forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული რაგბის ისტორია, წარსული ამბები, ფოტოები და რამე
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 16 Jul 2008, 18:56  #10441682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
კვირაში ორი-სამჯერ დავწერ ორი-სამი წლის ამბებს

* მაგრამ ფოტოების შოვნა გამიჭირდება (ინტერნეთის ხანამდელის)

მიმაგრებული სურათი
0716_i00.jpg


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Servie



*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1259
წევრი No.: 56567
რეგისტრ.: 24-March 08

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 16:23  #10452075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მამაჩემის ტოლი ყოფილა ქართული რაგბი biggrin.gif ერთად გადავუხადოთ biggrin.gif


--------------------
საქართველო გაიმარჯვებს!!!
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 19:32  #10454215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მალხაზ ჭეიშვილსა უნდა, რომ მის იუბილეს დავამთხვიოთ
და ჩემთან აწყობდა, რომ 15 ოქტომბრის ნაცვლად 18 დამეწერა

### როგორ დაიწყო ჟაკმა

ქართული რაგბის მიღწევები უდაოა. არადა, ოვალურ-ბურთა თამაშს ჩვენში გაისადღა უსრულდება დანერგვიდან 50 წელი და ეროვნული ნაკრები, "ბორჯღალოსნებიც" 20 წლისა მაშინვე მოიყრება.

ჩვენი საკრალური რიცხვი ცხრაა, რაც მაგდენ-თვალა მზეში, თავიან დევსა და გმირ ძმებში აისახა. სიმბოლურია და ქართული რაგბის მატიანეშიც სანიშანსვეტო ამბები მეტწილად ცხრით დასრულებულ წლებში, ანუ ახალი ეპოქის დადგომის წინ ხდებოდა.

დღესდღეობით დადგენილი ფაქტია, რომ ხუთშაბათს, 1959 წლის 15 ოქტომბერს რომ შევუდექით ქართველობა რაგბობას, მას აქეთ აღარ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და იმოტოლა ნიჭიც გამოვიჩინეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე 15-ეულში დავიმკვიდრეთ ადგილი.

ნახევარ საუკუნოვან იუბილეს აღნიშვნა საკადრისი უნდა. ეს ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, საზეიმო ღონისძიებათა ნუსხის ერთი, ყველაზე უფანტაზიო მუხლი კი ის შეიძლება იყოს, რომ ბობოლათა დარად, ჩვენც ვეთამაშოთ მსოფლიოს, ევროპის ან სულაც სამეზობლოს (ერთა თასის) ნაკრებს.

ლელოსეული გენი

წიგნ-ნაკითხ ხალხს მოეხსენება, რომ არსებობს ისტორია და წინა-ისტორია, ანუ გადმოცემანი. ამ კატეგორიაში ქართული ლელო-ბურთი ჩაითვლება. იგი არსით რომ რაგბია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასე რომ, საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებათა პირველ-მიზეზი ქართველთა ლელოსეული გენია.

ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია. დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ ბურთს და მრევლს ათამაშებდა. ჰოდა, რომ ვერ გააკვირვებდა 1909 წლის მიდამოში ბრიტი მეზღვაური მეგრელსა და გურულს რაგბით, შეასწავლა ოდენ კოლხთათვის უცხო ხილი, ფეხბურთი.

შემდეგ სანიშანსვეტო, 1919 წელს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. მაგ ხანაში დღევანდელ ვაკის პარკში ოფიცრობა და შევარდენელები ტანვარჯიშსა და ფეხბურთს მისდევდნენ და როგორც თემურ ბენდიაშვილი ყვება, 60 წლის შემდეგ მასთან მისულა პროფესორი დავროშაშვილი და მორაგბედ გასცნობია.

დავროშაშვილის ვერსია

დავროშაშვილი 1979 წელს მოხუცი, ემიგრანტი ქიმიკოსი ბრძანებულა. მისი თქმით, ვაკეში რაგბს თამაშობდა სამი გუნდი, რომელთაგან ორი ერთმანეთს ძმობდა, მესამე კი მათთან უბრად იყო. მომავალი მეცნიერი გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთს გადახვეწილა და რაგბი იქაც გაუგრძელებია, მოძმეთა გამო კი აღარაფერი გაუგია.

