Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ﴾﴾﴾ აფიშა ﴿﴿﴿


Posted by: ცინიკოსი 23 Nov 2008, 22:17
თემის არსი: გასაგებია სათაურიდან

დასაბუთება აპინვისთვის: საჭიროა ჩმა yes.gif
ღონისძიებათა უმრავლესობა ზედმეტად 'ჩაკეტილია', ხშირად - ძალაუნებურად, ჭირს ინფორმაციის გავრცელება. ინტერნეტი კი ამის საუკეთესო საშუალებაა.
ალბათ არა ერთი შემთხვევის გახსენებას შეძლებთ, როდესაც ამა თუ იმ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პოსტ-ფაქტუმ მიიღეთ
ასე რომ...

ინფორმაცია: დაიდება [ხოლმე]

ღმერთს ებარებოდეთ!
* * *
QUOTE
ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში 2008 წლის 27 ნოემბერს, 18:30 საათზე, გერმანიის განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი, ანტიე კესტნერი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:“საგარეო პოლიტიკის გამოყენებითი ანალიზი – გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის საგარეო პოლიტიკაში”. სამუშაო ენა – ინგლისური. დასწრება თავისუფალია. მდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჭავჭავაძის გამზირი N3 II კორპუსი ოთახი 505

http://www.tsu.ge/

Posted by: ცინიკოსი 13 Dec 2008, 04:44
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი პალ ტამაში 16-20 დეკემბერს წაიკითხავს ლექციებს სტუდენტებისათვის თემებზე:

1. ტრანზიციის პრობლემები პოსტ-სოციალისტურ სივრცეში (კულტურული მიდგომა);
2. იდენტობის პრობლემები ტრანზიციის პერიოდში;
3. თაობათა ურთიერთობის პრობლემა ტრანზიციის პერიოდში;
თსუ, II კორპუსი, ოთახი #144, 10 სთ.


user posted image

Posted by: ფარსმანი 13 Dec 2008, 11:49
ავპინავsmile.gif

სასარგებლო თემაა
---------------

Posted by: ცინიკოსი 13 Dec 2008, 23:00
გმადლობთ ჩემო ბატონო

აქვე
გაეცანით ტამაშის ჰაზრებს
საინტერესო უნდა იყოს
http://www.eizvestia.com/thematical/full/35730

http://www.expert.ru/printissues/ukraine/2008/25/interview_serialy/

Posted by: Al Fayed 14 Dec 2008, 13:46
QUOTE
1. ტრანზიციის პრობლემები პოსტ-სოციალისტურ სივრცეში (კულტურული მიდგომა);
2. იდენტობის პრობლემები ტრანზიციის პერიოდში;
3. თაობათა ურთიერთობის პრობლემა ტრანზიციის პერიოდში;

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif



და ტრანზიცია რა არის? spy.gif

Posted by: Lo Janko 16 Jan 2009, 01:30
QUOTE
«Любой проект построения национального государства в XXI ст. обречен на провал»

ცინიკოს ამაში შეიძლება დაეთანხმო პატივცემულ პალ ტამაშს, მონოეთნიკური სახელმწიფოები წარსულშიც სანთლით საძებნი იყო და ახლა მითუმეტეს (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეგზოტიკურ ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც)

QUOTE
Глобализация приходит через сериалы

რაც შეეხება გლობალიზაციას, მე მგონი სრეიალების როლი გადაჭარბებულია

Posted by: X_xuliganka_X 9 Feb 2009, 00:38
არავინ იცის რაიმე ახალი ღონისძიების ან კონფერენციის შესახებ? თუნდაც ლიტერატურული საღამოებზე tom.gif

Posted by: giganti 5 Mar 2009, 12:32
არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია "საქართველოს ლიბერალური ახალგაზრდობა" (LYG) ახალგაზრდა რესპუბლიკელების მხარდაჭერითახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს "დემოკრატიის სკოლა 2009"
კურსის თემატიკა

- ლევან ბერძენიშვილი - დემოკრატია ანტიკურ ხანაში
- დავით ზურაბიშვილი - დემოკრატიაზე გავრცელებული ცრუ რწმენა
- ფრიდონ საყვარელიძე - თავისუფლება
- თინათინ ხიდაშელი - დემოკრატიის ინსტრუმენტები
- ლუკა წულაძე - განთავისუფლების თეორია
- გურამ ბერიშვილი - დემოკრატიული ორგანიზაციების სტრუქტურა

კურსის ხანგძლივობა 15 აკადემიური საათი.
პროექტის ხანგძლივობა 5 მარტიდან - 29 მარტის ჩათვლით.
სემინარები გაიმართება შაბათ კვირა დღეს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - ამაწლის 5 მარტი.
პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ განცხადების ფორმა ან დაგვიკავშირდით.

მისამართი: ახალგაზრდა რესპუბლიკელები
ქ.თბილისი ჯამბულის 4 (რუსთაველის თეატრის უკან)

ოფისის ტელ: (822) 50 94 64

young@republicans.ge
www.yrg.ge

Posted by: tyemala123 5 Mar 2009, 13:40
პირველად საქართველოში რედ ბული ატარებს თავის გლობალურ პროექტს რედ ბულლ პაპერ წინგს , სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობის მიღება, ამისათვის საჭიროა: დარეგისტრირდეთ საიტზე http://www.redbullpaperwings.com/?cmd=cmdCountry&iId=576&iCountryId=63 ( რაც ძალიან ადვილია ). აი მოგებისტვის კი მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ამისათვის თქვენ უნდა იქონიოთ ქაღალდის ფურცელი ა4-ის ფორმატი, რისგანაც შემდეგ გააკეთებთ თვითმფრინავებს, საჭიროა მდიდარი ფანტაზია და ძლიერი და მოქნილი ხელები.
შეჯიბრება გაიმართება სტუდენტებს შორის 15 მარტს ვერის პარკის კალათბურთის დარბაზში.
შეჯიბრებაში არის 3 ნომინაცია 1: ყველაზე შორს გაფრენილი თვითმფრინავი, 2: ყველაზე ხანგრძლივი დრო ჰაერში, და მე-3 ყველაზე ორიგინალური ფრენისათვის.
ამ ნომინაციებსჰი გამარჯვებულევი გაემართებიან ავსტრიაში- ზალცბურგში, სადაც შეერკინება გამარჯვებულებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ საიტი www.redbullpaperwings.com იქ ნაჩვენებია გასული წლების გამარჯვებულები

Posted by: John Smith 18 Apr 2009, 11:43
მომაწოდეთ ინფორმაცია, თუ არ შეწუხდებით, საქართველოში და საზღვარგარეთ დაგეგმილი კონფერენციების და სემინარების შესახებ, რომელთა თემაც არის: 'politics - International Relations', წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: Human Rights 22 Apr 2009, 16:19
user posted image

Posted by: Misha_2007 24 Apr 2009, 15:26
2009 წლის მაისში ივანე ჯავახიოშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გამართება პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტ-სტუდენტთა ერთობლივი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია “ქრისტიანობა და სახელმწიფოებრიობა”. ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადაა 30 აპრილი. ნაშრომები წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით (მოცულობა 5-6 გვერდი, შრიფტი 12, ინტერვალი 1,5) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელ ფოსტაზე christian.researches@yahoo.com ან მომწერეთ PM-ში

Posted by: ninichka1 1 Jun 2009, 15:37
აქ მონაწილეობს ვინმე?
.................................
ქართულად ვერ ვაკოპირებ user.gif

arasamTavrobo organizacia `axalgazrduli alternativa~
fridrix ebertis fondis mxardaWeriT axorcielebs proeqts
`socialuri uflebebi studentebisaTvis~. proeqtis
farglebSi mrgval magidebTan erTad dagegmilia
eseebis konkursi studentebs Soris
Temaze: rogor mesmis socialuri uflebebi.
saukeTeso eseebis wardgena moxdeba proeqtis daskvniT
konferenciaze, sadac gamarjvebuli studentebi
dajildovdebian da damswre sazogadoebas warudgenen
sakuTar naSroms.
1. adgili – 400
2. adgili– 250
3. adgili – 200
samive naSromi daibeWdeba Semajamebel brosuraSi.

