მოკლედ. არვიცი ესეთი თემა არის თუარა მაგრამ თუარის დახურეთ თუარადა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა დამწყები პროგრამისტებისათვის და რატომ..
არის შემთხვევები როდესაც ადამიანი შრომობს შრომობს შრომობს და მერე ბოლოს ნებდება და ისევ 50 კილოან მეშოკებს ათრევს კაპიკებზე..
აქ საუბარი არარის რაიმე კოდში შეცდომებზე ან რაიმე მიმართულების არასწორ არჩევანზე და ა.შ.. აქ არის საუბარი ხელისშემშლელ გარემოებებზე რომელიც საარაუდოდ ყველა დამწყებს ექნება გამოვლილი შესაბამისად უმეტესობა ნებდება ..
პირველ რიგში გადაწყვეტილებაა მისაღები.. რაგინდა.. რამდენად მზად ხარ იმისათვის რომ ბევრჯერ დაეწე და მაინც წამოდგე.. რამდენად მზად ხარ გადალახო ყველა ბარიერი რაც წინ დაგხვდება.. რამდენად მიზანდასახული ადამიანი ხარ და ა.შ .. ეს ის ფაქტორებია რომლებიც საკმაოდ დიდი როლს თმაშობს გახდება თუარა ადამანი კარგი სპეციალისტ .. ამათ გარეშე რასაქმეც არუნდა დაიწყო არაფერი არსად არ გამოგივა. )
შეცდომა ნომერი 1 არის ის რომ უსმენთ პრაფესორებს. ეკითხებით პრაფესორებს რა გავაკეთოო.და ა.შ ..მე ჯერ პრაფესორების პასუხი დამწყების ყურისთვის გასაგებად დაწერილი არაფერი მინახავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება ხოლმე რომ ის პრაფესორი თავის ცოდნას უფრო ამჟღავნებს ვიდრე ეხმარება დამწყებს გზის გაკვლევაში .. ასე რომ ნუ ითხოვ რჩევა დარიგეგებს. თუ საერთოდ გარტყმაში არახართ რაარის ზოგადად ვებ პროგრამირება მაშინ არსებობს პატარ პატარა დაწესებულები როლმლებიც არცთუისე ძვირად ბაზისს დაგიღეჭავენ და გასწავლიან..არ თქვას ვინმემ ის რომ ვერავინ გასწავლის ნორმალურადო.. არცაა საჭირო ვინმემ ნორამალურად გასწავლოს. კარგი იმ მხრივ არის რომ შენზე გაცილებით გამოცდილ ადამიანთან გექნება საქმე რომელსაც შენს მაგივრად უკვე აქვს წაკითხული წიგნები .. იცის როგორ გამოიყენოს გუგლი.. იცის სად ეძებოს შეკითხვებზე პასუხი.. შესაბამისად ადგილზევე შეგიძლია მიიღო შენს შეკითXვებზე პასუხი..შესაბამისად დროს მოიგებთ და ბაზისი გეცოდინებათ.. (ვინც მანქანას ატარებს იმას შეუძლია გასწავლოს როგორ მ,ოიხმარო პედლები .. რაარის გადაცემათა კოლოფი.. როგორ დააპარკინგო.. როგორ დაძრა მანქანა და ა.შ მაგრამ ქუჩაში მანქანით სიარულს, სხვა მანქანებთან ურთიერთობას.. და სხვა დანარჩენს ვერავინ გასწავლის გარდა პრაქტიკისა. რაც მეტს მოძრაობ მანქანით მით უფრო ჩვეულებრივი მომენტი ხდება დამიანისთვის და არიყურება აქეთ იქეთ დაბნეული). წიგნები ვიდეობი და სტატიები შეიძლება მალევე მოგბეზრდეთ და ჩაიქნიოთ ხელი.
შეცდომა ნომერი 2.. როცა ხედავთ რაიმე რთულ და საინტერესო პროექტებს.. იხედებით მათ კოდში და სხვა განზომილებას ხედავთ ნუ დაიბნევით.. და ნუ იფიქრებთ იმას რომ "აუუუ ამის დონეზე ვერ გავქაჩავ" და გული ნუ აგიცრუვდებათ (პროგრამისტად არავინ დაბადებული .. ყველაფერი შრომის და გამოცდილების ამბავია) .. დაიმახსოვრეთ და გქონდეთ მხედველობაში რომ ეგეთ რთულ პროექტებზე 1 ადამიანი არ მუშაობს. მუშაობს გუნდი და შესაბამისად ბუნდური მუშაობის შედეგია(ვინც რაც იცის იმას აკეთებენ ნაგლეჯ ნაგლეჯ და მერე აწებებენ ერთმანეთს და გამოდის საბოლოო მზა ხარისხიანი პროდუქტი.)..
