
ვაშლის წვენი
ლაიმის ან ლიმნის წვენი
თაფლი
ყინული


ვერი ნაის

Posted by: MrJohnyRock 5 Mar 2011, 01:19
user posted image
მოსამზადებლად დაგვჭირდება იტალიური ლიქიორი სამბუკა
ყავის მარცვლები
კონიაკის ბოკალი
Old Fashion
ბარის კოვზი
ქაღალდის ხელსახოცი
საწრუპი და ასანთი
user posted image
დავიჭიროთ კონიაკის ბაკალი ისეთ მდგომარეობაში როგორც სურათზეა ნაჩვენები, წრიული მოძრაობით რამოდენიმეჯერ შემოვაბრუნოთ, იმისათვის რომ სამბუკა თანაბრად განაწილდეს კიდეებზე. ავანთოთ ასანთი და ფრთხილად წავუკიდოთ სასმელს.
user posted image
ვატრიალოთ სამბუკა კოქტეილის ბაკალში 10-20 წამი, ხელის ნელი მოძრაობით ჩამოვასხათ ეს ცეცხლი old fashion ჭიქაში.
user posted image
ბაკალის დაფარებით ჩააქრეთ სამბუკა
user posted image
მოხადეთ ბაკალი და დააფარეთ იგი ქაღალდის ხელსახოცს (რომელშიც წინასწარ გაუყარეთ საწრუპი) . დალიეთ სამბუკა ერთი ყლუპით, შეისუნთქეთ ჰაერი საწრუპიდან.
მიაყოლეთ ყავის მარცვლები

http://alldrinks.ge/?p=248

Posted by: girvan_88 15 Mar 2011, 22:28
სხვა თემა ვერ ვიპოვე და ვინმეს ხომ არ გეგულებათ ეს თბილისში? დავიარე ყველაფერი და ვერსად მივაგენი sad.gif
არადა საოცარი რამეა :|

user posted image

Posted by: GENTLEMAN JACK 16 Mar 2011, 09:59
girvan_88
QUOTE
სხვა თემა ვერ ვიპოვე და ვინმეს ხომ არ გეგულებათ ეს თბილისში? დავიარე ყველაფერი და ვერსად მივაგენი
არადა საოცარი რამეა :|



მისამართი: მიხეილ ჯავახიშვილის N14
ტელ:93 -22 -29
ელ.ფოსტა:Whisky-house@gd-alco.ge


ეს ჯდ-ალკოს კოორდინატებია, ექსკლუზიური შემომტანები არის ელიტარული სასმელების, ამათ წესით ყველაფერი აქვს და შეიძლება ქონდეთ გაყიდვაში, მაგრამ თუ არ აქვთ დაკვეთასაც შეძლებენ, მემგონი მათტვის ეს არ უნდა იყოს პრობლემა...
წარმატებებს გისურვებ... რომელიმე სადღეგრძელოში ოღონდ ფორუმელებიც დალოცე wink.gif))))

Posted by: lizofobi 16 Mar 2011, 12:14
მაქვს 30 წლის დაძველების "ბალზამი" (ასე მითხრა მჩუქებელმა gigi.gif) , პატარა მუქ ყავისფერ ბოთლში. გონზე არ ვარ რა არის, ან როგორ უნდა დავლიო, პირდაპირ თუ რამეში გავურიო? მითხრეს, ყავაში უნდა ჩაისხაო და მე ყავას საერთოდ არ ვსვამ....3 წლის წინ მაჩუქეს და ყოველდღე ვუპირებ დალევას gigi.gif

Posted by: GENTLEMAN JACK 16 Mar 2011, 13:19
QUOTE
მაქვს 30 წლის დაძველების "ბალზამი" (ასე მითხრა მჩუქებელმა ) , პატარა მუქ ყავისფერ ბოთლში. გონზე არ ვარ რა არის, ან როგორ უნდა დავლიო, პირდაპირ თუ რამეში გავურიო? მითხრეს, ყავაში უნდა ჩაისხაო და მე ყავას საერთოდ არ ვსვამ....3 წლის წინ მაჩუქეს და ყოველდღე ვუპირებ დალევას 


მე ადრე ხშირად ვსვავდი ბალზამს რადგან ჩემ ძმაკაცს ქონდა ბევრი და გეტყვი რომ ყველაფრის შერევის გარეშეც მაგარი დასალევია...

