forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (48) « პირველი ... 46 47 [48]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  2017 წლის ნოემბრის მესამე ტესტი:საქართველო-აშშ! , 25 ნოემბერი, "მიხეილ მესხის" სტადიონი!
 
რა შედეგით დამთავრდება მატჩი?
მოვიგებთ 16 ქულაზე მეტით! [ 75 ]  [60.00%]
მოვიგებთ 16 ქულამდე! [ 45 ]  [36.00%]
ფრე! [ 1 ]  [0.80%]
წავაგებთ :( [ 4 ]  [3.20%]
Total Votes: 125
Guests cannot vote 
lankasteri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1675
წევრი No.: 194779
რეგისტრ.: 4-December 14

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 13:57  #51759534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეპოქა არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან ბევრ აბსურდს იძახდა ხოლმე ჯაფარიძე.

მახსოვს ერთხელ არგენტინის ნაკრებზე საუბრობდა, მგონი 3 ერზე დამატების თემასთან დაკავშირებით და აიო, ევროპული გუნდი ემატებაო სამხრეთის გუნდებსო და მეორე (ახალგაზრდა) კომენტატორმა შეუსწორა, არგენტინა ევროპაში არ არისო და ამან, უჰ, კი კაცო, წამომცდაო, მარა მაშინ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდი ვთქვათო. გაჩერდა მერე ის მეორე, ხმა აღარ გაუღია. biggrin.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14873
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 14:36  #51759759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ზედიზედ ოცდამეათედ

ზელანდიამ ევროპა წაუგებლად მოვლო – ბოლო 65 წელში უელსი ზედიზედ 30-ედაც ძლია,
ხოლო ავსტრალია შოტლანდიაშიც მოისრა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები = ქვემოთაა ! ))

ზელანდიისა არ იყოს, რაგბი უელსშიც სახალხო თამაშია, მაგრამ ბედი არ გინდა? – წელს მიჰყვება წელი, "წითელი ურჩხულები" კი "ოლ ბლექსთან" სულ აგებენ იმის და მიუხედავად, რომ გულიანად და კოხტადაც ებურთავებიან

კელტებს ახლაც ეიმედებოდათ, ნავსს გავტეხთო. ერთი რომ, კივებმა სეზონის ფინიშს დაღლილებმა და დალეწილებმა უწიესო; მეორეც, "ბრიტანელი ლომები" ეგრეც ვერ დაგვიმარცხეს ივლისშიო: და რაც მთავარია, "სუ’თლა შავები" ბოლოჯერ რომ ვძლიეთ 1953 წელს, იმ გუნდში ახლანდელის კაპიტნის, სემ ვაით’ლოქის ბაბუა თამაშობდაო!

რიკო ლაზარე

სემი ყოჩად იმად დადგა, რომ ქიარან რიდს ქრონიკულად მტკივანი თეძო გაუმიზეზდა. უელსს ჩვენთან რკენის შემდეგ გამოაკლდა ლიამ ვილიამსი, რიკო იოანეს კი სასწაულად რომ მოურჩა შოტლანდიასთან ნატკენი ბეჭი, გუნდებელმა "ლაზარე"დ მონათლეს, ხოლო "მსოფლიო რაგბმა" კვირას, მონაკოში, "2017 წლის აღმოჩენად"აც დაასახელა

"რაგბეთში საუკეთესო" ზედიზედ მეორედ გახდა ზელანდიისა და "ჰარიქეინზ"ის 10 ნომერი ბოდენ ბარეთი; წლის გუნდად ყველაფრის მომგები, ზელანდიისვე მანდილოსანთა ნაკრები "შავი გვიმრები" (ბლექ ფერნზ) შერაცხეს, "საუკეთესო მწვრთნელის" ნომინაციაში კი ინგლისის ავსტრალიელმა გურუმ, ედი ჯოუნზმა აჯობა კივებს – "ოლ ბლექსის" გადიას, სთივ ჰანსენს და "ლომთა" სარდალს, ვორენ გეთლენდს

