forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (193) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დინამო თბილისის 97-ე თემა, 1925-2011
acdachi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50660
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:06  #49709054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
წინა თემები :
1: სკ "დინამო" - თბილისი 1925
2: სკ "დინამო" - თბილისი 1925
3: თბილისის დინამო
4: დიდი გუნდი!!!
5: დიდი გუნდი!!!
6: გზა ევროპისკენ!!!
7: Made in Tbilisi
8: კვლავ ჩემპიონობისკენ..
9: Just #1
10: ევროპის დროა..
11: Mes Que Un Club
12: XII ნაწილი
13: მაგრად დაჰკარით
14: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 30-30
15: Pride of Georgia
16: The Rise Of The Fenix
17: დინამო მერებას გარეშე
18: საქართველოს საუკეთესო გუნდი
19: Semper Fidelis
20: ლურჯ-თეთრი სამყარო
21: საამაყო ლურჯ-თეთრი სამყარო
22: Best in East
23: Tradition, Honour, Power
24: is comming
25: მზადება ჩემპიონატისთვის



კლუბის ისტორია -
1925-1936 ეტაპი პირველი - დაარსება და პირველი ნაბიჯები


1925 წელს სპორტსაზოგადოება ”დინამოს” თბილისის საბჭოსთან შეიქმნა გუნდი, რომელიც თავიდან ქალაქის პირველობის მეორე ჯგუფში გამოდიოდნენ , თუმცა მალევე მიაღწიეს წარმატებას და პირველ ჯგუფში გადავიდნენ... მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება....
გუნდის პირველი კაპიტანია ანდრო ჟორდანია გახლდათ...
პირველი საერთაშორისო შეხვედრა ”დინამომ” კი სტუმრად ჩამოსულ მოსკოვის ქარხანა ”რუსკაბელის” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელთა გუნდთან ჩაატარა...სტუმრებმა 3-2 მოიგეს. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ანდრო ჟორდანიას, თბილისელთაგან კი დუბლი ვლადემიერ ცომაიამ მიითვალა.

1926 წელს ”დინამომ” ერთთვიანი ტურნე მოაწყო რუსეთსა და უკრაინაში, სადაც 18 შეხვედრა ჩაატარა და შედეგი ერთობ სასიამოვნო აღმოჩნდა: 11 მოგება და 5 ფრე ძლიერ , პროფესიონალურ საკლუბო გუნდებთან.
დაიწყო ინფრასტრუქტურის განთვითარება...1927 დაიწყო საკუთარი სტადიონის და სპორტული ბაზის მშენებლობა, შეიქმნა ”დინამოს” ჭაბუკთა გუნდი .. შეიქმნა ”დინამოს” გუნდები ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. დინამოს ორგანიზაციებმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

1936 წელი ღირსახსოვარია დინამოს ისტორიისთვის. გაზაფხულზე მწყობრში ჩადგა ”დინამოს” სტადიონი შესანიშნავი ბალახის საფარითა და სავარჯიშო მინდვრებით,30 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული ტრიბუნებით, ყველა აუცილებელი სათავსით და სპორტდარბაზით. დინამოელებს როგორც იქნა მიეცათ ბალახიან მინდორზე ვარჯიშისა და ასპარეზობის შესაძლებლობა...

თბილისის ”დინამო” ქართული ფეხბურთის ერთობაა... როგორც მთის წყაროები ერთმანეთს ერწყმის და ბობოქარ მდინარეს წარმოქმნიან , ისე ამ გუნდში იყო თავმოყრილი და ვლინდებოდა ყოველივე საუკეთესო, რაც კი საქართველოში იშვებოდა. ამ მტკიცე ფესვებშია თბილისის ”დინამოს” წარმატება და დიდება.

1936-1945 - ეტაპი მეორე, სსრკ-ს ჩემპიონატის დაწყება

1936 წელს სსრკ-ს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულმა ფიზკულტურის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილა, რომელმაც ახალი ეტაპი დასახა საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. ”დინამო” კიდევ 6 გუნდთან ერთად ”ბ” ჯგუფში მოხვდა , სადაც 5 შეხვედრა მოიგო, მხოლოდ ერთხელ დასჯერდა ფრეს და უმაღლეს ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვა: 5 მოგება,1ფრე,0წაგება,19-4ბურთები;
ბომბარდირი ბორის პაიჭაძე გახდა 7 გატანილი გოლით, თუმცა დინამოელთაგან მხოლოდ მან ითამაშა 5 შეხვედრა ( ამ დროს ცვლილებები არ ხდებოდა ; ათმა ფეხბურთელმა ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთ შეხვედრაში კი პაიჭაძე ალექსანდრე აბაშიძემ შეცვალა)


სსრკ-ს მორიგი ჩემპიონატი იმავე 1936 წლის შემოდგომაზე გაიმართა...
მაშ ასე, 1936 წლის 7 სექტემბერს მოსკოველი არბიტრის ნ.ვასილიევის სასტვენზე თბილისის ”დინამომს” სტადიონზე დაიწყო უმაღლესი დონის პირველი მატჩი:
დინამო (თბილის) 2-2 დინამო (კიევი)
დინამო თბილისი (2-3-5) : დოროხოვი - შავგულიძე, ჯორბენაძე - ანიკინი, ვ.ბერძენიშვილი, გაგუა - სომოვო, მ.ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ასლამაზოვი, პანინი
შეხვედრის 17-ე წუთზე ჩინებულად მოთამაშე თბილისელთა მარცხენა გარემარბმა სომოვმა მოატყუა ორი მეტოქე და ბურთი კიეველთა კარში გაგზავნა....
ასე გავიდა პირველი თბილისური გოლი...

სულ 7 შეხვედრა: 3 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი, ბურთბი 14-9, ადგილი - 3
თასის გათამაშება:ფინალში დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”
ბომბარიდი:ბ.პაიჭაძე და მ.ბერძენიშვილი 6-6 გოლი
მწვრთნელი:გ.ფაჩულია
კაპიტანი:შ.შავგულიძე

ამ წელს გაიმართა სსრკ თასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი მატჩი... ¼ ფინალი თბილისის (დინამო) VS სპარტაკი (მოსკოვი)
”პირველ შეხვედრაში მოსკოველები 3-1 იგებდნენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა და დინამოელებმა შეძლეს 2 ბურთის გატანა... 3-3. დამატებითი დრო აღარ დაუნიშნავთ, რადგან უკვე დაბინდდა, განათება არ იყო.
კვლავ გაჭედილია ტრამვაი, ავტობუსები. კვლავ გაჭიმულია ლენინგრადის გზატკეცილზე ავტომობილთა ქარავანი. მთელი სპორტული მოსკოვი მიემართებოდა ”სპარტაკისა” და ”დინამოს” მატჩზე 20 აგვისტოს...
სპარტაკი ფავორიტია. დღეს მან უბრალოდ კი არ უნდა მოიგოს, რომ მეოთხედფინალში გავიდეს, არამედ უნდა გაანადგუროს თბილისელები 4 დღის წინანდელი თავხედობისთვის, დასვას სხვაობის ნიშანი დედაქალაქის პრემიერსა და პერიფერიის გუნდს შორის...
დიახ ასეა, მაგრამ ”დინამო” არ აპირებს ქედი მოიხაროს მეტოქის სახელის წინაშე...
ლენინგრადელმა ნ.უსოვმა შეხვედრა 7 წუთის დაგვიანებით დაიწყო..
მატჩი სპარტაკის შეტევით დაიწყო...წითელმაისურიანები თეთრებზე უფრო სწრაფად და ენერგიულად თამაშობენ..თითქოს არ სცილდებიან მოწინააღმდეგის ნახევარს, თუმცა 25 წუთის შემდეგ ანგარიში საყაიმოა 1-1 (მოსკოველებმა თერთმეტრიანი დარტყმით გახსნეს ანგარიში, ხუთ წუთში კი სომოვმა საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაქვითა)
ცოტა წამოჟინჟღლა , ბალახი და ბურთი დასვლედა, რაც მეკარეებისთვის ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ თბილისელთა კიპერი მშვიდად იღებს რამდენიმე ძნელ ბურთს...
”სპარტაკი” ნერვიულობს - დრო გადის, სასურველი შედეგი კი არ ჩანს. მეტოქე არათუ გატყდა, არამედ ტოლს არ უდებს და უფრო უმატებს თამაშს.
ასპარეზობის 40-ე წუთზე თბილისელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ბორის პაიჭაძე მარცხენა შუამარბის ადგილზე გადის და ლამაზი გოლი გააქვს , 1-2. სტადიონი ტაშს უკრავს და მიესალმება ”დიდ ურუგვაელთა” წარმატებას, როგორც უკვე დაარქვეს თბილისელებს ძლიერი აღნაგობის და ტემპერამენტისთვის...
დამარცხების საფრთხე რეალური ხდება, ”სპარტაკი” ამწვავებს თამაშს, რათა ფრედ მაინც დაასრულოს პირველი ტაიმი. სტადიონი გუგუნებს, გაჰყვირის, ნერვიულობს, გატაცებულია ბრძოლით..კვლავ შეტევა დინამოს კართან და დოროხოვი 4 მეტრიდან ტყვიასავით დარტყმულს იგერიებს...ანალოგიური სიტუაცია განმეორდა მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე... დოროხოვის მორიგი სასწაული.
თბილისელები მხოლოდ საჭიროების დროს იხევენ უკან და პირველივე შესაძლებლობაზე გზავნიან ბურთს წინ. მოედანზე თერთმეტივენი თამაშობენ : როგორც კი ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაინაცვლებს დოროხოვი კარიდან გამოდის და საჯარიმოს ხაზთან ”მორიგეობს”, ბურთის მოძრაობის მიხედვით ხან ერთ,ხან მეორე კუთხეში გადადის. პრანჭიაობაა? არა! თავისებური მანერა , ცოტა ნერვიულობა, ცოტაც - თავდაჯერებულობა. არაერთხელ ჩართულა მცველსავით .

სპარტაკი კვლავ ნერვიულობს, მაგრამ უტევს, თუმცა უსისტემოდ . თბილისელები კი, თითქოს ასეთი ბრძოლა მათთვის ჩვეულიაო, არ ნებდებიან და არც ტემპში ჩამორჩებიან.
68-ე წუთზე ბურთის ”სპარტაკის” ნახევარზეა.სომოვი მარჯვენა ფრთიდან აწვდის ბურთს ასლამაზოვს. მისკენ ორი წითელმაისურიანი მიეშურება, მაგრამ მანდ მოასწრო შეუჩერებლივ დაერტყდა და... ”სპარტაკის” კარში გავიდა მესამე ბურთი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. 3-1 დამთავრდა ბრძოლა? შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთია დარჩენილი...
სტეპანოვმა გვერდი აუარა ორ თბილისელს და უეცარი ზუსტი დარტყმით ანგარიში მინიმუმდე დაიყვანა. ყველა მაყურებელი, რომელიც აპირებდა გასულიყო სტადიონიდან კვლავ ტრიბუნებს მიაჯაჭვა.. ერთი გოლიც და ანგარიში 3-3 გახდება.
ყოველ წამს ნერვიული დაძაბულობის მრუდი ზემოთკენ მიემართბოდა, რათა მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე შეძახილებისა და ტაშის ახალი გრგვინვა წარმოეშვა. სტეპანოვმა კვლავ გაარღვია მოწინააღმდეგის რიგები და ბურთი ბადეში გაახვია. ანგარიში 3-3. ხუთი წუთის მანძილზე ერთი კაცის ენერგიითა და შეუპოვრობით დამატებითი დრო დაინიშნა...
მოთამაშეები მინდვირდან გავიდნენ..შედეგით განცვიფრებული მაყურებელი ადგილიდან არ დაძრულა.
დამატებითი ტაიმის 12-ე წუთზე პაიჭაძე გაუსხლტა დაცვასა და მოსკოველთა კიპერმა ბურთი გამოიტანა ბადიდან, სამი წუთის შემდეგ ინიშნება საჯარიმო 30 მეტრიდან ”სპარტაკის” კარისკენ... ურტყამს ასლამაზოვი და 5-3! გრიგალი ჩადგა...
გაიმეორებს სპარტაკი სტეპანოვის ნომერს? არა, საოცრებები არ ხდება ხოლმე. გუნდი საბოლოოდ დემორალიზებულია, და როცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დინამოელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს, სპარტაკელები ბედს შეურიგდნენ.
”დინამომ” მოსკოვის ”სპარტაკი” 6-3 დაამარცხა... იგი რჩება როგორც ყველაზე მკაფიო ფურხელი, საინტერესო მატჩი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში...