Posted by: girvan_88 16 Mar 2011, 23:47
GENTLEMAN JACK
ვა ეგ მაშოვნინა და შენ სადღეგრძელოს განსხვავებულით დავლევ biggrin.gif

lizofobi
ლატვიელები და სხვა ფუცანა მსმელი ერები ყავაში და სხვა რამეში ურევენ და ისე სვავენ. არადა პირდაპირ დალევას აქვს მუღამი, არცერთ სასმელს არ ქონია ისეთი "პრიხოდი" როგორიც მაგას ქონდა. სამი კაცი 250 გრამის მერე სამსახურში მაგიდებზე დავრბოდით და დაჭერობანას ვთამაშობდით yes.gif biggrin.gif
რა მოსაწევი რის მოსაწევი biggrin.gif


Posted by: GENTLEMAN JACK 17 Mar 2011, 10:50
QUOTE
არცერთ სასმელს არ ქონია ისეთი "პრიხოდი" როგორიც მაგას ქონდა


მე მაქ ერთი დამუღამებული რომ ბალზამს მე რომელსაც ვსვავდი არ ქონდა არანაირი პახმელია, წარმოიდგენ რა მაგარი პონტია როცა სვავ, თვრები, ითიშები და პახმელია არ გაქვს smile.gif ცოტა დაუჯერებელი კი არის მაგრამ ასე იყო და მეც ვთქლამფავდი და ვთქლამფავდი smile.gif))))))))



Posted by: lizofobi 17 Mar 2011, 12:17
GENTLEMAN JACK
girvan_88
ვაიმე რა მაგარია biggrin.gif პახმელია მაქვს უბედური და თუ ეს დალოცვილი არ მომკლავს მეორე დღეს, ეხლავე დავლევ
და 30 წლის როა, არა უშავს? spy.gif

Posted by: girvan_88 17 Mar 2011, 16:50
GENTLEMAN JACK
რო მოვიცლი ეგრევე მივალ მაგ მისამართზე biggrin.gif ეხლაც მახსოვს მაგის გემო biggrin.gif
lizofobi
QUOTE
და 30 წლის როა, არა უშავს?

მით უკეთესი. შეიძლება ფრენა დაგაწყებინოს biggrin.gif

Posted by: nanana 18 Mar 2011, 11:11
QUOTE
მეც ვთქლამფავდი და ვთქლამფავდი ))))))))

drug.gif

Posted by: pocahontas 9 Apr 2011, 10:01
lizofobi
აბა რა მოხდა გაგვაგებინე ?! მოიტანა თუ ვერა wink.gif

Posted by: girvan_88 9 Apr 2011, 22:07
QUOTE
აბა რა მოხდა გაგვაგებინე ?!

ის მოხდა რომ მაგ მისამართზე ვერაფერი ვიპოვეთ :|

Posted by: lizofobi 11 Apr 2011, 09:57
pocahontas
girvan_88
მოიტანა რომელია, ერთმა პატარა ბოთლმა ოთხი გოგო მიგვაწვინა და ბოდვა დაგვაწყებინა biggrin.gif აუ ძაან მაგარია, ძაან კარგად ისმევა, ყავაში საწუწაოდ მართლა ცოდოა და კიდე მინდა sad.gif

Posted by: რედი 11 Apr 2011, 14:01
კალვადოსი სად შეიძლება ვიყიდო ხომ არ იცით?

Posted by: girvan_88 12 Apr 2011, 17:54
lizofobi
QUOTE
მოიტანა რომელია, ერთმა პატარა ბოთლმა ოთხი გოგო მიგვაწვინა და ბოდვა დაგვაწყებინა  აუ ძაან მაგარია, ძაან კარგად ისმევა, ყავაში საწუწაოდ მართლა ცოდოა და კიდე მინდა

biggrin.gif

Posted by: ბესიკის26 15 Apr 2011, 07:36
rtuli

.
QUOTE
რძე-უმი- 1 ლიტრი

ფორთოხლის ლიქიორში რომ გიწერია რას ნიშნავს?
აუდუღებელი რძე?
წყლით გამოვა? რძიანი როგორი ფერის მიიღება? შემღვრეული ყვითელი?

Posted by: Wise_mann 17 Apr 2011, 04:29
იაგერმაისტერი yes.gif ცალკე ან ლუდთან ერთად.

Posted by: n@tia_25 28 Apr 2011, 15:41
დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ!!!

მაქვს ძველი კონიაკები, ფრანგული NAPOLEON მარა არ ვიცი რომელ წელსაა ჩამოსხმული, საქართველოში რაცაა კი არის უკვე 50 წელი გასული.
სავარაუდოდ ძალიან ძველია, საცობზე პლომბივით აქვს სანთელი ჩამოსხმული.
2 ბოთლს BRENDY- აწერია
მესამეს v.s.o.p

ზუსტად აღარ მახსოვს რომელი ქარხნის ჩამოსხმულია და დღეს ვნახავ და მერე დავწერ ფორუმზე. იქნება იცით ადამიანი ვინც შაფასებს, თუ კარგად გავყიდე ხო კარგი და თუ ვერ გავიყიდე ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე რა ფასიან კონიაკს ვსვავ biggrin.gif biggrin.gif


მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lala 2 May 2011, 16:03
აი ეს მინდა
სად იყიდება და რაღირს ფინლანდია?
blueberry da black currant იყიდება აქ?