რიდი არა გვაქვსო

გეთლენდი თან უელსის მწვრთნელიცაა და თამაშამდე ამტკიცებდა, სუსტი ზელანდია არ არსებობს, მაგრამ არც მისი რიდი გვაქვსო
და მართლაც, ურჩხულებმა ბურთის ფლობითა და ტერიტორიულადაც მაგრად აჯობეს სტუმრებს * 64-36 და 67-33%, მეტიც იპასავეს * 272-154, რაქში იყოჩაღეს * 141-73 და ოფლოუდიც ორჯერ მეტი "გაუშვეს" * 14-7, მაგრამ ზელანდიამ იქეთ უჭრათ ხაზი * 18-9, ხუთი ლელო დაუდოთ და* 33:18 მოუგოთ

იოანემ ორი ლელო თავად გაიტანა და ორშიც ლომის წილი დაიდო. დუბლი შეასრულა იქეთა გარემარბმა ვაისაკე ნაჰოლომაც. საწყისი ნახევარი საათის შემდეგ კივებს 7-ჯერ მეტი ბოჭვა მოუგროვდათ * 81-11, მაგრამ მაინც წინ იყვნენ, სამი მორაგბე კი – ორი უელსელი და ერთი ზელანდიელი – ბრძოლას უკვე გამოსთიშვოდა ტრავმის გამო

აკრობატი ნაჰოლო

9’ წუთზე ტვინი შეერყა მასპინძელთა 9 ნომერს, რის ვებს * 3:0

15’ წუთზე იოანემ გასერა დაცვა, არონ სმითმა კი კუთხისკენ დაგეზა ნაჰოლო, ვინაც აკრობატულად ეწია მიზანს * 3:7 [ფოტოზე]

გადასარევი გარღვევა მოაწყო უელსის მარბიელმა ჯოშ ნავიდიმ, მაგრამ ვერავინ მიჰყვა, არონმა კი უცებ რომ გაათამაშა 5 მეტრზე რგებული ჯარიმა, სონი-ბილ ვილიამსის მიძალების შემდეგ, ნაჰოლომ სამი უელსელი ალამთან მდგარმაც გააბითურა * 6:12 @ 38’

ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებმა თქვეს: დერეფნის შემდეგ ჰალამ ეიმოსმა 50 მეტრიდან გაჭრა ხაზი და დენ ბიგარმა სქოთ ვილიამსი დაგეზა, მაგრამ გარდასახვა კარს ასცდა * 11:12

დაზუთხული კომბინაცია

მესამე მეოთხედის ბოლოს რიკო ფრთაზე გაიქცა და ალყაში მოქცეულმა განზე დაუგდო ბურთი ენთონ ლენართ-ბრაუნს * 11:19

მალე იოანემ’ვე პასი ჩაუჭრა ბიგარს და მარტომ ირბინა * 11:26 @ 64’

ბოლო მეოთხედში უელსი მიეძალა და სემ ვაითლოქი ბურთის ზედიზედ ჩაკვლისთვის რომ გააძევეს, 5-მეტრა შერკინებიდან გარეს დევისმა მოკლე ფრთაზე შეასწრო დაცვას, ზელანდიამ კი 7 კაცითაც მოიგო შერკინება და დაზუთხული კომბინაცია ფრიადზე გაათამაშა:

ორი ჩარბენის შემდეგ იოანემ "13 ნომრის არხში" გაიჯეჯილა და მე-13 ტესტში მე-11 ლელო მიითვალა * 18:33 @ 75’

გაძევების გადამკიდე

შოტლანდია წინა შაბათს კივებს კინაღამ დაეწია სთიუართ ჰოგის რეიდით, ოზებთან კი გუნდის თილისმა მოთელვაზე დაუშავდა და ხაზის ციმ’ციმ გადალაგება მოუხდა

მიუხედავად ამისა, სქოთებმა ავსტრალია 8-ჯერ დაალელოვეს და საარაკო ანგარიშითაც * 53:24 ძლიეს, რადგან სტუმრებს – ბურჯის წითლის გაძევების გადამკიდე – მთელი მეორე ტაიმი აკლდათ მარბიელი და მაინც ხელ’და’ხელ შეტევაზე ეჭირათ თვალი