Posted by: ეგრი 1 Jun 2009, 16:09
არასამთავრობო ორგანიზაცია `ახალგაზრდული ალტერნატივა~
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს
`სოციალური უფლებები სტუდენტებისათვის~. პროექტის
ფარგლებში მრგვალ მაგიდებთან ერთად დაგეგმილია
ესეების კონკურსი სტუდენტებს შორის
თემაზე: როგორ მესმის სოციალური უფლებები.
საუკეთესო ესეების წარდგენა მოხდება პროექტის დასკვნით
კონფერენციაზე, სადაც გამარჯვებული სტუდენტები
დაჯილდოვდებიან და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ
საკუთარ ნაშრომს.
1. ადგილი – 400
2. ადგილი– 250
3. ადგილი – 200
სამივე ნაშრომი დაიბეჭდება შემაჯამებელ ბროსურაში.

Posted by: _T_U_R_A_ 22 Jun 2009, 21:55
2009 წლის 24 ივნის 11:30 სთ - ზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივ) კორპუსში 2 სართულზე, 206 აუდიტორიაში, ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელსაც აიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია, თემაზე "ტაო-კლარჯეთის ძეგლები"

საჯარო ლექცია ტარდება სტუდენტური ორგანიზაცია ა.ი.პ "business group" -ის ეგიდით, რომელსიც წარმოადგენს CSB, GAU და ESM-ის სტუდენტთა გაერთიანებას.

დასრების მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ კოსტავას 77 -ში (სააკაის მოედანი),
თქვენ უფასოდ მოგემსახურებათ "business group" -ის მიერ დაქირავებული ავტობუსი

დამატებითი ინფორმაცისთვის მომწერეთ PM ან business_group@csb.ge

user posted image

Posted by: Tuzbibir 7 Oct 2009, 20:51
ინფორმაცია მათთვის ვისაც სურს აშშ-ში სწავლის გაგრძელება!

სკოლის მოსწავლეებო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებო, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებო!

9 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საინფორმაციო საგანმანათლებლო ცენტრ "კვალთან" და საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად აწყობს მეშვიდე ყოველწლიურ აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენას. გამოფენა გაიმართება "ექსპო ჯორჯიაში", #11 პავილიონში, (წერეთლის გამზირი 118), 10:00დან 18:00 სათამდე.

წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, გაიმართება სემინარები აშშ-ს უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად სწავლის გაგრძელების შესაძლებობის, სასტიპენდიო პროგრამების და აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ.

გამოფენის მსვლელობისას მოხდება აშშ-ს სტანდარტულ ტესტებში (iBT TOEFL, SAT, GRE, GMAT) მოსამზადებელი 20 სახელმძღვანელოს გათამაშება.

გამოფენა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის, გთხოვთ მობრძანდეთ!

Posted by: აღასპერი 8 Nov 2009, 19:03
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ bis.gif

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის პირველი სამეცნიერო კონფერენცია - კვირეული

თარიღი: 24-25-26-27 ნოემბერი, 2009 წ.

კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა", თბილისი.



პირველი დღე – „რეაბილიტაცია ჯანდაცვაში“

ბლოკი I

თსსუ-ის სრული პროფესორი ნიკოლოზ სააკაშვილი - „საქართველოში კურორტოლოგიის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“
პროფესორი ირინე ზარნაძე - „რეაბილიტაცია მედიცინაში“

პროფესორი რუსუდან ქარსელაძე - „ადრეული ინტერვენცია, უნარშეზღუდულობის პრევენცია“
ბლოკი II

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ PR მენეჯერი რატი იონათანიშვილი და PR ოფიცერი ნიკოლოზ დოინჯაშვილი - „ინვალიდობის თანამედროვე და ტრადიციული მიდგომები“, ლექცია, დებატები.

„როგორ ინგრევა კედელი“ - ფილმის ჩვენება.

მეორე დღე – „ღეროვანი უჯრედები - მომავლის მედიცინა

წარმოდგენნილი იქნება ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკის, ჭიპლარის სისხლის ბანკ „ჯეოქორდი“-ს ხელმძღვანელის, გიორგი ლოლაძის და მისი მეცნიერთა გუნდის ლექცია-სემინარებით. გამიზნული - მომავალი მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის და პრესისთვის.

გიორგი ლოლაძე - „ღეროვანი უჯრედების ბიოლოგია, დამუშავების და შესწავლის ზოგადი პრინციპები“

გოჩა შათირიშვილი - „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები“

ხათუნა დუნდუა - „ღეროვანი უჯრედების გამოყენების რამდენიმე კლინიკური შემთხვევა“

მესამე დღე – სიმპოზიუმი „სიახლეები და აქტუალური საკითხები მედიცინაში“

პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი - „ახალი მიკროჰიბრიდული კომპოზიტი კბილთა რესტავრაციაში“

პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი - „ყბა-სახის სიმსივნეების მკურნალობა, მოლოდინი და შედეგები“

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი ივა კუზანოვი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე კუზანოვი - „თანამედროვე მეთოდები რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კახაბერ მაზმიშვილი - „უახლესი მიღწევები კბილის იმპლანტაციის სფეროში“

მეოთხე (დასკვნითი) დღე – მრავალპროფილიანი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

წარდგენილი იქნება კვლევითი და რეფერატურული ნაშრომები საქართველოს ყველა კუთხიდან. იქნება ჟიური, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, კონფერენციის ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

Posted by: აღასპერი 18 Nov 2009, 02:06
განახლდა yes.gif


24 ნოემბერი
რეაბილიტაციის თანამედროვე ასპექტები ჯანდაცვაში
I ბლოკი
12:00 - 13:00 რეგისტრაცია
13:00 -13:35 პროფ. ნიკოლოზ სააკაშვილი - „საქართველოში კურორტოლოგიის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“
13:35-14:15 პროფ. ირინე ზარნაძე - „რეაბილიტაცია მედიცინაში“
14:15-14:30 ჩოფფეე Bრეაკ
14:30-15:00 პროფ. რუსუდან ქარსელაძე - „ადრეული ინტერვენცია, უნარშეზღუდულობის პრევენცია“
15:00-15:10 coffee break
II ბლოკი
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“:
15:10-15:40 რატი იონათამიშვილი და ნიკოლოზ დოინჯაშვილი - „ინვალიდობის თანამედროვე და ტრადიციული მიდგომები“, ლექცია, დებატები.
15:40 – 16:10 „როგორ ინგრევა კედელი“ - ფილმის ჩვენება.
16:10 - ლანჩი


25 ნოემბერი
ღეროვანი უჯრედები - მომავლის მედიცინა

12:00 – 13:00 რეგისტრაცია
თსსუ-ის ღეროვანი უჯრედების და ქსოვილოვანი ინჟინერიის ქართულ-ამერიკული ლაბორატორია:
13:00 – 13:45 პროფ. ზურაბ კაკაბაძე - „უჯრედული თერაპია და ქსოვილოვანი ინჟინერია"
ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდი” გიორგი ლოლაძის ხელმძღვანელობით:
13:50 – 14:35 გოჩა შათირიშვილი - „ღეროვანი უჯრედები და მათი გამოყენების პერსპექტივები“
14:35 – 14:50 coffee break
14:50-15:45 ხათუნა დუნდუა - „ღეროვანი უჯრედების გამოყენების რამდენიმე კლინიკური შემთხვევა“
15:45–16:00 კითხვა-პასუხი
16:00 ლანჩი