საბითუმო ფასებში თუ არის სადმე სასმელები დამიწერეთ რა

Posted by: nanana 2 May 2011, 16:13
lala
ბლუბერი და ბლექ ქარანთ არ იყო ბოლოს რომ ვნახე და ისე ვისკის სახლში ღირს ყველაზე იაფი




n@tia_25

ძალიან ძვირიანს არ სვამ smile.gif და მაქს ალბათ 400-500 ლარად გაყიდო

Posted by: n@tia_25 3 May 2011, 12:20
QUOTE (nanana @ 2 May 2011, 16:13 )
lala
ბლუბერი და ბლექ ქარანთ არ იყო ბოლოს რომ ვნახე და ისე ვისკის სახლში ღირს ყველაზე იაფი




n@tia_25

ძალიან ძვირიანს არ სვამ smile.gif და მაქს ალბათ 400-500 ლარად გაყიდო

დიდი მადლობა პასუხისთვის.

გაყიდვა არ მგონია ადვილი იყოს რადგან კონიაკებს აქციზი არ აქვთ და მაღაზიები არც დაიტოვებემ და მეეჭვება ვინმე ისეთი ადამიანი ვიპოვო რომ მაინცდამაიც ამ კონიაკებში გააიხადოს ფული smile.gif

Posted by: lala 3 May 2011, 14:20
nanana
აუუ sad.gif ნეტა არც გუდვილში არ იქნება? ბლექ ქურანტ მინდააა

შენ სად ნახე? ვისკის სახლშI? ვარაზისხევზე რო არის ხო?

Posted by: nanana 3 May 2011, 14:25
lala
კი ვისკის სახლის მგლობელი კომპანია ამარაგებს გუდვილს და ყველა მაღაზიას და ყველაზე დიდი არჩევანი ვისკის სახლებშია. ვარაზის ხევის ან ელბაქიძის სულერთია

Posted by: lala 3 May 2011, 14:29
nanana
ოკ გავივლი ძაან მინდა
იქნებ მიიღეს

თან მარტინი და რაღაცეები მინდა ე.ი მანდ ჯობია ყიდვა
ფასი ხო არ გახსოვს ფინლანდიის?

Posted by: lala 5 May 2011, 22:10
ვიყიდე redberry Finlandia
ვისკის სახლში 19.60ლ.
გუდვილში 22.60 ღირდა
ანუ ბევრი რაღაცა როცა გინდა ღირს მანდ წასვლა

აი ეს love.gif love.gif love.gif
* * *
მარტინის როგორ სვავთ?extra dry maqvs da მირჩიეთ რამე

Posted by: CIGAR 27 May 2011, 03:21
შეიკერი მაქვს და რამე მარტივი კოქტეილის მომზადებას ხომ ვერ მასწავლთ? გულის ჭია რომ გავახარო?

Posted by: ochamchirskii 20 Jun 2011, 21:32
მემგონი ბევრს უყვარს ალკოჰოლური კოკტეილები და ბევრს უნდა ისწავლოს მათი გაკეთება.

ფორთოხლის ბელლინი:
user posted image
1 პორციაზე:
1 ფორთოხალი, გაჭრილი ოთხად
25 მლ ლიმნის წვენი
1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
სულ ცოტა ფორთოხლის ლიქიორი
2 ნაწილი ( 25 მლ) მუქი რომი
დავამატოთ: შუშხუნა ღვინო

ინსტრუქცია:
გამოვწუროთ წვენი ფორთოხლის 3/4-დან. ვამატებთ ლიმნის წვენს, შაქარს, ლიქიორს, რომს და ყინულებს. ყველაფერს ვურევთ და ვამატებთ შუშხუნა ღვინოს. დარჩენილი ფორთოხლით მოვრთოთ და მზად არის !!! ))

Posted by: S_H_A_D_O_W 22 Jun 2011, 00:00
ვინმე კონიაკის მცოდნემ შემიფასეთ რა

1880-90 წლებში არარატის ქარხანაში ჩამოსხმული კონიაკი სპეციალურად მეფისთვის დამზადებული ბოდლი და ყველაფერი რა შეიძლება ღირდეს?

Posted by: ochamchirskii 23 Jun 2011, 07:54
ძალიან ძლიერი ჭაჭა მაქვს, ისეთი ძლიერი რომ ვერ დალევ ისე, ვინ რას შემთავაზებს რომ გავაკეთო? რამე კაი რეცეპტი მინდა))

Posted by: thug 25 Jun 2011, 09:48
n@tia_25

ბრენდი თU აწერია კონიაკი არაა.... კონიაკი არის მხოლოდ ის სასმელი რომელიც საფრანგეთის კონიაკის რეგიონშია დამზადებული... "სავეცკი" დროიდან შემორჩა და ყველაფერს კონიაკს ეძახიან... ბრენდი არის ყველა სხვაგან დამზადებული სასმელი რასაც ჩვენთან კონიაკს ეძახიან. კონიაკი კიდევ როგორც დავწერე კონიაკის რეგიონის ნაწარმია wink.gif

რაც შეეხება კონიაკის ასაკს ბოთლში კონიაკი რომ ჩაისხმევა ის მეტი აღარ გაკარგდება smile.gif მხოლოდ დიდი ასაკის და იშვიათობის გამო იმატებს ფასი... არომატი და ხარისხი კიდევ მხოლოდ სპეციალურ კასრებში ემატება და უკარგდება .

