გამარჯობათ ყველას, მაგისტრატურაზე ვაბარებ გეპეიში კომპიუტერულ ქსელებზე. ეროვნული გამოცდების ქულა მაღალი მაქვს და ალბათ გრანტს ავიღებ უეჭველად, მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა, მე ბაკალავრიატს ვსწავლობდი მენეჯმენტს და პროგრამირება არ ვიცი, აი არქიტექტურა კი ვიცი. უნივერსიტეტი ატარებს შიდა გამოცდას ინფორმატიკაში სადაც არის პროგრამირების საკითხებიც შესული და იქნებ დამეხმაროთ ამ საკითხების ამოხსნაში. ვინც იცის ორი წუთის საქმეა იქნებ გადახედოთ და რაც იცით იმის პასუხები დამიწეროთ.
IV. დაპროგრამება
4.1. დაპროგრამებაში რომელი მმართველი სტრუქტურა არ არსებობს?
1. წრფივი
2. განშტოებადი
3. ციკლური
4. სტანდარტული
4.2.რა ეწოდება ლოგიკური პირობის მიხედვით ციკლის შეწყვეტის პროცესს?
1. პროგრამის ჩაციკვლა
2. რეკურსიის მოვლენა
3. ციკლიდან ალტერნატიული გამოსვლა
4. რთული ციკლური პროცესი
4.3.მასივში თვითოეული ცვლადის ინდექსების რაოდენობა განსაზღვრავს:
1. მასივის ზომას
2. მასივის განზომილებას
3. მასივის საწყის მისამართს კომპიუტერის მეხსიერებაში
4. მასივის ელემენტების რაოდენობას
4.4.მასივში შემავალი ელემენტების რაოდენობა განსაზღვრავს:
1. მასივის ზომას
2. მასივის განზომილებას
3. ინდექსების რაოდენობას
4. მასივის ელემენტების მიერ ეგმ-ის მეხსიერების დაკავებულ უჯრედებს
4.5. ციკლის მმართველი პარამეტრის საწყისი მნიშვნელობა ნაკლებია მის
საბოლოო მნიშვნელობაზე. როგორი უნდა იყოს მმართველი პარამეტრის
ცვლილების ბიჯი, რომ პროგრამა არ ჩაიციკლოს?
1. დადებითი
2. უარყოფითი
3. ნული
4. ნულისგან განსხვავებული
4.6. მასივის ელემენტების დალაგებას მათი ზრდადობის ან კლებადობის
მიხედვით ეწოდება:
1. კომპილაცია
2. ინტერპრეტაცია
3. რედაქტირება
4. დახარისხება
4.7.ლოგიკური "და" ოპერაციის შესასრულებლად საკმარისია:
1. მოცემული პირობებიდან ერთ-ერთის ჭეშმარიტება
2. მოცემული პირობების მცდარობა
3. მოცემული პირობების ჭეშმარიტობა
4. იგი სრულდება ჭეშმარიტება-მცდარობის პირობის დამოუკიდებლად
4.8.არითმეტიკული ოპერაციების შესრულების თანმიმდევრობა პრიორიტეტების
მიხედვით შემდეგია:
1. შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა
2. გაყოფა, შეკრება, გამრავლება, გამოკლება
3. გამრავლება, გაყოფა, შეკრება, გამოკლება
4. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა
4.9. როგორია მინიჭების ოპერაციის ასოციატურობა:
1. მარცხნიდან მარჯვნივ
2. მარჯვნიდან მარცხნივ
3. ნებისმიერი მიმართულებით
4. ოპერაციის აღმნიშვნელი ნიშნიდან მარჯვნივ
4.10. ჩამოთვლილთაგან რომელი არ წამოადგენს ობიექტზე ორიენტირებული
დაპროგრამების ძირითად პრინციპს:
1. ინკაფსულაცია
2. მემკვიდრეობითობა
3. კომპოზიცია
4. პოლიმორფიზმი
4.11. რეკურსიულს წარმოადგენს ფუნქცია, რომელსაც შეუძლია:
1. საკუთარი თავის გამოძახება
2. სხვა ფუნქციის გამოძახება
3. მხოლოდ გამოთვლების წარმოება
4. მხოლოდ ტექსტური შეტყობინების გამოტანა
4.12. დაპროგრამებაში დაუშვებელია:
1. ფუნქციაში სხვა ფუნქციის პროტოტიპის აღწერა
2. ფუნქციაში სხვა ფუნქციის აღწერა
3. მთავარ ფუნქციაში ნებისმიერი სხვა ფუნქციის გამოძახება
4. პროგრამაში ფუნქციის პროტოტიპის ჩაწერა
4.13. დაპროგრამებაში პოლიმორფიზმი ნიშნავს:
1. კომპოზიციას კლასების შემთხვევაში
2. მრავალფორმიანობას ფუნქციათა გადატვირტვის შემთხვევაში
3. მემკვიდრეობითობას კლასების იერარქიულ სტრუქტურაში
4. აბსტრაქტულ კლასებს
4.14. მემკვიდრეობითობის იერარქიულ სტრუქტურაში კლასი შეიძლება იყოს:
1. მემკვიდრე (შვილობილი)
2. საბაზისო (მშობელი)
3. საბაზისოც და ამავდროულად მემკვიდრეც
4. ზემოთ წარმოდგენილი ყველა ვარიანტი სწორია
4.15 დაპროგრამებაში მიმთითებელი (pointer) წარმოადგენს:
1. მთელი ტიპის ცვლადს
2. ნებისმიერ ცვლადს
3. ცვლადს, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობის სახით გააჩნია იმ ცვლადის მისამართი,
რომელზეც ის მიუთითებს
4. ცვლადს, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობის სახით გააჩნია იმ ცვლადის
მნიშვნელობა რომელზეც ის მიუთითებს
4.16 მასივის ფარგლებში რომელი ოპერაციის შესრულებაა დაუშვებელი
მიმთითებლებზე (pointers):
1. ინკრემენტის
2. დეკრემენტის
3. ახარისხების
4. შედარების
4.17 დაპროგრამებაში ფუნქციის პროტოტიპის აღწერისას არ არის
სავალდებულო:
1. პარამეტრების ტიპების მითითება
2. ფუნქციის სახელის მითითება
3. საკვანძო სიტყვის ვოიდ/ან დასაბრუნებელი შედეგის ტიპის მითითება
4. პარამეტრების იდენტიფიკატორების მითითება
4.18 დაპროგრამებაში მინიჭების ოპერაციის გამოყენებით არითმეტიკული
ოპერაციების კომპაქტური ჩაწერა წარმოადგენს:
1. საშუალებას, რომელიც შესაბამისი ოპერაციის შესრულების სისწრაფეს ზრდის
2. უბრალოდ შესაბამისი ოპერაციის კომპაქტურ ჩანაწერს
3. დაპროგრამების სტილს
4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი სწორია
4.19 ჩანაწერი x++ წარმოადგენს:
1. ინკრემენტის ოპერაციის პრეფიქსულ ფორმას
2. ინკრემენტის ოპერაციის პოსტფიქსურ ფორმას
3. დეკრემენტის ოპერაციის პოსტფიქსურ ფორმას
4. დეკრემენტის ოპერაციის პრეფიქსულ ფორმას
4.20 ოპერაცია !(x>0) წარმოადგენს:
1. ბინარულ ოპერაცის
2. უნარულ ოპერაცის
3. ტერნერულ ოპერაცის
4. როგორც უნარულ, ასევე ბინარულ ოპერაციას
4.21 ტერნერული ეწოდება ოპერაციას, რომელიც შედგება:
1. ერთი ოპერანდისგან
2. ორი ოპერანდისგან
3. სამი ოპერანდისგან
4. სამზე მეტი ოპერანდისგან
4.22 ოპერაციის შესრულების ასოციატურობა განსაზღვრავს:
1. ოპერაციის შესრულების მიმართულებას
2. ოპერაციის შესრულების შედეგს
3. ოპერაციის შესრულების პრიორიტეტს
4. ოპერაციის შესრულების შესაძლო ვარიანტს
4.23 დაპროგრმებაში ფუნქციის განსაზღვრა (დეკლარირება) აუცილებლად უნდა
მოიცავდეს:
1. ფუნქციის სახელს, დასაბრუნებელი შედეგის ტიპს /ან ვოიდ საკვანძო სიტყვას
2. პარამეტრების ტიპებს, მათ რაოდენობას და იდენტიფიკატორებს (მათი
არსებობის შემთხვევაში)
3. ფუნქციის ტანს
4. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი სწორია
4.24 პროგრამაში კომენტარი შეიძლება განვათავსოთ:
1. მხოლოდ პროგრამის დასაწყისში
2. მხოლოდ პროგრამის ბოლოს
3. მხოლოდ პროგრამის შუა ნაწილში
4. პროგრამის ნებისმიერ ადგილას
4.25 კლასის ინტერფეისის მისი რეალიზაციისაგან გამოყოფას წარმოადგენს:
1. ინკაფსულაცია
2. კომპოზიცია
3. აბსტრაქცია
4. პოლიმორფიზმი
ალგორითმიზაცია
3.1. ალგორითმს, რომელშიც ყველა მოქმედება ერთიმეორის მიყოლებით სრულდება