1937 წელს დინამოელებმა კვლავ გააღწიეს თასის ფინალში, თუმცა ამჯერადაც დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”...ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილი დაიკავეს.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბასკოინის ნაკრები გუნდის ჩამოსვლა... ესპანელმა ფეხბურთელებმა თბილისამდე მთელი ევროპა გააოცეს მათი თამაშით (ე.წ დუბლ-ბე-ს სისტემით 3-2-2-3)...
მატჩზე დასწრების ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონის დირექციამ 110000 ბილეთის განაცხადი მიიღო, თუმცა სტადიონმა მხოლოდ მისი მეოთხედი თუ დაიტია...
პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა დინამომ 1937 წლის 24 ივლისს ჩაატარა:
დოროხოვი,შავგულიძე,ჭუმბურიძე,ჯორბენაძე,მინაევი,გაგუა,გავაშელი,ბერძენიშვილი,პაიჭაძე,ლოლაძე, ასლამაზოვი...
”დინამოელები” 0-2 დამარცხდნენ, თუმცა შედეგის მიუხედავად მათ მაღალი შეფასება ხვდათ...
1937 წელი: სულ 16 შეხვედრა,7მოგება,4ფრე,5წაგება, ბურთები 30-21,ადგილი 4
თასის გათამაშება:ფინალში დამარცხდნენ მოსკოვის ”დინამოსთან”
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე
ბომბარდირი - ბ.პაიჭაძე 8 გოლი

1938 წელს პირველად ვიხილეთ ბორის პაიჭაძის ტალანტის სრული და მკაფიო გამოვლინება. იგი სხვა ფორვარდებისგან განსხვავებით გამოირჩეოდა მანევრებით შეტევის მთელ ფრონტზე და ამიტომ სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს მანევრული ფეხბურთის დამწყებად სსრკ-ს ფეხბურთის ისტორიაში. შემთხვევით როდია, რომ მას მაშინვე შეარქვეს” მოხეტიალე ფორვარდი”. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ევარაუდათ, რომ პაიჭაძის მოქმედება დასაბამს მიცემდა ფორვარდთა სამოქმედო ვიწრო ”ჩარჩოების” საყოველთაო უარყოფას....
თბილისელებმა გათამაშება წარმატებით დაიწყეს - 10 ტური წაუგებლად განვლეს, მაგრამ შემდეგ უთანაბროდ ითამაშეს - შესანიშნავ მატჩებს ცვლიდა უღიმღამო, უნათოდ ჩატარებული შეხვედრები, რის შედეგადაც გუნდმა მხოლოდ მეექვსე საფეხური დაიკავა...
სულ 25 შეხვედრა, 11 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება, ბურთები 54-39, ადგილი 6
თასის გათამაშებაში ½ ფინალში დამარცხდნენ ლენინგრადის ”ელექტრიკთან”
ბომბარდირი ბ.პაიჭაძე 14 გოლი
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე

1939 წლის სეზონმა დინამოელებს დიდი წარმატება მოუტანა - ისინი პირველად ავიდნენ სატურნირო ცხრილის ასეთ მაღალ საფეხურზე - დაიკავეს მეორე ადგილი...
სეზონი იმითაც იყო აღსაღნიშნავი, რომ მათ მოახერხეს მოსკოველი თანაკლუბელების დამარცხება . მანამდე ჩატარებულ 6 შეხვედრაში თბილისელებს არცერთი გამარჯვება არ ჰქონდათ, 1938 წლის 12 მაისს კი 4-1 გავანადგურეთ მოსკოველები...
სეზონი ძალიან არასტაბილურად ჩავატარეთ , განსაკუთრებით გვიჭირდა გასვლით შეხვედრებში გამარჯვება (12 შეხვედრაში მხოლოდ 4 მოგება), ამიტომაც მხოლოდ მეორე ადგილს დავჯერდით...
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 24-ე ტურის შეხვედრა მატჩი მოსკოვის ”ცდკა-სთან”... დინამოელებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ საშუალებას მოეპოვებინათ ვერცხლის მედლები, პირველი ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 4-1 იყო მოსკოველთა სასარგებლოდ...
ორთაბრძოლოს შედეგი, თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. ასეთი უპირატესობით დაიმედებულმა მოსკოველებმა შესვენების შემდეგ თამაში გულდაჯერებულად დაიწყეს , მაგრამ დინამოს თავდამსხმელებმა განსაკუთრებულად სწრაფად წარმართეს თამაში, და როცა საბოლოოდ თავგზა აუბნიეს მეტოქის მცველებს, თითქმის ყოველწუთს ქმნიდნენ საფრთხეს მათ კართან.. დინამოელთა ფორვარდთა მაღალტექნიკურ, ერსულოვან, შეთანხმებულ თამაშს შესანიშნავი შედეგი მოჰყვა... ანგარიში 4-4 გახდა.
მოსკოველები მთელი გუნდით დაცვაში გადავიდნენ და მჭიდროდ კედლად აღიმართნენ თავიანთი კარის წინ, მაგრამ ამანაც არ უშველათ. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მარჯვენა გარემარბის ჯეჯელავას ჩინებულმა დარტყმამ დინამოელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი და მეორე ადგილისთვის ბრძოლაშიც უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.
სსრკ-ს თასზე დინამოელებმა ამჯერად ნახევარფინალში გააღწიეს , სადაც ”სპარტაკთან” გადათამაშებაში დამარცხდნენ 2-3.
გუნდის ბომბარდირი კვლავ ბორის პაიჭაძე გახდა 19 გატანილი გოლით
სულ 26 შეხვედრა, 14 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება, ბურთები 60-41, ადგილი 2
კაპიტანი - შ.შავგულიძე
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი

“იერიში, მეტოქის კარის მუდმივი დალაშქვრის სურვილი იყო დინამოელებისთვის თამაშის არსი. როცა ბევრი გუნდი ხარკს უხდიდა მოდას, გადააჯგუფებდა ხოლმე ძალებს,განამტკიცებდა ზურგს, თბილისელები მაშინაც შეტევითი ფეხბურთის ერთგულნი რჩებოდნენ.


1940 წლის ჩემპიონატში დინამოელებმა ღირსეულად დაიცვეს ვიცე-ჩემპიონის ტიტული - სატურნირო ცხრილში ზედიზედ მეორედ დაიკავეს ჩემპიონთან ყველაზე მახლობელი ადგილი, ეს მიღწევა მით უფრო შთამბეჭდავი იყო, რომ ამჯერად მესამე ადგილზე გასულ ”სპარტაკს” მიახლოების საშუალება არ მივეცით. თბილისელებმა დაამარცხეს პირველ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასული გუნდები, თუმცა დაიკარგა ქულები ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან , ამიტომ პირველი ადგილი, რომელსაც დიდხანს მფლობდნენ დინამოელები მოსკოველ თანაკლუბელებთან მარცხისას საბოლოოდ დაიკარგა.



დინამოელთაგან ყველაზე მეტი ბურთი გ.ჯეჯელავამ და ბ.ბერეჟნოიმ გაიტანეს 13-13, ბორის პაიჭაძემ მხოლოდ 11.
სუ 24 შეხვედრა, 15 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება, ბურთები 56-30, ადგილი 2
მწვრთნელი - მ.ბუტუსოვი
კაპიტანი - შ.შავგულიძე


1941 წლის ჩემპიონატი მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდა - მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შეჯიბრება შეწყდა.
ამ წლის შედეგები გაუქმებულია, არადა დინამოელებს ძალიან კარგი შედეგი ჰქონდათ, 7 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი...
კიდევ ერთი ლამაზი შეხვედრა ჩაატარეს დინამოელებმა 1 ივნისს ლენინგრადის ”სპარტაკთან”...
შეხვედრის დამთავრებამდე 27 წუთით ადრე დინამოელები 3-1 იგებდნენ, ამ დროს კი ჩვენ მეკარეს, ტყებუჩავას ფეხში ხელი სტაცეს, იგი შეეცადა თავი დაეღწია ”კლანჭებისგან” და სპარტაკის მოთამაშეს დაეჯახა, მოსკოველმა მსაჯმა ეს უხეშობად მიიჩნია და ქართველი კიპერი მინდვირდან გააძევა. მისი ადგილი კარში კი თბილისელთა ფორვარდმა პანიუკოვმა დაიკავა...
მეკარის გაძევებით გამხნევებული სპარტაკელები ყოველ შესაძლებლობას იყენებდნენ ამ ”სუსტი” ადგილის დასათრგუნავად , მაგრამ პანიუკოვი მალე შეეგუა ახალ როლს და სპარტაკელთა იმედები არ მართლდებოდა... იგი მშვიდად და აუღელვებლად იგერიებდა მეტოქის ხშირ იერიშებს..
70-ე წუთზე მ.ბერძენიშვილმა ხელით ითამაშა საჯარიმოში და მსაჯმა პენალტი დანიშნა. სპარტაკელმა ძლიერად დაარტყა დაბალ მარჯვენა კუთხეში... პანიუკოვმა მაყურებლთა ტაშის გრიალში ბურთი ლამაზი ნახტომით აიღო.. მეკარის გაბედულმა თამაშმა ახალი ენერგია შემატა თბილისელებს და მატჩის დასრულებამდე 17 წუთით ადრე ბორის პაიჭაძის გარღვევის წესების დარღვევით გაჩერებისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი მ.ბერძენიშვილმა , როგორც ყოველთვის ზუსტად შეასრულა.... მალე დინამოელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა... ბურთთან იგივე სპარტაკლები მივიდე, მაგრამ ეტყობა, პირველი მარცხით ნირწამხდარმა, ბურთი საერთოდ კარს ააცილა...
ასე დამთავრდა ეს შეხვედრა, რომელშიც პანიუკოვმა 2 გოლი გაიტანა როგორც ფორვარდმა და ორი მკვდარი ბურთიც აიღო როგორც მეკარემ...
ბოლო შეხვედრა 24 ივნისს გაიმართა...მაშინ, როცა ქვეყანას უკვე გერმანელთა თვითმფრინავები ბომბავდნენ...


1942-44 … ომმა შეაფერხა ნორმალური სპორტული ცხოვრება, მაგრამ იმართებოდა ამხანაგური შეხვედრები... 1942 წელს საქართველოში გაიმართა ”კონსტიტუციის ექვსთა თასი”, რომელიშიც დინამომ სათადარიგო შემადგენლობით გაიმარჯვა..1943 წელს ერევანში გაიმართა ამიერკავკასიის მოძმე რესპუბლიკების სპარტაკიადა, სადაც ფეხბურთელთა ტურნირში დინამოელებმა გაიმარჯვეს.
1944 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყ გამგზავრება ირანში...ეს იყო თბილისელთა პირველი საზღვარგარეთული მოგზაურობა. ამისთვის დიდხანს ემზადებოდნენ, თუმცა უშუალოდ გამგზავრების წინ გაირკვა, რომ ირანში წასვლის პრეტენზია ბაქოს დინამოსაც ჰქონდა, ამიტომ საკავშირო კომიტეტმა გადაწყვიტა გაემართა შესარჩევი მატჩი და უპირატესობა გამარჯვებულისთვის მიეცა...რა თქმა უნდა შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა...
ამხანაგური შეხვედრები: ირანის ნაკრები 1-5 დინამო (პაიჭაძე 2, ღოღობერიძე 2,ჯეჯელავა)
თეირანის ნაკრები 0-4 დინამო (პაიჭაძე 2, ჯეჯელავა, პანიუკოვი)
1944 წელს გაიმართა სსრკ თასის გათამაშებაც, რომელშიც დინამოელები 1/8 ფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას.


1945-1953 ეტაპი მესამე
1945 წელი...ფაშიზმზე საბოლოო გამარჯვებიდან ოთხი დღის შემდეგ 1945წლის 13 მაისს - კვლავ განახლდა პირველობა და სიმბოლურია, რომ პირველი ომისშემდგომი ჩემპიონატის პირველი მატჩი თბილისის ”დინამოს” სტადიონზე იმავე გუნდებმა ითამაშეს, რომლებსაც თითქმის ოთხი წლის წინათ უკანასკნელად მოუხდათ ამავე მინდორზე ოფიციალური შეხვედრის ჩატარება. ესენი თბილის და ლენინგრადის დინამოელები იყვნენ...
დინამოელებმა სეზონი როგორც ხშირად არასტაბილურად ჩაატარეს და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.
დინამოელებმა სეზონის ბოლოს ტურნე მოაწყვეს რუმინეთში, სადაც სამივე შეხვედრა მოიგეს (ჩფრ 2-1, იუვენტუსი 10-5, ტიმიშოარა 5-0) ...
რუმინულმა პრესამ ბორის პაიჭაძეს ფეხბურთის კარუზო შეარქვა...
სულ 22 შეხვედრა, 9 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბურთები 37-22, ადგილი 4
ბომბარდირი - გ.ანთაძე 9 გოლი
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე.
მწვრთნელი ა.გალპარინი
გუნდის უფროსი - შ.შავგულიძე



1946 წლის პირველი წრე თბილისელებმა იდეალურად ჩაატარეს..მოიგეს რა 11 შეხვედრიდან 10,მათ შორის დაამარცხეს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მოსკოვის ”დინამო”, თუმცა დასკვნითი ნაწილი დინამოელების ნამდვილად არ იყო...საბოლოოდ მესამე ადგილი (მეორე ადგილი ბურთების უარესი შედეგის გამო დაკარგეს)...
1946 წელს პირველად ჩატარდა დუბლების ჩემპიონატი, სადაც დინამოელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ეს წელი კიდევ იმით იყო აღსაღნიშნავი, რომ მოთამაშეთა მაისურებზე პირველად გაჩნდა გვარები, ასევე პირველად მოხდა ფეხბურთის მატჩების რადიორეპორტაჟი ქართულ ენაზე რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობის ეროსი მანჯგალაძის შესრულებით...
თბილის ეწვია ბელგრადის ”პარტიზანი” და შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა 2-1
სულ 22 შეხვედრა, 15 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება, ბურთები 47-26, ადგილი 3
სსრკ-ს თასი ფინალი : სპარტაკი (მოსკოვი)3-2 დინამო (თბილისი)
ბომბარდირი - ბ.პაიჭაძე 14 გოლი
კაპიტანია - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი - ა.ჟორდანია