26 ნოემბერი -სიმპოზიუმი
სიახლეები და აქტუალური საკითხები მედიცინაში
12:00–13:00 რეგისტრაცია
13:00–13:45 პროფ. გია გვარამია – “ახალი ტექნოლოგიები ესთეტიკურ მედიცინაში”
13:45-14:30 – პროფ. ქეთევან გოგილაშვილი – “ კბილთა რესტავრაციის თანამედროვე ასპექტები”
14:30-14:45 coffee break
14:45-15:30 დეა ყოლბაია – “ვარსკვლავური მტვრიდან სულის ანატომიამდე”
15:30-16:00 პროფ. კონსტანტინე მარდალეიშვილი – “ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეები”
16:00-16:10 coffee break
16:10 – 16:40 მ.მ.დ. კახაბერ მაზმიშვილი – “უახლესი მიღწევები კბილის იმპლანტოლოგიაში”
16:40-17:25 პროფ. ივა კუზანოვი და მ.მ.დ. ალექსანდრე კუზანოვი – “თანამედროვე მეთოდები რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში”
17:25 ლანჩი

27 ნოემბერი
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
მნიშვნელოვანი ასპექტები სტომატოლოგიაში

12:00-13:00 რეგისტრაცია

13:00-13:10 გვანცა ტაბაღუა (თსუ, Vკ) - “კარიესული ღრუების თანამედროვე კლასიფიკაცია FDI-ს სტანდარტებით”
თემის ხელმძღვანელი : პროფ. მამუკა მარგველაშვილი

13:10-13:20 მარიამ სიჭინავა (თსსუ Vკ.) - “იატროგენია სტომატოლოგიაში”
თემის ხელმძღვანელი: მ.მ.დ. სოფო სამხარაძე

13:20-13:30 თამარ ღანიშაშვილი და ეკა მაჭავარიანი (ალმა მატერი, IVკ) –“ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ღეროვანი უჯრედების გამოყენება”
თემის ხელმძრვანელი: მ.მ.დ. ნინო თხილავა და მ.მ.დ ეკა ჩხარტიშვილი

13:30-13:40 ნინო ცინცაძე (თსუ,Vკ) – კბილების ტრავმული დაზიანებები ბავშვთა ასაკში, კურნალობის მნიშვნელობა, პრინციპები და მეთოდები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. მანანა კალანდაძე

13:40-13:55 coffee break

13:55-14:05 მარი ჩიხრაძე და მარინე ქირიკაშვილი (ალმა მატერი, IVკ) - “ყბა-სახის ქირურგიაში იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდები’”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე და მ.მ.დ. ნინო თხილავა

14:05-15:15 მარიამ ლომაია (მ.მ.ს.ი IIIკ) – “ღეროვანი უჯრედები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. ხათუნა ტვილდიანი

15:15-15:25 ნათია ანესაშვილი და ილონა ბიტაროვა (ალმა მატერი, IVკ) - “იმუნოდეფიციტის დროს ღეროვანი უჯრედების გამოყენება სტომატოლოგიაში”
თემის ხელმძრვანელი: მ.მ.დ. თამთა გიორგაძე და მ.მ.დ. ნინო თხილავა

15:25-15:35 ანა ბოკუჩავა (ალმა მატერი, IIIკ) – “ენის სიმსივნეები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე

15:35-15:45 ლია გასანოვა (ალმა მატერი, IIIკ) “ყბა-სახის ავთვისებიანი სიმსივნეები”
თემის ხელმძღვანელი: პროფ. დინარა კასრაძე

16:00 დახურვის ცერემონიალი

Posted by: geovip 26 Nov 2009, 11:15
აღასპერი
ძალიან საინტერესო კონფერენციაა. რაც მთავარია განიხილება ყველაზე თანამედროვე და საჭირბოროტო საკითხები სამედიცინო სფეროში.
ყველას, ვინც მუშაობს ან სწავლობს ამ მიმართულებით ვურჩევ დაესწროს და გაეცნოს ამ მნიშვნელოვან საკითხებს.

Posted by: chanichano 11 Dec 2009, 04:53
user posted image

http://planeta.ge/index.php?s=&showtopic=13144&view=findpost&p=132426

Posted by: dima1991 22 Feb 2010, 19:27
საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა ( ფაკულტეტი)

მოსწავლეთა I რესპუბლიკური ოლიმპიადა

თბილისი, 1 მარტი 2010 წ.

პირველად განათლების ისტორიაში “საქართველოს უნივერსიტეტის” ატარებს მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადას

ოლიმპიადის მიზანია ერთის მხრივ, აბიტურიენტს მიეცეს საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და მოიპოვოს საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება; მეორეს მხრივ, გააღრმავოს განათლების სისტემის რეფორმით გათვალისწინებული ახალი ურთიერთობები სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, გაზარდოს მოზარდის ჩართულობა საკუთარი მომავლი განათლების დაგეგმაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში.
ოლიმპიადამ უნდა წარმოაჩინოს მოზარდთა ნაწილი, რომელიც გამოირჩევა ნოვატორული იდეებით, , ახლებური ხედვით და გახდება საქართველოს უნივერსიტეტის ღირსეული სტუდენტი.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს გადაეცემათ:


I ადგილი
უფასოდ სწავლის საშუალება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე,
უსასყიდლოდ ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

II ადგილი
ნახევარ ფასად სწავლის საშუალება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე,
ნახევარ ფასად ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

III ადგილი
სწავლის საფასურის 10%-იანი ფასდაკლება საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე
ნახევარ ფასად ოთხი წლის განმავლობაში სასწავლო სახელმძღვანელოები

ოლიმპიადაში გამორჩეული მონაწილე აბიტურიენტები დაჯილდოვდებიან საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლის ნებისმიერ სპეციალობაზე სწავლის საფასურის 5%-იანი ფასდაკლებით

ოლიმპიადაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია: მე – 12 კლასის მოსწავლეებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ წინასწარი განაცხადის ფორმა. გამოაგზავნონ ქვემოდ მოცემულ ელ. ფოსტაზე ან მოიტანონ ჩვენთან უნივერსიტეტში.

განრიგი:
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 28 თებერვალი
ოლიმპიადა - 1 მარტი 11 სთ.
გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება 7 მარტი 13 : 00 სთ




საკონტაქტო პირი: ნათია ღლონტი
მისამართი: თბილისი, კოსტავას 77ა,
ტელ: 24 11 44
მობ: 877 44 77 81
ელ.ფოსტა: n.glonti@ug.edu.ge[B][/B]

Posted by: აღასპერი 8 Apr 2010, 23:14
2010 წლის 10 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ დეა ყოლბაიას პროექტს "სქესის ევოლუცია - ბიომოლეკულური და ფსიქოსოციალური ასპექტები"

პროგრამა:
13:30 - 14:00 რეგისტრაცია
14:00 - 15:00 სუნთქვიდან სქესამდე
15:00 - 15:15 შესვენება
15:15 - 16:15 ფსიქეა და ამური, ანუ სულიერება და სექსუალურობა
ბიოქიმია და ფსიქოანალიზი
16:15 - 16:30 შესვენება
16:30 - 17:30 რწმენის ბიოლოგია: სულის სამი "ტაძარი"
რელიგიური ცნობიერება: კულტი და კულტურა
სამოთხის და ჯოჯოხეთის მიღმა...

