forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (5) 1 2 [3] 4 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზე’რაგბი 2018 = XXIII სეზონი, მეექვსე ზე15
OSTAP
სუპერ ფოკუზნიკი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3084
წევრი No.: 32964
რეგისტრ.: 12-April 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 14:50  #51776404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
ლუკასა და ნიკოს მამა,

აბსოლუტურად მესმის თქვენი პოზიციის.

მე უბრალო გულშემატკივრის პოზიციიდან ვიძახი, რომ ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად უმთავრესია მაინც იქნება ის გადაცემენ თუ არა ამ ტურნირს. და უკვე ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი თუ ვინ წაიყვანს მას. კომენტატორის საკითხს ბოლოს მაინც ის გადაწყვეტს, ვინც იყიდის ტრანსლირების უფლებას.


otia-83,

ფეხბურთის ფედერაციამ რომ დაადგინოს ეგეთი რამე როგორი პოზიცია გექნება? ან კალათბურთის ფედერაციამ? საინფორმაციოს და საგანმანათლებლო პროგრამების წამყვანები საუბრობენ გაუგებარ ენაზე, საოცარი ბარბარიზმებით.

This post has been edited by OSTAP on 4 Dec 2017, 14:50
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1228
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 14:51  #51776408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეს იქნება იდიალური ვარიანტი.\


მაგრამ ხომ ხედავ პუბლიკას სხვა არჩევანი აქვს - ფორუმის ვიწრო წერე კი...


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 14:55  #51776428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩემი მხრივ მაგაზე საუბარი არა’ქალაქურად აღიქმება -- თავისას აწვებაო

წამოცდენით კი, მერწმუნეთ, არავის წამოსცდება ხოლმე --
განგებ ამბობენ, აქაო და "თვით’მარქვია ავტორიტეტებს" არა ვცნობთ
და ჩვენი უნიკალური სტილიც გვაქვსო = "ჩათვლის მოედნურ | ზაჩოტკური"

თორემ აგერ 1991 წლის აქეთ უკვე 6-ჯერ გამოიცა წესების წიგნი და
საჯაროდ არავის უთქვამს, "ლელოს" მაგივრად | თანაბრად "ჩათვლის მოედანი" ჩავწეროთო --
ალბათ ხვდებიან, რაოდენ უაზრო ცნებაა და რომ სახელი იქეთ გაუტყდებათ

გოჩა სვანიძემ 2017 წლის 14 იანვრის - მახსოვს, შაბათი დილა იყო -
თათბირზე ყველას გასაგონად დამავალა,
დაწერე ტერმინოლოგია და ნორმატიულ აქტად მივიღებთო

მართლაც შევადგინე ნულოვანი ვერსია და დავდეთ საითზე
http://site.rugby.ge/ka-GE/GLOSSARY/

ზურაბ ზოიძეა მაგ წამოწყების დიდი ქომაგი და მხარდამჭერი,
მაგრამ საკითხი არასოდეს განხილულა გამგეობაზე --
ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ გაეტანათ

@

ჩემი პოზიცია ასეთია:

ტერმინოლოგია ვერ გაქვავდება -- მუდმივად უნდა ვითარდებოდეს

ყველას ვეუბნები, თუ რამე ახალს მოიფიქრებთ -- ხალისით დავნერგავთ,
მაგრამ ვერ დავუბრუნდებით ჩათვლის მოედნებსა და შერკინების ნახევარ’მცველებს

უამრავი ახალი რამ ჩნდება თამაშში და
ბევრი რამაც დაგვჩრა სათარგმნი | გადმოსაქართულებელი

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4861
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 15:10  #51776524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
OSTAP
QUOTE
ფეხბურთის ფედერაციამ რომ დაადგინოს ეგეთი რამე როგორი პოზიცია გექნება?

სიმართლე რომ გითხრა რამდენიმე წელია ფეხბურთის არცერტი მატჩისთვის თავიდან ბოლომდე არ მიყურებია და დიდად არ მანაღვლებს ეგენი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კალათბურთში მივესალმები თუ შეძლებისდაგვარად დამკვიდრდება ქართული ტერმინოლოგია.


