გეტოგასაგებია, რომ ადამიანისთვის შეიქმნა ეს ქვეყანა, თავისი ცხოველების, მცენარეების და
მინერალური სამყაროებით... არიან გარკვეული მიმდინარეობის ადამიანები რომლებიც
თვლიან, რომ ეს ყველაფერი ადამიანის წარმოსახვააო და ადამიანის არ არსებობის შემდეგ
ეს ყველაფერი არ იარსებებსო, მაგრამ არც ასეა საქმე, ეს ყველაფერი ადამიანის გარეშეც
იარსებებს და არსებობს, არავითარი წარმოსახვის ნაყოფი არაა, მასე ყოველ ადამიანს
ეგონება რომ ის არის ერთად ერთი ამ ქვეყნად და სხვა ყველა და ყველაფერი მისი წარმოსახვაა..
აი ასეთი ადამიანები როცა იკრიბებიან და თვითეულს ასე ჰგონია, რომ ისაა ყველაფერი აი
მანდ რთულდება საქმე, რომელია ის ადამიანი რომელიც რეალურია და სხვები კი წარმოსახვა..
საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ანუ მიწიერი სამყარო ადამიანის განვითარებას ემსახურება და
მისთვის შეიქმნა, ადამიანის წარმოსახვა არაა ეს მაგრამ ადამიანია მთავარი ფიგურა მასში...