განსახილველი საკითხები:

● სქესის შუალედური ფორმები - ციკლურობა და პოლარობა
● Y ქრომოსომა ქრება? როგორ გაჩნდა Y ქრომოსომა და რას უქადის სქესის ევოლუცია
● ადამის პირველი ცოლი - მატრიარქატი და ქალთა ემანსიპაცია
● როცა სქესი არ იყო...
● სქესთა მიმოცვლა, ანუ სქესის ქრომოსომული ინვერსია
● ფსიქეა, ამური, სული და სულიერება
● ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი და ადამიანი, რომელმაც შექმნა ღმერთი
● კულტი, კულტურა და ეროვნების არარსებული გენები

მომხსენებელი: ექიმი დეა ყოლბაია

გაიცემა სერტიფიკატი
დასწრება თავისუფალია

http://www.radix.ge/

Posted by: ERIADOR 14 Apr 2010, 12:56
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2010 წლის 7 მაისს ატარებს მესამე სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: ”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.

სათაური:”აღმოსავლეთის პარტნიორობის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები”.
ორგანიზატორი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თარიღი: 2010 წლის 7 მაისი
ჩატარების ადგილი: ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 505
ჩატარების დრო: 10:00 - 14:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

გთხოვთ, კონფერენციისათვის წარმოდგენილ მასალაში მიუთითოთ:

• მომხსენებლის სახელი, გვარი
• უმაღლესი სასწავლებელი, ფაკულტეტი, კურსი
• დეკანის/ლექტორის რეკომენდაცია
• ტელეფონის ნომერი
• ელ-ფოსტა
• მოხსენების სათაური
• რეზიუმე (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ქართულად ან ინგლისურად),
მოხსენების სრული ტექსტი (6-8 გვედი, A4, ცადNუსხ 12, სტრიქონებს
შორის მანძილი – 1.0)
• მოხსენების ხანგრძლივობა (20-30 წუთი)
• მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

გთხოვთ, მოხსენება, წარმოდგენილი ქართულად ან ინგლისურად, გაგზავნოთ როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი) შემდეგ მისამართზე: დირეცტორ.ცეს@ტსუ.გე არაუგვიანეს 2010 წლის 20 აპრილისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. პირველი სამი საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანგებო დიპლომებით.

ავტორებს შედეგების შესახებ ეცნობებათ არა უგვიანეს 2010 წლის 30 აპრილისა.
სურვილისამებრ, მოხსენებისათვის საჭირო მასალა (სლაიდები, აუდიტორიისათვის დასარიგებელი მასალა და ა.შ.) შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულად ან ინგლისურად.
პრეამბულა
საქართველოს საზოგადოება სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიზანს _ საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან. ერთის მხრივ, საქარ¬თვე¬ლოს ისტორიული სწრაფვა ევროპისკენ და მეორეს მხრივ, ინტენსიური თანამშრომლობის პოლიტი¬კა, რომელიც ევროკავ¬შირმა საქართველოს შესთავაზა და რომელმაც ასახვა ჰპოვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმაში და ამჟამად უკვე აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ნათელი გამოხატულებაა.
ევროპული კვლევების ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლის 9 ივლისს ევროკომისიის პროექტის ფარგლებში. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოს საზოგადოებაში ევროპის შესახებ ცოდნის გავრცელება; ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებას და ევროპელ კოლეგებთან ერთად განხორციელებულ კვლევებსა და პროექტებში მის ინტეგრირებას.
კონფერენციის მიზანი
საქართველოს საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების, ნორმების, სახელმწიფო და საჯარო მართვის პრინციპების დამკვიდრება; ევროპის ისტორიის, ინსტიტუტების, ეკონომიკის, პოლიტიკის, სოციალური დაცულობის ქსელის და ა.შ. შესახებ ცოდნის გავრცელება.

კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას, რომლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა დამტკიცდეს 2009 წლის აპრილში. სახელდობრ, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოქმედებითად გაანალიზონ საქართველოსთვის შექმნილი პერსპექტივები ხელმისაწვდომ მასალაზე დაყრდნობით. წარმოდგენილ მოხსენებებში ასახული უნდა იყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის შემდეგი საკითხები:
• აღმოსავლეთის პარტნიორობით გათვალისწინებული ასოცირებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის “ღრმა და ყოვლისმომცველი” შეთანხმების დადებას, იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) წევრია;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი პარტნიორი ქვეყნების სტიმულირება, რათა ერთმანეთს შორის შექმნან თავისუფალი ვაჭრობის ქსელები, რომლებსაც ევროკავშირის ვარაუდით, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება მოჰყვეს პარტნიიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამეგობრობის დაფუძნება;
• ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Eუროპეან Eნერგყ ჩომმუნიტყ): საქართველოსთვის შესაძლო პერსპექტივა, რომ დამკვირვებლის მიმდინარე სტატუსიდან გადავიდეს სრულ წევრობამდე; ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის როლი ევროკავშირის ენერგიით მომარაგების გზების დივერსიფიკაციაში და ორმხრივ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის ორმხრივი ინიციატივები: სავიზო გადასახადების გაუქმება, სავიზო მოთხოვნების გაუქმება, ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის მხარდაჭერა, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
• აღმოსავლეთის პარტნიორობის მრავალმხრივი ინიციატივები: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის სამომავლო გეგმების შემუშავება, ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრების სრულყოფა, ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატაკლიზმების პრევენცია და სტიქიური უბედურებებისა და ადამიანის ქმედებით გამოწვეული კატაკლიზმებისადმი მომზადება.

აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებთან ერთად მონაწილეებს, ასევე, შეუძლიათ, გაითვალისწინონ ევროკავშირის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის კონსტიტუცია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია.

კონფერენციაზე იქნება დისკუსია საქართველო-ევროპის/ევროკავშირის ურთიერთობის პერსპექტივებზე.

ევროპული კვლევების ინსტიტუტი


On May 9, 2010 the Institute for European Studies at Ivane Javakhishvili Tbilisi State University organizes the Third Student Conference on the topic “Social and Economic Aspects of Eastern Partnership”.

Institute for European Studies
A project implemented by UPMF Consortium


Call for papers
Title: “Social and Economic Aspects of Eastern Partnership”
Organizer: Institute for European Studies (IES) at Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Date: May 7, 2010
Venue: Institute for European Studies (IES) at Ivane Javakhishvili Tbilisi State University, II Building Block, 5th Floor, room 505
Time: 10:00 am to 14:00 pm
Language: Georgian and/or English

To submit a paper, please provide:
• First and last name
• Higher Education Institution, faculty, year
• Dean/Lecturer recommendation letter
• Phone number
• Email address
• Title of the paper
• Abstract (max. 500 words, in English or Georgian), and complete paper (6-8 pages, A4, Times New Roman 12, line spacing single
• Length of presentation (from 20 minutes to 30 minutes)
• Technical equipment required for the presentation.
Papers to be presented at conference should be written in Georgian or English and submitted as email attachment addressed to director.ces@tsu.ge no later than April 20, 2010
Papers will be refereed by the local organizing committee.
The best three papers will be awarded special IES Diplomas.
Authors will be informed about the outcomes of selection process by April 30, 2010.
Official Conference languages are English and Georgian. All participants are encouraged to bring information materials (handouts, overheads) in English and/or Georgian.

Preamble

Historically Georgia was strongly linked with Europe, except at some periods, where international political factors limited such links. Strengthening and developing those links are critical to implement the strategic goal of the Georgian government - Georgia’s European integration, wholly shared by Georgian Society.

The Institute for European Studies has been created at Tbilisi State University as EU project. One of its objectives is to promote knowledge on European issues in Georgian society. Another is to help Academics to create good conditions for collective research on EU issues (networking with EU Universities and scholars, better research facilities within a well-equipped Learning Resource Center).

Goal of the Conference

The goals of the Conference are: establishing European values, norms, principles of governance within Georgian society; spreading information and knowledge about European history, institutions, economy, politics, social safety net, etc.