სდადამსჯელო ღონისძიებებზე ნაწილობრივ ვიხუმრე smile.gif

თუმცა აუცილებლად მიმაჩნია, სარაგბო ტერმინოლოგია სწორად გადმოიცემოდეს რეპორტაჟებისას. დამწყებ მაყურებელს თავიდანვე სწორად ვუთხრათ, რომ ჩათვლის მოედანი კიარა მაგას ქვია ლელო, ზაჩოტკებზე და სხვატკებზე აღარაფერს ვამბობ. ისე სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს კომენტატორები ცდილობენ იხმარონ ლელო და არა ჩათვლის მოედანი, "ზაჩოტკები" რეპორტაჟებისას კაი ხანია აღარ მომისმენია.

აი ხუმრობის ფორმებზე მე გართულება საერთოდ არ მაქვს, თუ მომეწონა ხუმრობა და კარგ ხასიეთზე ვარ გავიცინებ თუ არა და არ მოვიშლი ნერვებს გიტლერებზე და მალაკოებზე.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23736
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 15:17  #51776566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
otia-83
QUOTE
დაადგინოს ლიცენზირებული კომენტატორები და მხოლოდ მათ ჰქონდეთ საქართველოში რაგბის ნებისმიერი რეპორტაჟის კომენტირების უფლება.


კაცო, რაგბის კავშირმა როგორ უნდა აუკრძალოს ვინმეს რეპორტაჟის წაყვანა? biggrin.gif
ჩემი არხია, ლიცენზია ჩემი ნაყიდია და ვისაც მინდა იმას წავაყვანინებ.

ერთადერთი, თავად რაგბის კავშირი რასაც ყიდის, იქ წამოუყენონ პირობები.
ან რა კომენტატორების მონიტორინგზეა საუბარი? სპეციალური ორგანო უნდა შექმნას კავშირმა, რომელიც ტერმინოლოგიის დაცვას გაუწევს მეთვალყურეობას?

სწორი ტერმინების გამოყენება არის ნამუსის და ცოდნის შესაბამისი.
როცა საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კომენტატორად ითვლება ადამიანი, რომელმაც ელემენტარული წესები არ იცის (ტერმინებზე აღარ ვიღებ ხმას), ვის რა უნდა მოსთხოვო?!


--------------------
სადმე საქართველოს ცაზე დიდმა ”###მზიდმა” ხო არ განიცადა კატასტროფა? © UZUL

2008-ში ხმა რომ გავრცელებულიყო, რუსი სამხედროები ქართველი მამაკაცების დასჯის მიზნით მათ ტრაკში #########ს აპირებენო, ომს არ წავაგებდით © ozzy_ka10

:amayi: © nuca
lankasteri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1680
წევრი No.: 194779
რეგისტრ.: 4-December 14

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 18:17  #51777570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (otia-83 @ 4 Dec 2017, 15:10 )
OSTAP
QUOTE
ფეხბურთის ფედერაციამ რომ დაადგინოს ეგეთი რამე როგორი პოზიცია გექნება?

სიმართლე რომ გითხრა რამდენიმე წელია ფეხბურთის არცერტი მატჩისთვის თავიდან ბოლომდე არ მიყურებია და დიდად არ მანაღვლებს ეგენი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კალათბურთში მივესალმები თუ შეძლებისდაგვარად დამკვიდრდება ქართული ტერმინოლოგია.


სდადამსჯელო ღონისძიებებზე ნაწილობრივ ვიხუმრე smile.gif

თუმცა აუცილებლად მიმაჩნია, სარაგბო ტერმინოლოგია სწორად გადმოიცემოდეს რეპორტაჟებისას. დამწყებ მაყურებელს თავიდანვე სწორად ვუთხრათ, რომ ჩათვლის მოედანი კიარა მაგას ქვია ლელო, ზაჩოტკებზე და სხვატკებზე აღარაფერს ვამბობ. ისე სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს კომენტატორები ცდილობენ იხმარონ ლელო და არა ჩათვლის მოედანი, "ზაჩოტკები" რეპორტაჟებისას კაი ხანია აღარ მომისმენია.