1947 თბილისის დინამოს დაუმკვიდრდა ისეთი გუნდის სახელი, რომელიც სხვებზე ადრე იძენს გაზაფხულზე საბრძოლო ფორმას და განსაკუთრებით წარმატებით თამაშობს ჩემპიონატის სტარტზე, მითუმეტეს, თუ პირველი მატჩები მშობლიურ ქალაქში ეწყობა...
გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი იყო ბორის პაიჭაძის ტრავმა, მის არ ყოფნაში გუნდის მთავარი ბომბარდირი გაიოზ ჯეჯელავა გახდა..
აღსაღნიშნავია ისიც, რომ ჩემპიონმა ცდკა-მ ჩეხოსლოვაკიურ ტურნეში ავთანდილ ღოღობერიძე თავისთან მიიწვია...
სულ 24 შეხვედრა, 14 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება, ბურთბი 57-30, ადგილი 3
სსრკ-ს თასზე დინამოელები მოსკოვის ტორპედოსთან მეოთხედფინალში გამოვარდნენ ...
ბომბარდირი გ.ჯეჯელავა 12 გოლი
კაპიტანია ბ.პაიჭაძე, გ.ჯეჯელავა
მწვრთნელი ა.ჟორდანია
1948 სულ 26 შეხვედრა, 13 მოგება, 7 ფრე, 6 წაგება, ბურთები 54-35, ადგილი 4
სსრკ-ს თასი - დამარცხდნენ ნახევარფინალში მოსკოვის სპარტაკთან...
კაპიტანი - გ.ჯეჯელავა
მწვრთნელი - მ.ბერძენიშვილი
1949 წელი , 34 შეხვედრა, 15 მოგება, 10 ფრე, 9 წაგება, ბურთბი 62-45, ადგილი 6
სსრკ-ს თასი , გათამაშებას მოსკოვის დინამოსთან მარცხით გამოეთიშნენ...
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი მ.მინაევი (ა.სოკოლოვი)
1950 - სულ 36 შეხვედრა, 20 მოგება, 7ფრე, 9 წაგება, ბურთები 78-50, ადგილი 3
ბომბარდირი ავთანდილ ღოღობერიძე გახდა 25 გატანილი გოლით, ეს შედეგი გუნდის ისტორიაში დღემდე სარეკორდოა.
სსრგ-ს თასზე დინამოელები 1/8 ფინალში გამოეთშნენ ასპარეზობას.
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
მწვრთნელი - ა.სოკოლოვი



1951 - გუდნმა 1940 წლის სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვა ვერცხლის მედლები
“თბილისელებმა ცხადყვეს მაღალი სპორტული თვისებანი, ამასთან გვიჩვენეს, რომ ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებულნი არიან. გუნდი ერთნაიერად ძლიერია ყველა რგოლში და განსაკუთრებით თავდასხმაში, რომლის თამაში სამხრეთელთათვის ჩვეულ სისწრაფესთან ერთად ტაქტიკურად უფრო გააზრებული და მწვავე გახდა. წინა წლებისგან განსხვავებით დინამოელები ბოროტად არ იყენებენ ბურთის ტარებას, გონივრულად მიმართავენ ბურთის ერთი შეხებით გადაცემებს. გაცილებით უკეთ თამაშობონ ისენი თავითაც...”
დინამოელებმა 6წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატარეს საერთაშორისო შეხვედრებიც... 3 მოგება და ერთი ფრე პოლონეთის უძლიერეს გუნდებთან (გასვლაზე)
ეს წელი იმითაც არის აღსაღნიშნავი, რომ კარიერა დაასრულა დიდმა დინამოელმა - ბორის პაიჭაძემ

სულ 28 შეხვედრა, 15 მოგება, 6 ფრე, ბურთები 59-36, ადგილი 2
მწვრთნელი - მ.იაკუშინი
კაპიტანი - ბ.პაიჭაძე
1952 წლის ჩემპიონატი მსოფლიო ოლიმპიადის ნაცვლად მხოლოდ 13 ტური გაგრძელდა, დინამოელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. სსრკ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში კი ა.ღოღობერიძე, ა.ჭკუასელი, ვ.მარღანია და გ.ანთაზე მიიწვიეს...
სსრკ-ს თასს 1/8 ფინალში გამოეთიშნენ, ჩაატარეს ერთი საერთაშორისო შეხვედრა ქ.სოფიის ნაკრებთან და გაიმარჯვეს 2-1
სულ 13 შეხვედრა, 5 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება, ბურთები 19-12
მწვრთნელი - მ.იაკუშინე
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
1953 - ამ სეზონში დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ოქროს მედლებთან, მაგრამ...
ბოლო ტურის წინ დინამოელები უშუალო კონკურენტ მოსკოვის ”სპარტაკს” 1 ქულით უსწრებდნენ, ბოლო შეხვედრა კი მოსკოვის ტორპედოსთან ჰქონდათ დარჩენილი, რომელსაც 2-1 იგებდნენ , თუმცა მსაჯის ქმედებით უკმაყოფილო მაყურებელი ტრიბუნიდან მოედანზე გადაეშვა და თამაში ჩაშალა... მაშინ არ არსებოდა წესები ”მასპინძელთა პასუხისმგებლობის” შესახებ და ტორპედოს წაგება არ ჩაეთვალა... საერთოდ გააუქმეს შედეგი და გადათამაშება დანიშნეს...
გულგატეხილმა დინამოელებმა 1-4 წააგეს და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ...
თასის გათამაშებას ¼ ფინალში გამოეთიშნენ... ცუდად ჩაატარეს ძალიან საერთაშორისო შეხვედრები.
სულ 20 შეხვედრა, 11 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება, ბურთები 39-24, ადგილი 2
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
ბომბარდირი - ა.ღოღობერიძე (14 გოლი)
მწვრთნელი - მ.იაკუშინი (ბ.პაიჭაძე მეორე წრიდან)


1954-1963 მეოთხე ეტაპი
1954-1958 წლებში დინამოს ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა სსრკ-ს ჩემპიონატში...
რაც ხშირი ტრავმიანობოს და თაობათა ცვლით იყო გამოწვეული...
1954წლის სეზონში კი სულაც ანტირეკორდი დაამყარა, როდესაც 10 შეხვედრა წააგო...
გუნდს ა.ღოღობერიძე კაპიტნობდა, ყოველ წელის იცვლებოდა მთავარი მწვრთნელი...
თუმცა წარმატებით თამაშობდნენ საერთაშორისო შეხვედრებში, დაამარცხეს რა ფრანგული (ბორდო), გერმანული, პოლონური, ბულგარული, ირანული , რუმინული, ჩეხური გუნდები, ასევე ბირმის, ჩინეთის, ეთიოპიის და ინდონეზიის ნაკრებები...



1959 წელს გუნდის თავკაცად ანდრო ჟორდანია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი თითქოს გარდაიქმნა - იპოვა თავისი თამაში. მარჯვედ იყენებდა მოთამაშეთა დამახასიათებელ ინდივიდუალურ თვისებებს კოლექტიურ თამაშში... გამოასწორეს თამაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში..
შედეგიც გამოჩნდა, გუნდმა კვლავ დაიკავა საპრიზო სამუელში ადგილი...
გავიდნენ თასის გატამაშების ფინალშიც, სადაც მოსკოვის ტორპედოსთან 4-3 დამარცხდნენ დამატებით დროში.
თბილისელებმა ტურნეები მოაწყვეს ჩეხოსლოვაკიაში,ბელგიაში, ლუქსემბურგსა და საფრანგეთში.. პარიზული ”რესინგის” 6-2 დამარცხების შემდეგ კი სპორტულმა გაზეთმა ”ეპიკმა” დინამოელებს ”საბჭოთა ფეხბურთის ბრაზილიელები” უწოდა...
სულ 22 შეხვედრა, 12 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება, ბურთბი 48-33, ადგილი 3
ბომბარდირი - ზ.კალოევი (16 გოლი)
კაპიტანი - ა.ღოღობერიძე
მწვრთნელი - ა.ჟორდანია



1960-1963 წლების სეზონები არცთუ ისე წარმატებული გამოდგა თბილისელთათვის, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, თასზეც საწყის ეტაპზე ეთიშებოდნენ გათამაშებას .
დინამოელები 1960წლის თასის გათამაშების ფინალშიც გავიდნენ, მაგრამ ლუჟნიკის სტადიონის დათოვლილმა და მოყინულმა მინდორმა, ასევე კიეველი ა.ცაპოვეცკის საშინლად არაობიექტურმა მსაჯობამ არ მისცა თბილისელებს ნორმალური ფეხბურთის საშუალება.
მის უხეშ შეცდომებზე დიდხანს იწერებოდა გაზეთებში...დინამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს...ისინი სამჯერ აგებდნენ და სამივეჯერ გაათანაბრეს..მატჩი წაგებული იქნა დამატებითი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ... უბრალოდ დრო აღარ იყო ანგარიშის გასათანაბრებლად....
დინამო ცოცხალი ორგანიზმი იყო - ”დინამო ბრაზობს, ეშმაკობს, ატყუებს - გუნდი ერთიანი შერწყმული კოლექტივი იყო”
ამ წლების განმავლობაში გუნდის მთავარი ბომბარდირი ზაურ კალოევი იყო, კაპიტანი ა.ღოღობერიძის შემდეგ შოთა იამანიძე გახდა, რომელიც თავად გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

დინამომ საერთაშორისო შეხვედრებში დაამარცხა ინგლისური ”შეფილდი”,”ასტონ ვილა”, ჰოლანდიის ”ფეინოორდი”, ბრაზილიური ”ბაია”, მოაწყო ტურნე კუბაში, ბოლივიასა და ეკვადორში, სადაც 10 შეხვედრიდან 9 მოიგო და მხოლოდ 1 დაამთავრა ფრედ, ბურთები 39-9-ზე, მოაწყო ასევე ტუნრნე ინგლისში (1 ფრე, 2 მარცხი), გერმანიაში (3 ფრე), დანიაში (2 მოგება, 1 ფრე)...




This post has been edited by acdachi on 15 Jan 2017, 18:12


--------------------
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN

acdachi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50660
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:13  #49709096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ოქროს ბიჭები" - 1964
1964 – 25 სეზონის განმავლობაში უტევდა სამხრეთული ტემპერამენტით, მგზნებარებით, მდიდარი ტაქტიკური არსენალის გამოყენებით ჩემპიონობის მწვერვალს..
ამ შეუპოვარ ბრძოლაში გადიოდა წლები, თაობები თაობებს ცვლიდა....მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დინამოელთა სამმა თაობამ გაიარა... რომლებმაც მოუტანეს ქართულ ფეხბურთს დიდება, მაგრამ გამარჯვებულის დაფნის გვირგვინი კი - არა და არა.
იყო აღმაფრენა, შემართება, გამარჯვების მძაფრი წყურვილი და მიზანსწრაფვა, იყო ჩავარდენიბც, გულსაკლავად ხანგრძლივი წარუმატებლობა ... ასეთ რთულ გზაზე მოდიოდა ახალი თაობა, სანამ იგი დენთის კვამლით არ გაირუჯა და გამარჯვებისათვის შერკინების უმაღლეს ხელოვნებას არ ეზიარა. შემდეგ კი - მთელი ძალით აფეთქდა თბილისის ”დინამოს” ტრადიციული, დაჟინებული, დაუოკებელი ლტოლვა იმ სანუკვარი და ჯერ ისევ მიუწვდომელი მწვერვალის დასალაშქრად...
დინამოელებმა XXVI ჩემპიონატი პირველ საფეხურზე დაასრულეს, დაამარცხეს რა გადათამაშებაში მოსკოვის ”ტორპედო” 4-1...
18 ნოემბერი, 1964 წელი
ტაშკენტი, ”დინამო” 4-1 ”ტორპედო”
გოლები დინამოელთაგან ილია დათუნაიშვილმა (2), სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა გაიტანეს...