The Conference is dedicated to the EU Eastern Partnership initiative the concrete action plan of which has to be endorsed in April, 2009. So the participants are given opportunity to creatively brainstorm opening up prospects for Georgia based on available materials. The following issues of EU Eastern Partnership should be reflected in the papers submitted:

• The importance of association agreement envisaged within the Eastern Partnership that would include the establishment of a “deep and comprehensive” free-trade agreement with a partner country, once it has joined the World Trade Organization (WTO).
• The issue of encouraging the Eastern Partnership partner countries to establish a free-trade network among themselves, which – as EU hopes - might in the long term lead them to create an economic community.
• European Energy Community: prospects of Georgia to move from current observer status to full membership; the role of European Energy Community in diversification of EU energy supply routes and mutual energy security.
• Eastern Partnership bilateral initiatives: waiving visa fees, ending visa requirements, supporting a comprehensive institution-building program, and assisting with economic and social development.
• Eastern Partnership five multilateral initiatives: integrated border management, technical and financial assistance for small and medium-sized enterprises, developing plans for a future southern energy corridor, improvements to regional electricity markets, and preventing man-made disasters and preparing for natural disasters and man-made disasters.

Along with the Eastern Partnership the participants are also encouraged to cover the modern issues of EU development: ENP Action Plan implications for Georgia, EU expansion, EU Constitution, EU foreign and security policies, harmonizing the EU legislation.

Participants will discuss the perspectives for improvement of Georgia-Europe/EU relations.

Posted by: Misha_2007 22 Apr 2010, 21:49
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი მიმდინარე წლის 10-11 ივნისს ატარებს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციას, თემაზე:
„საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და გარე სამყარო“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორ-მასწავლებლებს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 25 მაისის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე, უნდა გადმოგზავნონ საკუთარი მონაცემები (სახელი, გვარი, სტატუსი, სასწავლებელი ან დაწესებულება, ელ-ფოსტა, ტელეფონი) და მოხსენება, სტუდენტთა ნაშრომებს თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა-რეკომენდაცია.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება წმ. გრიგოლ ფერაძის სახ. ქრისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში “ქრისტიანობის კვლევები”.
დაინტერესებულმა პირებმა დამიკავშირდით ან აქ ან PM-ში smile.gif

Posted by: CSG 23 Apr 2010, 15:34
სამაგისტრო პროგრამები კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში

ეს შენი წარმატებისთვისაა!


გსურთ მონაწილეობის მიღება ქვეყნის მართვასა და საქართველოს გარე სამყაროსთან წარმატებულ ინტეგრირებაში?

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა საუკეთესო არჩევანია საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის მისაღებად.

როგორია სამაგისტრო პროგრამების შინაარსი?
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა მიმდინარეობს ორი სპეციალობით:

1. საერთაშორისო ურთიერთობები
2. სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა.

რატომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?
სკოლა სამაგისტრო სტუდენტებს სთავაზობს:

• ინგლისურენოვან სწავლებას
• თანამედროვე სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თავსებადია დასავლეთის
უნივერსიტეტების პროგრამებთან
• უახლესი თეორიული ცოდნით აღჭურვისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების
გამომუშავებაზე ორიენტირებულ სწავლების დაბალანსებულ მიდგომებს
• საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებს
• სწავლების მოქნილ გრაფიკს. სემესტრის განმავლობაში თითოეულმა სტუდენტმა
საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება აირჩიოს 2-4 საგნის გავლა
• გადახდის მოქნილ სისტემას. სტუდენტის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს
განსაზღვრავს მის მიერ აღებული საგნების რაოდენობა
• სტუდენტთა მონაცემებისა და ინტერესების გათვალისწინებით მათ მზადებას
წარმატებული პრაქტიკული კარიერისათვის, აკადემიური მოღვაწეობისათვის ან
სადოქტორო პროგრამებში სწავლის გასაგრძელებლად.


როგორია მოთხოვნები აკადემიური ხარისხის მისაღებად?
სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სტუდენტები იღებენ აუცილებელი და არჩევითი საგნების გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, რაც მთლიანობაში 120 კრედიტს შეადგენს. 1 კრედიტის ღირებულება 80 ლარია. სწავლის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე.

როგორია პროგრამაში მიღების წესები?

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე. აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ნებისმიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში 8 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.csg.edu.geან დაუკავშირდით შემდეგ საკონტაქტო პირებს:


მარინა მიქელაძე
ტელ: 899 45 25 54
ელ-ფოსტა: mmikeladze@cu.edu.ge


თინათინ როდონაია
ტელ: 899 33 81 80
ელ-ფოსტა: trodonaia@cu.edu.ge

Posted by: Risorgimento 23 Apr 2010, 22:57
ქ. თბილისის მერია და საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი

წარმოგიდგენთ პროქტს

თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010


ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სოლიდური პრიზებით:

პირველი ადგილი – 2000 ლარი
მეორე ადგილი – 1200 ლარი
მესამე ადგილი – 800 ლარი

საუკეთესო სტუდენტები აგრეთვე გაივლიან სტაჟირებას ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და უწყებებში.

ოლიმპიადა ჩატარდება 1-15 მაისი
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

პარტნიორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ეროვნული ბანკი

თი-ბი-სი ბანკი
მსურველება 27 აპრილამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე info@geforum.ge და ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 8 97 77 66 31, 8 99 53 63 11

ან იხილეთ ვებგვერდი www.geforum.ge

Posted by: აღასპერი 22 Jun 2010, 15:52
ზაფხულის სემინარი ჩაქვში

3-4 ივლისს ჩატარდება RADIX-ის ზაფხულის სემინარი ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში"

პროგრამა
3 ივლისი:

13:00-14:00 - 15:00-16:00 პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი - "ღეროვანი უჯრედების ბიოლოგია და მათი გამოყენების პერსპექტივები სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ"
20:00 - 23:00 - დეა ყოლბაია - "ვერცხლის ფანჯარა"
4 ივლისი:

13:00-14:00 - 15:00-16:00 პროფესორი ზურაბ კაკაბაძე - "ტრანსლაციური მედიცინა - ნოვაცია მედიცინაში"
20:00 - 23:00 - კინომცოდნე გოგი გვახარია. ფილმის ჩევნება და დისკუსიები


გასართობი პროგრამა
ანიმაცია

3 ივლისი:
"შავი ზღვის მეკობრეები"

4 ივლისი:
"Science Rules"

- ინტელექტუალური თამაში "რა?როგორ?რატომ?"
-Medical Party
-“ბინტიკი“
-„დათვალიერება“
-„რეცეპტები“
-„წყლის პროცედურები“

24:00 - Open Air Party/Pool Party


რეგისტრაცია გრძელდება 25 ივნისამდე.
855940983
Info@radix.ge
დამატებითი სერვისების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სასტუმრო ოაზისის ოფიციალური ვებგვერდი: http://hoteloasis.ge/ge/index.php

Posted by: gio_gio234 26 Jul 2010, 10:10
მოგესალმებით, იქნებ ერთ სისტემაში გავაერთინოდ ვინ რა საძიებო სისტემა ვიცით, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მოკლევადიანი კონფერენციების თუ სემინარების მოსაძებნად, მე ერთ-ერთს მივუთითებ. www.eastchance.com, სხვებმაც თუ იცით რამე დაპოსტეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.

Posted by: Misha_2007 27 Jul 2010, 00:29
gio_gio234
up.gif ძალიან კაი საიტი დადე, საინტერესო ინფორმაციები ვნახე, ღმერთმა გაგახაროს, ვუერთდები შენს ინიციატივას და ვდებ 2 საკმაოდ კარგ საიტს http://www.konferencii.ru/ და http://www.webofconferences.org/

Posted by: n1n@ 2 Oct 2010, 22:09
http://www.conferencealerts.com/econ.htm

ეკონომისტები შეიძლება დაინტერესდეთ.

