forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) 1 [2] 3 4   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2017 * შემოდგომის ზეპური ტესტები, სამხრეთი >> ჩრდილოეთში
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7388
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 10:06  #51640082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Voldemor
საკუთარი კლუბის გეტრები აცვიათ ხოლმე


--------------------
http://airdefencegeo.blogspot.com/

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ
GIORGI112
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1383
წევრი No.: 184001
რეგისტრ.: 29-March 14

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 11:50  #51640519      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Voldemor ბარბაროსებს აცვიათ სხვადასხვა ფერის გეტრები - გეტრები არის იმ კლუბის საიდანაც არიან smile.gif ანუ ტულონში თუ თამაშობს ერთი ბარბაროსი აცვია ტულონის გეტრი, მეორე გამოძახებული ქრუსაიდერსიდან თუა ქრუსაიდერსის გეტრი და ა.შ

უჰ გვიან დავინახე გაუციათ პასუხი popcorn.gif old.gif

This post has been edited by GIORGI112 on 9 Nov 2017, 11:51
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 10 Nov 2017, 11:24  #51646075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პლანეტმა ჩამოარაკრაკა რაზმები -- ერთ სტილში (რასაც ვერ ახერხებს როიტერი)

Team Tracker: November Tests, Week 2

Date published: November 9 2017

Your one-stop spot for November Test teams,
updated as they are released.

გადაულაგებლად დავუმატე დრო’ები!


Saturday, 11 November 2017


21.30 საქ = Ireland vs South Africa @ Aviva Stadium, Dublin

Ireland: 15 Rob Kearney, 14 Andrew Conway, 13 Robbie Henshaw, 12 Bundee Aki, 11 Jacob Stockdale, 10 Johnny Sexton, 9 Conor Murray,
8 CJ Stander, 7 Sean O'Brien, 6 Peter O'Mahony, 5 Devin Toner, 4 Iain Henderson, 3 Tadhg Furlong, 2 Rory Best ©, 1 Cian Healy
16 Rob Herring, 17 Dave Kilcoyne, 18 John Ryan, 19 James Ryan, 20 Rhys Ruddock, 21 Kieran Marmion, 22 Joey Carbery, 23 Darren Sweetnam

South Africa: 15 Andries Coetzee, 14 Dillyn Leyds, 13 Jesse Kriel, 12 Damian de Allende, 11 Courtnall Skosan, 10 Elton Jantjies, 9 Ross Cronje,
8 Francois Louw, 7 Pieter-Steph du Toit, 6 Siya Kolisi, 5 Lood de Jager, 4 Eben Etzebeth ©, 3 Coenie Oosthuizen, 2 Malcolm Marx, 1 Tendai Mtawarira
16 Bongi Mbonambi, 17 Steven Kitshoff, 18 Wilco Louw, 19 Franco Mostert, 20 Uzair Cassiem, 21 Rudy Paige, 22 Handre Pollard, 23 Francois Venter


19.00 საქ = England vs Argentina @ Twickenham, London

England: 15 Mike Brown, 14 Anthony Watson, 13 Jonathan Joseph, 12 Henry Slade, 11 Elliot Daly, 10 George Ford, 9 Ben Youngs, 8 Nathan Hughes, 7 Sam Underhill, 6 Chris Robshaw, 5 George Kruis, 4 Courtney Lawes, 3 Dan Cole, 2 Dylan Hartley ©, 1 Mako Vunipola
Replacements: 16 Jamie George, 17 Ellis Genge, 18 Harry Williams, 19 Joe Launchbury, 20 Tom Curry, 21 Danny Care, 22 Alex Lozowski, 23 Semesa Rokoduguni

Argentina: 15 Joaquin Tuculet, 14 Ramiro Moyano, 13 Matias Moroni, 12 Santiago Gonzalez Iglesias, 11 Emiliano Boffelli, 10 Juan Martin Hernandez, 9 Martin Landajo,
8 Tomas Lezana, 7 Marcos Kremer, 6 Pablo Matera, 5 Tomas Lavanini, 4 Matias Alemanno, 3 Nahuel Tetaz Chaparro, 2 Agustin Creevy ©, 1 Santiago Garcia Botta
16 Julian Montoya, 17 Lucas Noguera, 18 Enrique Pieretto, 19 Benjamin Macome, 20 Leonardo Senatore, 21 Gonzalo Bertranou, 22 Nicolas Sanchez, 23 Sebastian Cancellere


23.45 საქ = France vs New Zealand @ Stade de France, Saint-Denis

France: 15 Nans Ducuing, 14 Teddy Thomas, 13 Geoffrey Doumayrou, 12 Mathieu Bastareaud, 11 Yoann Huget, 10 Anthony Belleau, 9 Antoine Dupont,
8 Louis Picamoles, 7 Kevin Gourdon, 6 Judicael Cancoriet, 5 Paul Gabrillagues, 4 Sebastien Vahaamahina, 3 Rabah Slimani, 2 Guilhem Guirado ©, 1 Jefferson Poirot
16 Clement Maynadier, 17 Raphael Chaume, 18 Daniel Kotze, 19 Paul Jedrasiak, 20 Anthony Jelonch, 21 Baptiste Serin, 22 Francois Trinh-Duc, 23 Damian Penaud

New Zealand: 15 Damian McKenzie, 14 Waisake Naholo, 13 Ryan Crotty, 12 Sonny Bill Williams, 11 Rieko Ioane, 10 Beauden Barrett, 9 Aaron Smith,
8 Kieran Read ©, 7 Sam Cane, 6 Vaea Fifita, 5 Sam Whitelock, 4 Luke Romano, 3 Nepo Laulala, 2 Dane Coles, 1 Kane Hames
16 Codie Taylor, 17 Wyatt Crockett, 18 Ofa Tu'ungafasi, 19 Scott Barrett, 20 Matt Todd, 21 TJ Perenara, 22 Lima Sopoaga, 23 Anton Lienert-Brown


21.15 საქ = Wales vs Australia @ Principality Stadium, Cardiff

Wales: 15 Leigh Halfpenny, 14 Liam Williams, 13 Jonathan Davies, 12 Owen Williams, 11 Steff Evans, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies,
8 Taulupe Faletau, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Jake Ball, 3 Tomas Francis, 2 Ken Owens, 1 Rob Evans
16 Kristian Dacey, 17 Nicky Smith, 18 Leon Brown, 19 Cory Hill, 20 Sam Cross, 21 Aled Davies, 22 Owen Watkin, 23 Hallam Amos

Australia: 15 Kurtley Beale, 14 Marika Koroibete, 13 Tevita Kuridrani, 12 Samu Kerevi, 11 Reece Hodge, 10 Bernard Foley, 9 Will Genia,
8 Sean McMahon, 7 Michael Hooper ©, 6 Ned Hanigan, 5 Adam Coleman, 4 Rob Simmons, 3 Sekope Kepu, 2 Tatafu Polota-Nau, 1 Scott Sio
16 Stephen Moore, 17 Tom Robertson, 18 Allan Alaalatoa, 19 Matt Philip, 20 Ben McCalman, 21 Nick Phipps, 22 Karmichael Hunt, 23 Henry Speight


18.30 საქ = Scotland vs Samoa @ Murrayfield, Edinburgh

Scotland: 15 Stuart Hogg, 14 Tommy Seymour, 13 Huw Jones, 12 Alex Dunbar, 11 Lee Jones, 10 Finn Russell, 9 Ali Price,
8 Ryan Wilson, 7 Hamish Watson, 6 John Barclay ©, 5 Jonny Gray, 4 Ben Toolis, 3 Willem Nel, 2 Stuart McInally, 1 Darryl Marfo
16 George Turner, 17 Jamie Bhatti, 18 Zander Fagerson, 19 Tim Swinson, 20 Cornell Du Preez, 21 Henry Pyrgos, 22 Pete Horne, 23 Chris Harris