Posted by: donshelo 25 Jun 2011, 13:03
QUOTE
ძალიან ძლიერი ჭაჭა მაქვს, ისეთი ძლიერი რომ ვერ დალევ ისე, ვინ რას შემთავაზებს რომ გავაკეთო? რამე კაი რეცეპტი მინდა))


+1

გვირჩიეთ რამე.

Posted by: ochamchirskii 26 Jun 2011, 17:58
არავინ იცის რამე კაი რეცეპტი?! არ ვიცი რა ვუყო ამ ჭაჭას და ბებიაჩემსაც არ გავაფუჭებინებ)))))

Posted by: thug 26 Jun 2011, 21:51
ochamchirskii

ჭაჭას რა უნდა უყო აიღე და დალიე smile.gif

Posted by: girvan_88 27 Jun 2011, 22:22
QUOTE
ჭაჭას რა უნდა უყო აიღე და დალიე

ხო რა. ან მე მომეცი user.gif

Posted by: llashaa 30 Jun 2011, 16:11
ესეიგი რაშია საქმე ძვირფასო თანაფორუმელებო
მეგობრები ვაპირებთ რაღაც ივენთის გაკეთებას და გვჭირდება რაიმე ადვილად გასაკეთებელი და ძლიერი კოქტეილების რეცეპტი

რედ ბული და არაყი ვიცით (ამოვიდა უკვე ყელში )

აბა შემომთავაზეთ ვარიანტები

ადვილად გასაკეთებელი მითხარი რომ რაც შეიძლება იაფად გამოვიდეთ და ადვილად და მალე გაკეთდეს

Posted by: ჯაბა ვარ 23 Jul 2011, 16:26
კაცურად კოქტეილების რეცეპტები ალკოჰოლიანი უალკოჰოლო და სხვა . + სურათი და წესიერი ახსნით თუ შეგიძლიათ დადეთ რა > ? <

Posted by: cheese1 23 Jul 2011, 23:00





Posted by: westsider 23 Jul 2011, 23:38
..........................................................................

user posted image

Posted by: girvan_88 28 Jul 2011, 22:40
user posted image
biggrin.gif

Posted by: kostakurta 6 Oct 2011, 15:13
ტარხუნას არაყი საბჭოთა კავშირის დროს ამერიკაშიც იყიდებოდა, ერთ ერთი პირველი პროდუქცია იყოს რომელიც გაიტანეს ამერიკაში არაყ სტოლიჩნაისთან ერთად.. დღეს კი ტარხუნის არაყს სომხეთში უშვებენ, პოპულარულია რუსეთში ოღონდ როგორც სომხური არაყი.

user posted image

user posted image

ХЕнт тархун

Posted by: pepela15 18 Oct 2011, 19:07
................................................

Posted by: 555 18 Oct 2011, 19:51
მოგესალმებით!

შეიძლება არასწორ თემაში ვწერ, თუ ასეა იზვინი ყველას.
მოკლედ, მსურს შევიძინო ღვინის ბოთლები, რომ სახელობითი ღვინო ჩამოვასხმევინო და ხომ ვერ მიმასწავლით სად შევძლებ ცარიელი ღვინის ბოთლის ყიდვას?
წინასწარ მადლობთ.
ველი თქვენს პასუხებს

Posted by: fsevdokacobrioba 27 Oct 2011, 16:30
რაც სშეიძლება ძლიერი და მათრობელა არაფერი იცით?smile.gif smile.gif

Posted by: tipu-sultani 1 Nov 2011, 15:07
ბევრს თუ დალევ ყველაფერი დაგათრობსsmile.gif

Posted by: Jio Wanderer 3 Nov 2011, 17:58
tarxunito gaaketet igive rac moxito ohgont tarxunit

Posted by: mirzagu 8 Nov 2011, 00:16
karg dasalevs mivirtmevdi axla didi siamovnebit... biggrin.gif ogond bevrs ara...

Posted by: drozera 8 Nov 2011, 16:14
QUOTE
არადა საოცარი რამეა :|




--------------------

უი,ეს ჩამომიტანა ლიტველმა სტუმარმა შანშან ზაფხულში და მითხრა ყავაში ან ჩაიში ჩაასხიო, მე კიდევ მიდგას და თურმე ძალიან მაგარი დასალევი ყოფილააა.
სხვა სასმელებში გარევა შეიძლება? ცხელში არა ოღონდ?

Posted by: girvan_88 8 Nov 2011, 17:02
drozera
QUOTE
ლიტველმა

თუ ლატვიელმა?

