titlikana qalebiშევხედოთ აბა:
პლანშეტიდან ხმა უნდა გამოიტანო სავარაუდოდ 3.5 მმ ჯეკიდან, რაც 4 არხი არ იქნება, როგორც მანქანაში, სალონში ხმის ცენტრის დაყენების საშუალებაც არ გექნება. უნდა შეაერთო მანქანის უსილიწელზე, რომლის ხმის სიმძლავრე ან ცალკე უნდა მართო, ან უსილიწელი ბოლომდე აწეული გქონდეს, რაც ხმის ხარისხს გააფუჭებს
ღილაკებს პირდაპირ პლანშეტზე ვერ მიაერთებ, ეგეთი პორტები არ აქვს, მოგიწევს ცალკე მოწყობილობის გაკეთება, პლანშეტთან დაკავშირება ვთქვათ ბლუთუსით და რამე აპლიკაციის დაწერა, რომელიც გააკონტროლებს ღილაკებიდან სიგნალებს
კამერაზეც იგივე, პირდაპირ ვერ მიაერთებ, აქაც ცალკე მოწყობილობა, და აპლიკაცია დაგჭირდება, რომ უკანა სვლაზე ავტომატურად ჩაირთოს
დაქოქვისას ავტომატურ ჩართვა/გამორთვისთვის ცალკე სქემა დაგჭირდება
პლანშეტის GPS ან იმუშავებს საიმედოდ ან არა
გიღირს ამდენი ხლაფორთი?
მითუმეტეს რომ ისეთ შედეგს მაინც ვერ მიიღებ, როგორიც არსებულ მოდელებს აქვთ