forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფალავნობა 2017, სამხრეთის VI "ოთხი ერი"
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2875
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 20:54  #51542185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოზებმა მადლობა მაინც გადაუხადონ ბურებს მაორების ხალხის დამტვრევისთვის biggrin.gif
კაი იყო )))


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 956
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 11:01  #51545437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს კაცი არ ეყოლება ავსტრალიას მსოფლიოზე user.gif


--------------------
შინდისფერია ოპელი

რაღაც მძღნერ ხასიათზე ვარ (c) ჯეიმს კუკი
ბედმა უცნობი გზით გამაქანა, თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი (c) ჰოვარდ შორი
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 13:21  #51546057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
* Folau to skip November tour
* Fullback to take complete break from the game

არადა, ტესტ-სეზონში გატანილი ლელოების მსოფლიო რეკორდს უმიზნებდა


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6111
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 16:27  #51546992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგიჟდა ჩეიკა
არ უნდა რევანში თვიქნემზე ?
მაკმანს დააბრუნებენ მსოფლიომდე 1 წლით ადრე , ამ კაცის დაკარგვა სირცხვილია
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3631
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 22 Oct 2017, 22:21  #51549107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Q10
QUOTE
გაგიჟდა ჩეიკა
არ უნდა რევანში თვიქნემზე ?

რას გულისხმობ?

მაქმანი ეხლა რომ იყოს რებელსში ძაან წაადგებოდა, თვითონაც და გუნდსაც. კაი მწვრთნელი დანიშნეს.
იმ წინამ ისეთები ატარა გუნდში ლოგიკურია რომ წავიდა..


--------------------
Green and Gold...
Q10
ხანდახან ჟინი ამიღებს , სიმღერას დავაგუგუნებ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6111
წევრი No.: 57551
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 25 Oct 2017, 12:31  #51561789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch

ფოლაუს დატოვებას
ინგლისს ხო უნდა მოუგოს ? 3-0-ზე რომ წააგო საკუთარ კედლებში ტესტები

მაკმანი უნდა დაეტოვებინათ , თუ მწურთნელმა გააბრაზა , სხვა გუნდში მაინც
პოქოქი , ეხლა მაკმანი და მესამე ხაზი დეიშალა
ორივე უკან გადმოვაგდოთ მსოფლიოსთვის - მაკმანი და უსიკებზე ჰუპერ ფოქოქი
ეს ახალგაზრდა ბიჭები მარქაფაში
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3631
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 25 Oct 2017, 13:05  #51561990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Q10
არამგონია ინგლისს მოუგონ, ჩანს რომ ძალისმიერი რაგბი ძაან უჭირს გუნდს
მოწინააღმდეგედ ორჯერ უსუსტესი აფრიკა ყავდა, რომელიც ზედახორულ რაგბს თამაშობდა, მაგრამ ძალისმიერად მაგრად ჩაგრავდა ამათ.
და ვერცერთი თამაში ვერ მოუგო ავსტრალიამ, ეგ კიარა ბოლოს 2 წელში დიადი მაიმუნი რაც წვრთნის აფრიკას 4 დან ერთი მოგება აქვს ავსტრალიას.

ისე ფოლაუს გარეშეც უნდა შეეძლოს გუნდს თამაში. არ მომეწონა მისი დატოვება, მაგრამ 15ში მსოფლიოზე შოტლანდიასთან იყო მგონი, რომ აკლდა ფოლაუ
და კომბინაციის გარეშე ჩაამთავრეს თამაში.. ასე რომ პლიუსიც აქვს ამ ყველფერს.

მაქმანს რაც შეეხება ვერ გაამტყუნებ, ალბათ ზე რაგბის ავსტრალიურმა კლუბებმაც არ გამოიჩინეს დიდი ინტერესი მისადმი.
წელს რებელსი იყო სამოყვარულო გუნდის დონე, + უაზრო დატვირთვები ჰქონდათ როგორც ჩანს და ხშირი ტრამვიანობა
თან თამაში რომ იწყებოდა ისე თამაშობდა გუნდი უკვე დაღლილიაო იფიქრებდი..
წელს ვესელი დანიშნეს და იმედები მაქვს, საზიზღარი ფორსი ჩაიბარა და გუნდად აქცია. რებელსში უფრო კაი ხალხი ხვდება ვნახოთ აბა.