და გამოთვლების მიმართულება საწყისი მონაცემების კონკრეტულ მნიშვნელობებზე
არ არის დამოკიდებული, ეწოდება:
1. წრფივი სტრუქტურის ალგორითმი
2. განშტოებული სტრუქტურის ალგორითმი
3. ციკლური სტრუქტურის ალგორითმი
4. არაწრფივი სტრუქტურის ალგორითმი
3.2.ალგორითმს, რომელშიც მოქმედებათა შესრულების თანმიმდვრობა და
გამოთვლების მიმართულება ლოგიკური პირობის მიხედვით იცვლება, ეწოდება:
1. წრფივი სტრუქტურის ალგორითმი
2. განშტოებული სტრუქტურის ალგორითმი
3. ცხრილური სტრუქტურის ალგორითმი
4. ციკლური სტრუქტურის ალგორითმი
3.3.ციკლს, რომელშიც ელემენტარულ პროცედურათა გამეორების რიცხვის
წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ეწოდება:
1. იტერაციული ციკლი
2. არითმეტიკული ციკლი
3. გეომეტრიული ციკლი
4. უსასრულო ციკლი
3.4.ციკლს, რომელიც თავის ტანში შეიცავს სხვა ციკლებს, ეწოდება:
1. მარტივი ციკლი
2. შიდა ციკლი
3. გარე ციკლი
4. უსასრულო ციკლი
3.5.ალგორითმის ბლოკ-სქემაში ინფორმაციის ნაკადის ხაზების ძირითად
მიმართულებად მიღებულია
1. მიმართულება ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ
2. მიმართულება ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ
3. მიმართულება ქვემოდან ზემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ
4. მიმართულება ქვემოდან ზემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ
3.6.რას უწოდებენ ციკლის მმართველ პარამეტრს, რომლის მნიშვნელობა
თანმიმდევრობით მცირდება:
1. უკუმთვლელს
2. ბიჯს
3. პირდაპირ მთვლელს
4. ინდექსს
3.7.რისი ტოლი შეიძლება იყოს იმ ცვლადის საწყისი მნიშვნელობა, რომელშიც
გროვდება გარკვეული რიცხვითი მონაცემების ნამრავლი:
1. ნულის
2. ერთის
3. ორის
4. ათის
3.8.რას უდრის ერთგანზომილებიანი მასივის პირველი ელემენტის ინდექსის
საწყისი მნიშვნელობა და მისი ცვლილების ბიჯი, თუ საჭიროა მასივიდან
ლუწინდექსიანი ელემენტების ამორჩევა
1. ინდექსი - ორს, ცვლილების ბიჯი - ერთს
2. ინდექსი - ერთს, ცვლილების ბიჯი - ორს
3. ინდექსი - ერთს, ცვლილების ბიჯი - ერთს
4. ინდექსი - ორს, ცვლილების ბიჯი - ორს
3.9.რას ვუწოდებთ ერთნაირი მახასიათებლების მქონე სკალარული ცვლადების
მართკუთხა ცხრილს?
1. მატრიცას
2. სტრუქტურას
3. ვექტორს
4. ფუნქციას
3.10.ალგორითმიზაციის თეორიაში ″=″ სიმბოლო აღნიშნავს:
1. ტოლობის ოპერაციას
2. მინიჭების ოპერაციას
3. დეკრემენტის ოპერაციას
4. ინკრემენტის ოპერაციას
3.11. რისი ტოლი შეიძლება იყოს იმ ცვლადის საწყისი მნიშვნელობა, რომელშიც
გროვდება გარკვეული რიცხვითი მონაცემების ჯამი:
1. ნულის
2. ერთის
3. ორის
4. ათის
3.12. ქვემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებიდან რომლის სახელთანაა დაკავშირებული
ალგორითმის ცნება:
1. ევკლიდეს
2. ერატოსთენეს
3. ალხორეზმის
4. ფიბონაჩის
3.13. რას განსაზღვრავს ევკლიდეს ალგორითმი:
1. ორი ნატურალური რიცხვის უმცირეს საერთო ჯერადს
2. ორი ნატურალური რიცხვის უდიდეს საერთო გამყოფს
3. მარტივ რიცხვებს
4. მთელ რიცხვში შემავალ ციფრთა ჯამს
3.14. რას განსაზღვრავს ერატოსთენეს ცხავის ალგორითმი:
1. მარტივ რიცხვებს
2. ლუწ რიცხვებს
3. კენტ რიცხვებს
4. მთელ რიცხვში შემავალ ციფრთა ნამრავლს
3.15. რას წარმოადგენს რიცხვთა შემდეგი მიმდევრობა: 1 1 2 3 5 8 13 21...