Samoa: 15 Ah See Tuala, 14 Paul Perez, 13 Kieron Fonotia, 12 Reynold Lee-Lo, 11 David Lemi, 10 Tim Nanai Williams, 9 Pele Cowley,
8 Jack Lam, 7 TJ Ioane, 6 Piula Fa’Asalele, 5 Chris Vui ©, 4 Josh Tyrell, 3 Donald Brighouse, 2 Manu Leiataua, 1 Jordan Lay
16 Motu Matu’u, 17 James Lay, 18 Hisa Sasagi, 19 Fa’Atiga Lemalu, 20 Ofisa Treviranus, 21 Mealani Matavao, 22 Aj Alatimu, 23 Alapati Leiua


18.00 საქ = Italy vs Fiji @ Stadio Angelo Massimino, Catania

Italy: 15 Jayden Hayward, 14 Leonardo Sarto, 13 Tommaso Boni, 12 Tomasso Castello, 11 Mattia Bellini, 10 Carlo Canna, 9 Marcello Violi,
8 Sergio Parisse ©, 7 Abraham Steyn, 6 Francesco Minto, 5 Dean Budd, 4 Marco Fuser, 3 Simone Ferrari, 2 Luca Bigi, 1 Andrea Lovotti
16 Leonardo Ghiraldini, 17 Federico Zani, 18 Dario Chistolini, 19 Marco Lazzaroni, 20 Giovanni Licara, 21 Edoardo Gori, 22 Ian McKinley, 23 Matteo Minozzi

Fiji: 15 Kini Murimurivalu, 14 Josua Tuisova, 13 Asaeli Tikoirotuma, 12 Jale Vatubua, 11 Timoci Nagusa, 10 Ben Volavola, 9 Frank Lomani,
8 Nemani Nagusa, 7 Akapusi Qera ©, 6 Semi Kunatani, 5 Leone Nakarawa, 4 Apisalome Ratuniyarawa, 3 Manasa Saulo, 2 Tuapati Talemaitoga, 1 Campese Ma'afu
16 Sunia Koto, 17 Peni Ravai, 18 Ropate Rinakama, 19 Sikeli Nabou, 20 Mosese Voka, 21 Henry Seniloli, 22 Levani Botia, 23 Vereniki Goneva


18.00 = Georgia vs Canada @ Dinamo Arena, Tbilisi

Georgia: 15 Soso Matiashvili, 14 Giorgi Koshadze, 13 Davit Katcharava, 12 Merab Sharikadze ©, 11 Mirian Modebadze, 10 Lasha Khmaladze, 9 Vasil Lobzhanidze,
8 Beka Bitsadze, 7 Vito Kolelishvili, 6 Lasha Lomidze, 5 Giorgi Nemsadze, 4 Kote Mikautadze, 3 Levan Chilachava, 2 Jaba Bregvadze, 1 Mikheil Nariashvili
16 Shalva Mamukashvili, 17 Kakha Asieshvili, 18 Soso Bekoshvili, 19 Giorgi Chkhaidze, 20 Giorgi Tkhilaishvili, 21 Giorgi Begadze, 22 Revaz Jintchvelashvili, 23 Giorgi Kveseladze

Canada: 15 Andrew Coe, 14 Brock Staller, 13 DTH van der Merwe, 12 Ciaran Hearn, 11 Taylor Paris, 10 Patrick Parfrey, 9 Phil Mack ©,
8 Tyler Ardron, 7 Matt Heaton, 6 Lucas Rumball, 5 Evan Olmstead, 4 Josh Larsen, 3 Jake Ilnicki, 2 Ray Barkwill, 1 Djustice Sears-Duru
16 Eric Howard, 17 Anthony Luca, 18 Cole Keith, 19 Kyle Baillie, 20 Conor Keys, 21 Kyle Gilmour, 22 Andrew Ferguson, 23 Guiseppe du Toit

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
Dima Fan
HajraFradi


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23676
წევრი No.: 154864
რეგისტრ.: 7-October 12

გამოგზავნილია: 11 Nov 2017, 22:46  #51654430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ვაიმე ავსტრალიის ლელო :DDD
იმენა გაძარცვა და ისე მოპარა ბურთი


--------------------
წარმოდგენა თუ გაქვს ვინ იყო ჩირო ფერარა (c) Biutiful
საკმაოდ კარგია რომ აკურთხებიეს სტადიონი,აუცილებელიც არის დაჯე (c) Vanpersie18
Nina.Ukrainka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 105
წევრი No.: 237503
რეგისტრ.: 24-October 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 18:22  #51674305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Canada: 15 Andrew Coe, 14 Brock Staller, 13 DTH van der Merwe, 12 Ciaran Hearn, 11 Taylor Paris, 10 Patrick Parfrey, 9 Phil Mack ©,
8 Tyler Ardron, 7 Matt Heaton, 6 Lucas Rumball, 5 Evan Olmstead, 4 Josh Larsen, 3 Jake Ilnicki, 2 Ray Barkwill, 1 Djustice Sears-Duru
16 Eric Howard, 17 Anthony Luca, 18 Cole Keith, 19 Kyle Baillie, 20 Conor Keys, 21 Kyle Gilmour, 22 Andrew Ferguson, 23 Guiseppe du Toit


--------------------
https://www.facebook.com/Ninachkaaaaaaa
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 13:50  #51683581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ბურთაობის გაკვეთილი

ევროპაში მოგზაური სამხრეთის "ოთხი ერიდან"
პირველი ტესტი მოიგეს მხოლოდ ზელანდიამა და ავსტრალიამ


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმი = ქვემოთაა ! ))

სამხრეთი ძველებურად ვეღარ პარპაშებს. ერთი რომ, შინ მეტად იღლება დაგრძელებული სეზონით, და მეორეც, ევროპა ძაან დააოსტატეს სამხრეთელმავე გურუებმა და საშოვარზე წასულმა ლეგიონერებმა

ირლანდიას კივი ჯო შმიდტი მოძღვრავს, უელსს – მისივე თანა’ მემამულე ვორენ გეთლენდი. ინგლისი სულაც ავსტრალიელს - ედი ჯოუნზს მინდობია, ხოლო აფრიკიდან თეთრები გარბიან

რაგბის სამშობლომ არგენტინა ფიჯელთა მიერ გატანილი ლელოებით ძლია, ირლანდიამ კი პირველად ათამაშა სამოელი შუამარბი ბანდი აკი, ვინაც ზე’რაგბის "ჩიფს"ი იმიტომ გაცვალა მიყრუებულ "ქონოთ"ზე, რომ სამი წლის თავზე "სამყურებში" აეყვანათ!

აწ უკვე ტრადიციულად

ზელანდია საფრანგეთს "ლე სტად"ზე ეახლა და შესვენებამდე, წვიმაში, ბურთაობის გაკვეთილიც ჩაუტარა – ოთხი ლელო დაუდო * 31:5

მეორე ტაიმში კივები – აწ უკვე ტრადიციულად – მოეშვნენ და 11-ჯერ (!) დაჯარიმდნენ. "მამლებმა" სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანეს * 18:31 @ 52’ და ტედი ტომაც, კივთა ბედად, შეეხო კიდის ხაზს, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც "ოლ ბლექს"მა თქვა – 11-ფაზიანი შტურმი სირენაზე დააგვირგვინა ფიჯელმა ვაისაკე ნაჰოლომ * 38:18

ფრანგებმა ექვსი უკეპო არაგბეს, ღერძად კი მთლად ჯეელები: 10 ენტონი ბელო – 9 ანტუან დიუპონ’ი შეაწყვილეს. ზელანდია კოხტად გეზა და კარშიც ზუსტად ურტყა მოკეთებულმა ბოდენ ბარეთმა. კივებს ბოჭვა მეტი გაუცუდდათ * 21-11, ხოლო კოლორიტმა სონი-ბილ ვილიამსმა ისევ განაცვიფრა ფანობა, მედია და თანა-გუნდელებიც

თურმე წესები ერევა

32 წლის უნიჭიერესი მობურთალი რაგბიდან ლიგაში და პირიქით რომ გადადი - გადმოდის, ორივე’ნაირი რაგბის ქომაგებს ახარებს, მაგრამ თურმე ალაგ-ალაგ წესებიც ერევა!