ჩემპიონი ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ : ს.კოტრიკაძე, ბ.სიჭინავა, გ.პეტრიაშვილი, ჯ.ზეინკლიშვილი, გ.ცხოვრებოვი, გ.სიჭინავა, შ.იამანიძე, ს.მეტრეველი, ვ.ბარქაია, ა.აფშევი, მ.მესხი, ი.დათუნაიშვილი და ვ.რეხვიაშვილი ; 12 ფეხბურთელი დაჯილდოვდა მცირე ოქროს მედლებით...
დუბლიორთა ტურნირშიც საუკეთესონი თბილისელები გახდნენ...
გუნდის ბომბარდირი ილია დათუნაიშვილი გახდა 13 გატანილი გოლით.
სულ 32 შეხვედრა, 18 მოგება, 10 ფრე, 4 წაგება, ბურთბი 48-30, ადგილი 1
კაპიტანი შოთა იამანიძე გახლდათ, უფროსი მწვრთნელი გ.კაჩალინი


1965-1976 ეტაპი მეხუთე 1965-1976 ეტაპი მეხუთე
ჩემპიონმა დინამომ მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა სეზონი არასტაბილურად ჩაატარა და საბოლოოდ მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა...
წარუმატებელი იყო მომდევნო სეზონიც, რომელიც დინამომ მეშვიდე ადგილზე დაასრულა. აღსაღნიშნავია ფაქტი, რომ დინამომ ქულების უმეტესი ნაწილი ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან დააგროვა - ეს ყველაფერი მეტოქის შეუფასებლობით შეფასდა
გუნდის მთავარი მეგოლე ილია დათუნაიშვილი იყო, კაპიტანი შოთა იამანიძე...
2 წლიანი პაუზის შემდეგ დინამოელებმა კვლავ დაიკავეს საპრიზო სამეულში ადგილი, რაც გუნდში მომხდარი რეკონსტრუქციის შედეგი იყო... გუნდში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ, მათ შორის გივი ნოდია, რომელიც გუნდის მთავარი ბომბარდირი გახდა ...
36 შეხვედრა, 16 მოგება, 13 ფრე, 7 მარცხი, ბურთები 53-33, ადგილი 3
სსრკ-ს თასზე 1/8 ფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას, ამ წელს აღსაღნიშნავია საერთაშორისო-ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიური ფლამენგოს განადგურება 4-0



1968 წლის სეზონი გუნდმა შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, ილია დათუნაშვილის და ბორის სიჭინავას გარეშე დაიწყო, თუმცა იყო მატებაც : რევაზ ძოძუაშვილს და მანუჩარ მაჩაიძეს ძირითად შემადგენლობაში ჰქონდათ დებიუტი...
1969 წლის სეზონი გუნდმა ძალიან წარმატებულად დაიწყო, მოიგო რა ზედიზედ 6 შეხვედრა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
გუნდის კაპიტანი სლავა მეტრეველი გახდა, მწვრთნელი გივი ჩოხელი...
1970 წელს დინამოს 5 ფეხბურთელი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წასული, ალბათ ამანაც იქონია გავლენა, რომ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ
წარმატებით იასპარეზეს სსრკ-ს თასის გათამაშებაში, სადაც ფინალამდე მიაღწიეს და მოსკოვის დინამოსთან დამარცხდნენ 1-2

1971 წელს გუნდმა კვლავ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, თუმცა რომ არა სრულად წარმოუდგენელი ჩავარდნები და დიდი ანგარიშით მარცხები შედეგი უკეთესი იქნებოდა...
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა დიდი ათიანი - დავით ყიფიანი
30 შეხვედრა, 14 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება, ბურთბი 33-33, ადგილი 3
ბომბარდირი - გ.ნოდია 7 გოლი, კაპიტანი ს.მეტრეველი, მწვრთნელი - გავრილ კაჩალინი

1972 წელს გუნდი კვლავ ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, მაგრამ ამ სეზონში აღსაღნიშნავი სხვა მოვლენაა: გუნდი პირველად გამოვიდა ევროპის საკლუბო ტუნრირში - უეფას თასზე.
დინამოს პირველივე ეტაპზე ჰოლანდიის უძლიერესი გუნდი ენსხედენის ”ტვენტე” შეხვდა. პირველი შეხვედრა დინამოელებმა 3-2 მოიგეს, თუმცა 2 კვირაში საპასუხო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
13 სექტემბერი, 1972 წელი - დინამო 3-2 ტვენტე
დინამო : გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, პეტრიაშვილი, მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლ.ნოდია), გ.ნოდია, ყიფიანი
გოლები : გივი ნოდია -2, ყიფიანი

1973 წელს გუნდი მეხუთე ადგილზე გავიდა, სსრკ-ს თასის გათამაშებასაც ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. გუნდის ბომბარდირი ზედიზედ მეხუთეჯერ გივი ნოდია გახდა.
სსრ კავშირის ჩემპიონატის გათამაშების ახალი დებულებიდან გამომდინარე (ფრედ დასრულებული შეხვედრის მერე ინიშნებოდა პენალტების სერია) გუნდს 7-ჯერ მოუწია 11-მეტრიანი დარტყმების შესრულება, საიდანაც 5 წარმატებული აღმოჩნდა...
დინამოელებმა უეფას თასის პირველ ეტაპზე სოფიის ”სლავია” დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 4-1,0-2; შემდეგ ეტაპზე კი ბელგრადის ”ოფკ” გაანადგურეს 5-1,3-0; ბოლოს ლონდონის ”ტოტენჰემთან” დამარცხდნენ 1-1, 1-5
ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი გამარჯვებები კი გუნდმა ესპანეთში, საერთაშორისო ტურნირ ”კოლუმბის ხომალდზე” მიაღწია, რომელიც ქალაქ უელვაში გაიმართა.

ტუნრირი საკმაოდ პრესტიჟული იყო, თუმცა არასდროს არ ყოფილა, რომ ერთდროულად მიეღო მონაწილეობა ასეთ ძლიერ გუნდებს : ინგლისის ჩემპიონი დერბი ქაუნთი, ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის ატლეტიკო , პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის ბენფიკა და თბილისის ”დინამო”...
18 აგვისტოს ტურნირის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხეს პენალტების სერიაში 4-2, ფინალში კი ბენფიკა 3-1 დაამარცხეს ვლადიმერ გუცაევის და ყიფიანის გოლებით..

1974 წლის სეზონის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე გუნდის მთელი არსებობის მანძილზე პირველად შეიქმნა სიტუაცია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე რამოდენიმე ტურით ადრე ”დინამო” საშიშ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა ბოლო სამ ტურში გამარჯვებებმა გუნდი საბოლოოდ მეცხრე ადგილზე გაიყავანა...სსრკ-ს თასზე გუნდი ნახევარფინალში გავიდა...
გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი გახდა...
1975 წელს გუნდმა კვლავ გააღწია თასის გათამაშების ნახევარფინალში, თუმცა ჩემპიონატში კვლავ წარუმატებლად გამოვიდნენ - 8-ე ადგილი.
გუნდის ბომბარდირი დავით ყიფიანი გახდა 12 გატანილი გოლით.
ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა ვიტალი დარასელიას...

1976 წელს გუნდი 8წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ სტადიონს, რომელიც რეკონტსტრუქციის შემდეგ მწყობრში ჩადგა...
კვლავ შეიცვალა გათამაშების სისტემა, გაიმართა ორი საკავშირო ჩემპიონატი - საგაზაფხულო და საშემოდგომო... გუნდმა ორივე შემთხვევაში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, გარდა ამისა პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი...
დინამოელებმა ფინალში ერევნის არარატი 3-0 გაანადგურეს შემდეგნი შემადგენლობით :
გოგია,ხიზანიშვილი,კანთელაძე, ხინჩაგაშვილი,ებრალიძე, ჩივაძე, მაჩაიძე, კოპალეიშვილი, გუცაევი, ყიფიანი (წერეთელი), ჩელებაძე
გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ და ჩელებაძემ გაიტანეს...



დინამოელები კვლავ მიიღეს მონაწილეობა ევროთასებზე...
თასების თასის გათამაშების პირველ ეტაპზე კარდიფ სიტი დაამარცხეს 3-0,0-1, თუმცა შემდეგ ეტაპზევე უნგრულ ”მტკ”-სთან ბრძოლაში გამოეთიშნენ ასპარეზობას...


"შვილო, ძალიან გთხოვ, პირგაუპარსავი ნუ წახვალ ”დინამოში”. იქ ყოფნა ქართველი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია. მთელი ქვეყნისგან სიყვარული გუნდისა იმსახურებს იმას, რომ შენ არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნულადაც ეთაყვანო საქმეს, გუნდს”.
დავით ყიფიანი (უფროსი) დავით ყიფიანის მამა."


1977-1982 ეტაპი მეექვსე
1977 წელს დინამომ 24 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ვერცხლის მედლები...
30 ჩატარებული შეხვედრა, 13 მოგება, 13 ფრე, 4 წაგება, ბურთბი 43-26, ადგილი 2

გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას და რამაზ შენგელიას.
გუნდი შესანიშნავად გამოვიდა უეფას თასზე, სადაც მილანის ”ინტერი” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 1-0, 0-0..ორთაბრძოლაში გადამწყვეტი გოლი ჯუზეპე მეაცაზე დავით ყიფიანმა გაიტანა.
დინამოელებმა ადვილად განვლეს დანიური კოპენჰაგენის ბარიერი, 4-1, 2-1
დაამარცხეს პირველ მატჩში ”გრაასჰოპერსიც”, მაგრამ საბოლოოდ ორიმატჩის ჯამში დამარცხდნენ .

1978 წლის მთელი სეზონის განმავლობაში, აპრილიდან ნოემბრამდე, ჩვენი გუნდი ლიდერებოდა ტუნრირს და ჩემპიონობა ფაქტიურად ოქტომბერში გაინაღდა...
კანონზომიერი იყო ეს გამარჯვება.იგი შრომატევადი მუშაობის და ძიების დაგვირგვინება გახლდათ, რომელიც 2 წლის წინ, გუნდში ნოდარ ახალკაცის მისვლისთანავე დაიწყო... ბრინჯაოს მედგლები, საკავშირო თასი, ვერცხლის მედლები - სეზონი კი ჩემპიონის ოქროს მედლებით დაასრულა.
თბილისელებმა ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგოს, ყველაზე ცოტა წააგეს, გაიტანეს ყველაზე მეტი გოლი, პირველზე გავიდა დუბლშემადგენლობაც, წლის 33 საუკეთესო სპორტსმენს შორის 8 დინამოელი აღმოჩნდა, ქვეყნის ნაკრებში 5 დინამოელი მიავლინეს... წლის საუკეთესო ფეხბურთელი - დინამოელთა გარემარბი რამაზ შენგელია გახდა...
სულ 30 შეხვედრა, 17 მოგება, 8 ფრე, 5 წაგება, ბუთები 45-24,ადგილი 1
ბომბარდირი რამაზ შენგელია გახდა 15 გატანილი გოლით
სსრკ-ს თასზე 5 ეტაპი გადალახეს დინამოელებმა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვის ლოკომოტივთან დამარცხდნენ.
უეფას თასზე გუნდმა კიდევ ერთი იტალიური გრანდი ნაპოლი დაამარცხა ორი მატჩის ჯამში - 2-0,1-1
დაამარცხა ბერლინის ჰერტაც 1-0, თუმცა პირველ შეხვედრაში წაგებული 0-2ის აღმოსაფხვრელად ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო....
გუნდს მანუჩარ მაჩაიძე კაპიტნობდა...
ჩემპიონის ოქროს მედლებით დაჯილდოვდა : ვ.ქორიძე, მ.მაჩაიძე, რ.შენგელია, ვ.გუცაევი, ფ.კანთელაძე, ა.ჩივაძე, დ.ყიფიანი, დ.გოგია, გ/მაჩაიძე, შ.ხინჩაგაშვილი, ვ.დარასელია, ნ.ხიზანიშვილი, დ.მუჯირი, თ.კოსტავა, რ.ჩელებაძე

1979 წელს გუნდი მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა ეს ყველაფერი ჩემპიონატის დებულებაში შეტანილმა კიდევ ერთმა გაუმართლებელმა ცვლილებამ გამოიწვია (სეზონში მერვე ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდებს ფრეზე ქულები აღარ ემატებოდათ)...
დინამოელებმა სეზონში მხოლოდ 3 შეხვედრა წააგეს, ისე როგორც ჩემპიონმა სპარტაკმა, და დონეცკის ”შახტარსა” და კიევის ”დინამოზე”, რომელთაც 8-8 წაგება ჰქონდათ, დაბლა აღმოჩნდნენ...
დინამო შესანიშნავად გამოვიდა სსრ კავშირის გათამაშებაში , სადაც ფინალამდე 7 გუნდი დაამარცხა, ფინალში კი მოსკოვის ”დინამოსთან”, რომლის ძირითად დროში მეტოქეებს გოლი არ გაუტანიათ, მატჩის შემდგომ პენალტებში თავი ისახელა ოთარ გაბელიამ და ორი გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია...
ამ წელს გაიმართა სსრ კავშირის ხალხთა მეშვიდე სპარტაკიადა, სადაც მოკავშირე რესპუბლიკების ნაკრები გუნდები გამოდიოდნენ. საქართველოს მთლიანად თბილისის ”დინამო” წარმოადგენდა...
დინამოელებმა პირველ ეტაპზე დაამარცხეს ლატვიის ნაკრები 5-0, ყირგიზეთი 3-0, ფრედ დაასრულეს აზერბაიჯანთან 0-0, მეორე ეტაპზე დაამარცხე ლენინგრადის ნაკრები 4-2, ყაზახეთი 3-2, ფრედ დაასრულა რსფსრ-ს ნაკრებთან 1-1... გავიდნენ ფინალში, სადაც მოსკოვის ნაკრებთან (სპარტაკი,დინამო,ტორპედო,ლოკომოტივი) 1-2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
1980 წელს მოიპოვეს დინამოელებმა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დიდებული გამარჯვება: დინამო 3-0 ლივერპული



1980წლის ჩემპიონატში კვლავ მეოთხე ადგილზე გავიდა დინამო...
სსრკ-ს თასის გათამაშებაში კვლავ ფინალში გავიდნენ, თუმცა დონეცკის შახტართან დამარცხდნენ 1-2
თასების თასის გათამაშებაში გოლ გაუშვებლად დაამარცხა ბერძნული კასტორია და ირლანდიური უოტფორდი.
გუნდმა მოაწყო ტუნრე არგენტინაში (2 მოგება,1ფრე,2 მარცხი), რუმინეთში (3გამარჯვება,1ფრე), ესპანეთში (2ფრე)

1981 წლის მოგონებები, რაც ამ სეზონთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ერთი მოვლენით არის განპირობებული, რომელიც არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ერის საფეხბურთო ისტორიაში - თვალსაჩინოა. დინამომ მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი!!!



