დღეს კომპანია Meizu-მ მომხმარებლებს წარუდგინა თავისი ახალი ფლაგმანი Pro 6.
სმარტფონი აღჭურვილია Mediatek-ის უახლესი Helio X25 (MT6797T) ჩიპსისტემით , რომელიც X20-ის (MT6797) გაძლიერებული ვერსიაა. ერთი პერიოდი ის Meizu-სთვის ექსკლუზიურად დამზადებულ ვერსიადაც მოიაზრებოდა.
მძლავრ პროცესორს პარტნიორობას უწევს 4GB ოპერატიული მეხსიერება (სამწუხაროდ ,LPDDR3 ) და არცთუ მძლავრი (დღევანდელი სტანდარტებით) Mali T880MP4 გრაფიკული პროცესორი.
წინამორბედი, PRO 5-ის მსგავსად, ტელეფონის ეკრანი AMOLED ტექნოლოგიით არის დამზადებული და საოცარ კონტრასტს გვთავაზობს.
ამგვარ ეკრანზე კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება 21 მეგაპიქსელი (Sony IMX 230) კამერით გადაღებული სურათები. ხოლო სელფებისთვის 5MP კამერა არის გამოყოფილი.
ახალი ფლაგმანის მსგავსება iPhone 6-თან არც თუ ძნელი შესამჩნევია, თუმცა დიზაინი არ ყოფილა ერთადერთი , სადაც ჩინურმა კომპანიამ Apple-ს მიბაძა. Pro 6-ში Meizu-მ ჩააშენა 3D Press ტექნოლოგია, რომელიც iPhone 6S-ზე გამოყენებული 3D Touch-ის ანალოგიურად მუშაობს.
სმარტფონი Android 6.0-ზე დაფუძნებული Flyme 6.0 ოპერაციული სისტემით გაიყიდება.
ტექნიკური მახასიათებლები მოკლედ.
ფიზიკური ზომები (სიგრძე, სიგანე, სისქე) : 147.7 x 70.8 x 7.3 მმ
წონა :160 გრამი.
ქსელი და კომუნიკაცია
GSM / HSDPA / EVDO
LTE Cat.6 300 მბიტ/წმ ჩამოტვირთვა და 50 მბიტ/წმ ატვირთვა
ორ სიხშირიანი Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac
Bluetooth v4.1, A2DP, LE
USB 3.1 Type C 1.0
სამი სახის ნავიგაციური სისტემის მხარდაჭერა (GPS (with A-GPS), GLONASS, Beidou)
ეკრანი
Super AMOLED 1080 x 1920 px რეზოლუციით, 16 მილიონი ფერით, 5.2 ინჩი დიაგონალზე.
ჩიპსისტემა
პროცესორი : 2.5 GHz dual-core Cortex-A72 & 2 GHz quad-core Cortex-A53 & 1.4 GHz .
გრაფიკული პროცესორი : Mali T880MP4.
ოპერაციული სისტემა
Android 6.0 Marshmallow with Flyme 6.0 UI.
მეხსიერება
32/64 GB შიდა , 128 GB-მდე მეხსიერების ბარათის მხარდაჭერით.
ოპერატიული მეხსიერება
4 GB
კამერა
ძირითადი 21MP (IMX 230) 1/2.4" ზომის სენსორით. ათწერტილიანი (წრიულად განლაგებული) LED განათებით.
წინა 5MP.
დამატებითი სენსორები :
თითის ანაბეჭდის სენსორი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, მაგნიტომეტრი (ელექტრული კომპასი), 3D Press.
ბატარეა
ჩაშენებული 2560 mAh ტევადობის, სწრაფი დატენვის შესაძლებლობით (100% 60 წუთში, 26 % 10 წუთში).
ფასი :დაახლოებით 390 ევრო 32GB-იანი მოდელისთვის.
წყარო 1წყარო 2წყარო 3შედარება წინამორბედთანპ.ს თუ რამე გამომრჩა, დავამატებ შემდგომში.
This post has been edited by 911GT2RS on 13 Apr 2016, 17:38
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen