forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (75) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2017 წლის ნოემბრის მეორე ტესტი:უელსი-საქართველო! , 18ნოემბერი 18:30 კარდიფი "ფრისიფიალითი სთედიუმი"
 
რა შედეგით დამთავრდება მატჩი?
მოვიგებთ!!!!!!!!!!!!!! [ 47 ]  [27.33%]
დამთავრდება ფრე! [ 13 ]  [7.56%]
წავაგებთ 16 ქულამდე სხვაობით! [ 66 ]  [38.37%]
წავაგებთ 16 ქულაზე მეტით! [ 46 ]  [26.74%]
Total Votes: 172
Guests cannot vote 
burke
ჟგუტის კოლოფი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5784
წევრი No.: 108032
რეგისტრ.: 31-December 09

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 15:10  #51657005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dc120mm

QUOTE
დარეკილის რა გითხრა,მაგრამ პრესკონფერენციაზე თქვა უკვე დავიღალე იმით რო აი მთავარია ძაან არ წავაგოთ და ეგეთებითო,მარტო მონაწილეობის მისაღებად და რაღაც სტატისტიკის შესავსებად არ მივდივართო,უნდა შევასკდეთო,ანუ მოსაგებდ მივდივართო რა


მე მგონი ნელ ნელა მწიფდება გუნდი დიდი გამარჯვებისთვის
არგენტინას 29 ქულა გავუტანეთ, კანადას 54. ადრე მსგავსი რამე წარმოუდგენელი იყო, ანუ ვიზრდებით როგორც გუნდი და ჩვენი შეტევითი პოტენციალიც
მრისხანეა. ძნელი იქნება უელსის დამარცხება მაგრამ შეუძლებელი არაფერია, ბურთია მაინც და რა და როგორ ახტება დახტება ვინ იცის biggrin.gif


--------------------
მერე რა, რომ სველია სველი იასამანი, არტემა მაინც ბოზია
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8463
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 15:38  #51657105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
burke
QUOTE
ძნელი იქნება უელსის დამარცხება მაგრამ შეუძლებელი არაფერია,

რავიცი,ძალიანაც ნუ გავთამამდებით smile.gif
BigG
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 858
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 15:38  #51657109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ოცნებას კაცი არ მოუკლავს მაგრამ ავსტრალიასთან 16 შეცდომა ქონდათ, თან ჰალპენი, ბიგარი და დევისი ყავდათ. ჩვენ ავსტრალია არ ვართ მაგრამ, ამის ნახევარი შეცდომა მაინც რომ დაუშვან დასაფიქრებელი ამბავია


მე ასეთი სტატისტიკა მაქვს:
უელსი - ავსტრალია
22 - 8 დაკარგვები
18-7 ოფლოუდები
133-118 ბოჭვები
3-13 ჯარიმები

მიუხედავად მარცხისა, უელსმა კარგი პრესა მიიღო, თუმცა გატლანდს მაინც აკრიტიკებენ ძველმოდურ რაგბის თამაშობსო. ის იყენებს სისტემას 1-3-3-1, რომელმაც გაამართლა ზელანდიასთან, მაგრამ ავსტრალიელებმა კარგად გაშიფრეს (საინტერესოა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი თუ გაშიფრავს) და ზეაგრესიული დაცვა შესთავაზეს (ამიტომაც დაჯარიმდნენ 13-ჯერ), მთავარი იარაღი - ხაზის სწრაფი გაშლა გამოაცალეს ხელიდან.
უელსის მეორე მძლავრი იარაღია ოფლოუდები. 18 ოფლოუდი გააკეთეს, მაგრამ კახელის ანეგდოტის არ იყოს არაფერში გამოადგათ.
მესამე - ბურთიანი მოთმაშის დროული შეჩერება და ბურთის გაჭედვა (ამაში 3 კაცი მაინც მონაწილეობს). ავსტრალია იმდენად სწრაფად ათამაშებდა ბურთს, რომ უელსმა ეს ვერ შეძლო.

მთლიანოაბში აღმოჩნდა, რომ ვოლაბები უფრო ტემპში თამაშობდნენ და ინდივიდუალურად უფრო ჯანიანები იყვნენ.
უელსის შემადგენლობა შეიცვლება (ჩემი ვარაუდით 7-8 კავს შეცვლიან, მაგრამ არა პირველ ხაზს), მითუმეტეს, რომ ჯონათან დევისი დაემტვრათ. მაგრამ მათი შემცვლელებიც ძლიერი მორაგბეები იქნებიან.

კიდევ ერთი რამ - უელსი შერკინებაში უკეთესად გამოიყურებოდა.