Posted by: juansher 14 Oct 2010, 20:48
2010 წლის 15-17 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის

ერთობლივი საუბილეო-სამეცნიერო ღონისძიება, მიძღვნილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოს-არქეოლოგის,

აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი.

იხილეთ პროგრამა:

http://www.radikal.ru

Posted by: juansher 3 Nov 2010, 17:55
გსურთ ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა?

ალბათ გსმენიათ პირველი ევროპელი გოგონას შესახებ!
გსურთ ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა?

დღეიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს კონკურსს პირველი ევროპელების ზეზვასა და მზიას ქალიშვილისათვის საუკეთესო ქართული სახელის შესარჩევად.

დმანისელი ოჯახი ე.ი ჰომოგეორგეკუსის ოჯახი
პირველი ჰომინიდების ჯგუფია, რომელიც
1.8 მილიონი წლის წინ დასახლდა ევროპაში.

ზეზვასა და მზიას შვილის რეკონქტრუირებული ფიგურა მსოფლიოში განთქმულმა ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დეინისმა შექმნა.

მიიღეთ მონაწილეობა საუკეთესო ქართული სახელის შესარჩევად და გაგვიზიარეთ თქვენი იდეები ჩვენს facebook-ის გვერდზე: Georgian National Museum ან მოგვწერეთ მისამართზე: info@museum.ge

გაუზიარეთ ჩვენი გვერდი თქვენს მეგობრებს, კოლეგებს და ოჯახის წევრებს.

საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

http://www.daynes.com/en/home.php\

http://blogs.ngm.com/blog_central/2007/09/dmanisi-early-human-reconstructed.html#tp

www.dmanisi.ge

http://ngm.nationalgeographic.com/ngm/0208/feature1/

http://www.talkorigins.org/faqs/homs/d2700.html[B][/B][B][SIZE=7]

Posted by: LUKA-BRAZI 17 Nov 2010, 16:05
რიჩარდ სტოლმანი თბილისში - http://www.facebook.com/event.php?eid=162004147170733 !!!

Posted by: juansher 17 Nov 2010, 20:41
“კულტურულ მემკვიდრეობაზე - ზრუნვა, კვლევა და წარდგენა” მ სოფლიოს წამყვანი მუზეუმების ექსპერტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

16-19 ნოემბერი, 2010


Posted by: Misha_2007 8 Dec 2010, 23:32
10 დეკემბერს 17:00 საათზე წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი მართავს საჯარო ლექციას თემაზე "წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო მოღვაწეობის ისტორიიდან". ლექციას წაიკითხავს ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა საითიძე. მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, V კორპუსი, 204–ე აუდიტორია, დასწრება თავისუფალია

Posted by: gogia4 1 Jan 2011, 19:55
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: l5mari 21 Feb 2011, 14:21
www.intelc.ge გთავაზობთ კომპიუტერული ლოჯისტიკის კურსებს

Posted by: juansher 22 Feb 2011, 20:24
საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში - არჟაანის სამეფო სამარხები”



24 თებერვალი 17.00 საათი


საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ ჰერმან პარცინგერის საჯარო ლექციაზე “უახლესი არქეოლოგიური კვლევები ციმბირის სტეპებში- არჟაანის სამეფო სამარხები”.

პროფესორ ჰერმან პარცინგერის Hხელმძღვანელობით სამხრეთ ციმბირში, ტუვას რესპუბლიკაში არჟაანთან ახლოს ”მეფეების ხეობაში”, არქეოლოგიური გათხრებისას სკვითების უმდიდრესი ყორღანები აღმოაჩინეს. ამ სამარხებში, რომლებიც მმართველი კლასის წარმომადგენლებს ეკუთვნით, ძვ.წ. VII-VI საუკუნის ათასობით ოქრომჭედლობის შედევრია ნაპოვნი. ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგები პირველად იქნება წარდგენილი ქართული საზოგადოების წინაშე.


პროფესორი ჰერმან პარცინგერი, 2008 წლის მარტიდან ევროპის უდიდესი სამუზეუმო გაერთიანების - პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტია, რომლის შემადგენლობაშია ბერლინის ეროვნული მუზეუმები, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, სახელმწიფო არქივი, იბერო-ამერიკული ინსტიტუტი და მუსიკალური კვლევითი ინსტიტუტი.


1995 წელს ჰერმან პარცინგერმა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილება დააფუძნა. 2003–2008 წწ. იგი გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტს ედგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიის ინსტიტუტმა მნიშვნელოვნად გააფართოვა კვლევების არეალი. პროფესორი პარცინგერი 1995 წლიდან პირადად ხელმძღვანელობს არქეოლოგიურ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში. იგი საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარია, მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.


1998 წელს მას გერმანული მეცნიერების უმაღლესი ჯილდო გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემია მიენიჭა. 1996 წლიდან იგი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.


ღონისძიება ტარდება `საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის” ტვინინგის პროექტის ფარგლებში.


ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით.


დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.

ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ წინასწარ შემდეგ მისამართზე; ntalakvadze@museum.ge

http://www.radikal.ru

Posted by: juansher 5 Mar 2011, 00:18
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ''ისტორიანის'' პრეზენტაცია

შაბათს, 5 მარტს, 13:00 სთ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი
გუდიაშვილის ქ. 7
თბილისი

Posted by: juansher 8 Mar 2011, 20:49
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციებზე:

9 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის
პროფესორი ბერნჰარდ გრაფის მოხსენება თემაზე: “სცენოგრაფია და ინსცენირება მუზეუმებისა და გამოფენებისთვის”.

11 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის
პროფესორ მონიკა ჰაგედორნ-ზაუპეს მოხსენება თემაზე: “ქსელური მუზეუმები - ინტერნეტის შესაძლებლობები და სირთულეები’’.


მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.

http://www.radikal.ru

Posted by: zilga 2 Dec 2011, 15:36
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციებზე:

9 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის
პროფესორი ბერნჰარდ გრაფის მოხსენება თემაზე: “სცენოგრაფია და ინსცენირება მუზეუმებისა და გამოფენებისთვის”.

11 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის
პროფესორ მონიკა ჰაგედორნ-ზაუპეს მოხსენება თემაზე: “ქსელური მუზეუმები - ინტერნეტის შესაძლებლობები და სირთულეები’’.


მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის #1.

Posted by: hellz 28 Jan 2012, 22:15
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა თვქენთვის ატარებს ღია სემიანრებს. სემინარების მიზანია, უკეთესად გაიცნოთ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და მთლიანად კავკასიის უნივერსიტეტი, რაც თქვენი მომავლისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ღია სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია, ამისათვის უნდა გაიროთ რეგისტრაცია და აირჩიოთ თქვენთვის მისაღები თარიღი.
http://www.cu.edu.ge/?i=17118&l=2

გისურვებთ წარმატებას.!

user posted image

Posted by: MaiaBibiluridze 4 Feb 2012, 09:15
კინოებზე არ გაქვთ აქ რამე ?????????????????????????????????????????????????????

Posted by: NPLG 2 Nov 2012, 10:51
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სალექციო კურსი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ეროვნული ბიბლიოთეკის,
ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოსა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდ თავისუფლებისათვის
ორგანიზებით საჯარო ლექციების კურსი გაიმართება.



ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

სალექციო ციკლის განრიგი:

31 ოქტომბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ზაზა შათირიშვილი
მოხსენების თემა: „თავისუფლების გაგების სამი კონცეპტი“

7 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ავიგდორ ჟარდენი
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ძველი აღთქმა“.