აგერ, ფრანგებთანაც, ახლოდან ლიგურად შეაცურა ოვალი და რაიან ქროთიმ "ოლ ბლექს"ის ისტორიაში მე-2000 (!) ლელო გაიტანა * 24:5 @ 38’, მაგრამ 47’ წუთზე – ბელომ რომ აწია ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) – იმის ნაცვლად, რომ ბურთი დაეჭირა, ამხტარმა ლიგურად’ვე გადააგდო ოვალი "უკანა ხაზს" იქეთ და "7-ქულიანს პლუს სინბინით" დაისაჯა

კივთა პირველ ლელოზე ბარეთმა ახლოდან დაგეზა კვაჭი დეინ ქოულზი, ვისაც მერე მუხლის იოგები ისე დაუწყდა, ნახევარ წელს იუქმებს. მსუბუქად დაშავდა კაპიტანი ქიარან რიდიც, შავებმა კი მაშინ დააშამათეს ლურჯები, ამათ ბურჯი რაბა სლიმანი შერკინების სერიული ჩაქცევისთვის რომ გაუსინბინეს

ზედიზედ მეცამეტედაც

ავსტრალიას კარდიფში არ აწვიმდა, რაკი უელსმა ჭერქვეშ ათამაშა. კელტებმა გაიხარეს – გურუ გეთლენდმა ძალისმიერი "ვორენ-ბურთი" დაგმო და ორი მგეზავი: დენ ბიგარი და ოუენ ვილიამსი დააყენა, მაგრამ არც მაქედან გამოდნა რამე – 2009 წლიდან მოყოლებული, "ვოლაბებმა" ზედიზედ (!) მეცამეტედაც ძლიეს "ურჩხულები" * 29:21

უელსმა სტატისტიკურად აჯობა მეტოქეს: პასი 191-143, ხაზის ჭრა 12-3, ოფლოუდი 17-3, დაჯარიმება 4-15, და თუ "ოპტა"ს დაეჯერება, 150 ბოჭვა შეასრულა და სამად-სამიღა (!) გაუცუდდა, მაგრამ ოთხი ლელო კი იქეთ მიირთვა უფრო "ფეხით მოთამაშე" * 23-14 ოზებისგან

ოვალი გამოართვა

სტუმრებმა პირველი ლელო მარდი მოლით შეიტანეს, მეორე – ვილ გენიას მომსხეპი პასით, მესამე – 15 ფაზის შედეგად შექმნილი მეტობით, გადამწყვეტი კი – კურიოზულად: დარეტიანებულ სთეფ ევანსს ოვალი გამოართვა აბორიგენმა ქერთლი ბილმა და 60 მეტრი მარტომ ირბინა * 29:16 @ 64’

უელსის ორივე ლელო გარე’მარბთა ანგარიშზეა. ურჩხულებს ბოლო შეტევაში დაემტვრათ "ლომების" შუა’მარბი ჯონათან დევისი – კოჭი მოტყდა და ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან, ავსტრალიის კაპიტანმა მაიქლ ჰუპერმა კი მეშვიდე (!) სინბინიც მიიღო და ტესტ-რაგბის ანტი’რეკორდში შეეზიარა სამ უწესოს:

ბრაიან ჰაბანას (აფრ), მარკო ბორტოლამს (იტა) და ჯემი ქადმორს (კან)

მამათა ჯინაზე

აფრიკის მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ შებმამდე თავი მოუქონა ირლანდიას, ევროპის "ოლ ბლექები" ხართო, და ენამ უყივლა: თუ კივებმა "ბოკე" სექტემბერში 57:0 მოსრეს, ირლანდიამ * 38:3 გაილაღა

"სამყურები" იმითაც იყვნენ გაგულისებულნი, რომ "მსოფლიო რაგბის" ცანცარა მახვშებს დასკვნა "დაედოთ" – 2023 წლის "მსოფლიო თასის" გამართვა "ქურციკეთს" ერგებაო! მამათა ჯინაზე, გაზანგების გზაზე დამდგარი "სამხრეთი აფრიკა" ჯერ მოედანზე მოისრა, 15 ნოემბერს კი ფარულად რომ იყარა კენჭი, მასპინძლობა ... საფრანგეთს დაეკისრა

ირლანდიამ ბოკე უსიტყვოდ დაჯაბნა. თავიდან ჯონი სექსთონმა შეაგდო სამი ჯარიმა, მერე კი მულატმა ქორნალ სქოსანმა ვერ აიღო აბრაგანი და ენდრიუ ქონვეიმ გაიჯეჯილა * 14:0 @ 25’

აფრიკამ ვერც შესვენების შემდეგ შეატრიალა თამაში, ბოლო 10 წუთში კი უარესად წახდა. ჰოდა, კელტების მარქაფამ სამი ლელოც რომ გამოაცხო, კუციამ ოღრაშულად შენიშნა, მარცხისთვის "ჯგუფად უნდა ვაგოთ პასუხიო"

"ფაქ"ები და ფქვა

თვიქნემის პუბლიკა სეირით გულ’ნაკლული დარჩა – უფერულმა ინგლისმა ორი ლელოღა დაუდო დაკნინებულ არგენტინას * 21:8

ედი ჯოუნზმა საავსტრალიოდ გადაინახა ქიქერი ოუენ ფარელი და მღლეტელი მარო ითოჟე. ბლომად ბოჭა სემ ანდერჰილმა * 21/3, გურუ კი ისე გააბრაზეს შეგირდებმა, რომ 57 წლის კაცმა რვეული და კალამი მოისროლა და ერთ გინებაში ორი "ფაქ"იც ჩაატია, რისთვისაც 93 წლის დედისგან საყვედური მიიღო

ინგლისური რაგბის ტაძარს "ამერიკული ბურთაობისთვის" რომ ემასპინძლა, ამისი ნახაზი ჯერაც ეტყობოდა მოედანს. აურიეს დამრტყმელებმა: ჯორჯ ფორდმა ორჯერ გაარტყა ძელს, "პუმებმა" – ემილიანო ვოფელიმ, ხუან-მარტინ ერნანდესმა და ნიკო სანჩესმა კი კარს 5-ჯერ ააცილეს ბურთი
ამან ბოლოს 30-ფაზიანი (!) რუტინა ლელოთიც დაასრულა, ჯოუნზმა კი – მარათონის ანალოგიით – მთელ ამ ცოდვილობას გრაინდ’ათონ უწოდა: "გრაინდ" ფქვას ნიშნავს!

ფული შეგვიგროვეთო

თუ მსოფლიო თასის წინა ციკლში ტონგამ მოიხმარა დაბლინური გრანტები არა’დანიშნულებისამებრ და კიდეც დაისაჯა – ამჯერად სამოა გაეხვია შარში: ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და შეთავსებით რაგბის კავშირის თავკაცმა, ტუი’ლაეპა საილელე მალიელე’ნგაოიმ ერს მიმართა, რაგბი გაგვიკოტრდა და ფული შეგვიგროვეთო

ეს რომ დაბლინში შეიტყვეს, ბრძანეს, მარტო წელს – ოღონდაც არა’პირდაპირი გზით – მილიონ-ნახევარი (!) გირვანქა მოვახმარეთ მაგ ქვეყანასო, ინგლისელმა "ვარდებმა" – სამოელმა მანუ ტუილანგიმ და ტონგელმა მაკო ვუნიპოლამ კი თანა’გუნდელებს მოუწოდეს:

22 ათასი რომ გვერგება სამოის ტესტში, თითო (!) ათასი მოვიკლოთ და უშუალო მეტოქეს პირადად გადავცეთ, რადგან თუ ეგ ფული კავშირს მიუვა, ბიჭები ერთ პენსსაც ვეღარ იხილავენო

რაკი ტურნეებს "მსოფლიო რაგბი" აფინანსებს, სამოა განრიგის მიხედვით მაინც ეწვია შოტლანდიას და ისე გულიანადაც ებურთავა, რომ 11-ლელოიან შოუში სულ რაღაც * 38:44 დამარცხდა


