დილის მონოლოგი:
წუხელ 2 საათზე დამეძინა როგორც მახსოვს, 8-ზე მაღვიძარამ დარეკა და 9-ის 10 წუთზე ლოგინს ავეწიწკნე.
მივხვდი ისევ უჟმურ ხასიეთზე ვიყავი.
აქამდე არ არსებული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში.
აქამდე არ მქონია დილით ესეთი განწყობები.
თან საზიზღარი სიზმარი ვნახე, მგონი ვტიროდი კიდეც ძილში.
ვცდილობ, ასეთ დროს არავის გავცე ხმა.
ვიცი, უჟმურ ხასიეთზე როცა გელაპარაკებიან როგორ გადმოდის შენზეც.
არადა ვერ ხვდებიან რომ თავს ვარიდებ ყველას.
მაშინ უნდებათ ხოლმე ზუსტად მოწერაც და ლაპარაკიც, მე რომ პა ბალშომუ ყავა და თვალების მოჭუტვა მინდა.
მონოლოგს რაც შეეხება, მალე დიალოგზე გადავალ საკუთარ თავთან ოღონდ.
მარტოობას მივეჩვიე და უკვე მიჭირს სხვებთან რეალური კონტაქტი.
ლევანს მივწერე შავ ძაღლზე და დეპრესიაზე.
ვერაფერი გაიგო, ან რატომ მგონია რომ ესე უცბად გამოჩენილი ადამიანები უნდა მიგებდნენ რამეს.
ნამეტანი ამბიციური ვარ.
დასტინ, დაუკარი კიდევ ერთხელ, მარტო ჩემთვის (ვითომ ამბიცია)
* * *
მონოლოგი #2
ამას უკვე დასტინის სხვა საუნდტრეკი აქვს
სიმშვიდის პერიოდს ველოდებით მე და შენ.
წელს წავალ ბობოქარი ტალღების სანახავად. მანამდე ბებერ ინგლისს ვნახავ ოღონდ.
ხოდა ტალღებს რაც შეეხება, ფორთხალი და ცხელი ყავა მექნება იქ და დაბინდებას ვუყურებ.
მახსოვს, პირველად რომ ვნახე ზღვა როგორ შემეშინდა.
ხოო, ეგ იყო საოცრად დიდი ემოცია.
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.
საიდან გამახსენდა?
ადამიანებზე ვფიქრობდი, წამსვლელებზე და მომსვლელებზე.
სინამდვილეში ყველა მათგანი საკუთარი მეს ანარეკლია.
ისეთ ადამიანებს ვხვდებით მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორებიც ჩვენ ვართ.
ამავდროულად ყველანი ერთანაირები და ყველანი განსხვავებულები ვართ.
ჯანდაბა
მენატრება