14 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: ბექა მინდიაშვილი
მოხსენების თემა: „ თავისუფლება და რელიგია“

21 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: პაატა შეშელაძე
მოხსენების თემა: „ეკონომიკა და ახალი აღთქმა“

28 ნოემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: მამა გაბრიელე ბრაგანტინი
მოხსენების თემა: „თავისუფლება, რელიგია და სოციალური პასუხისმგებლობა“

5 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩხიკვაძე
მოხსენების თემა: „რელიგია და თანამედროვე დემოკრატია“

12 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გიორგი ჩიქოვანი
მოხსენების თემა: „რელიგია და არჩევანის თავისუფლება კლასიკურ ლიბერალიზმში“

19 დეკემბერი, 18:00 საათი
მომხსენებელი: გია ჯანდიერი
მოხსენების თემა: ”საკუთრება, ვაჭრობა და ბაზარი სხვადასხვა რელიგიურ ხედვებში“


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ნინო ლომაურიძე
598 68611; 2933975;

office@nesgeorgia.org;

Posted by: Cogneuge 22 Aug 2013, 17:14
მოგესალმებით და გიწვევთ თბილისის 2013 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ტვინის ნორმალურ და პათოლოგიურ ფუნციებს ნეირომეცნიერებისა და მედიცინას თვალთახედვით წარმოგვიდგენს.

თბილისის 2013 წლის I საერთაშორისო კონფერენცია
„ტვინის დაავადებები: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის გზაშესაყარზე“

2013 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პატრონაჟით და კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის თაოსნობით თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართება ნეირომეცნიერთა და მედიკოსთა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - „ტვინის დაავადებები: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის გზაშესაყარზე“.
კონფერენციის მიზანია წაახალისოს დიალოგი კლინიკური მედიცინისა და ნეირომეცნიერების წარმომადგენელებს შორის. ქართველ ნეიროფიზიოლოგებთან, ნევროლოგებთან, ფსიქიატრებთან და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფუნდამენტური მეცნიერების, ასევე კლინიკური მედიცინის დარგის წარმომადგენლები ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან და საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.

სალექციო სესიების გარდა დამატებით გაიმართება
3 ოქტომბერს - სამეცნიერო პრაქტიკული ვორქშოფი ნეირომეცნიერული კვლევის თანამედროვე მიღწევებისა და მეთოდების შესახებ. ვორქშოფების მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
4 ოქტომბერს - საინფორმაციო სემინარი სამეცნიერო პროექტებისათვის დაფინანსების მოპოვების სტრატეგიისა და გრანტების მენეჯმენტის შესახებ.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

კონფერენციის მიზნები:
1. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის დაფუძნებას, ინსტიტუტისა, რომელიც კოგნიტიური ნეირომეცნიერების მიმართულებით ერთადერთია საქართველოში.
2. ახლად დაარსებული ინსტიტუტის ერთერთ პრიორიტეტs წარმოადგენს კვლევის ნეიროსამედიცინო მიმართულების განვითარება, რაც ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ერთობლივ მუშაობას წაახალისebს ამ ორი სფეროს - მედიცინისა და ნეირომეცნიერების შერწყმის რთულ გზაზე. ერთობლივი კონფერენციის ჩატარება პოზიციების დაახლოების ოპტიმალური ხერხია.
3. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადად, სახელმწიფოების მხრიდან მეცნიერება შეზღუდულად ფინანსდება და ამიტომ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმართვა მხოლოდ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში დამატებითი დაფინანსებითაა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზების ერთერთი მიზანი უცხოელ და ადგილობრივ მეცნიერთა კოოპერაციის ხელშეწყობა გახდა.
4. პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეცნიერთა სხვადასხვა თაობას შორის შესამჩნევი ნაპრალის არსებობა მრავალჯერ აღინიშნა. ამ ფაქტის გამო სპეციალური ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა თაობაში მეცნიერების პოპულარიზაციის საკითხს. ამ მიზნით, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ვორქშოფი სტუდენტებისათვის ნეირომეცნიერების ახალი მეთოდებისა და მიმდინარეობების გასაცნობად.

ძირითადი თემები:
კონფერენციის ძირითადი თემები არ შემოიფარგლება მხოლოდ ნეიროდეგენერაციული და მენტალური დავადებებით. დაინტერესებულმა სპეციალისტებმა შეიძლება წარმოადგინონ თემები ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ და პათოლოგიურ ფუნქციონირებაზე, კერძოდ: კოგნიტიურ ფუნქციებზე, ასაკობრივ ცვლილებებზე განვითარების დარღვევებზე, სენსორულ და მოტორულ ფუნქციებზე, ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებზე. მისასალმებელი იქნება ტრანსლაციური კვლევების (ადამიანის დაავადებების და ნორმალური ფუნქიების შესატყვისი ცხოველური მოდელების და ექსპერიმენტული კვლევის მასალების) წარმოდგენა.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნე”-ს (ბიომედიცინის სერია) სპეციალურ დამატებით ნომერში.

კონფერენციის მოკლე მონახაზი
1. მოწვეული ლექტორების მოხსენებები (25 წუთიანი მოხსენება + 5 წუთი შეკითხვები)
2. მონაწილეთა მოხსენებები (15 წუთი მოხსენება + 5 წუთი შეკითხვები)
3. პოსტერების სესია
4. პრაქტიკული ვორქშოფები

მნიშვნელოვანი თარიღები:
10 სექტემბერი, 2013 - თეზისების წარდგენის ბოლო ვადა
10 სექტემბერი, 2013 - ადრეული რეგისტრაციის ბოლო დღე
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დაუკავშირდით კონფერენციის სამდივნოს cogneuge@yahoo.com

სპონსორები:
მთავარი სპონსორი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
თანასპონსორი: რეგენსბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ ინტერნეტში შემდეგ მისამართზე:
http://www.lipidomicnet.org/index.php/TIC_2013_Tbilisi_International_Conference_2013

საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
დიღმის საუნივერსიტეტი კამპუსი,
კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტი, ოთახი #205ა
დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ, თბილისი, 0159, საქართველო
ტელეფონი: 5 57 789934
ელ-ფოსტა: cogneuge@yahoo.com

Posted by: naa 11 Oct 2013, 14:05
არქიტექტურული პრემია 2013-ზე ნამუშევრების მიღება მიმდინარეობს..

http://frontnews.ge/ge/news/10547-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

Posted by: atatu 27 Apr 2014, 11:56
ტრენინგი ფსიქოლოგებითვის და ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირებისთვის: "ფსიქოლოგიური კონსულტირება. ტექნიკები და მეთოდები"

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“ გთავაზობთ სასწავლო კურსს დამწყები ფსიქოლოგებისთვის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ ფასად. კურსი მოიცავს ფსიქოლოგიური კონსულტირების ბაზისურ ნაწილს (10 აკადემიური საათი), რომლის გავლის შემდეგაც საშუალება გექნებათ დაესწროთ თქვენთვის საინტერესო მასტერ-კლასებს, სადაც პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად შეძლებთ დამატებითი ცოდნის მიღებას. კურსის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

რა არის ფსიქოლოგიური კონსულტირება:
ფსიქოლოგიური კონსულტირება შედარებით ახალი მიმდინარეობაა, რომელიც, თავის დროზე, ფსიქოანალიზს გამოეყო. კონსულტირების დროს ხდება სიტუაციური პრობლემების მოგვარება (პირადი, ოჯახური, სამსახურეობრივი და ა.შ.). ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელ ადამიანს უჩნდება, ის გააზრებულია და ანალიზს ექვემდებარება. ფსიქოლოგიური კონსულტირება ორიენტირებულია ადამიანის პიროვნულ ზრდაზე, მის სულიერ და პროფესიულ განვითარებაზე. ამ მეთოდით ვმუშაობთ ჩვენც - ცენტრის თანამშრომლები. მრავალწლიანი პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

რას მოიცავს სრული კურსი:
სრული კურსი მოიცავს ბაზისურ ნაწილს, სადაც უშუალოდ ფსიქოლოგიური კონსულტირების მეთოდიკას შევისწავლით, და მასტერ-კლასებს. ბაზისურ ნაწილში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ყველა ეტაპს, რაც სრულფასოვანი კონსულტირების ჩატარებისთვის არის საჭირო. მომავალში დაგეგმილი მასტერ-კლასები კი საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოთ დეტალებზე, გაეცნოთ პოპულარული მიმდინარეობების ელემენტებს, რაც კონსულტირებაში გამოგადგებათ და რაც თქვენი მუშაობის სტილს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს. მასტერ კლასები შერჩევითია - სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო ნაწილი. სრული კურსის გავლის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ფასდაკლება.
მასტერ-კლასებზე დასასწრებად ბაზისური კურსის გავლა აუცილებელია.
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დამწყები ფსიქოლოგებისთვის და მათთვის, ვისი პროფესიული საქმიანობაც კლიენტთა კონსულტირებას გულისხმობს.