კავშირის ჩემპინატი დინამომ მესამე ადგილზე დაასრულა ..
ბომბარდირი 23 გატანილი გოლით რამაზ შენგელია გახდა, კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ

1981 წლის ევროთასებზე გამოსვლა




ამავე წელს გაიმართა ტუნრირი მადრიდში, სადაც თბილისელებმა მიუნხენის ბაიერნი დაამარცხეს შენგელიას დუბლის წყალობით, რამაზმა 2 გოლი მადრიდის რეალთანაც გაიტანა , მაგრამ 2-4 დავმარცხდით

1982 ამ სეზონის შემდეგ დინამოს საპრიზო ადგილები აღარ დაუკავებია...თუმცა გუნდი ევროთასებზე კვლავ შესანიშნავად გამოვიდა და მხოლოდ ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას ლიეჟის სტანდარტთან... (გზად კი გრაცის ”გრაცერი”, ფრანგული ”ბასტია” და ვარშავის ”ლეგია” ჩამოიშორა)

1983-1989 ეტაპი მეშვიდე
მოხდა დიდი ცვლილებები გუნდის შემადგენლობაში , წავიდა გუნდიდან დ.ყიფიანი, შ.ხინჩაგაშვილი, თ.კოსტავა, ნ.ხიზანიშვილი, რ.ჩელებაძე... საავტომობილო კატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა ვიტალი დარასელია...
რისი შედეგიც იყო ჩავარდნა, რაც ათწლეულის ბოლომდე გაგრძელდა.....
გუნდი გამოვიდა ევროთასებზე... დამარცხდა რო იტალიურ ”ნაპოლთან” ბურთების უარესი შედეგის გამო.2-1,0-1, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებით შეხვედრაში მსაჯმა თბილისელებს 1000% გატანილი ბურთი გაუგებარი მიზეზით არ ჩაუთვალა.
გუნდის ბომბარდირი კვლავ რამაზ შენგელია ხდებოდა, კაპიტანი კი ალექსანდრე ჩივაძე, მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი...
2 წლის განმავლობაში გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი იყო
გუნდმა უამრავი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ...
1986-წლიდან იმართებოდა სსრკ ფეხბურთის ფედერაციის თასი, თუმცა დინამოელები არცერთხელ არ გასულან ქვეჯგუფიდან...

1987 წელს გუნდი უეფას თასზე გავიდა (დაიკავა რა მეხუთე ადგილი ჩემპიონატში) , სადაც პირველ ეტაპზე ბულგარული ლოკომოტივი გამოთიშა ასპარეზობას 3-0,1-3; შემდეგ ბუქარესტის ”ვიქტორია” 2-1, 0-0; ასპარეზობას კი ბრემენის ვერდერთან ბრძოლაში გამოეთიშა 1-2,1-1

სსრკ კავშირის ბოლო თაობას ა.ჩივაძე, ს.ჭედია, ო.გაბელია, რ.შენგელია, თ.სულაქველიძე, ა.ცვეიბა, გ.გურული, ო.კორღალიძე, გ.კეტაშვილი, ზ.სვანაძე, გ.ცაავა, მ.მესხი უმცროსი, ნ.კაკილაშვილი, მ.არზიანი, გ.ჯიშკარიანი , თ.ქეცბაია, კ.გოგიჩაიშვილი, კ.ცხადაძე, ო.თეთრაძე, კ.კაჭარავა, ბ.თედეევი და ა.შ წარმოადგენდნენ....
user posted image

მიმაგრებული სურათი
user.gif
acdachi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50660
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:16  #49709120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1990-2000 ეტაპი მერვე
1990 წლის 30 მარტს, ეროვნულ სტადიონზე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწყო! ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სწორედ ფეხბურთმა შეუწყო ხელი;
...ადრე თუ გვიან, საბჭოთა კავშირი მაინც უნდა დაშლილიყო და ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებდა; თუმცა, საქართველოს შემთხვევაში სწორედ... ფეხბურთით დაიწყო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. და აი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან ყველა ქართული გუნდი საკუთარ, ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებდა.
...ჩემპიონატის პირველი ტური მარტის ბოლო რიცხვებში უნდა ჩატარებულიყო; თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალდაარსებულმა ხელმძღვანელობამ, ვფიქრობთ, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო: ტურის რვა შეხვედრა 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, ერთი დღით ადრე კი ჩემპიონატის საზეიმო გახსნის პატივი თბილისის იბერიას და ფოთის კოლხეთს უნდა რგებოდათ.
გოლი: გელა კეტაშვილი (იბერია, საკუთარ კარში)
იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა.
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი
კოლხეთი 1913: მ. გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, დ. მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი.
შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე.
მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე
არასასურველი შედეგით დასრულებული პირველი ტურის მიუხედავად თბილისის ”იბერია” დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა...
დინამოელებმა 78 ქულა მოიპოვეს და 91 გოლი გაიტანეს...
ჩემპიონატის ბომბარდირი 23 გატანილი გოლით გ.გურული გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად ასევე დინამოელი თემურ ქეცბაია დაასახელეს, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა გიორგი ნემსაძე გახდა, წლის საუკეთესო მცველი კი კახა ცხადაძე..
დინამოელებმა საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში სამი ეტაპი უპრობლემოდ გადალახეს, თუმცა ½ ფინალში ლანჩუხითის გურიასთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში 0-1.0-2
გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი გახლდათ, კაპიტანი კი კახი ცხადაძე
1991 წლის სეზონი ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადავიდა შეჯიბრების ახალ - გაზაფხული-შემოდგომის კალენდარზე, ამის გამო ჩემპიონატი მხოლოდ ერთ წრედ ჩატარადა - გაზაფხულზე. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი წაუგებლად განვლო და კვლავ პირველი ადგილი დაიკავა.
ბომბარდირი დინამოელი მიხეილ ყაველაშვილი გახდა 12 გატანილი გოლით
შემდეგ სეზონში დინამოელებმა არაჩვეულებრივი მაღალი შედეგიანობა აჩვენეს..გაიტანეს რა 115 გოლი 38 შეხვედრაში , 26 გატანილი გოლით ბომბარდირი კახა კაჭარავა გახდა.
კვლავ პირველი ადგილი 27 მოგებული შეხვედრით სეზონში.
გუნდი პირველად გახდა ქვეყნის თასის მფლობელიც, დაამარცხა რა ფინალში სოხუმის ”ცხუმი” 3-1

1992-1993 წლის სეზონიდან გუნდს დაუბრუნდა ტრადიციული სახელი ”დინამო”, სახელი, რომლითაც მოიპოვა პოპულარობა და ხალხის სიყვარული ათწლეულების განმავლობაში.
გუნდმა კვლავ დუბლი შეასრულა, მოიგო რა ქვეყნის ჩემპიონატი და ქვეყნის თასიც.
ფინალში ბათუმის ”დინამო” დაამარცხეს 4-2.
ბომბარდირი შოთა არველაძე გახდა, მთავარი მწვრთნელად კი დავით ყიფიანი რევაზ ძოძუაშვილმა შეცვალა.
5 წლიანი პაუზის შემდეგ 93-94 წლების სეზონში დინამო ევროთასებსაც დაუბრუნდა:
ჩემპიონთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ჩრ.ირლანდიური ”ლინდფილდი” დაამარცხეს 2-1;1-1, თუმცა მსაჯების მოსყიდვის მცდელობის გამო გუნდი რამოდენიმე წლით გათამაშებიდან მოიხსნა...
მთელი სეზონი ლიდერობდნენ და საბოლოო ჯამშიც პირველ საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, თასის ფინალში კი ამჯერად რუსთავის მეტალურგი დაამარცხეს 1-0.
საუკეთესო ფეხბურთელად შოთა არველაძე დასახელდა, ბომბარიდირები კი მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე იაშვილი გახდნენ 28-28 გატანილი გოლებით. კაპიტნის სამკლაური გიორგი ნემსაძემ გადაიბარა, მთავარი მწვრთნელი კი გივი ნოდია გახდა.
1994-1995 სეზონში გუნდმა ეროვნულ პირველობაზე კვლავ დუბლი გაახერხა
90 შესაძლო ქულიდან გუნდმა 78 მოიპოვა, გაიტანა 125! გოლი...
ორი შეხვედრა მოიგო 9 ბურთიანი უპირატესობით, გარდა ამისა დაამარცხა თავის მეტოქეები 4-0,6-0,5-0,6-1,7-0,7-1,8-2...
ბომბარდირი 24 შეხვედრაში 24 გატანილი გოლით ალექსანდრე იაშვილი გახდა, კაპიტანი მიხელ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაული.
დინამომ მონაწილეობა მიიღო უეფას თასის გათამაშებაში, სადაც პირველ ეტაპზე ორივე შეხვედრაში დაამარცხა რუმინული ”უნივერსიტატია”, 1/32 ფინალში კი პირველ შეხვედრაში ავსტრიული ”ინსბრუკის” 1-0 დამარცხების მიუხედავად ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა
1995-96 წლების სეზონში დინამომ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა, მოიპოვა რა პირველი ქართული სუპერთასი, ფინალში დაამარცხა ბათუმის დინამო (4-0), ისე როგორც თასის ფინალში (1-0)
ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ისე გახდა ჩემპიონი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახდა, რომელმაც კარიერა სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტიში გააგრძელა.
გუნდს სათავეში დავით ყიფიანი დაუბრუნდა, ბომბარდირი კვლავ იაშვილი გახდა, კაპიტნის სამკლაურით კი მოედანზე გუნდი ირაკლი ზოიძეს გაყავდა.
წარუმატებელი გამოდგა უეფას თასზე მეორეჯერ ასპარეზობა ( ბულგარულ ბოტევთან 0-1;0-1)
1996-97 წლებში დინამოელებმა კვლავ სამივე ტიტული მოიპოვეს:
ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილოსანს სარეკორდოდ 17 ქულის სხვაობით გაუსწრო, სუპერთასის და თასის ფინალში კვლავ ბათუმის დინამო დაამარცხა 1-0 და 4-1
დინამომ უეფას თასზეც მიაღწია წარმატებას...პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის ”გრევენმახერი” გაანადგურა, მეორეში ნორვეგიული ”მიოლდე” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 2-1,00...
გათამაშების 1/32 ფინალში დინამოს მეტოქედ მოსკოვის ”ტორპედო” შეხვდა, რომელიც ჯამარაულის გატანილი გოლებით იქნა დამარცხებული.. გავიმარჯვეთ 1/16 ფინალის პირველ ეტაპზეც პორტუგალიურ ”ბოავიშტასთან” 1-0, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0-5 მარცხი..
1997-98 წლის სეზონში დინამო მხოლოდ ჩემპიონი გახდა (10 ქულიანი უპირატესობით)
ბომბარდირი ლევან ხომერიკი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელი დავით მუჯირი.
დინამოელი დისკვალიფიკაციის შემდეგ უპირველეს ევროთასს დაუბრუნდნენ სადაც პირველ ეტაპზე კვლავ ჩრ.ირლანდიური კლუბი შეხვდათ (კრუზეიდერსი 3-1,5-1), მეორეზე კი დინამოელთა მეტოქე გერმანული ლევერკუზენის ”ბაიერი” გახდა,რომლის განმეორებით შეხვედრაში დამარცხება საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად (1-6,1-0)
user posted image
შემდეგ სეზონში დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, თუმცა მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ეს უფლება ბილბაოს ”ატლეტიკმა” მოიპოვა.
ჩემპიონატში კი პირველად შეირყა მისი პოზიციები...ქუთაისის ”ტორპედომ” და თბილისის ”ლოკომოტივმა” სერიოზული კონკურენცია გაუწიეს დინამოელებს...
ქუთაისელებმა სეზონის თითქმის ბოლომდე იბრძოლეს ჩემპიონობისთვის, ლოკომოტივმა კი დინამო თასის 1/8 ფინალში გამოთიშა ასპარეზობა.
აღსაღნიშნია ფაქტი, რომ დინამოში პირველად მოიწვიეს უცხოელი სპეციალისტი (იოჰან ბოსკამპი)
ფეხბურთელებმა მასობრივად დაიწყეს გუნდიდან გადინება...რამაც შედეგი შემდეგ სეზონშივე ჰპოვა ასახვა, დინამომ ჩემპიონობა ქუთაის ტორპედოს 3 წლით დაუთმო , ვერც თასის გათამაშებაში აღწევდნენ წარმატებას და ვერც ევროთასებზე...
ერთადერთი ტიტული 2000 წელს საქართველოს სუპერთასი მოპოვება იყო, როდესაც ქუთაისის ტორპედო დაამარცხა 1-0.