აი ხუმრობის ფორმებზე მე გართულება საერთოდ არ მაქვს, თუ მომეწონა ხუმრობა და კარგ ხასიეთზე ვარ გავიცინებ თუ არა და არ მოვიშლი ნერვებს გიტლერებზე და მალაკოებზე.

ჩემი აზრით, ამ შემტხვევაში, "ლელო" ცუდი ტერმინია.

"ლელო" ქვია ბურთის დამიწებას და ყველაფერს "ლელო" ერქვას, ცოტა დამაბნეველია.

თუმცა არც "ჩათვლის მოედანი" მომწონს. საკმაოდ ხელოვნურად შედგენილი სახელია.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 21:05  #51778349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
lankasteri
ამაზე ბევრჯერ დამიწერია და მერამდენედ უნდა ავხსნა?
არანაირ გაუგებრობას არ იწვევს ... თუ შარზე არაა მსმენელი

ლელოს გატანა = ბურთის დამიწება მეტოქის ლელოში

მეორე ადგილია, პირველი - მოქმედების შედეგი!

რამ უნდა დააბნიოს ქართულად მოსაუბრე?
კონტექსტიდან ხომ ცხადია, რაზეა საუბარი?

გავიტანეთ ორი ლელო - ცხადია, რაზეა საუბარი: შედეგზე

ლელომდე 5 მეტრი გვრჩებოდა - აქაც ნათელია: ლელო ადგილია | გინდაც შედეგი,
მაგრამ არსი არ იცვლება

ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში შეაგორა და ზედ დაახტა - აქ ცალსახად ადგილია

ლელოს იღბლად დავუძვერით - აქ შედეგია

კონტრ’იერიში წამოვიწყეთ ჩვენი ლელოდან - აქ ადგილია

ინგლისურშიც ეგრევეა:
გოულ ფეხბურთში, ბასქეთ კალათ’ბურთში, ვიქით კრიკეტში ...
სქორ ე გოულ, სქორ ე ბასქეთ, თეიქ ე ვიქით ...
ერთი და იგივე სიტყვა აღნიშნავს ადგილსაც და მოქმედების შედეგსაც

@

This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 4 Dec 2017, 21:36
rugby2011 Geo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1768
წევრი No.: 129772
რეგისტრ.: 7-April 11

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 21:38  #51778499      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ლელოს გატანა = ბურთის დამიწება მეტოქის ლელოში

ძალიან არ მომწონს - ლელოს გატანა
ლელოს დადება - უფრო მისაღებია ფორმაა ჩემთვის. გატანაზე ისეთი შეგრძნება მაქვს, ფეხბურთზე ლაპარკობენ მგონია.

ზოგადად ამ და კიდე რამოდენიმე ქართულ სიტყვას ვერ ვეგუები და არ მხვდება ყურში სასიამოვნოდ. ამიტომ შეგნებულად ყოველთვის " არასწორ" ფორმას ვიყენებ, ასეთ სიტუაციაში.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 21:48  #51778558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დადებაც სწორია და დალელოვებაც
შეტანაც = თუ ძალით შევათრიეთ
ჩემდათავად ყველა ფორმას ვიყენებ

გატანა -- ლელო’ბურთიდან მოდის, ისტორიულია, ძველის ძველი


* * *
NAPSTER
QUOTE
სწორი ტერმინების გამოყენება ნამუსისა და ცოდნის შესაბამისია

თქვენი ნებართვით, გავაკრავ ჩემს სამუშაო ადგილზე -- ეგებ თვალში მოხვდეთ მავანთ
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3631
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 18:22  #51784082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იაპონიას ვინები აუმატებია ნახეთ რა : Robbie Robinson, Gerhard van den Heever, Michael Leitch ნუ ჯაბაც აქ არის smile.gif


ტერმინოლიგასა და რაგბის წამყვანებზე მეც ვიტყვი ჩემს აზრს

ცუდიდან დავიწყებ: ტერმინოლოგია ძაან დიდი სისუსტეა ბევრი დღევანდელი კომენტატორის
ამას კიდევ შეიძლება ეშველოს, თუნდაც ყველაზე კარგი საშუალებაა აგერ ბატონი ზაალის მიერ შედგენილი ,,რაგბული ლექსიკონი,,
თუ მაინც და მაინც სიჯიუტესთან არ გვაქვს საქმე გადაიკითხონ და გაიტვალისწინონ, რომ სწორად იმეტყველონ.