შემოდგომის ტესტები * 2017

პირველი ვიქ’ენდი

(( საითზე, სტატიაში - თორენთის ბმულები
ვიდეო ჰაი’ლაითები >>> წკაპი ანგარიშზე ))



ბარბაროსები 27:24 ტონგა

4ლ: ნაიარავორო ბრიჯ მერფი ელის; 2გ ჯ: რ.დიუ’პრე –

4ლ: პაკალანი ლოკოტუი ვაილანუ (3 4) 2გ: ტაკულუა

რეფ მერფი (ირლ) 10/11 @ ლიმრიქ (ირლ), სომონდ პარქ (_)

0:7(3) 0:14(11) 5:14(18) 12:14(22) 15:14(36) /
15:19(63) 22:19(70) 27:19(74) 27:24(79)


გერმანია 45:12 ბრაზილია

7ლ: კუცია ფიუხზელ ოტო შრამ (4 5) კლევინგ’ჰაუს ბარბერ; 5გ: პარქინსონ –

2ლ: სანსერი არუდა; გ: რივზ / სბ: პიერო როზეტი

რეფ ვილქინსონ (ირლ) 11/11 @ ლაიპციგ, პლახე (2 668)

სბ(4ბ) 5:0(6) 12:0(14) 19:0(25) 26:0(36) /
სბ(43ბ) 33:0(45) 38:0(50) 38:7(57) 45:7(64) 45:12(77)


იტალია 19:10 ფიჯი

იტა: ჰეივორდ სარტო ბონი კასტელო (მინოძი 21-25) ბელინი
<10-9> კანა (მაკ’ქინლი 62) ვიოლი (გორი 69) /
ლოვოტი (ძანი 6-7, 25-26, 51) ბიჯი (გირალდინი 47) ფერარი (კისტოლინი 47)
ფუზერ (ლაძარონი 69) ბად; მინტო (ლიკატა 58) ბ.სტეინ პარისე^კაპ –
ლ: ფერარი; გ: კანა; 4ჯ: კანა 3, მაკ’ქინლი

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტუი’სოვა ტიკოი’როტუმა ვატუ’მბუა (მბოტია 52) ტ.ნანგუსა (ნგონევა 76)
<10-9> ვოლა’ვოლა სბ 64, ლომანი (სენი’ლოლი 52) /
მაჰაფუ (რავაი 54) ტუა’პატი (კოტო 54) საულო (რინა’კამა 67)
რატუნია’რავა (ნამბოუ 68) ნაკა’რავა; კუნა’ტანი ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (ვოკა 68) –
ლ: ნაკარავა; გ ჯ: ვოლავოლა

რეფ ლეისი (ირლ) 11/11 @ კატანია, მესიმინო (12 343)

3:0(5) 3:3(21) 10:3(29) 10:10(40) /
13:10(53) 16:10(58) სბ(64ფ) 19:10(80)


შოტლანდია 44:38 სამოა

შტლ: ჰოგ სიმორ (ჰარის 59) ჰ.ჯოუნზ დანბარ ლ.ჯოუნზ
<10-9> რასელ (ჰორნ 66) პრაის (პირგოს 66) /
მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი (თერნერ 59) ნელ (ფეიგერსონ 32)
თულის (სვინსონ 72) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ (კ.დიუ’პრე 59) ვოთსონ ვილსონ –
6ლ: ჰოგ ჰ.ჯოუნზ მაკ’ინალი (3 4) დანბარ ჰორნ; 4გ: რასელ 3, ჰორნ; 2ჯ: რასელ

სამ: ტუალა (ალატიმუ 75) პერეს ფონოტია ლი-ლო (ლეიუა 70) ლემი
<10-9> ნანაი-ვილიამს ქაული (მატავაო 51) /
ჯდ.ლეი (ჯმ,ლეი 59) ლეაია’ტაუა (მატუჰუ 57) ბრიგ’ჰაუს (სასანგი 52)
თაირელ (ლემალუ 72) ვუი^კაპ; ფაჰა’სალელე თჯ.იოანე (ტრევირანუს 62) ლემ –
5ლ: თაირელ ფაჰა’სალელე ნანაი-ვილიამს ფონოტია ტრევირანუს; 5გ ჯ: ნანაი-ვილიამს

რეფ ბერი (ავს) 11/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 144)

7:0(3) 7:3(12) 10:3(15) 13:3(25) 13:10(28) 18:10(35) 25:10(40+3) /
32:10(47) 32:17(51) 32:24(64) 37:24(66) 37:31(69) 44:31(76) 44:38(78)


ინგლისი 21:8 არგენტინა

ინგ: ბრაუნ (როკო’ნდუნგუნი 22) ვოთსონ ჯოზეფ (ლოზოვსკი 62) სლეიდ დეილი
<10-9> ფორდ იანგს (ქეა 62) /
მ.ვუნიპოლა (გენჩ 68) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 59) ქოულ (ჰ.ვილიამს 68)
ლოზ ქრუზ (ლონჩბრი 57) რობშოუ ანდერჰილ ჰიუზ (სიმონდს 71) –
2ლ: ჰიუზ როკო’ნდუნგუნი; გ 3ჯ: ფორდ

არგ: ტუკულეტ სბ 22, მოშანო (კანსელიერე 55) მორონი გონსალეს-იგლესიას ვოფელი
<10-9> ერნანდეს (სანჩეს 64) ლანდახო (ვერტრანუ 68) /
გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 59) კრევი^კაპ (მონტოშა 68) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 59)
ალემანო ლავანინი (სენატორე 68) მატერა კრემერ ლესანა (მაკომე 57) –
ლ: სანჩეს; ჯ: ვოფელი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 11/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 683)

3:0(7) 3:3(10) 6:3(14) სბ(22ა) 11:3(23) 14:3(34) /
21:3(68) 21:8(78)


უელსი 21:29 ავსტრალია

უელ: ჰაფ’პენი ლმ.ვილიამს ჯთ.დევის ო.ვილიამს (ვოთქინ 69) სთ.ევანს (ეიმოს 65)
<10-9> ბიგარ გრ.დევის (ალ.დევის 76) /
რ.ევანს (ნ.სმით 69) ოუენს (დეისი 75) ფრენსის (ბრაუნ 75)
ბოლ (ჰილ 69) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ (ქროს 75) ნავიდი ფალეტაუ –
2ლ: სთ.ევანს ეიმოს; გ 3ჯ: ჰაფ’პენი

ავს: ბილ კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 53) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია /
სიო (რობერთსონ 69) პოლოტა-ნაუ (მორ 59) კეპუ (ალა’ალატოა 65)
სიმონს (ფილიპ 64) ქოულმენ; ჰენიგან (მაკ’ქალმან 64) ჰუპერ^კაპ სბ 68, მაკ’მან –
4ლ: პოლოტა-ნაუ ქოულმენ ჰუპერ ბილ; 3გ; ფოლი; ჯ: ჰოჯ

რეფ ჯექსონ (ზელ) 11/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (70 275)

3:0(9) 3:7(14) 10:7(19) 10:14(24) 10:17(34) 13:17(38) 13:22(40+) /
16:22(52) 16:29(64) სბ(68ა) 21:29(80) დას(80+2)


ირლანდია 38:3 აფრიკა

ირლ: რ.ქარნი (სვითნემ 74) ქონვეი ჰენშოუ აკი სთოქდეილ
<10-9> სექსთონ (ქარბრი 75) მარი (მარმიონ 71) /
ჰილი (ქილქოინ 67) ბესთ^კაპ (ჰერინგ 67) ფურლონგ (ჯნ.რაიან 71)
ჰენდერსონ (ჯმ.რაიან 71) თოუნერ; ო’მანი (რადოქ 51) ო’ბრაიენ სტანდერ –
4ლ: ქონვეი რადოქ ჰერინგ სთოქდეილ; 3გ: სექსთონ, ქარბრი 2; 4ჯ: სექსთონ