მესამე ხაზში მსოფლიოსთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას ველოდები
ვორათაზიდან: ჰუპერი, დემფსი და ჰოლოვეი იქნებიან + ჰანეგანიც. ბრამბზის უნდა ყავდეს ორი ტერმინატორი: ნაისარანი და ვალენტინი, ნუ პოქოქიც ხოდზე იქნება იმედია. რებელსელები: ტიმანი და მაქმანი + ფაინგაც კაი მღლეტავია. ფორსიდან იმედია ჰრადვიკი და მაკალმანი არ დაიკარგებიან

რაც მთავარია დინ მამს და სკოდ ფარდის აღარ ვნახავთ bis.gif
(ბოლოს ძაან გაიბანძეს თავი თორე მანამდე საქმეს აკეტებდნენ)

ისე ბებერი მური მალე წავიდეს და ტოლუ ლატუ ათამაშონ მაგარი ვინმეა.
მეოთხე მესამე ხაზელია და მეორე მღლეტავი smile.gif

This post has been edited by Levan ch on 25 Oct 2017, 13:11
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 25 Oct 2017, 13:46  #51562219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გენიაც რებელზში ჩაეწერა


user posted image

აბორიგენული კვართით

"ოთხი ერის" ფალავან ზელანდიას ევროპაში გამგზავრებამდე ფეხი წაუცდა --
"III ბლედისლოუ" წააგო გამწარებულ ავსტრალიასთან


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

"ბლედისლოუს თასი" 1931 წელს დაწესებული, ვერცხლის, ვეება, გარდამავალი ჯილდოა. კივებსა და ოზებს მისი დაუნჯება ერთ რამედ უღირთ. "ოლ ბლექსმა" აგვისტოშიორჯერ’ვე რომ ძლია "ვოლაბები", რელიკვია ზედიზედ მე-15 წლითაც შეინარჩუნა, მაგრამ როგორც შავების კაპიტანმა, ქიარან რიდმა უთხრა ავსტრალიურ მედიას, თქვენი ძლევა არასოდეს მოგვწყინდებაო!

მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - ადამიანის შესაძლებლობა. კივები გადაიღალნენ. წლეულს მათ ვერ აჯობეს ბრიტანეთის "ლომებს", ავსტრალიასა და აფრიკას კი თითოჯერ წკიპზეღა, იღბლად მოუგეს. ამბრძოლებმა შეიწირა ბევრი. ზელანდიას ფორტუნაც რომ შეაქცევდა ბოლოს და ბოლოს ზურგს, ეგეც ცხადი იყო. ჰოდა, მოსახდენი მოხდა ბრისბენში, სადაც კივებს თამაში ტრადიციულად უჭირთ

რაზმი დაისტაბილურეს

ქვინზ’ლენდში მთელი კვირა წვიმდა და თამაშამდეც 12 საათი არ გადაუღია. ზელანდიას, სხვათა გარდა, აკლდნენ "მსოფლიოში საუკეთესონი" - მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი (2014) და მგეზავი ბოდენ ბარეთი (2016). ავსტრალიამ, პირიქით, დაისტაბილურა რაზმი და შერკინებაში უშიშარი, ავტორიტეტის არ’მცნობი, ღონიერი ჯეელებიც - ჯექ დემპსი და ლუხან ტუი - დააწინაურა

ოზებს კარგა ხნის წინ დაეთქვათ, ბრისბენის ტესტს ჩვენს აბორიგენებს მივუძღვნითო. საამისოდ დამზადდა საგანგებო, მკვიდრულ მოტივზე დაჭრელებული კვართი, პრომო’კამპანიას კი გაუძღვა თვით ქერთლი ბილი, ვინაც ისტორიაში ოდენ მე-14 "ინდიჯენოს ვოლაბი"ა -- საქმე ისაა, რომ ბოლო დრომდე რაგბი შეძლებულ ოზთა თამაშიღა იყო, ლიანგი კი 18-კაცა რულზსა და 13-კაცა ლიგას ეტანებოდა

ერთი სიტყვით, ერთმანეთს უამრავი ფაქტორი რომ დაემთხვა, ზელანდია დამარცხდა, ავსტრალიამ კი მეზობელთან ორ-წლიანი,
7-წაგებიანი ნავსი გატეხა და მომავალს იმედიანად შეხედა. და მაინც, ვოლაბთა გურუმ, მაიქლ ჩეკამ აღიარა, მსოფლიო ჩემპიონის ერთხელ ძლევით არაფერი მოგვიგია - ჩვენი მიზანი ბლედისლოუს მოპოვებააო