2001-2010 ეტაპი მეცხრე
2002 წელს გუნდში ახალი ფეხბურთელებით შეივსო, მეორე წრიდან გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა, რომელთან ერთადაც გუნდმა კვლავ დაიბრუნა ჩემპიონის ოქროს მედლები, მოგიო საქართველოს თასი, მოიგო დსთ-ს თასი და ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა...
ი.ზოიძე, დ.გვარამაძე, გ.შაშიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ა.ამისულაშვილი, კარლოსი, ი.კანდელაი, ა.გოგობერიშვილი, ვ.ბურდული, ვ.დარასელია, მ.ბობოხიძე, გ.ანჩაბაძე, ს.იაშვილი, რ.ალექსიძე - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს მთლიანი სეზონი და გაიმარჯვეს, დაამარცხეს ბოლნისის ”სიონი” თასის ფინალში, ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზეც ალბანეთის ჩემპიონი 3-0 გაანადგურეს , თუმცა ამ წარმატებას სამწუხაროდ იმ სეზონში გაგრძელება აღარ მოყვა...
შემდეგ სეზონშიც დინამოელებმა ჩემპიონატის პირველი ნახევარი 8 ქულიანი უპირატესობით მოიგეს, იანვარში კი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ყოველწლიურ დსთ-ს ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც ექვსივე შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ტურნირის ტრიუმფატორებიც გახდნენ...
user posted image
თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგიც ჰქონდა - დინამოს წამყვანმა ფეხბურთელებმა კარიერის გაგრძელება რუსეთსა და უკრაინაში ცადეს, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს ივო შუშაკიც, რომლის ადგილიც გია გეგუჩაძემ დაიკავა . მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ვერ შეძლო არსებული ფორის შენარჩუნება და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა გუნდი, თუმცა მის სახელთან სხვა წარმატებაა დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ გუნდმა მერვეჯერ მოიპოვა ქვეყნის თასზე წარმატებით იასპარეზა უეფას თასზე, სადაც შეძლო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე...
გუნდმა სამჯერ შეძლო საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შემობრუნება : პირველად ბორისოვოში, პირველ ტაიმში 2-0 წაგებული შეხვედრა 3-2 მოიგო, შემდეგი იყო პრაღაში 1-3 დამარცხების მიუხედავად ”სლავიას” ჩამოტოვება ,
user posted image
გადამწყვეტი შეხვედრა კი პოლონეთის ჩემპიონთან - კრაკოვის ”ვისლასთან” გველოდა, რომელშიც იმ დროს პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული... დრამატულ ბრძოლაში 4-3 დავმარცხდით კრაკოვში, თუმცა თბილისში 35 000 გულშემატკივრის წინაშე გიორგი ნემსაძისა და მიხეილ კაკალაძის გატანილი გოლებით ”დინამომ” პირველად შეძლო ევროთასებზე წლის ბოლომდე ეთამაშა...
ჯგუფურ ეტაპზე დინამომ ოთხივე შეხვედრა წააგო ფრანგულ სოშოსთან, ინგლისის ნიუკასლთან, პორტუგალიურ სპორტინგთან და ბერძნულ პანიონისთან
user posted image
ამ წლის შემდეგ დინამოს ევროთასებზე წარმატება აღარ მიუღწევია, თუმცა იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი და ღირსეული შეხვედრა ...

ბოლო 5 წლის განმავლობაში დინამოს გამოსვლას ერთი სიტყვით არადამაკმაყოფილებელი შეგვიძლია ვუწოდოთ.

მხოლოდ 2 ჩემპიონობა, ერთი თასი და 2 სუპერთასი სწორედ ასე უნდა შევაფასოთ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მონაგარი ეროვნულ პირველობაზე...

დინამოს სამწვრთნელ შტაბში დიდი ცვლილებები იყო, თუმცა მესამე სეზონია გუნდს სათავეშე დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი ბომბარდირი კახა კაჭარავა უდგას, რომელმაც გუნდი ყველაზე რთულ სიტუაციაში ჩაიბარა (გუნდს უჭირდა როგორც ფინანსურად, ტრავმიანობის მხრივ გუნდში ნამდვილი ეპიდემია იყო) .
გუნდში ითამაშა ბევრმა ლეგიონერმაც, რომელთა შორისაც აღსაღნიშნავია მსოფლიოში ცნობილი ნედ ზელიჩი, გაბონის ეროვნული ნაკრების მთავარი კიპერი დიდიე ოვონო და ა.შ
user posted image
დინამო ფონს სწორედ ლეგიონერების და მისი აღზრდილი ფეხბურთელებით გადიოდა, რომელთაგანაც ბევრმა კლუბი დატოვა და კარიერა უცხოეთში გააგრძელა, თუმცა დინამოში დღემდე რჩებიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში 5 წელია ძირითად ბირთვს ქმნიან და მის ბოლო დროინდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით...
user posted image

user posted image

საქართველოს 13 გზის ჩემპიონი:1990-1999,2003,2005,2008
საქართველოს თასის 9 გზის მფლობელი:1992-1997.2003.2004,2009
საქართველოს სუპერთასის 5 გზის ფლობელი:1996,1997,1999,2005,2008
სსრკ-ს 2 გზის ჩემპიონი:1964,1978სსრკ-ს თასის 2 გზის მფლობელი:1976,1979დსთ-ს თასის მფლობელი:2004
თასების მფლობელთა თასის მფლობელი:1981

XX საუკუნის ციფრები

დინამო თბილისის XX საუკუნის სიმბოლური შემადგენლობა:
მეკარე: სერგო კოტრიკაძე
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი , ალექსანდრე ჩივაძე , მურთაზ ხურცილავა , გივი ჩოხელი
ნახევარმცველები: ვიტალი დარასელია , ავთანდილ ღოღობერიძე , დავით ყიფიანი
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი , ბორის პაიჭაძე , მიხეილ მესხი
მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი

-დინამო თბილისს ეკუთვნის საქართველოში ყველაზე გრძელი სერია საშინაო წაუგებელ თამაშებზე...99 მატჩი 1994 წლის 5 ოქტომბრიდან 2000 წლის 27 აგვისტომდე
-ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული მატჩები შეადგენს 23-ს (1995/96 სეზონის 18 ტურიდან 1996/97 სეზონის მე-11 ტურის ჩათვლით
-შინ ზედიზედ მოიგო 18 მატჩი (1994/95 - 1995/96 სეზონებში)
-სტუმრად ზედიზედ მოიგო 13 მატჩი (1993/94 -1996/97)
-1993-1994 წლებში მოიგო 31 მატჩი ერთი სეზონის განმავლობაში
-ამავე წელს გაიტანა 130 გოლი ერთ სეზონში
-ყველაზე ცოტა გოლი 9 გაუშვა 1991 წლის სეზონში
-ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება აქვს ბორჯომთან 12-0 2008-2009 სეზონში
-17 ქულით მოიგო 1996-1997 წლების ჩემპიონატი
-არასდროს არ გავარდნილა სსრკ-ს უმაღლესი ლიგიდან ,ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე ნაკლები არ დაუკავებია...
5-ჯერ გავედით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მეორე ადგილზე,მესამეზე 14-ჯერ...მეექვსე შედეგი სსრკ-ს მასშტაბით
6-ჯერ წააგეს სსრკ-ს თასის გათამაშების ფინალში...ამ მხრივ მეშვიდე შედეგია სსრკ-ს მასშტაბით..
ყველა დროის სსრკ-ს საუკეთესო გუნდებს შორის დინამო მეოთხეა მოსკოვის სპარტაკის,მოსკოვის დინამოს და კიევის დინამოს შემდეგ...
51ჯერ მიიღო მონაწილეობა სსრკ-ს გათამაშებაში,1424 შეხვედრიდან 621 მოიგო ხოლო 406 შეხვედრა ფრედ დაასრულა,მოიგო თამაშების 58%...ბურთების სხვაობა 2176-1677=+499
რამაზ შენგელია 2-ჯერ,ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი თითო-თითოჯერ გახდნენ წლის საუკეთესო მოთამაშეები...
სერგო კოტრიკაძე(1962) და ოთარ გაბელია(1979) გახდნენ წლის საუკეთესო მეკარეები......
ზაურ კალოევი ორჯერ,ილია დათუნაშვილი,გივი ჩოხელი,გიორგი გავაშელი,რამაზ შენგელია თითოჯერ გახდნენ გათამაშების ბომბარდირები..
ასევე დინამოელებს ეკუთვნით მრავალი პრიზი სსრკ-ს გათამაშებისა......

- დინამოს ღირსება 500-მდე ფეხბურთელს დაუცავს, მათ შორის კი ყველაზე ადრე ნ.ანიკინი დაიბადა 1904 წელს, იგი ნახევარმცველი იყო და დინამოში 1936-1937 წლებში თამაშობდა


უხერხული და პრინციპული მეტოქეები

სსრკ კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სულ 3 გუნდია, რომელსაც თბილისის დინამოსთან ურთიერშეხვედრებში დადებით ბალანსი აქვს : კიევის დინამო, მოსკოვის დინამო და სპარტაკი (აგრეთვე არის ლენინგრადის სპარტაკი და დუშამბეს პამირი, თუმცა ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ თბილისელებს...)

ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს მოსკოვის ტორპედოსთან, ცსკ-სთან, ლოკომოტივთან, ლენინგრადის ზენიტთან, დონეცკის შახტართან...
ძალიან რთული შეხვედრები უწევდა დინამოს ბაქოს ნეფთჩისთან და ერევნის არარატთან (განსაკუთრებული პრინციპულობით სწორედ ამ უკანასკნელთან შეხვედრები ითვლებოდა):
ნეფთჩი 52 შეხვედრაში 25 მოგება და 16 ფრე, ბურთები 75-48
არარატი 58 შეხვედრა 23 მოგება და 19 ფრე, ბურთები 75-62
ამას დამატებული თასზე ჩატარებული 7 შეხვედრა, საიდანაც დინამომ 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კი 1976 წლის თასის ფინალია, სადაც დინამოელებმა სწორედ არარატის ფეხბურთელები გაანადგურეს 3-0.

ქართული კლასიკო
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლობი ს დღიდან შეიცვალა დინამოს მეტოქეებიც... პირველი ათწლეულის განმავლობაში დინამო გამონაკლისების გარეშე ადვილად ახერხებდა ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, თუმცა სხვა და სხვა დროს ლანჩხუთის ”გურია”, ”სამტრედია”, ბათუმის ”დინამო” უწევდა გარკვეულ კონკურენციას. პირველი სერიოზული მეტოქე, რომელმაც წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა შეუქმნა გუნდს ეს ქუთაისის ”ტორპედო” იყო.. ქუთაისლებმა შეძლეს და დაამხეს დინამოელთა 10 წლიანი ჰეგემონია
პირველად ეს ორი კლუბი ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში 1962 წელს დაუპირისპირდა...

საბჭოთა კავშირის XXIV ჩემპიონატის მეხუთე ტურში თბილისელებმა ტორპედოს უმასპინძლეს... 25 მაისს გამართული შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. პირველი გამარჯვება დინამოელებმა მოიპოვეს...მოიგეს რა მეორე წრის შეხვედრა ქუთაისში 3-1 (თბილისელთაგან გოლები მელაშვილმა, კალოევმა და ზეინკლიშვილმა გაიტანეს)

თასის გათამაშების 1/16 ფინალურ ეტაპზე კი დიდ ბრძოლაში დინამომ 4-3 გაიმარჯვა.

1963 წლის შეხვედრები ორივე ფრედ დასრულდა...0-0 ქუთაისში და 1-1 თბილისში

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა 1964 წელს... პირველი შეხვედრა თბილისში დინამომ მეტრეველის ერთადერთი გატანილი გოლით მოიგეს, განმეორებითი შეხვედრის წინ კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იდგა ორივე გუნდისთვის... ქუთაისში გამარჯვების შემთხვევაში დინამო ჩემპიონის ოქროს მედლებს ფაქტიურად ინაღდებდა, ტორპედო კი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებდა...

როგორც ამბობენ, სწორედ ამ დღიდან იწყება ”ტორპედოს” და ”დინამოს” შორის დიდი დაპირისპირება, რადგან ამ შეხვედრის წინ ქუთაისურ გუნდს მოთხოვეს დინამოსთვის გზა დაეთმოთ და შეხვედრა წაეგოთ...

საბოლოოდ შეხვედრა ფერდ 1-1 დასრულდა...

საბედნიეროდ ტორპედომ უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა, დინამო კი ჩემპიონი გახდა.

1965 წელს დინამომ ორივე შეხვედრა 2-0 მოიგო

1966 - დინამომ თბილისში 3-1 მოიგო, ქუთაისში კი შეხვედრა 3-3 დასრულდა

1967 - ტორპედო-დინამო 1-1, დინამო - ტორპედო 2-0

1968 - თბილისელთა პირველი მარცხი : დინამო - ტორპედო 1-0, ტორპედო - დინამო 4-2

1969 - ტორპედო - დინამო 0-0, დინამო - ტორპედო 3-1

1970 - დინამო - ტორპედო 2-0, ტორპედო 2-1 დინამო

1970-წელს ტორპედომ უმაღლესი ლიგა დატოვა და მხოლოდ 1982 წელს დაბრუნდა

1982 წელს დინამომ თბილისში 2-1 იმარჯვა, ქუთაისში კი მასპინძლებმა მოიგეს 1-0

1983 - დინამო - ტორპედო 2-0, ტორპედო - დინამო 2-2

ტორპედო ერთი სეზონით კვლავ გავარდა ქვედა დივიზიონში, თუმცა მალევე დაბრუნდა

1985 - დინამო - ტორპედო 2-0, ტორპედო - დინამო 1-0

1986 - ტორპედო - დინამო 0-0, დინამო - ტორპედო 2-1

ტორპედო გავარდა და სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში აღარც უთამაშია...