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ დე’ალენდე (ფ.ფენტერ 57) სქოსან
<10-9> იანკის (პოლარდ 57) კრონიე (პეიჯ 69) /
მთავარირა (კიცჰოფ 54) მარქს (მბონამბი 69) უსტ’ჰეიზენ (ვ.ლოუ 2)
ეცებეთ^კაპ დე’იახერ (მოსტერტ 67) კოლისი (ქასიმ 69) დიუ’ტოი (კოლისი 75) ფ.ლოუ –
ჯ: იანკის

რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)

3:0(4) 6:0(15) 9:0(20) 14:0(25) შეს(40+3) /
14:3(44) 17:3(57) 24:3(73) 31:3(78) 38:3(80+2)


საფრანგეთი 18:38 ზელანდია

სფრ: დიუკუენ (ტრენ-დიუკ 75) ტომა ბასტარო დუმეირუ (პენო 63) იუჟე
<10-9> ბელო დიუპონ (სერენ 73) /
პუარო (შომე 35-/, 67) გირადო^კაპ (მეინადიე 70) სლიმანი სბ 34 (კოცე 62)
ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 62) კონკორიე გურდონ პიკამოლ (ჟელონშ 67) –
შ^იუჟე + ლ: ტომა; 2ჯ: ბელო

ზელ: მაკ’ქენზი (სოპოანგა 66) ნაჰოლო ქროთი (ლენართ-ბრაუნ 65) ვილიამს სბ 47, რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 69) /
ჰეიმს (ქროქეთ 48) ქოულზ (თეილორ 24) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 61)
რომანო (სქ.ბარეთ 30-37, 65) ს.ვაითლოქ; ფიფიტა ქეინ რიდ^კაპ (თოდ 48) –
5ლ: ქოულზ ნაჰოლო (2 5) ქროთი ქეინ; 5გ ჯ: ბ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 11/11 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (78 561)

0:7(10) 0:10(17) 0:17(24) 5:17(27) სბ(36ს) 5:24(38) 5:31(40+) /
8:31(42) 15:31(47შ+სბ) 18:31(52) 18:38(80+)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/11_2017)

1 ზელანდია 9383, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8802,
4 ირლანდია 8639, 5 აფრიკა 8404, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8098, 8 საფრანგეთი 7963, 9 ფიჯი 7793,
10 არგენტინა 7693, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13(14) იტალია 7255, 14(13) ტონგა 7172, 15 რუმინეთი 7027,
16 სამოა 6967, 17 შტატები 6584 ... 23(24) კანადა 5947

+/-: იტა 155 ფიჯ, ირლ 100 აფრ, ავს 74 უელ *
ზელ 0 სფრ, ინგ 0 არგ, შტლ 0 სამ, საქ 0 კან (54:22 შ)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ავს),
14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ბანდი აკი (ირლ), 11 ენდრიუ ქონვეი (ირლ):
10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ანტუან დიუპონ (სფრ) /
1 მაკო ვუნიპოლა (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 იენ ჰენდერსონ (ირლ), 5 ადამ ქოულმენ (ავს);
6 პავლო მატერა (არგ), 7 სემ ანდერჰილ (ინგ), 8 ნეითან ჰიუზ (ინგ)

სულ: 5 ირლ; 3 ინგ; 2 ავს შტლ; 1 არგ ზელ სფრ


მეორე ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 18/11 იტალია 18.00 არგენტინა @ ფირენცე
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. უელსი 18.30 საქართველო @ კარდიფ
. ინგლისი 19.00 ავსტრალია @ თვიქნემ
. ესპანეთი 19.00 კანადა @ მადრიდ
. გერმანია 20.00 შტატები @ ვისბადენ
. რუმინეთი 20.00 სამოა @ ბუკურეშტ
. იაპონია 20.15 ტონგა @ ტულუზ (სფრ)
. შოტლანდია 21.15 ზელანდია @ მარიფილდ
. ირლანდია 21.30 ფიჯი @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 აფრიკა @ სან’დენი


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1228
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 14:45  #51683844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 18/11 იტალია 18.00 არგენტინა @ ფირენცე
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. უელსი 18.30 საქართველო @ კარდიფ
. ინგლისი 19.00 ავსტრალია @ თვიქნემ
. ესპანეთი 19.00 კანადა @ მადრიდ
. გერმანია 20.00 შტატები @ ვისბადენ
. რუმინეთი 20.00 სამოა @ ბუკურეშტ
. იაპონია 20.15 ტონგა @ ტულუზ (სფრ)
. შოტლანდია 21.15 ზელანდია @ მარიფილდ
. ირლანდია 21.30 ფიჯი @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 აფრიკა @ სან’დენი


ინგლისს ვმაზავთ
თუ არადა და იტალია და იაპონიაც არ იქნება უინტერესო (ჩვენთვის)
შოტლანდია შავები თუ ირლანდია და მომავალი მეტოქე smile.gif
მამლები და ზანგები "დესერტად"


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39556
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 16:12  #51684334      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
2009 წლიდან მოყოლებული, "ვოლაბებმა" ზედიზედ (!) მეცამეტედაც ძლიეს


თან სულ პატარა ანგარიშებით უგებენ ხოლმე, თითქოს სულ იბრძვის უელსი, მაგრამ აზრი 0 მაინც biggrin.gif

QUOTE
გერმანია 45:12 ბრაზილია

7ლ: კუცია


გერმან ია
კუც ია

გვალო სამარგალო mad.gif


--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
B l a c k J a c k
Джентелмен Удачи


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2875
წევრი No.: 89070
რეგისტრ.: 16-April 09

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 16:51  #51684552      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Voldemor
კლუბის წინდებია, სადაც იმ მომენტისთვის თამაშობენ. იშვიათად ქვეყნის ცაისვან. ხაზს უსვამენ სხვადასხვა მოთამაშეების ერთობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

პ.ს აი კვახას რომ არ ათამაშებენ. აი, მოკლედ რა biggrin.gif


--------------------
Smile man . . . God loves you . . . .

Don't want to die? Don't be born . . .

If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .

"De Woch fangt scho guat o "
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 24 Nov 2017, 23:36  #51725096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დამღალა "000 ჰოსთინგის" ჭირვეულობამ

ოთხშაბათს მოიმდურეს მილიონობით მუშტარი, რაკი
ნოემბრიდან უფასო საითებს დაგვიწესეს დღე-ღამეში 1 საათით თვლემა
და ეგ მექანიზმი მალევე მოეშალათ - შეიძლება, განგებაც არიეს თავად

თუ ვერ გაუძლებ, ფასიანზე გადახვალ და ეგ უნდათ მაგ ბოჲშვილებს

მოკლედ, აგერ მეორე შაბათის შეჯამებაც -- მესამის დადგომამდე ...

*** თუ კიდევ გათიშეს http://ovaluri.comxa.com/2017

იხილეთ დროებითი მინი-მარქაფა
http://files.rugby.ge/VARIA/index.html



user posted image

ციმ’ციმ სამიც!

ევროპული ტესტების მეორე შაბათს ოზმა ედი ჯოუნზმა ინგლისს მეხუთედაც აძლევინა მშობლიური ავსტრალია,
ზელანდიამ კი კიდევ მოუგო უტეხ შოტლანდიას


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები = ქვემოთაა ! ))

"ცბიერი ედი" რომ ფენომენია, მაგას ბევრი ფიცი-მტკიცი არ ჭირდება. "ბრამბიზისა" და "ვოლაბთა" წარმატებებს რომ თავი გავანებოთ, გურუს აქტივშია იაპონიის მიერ აფრიკის გაბითურება და ინგლისის ბოლო’დროინდელი აღმა’სვლა

"ვარდებმა" წინა ტესტში ფრიად უფერულად გაასაღეს არგენტინა და ავსტრალიასთანაც მეტ’წილად თავს იცავდნენ * ბურთი 43-57%, მოედანი 46-54%, ბოჭვა 130-82, რაქი 58-89, პასი 101-158, სოლო 96-123; მაგრამ ბრიტანულ წვიმასა და თოშში ოვალს მეტად ურტყეს ფეხი * 42-29, და ამ გზით გაიტანეს ოთხივე (!) ლელო