This post has been edited by BigG on 12 Nov 2017, 15:41
JonnyWilkinson
Rugby <3


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 182
წევრი No.: 224579
რეგისტრ.: 3-October 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 16:17  #51657276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (BigG @ 12 Nov 2017, 15:38 )

უელსის შემადგენლობა შეიცვლება (ჩემი ვარაუდით 7-8 კავს შეცვლიან, მაგრამ არა პირველ ხაზს), მითუმეტეს, რომ ჯონათან დევისი დაემტვრათ. მაგრამ მათი შემცვლელებიც ძლიერი მორაგბეები იქნებიან.


მე კი მგონია რომ პირველ ხაზზსაც დაასვენებენ... ზელანდია სასწაულად აწვება წელს და რიავიცი რიავიციი...


--------------------
Rugby is my Religion
Twickenham is my Church
BigG
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 858
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 16:19  #51657284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მე კი მგონია რომ პირველ ხაზზსაც დაასვენებენ... ზელანდია სასწაულად აწვება წელს და რიავიცი რიავიციი...


ეგენი თუ პირველ ხაზს დაასვენებენ, პატარა უპირატესობა გვექნება.
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24232
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 16:26  #51657324      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.wru.co.uk/eng/news/39848.php#.Wgg8TXCxW00

კანადასთან თამაშის ჩანაწერი არის სადმე?
PING
MISANTHROPE ENGINEER


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26817
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 17:57  #51657648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
უელსთან მოგება ან ფრე ფანტასტიკის სფეროა. კარგად თუ დავჩეჩქვავთ და ბევრ რამეს ვისწავლით მათგან ეგეც მშვენიერი იქნება. არარეალურს ვერ მოვთხოვთ ბიჭებს.


--------------------
10111100.10000001.11110000.00011011

I M M O R T A L
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15125
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 18:28  #51657770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ეტაპზე -9 -12 ქულა და ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი..

====

დაკიდებულ ბურთზე უნდა ვითამაშოთ !
სირცხვილია/უხერხულია ყველა დაკიდებულზე . წნეხის ქვეშ თუ უმისოდ, გვეშინოდეს, ვაიმე არ დაუვარდეთო.

არა-,,იძულებითი'' შეცდომები უნდა გამოვრიცხოთ თუ გვინდა თ 1 გუნდებს მოვუგოთ კი არა, ახლოს მივიდეთ..


--------------------
აღსდექ კუმეო !
თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
წოსიკა დამიბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!!@მე
iverieli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5691
წევრი No.: 54332
რეგისტრ.: 25-February 08

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 19:26  #51657992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგებით რა გითხრათ მაგრამ სიამოვნებას რომ მივიღებთ ამ თამაშით ეს ფაქტია. იმედია არამარტო ჩვენ დაგვჭირდება კატაბალახას წვეთების მიღება, იმედია უელსსაც დავმართებთ გულის პრანჭვებს biggrin.gif


--------------------
ვარ ვინმე უცხო, ყარიბი,
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი,
მონა ვარ მისი მუდამჟამ
და მისი შემამკობელი
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24232
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 22:00  #51658712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სავარაუდო შემადგენლობა დადეს უელსელებმა. მეორე შემადგენლობაა, რამდენიმე მოთამაშე დარჩა ავსტრალიასთან შეხვედრიდან.

ბიგარი, ჰალფპენი, ლიამა არ არიან. http://www.walesonline.co.uk/sport/rugby/h...y-look-13891988
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 39549
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 22:15  #51658767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უელსი ზელანდიასთანაც წააგებს 100%

ასე რომ ერთადერთი ჩვენ თუ დაგვამარცხებს, დიდი იმედი ნუ გექნებათ რომ ძალებს დაზოგავენ



--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
kromeo6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 225014
რეგისტრ.: 15-October 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 22:28  #51658820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ratomac aRa @ 12 Nov 2017, 22:15 )
უელსი ზელანდიასთანაც წააგებს 100%

ასე რომ ერთადერთი ჩვენ თუ დაგვამარცხებს, დიდი იმედი ნუ გექნებათ რომ ძალებს დაზოგავენ

ხო ,მაგრამ მაგათ რომ კითხო აქვთ ზელანდიასთან შანსი და ემზადებიან ზელანდიისთვის
otia-83
ლევან ოტიაშვილი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4860
წევრი No.: 189757
რეგისტრ.: 6-August 14

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 22:38  #51658874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
16 ქულამდე სხვაობით თუ წავაგებთ უკვე კარგი შედეგია. თუნდაც ძალიან შესუსტებულ უელსთან მოგება გასაოცარი იქნება.