შეცდომა ნომერი 3.. როდესაც რაღაც ახალ საფუხურზე გადადიხართ. გგონიათ რომ უკვე რაღაცა იცით და უცბად რაიმე ისეთს წააწყდებით რომ წარმოდეგანა რაგაქვთ რაზეა ლაპრაკი მანდაც ნუ დაიბნევით. დიალოგი უნდა გქონდეთ საკუთარ თავთა ყოველთვის რომ აი მე ჯერ არაფერი არვიცი და ბევრი მაქ სასწავლი. ჩემი რჩევა იქნება.. აიღოთ რაიმე მზა პატარა პროექტი .. PHP-ს მაგალითზე რომ ვთქვათ აიღეთ რაიმე მზა მაგალითად რეგისტრაციის ფორა .. გადაავლეთ თვალი... შეხედეთ რროგორაა მოწყობილი იქაურობა.. რაც იცით გამოტოვეთ და რასაც ვერ ხვდებით (მაგალითად რაიმე სიმბოლოს, რაიმე თქვენთვის უცნობ კომბინაციას) გამოიყენეთ გუგლი და მოიძიეთ კონკრეტული რაღაცის განმარტება და ახსნა.. გააკეთეთ კონსპექტი და დააკომენტარეთ .. ეს ის არის.. ეს ამას აკეთებს.. ეს ამისთვისაა.. შემდეგში როცა დაგვიწყდებათ გახსნით ჩაიხედებით და განაგრძობთ გზას!. ნუ იქნებით საკუთარი თავით კმაყოფილი ნურასდროს. ყოველთვის მოემზადეთ საკმაოდ ძლიერ და რთულ ბარეიერებისთვის .
შეცდომა ნომერი 4.. ნუ გეშინიათ!!
.. თუ იმისთვის გინდათ ეს ყველაფერი რო გამდიდრდეთ მაშინ თავი დაანებეთ ))... შემოსავალზე ფიქრი არის ბოლო ეტაპი როდსაც უკე რაღაცისთვის მაინც ხარ მზად ). ნუ იქნებით ფულზე ორიენტირებულები.. ყოველთვის დაგაბნევთ და განვითარება/ზრდაში საკმაოდ შეგიშლით ხელს.. არავინ იფიქროს რომ რაიმე მოტივაციის ძალა აქვს ასეთ მიდგომას. პირიქით.. ზემოთსვლის ნაცვლად სულ ჩაიძირები..
შეცდომა ნომერი 5.. ნუ უყურებთ სხვებს.. ნუ აკვირდებით სხვის შესაძლებლობებს და ნუ გამოგაქვთ დასკვნა რომ ესეთი ვერასოდეს გახდებით .. თუ ვინმე წარმატებულია ამსაქმეში და საკმაოდ ბევრი იცის ესეც სწავლის.. შრომის გამოცდილების შედეგია და შესაბამისად თქვენზე გაცილებით მაღლა დგას და ასეც უნდა იყოს...
შეცდომა ნომერი 6.. ნუ გინდათ ყველაფერი ერთ დღეში გააკეთოთ! )).. ყველაფერს დრო სჭირდება. არამარტო პროგრამიორებაში. 1 თვეში აშენებული კორპუსი მეორედღესვე დაინგრევასავარაუდოდო იმიტომ რომ რეალურად გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხარისხიანი კორპუსის აშენებას. აქაც იგივე პროინციპი მოქმედებს.. მოთემან ისწავლეთ.. ნუ გდაიტვირთავთ თავს 24 საათიი კომპიუტერთან ჯდომით და ქექვით. დასვენებული გონება უფრო ლკარგად იმახსოვრებს რა და როგორ ხდება )
მეც დამწყები ვარ და ზუსტად მიღებული გამოცდილებიდან ვწერ ამყველფარრს. და რაც დავწერე ყველა ბარიერი გადალახული მაქვს. ხელის ჩაქნევის ზღვარზე ვიყავი მისული როდესაც ჩემს თავს შევუტიე და ცოტა გონზე მოვედი. დიდი ხანი არაა რაც ამ სამყაროს შევერკინე.. ბაზისი ვიცი და ცოტა ბაზისზე მეტიც მაგრამ არის მომენტი როდესაც რაიმე კოდში ჩავიხედები თუნდაც იგივე ენაზე იყოს დაწერილი რასაც მე ვსწავლობ სრულიად განსხვავებულ რაღაცეებს წავაწყდები ხოლმე.. თითქოსდა რასაც ვსწავლობ იმენაზე არარისო დაწერილი მაგრამ უპრობლემოდ ვხურავ. ვეუბნები საკუთარ თავს რომ ეს არარის ჩემი საფეხური და გადავდებ ხოლმე სამომავლოდ იმ მიზნით რომ მაგსაფეხურის გავლაც მომიწევს.. მანამდე კიდე ჩემს საფეხურზე არსებულ მასალებს ვეცნობი და თავსაც კარგად ვგრძნობ ) .. თურამე გამახსენდა კიდე დავწერ ამ თემაში...
წარმატებები ყველას!..
ადმინ აპინე ორივე თემა!
This post has been edited by AAmON on 9 Sep 2018, 17:15