85 პროცენტი

"უაზრო რკენა" რას მიქვიაო და ავდარშიც ორივე გუნდმა ხელდახელ სცადა ბურთაობა. სველ მოედანზე წუნი საკმაო იყო, მაგრამ მაინც დაიდო 5 ლელო. ოღრაშმა ინგლისელმა რეფმა მეტოქენი თანაბრად აჯარიმა * 11-11, მაგრამ კადნიერ კივებს კი აღარ შეარჩინა წვრილმანი ოინები - მეტადრე, უბურთო კაცის შეფერხება და დაჭერა

ავსტრალიამ იყოჩაღა უმეტესი სტატისტიკით: ბურთი 57-43%, მოედანი 53-47%, პასი 182-126, სოლო 141-95 (494-266 მეტრი), რაქი 108-68 და ბოჭვა 90-152. ზელანდიამ ხაზი მეტად ჭრა * 9-6 და დაჭერილმაც ბლომად ამოაგდო ბურთი * 12-5 ოფლოუდი, მაგრამ მასვე გაუცუდდა მეტოქეზე ბარემ სამჯერ მეტი ბოჭვა * 26-9. ამით ოზებს დაცვის სიმტკიცის მაჩვენებელი 91.0% გამოუვიდათ, კივებს კი მხოლოდ 85%

წვიმაში დაინიშნა 12 შერკინება და 23 დერეფანი. სტუმრებმა ფეხით მეტი ურტყეს * 24-19, მოიერიშე მასპინძლებმა კი ორჯერ მეტად კარგეს ბურთი * 18-9. ოზები კინაღამ ისევ დაღუპა ქიქერმა ბერნარდ ფოლიმ (1/4) -- ზედიზედ სამი ააცილა, მაგრამ მერე კარში დარტყმა რის ჰოჯმა ითავა და შორიდან ორჯერვე გაიტანა ჯარიმა

ახლოდან, განდაგან

"II ბლედისლოუს" დარად, ავსტრალიამ ამჯერადაც ჩაჭრით გახსნა ანგარიში -- ვილ გენიამ რომ დაატერორა ბარეთის დუბლიორი ლიმა სოპოანგა, ამან უდროოდ სცადა ოფლოუდი და ტანადმა ჰოჯმა 75მეტრი ირბინა * 7:0 @ 9’

ზელანდიამ წითელ ზოლში აკინძა 10 ფაზა, ოზთა დაცვა ჩაითრია და არონ სმითმა მომსხეპი პასით ალამთან ახეირა ვაისაკე ნაჰოლო * 7:7 @ 16’

მერე სოპოანგამ ორი ჯარიმა გაიტანა -- ერთი, 46 მეტრიდან, ხარიხას დაეცა და მაინც გავიდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვოლაბებმა იძალეს და 12-ფაზიანი შტურმის ბოლოს რომ მიეძალა კაპიტანი მაიქლ ჰუპერი, გენიამ და ბილმა ახლოდან განდაგან დაგეზეს იზი ფოლაუ * 12:13

ფოლიმ გარდასახვაც ააცილა და მესამე მეოთხედში - გასატანი ჯარიმაც. მაშინ ჰუპერმა გარისკა, ბურთი კიდეზე გადაატანინა და მიძალების შემდეგ მარცხნივ რომ ჩათამაშდა ოვალი - გენიას, ბილისა და ფოლის შემდეგ - ფოლაუმ ახლოდან სალელოე პასი მიართვა თავისსავით ნალიგარ მარიკა კოროიმბეტეს * 17:13 @ 57’

მიწიდან ატაცებისას

ჰოჯის პირველი, 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ავსტრალია 20:13 დაწინაურდა. 69’ წუთზე შონ მაკ’მანი გახელდა და 4 ჯახით 75 მეტრიდან 35-მდე აიტანა ბურთი, მაგრამ მალე სონი-ბილ ვილიამსმა საფირმო ოფლოუდი გაუხერხა რიდს და ამან ფრთაზე გააქცუნა რიკო იოანე * 20:18 @ 71’

დამიენ მაკ’ქენზიმ კიდიდან ააცილა გარდასახვა, მერე კი "ოლ ბლექსი" დააღალატა ბურჯმა (!) ოფა ტუჰუნგაფასიმ, ვინც განგებ დაეჯახა აბრაგანს დადევნებულ სამუ კერევს. ჰოჯმა ეს ჯარიმა 54 მეტრიდან შეაგდო * 23:18 @ 78’