QUOTE
მითხრა ყავაში ან ჩაიში ჩაასხიო

არ დაუჯერო მაგათ, ისე დალიე პირდაპირ, თან გათრობს თან გაბოლებს biggrin.gif


Posted by: drozera 8 Nov 2011, 17:14
QUOTE
თუ ლატვიელმა?

კი, ლატვიელმა, შემეშალა, smile.gif
მითხრა, ბევრი არ მოგივიდეს, არ შეიძლებაო და ... biggrin.gif

ჩემს რძის ლიქიორსაც დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს smile.gif

1 ლ ადუღებული და გაცივებული რძეს ვამატებთ 1 კგ შაქარს, ვასხამთ ემალის ქვაბში და ვდგამთ მაცივარში, ან სადმე ცივ ადგილას, ყოველ დილა-საღამოს ვურებთ ხის კოვზით 5 დღის განმავლობაში, მე-6 დღეს ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ 2 საშუალო ზომის ლიმონს და ვაჩერებთ კიდევ 2 დღეს, შემდეგ ვწურავთ ვამატებთ არაყს, ნუ ჭაჭა თავის გემოს აძლევს და ხორბლის ჯობია და ვანილს smile.gif უუუგემრიელესია, ბლანტი და ძალიან არომატული.
პ.ს. ვისაც რძე არ უყვარს მათთვის ვიტყვი, რომ რძის გემო საერთოდ არ იგრძნობა. მეც არ ვგიჟდები რძეზე smile.gif

Posted by: girvan_88 9 Nov 2011, 00:15
drozera
QUOTE
1 ლ ადუღებული და გაცივებული რძეს ვამატებთ 1 კგ შაქარს, ვასხამთ ემალის ქვაბში და ვდგამთ მაცივარში, ან სადმე ცივ ადგილას, ყოველ დილა-საღამოს ვურებთ ხის კოვზით 5 დღის განმავლობაში, მე-6 დღეს ვამატებთ კუბიკებად დაჭრილ 2 საშუალო ზომის ლიმონს და ვაჩერებთ კიდევ 2 დღეს, შემდეგ ვწურავთ ვამატებთ არაყს, ნუ ჭაჭა თავის გემოს აძლევს და ხორბლის ჯობია და ვანილს  უუუგემრიელესია, ბლანტი და ძალიან არომატული.
პ.ს. ვისაც რძე არ უყვარს მათთვის ვიტყვი, რომ რძის გემო საერთოდ არ იგრძნობა. მეც არ ვგიჟდები რძეზე

თუ მაგდენი ხნის განმავლობაში გავძელი მაშინ ჰო, საინტერესოდ ჟღერს

Posted by: beridze78 10 Nov 2011, 14:48
მარწყვი ყველაზე მაგარია ...............

Posted by: qeti12345 10 Nov 2011, 17:25
მარწყვი მაგარია ნაყინთან და ცოტა ალკოჰოლიც მოუხდება

Posted by: Tikk 4 Jan 2012, 18:34
საშინლად არ მიყვარს ტკბილი ალკოჰოლი : ( რძის და მარწყვების და ა.შ. ლიქიორები ბავშვობის დროინდელ შნაპსს და ამარეტოს მახსენებს.
ზოგადად - სასმელების მიქსები დიდად არ მიზიდავს, ერთადერთი კოქტეილი რომელსაც სიამოვნებით ვსვამ, მოჰიტოა.
ალკოჰოლი მიყვარს მაგარი, დამრტყმელი, დალევისთანავე რომ გაგითბობს სხეულს love.gif

Posted by: prokofi1 5 Jan 2012, 17:01
არაყი და ღვინოს შერევა როგორია გიცდიათ ?????

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 May 2012, 20:28
კალიმუჩო (kalimotxo) დაგილევიათ? ესპანელი სტუდენტების მოგონილია 70იან წლებში, ქუჩაში სასმელის დალევა არ შეიძლება და იღებენ 2 ლიტრიან კოკაკოლას ერთ ლიტრს სხვა ბოთლში ასხავენ და იმ დარჩენილ 1 ლიტრს წითელ ღვინოს ამატებენ...


ძაან გემრიელია, ღვინო აუცილებლად წითელი უნდა იყოს

Posted by: Kirchi 31 May 2012, 02:36
Charlotte_ Sometimes
ზოგადათ ესპანეთში უყვართ ღვინის გარევა სხვადასხვა წვენებში
სანგრიაც მსგავსად კეთდება

წითელი ღვინო
ხილის წვენი
სხვა და სხვა ცოცხალი ხილი (ვაშლი, ფორთოხალი და სხვა არ მახსოვს)

მერე ამას ურევენ და ხილებს ხის კოვზით ჭყლიტავენ

კაი რამეა
ვერანდა ზაფხული სანგრია smile.gif

user posted image
http://en.wikipedia.org/wiki/Sangria

Posted by: kuskusa19 27 Feb 2013, 16:04
გამარჯობათ,იქნებ დამეხმაროთ,ველოდები მეგორბრებს რომლებიც არაყს მოიტანენ biggrin.gif რა შეიძლება შევურიო რომ რამე სასიამოვნო დასალევი მივიღო და დაფაროს არყის გემო?