1986 წელს ჩატარდა სსრკ ფეხბურთის ფედერაციის თასი:ტორპედო 0-0 დინამო
user posted image

1990 წლიდან მოყოლებული კი, რაც კი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება დინამოს უპირატესობა ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის... ტორპედო იყო პირველი, რომელმაც დინამოს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ოქროს მედლები წაართვა...

1990 წელი - ტორპედო 0-2 დინამო, დინამო 2-0 ტორპედო

1991 წელი - დინამო 5-1 ტორპედო

1991-1992 სეზონი - ტორპედო 0-3 დინამო, დინამო 4-1 ტორპედო

თასის ნახევარფინალი - დინამო 2-0 ტორპედო

ამ სამი ჩემპიონატის განმვლობაში დინამო ”იბერიას” ხოლო ტორპედო ”ქუთაისის” სახელით გამოდიოდა...

1992-1993 სეზონი - ტორპედო 2-1 დინამო, დინამო 4-1 ტორპედო

თასის ნახევარფინალი 3-1,3-0 დინამოს სასარგებლოდ

1993-1994 დინამო 3-1 ტორპედო, ტორპედო 1-0 დინამო

1994-1995 ტორპედო 1-1 დინამო, დინამო 4-2 ტორპედო

1995-1996 დინამო 5-1 ტორპედო, ტორპედო 0-1 დინამო

1996-1997 ტორპედო 2-4 დინამო, დინამო 3-3 ტორპედო

1997-1998 ტორპედო 1-4 დინამო, დინამო 3-0 ტორპედო (ნეიტრალურზე)

1998-1999 დინამო 1-0 ტორპედო, ტორპედო 3-1 დინამო

1999-2000 ტორპედო 0-0 დინამო, დინამო 1-1 ტორპედო

ამ სეზონში ტორპედომ დინამოს პირველად აჯობა გათამაშების ცხრილში და ჩემპიონიც გახდა..გარდა ამისა თასის ნახევარფინალიდან ფინალში ტორპედომ გააღწია:

დინამო 1-1 ტორპედო, ტორპედო 0-0 დინამო (სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ფინალში ქუთაისური გუნდი გავიდა)

დინამოელებმა რევანშის აღება მხოლოდ სუპერთასის შეხვედრაში მოახერხეს...

დინამო 1-0 ტორპედო (გოლი : წიტაიშვილი)

2000-2001 დინამო 0-3 ტორპედო, ტორპედო 0-1 დინამო, დინამო 1-1 ტორპედო, ტორპედო 1-0 დინამო

2001-2002 დინამო 0-2 ტორპედო, ტორპედო 1-1 დინამო, დინამო 1-0 ტორპედო, ტორპედო 1-0 დინამო....

ეს უკანასკნელი იყო ყველაზე პრინციპული და დაძაბული, ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში...

ბოლო ტურის შეხვედრის წინ ტორპედო დინამოს ერთი ქულით უსწრებდა და მატჩში გამარჯვებული ჩემპიონი ხდებოდა, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი სულაც თბილისის ”ლოკომოტივი”....

თანაბარ ბრძოლაში ბედმა ქუთაისელებს გაუღიმათ და 1-0 გაიმარჯვეს...
user posted image

2002-2003 წლის სეზონი : დინამო 0-2 ტორპედო, ტორპედო 1-0 დინამო, დინამო 0-0 ტორპედო, ტორპედო 0-1 დინამო

2003-2004 ტორპედო 1-1 დინამო, დინამო 3-0 ტორპედო...

პირველი წრის შემდეგ ტორპედო მეორე ექვსეულში მოხვდა, დინამო პირველში, ამიტომ მეორე წრეში აღარ უთამაშიათ

თასის ფინალი : დინამო 2-1 ტორპედო

user posted image

user posted image

2004-2005 წლის სეზონი - ტორპედო 1-1 დინამო, დინამო 1-2 ტორპედო, ტორპედო 1-4 დინამო, დინამო 1-2 ტორპედო

user posted image

2005-2006 წლის სეზონი - დინამო 2-1 ტორპედო, ტორპედო 0-2 დინამო

2006-2007 - დინამო 0-1 ტორპედო, ტორპედო 0-5 დინამო (ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში)

ამ სეზონის შემდეგ ტორპედოს უმაღლეს ლიგაში აღარ უთამაშია 3 სეზონის განმავლობაში და მხოლოდ წელს მოახერხა დაბრუნება.
პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა, სეზონის ბოლო შეხვედრა კი ეროვნულ სტადიონზე გაიმართა 12 დეკემბერს და დავით მუჯირის გატანილი ერთადერთი გოლით გამარჯვება თბილისელებს დარჩათ.

user posted image

სულ 80 შეხვედრა: 42 მოიგო დინამომ, 22 ფრედ დასრულდა, 16 ტორპედომ მოიგო, ბურთები 133-70 დინამოს სასარგებლოდ.


ძალიან უხერხული მეტოქე იყო დინამოსთვის თბილისის ”ამერი”, რომელმაც მისი ხანმოკლე არსებობის ისტორიაში შეძლო და დინამოსთან უარყოფითი შედეგი აიცილა თავიდან...
საკმაოდ უჭირს დინამოს ასევე თბილისური ”ვიტ ჯორჯიას” დამარცხება, თუმცა ბოლო სამი შეხვედრა დინამოელთა დამაჯერებელი გამარჯვებებით დასრულდა.
თბილისური გუნდების გარდა დინამოს პრინციპული მეტოქეები რუსთავის ”ოლიმპი” და ”ზესტაფონი” არიან, თუმცა დინამოს ყველასთან დადებითი ბალანსი აქვს.
ტორპედო - 52 შეხვედრა და 28 გამარჯვება...
ამერი - 8 შეხვედრა, 3 გამარჯვება, 2 ფრე
ოლიმპი - 16 შეხვედრა, 7 გამარჯვება, 4 ფრე
ზესტაფონი - 27 შეხვედრა, 13 გამარჯვება, 6 ფრე
ვიტ ჯორჯია - 40 შეხვედრა, 13 გამარჯვება, 16 ფრე
user posted image


ყველაზე დიდხანს დინამოს ავთამდილ ღოღობერიძე და ბორის პაიჭაძე კაპიტნობდნენ...
დინამოს ყველა კაპიტანი - ანდრო ჟორდანია (1925-1928,1930-1931), შოთა შავგულიძე (1936-1940), ბორის პაიჭაძე (1941-1947; 1949-1951), გაიოზ ჯეჯელავა (1947-1948), ავთანდილ ღოღობერიძე (1952-1961), ვლადიმერ ელოშვილი (1957 ½), შოთა იამანიძე (1961-1967), სლავა მეტრეველი (1968 – 1971), მურთაზ ხურვილავა (1971 – 1975), ზორბეგ ებრალიძე (1975), ვოვა ჭელიძე (1976), მანუჩარ მაჩაიძე (1977 – 1980), ალექსანდრე ჩივაძე (1980 – 1985,1987 ),
user posted image
ვიტალი დარასელია (1981), ოთარ გაბელია (1986,1988-19989), თენგიზ სულაქველიძე (1988), ---------------- კახი ცხადაძე (1990-1991), გია ჯიშკარიანი (1991-1992) , (1992-1993), გიორგი ნემსაძე (1993-1994,2004)), მიხეილ ყაველაშვილი (1994), გოჩა ჯამარაული (1994-1995), ირაკლი ზოიძე (1995-1998,), მამუკა მაჭავარიანი (1995-97), ნუგზარ ლობჟანიძე (1997-98), რატი ალექსიძე (1998-2000), ლევან ცქიტიშვილი (1998-99), გივი დიდავა (1999-2000), თენგიზ სიჭინავა (2000-01), სოსო გრიშიკაშვილი (2000-01), გიორგი შაშიაშვილი (2001-2004),
ბოლო წლებში დინამომ ბევრი კაპიტანი გამოიცვალა, ამიტომ ზუსტ თარიღებს ვერ შემოგთავაზებთ

ლევან სილაგაძე, შოთა კაშია,სერგი ორბელაძე, დავით დიღმელაშვილი,დავით ოდიკაძე, ლევან ხმალაძე, გურამ კაშია (2009-2010),ალექსანდრე კოშკაძე (2010-2011)
user posted image

დინამოს ბომბარდირები:
ბომბარდირები : ბორის პაიჭაძე 1936 – 7; 1936 – 6;1937 – 8;1938 – 14;1939 – 19;1946 – 14;
გ.ჯეჯელავა და ბ.ბერეჟნოი 1940 – 13
გ.ანთაძე 1945 – 9
გ.ჯეჯელავა 1947 – 12;1948 – 11;
ა.ზაზროევი 1949 – 19
ავთანდილ ღოღობერიძე 1950 – 25;1951 – 16; 1953 – 14; 1954 – 10; 1955 – 9;
(დინამოს საუკეთესო ბომბარდირი სსრკ-ს ჩემპიონატში)

ა.ჭკუასელი 1952 – 7; 1956 – 11
ბ.ხასაია 1957 – 7
შოთა იამანიძე 1958 – 11;
ზაურ კალოევი 1959 – 16; 1960 – 20; 1961 – 14; 1962 – 12;
user posted image
დინამოს პირველი ბომბარდირი ბორის პაიჭაძე და ზაურ კალოევი
(დინამოს საუკეთსო ბომბარდირი სათასო შეხვედრებში (პაიჭაძე) და საუკეთესო საერთაშორისო შეხვედრებში (კალოევი) )

ვლადიმერ ბარქაია 1963 – 15; 1965 - 9
ილია დათუნაშვილი 1964 – 13; 1966 – 20
გივი ნოდია 1967 – 13; 1969 – 10; 1970 – 17; 1971 – 7; 1972 – 8; 1973 - 11
გ.გავაშელი 1968 – 22
მანუჩარ მაჩაიძე 1974 – 7
დავით ყიფიანი 1975 – 12; 1976 – 9 ; 1977 – 14;
რამაზ შენგელია 1978 – 15; 1980 – 17; 1981 – 23; 1982 – 16; 1983 – 11; 1984 – 9; 1985 – 6; 1987 – 9;
user posted image
რამაზ შენგელია, დინამოს ყველა დროის ბომბარდირი 170 გატანილი გოლით

რევაზ ჩელებაძე 1979 – 9; 1986 – 10;
გ. გურული 1988 – 9 ; 1990 - 23
კახი კაჭარავა 1989 -8; 1992 - 26
მიხეილ ყაველაშვილი 1991 – 12; 1994 – 28;
შოთა არველაძე 1993 – 18;
ალექსანდრე იაშვილი 1994 – 28; 1995 – 24; 1996 – 26 (26 გოლი 25 მატჩში),
user posted image
დინამოს საუკეთესო ბომბარდირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

გიორგი დემეტრაძე 1997 – 26
ლევან ხომერიკი 1998 – 23
მიხეილ აშვეთია 1999 – 26
რატი ალექსიძე 2000 – 12
რობერტ ზირაქიშვილი 2001 – 21
მიხეილ ბობოხიძე 2002 – 13
დარასელია 2003 – 15
ლადო ახალაია 2004 – 14
ლევან მელქაძე 2005 - 27
ჯაბა დვალი 2006 – 21
სანდრო იაშვილი 2007 – 20
მიხეილ ხუციშვილი, 2008 – 16
გიორგი მერებაშვილი,ილია სპასოევიჩი 2009 – 13
ჯორჯ აკირემი 2010 - 11

ყველა მწვრთნელი :
გ.ფაჩულია 1936,
ა.სოკოლოვი 1937-39,1950,1958, ,
მ.ბუტუსოვი 1939-40,
პ.ფილიპოვი 1941,
ა.ჟორდანია 1945-1947-1955, 1959-1961
მ.ბერძენიშვილი 1948,
მ.მინაევი 1949-50,
მ.იაკუშინი 1951-53, 1963-1964,75
ბ.პაიჭაძე 1952-54,
გ.ჯეჯელავა 1956-57,
ა.ღოღობერიძე 1961-1962,
გ.კაჩალინი 1964-65,71-72
ა.კოტრიკაძე 1966,73
ვ.სოლოვიოვი 1967-68
გ.ჩოხელი 1969-70,74
ნ.ახალკაცი 1976-86
user posted image
დ.ყიფიანი 1984-85,88-91,96-98
კ.ასათიანი 1987
გ.ზონინი 1987,88
რ.ძოძუაშვილი 1991-93;98
გივი ნოდია 1993-95,2002
მურთაზ ხურცილავა 1999
იოჰან ბოსკამპი 1999
ოთარ კორღალიძე 2000
ჯემალ ჩიმაკიძე 2000
რევაზ არველაძე 2001
გოჩა ტყებუჩავა 2001
ივო შუშაკი 2002,03,04
user posted image
გია გეგუჩაძე 2004,05
კახა ცხადაძე 2005
ა.ჩერნიშოვი 2006
დ.უჰრინი 2006-07
რ.ცობელი 2007-08
კახა კაჭრავა 2006,2008-2010


მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დამოუკიდებლად ჩატარდა დინამოელთა მიერ საზღვარგარეთ ჩატარებულ ტურნეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა...
გუნდი ზამთარ-ზაფხულ მოსამზადებელ ეტაპზე მართავდა ამხანაგურ შეხვედრებს, რომელთა უმრავლესობა ისტორიას არ შემორჩა, თუმცა იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი თუ მოვლენა...