ავსტრალიამ ბოლოს დროის გაყვანა სცადა "აიღე და მიეძალეთი", მაგრამ დრამატურგმა რეფმა ესოდენ არა-ქალაქური საქციელის გამო ჯარიმა გამოუჩხრიკა. გათანგულმა ზელანდიამ ბურთი კიდეზე დაარტყა და თავად წამოიწყო ძალური სოლოები, მაგრამ სემ ქეინს, ლელოდან 18 მეტრზე, მიწიდან ატაცებისას დაუვარდა ოვალი * 23:18

აღარ წამოვალო

ზე 18-სა და "ოთხ ერზე" 28-ვე (!) თამაშის წაგების შემდეგ ოზებმა ასე ძლიეს კივები, რაზეც კაპიტანმა რიდმა თავი იმართლა, ბოლო წუთზე ყოველთვის ვერ მოიგებ თამაშსო

მატჩის გმირად ვოლაბთა მარბიელი დემპსი სცნეს. ავსტრალიელ ფანობას დაემშვიდობა 34 წლის, 125-კეპოსანი კვაჭი სთივენ მორ’ი. თითი მოტყდა იოანეს, ფოლაუმ კი 7 მბოჭავი გააბითურა და 17 სოლოზე 112 მეტრით წაწია წინ ბურთი

28 წლის ვარსკვლავი რაგბში 2013 წელს გადმოვიდა. ამ სეზონში მან ათივე ტესტი ძირითადში დაიწყო და 12 ლელო მიითვალა, საკარიერო მონაგრად კი 62 მატჩში გატანილი 32 ლელო უწერია

"მოქნილი კონტრაქტით" იზი არდადეგებზე იაპონიაში უნდა წასულიყო და 500 ათასი შეერგო, მაგრამ გურუ ჩეიკას ახარა, არათუ საშოვარზე, აღარც ევროპულ ტურნეზე წამოვალ --

არდადეგებს ჩემს საცოლესთან, კივ ნეთ’ბოლელ მარია ტუტაიასთან გავატარებ, და 2018 წელს ყოველ’მხრივ მზად შევხვდებიო


ბლედისლოუს თასი * 2017

ბოლო, მესამე რკენა


ავსტრალია 23:18 ზელანდია

ავს: ფოლაუ კოროიმბეტე კურინდრანი ბილ (კერევი 70) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 75) /
სიო (რობერთსონ 65) პოლოტა-ნაუ(მორ 61) კეპუ (ალა’ალატოა 61)
სიმონს (ტუი 43) ქოულმენ; დემპსი (ჰენიგან 73) ჰუპერ^კაპ მაკ’მან -
3ლ: ჰოჯ ფოლაუ კოროიმბეტე; გ: ფოლი; 2ჯ: ჰოჯ

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო ქროთი (ლენართ-ბრაუნ 70) ვილიამს რ.იოანე (ჰავილი 22-30)
<10-9> სოპოანგა (ჰავილი 61) ა.სმით (პერენარა 65) /
ჰეიმს (ქროქეთ 38) ქოულზ (თეილორ 61) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 51)
ვაითლოქ სქ.ბარეთ (ტუი’პოლოტუ 61) სქვაიერ (ა.სავეა 75) ქეინ რიდ^კაპ -
2ლ: ნაჰოლო იოანე; გ 2ჯ: სოპოანგა

რეფ ბარნს (ინგ) 21/10 @ ბრისბენ, სან’ქორპ (45 107)

ვიდეო >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...mp;d=1508614797

7:0(9) 7:7(16) 7:10(25) 7:13(31) 12:13(40) /
17:13(57) 20:13(64) 20:18(71) 23:18(78) ^ სერია 1-2


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (23/10_2017)

1 ზელანდია 9383, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8728,
4 ირლანდია 8539, 5 აფრიკა 8503, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7948,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967

+/-: ავს 169 ზელ


user posted image
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3221
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 23 Nov 2017, 18:43  #51718267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
САНЗААР попросил «храбрых лепестков сакур» о трёх вещах.

Первое – увеличить конкурентоспособность «Санвулвс» и привыкнуть к темпу «Супер Регби». Второе – продолжать прогрессировать и успешно выступить на домашнем Кубке Мира. Третье – подождать, так как до 2020 года в «Регби Чемпионшипе» изменений не произойдёт.

Как пишут новозеландские СМИ, Япония привлекает САНЗААР в первую очередь, с экономической точки зрения, но без спортивной составляющий «Регби Чемпионшип» не распахнёт двери перед подопечными Джейми Джозефа.





--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0261 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]