მაგრამ იმას რა ეშველება ზოგადი ცოდნა რომ არ აქვთ თანამედროვე თუ ისტორიული მოვლენების ? მოთამაშეებზეც ხო უნდა გეთქმოდეს ერთი ორი სიტყვა?
მიმდინარე ტრანსფერებზე და ზოგადად თანამედროვე რაგბის ცხოვრებაზე.

მეორე: მოთამაშის სახელების საშინლად დამახინჯება, რამდენიმე დღის წინ Michael Lynagh-ს ლაინაგჰს ეძახდა

ასეთი სიტყვებით წაყვანა : აუ რა ძეძგვააა, მაგრად ხია,
უბანში ხოარ მიგვყავს რეპორტაჟი?! არ არის ეს ნორმა და წესი.
დაჯექი და აკადემიურად წაიყვანე რა შე კაი კაცო

ერთი ორი მასხარის გამო ხდება ეს ყველაფერი, რომლებიც ვითომ რაგბის პოპულარიზაციას ახდენენ.
მასხარას და ტინგიცს საქმე როდის გაუკეთებია? როგორც მოიზიდავენ ისე განიზიდავენ მაყურებელს.

მოკლედ საქმე გვაქვს არც მეტი და არც ნაკლები არაპროფესიონალიზმთან

მე პირადად სადაც ჩალათაშვილი და ნიაზა არიან, იმედი იქნება თუ რაგბი ტვ არასდროს ვუყურებ. ესენი არ არიან კომენტატორები.
არც ახალგაზრდები ბრწყინავენ, მაგრამ ამათ ხელში სუმთლად გაფუჭდებიან. როცა შეიძლება ისწავლონ და განვითარდნენ.

უელსი საქარVელოს რომელიღაც ესპანური თუ არგენტინული კომენტარით ვუყურე
ხეორხიანო მესმოდა მარტო მაგრამ ბევრად კარგი იყო ვიდრე ქართული ტელევიზიების წაყვანილი.

This post has been edited by Levan ch on 5 Dec 2017, 18:26


--------------------
Green and Gold...
harton1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 351
წევრი No.: 230451
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 21:45  #51785269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
შერკინების ნახევარ’მცველებს


ეს პირველად გავიგე ბატონო ზაალ

რას ნიშნავს?

პ.ს ეგებ ჯაბას გადასვლის მერე მაინც დაინტერესდეს ვინმე და გვაჩვენოს
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7388
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 21:46  #51785278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
harton1
QUOTE
ეს პირველად გავიგე ბატონო ზაალ

რას ნიშნავს?
9-10


--------------------
http://airdefencegeo.blogspot.com/

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ
harton1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 351
წევრი No.: 230451
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 21:48  #51785289      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S

და შერკინება რა შუაშია? smile.gif

თორემ 9-ზე კი მქონდა ეჭვი ჰავბეკი თარგმნესო
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7388
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 22:00  #51785397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
harton1
იგივე ოპერიდან არის ახლა მე რომ გკითხო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი რუსული აბეზარი ჩიტების ჩამოგდებას პასიური კალჩუგათი რომ აპირებდა, ეს უკანასკნელი რა შუაში იყო-თქო
harton1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 351
წევრი No.: 230451
რეგისტრ.: 25-March 17

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 22:28  #51785591      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
QUOTE
იგივე ოპერიდან არის ახლა მე რომ გკითხო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი რუსული აბეზარი ჩიტების ჩამოგდებას პასიური კალჩუგათი რომ აპირებდა, ეს უკანასკნელი რა შუაში იყო-თქო


ეჭვი მაქვს სენ უკეთ ერკვევი მაგ ტერმინოლოგოიაში ვიდრე მე აპსიურ კალჩუგაში

მარა ჭირი მაგათ

ხუთ-მერვედებით და სამი მეოთხედებიღ ვიბაზროთ ჩვენ და დავაბნიოთ!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 2 [3] 4 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0241 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]