ინციდენტი 39’ წუთზე მოხდა: "ვოლაბები" * 12:10 იყვნენ წინ, 31 წლისა და 90 კეპის პატრონმა სეკოპე კეპუმ რაქში, "გადაყრაზე", მხარი სახეში რომ უთავაზა ჰემიშ ვოთსონს და გუნდი ბოლომდე დატოვა 14 კაცის ამარა

კეპუმ ტრიბუნალზე ცოდვა მოინანია და სასჯელად სამი კვირა’ღა მიიღო, რაც იმას მოასწავებს, რომ 2018 წლის ზე 15-ის სტარტზე სიდნის "ვორათაზის" ორ მატჩს’ღა გამოტოვებს

27-ე ახალბედა

შოტლანდიამ შეინარჩუნა ივნისში, სტუმრად მოპოვებული, 1998 წელს დაწესებული, ბროლის "ჰოუპ’თუნის თასი". ოზებმა ბოლო მსოფლიო თასის აქეთ გამოსცადეს 27-ე ახალბედა – ძირით ტონგელი ბურჯი ტანიელა ტუპოუ, 129-ტესტიანი კარიერა კი მარცხიანად დაასრულა ყოფილმა კაპიტანმა, კვაჭმა სთივენ მორმა

ჰოგის ნაცვლად 15 ნომრად კივი შონ მეითლენდი დადგა, გარემარბად კი მარქაფიდან დაწინაურდა სამხრეთ’აფრიკელი ბაირონ მაკ’გვიგანი და ორი ლელოც გაიტანა: თავიდან მეტოქის მიერ დაგდებულ ბურთს ორჯერ, ოსტატურად მიჰკრა ფეხი * 10:0 @ 18’, საათის თავზე კი ფრთაზე დაასრულა ბარაქიანი მეტობა * 39:17 @ 61’

ამ დროს სქოთები უკვე არბევდნენ ოზებს: ჩაუქმა მეით’ლენდმა 55 მეტრზე თერნ’ოვერიდან შეუტია და სამ ადევნებულ მორკინალს (!) გაუსწრო * 22:17 @ 46’, ფინ რასელმა კი ჯერ ვითომც კიდეზე დააპირა ჯარიმის გადატანა, მაგრამ გაათამაშა და შორს რომ მიაწოდა ზე’რაგბში მოღვაწე ჰიუ ჯოუნზს, ამან გააბითურა სამუ კერევი * 34:17 @ 56’

ხელოვნურ გაზონზე

ავსტრალია ჩრდილოეთი ნახევარ’სფეროს ქვეყანასთან ასე სასტიკად არასოდეს დამარცხებულიყო. უარესი დაემართა საფრანგეთს – შინ, პარიზის მახლობლად, ნანტერში აშენებულ, "რასინგის" ახალ სტადიონზე, კინაღამ წააგო იაპონიასთან * 23:23

დიდი რაგბი ხელოვნურ გაზონზე მოეწყო. აზიელი სტუმრები გემრიელად ბურთაობდნენ, რასაც სტატისტიკაც მოწმობს: ბურთი 58-42%, მოედანი 65-35%, პასი 186-94, ნავარდი 506-352 მეტრი, მაგრამ რად გინდა? – იუ ტამურამ ბოლოს იოლი გარდასახვა გააფუჭა

ჰოდა, ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით "მამლებს" "ექვსი ერის" შემდეგ თამაში რომ ვერ მოუგიათ და 2017 წლის ბალანსადაც 11: 3-7*1 (-72) უწერიათ, ფედერაციის პრეზიდენტი, თავადვე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ბერნარ ლაპორტი გურუს დათხოვნაზე დაფიქრდა

მულატი მოძღვარი

თუმც არა ტყდება – ყოვლის მცოდნე "სქრამ"ის თანახმად, იგივე ბედი ელის აფრიკის მულატ მოძღვარს, ალისთერ კუციას. ბოკე წლეულსაც არა’სტაბილურად თამაშობს და ალაგ’ალაგ ჩავარდნებიც აქვს, მაგრამ შარშანდელი წაგებისთვის კი გადაუხადა სამაგიერო იტალიას * 35:6