სათვალეს შემირჩევსო

ცალკე სათქმელია მსაჯობა. "ვოლაბთა" ფიცხმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ ამჯერად არად ჩააგდო მთელს რაგბეთში მიღებული პრაქტიკა და 28 წლის კივს, ბენ ო’ქიფს ბრიფინგზე არ ეახლა, ედიმ კი პირიქით – თავი მოუქონა რეფს, მცოდნე და გონიერი ხომაა და თვალის ექიმიცაა: არც მოედნაზე გამორჩება რამე და თუ დამჭირდა, სათვალესაც შემირჩევსო

შექებამ გაჭრა თუ სხვა მიზეზი იყო, ო’ქიფმა მართლაც არ დაზოგა სტუმრები – ზედიზედ მიაბრძანა სინბინში, ირლანდიელმა ტელე-რეფმა, საიმონ მაკ’დაუელმა კი სამჯერვე მასპინძლის სასარგებლოდ "დადო" დასკვნა: ბოლო 10 წუთამდე ოზებს ორივე ლელო გაუუქმა, ხოლო ბრიტებს ფრიად სათუო ჩაუთვალა

თემიდის ამგვარ მოპყრობაზე ჩეკა სულ გადაირია: ო’ქიფს შესვენებაზე მიუხდა, გზად მაყურებლებსაც ეშაირა და კაბინაშიც ბლომად იგინა. გურუ, ეტყობა, ყველაფერში არ ტყუოდა, რაღაი "მსოფლიო რაგბმა" სამი დღე მოანდომა მტკიცებულებათა შესწავლას და მეამბოხე მწვრთნელს შენიშვნა აკმარა – როცა ტელე-კამერა მოგჩერებია, თავი შეიკავეო

ნიუტონის მექანიკა?

ინგლისმა ავსტრალია აქამდე არნახული სხვაობით მოსრა * 30:6 და გარდამავალი "ქუქის თასი" შეინარჩუნა

3:0-ზე, 23’ წუთზე, ბერნარდ ფოლიმ ძაან უხეიროდ დაარტყა ჯარიმა; 27’ წუთზე კი ტევიტა კურინდრანმა რომ დაუგორა მარიკა კოროი’ მბეტეს, ამან კიდევ მიჰკრა ბურთს ფეხი და მაიქლ ჰუპერმა დაამიწა, მაგრამ ო’ქიფმა ოზთა კაპიტანს თამაშ’გარე გამოუჩხრიკა:

ტევიტაზე წინ რომ იყავი, უმალ რად არ გაჩერდიო – ეტყობა, თვალის ექიმს ნიუტონის მექანიკის ანა-ბანის ცოდნა არ მოეთხოვება!

მალე ჰუპერი "წითელ ზოლში" ბურთის ჩაკვლისთვის სანაკრებო კარიერაში მერვედაც (!) გაამწესეს სინბინში * 6:0 @ 33’, ქერთლი ბილმა კი ვითომც პასის ჩაჭრა სცადა და "წინ ჩაკვრა" დაბრალდა

რამდენიმე ფაქტორი

6:3-ზე სამუ კერევი ბევრ ინგლისელს გასცდა, მაგრამ კურინდრანს წინ გადაუვარდა ბურთი. ბენ იანგსმა შორს მოიგერია ოვალი; ბურთი რამდენჯერმე დაეცა კიდესთან ძაან ახლოს. ბილმა მას ზანტად მისდია, ელიოთ დეილიმ კი – მარდად და მონდომებით

მეტიც, ინგლისელმა "გილბერთს" ფეხი მიჰკრა და ლელოშიც დაამიწა, ტელე-რეფმა კი ჩაუთვალა იმის მიუხედავად, რომ ერთი რაკურსით ჩანდა, თუ როგორ შეეხო ოვალი კიდის ხაზს * 13:3 @ 56’

13:6-ზე, 70’ წუთზე, კოროი’მბეტემ გაარღვია დაცვა, ფოლისგან წინ (!) პასი მიიღო და ქრის რობშოუსთან ჭიდილში, გადაგორებით, ლელოში დაამიწა, მაგრამ თემიდამ რომ აწონ-დაწონა რამდენიმე ფაქტორი, დაასკვნა, სთივენ მორმა რობშოუს "უკეთ ბოჭვაში" შეუშალა ხელიო

დამაბოლოვებლები

ამდენმა ფათერაკმა ავსტრალია საბოლოოდ გატეხა, მოედანზე შესულმა დანი ქეამ კი ციმ’ციმ გამოაცხო სამი ლელოც:

ჯერ რაქიდან წინ გადაუკიდა ჯონათან ჯოზეფს და ეს სრიალით ეწია მიზანს * 20:6 @ 73’

მერე შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეუცურა ჯონი მეი’ს * 25:6 @ 79’

ბოლოს კი მეიმ მიწიდან ფეხით რომ აიგდო ოზთა მიერ მოსროლილი ბურთი, გაქუსლა და შებოჭილმა ქეას გაატანა * 30:6 @ 80+’

ჰოდა, ნამატჩევს ჯოუნზმა აქო მარქაფა, რომელსაც (უთუოდ) ბეის’ბოლის ანალოგიით, დამაბოლოვებლებს (ფინიშერზ) ეძახის, მსაჯობის გამო კი შეიცხადა, "რა ვქნა? ბოდიში ხომ არ მოვუხადო მეტოქეს, რომ დღეს იღბალი გვწყალობდაო"

კლასით იმარჯვეს

შოტლანდიამ ბოლო ხანს აშკარად უმატა, მაგრამ ისევ დამარცხდა ზელანდიასთან * 17:22 და 1905 წლიდან მოყოლებული, ჯერაც ვერ უძლევია კივები – 31: 0-29*2 (-573)

სტატისტიკურად ამ ტესტშიც წაგებულმა მეტად იყოჩაღა ძირითადი მაჩვენებლებით * ბურთი 60-40%, მოედანი 65-35%, პასი 191-117, სოლო 177-95, რაქი 125-55 და ბოჭვა 79-177

მაგრამ "ოლ ბლექსმა" სწორედ რომ კლასით იმარჯვა * ნავარდი 496-404, ხაზის ჭრა 15-9, ოფლოუდი 10-6

ზელანდიამ ორი სინბინის გამო ბოლო 20 წუთი კაც’ნაკლულმა ირაგბა. სთიუართ ჰოგმა ფრთაზე რომ დაუგორა თომი სიმორს, ამან ჰიუ ჯოუნზს გაატანინა ლელო * 17:22 @ 78’

სონი-ბილმა შეამზადა

სქოთებმა კიდევ გაიბრძოლეს: ჰოგმა გაჭრა ხაზი და საქმეს ეგეთი პირი გამოუჩნდა, რომ მიზანსაც ეწეოდა, მაგრამ არა – ბოდენ ბარეთი ლელოდან 10 მეტრზე, კიდესთან წაეტანა, ხოლო მოედანში გადმოგდებული ბურთი წინ წავიდა და თამაშიც დასრულდა

შესვენებამდე ლელო არ დადებულა * 3:3

სქოთები კივთა ორ მიძალებას დაუდგნენ. სტუმრებმა ჯარიმებიც კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს, 28’ წუთზე კი მსაჯმა დაინდო ვაისაკე ნაჰოლო, ვინაც ამხტარ ჰოგს დაეჯახა

მეორე ტაიმის დასაწყისში ალექს დანბარს ცოტა დააკლდა ლელომდე, კივთა მიერ გატანილი სამიდან კი ორი სონი’ბილ ვილიამსმა შეამზადა:
ჯერ მისი "ლიგური" შეცურებით დამიენ მაკ’ქენზიმ იხეირა * 3:15 @ 52’, ხოლო მინი-გაჭრას ოფლოუდიც მოჰყვა და იმავე მაკ’ქენზიმ გააქცუნა ბარეთი * 10:22 @ 69’

ფედერაციას მიმართეთო

აფრიკამ "2023 წლის მსოფლიო თასის" მასპინძლობისთვის გამართული ომი კი წააგო საფრანგეთთან, მაგრამ მოედანზე მოუგო ... რაგბი * 18:17

ირლანდიაში შერცხვენილმა "ბოკემ" ტულონიდან იხმო 8 ნომერი დვეინ ფერმიულენი, ათად კი შეუცვლელად ათამაშა თეთრი ჰანდრე პოლარდი, ვინაც უწინდელის აჩრდილი’ღაა – 3 ჯარიმა გააფუჭა

საფრანგეთმა ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით უკვე 20 ტესტი გამართა და 13-ჯერ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მოძღვარმა ყინჩად მიუგო მედიას: ჩემს მომავალზე მე ნუ მეკითხებით – ფედერაციას მიმართეთო!

