#56169348 · 18 Apr 2020, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოევიკი = მძაფრსიუჟეტიანი
კარგი იქნებოდა როგორც ჟანრებზა ისე იყოს მსახიობებზეც დააკლიკავ და მაგ მსახიობის ფილმები ამოგიყაროს. ასევე ძებნა მარტო ერთი ინფუთ ველით გაქ? ფილტრს ვერ ვხედავ სადაც გამოსვლის წლით, რეიტინგით, ქვეყანით ან რაიმე სხვა პარამეტრით შემეძლება გავფილტრო და მარტო სასურველი ფილმები ვნახო.
როგორც ვხედავ მზა შაბლონი გაქვს გამოყენებული და უბრალოდ მასალა დაამატე და მანდაც შეცდომები გაქ. მსახიობები ზოგი ინგლისური ასოებითაა ზოგი ქართულით, რაღაც უშნოდ ჩანს. აღწერებშიც შეცდომებია.
შენი საიტის ვიზიტორის მხრიდან შეხედე ახლა შენ საიტს და დაფიქრდი რატო უნდა შემოვიდეს შენთან როცა უკვე არის imovies, adjaranet, srulad რომლებიც ბევრად უფრო სრულყოფილია? თან ნამეტანი ძვირიან ჰოსტიგნზე გაქ საიტი, ძან მომწონს ეგ ჰოსტინგი, წლების განმავლობაში ვსარგებლობდი, მაგრამ ისეთი ფასები ადევს რო მომიწია სხვა ალტერნატივის ძებნა და ასეთი საიტის მაგ ჰოსტინგზე განთავსება ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნია.
შენამდეც ბევრს ქონია მსგავსი საიტის შექმნის და გაქაჩვის მცდელობა, მაგრამ რეალურად ჩემ მიერ ზემოთხსენებული სამი საიტის გარდა სხვების შესახებ უმეტესობას არ სმენია. შენს ადგილზე რაიმე ორიგინალური ფუნქციის დამატება თუ არ შეგიძლია რაც იმ საიტებზე არაა, მაშინ არ დავახარჯავდი ამ საიტს დროს და რაიმე სხვა შინაარსის საიტზე გადავერთვებოდი სადაც უფრო მეტი პერსპექტივა მექნებოდა. აი როგორც ზემოთ მეგობარმა გირჩია სტატიები არ იქნებოდა ურიგო.
|