პადოვაში წვიმდა. "ბოკეს" ხუთი ლელოდან ოთხი მორკინალთა ანგარიშზეა. ყინავდა დაბლინში, სადაც ირლანდიას არგენტინასთან რევანში ჰქონდა ასაღები 2015 წლის მსოფლიო თასზე წაგებისთვის

კელტებს იმ რკენიდან 8 კაციღა შემორჩათ და დაემატათ სამი – სექსთონ, ო’მანი და ო’ბრაიენ! ჯანიანი ჯექობ სთოქ’დეილის დუბლით "სამყურები" * 20:0 @ 43’ დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ხელი "პუმებმაც" გამოიღეს და ორი ლელო გაიტანეს შეგორებით * 28:19

ძველებურად’ვე აორთქლდება

და სად იყო ამ შაბათს ზელანდიის მთავარი მეტოქე, ინგლისი? – თვიქნემში, ლამის 82 ათასი (!) ქომაგის თვალ’წინ, ცდიდა ციცქნა სამოას

გურუ ჯოუნზმა ნარევი შემადგენლობა გამოიყვანა, რათა გული არავინ – თვით ამათაც: ვოთსონ ჯოზეფ ო.ფარელ – დაი’არხეინოს და მაინც უიოლესად * 48:14 მოიგო, ბიჭებმა კი ჰონორარიდან თითო ათასი აღარ აჩუქეს მეტოქეს, ესაო და არა’ეთიკურიაო

სამაგიეროდ, კავშირმა გადაურიცხა შეპირებული 75 ათასი გირვანქა ვითომც გაკოტრებულ კოლეგას, ოღონდაც რაგბეთში ყველა ხვდება, რომ ეგ თანხა ძველებურად’ვე აორთქლდება


შემოდგომის ტესტები * 2017

ბოლო, მესამე ვიქ’ენდი

(( თორენთის ბმულები - საითზე, სტატიაში;
იქვე ვიდეო ჰაი’ლაითები >>> წკაპი ანგარიშზე ))



იტალია 6:35 აფრიკა

იტა: ჰეივორდ ესპოზიტო ბონი კასტელო (მინოძი 71) ბელინი
<10-9> კანა (მაკ’ქინლი 55) ვიოლი (გორი 49) /
ლოვოტი (ძანი 49) ბიჯი (გირალდინი 49) ფერარი (პასკვალი 61)
ფუზერ (მინტო 69) ბად; ლიკატა ბ.სტეინ (ჯამარიოლი 49) პარისე^კაპ –
2ჯ: კანა

აფრ: ან.კუცია ლეიდს ჯ.კრილ ფენტერ სქოსან (ხელანტ 61)
<10-9>პოლარდ (იანკის 66) კრონიე (პეიჯ 55) /
მთავარირა (კიცჰოფ 28) მბონამბი (რალეპელე 61) ვ.ლოუ (ნიაკანე 66)
ეცებეთ^კაპ (მოსტერტ 61) დე’იახერ; ფ.ლოუ დიუ’ტოი (დ.დიუ’პრე 74) ფერმიულენ –
5ლ:ფ.ლოუ მბონამბი ფენტერ კიცჰოფ მოსტერტ; 5გ: პოლარდ 4, იანკის

რეფ პუატ (სფრ) 25/11 @ პადოვა, ევგანეო (23 595)

3:0(11) 3:7(16) 6:7(20) 6:14(25) 6:21(35) /
6:28(45) 6:35(79)


შოტლანდია 53:24 ავსტრალია

შტლ: მეითლენდ (ჯექსონ 73) სიმორ ჰ.ჯოუნზ ჰორნ (ბერლი 62) მაკ’გვიგან
<10-9> რასელ პრაის (პირგოს 67) /
მარფო (ბჰათი 41) მაკ’ინალი (ფ.ბრაუნ 58-69) ბერგენ (ფეიგერსონ 41)
გილქრისთ (თულის 54) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ (კ.დიუ’პრე 67) ვილსონ –
8ლ: მაკ’გვიგან (1 6) პრაის მეითლენდ გრეი ჯოუნზ ბარქლეი მაკ’ინალი; 5გ ჯ: რასელ