1. არაუარყოფითი მთელი რიცხვების ფაქტორიალების მნიშვნელობებს
2. შემთხვევით რიცხვებს
3. ფიბონაჩის რიცხვებს
4. არაუარყოფითი მთელი რიცხვების ჯამის მნიშვნელობებს
3.16. ცვლილებების გათვალისწინებით რომელი ალგორითმი შეგვიძლია
გამოვიყენოთ ორი ნატურალური რიცხვის უმცირესი საერთო ჯერადის
განსაზღვრის დროს:
1. ევკლიდეს ალგორითმი
2. ერატოსთენეს ალგორითმი
3. წრფივი ძებნის მეთოდი
4. დიხოტომიის მეთოდი
3.17. ჩამოთვლილთაგან რომელია მასივებში საჭირო მნიშვნელობის ელემენტის
ძებნის ყველაზე სწრაფი მეთოდი:
1. “ჩაძირვის” მეთოდი
2. მარტივი გადანაცვლების მეთოდი
3. წრფივი ძებნის მეთოდი
4. დიხოტომიის მეთოდი
3.18. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ალგორითმის თვისებას:
1. უნივერსალობა
2. შედეგიანობა
3. გასაგებობა
4. ზემოთ წარმოდგენილი ყველა თვისება
3.19. რომელი მეთოდი წარმოადგენს “ჩაძირვის” მეთოდს:
1. “ბუშტისებრი” დახარისხების მეთოდი
2. მარტივი გადანაცვლების მეთოდი
3. წრფივი ძებნის მეთოდი
4. კომბინირებული დახარისხების მეთოდი
3.20. მასივში შემავალი კენტი მნიშვნელობის ელემენტების საშუალო
არითმეტიკული ტოლია:
1. მასივის ელემენტების ჯამი გაყოფილი კენტი მნიშვნელობის ელემენტების
რაოდენობაზე
2. მასივის კენტი მნიშვნელობის ელემენტების ჯამი გაყოფილი კენტი
მნიშვნელობის ელემენტების რაოდენობაზე
3. მასივის ელემენტების ჯამი გაყოფილი მათ რაოდენობაზე
4. მასივის კენტი მნიშვნელობის ელემენტების ჯამი გაყოფილი მასივის ელემენტების
საერთო რაოდენობაზე
3.21. კვადრატულ მატრიცაში რომელი ელემენტებია განთავსებული მთავარი
დიაგონალის ზემოთ:
1. ელემენტები, რომელთა სტრიქონის ინდექსი მეტია სვეტის ინდექსზე
2. ელემენტები, რომელთა სტრიქონის ინდექსი ნაკლებია სვეტის ინდექსზე
3. ელემენტები, რომელთა სტრიქონის ინდექსი ტოლია სვეტის ინდექსის
4. ელემენტები, რომელთა სტრიქონის ინდექსი მეტია ან ტოლი სვეტის
ინდექსის
3.22. რა ეწოდება ალგორითმის თვისებას, რომლის დროსაც ალგორითმი სწორ
შედეგს იძლევა ნებისმიერი დასაშვები საწყისი მნიშვნელობების დროს:
1. შედეგიანობა
2. გასაგებობა
3. უნივერსალობა
4. დისკრეტულობა
3.23. რას გულისხმობს ალგორითმის შედეგიანობის თვისება:
1. ნებისმიერ შემთხვევაში სწორი შედეგის მიღებას
2. სასრულ დროში უსასრულო ბიჯების შემთხვევაში შედეგის მიღებას
3. სასრულ დროში სასრული ბიჯების შემთხვევაში სწორი შედეგის მიღებას
4. ალგორითმის წარმოდგენას ცალკეული ნაწილების სახით
3.24. რა ფორმით შეიძლება წარმოვადგინოთ ალგორითმი:
1. ცხრილური ფორმით
2. ფსევდოკოდების სახით
3. გრაფიკული ფორმით
4. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ფორმით
3.25. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ალგორითმების არატრადიციულ
(კლასიკურ) ვარიანტს:
1. განშტოებადი სტრუქტურის ალგორითმები
2. გენეტიკური ალგორითმები
3. ციკლური სტრუქტურის ალგორითმები
4. წრფივი სტრუქტურის ალგორითმები[B][/B][SIZE=14]