Posted by: happy dreamer77 9 Apr 2013, 18:08
Slushie ს გაკეთება ალკოჰოლით შეილება? და როგორ კეთდება საერთოდ?

Posted by: kokrowina 6 May 2013, 14:54
ბავშვებო რა უნდა გკითხოთ არყით და სპრაიტით რომ კეთდება რა კოქტეილია და სრული რეცეპთი თუ გაქვთ ვინმეს იქნებ დამიწეროთ

Posted by: lasha88 12 May 2013, 18:16
ეხლა ვნახე სახლში ეგ ბალზამი, 1976 წელს არის გამოშვებული,აქვს რაიმე ღირებულება თუ ვინმემ იცით?
* * *
თუ რამე იცით ამ სასმელის შესახებ დამიკავშირდით 595222284

Posted by: girvan_88 17 Jun 2013, 17:13
გუდვილში გაიჩითა ბალზამი 25 ლარად, მშვენიერი იყო bis.gif

Posted by: happy dreamer77 17 Jun 2013, 19:00
QUOTE
ბავშვებო

ეგ რა მიმართვაა?
spy.gif

Posted by: didi bege 14 Sep 2013, 22:01
კუბა ლიბრე შევქმენი წეღან

მეოთხედი ლიმონი ჩაჭყლეტილი ჭიქაში, ყინული, 50 მლ რომი ბაკარდი, 100მლ კოკაკოლა

ისე ღვინო-არაყის ლიქიორი მაქვს მაღალგრადუსიანი მაქედან რა გამოვიყვანო რას მირჩევთ

Posted by: Just do It 1 Feb 2014, 21:07
სად შეიძლება საქართველოში ბურბონის შეძენა? smile.gif) ნორმალური ფასებით რათქმაუნდა biggrin.gif

Posted by: ^Nos_ka 1 Feb 2014, 23:56
ჩემი საყვარელი კოკქტეილის რეცეპტს გაგიმხელთ tongue.gif

Swimming Pool

8cl თეთრი რომი
4cl არაყი
2cl Blue Curacao
12cl ანანასის წვენი
2cl ნაღები
2cl ქოქოსის კრემი
4 ს/კ დამსხვრეული ყინული

ყველა ინგრედიენტი, Blue Curacao ს გარდა კარგად ავურიოთ ელექტრო მიქსერით,
მე ჩვეულებრივ ხელისას ვიყენებ, მაგრამ ისეთი FაFუკი არ გამოდის.
Fancy Glass ში (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, როგორიც სურათზე მოკლედ) ჩავყაროთ
ყინული, დავამატოთ მიქსი და ბოლოს ძალიან Fრთხილად Blue Curacao.
ჭიქა მოვრთოთ ანანასის Fოთოლითა და ნაჭრით და კოქტეილის ალუბლით (საწრუპი თავისთავად)
დალევის წინ ავურიოთ საწრუპით...

P.ს 1cl 10ml ს უტოლდება
http://www.radikal.ru

Posted by: likable 5 Feb 2014, 19:15
საშობაო როგორ კეთდება ვინმემ თუ იცით მითხარით რა

Posted by: ninc_lfc 13 Feb 2014, 03:02
tos_ka
QUOTE
ჩემი საყვარელი კოკქტეილის რეცეპტს გაგიმხელთ 

ძაან მაგარი იქნება up.gif

მომინდა გასინჯვა biggrin.gif

Posted by: n-e-r-v-o-z-a 16 Feb 2015, 13:47
QUOTE (likable @ 5 Feb 2014, 19:15 )
საშობაო როგორ კეთდება ვინმემ თუ იცით მითხარით რა

1კგ. ხილი
1კგ. შაქარი
1კგ. არაყი, სპირტი (რაც შეიძლება ძლიერი, თორემ ტკბილი გამოგივა და მერე შესაზავებელი გექნება)

რაც მეტი ხილის სახეობა მით უკეთესი.


მე ეგრე გავაკეთე და უგემრიელესია, 20ზე მეტი სახეობა ხილის

Posted by: გაგუშა 11 May 2015, 15:48
არ ვიცი სწორად ვპოსტავ თუ არა მაგრამ იქნებ ვინმემ იცოდეს
სომხური კონიაკი "არარატი" , 3 ვარსკვლავიანი 1973 წლის რა ეღირება?

Posted by: ვედმინიო 15 May 2015, 17:43
QUOTE
სომხური კონიაკი "არარატი" , 3 ვარსკვლავიანი 1973 წლის რა ეღირება?

იგივე რაც ღირდა 73-წელში.