დავროშაშვილი ლოკომოტივის მოთამაშე-მწურთნელ ბენდიაშვილს შეპირებია, სტადიონზე კიდევ მოგაკითხავ და ნათქვამის დასტურად ფოტოსაც მოგიტანო, მაგრამ აღარ გამოჩენილა. დამოუკიდებლობის ხანის მასალები საბჭოეთში დახურულ ფონდებში ინახებოდა. ჰოდა, თუ ახლა მაინც გაიხსნა არქივები, ეგებ დაადგინოს პაატა ნაცვლიშვილმა, საქართველო ანტვერპენის ოლიმპიადაში აპირებდა მონაწილეობას თუ არა.

ათი წლის შემდეგ, 1929 წელს, ნეპის (ეკონომიკის წვრილმანი ლიბერალიზაცია) დაისზე, რაგბის თამაში ბრიტთა წაბაძვით მაინც, ბარემ ოცი წლის დაგვიანებით დაუწყიათ ფოთში. მარაქაში გარეულა თვით ყმაწვილი ბორის პაიჭაძე და მერე, ზეობაშიც ისე კეთილად ყოფილა განწყობილი რაგბის თემის მიმართ, რომ ამის აქტივს დინამოს სტადიონის დირექტორი ფედერაციის პრეზიდენტადაც აურჩევია.

უცხონი, თავ-გადახოტრილნი

კიდევ ათი წლის შემდეგ, 1939 წელს, გუნდი ჰყოლია დინამოს. ძველმა სპორცმენმა, გიგა დვალმა მაგ ამბებიდან 50 წლის შემდეგ კოლექტიური პორტრეტიც წარუდგინა გაბრიელ ბარჯაძეს. ფოტოდან შემოგვცქერიან უცხო ჯილაგის, მეტწილად თავ-გადახოტრილი ჯეელები, რომლებიც აქ უთუოდ "ენკავედეს" ხაზით იქნებოდნენ დისლოცირებული.

დვალის თანახმად, თბილისის გუნდს იმხანად გამართულ სამ საკავშირო პირველობაში არ უასპარეზია უსახსრობის გამო. მეორე მხრივ, ფიზკულტურელის ტოლებს სურათის წარმოდგენამდე თურმე არაფერი სმენოდათ რაგბთან მისი წილნაყარობის შესახებ, რაც გავრცელებული ფენომენია (გავიხსენოთ თუნდაც ვალოდია ჯინჭარაძე).

ფოტოები და მონაწილეთა მონათხრობი შემოგვრჩა 1949 წლისაც, როცა კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის საბაბით სტალინის რეჟიმმა რაგბი აკრძალა. მანამდე ჩვენში კიდევ შეიქმნა გუნდი, ოღონდაც ზემოდან მითითებით. ფიზკულტურის ტექნიკუმის მოწაფეებმა, რომლებშიც შემდგომში დიდი მოჭიდავე გივი კარტოზია და ხელბურთის გურუ გიორგი შარაშიძე ერივნენ, მარცხი იწვნიეს "ქალაქთა შეჯიბრში".

მიხეილ ცხვედაძის ნებართვით

ათი წლის შემდეგ ტექნიკუმის გუნდის არსებობის ნივთ- მტკიცება, საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი ჯერაც შემორჩენილი ყოფილა: სპორტ-კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა, გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.

ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი, ათჭიდელი იყო, ტახტაროვთან ვარჯიშობდა და პოლიტექნიკურში (გეპეი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა. მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რეგბის (როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში) შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.

გეპეიში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რაგბის წრისთვის ვაგროვებთო. ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკიან), რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.

სხვა საქმესაც დაეძებდა

ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად, ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო. რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი, საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისშიღა გამოიყენა.

ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა. ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე მოსკოვში რომ მოეწყო "ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი", სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი: მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რაგბი.