ავს: ბილ სბ 79, კოროი’მბეტე (სპეით 68) კურინდრანი კერევი (ჰანთ 62) ჰოჯ
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 58) /
სიო (ფოქნერ 71) მორ (პოლოტა-ნაუ 60) კეპუ წბ 39;
სიმონს (ტიმანი 68) ენევერ (ტუი 54) მაკ’ქალმან (ტუპოუ 54) ჰუპერ^კაპ მაკ’მან –
4ლ: კურინდრანი (1 2) ბილ ტიმანი; 2გ: ფოლი

რეფ გაიუზერ (სფრ) 25/11 @ ედინბურგ, მარიფილდ (67 144)

3:0(15) 10:0(18) 10:7(35) 10:12(37) წბ(39ა) 17:12(40+) /
17:17(43) 22:17(46) 29:17(50) 34:17(56) 39:17(61) 39:24(69) 46:24(76) სბ(79ა) 53:24(80+)


ინგლისი 48:14 სამოა

ინგ: ბრაუნ მეი (როკო’ნდუნგუნი 47) სლეიდ ლოზოვსკი (ფრანსის 57) დეილი
<10-9> ფორდ^კაპ ქეა (იანგს 57) /
გენჩ (მარლერ 46) ჯორჯ (ჰართლი 64) ქოულ (ჰ.ვილიამს 57)
ლონჩბრი (ლოზ 31) იულს (იზიკვე 64) ითოჟე რობშოუ^კაპ სიმონდს –
7ლ: ბრაუნ ლოზოვსკი იულს დეილი (4 6) სლეიდ როკო’ნდუნგუნი; 5გ ჯ: ფორდ

სამ: ტუალა პერეს ფონოტია ლეიუა (ლი-ლო 68) ლემი (ტაულანგი 74)
<10-9> ნანაი-ვილიამს პოლა’ტაი’ვაია (მატავაო 74) /
ჯდ.ლეი (ჯმ.ლეი 58) მატუჰუ (ლეაია’ტაუა 31) ბრიგ’ჰაუს (სასანგი 47)
თაირელ (ლემალუ 62) ვუი^კაპ; ფაჰა’სალელე სბ 69, თჯ.იოანე ლემ (ტრევირანუს 68) –
2ლ: ფაჰა’სალელე ვუი; 2გ: ნანაი-ვილიამს

რეფ ბრეის (ირლ) 25/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 911)

7:0(3) 12:0(9) 12:7(14) 15:7(19) 22:7(30) /
29:7(62) სბ(69ს) 36:7(71) 36:14(74) 43:14(79) 48:14(80+)


უელსი 18:33 ზელანდია

უელ: ჰაფ’პენი ეიმოს სქ.ვილიამს (რობერთს 58) ო.ვილიამს სთ.ევანს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 64) ვებ (გრ.დევის 9) /
რ.ევანს (ვ.ჯოუნზ 58) ოუენს (დეისი 76) ფრენსის (ბრაუნ 76)
ბოლ (ჰილ 19) ავ.ჯოუნზ^კაპ; შინგლერ (თიპურიქ 71) ნავიდი ფალეტაუ –
2ლ: სქ.ვილიამს დევის; გ 2ჯ: ჰაფ’პენი

ზელ: მაკ’ქენზი ნაჰოლო (სოპოანგა 71) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 19) სბ.ვილიამს რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 64) /
ჰეიმს (ქროქეთ 60) თეილორ (ჰარის 71) ლაულალა (ტუჰუნგაფასი 41)
ტუი’პულოტუ (სქ.ბარეთ 46) ს.ვაითლოქ^კაპ სბ 68; სქვაიერ ქეინ ლ.ვაითლოქ (თოდ 46) –
5ლ: ნაჰოლო (1 2) ლენართ-ბრაუნ იოანე (4 5) 4გ: ბ.ბარეთ

რეფ ბარნს (ინგ) 25/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169)

3:0(9) 3:7(15) 6:7(32) 6:12(38) 11:12(40+) /
11:19(57) 11:26(64) სბ(68ზ) 18:26(71) 18:33(75) დას(80+3)