Posted by: valo 31 Jul 2015, 22:04
QUOTE (valo @ 31 Jul 2015, 21:26 )
აქაურებს სალამი smile.gif

წინა კვირას ვიყიდე შტრო, 80-იანი, ოდნავ მოვწრუპე და ლამის ცეცხლი გამიჩნდა biggrin.gif
შარშან ავსტრიიდან მქონდა ჩამოტანილი 40იანი, ის საკაიფო გემოსი იყო,  ეს რაღაც უბედურებაა.

ვერ მასწავლით რამე მეთოდს, როგორ შეიძლება კაცმა გემრიელად ჩაიტკბარუნოს პირი? smile.gif
http://pix.ge/

აქაც ვიკითხავ რა user.gif

Posted by: PLAYer_1 1 Mar 2016, 10:57
ხალხნო არაყი რამდენ გრადუსზე იყინება ხომ არ იცით?
აი ის დაფასოებული 40 გრადუსიანი არყები

Posted by: n-e-r-v-o-z-a 1 Aug 2016, 13:48
ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ კოქტეილების რეცეპტების?

რაც შეიძლება ბევრი რომ იყოს და უმაგრესები

Posted by: CigarettesAfterSex 3 Mar 2017, 00:01
საუერი რა არის ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ ?

აი ამ კონტექსტში.

მჟავე საუერი.

რომელ ბოკალს იყენებენ ე.წ. საუერისა და გაყინული კოქტეილებისათვის


Posted by: მამაო ენუქი 3 Mar 2017, 11:51
CigarettesAfterSex
მარტინის ბაკალი ხომ გინახია, ეგაა საუერი .

Posted by: Nayade 8 Jun 2017, 13:41
ხილის ლიქიორები მინდა დავაყენო და რომელი არაყი გამოვიყენო? თუ სპირტი?

Posted by: BaronVonMortis 8 Jun 2017, 13:50
QUOTE
თუ სპირტი?

არ გირჩევ. სტანდარტული 40-ანი არაყი გამოიყენე,მანამდე დაყენების წესებს გაეცანი up.gif


ჰო მართლა, თანხის პრობლემა თუ არ გაქვს ვანილის აბსოლუტში დააყენე, გემოს დაარბილებს და გააგრილებს...

ეს თემა არ ვიცოდი.... ბარმენებო გამოლაგდით აბა

Posted by: Nayade 8 Jun 2017, 14:08
BaronVonMortis
დიდი მადლობა. ქარხნული ხო?
QUOTE
ვანილის აბსოლუტში

ვეცდები. და პიტნის მინდა დავაყენო და ვარდის. პირველად ვაკეთებ და მინდა ვარდისფერი და მწვანე გამოვიდეს.

Posted by: BaronVonMortis 8 Jun 2017, 15:22
Nayade
კი,ქარხნული.

ფერების დასასმელად შეგიძლია გრენადინი, მინთი ან ბლუ კურასაო გამოიყენო ცოტცოტა...

Posted by: nia4u 9 Jun 2017, 19:01
Nayade
ქარხნული კარგი არაყი გირჩევნია ნამდვილად, რადგან ნეიტრალური გემო აქვს, შინაურისგან განსხვავებით, სპირტი კი ძალიან ცხარე იქნება smile.gif
QUOTE
პიტნის მინდა დავაყენო და ვარდის. პირველად ვაკეთებ და მინდა ვარდისფერი და მწვანე გამოვიდეს.

გაგიკვირდება და ვარდისგანაც მწვანე გამოდის smile.gif
ამიტომ ვარდისფერი თუ გინდა, ჟოლო, მარწყვი ან ალუბალი გამოიყენე smile.gif

Posted by: BaronVonMortis 9 Jun 2017, 19:08
QUOTE
ამიტომ ვარდისფერი თუ გინდა, ჟოლო, მარწყვი ან ალუბალი გამოიყენე

გრენადინი, მინთი, კურასაო, ბანანის ლიქიორი (უმჯობესია მარიე ბრიზარდი) მაგიტომ ვურჩიე რომ ფერების დასმა ადვილია მინიმალური რაოდენობის ჩამატებით და გემოს შენარჩუნებით user.gif

QUOTE
ქარხნული კარგი არაყი გირჩევნია ნამდვილად, რადგან ნეიტრალური გემო აქვს

მითუმეტეს ვანილს up.gif

QUOTE
შინაურისგან განსხვავებით

სხვათაშორის, ჭაჭა ერთადერთი ალკოჰოლიანი სასმელია, რომელსაც გემოს ვერანაირად ვერ გაუყვან/დააკარგინებ...

შესაძლებელია რომ 480 გრამიან ჭიქაში 350 გრამ ქარხნულ არაყს დაამატო 100 გრამი წვენი და 30 გრამი ლიმნის ფრეში და გემო საერთოდ არ ჰქონდეს არყის.
როცა ამ დროს იგივე ჭიქაში 150 გრამ ჭაჭასთან შეაზავო ნებისმიერი უალკოჰოლო სასმელი და გემოს ნეიტრალიზატორი და ჭაჭას გემო ვერ დაუკარგო...

