ეხლა აღმოვაჩინე რომ თურმე აბანო დაუხურიათ, ალბათ ერთი 4 თვე საერთოდ არ შევსულვარ მაგ განყოფილებაში, მაგრამ დახურული რომ დამხვდა ძალიან გამიკვირდა (რბილად რომ ვთქვათ). ვის რას უშლიდა??? მერე რა რომ "მძრეველების ბუდედ" იყო ქცეული??? პირადად ჩემთვის აბანოს განყოფილებაში შესვლა მინიმუმ სიცოცხლის 10 წუთით მომატებას ნიშნავდა იმდენს ვხარხარებდი პოსტებზე
ჩემი აზრით ნამდვილად ზედმეტი იყო აბანოს დახურვა, ყოფილიყო ისეთი როგორიც იყო და ელაპარაკათ ისე როგორც ლაპარაკობდნენ, არაფერი მაგით არ შავდებოდა.
რა ვქნა ჩემი აზრით ეს ცენზურის გამოვლინებაა და მეტი არაფერი, რა ფორუმის ესტეთიკა რის ესტეთიკა, პოლიტიკის განყოფილებაში ისე კარგად ახურავს ხალხი ერთმანეთს თავზე (მოდერატორების არსებობის მიუხედავად) როგორც დაგიბარებიათ... აბანოში ქე მაინც ერთმანეთს არავინ არ აგინებდა...