მოკლედ სათაური ხუმრობა არაა ნამდვილად 0 ლარად ვეძებ დამხმარეს მაგრამ დამაცადეთ აგიხსნით
წარსულ საქმეებში რამდენი თანამშრომელიც მყავდა 1000 ლარზე ნაკლები არავისთვის მიმიცია გეფიცებით
მაგრამ ეხლა სხვა სიტუაციაა. არ მაქვს კონკრეტული გეგმა ჩამოყალიბებული. რომ მქონდეს, გეტყოდით ეს და ეს მინდა ამ ფასად თქო. მაგრამ არ მაქვს.
მჭირდება ადამიანი ინგლისურის საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის მცოდნე და დაგუგლვის მცოდნე.
რაში მდგომარეობს სამუშაო:
შევქმენი იუთუბ ვიდეოების დამზადების სააგენტო და მჭირდება კლიენტების მოზიდვა, თქვენ დაგუგლავთ რითი იზიდავენ სხვა სააგენტოები კლიენტებს და მეტყვით "მოდი ეს და ეს ვქნათ".
თვითონ სამუშაოზე მე ვარ პასუხისმგებელი და 0-დან 100-მდე საქმეს მე გავაკეთებ და ის ხალხი ვინც მე მყავს, თქვენგან მესაჭიროება უბრალოდ მესამე თვალით შეხედვა რატომ მიდიან ინდოელებთან/პაკისტანელებთან კლიენტები და არა ჩემთან.
ანაზღაურება დაიწყება პირველი კლიენტის შოვნის შემდეგ, ან გააგრძელებთ უბრალოდ რჩევების მოცემას ან გასწავლით რამე ხელობას და ამ ხელობისას დაგიმატებთ. (ვიდეოების აწყობა, გარეკანის ფოტოების(Thumbnails) შექმნა ა.შ)
მოკლედ შეიძლება ვერც გაიგეთ რას ვითხოვ მაგრამ მჭირდება ისეთი ადამიანი ვინც სახლში ზის მაგრამ სჯერა რომ ბევრი რამის კეთება შეუძლია და ნიკორაში ძეხვების თრევა მისი საქმე არაა.