ირლანდია 28:19 არგენტინა

ირლ: რ.ქარნი ბერნ ქ.ფარელ (ქონვეი 60) აკი სთოქდეილ
<10-9>სექსთონ (ქითლი 76) მარი (ლ.მაკ’გრას 77) /
ჰილი (ქილქოინ 60) ბესთ^კაპ ფურლონგ (ჯნ.რაიან 67)
ჯმ.რაიან (თოუნერ 49) ჰენდერსონ; ო’მანი (თრეისი 75) ო’ბრაიენ (რადოქ 64) სტანდერ –
3ლ: სთოქდეილ (1 3) სტანდერ; 2გ 3ჯ: სექსთონ

არგ: ტუკულეტ რ.მოშანო მორონი გონსალეს-იგლესიას (დე’ლა’ ფუენტე 56) ვოფელი (კანსელიერე 67)
<10-9> სანჩეს ლანდახო (ვერტრანუ 58) /
გარსია-ვოტა (ნოგერა-პას 64) კრევი^კაპ (მონტოშა 60) ტეტას-ჩაპარო (პიერეტო-ეილან 64)
ალემანო (პეტი-პაგადისავალ 56) ლავანინი (ლეგისამონ 64) მატერა კრემერ ლესანა –
3ლ: ტუკულეტ ლეგისამონ მოშანო; 2გ: სანჩეს

რეფ რეინალ (სფრ) 25/11 @ დაბლინ, ავივა (_)

3:0(4) 6:0(14) 13:0(22) /
20:0(43) 20:7(56) 25:7(63) 25:12(71) 28:12(75) 28:19(80+)


საფრანგეთი 23:23 იაპონია

სფრ: სპედინგ (ბონევალ 49) ტომა პენო (ბასტარო 46) შავონსი ლაკრუა სბ 61
<10-9> ტრენ-დიუკ სერენ (დიუპონ 66) /
პუარო (ს.ტაო’ფიფენუა 50) გირადო^კაპ (შა 55) სლიმანი (კოცე 75)
რ.ტაო’ფიფენუა (ჟედრასიაკ 41) ვაამაინა; კონკორიე მაკალუ პიკამოლ (სონკონი 75) –
2ლ: სლიმანი ლაკრუა; 2გ 3ჯ: ტრენ-დიუკ

იაპ: მაცუშიმა ლემეკი ლაფაელე ტატეკავა (ტეაუპა 61) ფუკუოკა (ფუძიტა 18)
<10-9> ტამურა ნაგარე (ტანაკა 61) /
ინაგაკი (აი’ვალუ 68) ჰორიე კუ (იშიჰარა 55)
ფან’დერ’ვალტ (ტოკუნაგა 29-33, ლაუტამი 68) მაკაბე (ტოკუნაგა 8-16, 61) ჰიმენო ლიჩ^კაპ მაფი –
3ლ: ჰორიე ლაფაელე იშიჰარა; გ 2ჯ: ტამურა

რეფ პირს (ინგ) 25/11 @ ნანტერ, ჲჳ არენა (_)

0:3(5) 3:3(14) 3:8(23) 6:8(30) 13:8(40+) /
13:15(44) 20:15(51) სბ(61ს) 20:18(63) 23:18(68) 23:23(73)


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ),
14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ფრანსუა ფენტერ (აფრ), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ფინ რასელ (შტლ), 9 ალი პრაის (შტლ) /

1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 სთიაურთ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ);
4 პეთელი იატო (ფიჯ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ);
6 ჯოშ ბარქლეი (შტლ), 7 ჯოშ ნავიდი (უელ), 8 ამანაკი მაფი (იაპ)

სულ: 5 შტლ; 2 აფრ ზელ ირლ უელ; 1 იაპ ფიჯ


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/11_2017)

1 ზელანდია 9399, 2 ინგლისი 9087, 3(4) ირლანდია 8639,
4(3) ავსტრალია 8549, 5 აფრიკა 8490, 6 შოტლანდია 8411,
7 უელსი 8098, 8(9) არგენტინა 7822, 9(8) საფრანგეთი 7809,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7346

13(15) ტონგა 7187, 14(13) იტალია 7125, 15(14) რუმინეთი 6958,
16 სამოა 6903, 17 შტატები 6687, 18 ურუგვაი 6563,
19 რუსეთი 6445, 20 ესპანეთი 6168, 21 კანადა 6113,
22(23) ჰონკონგი 5966, 23(22) ნამიბია 5893, 24(28) ჩილე 5818