სრული კურსის შემადგენელი ნაწილები და ღირებულება:
ბაზისური კურსი:
 „ფსიქოლოგიური კონსულტირება. ტექნიკები და მეთოდები“ 10 სთ. 50 ლარი.
მასტერ-კლასები:
 სატელეფონო კონსულტირება 5 სთ. 20 ლ.
 განსაკუთრებულად რთული შემთხვევები: ალკოჰოლიზმი, სუიციდი, ახლობლის დაკარგვა, განქორწინება... 5 სთ. 20 ლ.
 გეშტალტი და ფსიქოლოგიური კონსულტირება 8 სთ. 30 ლ.
 NLP და კონსულტირება 10 სთ. 40 ლ.
 ტრანსაქციური ანალიზი და კონსულტირება 8 სთ. 30 ლ.

ჩვენი პირველი შეხვედრა ჩატარდება 29 აპრილს, სამშაბათს, 17 სთ-ზე. ჯგუფი შედგება 15 კაცისგან. სურვილის შემთხევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე, ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში:
https://www.facebook.com/centerPIKI
თბილისი. ბარნოვის 71.
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრი „პიკი“
ტ. 595 28 60 40. საკონტაქტო პირი ირინა ტაბუციძე

Posted by: MFXGroupGeorgia 31 May 2014, 18:37
მოგესალმებით.

MFX Broker Georgia იწყებს სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობის ახალი ტრენინგების სერიას სასწავლო დონიდან Beginner. ყველა მსურველს გელით ორშაბათს, 2 ივნისს, 19.30-ზე კომპანიის ოფისში, მისამართზე: ვაკე, ჭავჭავაძის 34ა, ბიზნეს ცენტრი "პიქსელი", მე-6 სართული.
კურსი უფასოა!
ხანგრძლიობა: 1 საათი
კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

- ტექნიკურ და ფუნდამენტალურ ანალიზზე დაყრდნობით სავალუტო წყვილების მიმართულების დამოუკიდებელი პროგნოზირებას;
- ფორექსის ბაზარზე რეალური ანგარიშის გახსნას და ტერმინალზე MetaTrader4-ზე მუშაობას;
- ბაზარზე შესვლისას რისკების გამოთვლას და მინიმიზირებას;
-სწავლების Intermediate .დონეზე გადასვლას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
577 99 10 21
2 158 999

ფორექსი (FOREIGN EXCHANGE)- არის საერთაშორისო ბაზარი, სადაც თავისუფლად ვაჭრობენ (ყიდიან და ყიდულობენ) სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებით. ჩამოყალიბდა 1970-იან წლებში, და ამ მომენტისთვის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე სრაფად ზრდად ბაზარს. ფორექსზე ვაჭრობა წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი ბაკების, ჰეჯ-ფონდების და ინსტიტუციონალური ინვესტორების არჩევანს. უკვე ათ წელზე მეტია ინდივიდები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან აქტიურად მონაწილეობენ გარიგებებში და ამით უზრუნველყოფენ საკუთარ მუდმივ დამატებით შემოსავალს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, ღირს თუ არა სწავლის დაწყება, გაეცანით რამდენიმე მონაცემს ამ თემასთან დაკავშირებით.

ბაზრის ყველა მონაწილე თავისუფალია გარიგების არჩევაში. ამ თვალსაზრისით, ფორექსი - იდეალური ადგილია ტრეიდერებისთვის, რამეთუ მისი კონტროლი ან მანიპულირება შეუძლებელია. ტრანზაქციების უდიდესი რაოდენობა, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად, აქცევს მას უმსხვილეს ლიკვიდურ ფინანსურ ბაზრად. ზოგიერთი მონაცემებით ფორექსზე გარიგებების მოცულობა უტოლდება 4,5 ტრილიონ დოლარს. ვაჭრობა მიმდინარეობს ელექტრონული გზით, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 5 დღე. MFX Broker-ში სავაჭრო ანგარიშის დარეგისტრირებით (www.mfxbroker.com), თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა მინიმალური დეპოზიტით და რისკებით რეალურ ანგარიშზე.

კოტირებების არსის უკეთ გასაგებად, საკმარისია იცოდეთ, საბაზისო ვალუტის ერთი ერთეული უტოლდება მეორე ვალუტის გაცვლით კურსს. მაგალითად, თუ EUR/USD ივაჭრება 1.2765 დონეზე, 1 ევროს ფასი დოლარებში იქნება 1.2765. ზუსტად კოტირებების მონაცემებით, მიღებულ ინფორმაციასა და მის ანალიზზე დაყრდნობით, თქვენ შეისწავლით პროგნოზირებას - გაიზრდება თუ შემცირდება ერთი სავალუტო ერთეული მეორესთან მიმართებაში, და სწორი პროგნოზირებით მიიღებთ შემოსავალს. ფორექსი არ საჭიროებს მრავალწლიან სწავლას და განსაკუთრებულ ცოდნას ფინანსების სფეროში. Зაქ საკმარისია იყოთ მიზანდასახული, ყურადღებიანი, და შეგეძლოთ საკუთარი ემოციების მართვა. თუ თქვენ გაქვთ ეს თვისებები, თქვენ მიაღწევთ წარმატებას.

Posted by: AndieT 8 Dec 2014, 00:53
ხალხნო რამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ხო არ იცით ინგლისში რო ტარდებოდეს ისეთი? smile.gif))

Posted by: eypgeorgia 20 Nov 2015, 21:15
მოგესალმებით მეგობრებო smile duyğusu მინდა გითხრათ, რომ თქვენს წინაშე არის უნიკალური შანსი - რომ გაატაროთ არაჩვეულებრივი 4 დღე, განავითაროთ ინგლისური, გაიცნოთ უამრავი ადამიანი და რაც მთავარია საკმარისად გაერთოთ. European Youth Parliament (EYP) არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს ათასობით ევროპელ ახალგაზრდას რათა განიხილონ მოქმედი პოლიტიკური და სოციალური პრობლემები.
11-14 დეკემბერს ტარდება 10th National Selection Conference of EYP Georgia - ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
ამ ლინკზე შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია >>>> https://goo.gl/aJvWYG <<< 21 ნოემბრამდე გაქვთ დრო, არ გამოტოვოთ !!

Posted by: InsuranceAgent 15 Aug 2016, 15:25
ხდება საზღვარ გარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა

Posted by: GEORGIA007 18 May 2017, 11:40
InsuranceAgent
QUOTE
ხდება საზღვარ გარეთ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა


??

Posted by: giogiokakheli 19 Sep 2017, 02:13
InsuranceAgent
InsuranceAgent
მეტი ინფორმაცია

Posted by: Perske 25 Jan 2018, 16:07
......................................................................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)