გუნდებს დააკლდებიან

ირლანდია უელსივით მოიქცა: "მეორე დონის" წინააღმდეგ 13 "ძირითადი" დაზოგა და ფიჯი * 23:20’ღა ძლია – ისიც ბოლოში

იტალია 2008 წლის აქეთ მეშვიდედაც დამარცხდა არგენტინასთან * 15:31 – არადა, ბოლო მეოთხედამდე * 15:14 იგებდა, ოღონდაც ლელოს გაუტანლად

დასასრულ, ახალ ტრავმათა შესახებ – მათ გამო მესამე შაბათს გუნდებს დააკლდებიან:

* ზელანდიას – კაპიტანი ქიარან რიდ
* ინგლისს – სემ ანდერჰილ და ნეითან ჰიუზ
* ირლანდიას – რობი ჰენშოუ და ჯოი ქარბრი
* ავსტრალიას – ადამ ქოულმენ და ნედ ჰენიგან
* აფრიკას – მალკომ მარქს
* უელსს – ლიამ ვილიამს


შემოდგომის ტესტები * 2017

მეორე ვიქ’ენდი

(( თორენთის ბმულები - საითზე, სტატიაში;
იქვე ვიდეო ჰაი’ლაითები >>> წკაპი ანგარიშზე ))



იტალია 15:31 არგენტინა

იტა: ჰეივორდ სარტო (მინოძი 52) ბონი კასტელო ბელინი
<10-9> კანა (მაკ’ქინლი 72) ვიოლი (ტებალდი 60) /
ლოვოტი (ძანი 52) ბიჯი (გირალდინი 41-74) ფერარი (კისტოლინი 60)
ფუზერ ბად (რუძა 72) მინტო (ლიკატა 62) ბ.სტეინ პარისე^კაპ –
4ჯ: კანა; ა: ვიოლი

არგ: ტუკულეტ კანსელიერე ორლანდო (მორონი 58) გონსალეს-იგლესიას ვოფელი
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 6-15) ლანდახო (ვერტრანუ 60) /
გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 44) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 63)
ალემანო (პეტი-პაგადისავალ 52) ლავანინი; მატერა კრემერ ლეგისამონ (მაკომე 58) –
3ლ: კანსელიერე კრემერ ტუკულეტ; 2გ: სანჩეს; 4ჯ: ერნანდეს, სანჩეს 3

რეფ პეიპერ (აფრ) 18/11 @ ფირენცე, ფრანკი (21 874)

0:3(12) 3:3(13) 6:3(21) 6:8(27) 9:8(33) /
9:11(46) 12:11(49) 12:14(54) 15:14(57ა) 15:17(60) 15:24(70) 15:31(78)


ნამიბია 36:52 ურუგვაი

5ლ: დ.დე’ლა’ჰარპ კიცჰოფ ხრეილინ დე’კლერკ ტრომპ; 4გ ჯ: ლოუბსერ –

7ლ: სანგვინეტი (1 5) სილვა-პისანო (2 6) ნიეტო-სერა (3 4) არვოლეშა-სარასოლა; 7გ ჯ: ფავარო-გარსია

რეფ სექონდს (აფრ) 18/11 @ ვინდჰუქ. ხეინხობ (2 ათასი)

0:7(5) 0:14(15) 0:17(18) 3:17(21) 3:24(25) 10:24(29) 10:31(37) 17:31(40+2) /
17:38(53) 22:38(57) 29:38(63) 36:38(73) 36:45(77) 36:52(80+4)


ესპანეთი 27:37 კანადა

4ლ: გიომ კონტარდი-მედინა ლოპეს-პერეს აუსკი-ეჩეპარე; 2გ ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: გ.რუე –

4ლ: პერის (1 3) ფან’დერ’მერვე (2 4) 4გ 3ჯ: სთოლერ

რეფ თემპესთ (ინგ) 18/11 @ მადრიდ, კომპლუტენსე (7 ათასი)

0:3(10) 3:3(16) 10:3(20) 17:3(24) 17:10(36) 22:10(38) 22:17(40) /
სბ(43ე) 22:24(45) 22:31(51) 27:31(55) 27:34(59) 27:37(66)


ინგლისი 30:6 ავსტრალია

ინგ: ვოთსონ მეი ჯოზეფ ო.ფარელ დეილი
<10-9> ფორდ (სლეიდ 70) იანგს (ქეა 70) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) ქოულ (ჰ.ვილიამს 67)
ლონჩბრი ლოზ; რობშოუ ანდერჰილ (ითოჟე 17) ჰიუზ (სიმონდს 63) –
4ლ: დეილი ჯოზეფ მეი ქეა; 2გ 2ჯ: ფარელ

ავს: ბილ სბ 40, კოროი’მბეტე კურინდრანი კერევი (ჰანთ 67) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) /
სიო (რობერთსონ 70) პოლოტა-ნაუ(მორ 64) კეპუ (ალა’ალატოა 67)
სიმონს ენევერ (ფილიპ 62) ჰენიგან (მაკ’ქალმან 41) ჰუპერ^კაპ სბ 33, მაკ’მან (ტიმანი 79) –
2ჯ: ჰოჯ ფოლი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 909)

3:0(7) 6:0(33სბ) სბ(40ა) /
6:3(49) 13:3(56) 13:6(64) 20:6(73) 25:6(79) 30:6(80+2)


გერმანია 17:46 შტატები

2ლ: შრამ ქემერონ-დოუ; 2გ ჯ: პარქინსონ –

6ლ: სქალი დევის (2 3) მეთიას მაკ’გინთი მელქომ; 5გ 2ჯ: მაკ’გინთი

რეფ პიქერილ (ზელ) 18/11 @ ვისბადენ, ბრიტა (3 150)

7:0(13) 7:3(17) 10:3(23) 10:6(27) 10:13(40) /
10:20(45) 10:27(50) 10:32(62) 10:39(66) 17:39(71) 17:46(80+)


რუმინეთი 17:13 სამოა

2ლ: ბადიუ რედოი; 2გ ჯ: ვლაიკუ –

ლ: მატუჰუ; გ 2ჯ: ნანაი-ვილიამს / სბ: ვუი

რეფ ადამსონ (შტლ) 18/11 @ ბუკურეშტ, არკულ (6 ათასი)

3:0(18) 3:3(35) 3:10(38) /
3:13(49) 10:13(59) სბ(73ს) 17:13(79)


იაპონია 39:6 ტონგა

5ლ: ლემეკი (1 4) მაფი ლიჩ ფუკუოკა; 4გ 2ჯ: ტამურა –

2ჯ: ტაკულუა / სბ: ლ.ფიფიტა პ.ლატუ

რეფ ბრეის (ირლ) 18/11 @ ტულუზ (სფრ), ერნესტ ვალონ (ათასი)

7:0(4) 7:3(8) 10:3(12) 10:6(21) სბ(28ტ) 17:6(30) 24:6(33) 27:6(38) /
34:6(60) 39:6(74სბ)


შოტლანდია 17:22 ზელანდია

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ დანბარ (ჰორნ 47) ლ.ჯოუნზ (მაკ’გვიგან 69)
<10-9> რასელ პრაის (პირგოს 76) /
მარფო (ბჰათი 59) მაკ’ინალი ფეიგერსონ (ბერგენ 41)
თულის (გილქრისთ 59) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ (ჰემილთონ 27, თერნერ 50) კ.დიუ’პრე –
2ლ: გრეი ჰ.ჯოუნზ; 2გ ჯ: რასელ

