#57898319 · 13 May 2021, 22:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mmb
QUOTE | როგორ დამთავრდა თქვენი მანქანის საქმე შეგიძლიათ დაწეროთ, ან პირადში მომწეროთ?! |
Damasski
QUOTE | მეც მაინტერესებს რა გაგრძელება ან დასასრული ჰქონდა ამ საქმეს. |
ვიცი რომ დაგვიანებულია პასუხი, აღარ შემოვდიოდი აქ... მოკლედ არაფერი არ გამოვიდა... 6 თვე იდგა მანქანა ეზოში გაუნძრევლად, გამოძიებამ დაადგინა რომ მე ბრალი არ მიმიძღვის ნომრის გადარტყმაში, ვერც ის დაადგინეს როდის და სად გადაარტყეს ნომერი, მაგრამ არც ახალი ნომრის მინიჭების დადგენილება არ გამოიტანა პროკურატურამ... სასაცილოა მაგრამ ბოლოს მანქანის ჩამოწერაზეც უარი მითხრეს, დაშლაზეც - დანაშაულის ნივთმტკიცებააო და მისი განადგურება კანონით ისჯებაო... კანონის მიხედვით შენი საკუთრებაა, მაგრამ ვერ მოიხმარ, ვერ გაასხვისებო... მე ვუთხარი აბა როდემდე უნდა იდგეს ეზოში მეთქი... არ ვიცითო... მერე დავემუქრე სასამართლოში გიჩივლებთ, მოვიგებ და თქვენ ვაი-ექსპერტებსაც ზედ დავაყოლებ მეთქი 15 წლის წინ სიყალბეზე ხელი რომ მოაწერეს მეთქი... ცოტა იფიქრეს ერთი კანტორიდან მეორეში დამიბარეს და ბოლოს ხო კაი ჩამოვწეროთო... მანქანა საბოლოოდ ჩამოწერეს და გაიყიდა სავალი ნაწილის ფასში, ძარა ახალმა მფლობელმა გადააგდო...
ექსპერტიზამ მანქანის ძარის 3 სხვადასხვა ადგილზე ამოტვიფრული VIN ნომიდან 2 ავთენტურად ანუ ქარხნულად ცნო, 1 გაყალბებულად და შესაბამისად უარი თქვა ახალი ნომრის მინიჭებაზე ან არსებული ნომრის დატოვებაზე...
This post has been edited by cmpt on 13 May 2021, 22:07
|