#59025242 · 18 Mar 2022, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩრდილო კავკასიელთა კონფედერაცია, რომელიც ჩვენ აფხაზეთში გვებრძოდა, ჯოხარ დუდაევის მიერ შექმნილი და დაფინანსებული იყო! მას კი თავის მხრივ ამ საქმეში დახმარებას უჩენდა ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა ჩეჩნეთში. ჩეჩნეთში ომის პერიოდში მოპოვებული ნავთობი მოსკოვის კონტროლის გვერდის ავლით გაჰქონდა და ყიდდა! ჯოხარ დუდაევის მიერ შეიარაღებულმა ჩრდილო კავკასიელთა კონფედერაციამ მოახდინა სოხუმის ალყაში მოქცევა. ეგ ოპერაციაც დუდაევის დაგეგმილი იყო. ზუსტად დუდაევის მიერ რო იყო დაგეგმილი, ამაზე ისაც მეტყველებს რომ სოხუმის ალყაში მოქცევის დროს გამოაგზავნა თავისი თვითმფრინავით ზვიად გამსახურდია საქართველოში, რათა მას თავისი მომხრეებისათვის პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოეჩინა, რათა სოხუმიდან გამოსული ეროვნული გვარდიის მებრძოლების დემორალიზაცია და მათი თავის მხარეზე გადაბირება მოეხდინა. ასეც მოხდა როცა ეროვნული გვარდიის ბიჭებს იარაღს ართმევდნენ ზუგდიდში და ოჩამჩირეში. როცა სოხუმის გასანთავისუფლებლად დაიძრა ეროვნული გვარდიის რეზერვი და გურამ ლაკიას დაჯგუფება, აფხაზებმა ეროვნული გვარდიის რეზერვს ცეცხლი გაუხსნეს, ლაკიას დაჯგუფება კი ტყვიის გაუსროლელად გადაუშვეს კოდორზე! ლაკიას ხალხმა არც კოდორზე გამაგრებულ აფხაზებსა და ჩრდილო კავკასიელებს შეუტია, და არც სოხუმისკე განაგრძო სვლა, რათა იქ გამაგრებულ ბიჭებს დახმარებოდა! ამის შემდეგ ლაკიამ და ქობალიამ შემოატრიალეს თავიანთი დაჯგუფება და სოხუმის განთავისუფლების ნაცვლად ფოთს დაეცნენ! საგულისხმოა რომ მათ შეუერთდნენ ზუსტად ის ჩრდილო კავკასიელები და აფხაზები, რომელნიც ჩვენს წინააღმდეგ კოდორზე იდგნენ! ეს ქობალიას არაერთხელ აქვს ნაღიარები ინტერვიუებში, და იუთუბზეც ადვილად იძებნება. ამას მოჰყვა ზუსტად სამეგრელოში ბრძოლების დაწყება და შემდეგ "მხედრიონის მიერ სამეგრელოს აწიოკება". შამილ ბასაევიც ზუსტად დუდაევის მიერ პირადად იყო გამოგზავნილი აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. დუდაევის მიზანი შევარდნაძის რეჟიმის დამხობა იყო და მას სულ ფეხებზე ეკიდა რიგითი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე! ქართველის სიცოცხლეს მისთვის ჩალის ფასი ჰქონდა! ასე რომ კარგად დაფიქრდით, ვინ იყო ჯოხარ დუდაევი ქართველთათვის!
This post has been edited by Vadim_ on 18 Mar 2022, 13:09
--------------------
ჩასაფრებაში ხარ ნამყოფი@Vadim_
|