+/-: ჩილ 243 გერ (32:10 გ), შტლ 180 ავს, ტონ 134 რუმ (25:20 გ),
ურუ 79 ნამ (39:34 გ), ინგ 73 სამ, იაპ 68 სფრ, ესპ 20 ბრზ (67:28 შ), საქ 5 აშშ (21:20 შ)
* ზელ 0 უელ, ირლ 0 არგ, აფრ 0 იტა, ფიჯ 0 კან (57:17 ნ)


ჩაროზ-ვიქ’ენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ 02/12 უელსი 18.30 აფრიკა კარდიფ

სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html


"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნები

წელი მოთამაშე # მწვრთნელი გუნდი

2001 ქის ვუდ ირლ 2 როდ მაკ’ქვინ ავს ავსტრალია
2002 ფაბიან გალტიე სფრ 9 ბერნარ ლაპორტ სფრ საფრანგეთი
2003 ჯონი ვილქინსონ ინგ 10 ქლაივ ვუდვორდ ინგ ინგლისი
2004 სხალკ ბერგერ აფრ 6 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2005 დენ ქართერ ზელ 10 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2006 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2007 ბრაიან ჰაბანა აფრ 11 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2008 შეინ ვილიამს უელ 11 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2009 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 დექლან ქიდნი ირლ აფრიკა
2010 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2011 ტიერი დიუზოტუარ სფრ 6 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2012 დენ ქართერ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2013 ქიარან რიდ ზელ 8 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2014 ბროდი რეთალიქ ზელ 4 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2015 დენ ქართერ ზელ 10 მაიქლ ჩეკა ავს ზელანდია
2016 ბოდენ ბარეთ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2017 ბოდენ ბარეთ ზელ 10 ედი ჯოუნზ ინგ ზელანდ’ქალ

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2017 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
diazi
ჩვენ მოვიგებთ ომს!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8874
წევრი No.: 34453
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 15:09  #51759938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lepori
QUOTE
ჩაჭრის დროს ბურთს ზემოდან მიწისკენ უნდა მოატყა ხელი

პირიქით. ქვემოდან ზევით როდესაც მოარტყავ ბურთს ხელს ეგაა მცდელობა და ზემოდან ქვევით ჩარტყმა. ნაიჯელ ოუენმა აუხსნა ზუსტად ერთ გუნდს როდესაც მოწინააღმდეგე არ გაუგდო


--------------------
ერს რომელსაც არ სურს შეინახოს თავისი არმია, მალე სხვისი არმიის შენახვა მოუწევს

რუსებს რა? რუსებს სად? რუსებს როდის?

ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე მარტო ტკბილი სიტყვით@ .....
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3747
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 16:50  #51760511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
diazi
QUOTE
პირიქით. ქვემოდან ზევით როდესაც მოარტყავ ბურთს ხელს ეგაა მცდელობა და ზემოდან ქვევით ჩარტყმა. ნაიჯელ ოუენმა აუხსნა ზუსტად ერთ გუნდს როდესაც მოწინააღმდეგე არ გაუგდო

ჰო ალბათ პირიქით დამამახსოვრდა smile.gif


--------------------
დო'დოო
Makulatura
Urban Legend


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 72373
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 18:23  #51760990      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
შემდეგი თამაშები როდის გვიწევს და ვისთან, არის ცნობილი?


--------------------




ჰორიზონტზე მიწაა!
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11521
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 1 Dec 2017, 19:50  #51761447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Makulatura


ცნობილია და ცალკე თემაც აქვს რაგბი ევროპა 2018 (post #51731912)


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
Makulatura
Urban Legend


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 72373
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 5 Dec 2017, 05:24  #51780230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
jora84
მადლობა up.gif
dendo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 127
წევრი No.: 238165
რეგისტრ.: 18-November 17

გამოგზავნილია: 7 Dec 2017, 15:41  #51795643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგრად გადავრჩით ჯობდა 14 კაცით გვეთამაშა მეორე ტაიმშიც smile.gif)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (48) « პირველი ... 46 47 [48]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0377 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]