Posted by: nia4u 9 Jun 2017, 19:42
BaronVonMortis
გეთნხმები ყველაფერში,
უბრალოდ
QUOTE
გრენადინი, მინთი, კურასაო, ბანანის ლიქიორი
შეიძლება არ ქონდეს ადამიანს ან ვერ იშოვნოს უცბად
და
QUOTE
ჟოლო, მარწყვი ან ალუბალი გამოიყენე

ან თუნდაც ბროწეული უფრო ადვილი საშჴვნელია, მითუმეტეს, სეზონზე smile.gif

Posted by: BaronVonMortis 10 Jun 2017, 01:56
nia4u
კი მაგრამ ძალიან იაფი ღირს ეს სასმელები ალკორიუმში რომელიც უკვე ყველგანაა...
QUOTE
ან თუნდაც ბროწეული უფრო ადვილი საშჴვნელია, მითუმეტეს, სეზონზე
ნუ სეზონზე კი მაგრამ ყოველთვის ხომ არ გექნება... anyway დავწერე რა

Posted by: Nayade 10 Jun 2017, 13:52
nia4u
BaronVonMortis
დიდი მადლობა, დავაყენებ და გაჩვენებთ

Posted by: nia4u 10 Jun 2017, 14:33
BaronVonMortis
QUOTE
anyway დავწერე რა

up.gif კი, კი, შენი რჩევაც და ჩემი რჩევაც ვიღაცას გამოადგება smile.gif

Nayade
წარმატებები smile.gif

Posted by: didi bege 10 Jun 2017, 22:34
ჭაჭა დისტილირებული ღვინის ბრენდია, ამიტომ აქვს გემო და მაგ გემოშია მისი პლიუსი

სტანდარტული არაყი კი ხორბლის რეკტიფიკატია და შესაბამისად გემო არა აქვს, თუმცა მისი პლიუსიც ამაშია, რაც უფრო ხარისხიანია არაყი მით უფრო ნეიტრალური გემო აქვს

Posted by: _unico_ 2 Nov 2017, 18:13
რომი და არაყი ყველაზე იაფად სად შევიძინო? კარფურზე კაი ფასები არის სადმე?

Posted by: IKIN 18 Dec 2017, 23:20
ასკანელი XO სად ვიყიდო ვინმემ მასწავლეთ საიტი cry.gif ან ვებ გვერდი სადაც ალკოჰოლს დავატვალიერებ

Posted by: ia-viola 16 Jan 2019, 17:20
ბეილისის მოზადების უამრავი რეცეპტია ნეტში, მაგრამ რომელია კარგი, კაცმა არ იცის.

ვინმემ იცის რამე კარგი რეცეპტი? უკვე გამოცდილი.
რომ გააზიაროთ. smile.gif

Posted by: eleneele 21 Jan 2019, 18:44
მეგობრებო რჩევა მჭირდება გავაკეთე საშობაო ლიქიორი საკმაოდ ბლანტი სითხეა ხომ უნდა გავფილტრო და კიდევ რამდენი გრადუსი უნდა იყოს ლიქიორი ზოგადად თუ იცით მადლობა წინასწარ
* * *
მეგობრებო რჩევა მჭირდება გავაკეთე საშობაო ლიქიორი საკმაოდ ბლანტი სითხეა ხომ უნდა გავფილტრო და კიდევ რამდენი გრადუსი უნდა იყოს ლიქიორი ზოგადად თუ იცით მადლობა წინასწარ

Posted by: n-e-r-v-o-z-a 22 Jan 2019, 21:47
ლიქიორი 17-40 გრადუსია რის, თუმცა არის აგრეთვე მაღალგრადუსიანი ლიქიორებიც. კი კარგი იქნება თუ გაფილტრავ. მე რამდენჯერმე ვფილტრავ და შემდეგ ვაზავებ გრადუსზე რადგან არ მინდა არც ძალიან ტკბილი გამოვიდეს და არც არაყივით.

Posted by: MEG 24 Feb 2019, 15:29
user posted image

[/SPOILER]

ეს სასმელი მაქვს და ვინმემ ხო არ იცით რას წარმოადგენს ?

Posted by: aladini 4 Jan 2024, 19:48
QUOTE
ისე კორეული სოჯუ მაქვს დალეული, ისიც ბრინჯისგან მზადდება , მოტკბო გემო აქვს და სადღაც 20-25%

ეს იყიდება აქ სადმე?

Posted by: გიორგიV 4 Jan 2024, 21:43
არაყ ბელუგას ვერცხლისფერსა და შავ ეტიკეტიანს შორის, რამდენადაა ხარისხში სხვაობა?
* * *
ექსპორტი/ვერცხლი და ტრანსატლანტიკი/შავი

Posted by: გიორგიV 5 Jan 2024, 00:02
???????????????????????????????

Posted by: Lasha244 24 Feb 2024, 00:17
სალამი ხალხო. რედ ლეიბლი როგორი დასალევია? კონიაკივით მიდის თუ რამე განსხვავებულია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)