--------------------
მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს!
barcabarcabarca
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1491
წევრი No.: 145791
რეგისტრ.: 31-March 12

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 22:46  #51658921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგებაზე არც ვოცნებობ.
დანდობით, ცხადია არავინ დაგვინდობს,
უბრალოდ მაინც კარგია, რომ შავებთან აქვთ შემდეგი.
ფსიქოლოგია ოხერი რამეა.

მეორეს მხრივ ეგ ფსიქოლოგიავეა ოხერი რამე ჩვენთვისაც.
ბოლო ორი თამაში ბობოლებთან (შოტლანდია, არგენტინა) ერთი და იგივე სცენარით წარიმართა,
გუნდმა იცის, რომ შეცდომის შემთხვევვაში არაუბრალოდ წავაგებთ, არამედ გავნადგურდებით,
და ამის შიშია სერიოზზული.
მერე რო მართლა ვნადგურდებით, შიში იხსნება.

მეკო დაბრუნდება ალბათ.
კარგი, დასამახსოვრბელი თამაშის იმედს მაინც მაძლევს ტაქსისტა.
კარგად უნდა გაეშიფრა უელსი წესით.



--------------------
"ახლა მთავარია, რომ დარჩენილი თამაშები მომდევნო შესარჩევისთვის გამოვიყენოთ"
BigG
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 858
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 12 Nov 2017, 23:12  #51659066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სავარაუდო (ექსპერტების შეფასებით) შემადგენლობა, რომელზე ზევით დაიწერა ასეთია:
15. Hallam Amos - ფულბეკი, ავსტრ ითამაშა და ლელოც დადო, ამომავალი ვარსკვლავი, 23 წლის, 11 კეპი.
14. Alex Cuthbert – მარჯვენა ფრთა (27 წლის, 46 კეპი)
13. Scott Williams - გარე ცენტრი (27 წლის, 48 კეპი)
12. Rhys Patchell - შიდა ცენტრი (24 წლის, 4 კეპი)
11. Steff Evans – მარცხენა ფრთა (ავსტრ ითამაშა, 23 წლის, 3 კეპი)
10. Rhys Priestland - მგეზავი (18 თვეა არ უთამაშია, 30 წლის, 48 კეპი)
9. Rhys Webb - უკომენტაროდ, ახლად მოშუშებული ტრავმით, 28 წლის, 28 კეპი.
8. Josh Navidi - შემკვრელი, ავსტრ ითამაშა, ექსპერტები უკმაყოფილო დარჩნენ, 185 სმ, 26 წლის, 4 კეპი
7. Justin Tipuric - ფლანკერი, უკომენტაროდ, 188 სმ, 28 წლის, 51 კეპი
6. Dan Lydiate – ფლანკერი, 193 სმ, 29 წლის, 63 კეპი
5. Cory Hill - მეორე ხაზი, 195 სმ, 25 წლის, 6 კეპი
4. Seb Davies - მეორე ხაზი, 198 სმ, 21 წლის, 2 კეპი, აუტებში ხტება,
3. Leon Brown - ბურჯი, ავსტრ შეცვლაზე ითამაშა, 21 წლის, 1 კეპი
2. Kristian Dacey - კვაჭი (ავსტრ შეცვლაზე ითამაშა, 28 წლსი, 4 კეპი)
1. Nicky Smith - (ავსტრ შეცვლაზე ითამაშა, თანაც კარგად, 23 წლის, 14 კეპი)

უელსის შემადგენლობა ავსტრალიასთან:
Wales: 15 Leigh Halfpenny, 14 Liam Williams, 13 Jonathan Davies, 12 Owen Williams, 11 Steff Evans, 10 Dan Biggar, 9 Gareth Davies, 8 Taulupe Faletau, 7 Josh Navidi, 6 Aaron Shingler, 5 Alun Wyn Jones ©, 4 Jake Ball, 3 Tomas Francis, 2 Ken Owens, 1 Rob Evans
Replacements: 16 Kristian Dacey, 17 Nicky Smith, 18 Leon Brown, 19 Cory Hill, 20 Sam Cross, 21 Aled Davies, 22 Owen Watkin, 23 Hallam Amos

გატლანდმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალგაზრდები უნდა გამოვცადოო. ასეთი (23 წლის და ნაკლ) ამ შემადგენლობაში მხოლოდ 3 კაცია.
დააკვირდით ეს შემადგენლობა სიმაღლით არ გამოირჩევა.
7 კაცია მწირი სანაკრებო გამოცდილებით.
შერკინებაში, რომ არ შევჭამოთ, გავგიჟდები

This post has been edited by BigG on 12 Nov 2017, 23:24
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0343 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]