ძველ ველოსიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა შეერთო და მკერაობის გარდა, ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რაგბზე დადებული ყადაღის ახსნას. ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში ბევრჯერ შენიშნა მემუარებში, ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.

სპორტული ტიპები მოაწყდნენ

ჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის ცეზარ დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.

გეპეელთა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს იპოდრომის ხრიოკზე, ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.

ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც - რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ. ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას, რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რაგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სადაა ის ბურთი?

ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის (თბილისში უწინ ბარაქიანად დადებდა ხოლმე) გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა. ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში (ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც) ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.

დღეს სადაა ის ოვალი რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია, თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა. თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტის (მაშინ ვაკეში მდებარეობდა, მეცხრე საავადმყოფოს ადგილას) გუნდის შექმნისა და გივი მრელაშვილის მიერ ქალაქის სპორტ- კომიტეტში 1961 წელს "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ თანდათან ჩრდილში მოექცა, 1964 წელს კი საფრანგეთში მიბრუნდა.

ქართული რაგბის მესაძირკვლეთა ვინაობის დადგენაზე იმუშავეს ცეზარ დარჩიამ, გაბრიელ ბარჯაძემ, დავით თაქთაქიშვილმა და სხვა ვეტერანებმა, მაგრამ პირველი ვარჯიშის ოთხი მონაწილე დღემდე უცნობია. სხვაფრივ, კვლევის შედეგი ყველაზე სრულადაა ასახული 2006 წელს გამოცემულ, ელგუჯა ბერიშვილის "სპორტის ენციკლოპედიაში" (სტატიის ავტორი მამუკა ჩიხლაძე)

$ ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი, ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი, მერაბ რუაძე, დემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი

დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი, ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი, გია კოპალეიშვილი, ალექსანდრე რუსანოვი, როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ასპეკიანი

This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 17 Jul 2008, 20:41

მიმაგრებული სურათი
Istoria1959.jpg
OSTAP
სუპერ ფოკუზნიკი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3084
წევრი No.: 32964
რეგისტრ.: 12-April 07

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 19:48  #10454373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
ზაალ,

მე ჭუკისთან ჩემს ბავშვობაში წაკითხული მაქვს ბარჯაძის წიგნი. მემგონი რეგბი რეგბი ერქვა. გექნებათ ეგ თქვენ და იქნებ ეგეც წამოგვეწია წინა პლანზე smile.gif იმ ხანად ჩემი ყველზე საყვარელი საკითხავი იყო.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 20:38  #10454846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბარჯაძემ სხვა წიგნებიც დაწერა

მარაო თოვლზე
ლელობურთის ქრონიკები
ლელოს შვილები
მიწაზე წყალზე ჰაერში
[ებრაულ სპორტზეც; სათაური არ მახსოვს]

ეხლა მე შევუდექი 50 წლისთავის
საგაზეთო ციკლის წერას ზაფხულის გასაყვანად

ეგრევე დავწერე

2007 სტენლის თასი + რაგბის მსოფლიო თასი
2006 ჰოკეის 1972 წლის ზეპური სერია
2005 რაგბილიგის კვირეული [მგონი სხვა არაფერი]
2004 ახდილი ნიღაბი [ნჰლ-ისა და ჰოკეის ევოლუცია]
2003 ოღრაშის ტრიბუნა

მოკლედ, ჰოკეის სასარგებლოდაა ანგარიში 3-1
და ახლა ამას ვასწორებ

მეზარება სურათების გროვება და სკანირება, თორემ
ფაქტები, შეფასებები და სტატისტიკა ყველა წლისა მაქვს
და ახლა მთავარია, რომ ზომიერად და საინტერესოდ გავლექსო

მეორე ნაკვეთი შეეხება 1960-63 წლებს:
პირველი ამხანაგურები, გივი მრელაშვილის ჩამოსვლა,
თბილისის პირველობა, ბრინჯაო პროფკავშირთა ჩემპიონატზე