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გამარჯვება თანამეგობრობის თასზე 2004 წელს...
დინამოელებმა ჯგუფში დაამარცხეს ყირგიზეთის ჩემპიონი ”ჟაშტიკი” 7-1, ყაზახური ”ირტიში” 5-3, ხოლო ლატვიის ”სკონტოსთან” ფრედ დავასრულეთ შეხვედრა 2-2

მეოთხედფინალში ბელარუსის გომელი 4-1 გავანადგურეთ, ხოლო ნახევარფინალში მოლდოვის ჩემპიონი დავამარცხეთ 2-1
ფინალი 25 იანვარს გაიმართა, სადაც ჩვენი მეტოქე კვლავ რიგის ”სკონტო” გახლდათ...
პირველი გოლი ლატვიელების ანგარიშზეა, თუმცა შემდეგ ვიტალი დარასელია, რატი ალექსიძემ და დავით კვირკველიამ ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს და საბოლოოდ 3-1 დინამოს სასარგებლოდ:
გვარამაძე - ახალაია, შაშიაშვილი, კანდელაკი - ბურდული, კვირკველია, გოგობერიშვილი, დარასელია, ანჩაბაძე - მელქაძე (ბობოხიძე), ალექსიძე
ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ვიტალი დარასელია უმცროსი გახდა...

გარდა ამისა სხვადსხვა წლებში იყო დასამახსოვრებელი ამხანგური შეხვედრები :
შახტარი დ.2-1 (1995); ალანია 3-3 (1996); ჰოფენჰაიმი 8-1 (1999); ბრონდბიუ 3-2 (2004), ბაზელი 1-0 (2004); სპარტაკი მ. 2-1 (2005); ლიბერეცი 1-0 (2008);





This post has been edited by acdachi on 15 Jan 2017, 18:22

მიმაგრებული სურათი
user.gif
acdachi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 50660
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:23  #49709161      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თბილისის დინამო ევროთასებზე

ინტერტოტო:

სტანდარტი 2-2, 1-1, გოგოლაძ,ზირაქიშვილი - ზირაქიშვილი
კილიკია 3-0 5-1, როდრიგო ტორნინი,დვალი 2,ხუციშვილი, ბობოხიძე,გრიგალაშვილი, გიგაური, იაშვილი
რიდი 0-1 1-3, გრიგალაშვილი


თასების თასი:

კარდიფ სიტი 3-0, 0-1, გუცაევი,ყიფიანი,ფ.კანთელაძე
მტკ ბედაპეშტი 1-4, 0-1, მ.მაჩაიძე
კასტორია 2-0 0-0 შენგელია, გუცაევი
უოტფორდი 4-0 1-0 დარასელია 2,ჩივაძე,ჭილაია-შენგელია
ვესტ ჰემი 0-1 4-,1 ჩივაძე,გუცაევი,შენგელია 2
ვესტ ჰემი 1-4 დინამო

ფეინოორდი 3-0 0-2 სულაქველიძე 2,გუცაევი
დინამო 3-0 ფეინოორდი

კარლ ცეისი 2 1 გუცაევი, დარასელია
თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 1)

თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 2)

თასების მფლობელთა თასი (ნაწილი 3)


გრაცერი 2-0 2-2, ჟვანია,შენგელია-შენგელია 2
ბასტია 3-1, 1-1, შენგელია 2,სულაქველიძე - გუცაევი
ლეგია 1-0 1-0 შენგელია - სულაქველიძე
სტანდარტი 0-1 0-1


უეფას თასი (ევროპის ლიგა) :

1972 ტვენტე 3-2, 0-2 გ.ნოდია, ყიფიანი 2
1973 ტოტენჰემი 1-1, 1-5, კ.ასათიანი, ზ.ებრალიძე
1977 ინტერი 0-0 1-0 ყიფიანი
ინტერი 0-1 დინამო


კოპენჰაგენი 2-1, 4-1, ჩელე 2 - ჩივაძე,ყიფიანი,ჩელე,შენგელია
გრაასჰოპერსი 1-0, 0-4 შენგელია
1978 ნაპოლი 2-0 1-1, ყიფიანი, შენგელია - დარასელია
ჰერტა 1-0 0-2 შენგელია
1982-1983 ნაპოლი 2-1, 0-1 შენგელია,ხიზანიშვილი
1987 ლოკომოტივი ს 3-0 1-3, სულაქველიძე,გურული,ჩივაძე - შენგელია
ვიქტორია ბ 0-0 2-1, ჭედია, შენგელია
ვერდერი 1-1, 1-2, სულაქველიძე - შენგელია
დინამო 1-0 ვერდერი

1994-1995 უნივერსიტატია წინასწ 2-0 2-1, ყაველაშვილი,ქინქლაძე - ქინქლაძე,შ.არველაძე
ინსბურკი 1/32, 1-0, 1-5, რ.არველაძე - შ.არვე;აძე
1995-1996 ბოტევი (ბულ) წინასწ 0-1 0-1
1996-1997 გრევენმახერი წინასწ 4-0 2-2, იაშვილი 2,გოგიჩაიშვილი , დემე - კიკნაძე, კერძევაძე
მიოლდე წინასწ 2-1, 0-0 გოგიჩაიშვილი, იაშვილი
ტორპედო მ 1/32, 1-0 1-1, ჯამარაული - ჯამარაული
ტორპედო (მოსკოვი) 0-1 დინამო

დინამო 1-1 ტორპედო (მოსკოვი)


ბოავიშტა 1/16, 1-0 0-5 გოგიჩაიშვილი, იაშვილი
დინამო 1-0 ბოავიშტა

2001-2002 ბატე 2-1, 0-4 დარასელია, მიკუჩაძე
2002-03 ტვმკ 4-1, 1-0, კარლოსი, დარასელია, შაშიაშვილი 2 - ახალაია
ლიბერეცი 0-1 2-3, დარასელია, ანჩაბაძე
2004-2005 ბატე 1-0 3-2, კვირკველია - კაკალაძე,გონჩაროვი,რომერო
სლავია 2-0 1-3, მელქაძე, კანკავა - მელქაძე
ვისლა 2-1, 3-4, ნემსაძე,კაკალაძე - კანკავა,ალადაშვილი,კვირკველია
სოშო ჯგ 0-2
ნიუკასლი ჯგ 0-2
სპორტინგი ჯგ 0-4
პანიონისი ჯგ 2-5, კაკალაძე, ახალაია
2007-2008 ვადუცი 2-0 0-0 აკირემი, მერებაშვილი
რაპიდი 0-3 0-5
2009-2010 მეტალურგსი 3-1, 1-2, მერებაშვილი 2,გ.კაშია - ხმალაძე
ცრვენა ზვეზდა 2-0 2-5, მერებაშვილი, ხმალაძე - ვაწაძე, ს.კ-ში
2010-2011 ფლორა 2-1, 0-0 კახელიშვილი, ხმალაძე
გეფლე 2-1, 2-1, ვაწაძე,ხმალაძე - ვაწაძე,ფირცხალავა
შტურმი 1-1, 0-2 რობერტინიო


ჩემპიონთა თასი (ლიგა):

1979 ლივერპული 3-0 1-2, გუცაევი,შენგელია,ჩივაძე-ჩივაძე
დინამო 3-0 ლივერპული

ჰამბურგი 2-3, 1-3, გუცაევი,ყიფიანი-ყიფიანი
1993-94 ლინდფილდი 2-1, 1-1, შ.არველაძე, ინალიშვილი - შ.არველაძე
1997-1998 ბელფასტი 5-1, 3-1, კიკნაძე,გოგიჩა,მუმუ - იაშკა 2,მუმუ 2, ხომერიკი
ლევერკუზენი 1-6, 1-0 იაშვილი - მუჯირი
1998-1999 ვლაჟნია 1-0 (3-0) 1-3, ხომერიკი - აშვეთია
ბილბაო 2-1, 0-1 ხომერიკი, ცქიტიშვილი
1999-2000 ზიმბრუ 2-1, 0-2 წიტაიშვილი, ხომერიკი
2003-2004 ტირანა 3-0 0-3 (2-4პ) ანჩაბაძე,დარასელია,გოგობერიშვილი
2005-2006 ლევადია 2-0, 0-1 მელქაძე, ორბელაძე
2008-2009 რუნავიკ 3-0 0-1 გ.კაშია, ოდიკაძე, გველესიანი
პანათინაიკოსი 0-0 0-3


user posted image



მოკლედ 2011-დან არ გაღიარებთ
ფიფია ### ხარ


მიმაგრებული სურათი
user.gif
GLADIATORI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 834
წევრი No.: 118776
რეგისტრ.: 24-July 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:28  #49709199      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფიფია ### ხარ


ყველაზე სამარცხვინო პერიოდი გუნდის არსებობის განმავლობაში

########თ მენეჯმენტი
DinamoTbilisi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1682
წევრი No.: 205298
რეგისტრ.: 20-July 15

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 18:54  #49709381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ეს თასიც რო ვერ მოვიგეთ biggrin.gif
მო####### განვითარება


--------------------
#წერე ქართულად
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18186
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:02  #49709430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მოკლედ 2011-დან არ გაღიარებთ
ფიფია ### ხარ



--------------------
ოღონდაც,პლეხანოველი მოგელა ამას დიდად ვერ ხედავდა,ჩასჩერებოდა ქვაფენილს და უქუდან თავამოყოფილ ბალახს და ფიქრობდა,ნახე როგორ დავიყვირე,ამის დედას ######ო.@
მე, როგორც ყოველთვის, რომელიღაც სამიკიტნოდან მოვდიოდი,
ღამენათევი და გალეშილი, უწესო და უსაქციელო.@
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3994
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:04  #49709449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
მოკლედ 2011-დან არ გაღიარებთ
ფიფია ### ხარ

QUOTE
########თ მენეჯმენტი

QUOTE
მო####### განვითარება

+1


--------------------
ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ, და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი [წმ. მოციქული პავლე]
-------------------
-------------------
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> დინამო თბილისი
Alix
Fictional Character


********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 39645
წევრი No.: 131210
რეგისტრ.: 12-May 11

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:07  #49709483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ნეტავ მართლა ეგ პერიოდი ყოფილიყო ახლა user.gif


--------------------
ნათელია, რომ იუვეს ყველანირი ხერხით აგრძნობინებენ, რომ იტალიაში მეგობრები არ გააჩნია.. © Andro_forza juve
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22298
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:14  #49709553      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასე უიმედოდ არასდროს ვყოფილვარ განწყობილი. rolleyes.gif


--------------------
უნდა იზრუნოს თუ არა ქართულმა სახელმწიფომ ქართველური ენების შენარჩუნებაზე?
https://forum.ge/?f=29&showtopic=34816232&st=0

მეგრულის შესწავლის მსურველთათვის
http://forum.ge/?showtopic=34658284
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18186
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:36  #49709765      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოკაია მაინც გვყავდეს
რამეს დაუშლიდნენ,გაიბუტობეოდა გუნდს დაშლიდა
ასეთი დინამოს ყოლას,სუ არ გვყავდეს ხო ჯობია
ვიქნებოდი მერ ეუბნის პონტში საბურთალოს ფანი facepalm.gif
sergi_dinamo
Gladiator


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8928
წევრი No.: 114890
რეგისტრ.: 1-May 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 19:47  #49709843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეეე რატოღა გახსენი თემა
დედის ტყვნააა


--------------------
იმ დღეს მომასწრო, რომ ევროპაზე, ქართულ გუნდის კოზირი სისწრაფე იყოს ვინმესთან და მერე, შვილს ლუჩ-ენერგიაში გავუშვებ (C) George:)


1X.shedis.saxinkleshi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 393
წევრი No.: 228034
რეგისტრ.: 15-January 17

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 20:44  #49710271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფიფია ### ხარ






QUOTE
როგორი ვიდეოც არ უნდა გააკეთო ჯაბა დვალი იქ ისეთი ვერ გამოჩნდება სუარეს რომ აჯობოს

lol.gif
Junior2tudebi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 829
წევრი No.: 227207
რეგისტრ.: 20-December 16

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 22:11  #49711069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პაპუნაშვილს ისეთი რეგრესიაქ მინიზეც ვეღარ ყომარობს
რა გაუკეთეს ეგეთი გერმანიაში no.gif
George Best :)
არ გავიქცევი,თქვე ბოზებო


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18186
წევრი No.: 125288
რეგისტრ.: 27-December 10

გამოგზავნილია: 15 Jan 2017, 22:31  #49711290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ფორმაციის დინამოს დედის #####ი #####ან
ყველა ###ზე მკიდია,ვინც მოვა წავა
იძნხ ქნან
იმედია 1X-ს ფეხს მოაჭრიან,ფიფიას ###ს
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (193) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 1.7943 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]