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო (სოპოანგა 75) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 59-64) სბ.ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 69) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 65) /
ჰეიმს (ქროქეთ 52 სბ 71) თეილორ (ჰარის 75) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 59)
რომანო (სქვაიერ 47) ს.ვაითლოქ; ვ.ფიფიტა (ჰეიმს 71) ქეინ სბ 61 (თოდ 75) რიდ^კაპ –
3ლ: თეილორ მაკ’ქენზი ბარეთ; 2გ ჯ: ბარეთ

რეფ ქარლი (ინგ) 18/11 @ ედინბურგ, მარი’ფილდ (67 533)

3:0(7) 3:3(39) შეს(40+4) /
3:8(45) 3:15(52) სბ(61ზ) 10:15(63) 10:22(69) სბ(71ზ) 17:22(78)


ირლანდია 23:20 ფიჯი

ირლ: ქონვეი სვითნემ ქ.ფარელ (ჰენშოუ 65) მაკ’ქლოსქი დ.ქარნი
<10-9> ქარბრი (ქითლი 64) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 78) /
ჯ.მაკ’გრას (ჰილი 56) ჰერინგ (თრეისი 56) პორთერ (ფურლონგ 56)
დილან თოუნერ (თრედველ 64) რადოქ^კაპ (სტანდერ 62) მერფი ქონან –
3ლ: სვითნემ ქარნი ქონან; გ: ქარბრი; 2ჯ: ქითლი

ფიჯ: მური’მური’ვალუ ტ.ნანგუსა (ნგონევა 59) ვატუ’მბუა (ტიკოი’ როტუმა 73) მბოტია ნანდოლო
<10-9> ვოლა’ვოლა სენი’ლოლი (მატა’ვალუ 48) /
მაჰაფუ (რავაი 58) ტუა’პატი (კოტო 70) საულო (ტავაკე 59)
რატუნია’რავა (ნამბოუ 70) ნაკა’რავა; ვანქანი’მბოროტუ’ კულა ნქერა^კაპ ნ.ნანგუსა (კუნა’ტანი 64) –
2ლ: სენი’ლოლი ტ.ნანგუსა; 2გ 2ჯ: ვოლა’ვოლა

რეფ პ.ვილიამს (ზელ) 18/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)

5:0(7) 5:3(21) 10:3(23) 17:3(35) 17:10(40+) /
17:17(46) 20:17(66) 20:20(69) 23:20(73)


საფრანგეთი 17:18 აფრიკა

სფრ: დიუკუენ ტომა ბასტარო (პენო 68) დუმეირუ (ტრენ-დიუკ 77) იუჟე
<10-9> ბელო დიუპონ (სერენ 55 სბ 58) /
პუარო (ტაო’ფიფენუა 59) გირადო^კაპ (მეინადიე 69) სლიმანი (კოცე 69)
ვაამაინა გაბრიაგ (ჟედრასიაკ 5) კონკორიე გურდონ (ჟელონშ 53) პიკამოლ –
2ლ: ბელო სერენ; 2გ ჯ: ბელო

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ სქოსან
<10-9> პოლარდ კრონიე /
მთავარირა (კიცჰოფ 53) მარქს ვ.ლოუ (ნიაკანე 74)
ეცებეთ^კაპ (მოსტერტ 62) დე’იახერ; ფ.ლოუ კოლისი (დ.დიუ’პრე 73) ფერმიულენ –
2ლ: ლეიდს კრილ; გ 2ჯ: პოლარდ

რეფ ოუენს (უელ) 18/11 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (55 ათასი)

0:5(7) 0:8(18) 7:8(28) /
10:8(48) 10:11(59სბ) 10:18(63) 17:18(77)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/11_2017)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9014, 3 ავსტრალია 8729,
4 ირლანდია 8639, 5 აფრიკა 8490, 6 შოტლანდია 8231,
7 უელსი 8098, 8 საფრანგეთი 7877, 9(10) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია 7498, 12 საქართველო 7341

13 იტალია 7125, 14(15) რუმინეთი 7091, 15(14) ტონგა 7053,
16 სამოა 6903, 17 შტატები 6692, 18(19) ურუგვაი 6484,
19(18) რუსეთი 6445, 20 ესპანეთი 6148, 21(23) კანადა 6113,
22(21) ნამიბია 5971, 23(24) ჰონკონგი 5966, 24(22) გერმანია 5896

+/-: ურუ 169 ნამ, კან 166 ესპ, არგ 129 იტა, იაპ 119 ტონ,
აშშ 108 გერ, აფრ 86 სფრ, ინგ 73 ავს, რუმ 64 სამ,
ზელ 16 შტლ * ირლ 0 ფიჯ, უელ 0 საქ (13:6 შ)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სთიუართ ჰოგ (შტლ),
14 ჯონი მეი (ინგ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 სონი-ბილ ვილიამს (ზელ), 11 მარიკა კოროი’მბეტე (ავს);
10 ფინ რასელ (შტლ), 9 დანი ქეა (ინგ) /
1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 სეკოპე კეპუ (ავს);
4 ჯო ლონჩბრი (ინგ), 5 ლუდ დე’იახერ (აფრ);
6 ვაეა ფიფიტა (ზელ), 7 მაიქლ ლიჩ (იაპ), 8 ლუი პიკამოლ (სფრ)

სულ: 3 ზელ ინგ შტლ; 2 ავს; 1 აფრ იაპ ირლ სფრ


მესამე ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 25/11 საქართველო 18.00 შტატები @ ვაკე
. გერმანია 18.00 ჩილე @ ოფენბახ
. იტალია 18.00 აფრიკა @ პადოვა
. ნამიბია 18.00 ურუგვაი @ ვინდჰუქ
. შოტლანდია 18.30 ავსტრალია @ მარიფილდ
. ესპანეთი 18.30 ბრაზილია @ ლა’ვილა
. ინგლისი 19.00 სამოა @ თვიქნემ
. რუმინეთი 20.00 ტონგა @ ბუკურეშტ
. კანადა 21.00 ფიჯი @ ნარბონ (სფრ)
. უელსი 21.15 ზელანდია @ კარდიფ
. ირლანდია 21.30 არგენტინა @ დაბლინ
. საფრანგეთი 23.45 იაპონია @ ნანტერ [პარიზთანაა - რასინგის ახალი სტადიონი!]


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39556
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 01:42  #51725809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მალე ჰუპერი "წითელ ზოლში" ბურთის ჩაკვლისთვის სანაკრებო კარიერაში მერვედაც (!) გაამწესეს სინბინში


ჩვენები მისდევენ 6-6ით biggrin.gif

QUOTE
ზელანდიას – კაპიტანი ქიარან რიდ


იოანე?

ამაზეც დაიწერა მანამდე

http://www.autumn-internationals.co.uk/2018/

10 ნოემბერს დიდი რკენა ყოფილა დაგეგმილი




This post has been edited by ratomac aRa on 25 Nov 2017, 01:45
Raven
INSIEME


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28565
წევრი No.: 8588
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 19:49  #51728756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ათახსირებენ სქოთები ვოლაბებს....................................................


--------------------
Temporary unsignatured
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39556
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 22:41  #51729888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავსტრალიამ ასე გააგრძელოს და იაპონიის გმირობას ჩვენ გავიმეორებთ შემდეგ მსოფლიოზე biggrin.gif

http://www.vipleague.mobi/rugby/517742/2/w...eam-online.html

უელსი-ზელანდია HD
_R@uL_
Ageless Avatar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14083
წევრი No.: 11072
რეგისტრ.: 28-June 05

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 23:09  #51730057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკაიფო ლელოებით დახუნძლული მატჩი გამოვიდა უელსი ზელანდია smile.gif


--------------------
Football: Real Madrid, Spain & Premier League
NBA: NY Knicks, LA Lakers and LeBron
F1: McLaren, Ferarri & Kimi
Tennis: Roger Federer
Rugby: England
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39556
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 25 Nov 2017, 23:47  #51730336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირლანდია-არგენტინა რა მატყუარა ანგარიშია

სინამდვილეში გააპარტახეს პუმები

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) 1 [2] 3 4  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0367 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]