მოგესალმებით, მაინტერესებს ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მჭირდება თუ არა მოვიპოვო ფილმის გაშუქების უფლება, თუნდაც ჩემთან ეზოში რომ ჩავრთო და მეზობლებს ვაყურებინო, მანამ სანამ საქართველოს კინო-თეატრებში იქნება პრემიერა, აი რომ დავასწრო. თუ ყველგან ერთდროულადაა პრემიერა?
თუ შეიძლება ამ უფლების მოპოვება სად? ვისთან მივიდე?
და კიდევ ერთი კითხვა, აი გამოვიდა რაღაც ფილმი და საქართველოში პრემიერეამდე მე გავუშვი და ვაჩვენე ჩემს მეზობლებს, ოღონდ ინგლისურად. უბრალოდ ვნახე უცხოურ საიტზე, გადმოვწერე და ვაყურებინე ჩემს მეზობლებს, რომლებმაც მე რაღაც თანხა გადამიხადეს ამის სანაცვლოდ.
ვინ რა ფეხები უნდა მომჭამოს?
ბოდიში თუ კატეგორია არასწორად ავარჩიე, ვერ გავიგე სად გამეკეთებინა ეს თემა.