* წყაროებად ვიყენებ ლელოს, ცეზარ დარჩიას ბროშურებსა
და მოგონებებს

This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 17 Jul 2008, 20:39
datiko 62
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1607
წევრი No.: 64319
რეგისტრ.: 12-June 08

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 21:45  #10455578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image ეცეს ჟაკ ასპეკიანი
MrFenix
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 18000
წევრი No.: 31095
რეგისტრ.: 9-March 07

გამოგზავნილია: 17 Jul 2008, 22:26  #10456096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ გინდათ თემა რომ აპინოთ ??? wink.gif
kaxelo-1987
saqartvelos gaumarjos


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3302
წევრი No.: 57188
რეგისტრ.: 31-March 08

გამოგზავნილია: 18 Jul 2008, 12:08  #10461249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lukas & Nikos Mama
QUOTE
ბარჯაძემ სხვა წიგნებიც დაწერა

მარაო თოვლზე ლელობურთის ქრონიკები ლელოს შვილები მიწაზე წყალზე ჰაერში

სად შეიძლება ეს წიგნები რომ ვნახო?



QUOTE
ეხლა მე შევუდექი 50 წლისთავისსაგაზეთო ციკლის წერას ზაფხულის გასაყვანად

რომელ გაზეთში გამოქვეყნდება და როდიდან დაიწყება?

აუცილებლად ვიყიდი და წავიკითხავ
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 18 Jul 2008, 13:11  #10462042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბარჯაძის წიგნები ექნება ყველა ბიბლიოთეკას =
თუკი სადმე დარჩა ეგ დაწესებულება

ციკლი ქვეყნდება ოლიმპში =
ეგ პირველი ნაწილი დაიბეჭდა ხუთშაბათს

მაგ დღეს ალბათ ყოველთვის იქნება,
რადგან ცოტა რამ ხდება

კვირის მეორე დღე ჯერ არ ამირჩევია
და თუ გაჭირდა, მესამე დღეც იქნება

*
BULA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 647
წევრი No.: 53242
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 18 Jul 2008, 23:06  #10468736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბატონო ზაალ იმ დღეს წავიკითხე ეგ პირველი სტატია და ძაან მააგრი იყო, მაგრა ვისიამოვნე. ვისაც რაგბი და მით უმეტეს ქართული რაგბი აინტერსებს ალბათ ყველამ უნდა წაიკითხოს.
ხო და ჩემი აზრით, რამე ძალიან სერიოზული უნდა მიეძღვნას ამ 50 წლის იუბილეს. იმედია ამაზე იფიქრებენ
kaxelo-1987
saqartvelos gaumarjos


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3302
წევრი No.: 57188
რეგისტრ.: 31-March 08

გამოგზავნილია: 21 Jul 2008, 10:28  #10490187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BULA
QUOTE
ხო და ჩემი აზრით, რამე ძალიან სერიოზული უნდა მიეძღვნას ამ 50 წლის იუბილეს. იმედია ამაზე იფიქრებენ

კი კაი იქნებოდა თუნდაც რომელიმე ბობოლას დაყოლიება ტესტზე.
და ამასთან ერთად რამე საზეიმო ღონისძიებები.ფავშვთა ფესტივალები და ა.შ.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 23 Jul 2008, 23:29  #10523808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მეორე ნაკვეთი 1960-62

http://www.geocities.com/rugby_ka/I7/23_Istoria-1962.htm

*
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 31 Jul 2008, 00:10  #10602616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მესამე ნაწილი 1963

http://www.geocities.com/rugby_ka/I7/30_Istoria-1963.htm

This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 31 Jul 2008, 00:10
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Aug 2008, 23:46  #10652495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მთელი სერიალი ერთად და თანდათან,
საათის მიდამოში

http://www.rugby.ge/

მიმაგრებული სურათი
matiane.jpg
datiko 62
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1607
წევრი No.: 64319
რეგისტრ.: 12-June 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2008, 14:53  #10657680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Lukas & Nikos Mama
QUOTE
მთელი სერიალი ერთად და თანდათან,
საათის მიდამოში

დიდი ნამუშევარია up.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (27) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.4382 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]